planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagapsh1-150x150.jpgაფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერი სერგეი ბაღაფში იმედოვნებს რომ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უახლოეს მომავალში უკრაინა და ბელარუსი აღიარებენ. ბაღაფშის განცხადებით ის უკრაინის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებას “ფრთხლი ოპტიმიზმით” ეკიდება. “ჩვენთვის ზემნიშნელოვანია უკრაინის და ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარება“, – აღნიშნა ბაღაფშმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სტრასბურგში ყოფნისას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლებლობაზე, განაცხდა, რომ ამ საკითხებში ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგია და გაყინული კონფლიქტების ერთნაირი გზით გადაწყვეტის მომხრეა. “გაერომ უნდა შეიმუშავოს ერთიანი მიდგომა,როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის,ასევე კოსოვოს მიმართ”, – აღნიშნა იანუკოვიჩმა. 2008 წლის აგვისტოში იანუკოვიჩი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების აუცილებლობაზე საუბრობდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagapsh-150x150.jpgაფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დეფაქტო მილიციას რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანების გაჩერება აუკრძალა. ბრძანება ბაღაფშმა დეფაქტო შს მინისტრს ოთარ ხეციას მისცა. “გავეცი ბრძანება, რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი მანქანები არ გააჩერონ. მსგავსი ფაქტის შემჩნევის შემთხვევაში, მილიციელს დაუყოვნებლივ გავანთავისუფლებ”, – განაცხადა ბაღაფშმა . აფხახი სეპარატისტთა ლიდერის განმარეტებით, მისი გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ რუსეთი აფხაზეთის განვითარებაში ძალიან ბევრ სახსრებს დებს და აფხაზეთმა ტურიზმის განვითარებას და რუსეთის მოქალაქეების მოზიდვას ხელი უნდა შეუწყოს . “ხალხი აქ დასასვენბლად ჩამოდის და ფულს ტოვებს. ეს ფული ბიუჯეტში მიდის და შესაბამისად აქედან ვუხდით ხელფასს შსს თანამშრომლებსაც. მილიციელები უნდა დაეხმარონ ტურისტებს და არა 200 _ 300 რუბლი “დააწერონ” – განაცხადა დეფაქტო პრეზიდენტმა. როგორც ბაღაფშმა აღნიშნა, გამონაკლისი მხოლოდ მაშინ დაიშვება, თუ რუსეთის მოქალაქემ რაიმე სერიოზული სამართალდარღვევა ჩაიდინა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/321-150x150.jpgაჭარის რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ფორუმს მასპინძლობს. ქობულეთში რამსარის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ და კონვენციის გენერალურმა მდივანმა ანადა ტიეგამ ოფიციალურად გახსნეს. ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“ საერთაშორისო შეხვედრის გახსნამდე, მაღალი რანგის სტუმრებმა კოლხეთის დაცული ტერიტორიები მოინახულეს. რამსარის კონვენციის წევრი უკვე 159 ქვეყანაა. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შუერთდა. აჭარა პირველი რეგიონია, რომელიც ორგანიზაციის 48 წლიანი არსებობის ისტორიაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ფორუმს მასპინძლობს. რამსარის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრა 2 მაისს დასრულდება. იხილეთ epn.ge
-
სასჯელაღსრულების სისტემებში ჯანდაცვის სისტემა გადამზადების პროცესშია. http://www.epn.ge/wp-content/uploads/udo1-150x150.jpgსამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის – დავით ასათიანის პრესკონფერენცია გაიმართა. ბრიფინგი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობერსების მიზნით მიმდინარე რეფორმებს ეხებოდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ხათუნა კალმახელიძისა და ალექსანდრე კვიტაშივლის 2010 წლის 5 თებერვლის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულია “პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა”, რომელიც ითვალისწინებს პენიტენციალური ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და პატიმართა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას, სასჯელაღსრულებით სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და ციხის სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციას, აგრეთვე, ციხის სავადმყოფოების თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას. უახლოეს მომავალში იგეგმება სასჯელაღსრულებითი სისტემის საავადმყოფოების ექიმების გადამზადება ოჯახის ექიმებად. სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პატიმართაა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქსნის #7 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ტერიტორტიაზე თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ახალი შენობა გაიხსნა, უახლოეს მომავალში იგეგმება ქალთა კოლონიისა და რუსთავის #1 დაწესებულების მშენებლობა. ასათიანის თქმით, დაგეგმილია ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურენალო დაწესებულების რეაბილიტაცია. შეგახსენებთ, რომ “პენიტენციალური სისიტემის ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა” ძალაში 2010 წლის 5 თებერვლიდან შევიდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuli_banki0231-150x130.jpg7-დღიან N#17 რეფინანსირების სესხების აუქციონზე დღეს 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი ერთ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. საშუალო შეწონილი 5 პროცენტით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
-
ეკონომიკური განვითარების მინისტრის http://www.epn.ge/wp-content/uploads/polo-150x150.jpg განაცხადებით, საქათველოში დღეიდან ანტიმონოპოლიური სამსახური ამოქმედება და მალე ამ სტრუქტურას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. “ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სისტემის განვითარებას, მას მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება”, –განაცხდა პოლოლიკაშვილმა. საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური რამდენიმე წლის წინ გაუქმდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიმონოპოლიური სამსახური საჯარო სამართლის დამოუკიდებელ სტრუქტურად იარსებებს. მთავრობამ ანტიმონოპოლიური სტრუქტურის ჩამოყალიბების ძირითად მიზეზად ევროკავშირის რეკომენდაციები დასახელდა. იხილეთ epn.ge
-
,,პაემანი ვერაზე” 30 წლის შემდეგ ისევ განახლდება. ძველი პროექტის ახლებური ვარიანტის პრეზენტაცია დღეს ,,პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში პრომოუტერმა http://www.epn.ge/wp-content/uploads/1064-150x150.jpg, რეჟისორმა ლევან წულაძემ, მწერალმა გიზო ნიშნიანიძემ და პროექტის პროდუსერებმა გამართეს. მათი განცხადებით, ეს არის პროექტი რომელიც 30 წლის შემდეგ აღსდგა და ძველ და ახალ თაობას გააერთიანებს. ახლებურ ვარიანტში რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები იქნებიან დაკავებულები. ისინი წაიკითხავენ გიზო ნიშნიანიძის შემოქმედებას და გაცოცხლებენ იმ ძველ თბილისს, რომელიც ძველ თაობას ახსოვს. ძველი პროექტიდან გიზო ნიშნიანიძე და გივი ბერიკაშვილი მიიღებენ მონაწილობას. ხოლო ადამიანებს ვინც ამჟამად ცოცხლები აღარ არიან სპეციალური ეკრანის საშუალებით გაცოცხლებენ. ,,ეს იქნება ძველი და ახალი თაობის შეხვედრა. დამსწრე საზოგადოება წითელ ხალიჩაზე გაივლის და საჩუქრად გიზო ნიშნიანიძის წიგნი დახვდება, ასევე გაიხსნება ვარსკვლავი, რომლის სახელწოდება ,,გიზო ნიშნიანიძე, პაემანი ვერაზე” იქნება და ეს მიეძღვნება თბილისის ყველა იმ კოლორიტს, რომელიც იმ თაობას ეკუთვნის და ძველ თბილისში ცხოვრობდა”,- განაცხადა დათო ოქიტაშვილმა. განახლებული პროექტი ,,პაემანი ვერაზე” 4 მაისს ფილარმონისს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saia31-150x150.jpgმ პარტნიორ ორგანიზაციასთან Stichting Russian Justice Initiave-თან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. სარჩელი ეხება 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ტიპის იარაღით გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვას, რის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაიჭრა 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი. სარჩელი გაიგზავნა დაღუპული ჰოლანდიელი ოპერატორის, სტან სტორიმანსის მეუღლის და შვილების, ასევე დაჭრილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის, ეროენ აკერმანსის და ისრაელის ჟურნალისტის, ცადოკ იეჩესკელის სახელით. სარჩელი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა აბუაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ სახელით, 30 განმცხადებლის სახელით გაიგზავნა. ზემოთ აღნიშნული ორივე სარჩელით საია ასაჩივრებს განმცხადებელთა მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი), სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალებების (მე-13 მუხლის) და დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი) პრინციპის დარღვევას. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე სარჩელი იგივე ფაქტობრივ გარემოებებს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ იდენტურ უფლებათა დარღვევას ეხება, საიამ ევროპულ სასამართლოს მიმართა თხოვნით, გააერთიანოს ორივე ზემოხსენებული სარჩელი. 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის მიერ კასეტური იარაღით გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვის ფაქტი დაადასტურა არაერთმა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, ჰოლანდიის მთავრობის საგამოძიებო მისიამ (Storimans Investigative Mission), Human Rights Watch-მა, Amnesty International-მა და საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო მისიამ (ტალიავინის კომისია). იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/prokuratura31-150x150.jpgსაქართველოს პროკურატურა სტუდენტებს შორის იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსს აცხადებს. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე დღეს ქართული უნივერსიტეტების იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მომავალმა იურისტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი დაათვალიერეს და პროკურატურის ახალი ინიციატივის შესახებ შეიტყვეს. პროკურატურის ინფორმაციით, შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც პროკურორების მომზადებული სამართლებრივი კაზუსების მიხედვით სასამართლო პროცესებს მოამზადებენ. სამუშაო შესრულებაში მათ საქართველოს პროკურატურა დაეხმარება, პროცესის დემონსტრირების საშუალება კი ახალგაზრდებს იმიტირებულ სასამართლო დარბაზში ექნებათ. კონკურსიში გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს. მათ საქართველოს პროკურატურის ჯილდოები გადაეცემათ. ინიციატივის მიზანი, მაღალკვალიფიციური იურისტების ახალი თაობის აღზრდის საქმეში წვლილის შეტანა, სტუდენტებსათვის პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება და მათი წახალისებაა. კონკურსი ხორციელდება პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ მიმართულებად, საგანმანათლებლო მუშაობაც მოიაზრება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/GasRings_LindaNylind-150x150.jpgსაქართველოდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირება უახლოეს 2-3 დღეში აღდგება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი მეწყერმა დააზიანა, რის გამოც სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყვეტილია. დაზიანების ადგილზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ჯგუფები მუშაობენ, თბილისიდან გაიგზავნა დამატებითი ტექნიკაც. მაგისტრალური გაზსადენის დაზიანების მიუხედავად, ქვეყნის გაზმომარაგება შეუფერხებლად გრძელდება, რადგან საქართველო გაზს აზერბაიჯანიდან იღებს. იხილეთ epn.ge
-
,,ქრისტიან-დემოკრატების’’ ლიდერ გიორგი თარგამაძისთვის ,,ალიანსი საქართველოსთვის’’ საარჩევნო სიაში სოზარ სუბარის არარსებობა ,,სიუპრიზი’’ აღმოჩნდა. როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_484441-150x150.jpg განუცხადა, ალიანსის გადაწყვეტილებაზე თავად ვერ ისაუბრებს, თუმცა მისთვის სუბარის 30 მაისის არჩევნების სიაში არყოფნა გასაკვრი აღმოჩნდა. მისი თქმით, ოპოზიციური ფლანგის დასუსტება ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის ცუდი იქნება. ,,არცერთი ოპოზიციური ოპონენტის დასუსტების მომხრე არ ვარ’’, – აღნიშნა თარაგმაძემ. ამასთან, თარგამაძე ოპოზიციას ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ სიის პირველი ნომრის ინგა გრიგოლიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,გრიგოლია იქნება პირველი ქალი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, ის იქნება ადამიანი, რომელიც ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებს’’, – დასძინა თარგამაძემ. შეგახსენებთ, რომ ,,ალიანსი საქართველოსთვის’’ სიის პირველი ნომერი სოზარ სუბარი აღარ იქნება და სუბარი აღარც სიაში არის. იხილეთ epn.ge
-
რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ამის შესახებ http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitashvili52-150x150.jpg დღეს პრაიმტაიმის პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია საქართველო ჰყავდეს ელჩობა მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც. “ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა ის რომ ჩვენ საერთოდ სერიოზულად გვიყურებენ და გველაპარაკებიან, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობები და ამის დარეგულირება ისე უნდა მოხდეს რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭების ხარჯზე არ მოხდეს”,_ განაცხადა კობა დავითაშვილმა. დავითაშვილი ჟირინოვსკისთან შეხვედრასაც შეეხო. მისი თქმით ჟირინოვსკის არ დაუმალავს ის, რომ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო და ეს რუსმა დეპუტატმა ოსებისა და აფხაზების მხრიდან რუსეთთან კარგი დამოკიდებულით და მათთან ყოფნის სურვილით ახსნა. იხილეთ epn.ge