planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ganatlebis-da-mecnierebis-saministro1.jpegსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა შემდეგ პროგრამაზე: საქართველოსთვის” და ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგნის სპეციალისტებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილ მასწავლებლებს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სამინისტროში ბრიფინგი გამართეს. პროგრამა ”ასწავლე საქართველოსთვის” 2009 წელს დაიწყო და გულისხმობს კვალიფიციური საგნის სპეციალისტების დასაქმებას საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას კადრების ნაკლებობის პრობლემა. გასულ წელს შერჩეულ მასწავლებლებს, ხელფასის გარდა, 250 ლარიანი სტიპენდიებიც ერიცხებოდათ, ახალი სასწავლო წლიდან სტიპენდია გაორმაგდება და 500 (ხელზე – 400) ლარს შეადგენს. პროგრამა ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში” მიზნად ისახავს ქართული ენის სწავლების ხელშეწყობას და გულისხმობს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილი მასწავლებლების მივლინებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში. პროგრამაში მონაწილე მასწავლებლების ხელფასი 1000 ლარია. ზემოაღნიშნული პროგრამების განხორციელება 2009 წელს დაიწყო და მათში 100-მდე მასწავლებელი იყო ჩართული. წელს გათვალისწინებულია დამატებითი კადრების აყვანა, რაც გულისხმობს უფრო მეტი სოფლისა და თემის ჩართვას სახელმწიფო ენის სწავლებისა თუ ზოგადად, სასწავლო პროცესების გაუმჯობესებაში. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 მაისს დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ რესურსცენტრს. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც: 95 58 36. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5111-150x150.jpgძმები ვიტალი და ალექსი გულისარიანები, ბენზინგასამართი სადგურების ტალონების გაყალბების ფაქტზე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის, სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. გულისარიანები კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით, „ლუკოილის” „სოკარის” და „ვისოლის” საწვავის ტალონებსა და ფულის ყალბ კუპიურებს ამზადებდნენ. ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკის შედეგად 7200 ლარის ღირებულების, სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი კუპიურები და საწვავის ტალონებია ამოღებული. ასევე, ამოღებულია მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ძმებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. იხილეთ epn.ge
-
სახალხო სასამართლო ნაფიცმსაჯულთა მიღებას იწყებს. პროექტ „ხალხი ასამართლებს…“ `სახალხო (ხალხის) სასამართლოს~ ნაფიცი მსაჯულის სტატუსის მისაღებად საჭიროა შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება: პირი არ უნდა იყოს 30 წელზე ნაკლები ასაკის; http://www.epn.ge/wp-content/uploads/53911677e8d7-150x150.jpgარ უნდა მსახურობდეს ძალოვან სტრუქტურებში; არ იყოს `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ `სახელმწიფო თანამდებობაზე~ და არ ითვლებოდეს `საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ `თანამდებობის პირად~; გ) არ იყოს: იურისტი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი; დ) არ იყოს: შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე, რაც გულისხმობს ისეთ ფსიქიკურ და ფიზიკური ნაკლს, რაც ხელს შეუშლის მოვალეობის სრულად შესრულებას; ე) არ იყოს წამალდამოკიდებული: ტოქსიკომანი, ნარკომანი ან ალკოჰოლიკი; ვ) არ იყოს ნასამართლევი; ზ) არ უნდა ამოძრავებდეს პირადი ინტერესი ან ანგარიშსწორების სურვილი; მსურველებმა უნდა გაგზავნონ ჩV-ი, პირადობის მოწმობის ასლი და მცირე განმარტება, თუ რატომ სურთ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება ნაფიც მსაჯულად, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი 0108; რ. თაბუკაშვილის 46. `სახალხო (ხალხის) სასამართლო~ ტელეფონი: 92 38 44; ან ელ-ფოსტით: პეოპლესჯუსტიცე2009@გმაილ.ცომ; ცოუნცილ@პეოპლეონტჰებენცჰ.ცომ; შეგახსენებთ, რომ ამ სასამართლო პროცესზე ვერდიქტი გამოაქვს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიას, რომელიც 6 ნაფიცი მსაჯულისგან შედგება. ნაფიცი მსაჯული მოვალეა დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას კონკრეტულ საქმეზე, რომლისთვისაც ის აირჩიეს, ვერდიქტის გამოტანამდე. შემოსული განაცხადებიდან ყოველ კონკრეტულ საქმეზე მსაჯულთა არჩევა მოხდება სასამართლოს წესდების მე-12 მუხლით განსაზღვრული პროცედურით იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/qartuli-dasi-150x119.jpgკანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს 500 ლარით, ხოლო შემდგომში განხორციელდეს დანარიცხები და პედაგოგის ხელფასი უნდა შეადგენდეს 700 – 1100 ლარს. ,,ქართული დასისი“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მათ მიერ შედგენილი კანონპროექტი განათლების რეფორმის ეპიცენტრში პედაგოგს აყენებს. ბაღათურიას თქმით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და მან სრული სოციალური გარანტიები უნდა შეუქმნას პედაგოგებს. დეპუტატის მტკიცებით, აღნიშნული კანონპროექტი მომზადდა ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციების შემდეგ, ხოლო დღესვე მისი საჯარო განხილვა დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
სოფიო ხორგუანმა ძველი თბილისის გამგეობასთან ბრიფინგი გამართა. იგი იმ უმწვავესი პრობლემის მოგვარებას ითხოვს, რაც ამ რაიონის მოსახლეობას აწუხებს. ბრიფინგზე სოფიო ხორგუანის საარჩევნო შტაბმა პრესრელიზი გაავრცელა. სოფიო ხორგუანმა ანალოგიური აქცია ისან-სამგორის რაიონის გამგეობასთან 23 აპრილს გამართა და გამგეობაში განცხადება დატოვა. View the full article
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია NDI, IRI, IFES -ის წარმომადგენლებს შეხვდა. „ალიანსის“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საუბარი ეხებოდა პრობაციონერებისა და მსჯავრდებულების ოჯახის წევრების საარჩევნო პროცესებში იძულებით მონაწილეობას. „ჩვენ საერთაშორისო ორაგნიზაციების წარმომადგენლებს გადავეცით ჩვენ ხელთ არსებული მასალები, რომლებიც ამტკიცებს, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში სოდ-ისა და ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის შედეგად პრობაციონერები, მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები იძულებით მონაწილეობენ არჩევნებში, იძულებით აკეთებდნენ არჩევანს „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისი თqმით, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების საქმის კურსში ჩაყენება ოპოზიციურ ძალებს საშუალებას მისცემს, მინიმალურ დონემდე შეამციროს ძალოვანი სტრუქტურების ჩარევა საარჩევნო პროცესებში. „წინასაარჩევნო პროცესი არის უთანასწორო. ძალოვანი სტრუქტურები დღესაც მონაწილეობენ წინასაარჩვენო პროცესებში. ჩვენი შეხვედრები სერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დიპლომატიურ კორპუსთან სწორედ პრევენციულ ღონისძიებებს ემსახურება, რათა თავიდან ავიცილოთ ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობა არჩევნებში“ , – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. View the full article
-
„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრები დუისის მე-5 საუბნო საარჩევნო კომისიის ოთახში მუშაობენ“. - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ასევე აქვეყნებს ფრაგმენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან: „... საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებისთვის შეზღუდულია პანკისის ხეობაში მოგზაურობა“. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagaturia6-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტს გუშინ, სვანეთში პოლიტიკური ნიშნით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ განაცხადა, წუხელ, სვანეთში სპეცნაზი ,,აიჭრა” და იმ ადმაინების ,,უკანონო დაკავებები” განახორციელეს, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატებად არიან წარდგენილები. ბაღათრიას, ინფორმაციით, სპეცრაზმა გუშინ, ნიგულიანი ნუგზარი დააკავა და მას აიძილებდნენ უარი ეთქვა კანიდატურის დაყენებაზე. ბაღათურიას შეფასებით, პარლამენტმა და ინეტრაფრქციული ჯგუფმა რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ფაქტზე. ,,ხელისუფლება მერადმენედ ცდილობს ასეთ უპატიცემულო შეტევებს სვანეთზე”, – დასძინა დეპუტატმა. ბაღათურიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და ინტერფაქციულ ჯგუფს დეტალებით დაინტერესებისკენ მოუწოდა. ,,სამწუხაროა თუ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას სიაში ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც არჩევნებით ცდილობენ კრიმინალური ავტორიტეტის დაბრუნებას. სიაში ყოფნა არ ნიშნავს კრიმნალურ იმუნიტეტს’’, – განაცხადა ბაქარძემ. ბაქარძის მტკიცებით, სამართალდამცველების მხრიდან თუ იყო რაიმე არასწორი სახის ჩარევა, ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს და თუ ჩვეულებრივი სპეცოპერაცია იყო, საზოგადოებამ ამის შესახებაც უნდა იცოდეს. იხილეთ epn.ge
-
საიტის მთავარ, ჰორიზონტალურ მენიუში გაჩნდა ახალი ბლოკი „არჩევნები 2010“, სადაც განთავსდება ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა ადგილას იყო გაბნეული: პარტიული სიები, საარჩევნო კოდექსი, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი, სამუშაო დოკუმენტაცია (ფორმები), ლინკი „ცესკოს დადგენილება“ და მრავალი სხვა. View the full article!
-
რესპუბლიკელი ავთანდილ ბერიძის განცხადებით, საოლქო კომისია იგივე წევრებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ოთხი წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს აყალბებდნენ. ამასთანავე, - აცხადებს ავთანდილ ბერიძე - , საუბნო კომისიებში მდივნების თანამდებობაზე ქრისტიან-დემოკრატების, პარტიის „ჩვენ თვითონ“ და „მრეწველების“ კანდიდატები დაინიშნენ, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან არიან გარიგებულნი. - ამის თაობაზე TV25 იუწყება. View the full article
-
რადიო „ჰერეთი“ აქვეყნებს წერილს, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ახორციელებს ზეწოლას სოფელ მაღაროს საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გიორგი ვარსიმაშვილი ალიანსის კომისიის წევრ ლალი ჯანიკაშვილზე, რომელმაც კომისიის თავმჯდომარეს სიიდან იმ ადამიანების ამოღება მოსთხოვა, ვინც მათ საარჩევნო უბანს არ ეკუთვნოდა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi71-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატებმა’’ ვანის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ-დეპუტატატობის კანდიდატად დღეს 95 წლის უხუცესი მიხეილ ხარძეიშვილი წარადგინეს. როგორც პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თარგამაძემ განაცხადა, ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ ერთ-ერთი პრიორიტეტი ვეტერანზებზე ზრუნვაა, სწორედ ამიტომ წარადგინეს ვანის რაიონში კანდიდატად ხარძეიშვილი. ხარძეიშვილის განცხადებით, მას ,,ქრისტიან-დემოკრატები’’ არჩევნებში მონაწილე პარტიათაგან ყველაზე ღირსეულად მიაჩნია. ,,ვიბრძვი ღირესულების გადასარჩენად, რომ ქვეყანა უღიორსოებს არ დარჩეთ’’, – დასძინა ხარძეიშვილმა. ამასთან, ,,ქრისტიან-დემოკრატებმა’’ ხარძეიშვილს მოძრაობის მიერ ვეტერანებისთვის დამზადებული მედალიც გადასცეს. რაც შეეხება ხარძეიშვილის ბიოგრაფიას, იგი დაიბადა 1915 წლის 12 მაისს, 1937 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთიასის პედაგოგიური ინსტიტუტი, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1939 წელს სამ პედაგოგთან და მოზრდილთა სკოლის 9 მოსწავლესთან ერთად მოხალისედ წავიდა ფინეთის ომში, 1941 წლიდან იბრძოდა მე-6 არმიის 323 პოლკში, სადაც სამჯერ დაიჭრა და არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. ამასთან, ხარძეიშვილი 70 წლის განმავლობაში მუშაობდა ქიმიის მასწავლებლად, წლების განმავლობაში მუშაობდა ვანის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდისტად, ინსპექტორად, რაიონული გაზეთის პასუხისმგებელ რედაქტორად. ასევე, 1969-71 წლებში იყო სახალხო მოსომართლე, ხოლო დღეს არის ვანის რაიონის ომის, შრომის, შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, არის ღირსებისა და გორგასლის ორდენების კავალერი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი. ხარძეიშვილს ჰყავს 3 შვილი, 6 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagaturia.21-150x150.jpgოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ საპენსიო მინიმუმის გაზრდის შესახებ კანონპროექტის განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უშედეგოდ მოითხოვა. სხდომის დაწყებისას ბაღათურიამ მოითხოვა დღის წესრიგში ჩაესვათ კანონპროექტი, რომელიც საპენსიო მინიმუმის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას გულისხმობს. მისი თქმით, მისი მრავალჯერ მოთხოვნის მიუხედავად, კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მაინც არ შედგა, რის გამოც ითხოვს პროექტის განხილვის დაწყებას, პირდაპირ პლენარულ სხდომაზე. ბაღათურიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და ციონერ დეპუტატს რეგლამენტის მოთხოვნა განუმარტა, რომ კომიტეტების გვერდის ავლით საკითხის განხილვა მას ბიუროს სხდომაზე უნდა მოეთხოვა. ,,ამ უფლებით გუშინ თქვენმა კოლეგა გიორგი ცაგარეიშვილმა ისარგებლა და მასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე საკითხი დღევანდელ დღის წესრიგში, ვერ შევიდოდა’’, – განაცხადა ბაქრაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vashadze5-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯონ ბასს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. იხილეთ epn.ge
-
ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა „ალიანსი საქართველოსთვის“ პარტიული სია. ვაქვეყნებთ პარტიული სიებს თვითმმართველი ქალაქებისათვის: ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი. ყურადღებას იპყრობს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრ გიორგი მასალკინის ბოლო ადგილი ბათუმის პარტიულ სიაში. იგი აპირებს მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვოს და ასე მოხვდეს ბათუმის საკრებულოში. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/PolandFlag1-150x150.jpg4 – 5 მაისს ლაგოდეხს საპასუხო ვიზიტით პოლონეთის ქალაქ ოსტროლენსკის დელეგაცია ეწვევა. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ლაგოდეხს ოსტროლენსკის მერი, რადის თავმჯდომარე და მდივანი ესტუმრებიან. 5 მაისს ლაგოდეხსა და ოსტროლენსკს შორის კი დამეგობრების ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდება. სტუმრების საპატივსაცემოდ, 4 მაისს ადგილობრივი ანსამბლები ლაგოდეხის სპორტ-დარბაზში პოლონურ – ქართულ ენებზე ღონისძიებას ჩაატარებენ. სტუმრები 4 დღის განმავლობაში დაათვალიერებენ კახეთის ღირსშესანიშნაობებს და შეხვდებიან ნეკრესის მიტროპლიტ მეუფე სერგის. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 27 მაისს, ანალოგიური ვიზიტით პოლონეთის ქალაქ ოსტროლენსკში ლაგოდეხის დელეგაცია იმყოფებოდა, სადაც დამეგობრების წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი. იხილეთ epn.ge
-
3 მაისს თავიანთ გასაჭირზე ფონიჭალელები ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს სოფიო ხორგუანს ესაუბრნენ. ზემო ფონიჭალის მოსახლეობა პრობლემების ნაკლებობას არ უჩივის. მოუწყობელი გზები, ტალახი, წყლის გუბეები, აქ ჩვეულებრივი ამბავია. რამდენიმე კორპუსი გარედან გასალესია და ხალხს სინკარებიდან წყალი სახლებში ჩადით. ფონიჭალა 3-ის 30-ე კორპუსი ინგრევა. 20 წლის წინ აშენებული შენობა გასალესია.ა სეთივე მდგომარეობაშია კიდევ ოთხი კორპუსი. ღოღობერიძის ქ. 31-ში, კერძო სახლებში, ძირითადად სამაჩაბლოდან დევნილები ცხოვრობენ. მათი მთავარი პრობლემა გზაა. ტალახით და წყლით სავსე ეზოებში ბავშვებს ვერ უშვებენ. აქვე, დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან წყალი იღვრება. ზემო ფონიჭალელების უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, თუმცა სოციალურმა აგენტებმა მათ რატომღაც მაღალი ქულები დაუწერეს და დახმარება მოუხსნეს View the full article
-
საიტის მთავარ, ჰორიზონტალურ მენიუში გაჩნდა ახალი ბლოკი „არჩევნები 2010“, სადაც განთავსდება ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა ადგილას იყო გაბნეული: პარტიული სიები, საარჩევნო კოდექსი, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი, სამუშაო დოკუმენტაცია (ფორმები), ლინკი „ცესკოს დადგენილება“ და მრავალი სხვა. View the full article!
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vano1-150x150.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ მინისტრი ინფორმაციას საგაზეთო წერილში ავრცელებს. ”ახალი დღის შერჩევა გადავწყვიტეთ რადგან, პოლიციის ორივე პროფესიული თარიღი, 10 ნოემბერი – პოლიციის დღე და 30 ნოემბერი – უშიშროების თანამშრომლის დღე. ორივე თარიღი სრული ანაქრონიზმი იყო, რადგან ერთი საბჭოთა მილიციის, მეორე კი საბჭოთა ჩეკას ჩექმას აღნიშნავდა. მათგან განსხვავებით 6 მაისი სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება. ჯერ ერთიც გიორგობაა და, ამასთან ერთად, ეს არის დღე, როდესაც აჭარა გათავისუფლდა ასლან აბაშიძის რეჟიმისგან. ამიტომ გადავწყვიტეთ სწორედ, 6 მაისი ავირჩიოთ”, – წერს მერაბიშვილი. მინისტრი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოში რეფორმების შეწყვეტა არ უნდა დავუშვათ. ”ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ პოლიციელებმა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილში სიმპათია დაიმსახურეს. იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი მომავალშიც შეინარჩუნონ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია ყოველთვის დარჩეს პოლიტიკისგან შორის”, – აღნიშნავს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/nagav-150x150.jpgუცნობი მამაკაცის ცხედარი იპოვნეს წუხელ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში მდებარე ნაგავსაყრელზე. ექსპერტების თქმით, მამაკაცი 50 წლამდე უნდა იყოს და ის დაახლოებით 1 თვის წინ დაიღუპა. გარდაცვლილი თევზაობის დროს მეთევზემ შეაამჩნია, რის შემდეგაც პოლიციას შეეატყობინა. ცხედარი ხევიდან საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს. მამაკაცის სიკვდილის ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ashsh-150x150.jpgამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას სადაც აშშ-ს მოქალაქეებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში გადაადგილებისაგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა. მასში ნათქვამია, რომ საქართველოში ამერიკის საელჩომ შეზღუდა საკუთარი თანამშრომლების გადაადგილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე რეგიონებშიც, მათ შორის, წალენჯიხის რაიონსა და პანკისის ხეობაში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ტერიტორიაზე მათ კრიმინალისა და ძალადობის საშიშროების შესახებ აფრთხილებს. `აუფეთქებელი მოწყობილობები კვლავ რისკს წარმოადგენს იმ რაიონებში, სადაც 2008 წლის აგვისტოში ბრძოლები მიმდინარეობდა”-ნათქვამია განცხადებაში. მასში ნათქვამია, რომ საქართველოში ამერიკის საელჩომ შეზღუდა საკუთარი თანამშრომლების გადაადგილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე რეგიონებშიც, მათ შორის, წალენჯიხის რაიონსა და პანკისის ხეობაში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/liluashvili_davit211-150x1291.jpgუფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება “ჩვენი უფლებებისათვის” ეწინააღმდეგება 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას. ეს განცხადება კოალიცია თავმჯდომარემ, დავით ლილუაშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას გააკეთა, ”პირველ რიგში გიორგობის რელიგიური დღის სამოქალაქო დღედ გამოცხადება არის მკრეხელობა და მეორეც სწორედ 6 მაისს, ერთი წლის წინ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პოლიციამ სასტიკათ დაარბია მშვიდობიანი აქცია, რეზინისა და პლასტიკური ტკვიებით დაცხრილა იქ შეკრებილი მანიფესტანტები, წორედ ამიტომაც არის ჩვენთვის მიღებელი ეს გადაწყვეტილება”,-განაცხადა დავით ლილუშვილმა მისივე განცხადებით, სააკაშვილს შეუძლია წელიწადში რამოდენიმე დღე გამოაცხადოს პოლიციის დღეთ და “დაუფასოს” პოლიციას სხვა ჩადენილი ძალადობრივი აქტები. “მაგალითად 15 ივნისი, როცა ასევე ერთი წლის წინ იგივე პოლიციის სამმართველოსთან სასტიკად იქნა დარბეული ახალგაზრდების მიერ ჩატარებული აქცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 7 ნოემბერი როდესაც 3 წლის წინ პოლიციამ და სპეციალურმა რაზმმა გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მთელ სამოქალაქო საზოგადოებაზე დაDუსასტიკესად გაუსწორდა ასიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს”,- აცხადებს კოალიციის თავმჯდომარე. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sajaro-reestri-150x150.jpgსაჯარო სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ნორვეგიელი ექსპერტების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, აქტიურად ხორციელდება რეფორმა, რაც თავის მხრივ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. დარეგულირებაც საჭიროებს ქვეყნის საჯარო სექტორის რეფორმის კონტექსტში განხილვას, სამთავრობო დონეზე კოორდინაციასა და შეთანხმებას. ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში მიმდინარე პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დაგეგმილია არსებული საკანონმდებლო ბაზისა და საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების ანალიზი სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით. რეფორმა მიზნად ისახავს სამოქალაქო პერსონალის მოზიდვის, შეფასების, შერჩევის, პროფესიული განვითარების, დაწინაურების, დათხოვნის და მთლიანობაში კარიერის მართვის პოლიტიკის განსაზღვრის და მისი განხორციელების ეფექტური მექანიზმების განვითარებას და დანერგვას. აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში იკვეთება სხვადასხვა ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ხასიათის საკითხები, რომელთა აღნიშნულ თემაზე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ირაკლი კოტეტიშვილი სამუშაო შეხვედრას ხვალ, 16.00 საათზე მთავრობის კანცელარიაში გამართავს. იხილეთ epn.ge
-
ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა „ალიანსი საქართველოსთვის“ პარტიული სია. სია ოთხპარტიულია: რესპუბლიკელები, ახლები, თავისუფალი დემოკრატები და „საქართველოს გზა“. შესაბამისადაა დაჯგუფებული მთელი სიაც - ყოველ ოთხეულში ყველა პარტიას ერთი წარმომადგენელი ჰყავს. პარტიული სია თბილისის საკრებულოსათვის View the full article