Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგი სტრესის მართვა და თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიები გაიმართა. როგორც პირWელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სამ დღიანი ტრენინგი უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ფსიქოლოგიისა დასოციოლოგიიის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. View the full article
  2. პოლიტიკური მოძრაობა თეთრების ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გარდაცვლილი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული გახმაურებული ვიდეო-ჩანაწერების მასალების ტომები წარადგინა. როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შაშიაშვილიმა განაცხადა, პირველ ტომში პატარკაციშვილის ჩანაწერზე ყველა სამართლებრივი View the full article
  3. მოსკოვში აფხაზეთის მოქალაქეებს თავს დაესხნენ. როგორც აპსნი.რუ იუწყება, ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეებს – ღურწკაიასა და გვაზავას მეტროს სადგურ პლანერნაიასთან 8 კაციანი ჯგუფი დაესხა თავს და სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. ღურწკაია მძიმე მდგომარეობაში ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. View the full article
  4. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ცენტრი კონფერენციას ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში გამართავს. კონფერენციაზე სტუდენტები საქართველოში სიტყვის თავისუფლების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა View the full article
  5. სახალხო დემოკრატების თავჯდომარე, მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, განათლების სფეროში რეფორმები არაპროფესიონალურ დონეზე ხორციელდება, რაც თავად სფეროს მნიშვნელოვნად აზარალებს. დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა, View the full article
  6. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ყურმანბეკ ბაკიევთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ სახალხო მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბაკიევი მხოლოდ რიგითი მოქალაქეა. დროებითი მთავრობა არ საჭიროებს ბაკიევთან ურთიერთობას. იგი რიგითი მოქალაქეა, რადგან დროებით მთავრობას მის მიერ გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება აქვს. View the full article
  7. ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დიდ დიღომში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით ზალკალიანი წარადგინა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, დავით ზალკალიანმა საფუძვლიანად იცის ამ უბნის პრობლემები და დედაქალაქის საკრებულოში უბნის მაცხოვრებელთა ღირსეული წარმომადგენელი იქნება. „დათოს აქვს ადამიანებთან ურთიერთობის უნიკალური ნიჭი. მას აქვს უნარი თანხმობას მიაღწიოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის და სწორედ ეს სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას. დავით ზალკალიანი ალიანსის ღირსეული კანდიდატია, რომელიც ყველა ოჯახს გააცნობს ჩვენს პროგრამებს და ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება“. – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. დავით ზალკალიანი ირაკლი ალასანიას პარტიის „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრია. იგი 2008 წელს ბელორუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. დავით ზალკალიანის განცხადებით, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და დასაქმების პრობლემების გადაჭრა მისთვის მთავარი პრიორიტეტები იქნება. http://iraklialasania.com/?p=484 View the full article
  8. ნიჭიერი ადამიანები უკვე ემზადებიან “ნიჭიერის” მეორე სეზონისთვის! - http://nichieri.ge/files/2010/04/gt-1-mini-1024x765.jpg © ჯანო ჟვანია nichieri.ge
  9. ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 134 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და ყოფილ ლექტორებს შეხვდა. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images23.jpegტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიამ ეთნოწმენდის ის მასალები განიხილა, რომელთა გაგზავნასაც საქართველოს პარლამენტი ევროსასამართლოებში აპირებს. კომისიის დღევანდელ სხდომას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე მოისმინეს აუდიო მასალების ნაწილი, სადაც თვითმხილველები ქართველთა წამების მძიმე ფაქტებზე საუბრობენ. მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეს განცხადებით, მასალების სამართლებლივი კუთხით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მასალები დამუშავდება ელექტრონულად და სამართლებლივი კვალიფიკაცია მიენიჭება. კომისიის ხელმძღვანელის შოთა მალაშხიას თქმით, ამ ეტაპზე სულ ჩაწერილია 80 ფაქტი და კომისიაში შესულია 200 განცხადება, მთუმცა ფაქტების შეგროვება კვლავ გაგრძელდება. ,,ოდესღაც მოხდება ქართველების წინაშე ჩადენილი ეთნოწმენდის აღიარება და კონტრიბუციის გადახდა ჩადენილი დანაშაულის გამო’’, – აღნიშნა მალაშხიამ. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba515-150x150.jpgთბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლიტვის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობების გამოყენებაში, დამზადებასა და გასაღებაში ეჭვმიტანილთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს. დაკავებულები არიან: ნიკოლოზ ბედუკაძე, გოჩა გიორგობიანი, ზურაბ გოგიშვილი, ლაშა ლაშაური, თემურ ჭითანავა, მურმან ძოწენიძე და წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი, დავით მინდიაშვილი. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ebralidze1-150x150.jpgქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესზე, რომელიც ალექსანდრე ებრალიძის ორგანიზებით, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში უკვე გაიხსნა, 10 ძირითად საკითხს განიხილავენ. კონგრესი თავად ალექსანდრე ებრალიძემ სპეციალური განცხადებით გახსნა. განსახილველ 10 ძირითად საკითხებში საქართველოს ნეიტრალიტეტი და ურთიერთობები რუსეთთან, ჩინეთთან და ახლო აღმოსავლეთთან შედის. ,,ჩვენი მიზანია სასწრაფოდ ვუშველოთ საქართვლოს. უფრო ადრე უნდა ჩამოვსულიყავით და ადრე შვკრებილყავით. ეს ხალხი საქართველოს პატრიოტი და მკვიდრია და მიმაჩნიამ რომ დაგვეხმარებიან”,- განაცხდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა ადა მარშანიამ. ორგანიზატორების განცხადებით, კონგრესზე საქართველოდან 70-მდე სტუმარია ჩამოსული. ზოგიერთი მათგანი უცხოეთის 20 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, კონგრესში უშუალო მონაწილეობას მიიღებს. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ კონგრესში მონაწილეობას ქართველი ოპოზიციონერებიც მიიღებენ. “ეროვნული საბჭოს” ლიდერები კობა დავითაშვილი, კახა კუკავა და გუგე ცანავა უკვე რუსეთში არიან. პეტერბურგში წავიდნენ “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი ვალერი კვრაცხელია და ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილიც. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იგეგმება რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ოპოზიციის წევრები ასევე შეხვდებიან ქართული დიასპორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. ებრალიძის კონგრესში ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა `ქართველ ხალხთა კონგრესის” ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა. მისი თქმით, კობა დავითაშვილის და კახა კუკავას თხოვნა ღონისძიებაში მონაწილეობაზე კონგრესმა დააკმაყოფილა. ხომერიკი არც იმას გამორიცხავს, რომ სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ორდღიან კონფერენციაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს. რუსეთში გამგზავრებამდე კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი რუსეთში ქართული ლობის ფორმირებაა. `როგორც სომხური ლობი მუშაობს მთელ მსოფლიოში, სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმუშაოს ქართულმა დიასპორამ საქართველოს გამთლიანებისა და გაძლიერებისათვის,” – განაცხადა მან. დავითაშვილის თქმით, რუსეთში ვიზიტისას ისინი რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრასაც აპირებენ, როგორც სახელისუფლებო ძალებთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვალერი კვარაცხელიას განცხადებით კი, ეს კონგრესი იქნება მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ქართველი პოლიტიკოსების გამგზავრებას რუსეთში უკვე მოჰყვა შეფასებები. დაგეგმილ კონფერენციას თბილისში რუსეთის სპეცსამსახურების სცენარს უწოდებენ, რუსეთში გამგზავრებულ ოპოზიციის ლიდერებს კი ლუსტრირებულად აფასებენ. ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაგეგმილ’საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიც გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ თითქმის ყველა ქვეყნის ქართული დიასპორა აპროტესტებს ებრალიძის ფორუმზე ქართველთა ჩასვლას. ნადირაძემ ასევე აღნიშნა, რომ აპარატში არ წყდება სატელეფონო ზარები და ამ დროისთვის 1000-მდე საპროტესტო წერილია მიღებული. “ქართული დიასპორა 27 მაისს საქართველოში შეიკრიბება, დიასპორის დღეზე და არა რუსეთში ებრალიძის ფორუმზე. სწორედ საქართველოში, თბილისში ისაუბრებენ ისინი სამომავლო გეგმების, საკუთარი მიღწევებისა და პრობლემების შესახებ,”- აცხადებენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრიეს აპარატში. საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმი ხვალ, 24 აპრილს დაიხურება. იხილეთ epn.ge
  13. თბილისის საკრებულოს წევრობის კრწანისის ოლქის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ამ დღეებში შეხვდა ზემო ფონიჭალის სურგულაძის, ლომინაძის და ჟორდანიას ქუჩების, ასევე სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას. კერძო დასახლებების ძირითადი პრობლემა მოშლილი საკანალიზაციო სისტემაა. მოუწყობელ შიდა გზებზე ფეკალური მასები სასმელ წყალს ერევა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დაავადებულია. პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, ხალხი სარწყავ წყალსაც ითხოვს, ასევე გაზის მილების სახლებამდე მიყვანას. დასაქმება-სამუშაოს არქონა, ყველგან ერთნაირად აწუხებთ. აღნიშნულ პრობლემებზე მაჟორიტარობის კანდიდატმა დღეს ისან-სამგორის რაიონის გამგეობასთან ბრიფინგი გამართა. გამგებელი თემურ გრიგალაშვილი და მისი მოადგილეები ადგილზე არ აღმოჩნდნენ, ამიტომ გამგებლის სახელზე გაკეთებული მიმართვა სოფიო ხორგუანმა გამგეობის კანცელარიაში დატოვა. მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხს კანონით დადგენილ ვადაში ელოდება. View the full article
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_1335-150x150.jpgქალაქ რუსთავში წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ, რუსთავის მერმა მამუკა ჩიქოვანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბარათაშვილმა, პარლამეტის დეპუტატმა ლაშა მინდელმა კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნოდარ შეროზიასთან ერთად რუსთავში ბალანჩივაძისა და კონსტიტუციის ქუჩებზე წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობი დაათვალიერეს. ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს და ის შიდა კვარტალურ ქუჩებზე სხვადასხვა დიამეტრის ძველი, ამორტიზირებული მილების მაღალი ხარისხის მილებით შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის დაახლოებით მილიონ ცხრაასი ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. კომპანია „რუსთავის წყალის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ნოდარ შეროზიას განაცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება ხშირი ლოკალური ავარიების გამო იქნა მიღებული რაც კომპანიას სოლიდურ ფინანსურ ზარალს აყენებდა. ქალაქის მერის მამუკა ჩიქოვანის განცხადებით ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან კარგი შედეგები იქნა მიღწეული რუსთავის წყალმომარაგებაში. „ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქალაქისთვის წყალის მიწოდება 24 საათიანი გახდა. ქუჩების წყალსადენებისა და კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაციის შემდგომ ბუნებრივია მოხდება უკვე გზის საფარის აღდგენა. თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”_ განაცხადა ჩიქოვანმა. მისი თქმით, კომპანია „რუსთავის წყალი“ ამ მიმართულებით მუშაობს და აქტიურად ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რუსთავის მერი მოსახლეობას წლების მანძილზე რუსთავისთვის დაუსრულებელ პრობლემის წყლის ავარიული გამორთვების, საბოლოოდ აღმოფხვას დაჰპირდა. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili30-150x150.jpgპატარკაციშვილისა და კოდუას ფარული ჩანაწერი პატარკაციშვილმა გადაიღო და დაამზადა. მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას შესახებ გავრცელებულ ჩანაწერზე ინფორმაციას ავრცელებს. “სიკვდილამდე 2 დღით ადრე, ჩანაწერთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილს ტელეფონით ვესაუბრე. მან იმ ხუთი ადამიანის გვარი მითხრა, ვინც ჩანაწერი ხელისუფლებას გადასცა. პატარკაციშვილმა მითხრა, რომ მას კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა დაურეკა და კოდუას მიღება სთხოვა, ისე “თითქოს ის მიდიოდეს მასთან,”- ამის შესახებ თემურ შაშიაშვილმა, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შაშიაშვილის თქმით, ჩანაწერი რომ ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა ამას მის საქმეში დოკუმენტაციაც ადასტურებს. მისი განცხადებით, საქმეში დევს კოდუას მონათხრობიც, სადაც ის ყვება, თუ როგორ ვერ აღმოუჩინა პატარკაციშვილის დაცვამ ვიდეო აპარატურა და როგორ შეიტანა ის შენობაში. შაშიაშვილის თქმით, იმავე ჩვენებაში კოდუა ჰყვება, თუ როგორ შესთავაზე აივანზე საუბრისას ბადრი პატარკაციშვილმა მას, 5 ადამიანის ლიკვიდაციის გეგმა. პარტიის ლიდერი ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანაწერში არსებობს ოთახში საუბრის მასალა და არ არსებობს აივანზე ჩაწერილი ხმა და კადრები. “თუკი ჩანაწერი არა არის ბადრის გაკეთებული და ის კოდუამ ჩაიწერა, მაშინ რატომ ვერ ჩაიწერა მისი საუბარი აივანზე. სხეულზე დამაგრებული ჩამწერი ხომ მას ყველგან თან ექნებოდა. ეს ჩანაწერი ბადრიმ გააკეთა იმისათვის, რომ ის მცირედი დამონტაჟების შემდეგ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულიყო, თუმცა იმედის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, მათ შორის გიორგი თარგამაძემ უღალატა მას და ეს მასალა ხელისუფლებას გადასცა,”_ აცხადებს შაშიაშვილი. “თეთრების” ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მასალა ისე იყო დაჭრილი, რომ ის უკვე პატარკაციშვილის წინააღმდეგ მეტყველებდა. შაშიაშვილი “იმედის” მაშინდელ მმართველთა ქმედებას მზაკვრობად და ღალატად აფასებს და ხელისუფლებას ტელევიზიების კონტროლში ადანაშაულებს. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/41691795-150x150.jpgსაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, რომელიც სტრასბურგში 26 აპრილს გაიმართება. ევრპოსაბჭოს ტრიბუნა დებატებისთვის რუსეთ-საქართველოს საკითხების განხილვას სავარაუდოდ კვლავ დაეთმობა და დღის წესრიგის პროექტით 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებზე მოსმენა და ჰაიდი ტალიავინის მიერ მომზადებული ცნობილი დასკვნის განხილვაა გათვალისწინებული. რუსეთ-საქართველოს საკითხზე მომხენებლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები მათიას ეორში და დევიდ უილშაიერი იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ეორში და უილშაიერი საქართველოში გასულ თვეებში იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპირებულ ზონებშიც შექმნილ ვითარებას გაეცნენ. საგაზაფხულო სესია სტრასბურგში 30 აპრილს დაიხურება. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakuridze3-150x150.jpg“ევრაზია-მედია ცენტრის” ხელმძღვანელი და ყოფილი პოლიტპატიმარი თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მოსვლის შემდეგ, ციხეებში მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა. ამის შესახებ, თამაზ ბაკურიძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენდება ახალი საპატიმროები ეს მდგომარეობას მაინც ვერ აკმაყოფილებს. “კალმახელიძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ქართულ ციხეებში გახშირდა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ასევე იმატა სიკვდილიანობამ, რაც პირდაპირ კავშირშია საპატიმრო დაწესებულებების და სასჯელაღსრულების ხელმძღვანელების მხრიდან არასათანადო რეაგირებისა და უყურადღებობასთან.” – განაცხადა ბაკურიძემ. მისი თქმით, “პატიმრობის შესახებ” მოქმედი კანონის შესაბამისად, ყველა პატიმარს აქვს სიცოცხლისა და ჯამრთელობის უფლება და ამ უფლების ჩამორთმევა სისხლის სამართლის დანაშაულია. ისმის კითხვა – ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ დღეს ციხეებში უამრავი ადამიანი კვდება იმის გამო, სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობა სათანადო რიაგირებას არ ახდენს პატიმრების ჯამრთელობის მდგომარეობაზე. “მე მივმართავ საპარლამენტო უმცირესობას, მიიწვიონ სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობა პარლამენტში და მათგან მოისმინონ განმარტებები, რატომ გაუარესდა ვითარება ციხეებში” – აღნიშნა მან. შეხვედრას უნდა დაესწრონ უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საჭიროა თითვეულ ფაქტზე მოხდეს რიაგირება და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ პირთა მიმართ, ვისი მიზეზიდაც ციხეებში ადამიანები იღუპებიან. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images22.jpegპოლონური ტელეკომპანიის კორესპონდენტი სლავომირ ვიშნევსკი აცხდებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერის ავიაკატასტროფის გადაღებისას, რუსი სამართალდამცავების მიერ სიკვდილს ის ადგილზე პოლონეთის ელჩის მისვლამ გადაარჩინა. ამის შესახებ პოლონელმა ჟურნალისტმა გამოცემა “Rzec zpospolita”- სთან ინტერვიუში განაცხადა. ვიშნევსკი სმოლენსკის აეროდრომზე ლეხ კაჩინსკის ჩასვლას ელოდებოდა და ავიაკატასტროფის ადგილას რუსეთის ფედერალური თავდაცვის ბიუროს თანამშრომლების გამოჩენამდე მივიდა. კორესპონდენტმა ტრაგედიის ადგილას ვიდეომასალა გადაიღო. მისი თქმით, ძალოვანი სტრუქტურების მოსვლის შემდეგ, სიტუაცია ძალიან დაიძაბა. რუსეთის თავდაცვის ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ყველა ჟურნალისტს პირველ რიგში, გადაღებული მასალის ჩაბარება აიძულეს. “მათ გადაღებული მასალის ჩაბარება მომთხოვეს და ჩემი ტყეში შეთრევა სცადეს. ხოლო როდესაც ძალოვნებმა პოლონეთის დიპლომატები დაინახეს, მიწაზე დამაგდეს,”-აცხადებს კორესპნდენტი. მისი თქმით, ელჩის გამოჩენის შემდეგ, ძალოვანმა სტრუქტურებმა მისი დაკითხვა დაიწყეს, აინტერესებდათ თუ ვინ იყო და ხომ არ ჰქონდა კიდევ სხვა გადაღებული მასალა. “მე მხოლოდ ერთი ჩანაწერის გადარჩენა მოვახერხე,”-აცხადებს ვიშნევსკი. (მის მიერ გადაღებული ვიდეო საიტ YouTube-გამოქვეყნდა). ამავდროულად, პოლონეთის და უკრაინის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ კაჩინსკის ავიაკატასტროფის შემდეგ გადაღებული სკანდალური ვიდეოს ავტორი, რომელზეც სავარაუდოთ ჩანს, თუ როგორ ესვრიან რუსულ ენაზე მოლაპარაკე პირები ტუ-154 პილოტს უცნობი პირები, მოკლულია. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, YouTube-ზე მისი სვეტიც გაუქმებულია. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini38-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული სწავლების ცენტრ ”სპექტრში” ახალი სადურგლო საწარმო გახსნა. მისნისტრი ავეჯის დამამზადებელი დანადგარის გამოყენებით, პირველი პროდუქციის – ავეჯის წარმოებისთვის აუცილებელი ლამინატის გამოშვებასაც დაესწრო. შაშკინი სოხუმის მკვიდრ ეთნიკურ აფხაზ სტუდენტებსაც შეხვდა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ”სპექტრში” საინფორმაციო ტექნოლოგიებს დაეუფლონ. ცენტრის დირექტორის ზაზა ავალიანის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან სხვადასხვა სპეციელობაზე 9 გალელი სტუდენტის მიღებაც იგეგმება. ამავე დღეს ”სპექტრის” რამდენიმე კურსდამთავრებულთან ”ვუდსერვისის” სამშენებლო და ”აპექსსერვისის” საყოფაცხოვრებო კომპანიების ხელმძღვანელებმა შრომითი ხელშეკრულება გააფორმეს. ”სპექტრში” სტუმრობისას მინისტრმა ავტომექანიკოსის, ავტოსკოლის, არქიტექტურის, გარემოს მონიტორინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ელექტრომონტაჟის, ზოგადი პროფილის მშენებლის თეორიული სასწავლო კლას-კაბინეტები და ლაბორატორიები დაათვალიერა, შეხვდა სასწავლებლის პედაგოგებს, SAID –ის წარმომადგენლებსა და ”სპექტრისა” და ნიდერლანდების სამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სასწავლებელში სამუშაო ვიზიტით მყოფ ექსპერტს ხეის ზევენჰოვენს. პროექტი, რომელსაც ”სპექტრი” ახორციელებს მიზნად ისახავს ევროპული პროფესიული განათლების სტანდარტების დამკვიდრებას სასწავლებელში. თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი “სპექტრი” მრავალპროფილიანი სახელობო სასწავლებელია, რომელშიც ამჟამად მომზადება – გადამზადების მოკლე და გრძელვადიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასურველ პროფესიას რვაასამდე სტუდენტი ეუფლება. პროფესიულ სასწავლებელს 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, სრული მატერიალურ-ტექნიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც 1 463 000 ლარი დაიხარჯა. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_1641-150x150.jpgსაზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის “ბარომეტრი-2009” ანგარიში წარადგინა. გამოკითხვა ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1100 – მა ადამიანმა მიიღო. როგორც საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა ანი ქიტიაშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, გამოკითხვა მიზნად ისახავდა მოსახლეობის დამოუკიდებლობის დადგენას სამოქალაქო აქტიობის, დემოკრატიისა და ლიბელარული ღირებულებების, მასმედიის თავისუფლების მიმართ და სასურველი საგარეო ორიენტაციების იდენტიფიკაციას. “ქვეყანაში არის დემოკრატიული პრაქტიკის დეფიციტი, სამოქალაქო საზოგადოების ხილვადობის სიმცირე და მოქალაქეების აქტიურობის დაბალი დონე. მოსახლეობა აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგრამ ნაკლებად ხედავს ქვეყანაში მათი რეალიზაციის შესაძლებლობას. მცირეა იმ ადამიანების წილი, ვისაც მიაჩნია, რომ ზეგავლენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებაში” – განაცხადა ქიტიაშვილმა. მისივე თქმით, უკმაყოფილო ადმიანების ის დიდი რაოდენობა, ვინც თავს უძლურად გრძნობს ზეგავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ემუქრება ქვეყნის სტაბილურობას. მსგავსი გამოკითხვები საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ 2002, 2006, 2007 და 2008 წლებში ჩატარდა. იხილეთ epn.ge
  21. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიფინგი გამართა. მან განაცხადა, რომ 24 აპრილიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებზე კომისიების მდივნებს აირჩევენ. საარჩევნო კოდექსის თანახმად, კომისიების მდივნების არჩევის უფლება ექვსი ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს აქვთ. რესპუბლიკური პარტია ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას სთავაზობს კომისიის მდივნების არჩევის სამართლიან და დაბალანსებულ სქემას, რომელიც გამორიცხავს ამ პროცესში ხელისუფლების ჩარევას და ყოველი ოპოზიციური პარტიისათვის უზრუნველყოფს კომისიების საერთო რაოდენობის ერთ მეექვსედში მდივნების ყოლას. უსუფაშვილმა დააზუსტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ საუბნო კომისიის მდივნების არჩევის უფლების მქონე პარტიებთან : კონსერვატორებთან, სახალხო პარტიასთან, ქრისტიან დემოკრატებთან, ლეიბორისტებთან და პარტია „ჩვენ თვითონ“-ის წარმონადგენლებთან . ბრიფინგზე გავრცელდა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადების ტექსტი: View the full article
  22. ტელეკომპანია მაესტრო ახალი სამაუწყებლო ბადით ეთერში მაისის პირველ ორშაბათს გავა. ტელეკომპანიის თანამშრომლების ინფორმაციით, მაესტროს რეორგანიზაციის პირველი ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება და ტელეკომპანია განახლებული ფორმატით ეთერში სავარაუდოდ, სწორედ 3 მაისს გავა. პირWელთან საუბარში მაესტროს დირექტორმა კახა ბექაურმა View the full article
  23. საგამოფენო ცენტრ Expo Georgia -ში კავკასიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლოკაშვილმა და თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა გახსნეს. როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ გამოფენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის View the full article
  24. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ყოფილი პროფ-სასწავლებლის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. ართვინის #53-ში მდებარე ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 73 ოჯახი ცხოვრობს. შენობა მთლიანად გადაიხურა, ელექტროგაყვანილობა შეიცვალა, შიდაკომუნიკაცია მოწესრიგდა და დევნილებს ფართები საკუთრებაში გადაეცათ. View the full article
×
×
  • შექმენი...