planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, კავკასიის ინცინდენტის მონაწილეთა მიმართ სასამართლოს მიერ უკანონო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, დაკავებულთა მხარდამჭერები ცივილური მეთოდებით იმოქმედებენ. ამის შესახებ დეკანოზმა დავით ისაკაძემ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებულთა მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. View the full article
-
View the full article ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს ღვინის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალში 50-მდე ღვინის კომპანია მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზატორის "ღვინის კლუბის" წარმომადგენლების განცხადებით, დღევანდელ ფესტივალზე ხოლოდ 2009 წლის მოსავლისგან დამზადებული ღვინო იქნება წარმოდგენილი. ეთნოგრაფიულ მუზემში ღვინის დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
-
http://epn.ge/wp-content/uploads/Kaxa2-150x150.jpgლეიბორისტული პარტია ტელეკომპანია ,,კავკასიაში” მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და განხორციელებული ძალადობა დაგმო. ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიური მდივნის კახა ძაგანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლების გადარჩენისთვის სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღება სჭირდება, რათა ძალისმიერი ფორმით ურთიერთ დაპირისპირების ფონზე შეინარჩუნოს ხელისუფლება. „ხეისუფლების შენარჩუნების მიზნით ის ანტიეროვნულ თავისუფლების ინსტიტუტს იყენებს, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაწყოფით ახდენენ სამოქალქო დაპირისპირების პროვოცირებას“, – განაცხადა კახა ძაგანიამ. მისი თქმით, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს, როგორც ანტისახელმწიფოებრივ, ანტიმართმადიდებლურ, ექსტრემისტულ ძალას უნდა აეკრძალოს სახელმწიფოს, მათ შორის არჩევითი თანამდებობების დაკავება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გასული გადაცემის “ბარიერის” შემდეგ ტელეკომპანიის ეზოში მიწვეულ სტუმრებსა და “მართმადიდებელ მშობელთა კავშირს” შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-420x02-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებზე თავდასხმას უწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამგვარი თავდასხმები და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია. “პრეზიდენტმა გუშინვე გასცა მითითება, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველა დეტალი ბოლომდე დაადგინონ, გამოავლინონ ყველა ის პირი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმაში, ტელეკომპანიის დარბევაშია დამნაშავე. ყველა მათგანი უნდა დაისაჯოს კონსტიტუციის წინაშე. ყველა მოქალაქე თანასწორია, ხოლო ნამდვილი დემოკრატია მხოლოდ კანონის პატივისცემის პირობებშია შესაძლებელი”,- განაცხადა მანჯგალაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/lagidzeee-150x150.jpgპოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველოს” მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე გუშინ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ფაქტს გმობს. ამის შესახებ მან “ექსპრესნიუსთან” საუბარისას განაცხადა, “არ შეიძლება ხელი შეუშალო ჟურნალისტების მუშაობას, და საკუთარი მოსაზრება მსგავსი სახით გამოხატო”, – აღნიშნა გიორგი ლაღიძემ. გიორგი ლაღიძემ დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შედეგის მიღწევა მხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობითაა შესაძლებელი. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/lagidze4-150x150.jpgპარტია “მომავალი საქართველოს” მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე ვარკეთილში ეწ. თათრების ბაზრობაზე მოვაჭრეებს შეხვდა. ლაღიძემ მოვაჭრეების პრობლემები მოისმინა, რის შემდეგაც საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. “სახელმწიფო უნდა იცავდეს სამართლიანობას და თქვენს უფლებებს”, – განაცხადა გიორგი ლაღიძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში კერძო საკუთრების დაცვა “მომავალი საქართველოს” ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერობის კანდიდატი მოვაჭრეებს სავაჭრო პირობების გაუმჯობესებასა და ნავაჭრზე მცირე გადასახადების დაწესებას დაპირდა. მოვაჭრეები გიორგი ლაღიძეს მხარდაჭერას დაპირდნენ. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/damaviwyda-ra-gvaria-150x150.jpg“ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა და “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, გუშინ, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში მომხდარი ინცინდენტი უარყოფითად შეაფასა და მას მიუღებელი უწოდა. “ნებისმიერი ტელეკომპანიის ეთერი ღიაა დებატებისთვის, ის რაც გუშინ მოხდა ყველაფერს პასუხობდა დებატების გარდა, ჩემთვის ეს არის მიუღებელი და საერთოდ, ვფიქრობ რომ ჩამოსაყალიბებელია რაღაც კონკრეტული გეგმები და პარამეტრები, თუ როგორ და რანაირად უნდა მოხდეს იმ საკითხების გარკვევა, რომელიც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის. მე ვფიქრობ, ის პროვოკაცია, რაც გუშინ მოხდა “კავკასიის” ეთერში, ყველასთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს, ამ გზით სიარული არ შეიძლება”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/dzagania-kaxa1-150x130.jpgსააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ არ იკმარა საქართველოს მოსახლეობის ძარცვა, ახლა უკვე გადასულია ემიგრანტების ძარცვაზე. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის იდეოლოგიიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა. მისი თქმით საბაჟო გადასახადი უნდა მოიხსნას ისეთ ნივთებზე, როგორიცაა საკანცელარიო საქონელი, ტანსაცმელი და მედიკამენტები. “ხშირია შემთხვევები როცა 1 დოლარიანი ნივთები დაბეგრილია 8-10 ლარით”, – განაცხადა კახა ძაგანიამ. ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც ასევე აპროტესტებდნენ საბაჟოზე არსებულ გადასახადებს. “საბაჟოზე 500 დოლარის ღირებულების ამანათზე მომიწია 700 დოლარის გადახდა, გარდა ამისა წინასწარ გადავიხადე 200 ლარი ექსპერტის თანხა რომელიც აფასებდა საქონელს, ეს არის არაადამიანური დამოკიდებულება”, – განაცხადა მზია მარგველაშვილმა. მისი თქმით, თანხის არქონის გამო მან ლომბარდში სამკაულები ჩააბარა, რათა ამანათი აეღო. მიუხედავად გადახდილი თანხისა, ამანათი 3 Dდღით დააყოვნეს და მზია მატგველაშვილს დამატებით 60 ლარის გადახდა მოუწია. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/bass.pg_-150x150.jpgაშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დღეს ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ის შეშფოთებულია გუშინ ტელეკომპანიაში მომხდარი ინციდენტის გამო, ხოლო ის, რომ ყველას ჰქონდეს აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია. “საქართველოში არიან ელემენტები, რომელთათვისაც მიუღებელია მრავალფეროვნება აზრის გამოხატვის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მასზე განზორციელებული ძალადობის გარეშე. მოხარული ვართ, რომ გუშინ პოლიციის ჩარევა იყო ზომიერი”,- განაცხადა ჯონ ბასმა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/xidasheli-150x150.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ხელისუფლება მოძალადეების წაქეზებაში და საკუთარ რიგებში მყოფი დამნაშავეების მიმართ ლოიალურობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ, ხიდაშელმა, დღეს , საზოგადოებრივი მოძრაობა “გადაარჩინე სიცოცხლის” ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და 2 წლის წინ ამ ადგილას მომხდარი ინცინდენტი გაიხსენეს. “უკანონოდ დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრების გვერდით ვიდექი პირველი დღიდან. გამცემლიძის მკვლელობა იყო ერთ-ერთი ბოლო ხელისუფლების მიერ უკანონოდ განხორციელებულ დანაშაულთაგან. ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა თავისუფალია, მას სულ ორი წელი მიუსაჯეს. მე არ ვარ მომხრე საპატიმროებში ადამიანების დიდხანს მოთავსების, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცი როგორი მართლმსაჯულება გვაქვს ქვეყანაში, რომელიც უნდა შეიცვალოს. როდესაც ასეთი დანაშაულისთვის ადამიანს ორ წელს უსჯი და ამ დროს წვრილმანი დანაშაულებისთვის ადამიანები 8-10 წელი ციხეში სხედან, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ლოიალურია საკუთარი მოძალადეების მიმართ. როდესაც ასეთი ძალადოებები დაუსჯელი რჩება, შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ძალადობა ამ ქვეყანაში დაშვებულია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/216-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავს ვაკის პარკში პატივი მიაგეს. ვაშაძემ ასევე, ვეტერანებს დღესასწაული მიულოცა და მათ საჩუქრები გადასცა. მინისტრის თქმით, ეს დღე არ უნდა დავივიწყოთ, ვინაიდან ის საქართველოს დღესასწაულია. “65 წლის თავია II მსოფლიო ომის შემდეგ. დღეს ჩვენ ვეტერანებს მივულოცეთ ეს დღესასწაული, პატივი მივაგეთ საქართველოს იმ შვილებს ვინც ომში დაიღუპა. 41-45 წლები კი წერია ამ მემორილაზე, მაგრამ 39 წლიდან იბრძოდნენ ქართველები. არც ჩვენი ფორმა და არც სამშობლო შეგვირცხვენია. ეს დღესასწაული არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ და არც ჩვენმა შვილებმა ვინაიდან ეს საქართველოს დღესასწაულია”,- განაცხადა ვაშაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/lasha.chkhartishvili-newalliance.info_-150x150.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა “გადაარჩინე სიცოცხლის” ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე, “მაკდონალდსის” გვერდით, პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის გარდაცვალებიდან ორი წლის თავთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ორი წლის წინ ამ ადგილას მომხდარი ინცინდენტი და სააკაშვილი და მერაბიშვილი დანმაშავეების მფარველობაში დაადანაშაულეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, გიორგი გამცემლიძის მკვლელი არ იქნა შესაბამისად დასჯილი და ის გუშინ პატიმრობის ორი წლის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. მისი თქმით, ხელისუფლება იფარავს საკუთარ რიგებში მყოფ დამნაშავეებს. “ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადგილას მოკლულ იქნა გიორგი გამცემლიძე, მხოლოდ იმიტომ, რომ მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და ამის გამო პოლიციელმა აბუაშვილმა ის მოკლა. ხელისუფლებამ, როგორც წესი, დაიფარა საკუთარ რიგებში მყოფი დამნაშავე. აბუაშვილს ორი წლით პატიმრობა მიესაჯა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ის გუშინ გაათავისუფლეს. მოვითხოვთ, რომ აბუაშვილი კანონის შესაბამისად იქნეს დასჯილი და ამასტან ერთად დაისაჯოს ყველა ის მარალჩინოსანი, რომლებიც მფარველობენ ამ მკვლელობას”, – განაცხადა ლასა ჩხარტიშვილმა. აქციის მონაწილეებმა მსგავსი სახის დანასაულებზე პასუხისმგებლობა სააკაშვილსა და მერაბიშვილს დააკისრეს. “პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სააკაშვილსა და მერაბიშვილს, იმიტომ რომ ამ ორმა ადამიანმა უშუალოდ მოუწოდა პოლიციელებს, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან, ესროლათ დაუფიქრებლად. სწორედ ასეთი დაუფიქრებელი გასროლოს მსხვერპლია გიორგი გამცემლიძე. შესაბამისად ამ ადამიანებს ეკისრებათ არამარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან მოწოდება დანაშაულისკენ არის თავის მხრივ სამართლებრივი დანაშაული”, – აღინიშნა აქციაზე. იხილეთ epn.ge
-
http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S-UolTg6SOI/AAAAAAAADo4/gcNn4dl5wOY/s200/24320_107082192643582_100000254040027_192962_4555366_n.jpgტელეკომპანია “კავკასიაში” წუხელ მომხდარი ინციდენტის შემდეგ რვა ადამიანია დაკავებული. ისინი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან. პოლიციის სამმართველოსთან დილიდან მივიდნენ სასულიერო პირები, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წარმომადგენლები და მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი, სულ 30-მდე ადამიანი. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მალხაზ გულაშვილმა განაცხადა, ისინი სამმართველოს შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გულაშვილი აცხადებს, რომ პოლიციის სამმართველოდან გამოვარდა ჯგუფი, რომლებმაც აიყვანეს იქ მდგომი მშვიდობიანი მოქალაქეები, სულ დაკავებული იყო 18 პირი, მათგან შენობაში იმყოფება რვა, დანარჩენები კი, დაკითხეს და გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავებულებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ “კავკასიის” შენობასთან მომხდარ ინციდენტში. არსებული ინფრომაციით – დაკავებულები არიან ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე. მალხაზ გულაშვილის თქმით, მომხდარის შესახებ მათ აცნობეს საქართველოს საპატრიარქოს. ამასთან, უცნობია, თუ რა მუხლით აღიძრა საქმე დაკავებულის მიმართ. ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში წიგნის – “საიდუმლო სირობის” შესახებ გამართული დებატები წუხელ ჩხუბში გადაიზარდა. გადაცემის მონაწილეებს, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და “სახალხო მართლმადიდებელ მოძრაობის” წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. /> http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/burjanadze551-150x150.jpgნინო ბურჯანაძე მოსკოვში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას მოძრაობის ლიდერი აღნიშნულ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული. წელს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავს სრულიად უპრეცედენტო ფორმატში აღნიშნავს. რუსეთის დედაქალაქში მსოფლიო ანტიფაშისტური კოალიციის ყველა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან და 9 მაისს ერთობლივი აღლუმით აღნიშნავენ. პირველად ისტორიის მანძილზე აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი, ამერიკელი და ფრანგი სამხედროები. ნინო ბურჯანაძის ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი არ არის. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/britaneti-150x150.jpgბრიტანელმა კონსერვატორებმა არჩევნებში ყველაზე მეტი ხმის დაგროვების მიუხედავად, ხელისუფლების სრულიად ფორმირების საშუალება მაინც ვერ მოიპოვეს. ისინი კოალიციის შექმნის მიზნით მოლაპარაკებებს ლიბერალ-დემოკრატებთან აწარმოებენ. კონსერვატორებს 20 ადგილი არ ყოფნით, რათა რომ მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტონ. ლიბერალ-დემოკრატებთან თანამშრომლობა კი მათ 57 ადგილს მოუტანს და დევიდ კამედონს პრემიერ მინისტრის პოსტის მოპოვებაში შესაძლოა დაეხმაროს. კონსერვატორების ლიდერმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მზადაა ლიბერალ-დემოკრატების ლიდერ ნიკ კლეგთან ითანამშრომლოს თანაბარ პირობებში. “მე მსურს, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც საზოგადოებისგან სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს”, – განაცხადა დევიდ კემერონმა. ლიბერალ-დემოკრატებთან კოალიციას სურვილი მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმაც გამოთქვა. თანამშრომლობის შემთხვევაში გორდონ ბრაუნს თანამდების შენარჩუნების საშუალება ექნება. იხილეთ epn.ge
-
„ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტი იმ ექსტრემიზმის მაგალითია, რასაც ხელისუფლება ექვსი წლის განმავლობაში აღვივებს, - განაცხადა „ალიანსი საქართველოსთვის“ საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა, - ხელისუფლება მიზანმიმართულად თვალს ხუჭავს ისეთი ორგანიზაციების მოქმედებებზე, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე ძალადობენ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ძალადობა არ შეიძლება ლეგიტიმიზებული იყოს სახელმწიფოს მიერ“. ეს განცხადება თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გააკეთა, სადაც იგი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში შემდეგ მივიდა. აქვე მოვიდა „ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი. მანამდე „კავკასიის“ ეთერით მიმდინარეობდა დებატები, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. გადაცემის მონაწილეებს, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია „კავკასიაში“ მობილიზებული იყო პოლიცია. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/554-150x150.jpgსინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით წმიდა სინოდის მორიგ სხდომაზე განაცხადეს. სხდომაზე განხილული და მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები. წმიდა სინოდმა იმსჯელა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ, რომელიც ა.წ. 14 ოქტომბრისთვის უნდა გაიმართოს. გადაწყდა ისიც, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის 14 ოქტომბრამდე ამ უპირველეს საკათედრო ტაძარში ყოველდღიურად აღევლინოს სამღვდელმთავრო წირვები ამა თუ იმ ეპარქიის მმართველის, ამ ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის მონაწილეობით. ასევე წმიდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან გამომდინარე, სთხოვა ხელისუფლებას, მეტი ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ საკითხებს, პატიმართა უფლებების დაცვას. ამასთან, ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ პრობლემათა გადაწყვეტაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/gulashvili4-150x150.jpgპოლიციის სამმართველოსთან სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები ამ წუთებში აქციას მართავენ. სამმართველოსთან შეკრებუილი ადამიანები ითხოვენ იმ 8 მოქალაქის განთავისუფლებას, რომლებიც გუშინ ტელეკომპანია “კავკასიასზე” მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის თავჯდომარის მალხაზ გულაშვილის განცხადებით, ისინი დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ დაკავებულებს არ გაანტავისუფლებენ. ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გუშინ გასული გადაცემის “ბარიერის” შემდეგ ტელეკომპანიის ეზოში მიწვეულ სტუმრებსა და “მართმადიდებელ მშობელთა კავშირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად ნაცემია ტელეკომპანიის ოპერატორები და ხელმძღვანელი დავით აქუბარდია. იხილეთ epn.ge
-
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დღეს თბილისის მერობის კანდიდატებს – ირაკლი ალასანიას, გიგი უგულავას, გიორგი ჭანტურიას, ზვიად ძიძიგურსა და გოგი თოფაძეს – შორის დებატები გაიმართება. დებატები 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.დებატები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სამოქალაქო საზოგადოებისა და არჩევნების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ტარდება. დებატები პირდაპირ ეთერში გადაიცემა ასევე რადიოთი, ხოლო მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ დებატები დამატებით გააშუქონ. დებატებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე წარუძღვება. დებატების დროს თითოეულ კანდიდატს დაეთმობა თანაბარი დრო: შესავალი და დასკვნითი გამოსვლისთვის (2-2 წუთი) წამყვანის შეკითხვების საპასუხოდ (2-2 წუთი). კანდიდატებისთვის წინასწარ ცნობილი იქნება დებატების ზოგადი თემები, თუმცა დებატების დაწყებამდე ყველა კანდიდატს კონკრეტული შეკითხვები მხოლოდ ერთი საათით ადრე გადაეცემა. შეკითხვები ორგანიზატორი მხარის მიერ არის მომზადებული და „საზოგადეობრივ მაუწყებელს“ მის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. USAID-მა დაახლოებით 40,000 აშშ დოლარი გამოყო დებატების ორგანიზებისთვის, დებატების შემდგომი გამოკითხვისა და ფოკუს-ჯგუფების ჩატარებისთვის, კანდიდატთა წინასწარი მომზადებისა და სხვა სახის დახმარებისთვის. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/ganatlebis-samin1-150x150.jpgგანათლების სამინისტრომ უცხოურ სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებში სწავლების გაგრძელების მსურველებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 40 წლამდე, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი და სამინისტროს საიტზე ჩამოთვლილი საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე უკვე ჩარიცხულნი არიან. კონკურსი 31 მაისამდე გაგრძელდება. კონკურსში გამარჯვებულების საზღვარგარეთ სწავლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს მომავალი თაობისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სწავლა მსოფლიოს ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელოს, როგორიცაა ოქსფორდი, კემბრიჯი, სორბონა და სხვა. ,,საქართველოს მომავალი სწორედ განათლებულ მომავალ თაობაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სოციალური სტატუსის მქონე ნიჭიერი ახალგაზრდებისთის საზღვარგარეთ სწავლება ხელმისაწვდომი გავხადოთ’’- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge-ზე სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში ,,სამაგისტრო პროგრამები უცხოეთში’’ უნდა გაირაონ. ვებ-გვერდზე მსურველები ასევე მოიპოვებენ კონკურსის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას და იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ სწავლებას დააფინანსებს. იხილეთ epn.ge