planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა დღეს პარლამენტში კატალონიის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი და ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის ყოფილი პრეზიდენტი ხავიერ ბონალი მიიღო. ბონალი საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობითა და საკანონმდებლო ბაზით დაინტერესდა, View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/xetaguri-150x1402.jpgსასტუმრო “თბილისი მერიოტში,” ხვალ 12:00 საათზე მინისტერიალი გაიმართება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნეს გარემოს მინისტრი ადრეან ვიდეანუ, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მიანისტრი ნატიკ ალიევი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. მინისტერიალზე მხარეები განიხილავენ სამი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ბუქარესტში 2010 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების მიმდინარეობას. კერძოდ, აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის შემდგომი რეალიზაციის ასპექტებს. მინისტერიალის ფორმატში მხარეები განიხილავენ აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანიის დაფუძნების საკითხს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/memorandumi-150x150.jpg13 აპრილს ბუქარესტში, აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის შორის მემორანდუმს მოაწერება ხელი. ენერგეტიკი სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი “გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობას “ შეეხება. სამინისტროს ინფორმაციით, მემორამდუმი საქართველოში გაზის გამათხევადებელი ითველისწინებს, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkin625-150x150.jpg საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი თბილისის 196-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. სასწავლო დაწესებულება 1994 წელს დაარსდა, არის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო კავშირის წევრი და იუნესკოს ასოცირებული სკოლა. დიმიტრი შაშკინი აქ სწავლების იმ განსაკუთრებულ სპეციფიკას გაეცნო, რომლითაც ამ კავშირის წევრი სკოლები გამოირჩევიან. 196-ე საჯარო სკოლის სასწავლო გეგმა შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ასევე აკმაყოფილებს ვალდორფის სკოლების მუშაობის საერთაშორისო ნორმებსა და მოთხოვნებს. სკოლაში თანაბრად დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სამეცნიერო, ისე ხელოვნებისა და პრაქტიკული საგნების სწავლებას. გათვალისწინებულია ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებები. სკოლის სპეციფიკისა და მოზარდის ათვისების უნარის გათვალისწინებით სკოლაში მოქმედებს საგნების ინტენსიური სწავლების მეთოდი. თითოელი საგნის შესწავლა ხდება შემოქმედებითად, სკოლა ცდილობს მოზარდს მისცეს ზოგადი ჰარმონიული განათლება, რათა თითოეულმა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და საბოლოოდ გააკეთოს სწორი არჩევანი. სკოლაში მოქმედებს ხალხური რეწვის სექციები, მოსწავლეთა კამერული ორკესტრი, გუნდი, მარიონეტების თეატრი. თეატრის მსახიობი მეოთხე და მერვე კლასელი მოსწავლეები რეგულარულად მართავენ სპექტაკლებს თავიანთი დამზადებული თოჯინებითა და დეკორაციებით. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/LOGO.jpg„ობიექტივის“ „ქუჩის ტელევიზიამ“ სამამულო ომის თემაზე ფილმების ჩვენება დაიწყო 2010 წლის 9-16 მაისი ჟურნალისტთა კავშირმა „ობიექტივი“ დიდი სამამულო ომის ვეტერანთა კვირეულად გამოაცხდა. კვირეულის ფარგლებში გამოიცა სპეციალური, უფასო გაზეთი, რომელიც ფაშიმზე გამარჯვების თემას მიეძღვნა, ამოქმედდა ე.წ. „ქუჩის ტელევიზიის“ პროექტი, რომელიც თბილისის ორ უბანში ფუნქციონირებს და მაყურებელს სამამულო ომთან დაკავშირებულ ფილმებს წარუდგენს. 2010 წლის 9 მაისს „ობიექტივმა“ მუშთაიდის ბაღში „ჯარისკაცის მამა“ აჩვენა. ჩვენებას 50-მდე მაყურებელი ესწრებოდა, როგორც ვეტერანები, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები. როგორც „ობიექტივის“ წარმომადგენლები აცხადებენ,- „ქუჩის ტელევიზია“ ყოველდღე, 13.30 წუთიდან 15 საათამდე მაყურებელს „მშრალ ხიდთან“, ხოლო 16.30- დან 18 საათამდე მეტრო „ისანთან“ ( ბაზრობის ქვედა შესასვლელი) იწვევს. დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას 13 საათზე ჩვენება მუშთაიდის ბაღში გაიმართება. 2010 წლის 16 მაისს, კვირას, 14 საათზე თეატრალური კავშირის დარბაზში ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“ სამამულო ომის ვეტერანებს შეხვდება. ნაჩვენები იქნება რეზო ჩხეიძის ფილმი „ჯარისკაცის მამა“. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo8-150x150.jpgსაქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2010 წლის 10 მაისს მოეწერა. ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოსთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის დირექტივების დამტკიცებას,” – განაცხადა კალანდაძემ. მისი თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება ჩაანაცვლებს არსებულ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვან გაღრმავებას. ეს შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტერგრაციის შესაძლებლობას, რასაც ითვალისწინებს 2009 წლის 7 მაისის, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პრაღის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაც. 2010 წლის 10 მაისის ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭომ, ასევე, რიგ პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის ახალი ქვეკომიტეტების დაარსების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5115-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქ. ქობულეთში მცხოვრები, 45 წლის სოლომონ ბეჟანიძე დააკავეს. სოლომონ ბეჟანიძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა საკუთარ მამას ასლან ბეჟანიძეს, რომელიც მოგვიანებით მიყენებული ჭრილობის შედეგად ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულმა სოლომონ ბეჟანიძემ დანაშაული უკვე აღიარა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko-www.newalliance.info_5-150x150.jpgრეგიონული ვიზიტების ფარგლებში, ამომრჩეველთა და საარჩევნო ადმინისტრაციასთან შეხვედრის მიზნით, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აჭარასა და გურიას ესტუმრა. ხარატიშლი შეხვედრას გამართავს, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, რეგიონული ოფისისა და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილული იქნება საარჩევნო რესურსების გამოყენების საკითხიც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების მომდევნო ვიზიტი შიდა ქართლში იგეგმება და ისინი შეხვედრებს გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში გამართავენ. რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადენელები უკვე ეწვივნენ იმერეთის, სამეგრელოს და კახეთის რეგიონს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko-www.newalliance.info_4-150x150.jpgდღეს ცესკოში, 18 საათზე უკრაინული კომპანიის pro.movas წარმომადგენელი შუალედურ ანგარიშს წარადგენს. პრო.მოვა, მედია მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის პროცესში მასთან ერთად ჩართულია სამი ქართული კომპანია “პრაიმ ტაიმი” “ბისიჯი” და “აიპიემი “. უკრაინული კომპანია მეთოდოლოგიის ზუსტად და გამჭირვალედ წარმართვასა და შემდგომი რეკომენდაციების შემუშავებას უზრუნველყოფს. მონიტორინგის შედეგებები ყველა დაინტერესებული მხარისათვის ხელმისაწვდომი იქნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri221.jpgპრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით მონაცემები წარმოადგინა. მისი თქმით, აპრილის თვეში ეკონომიკური ზრდა ისეთივე ინტესივობით გაგრძელდა, როგორც გასულ კვარტალს იყო და კიდევ უფრო გაიზარდა. “რაც სეეხება ქონების რეგისტრაციას ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი მაჩვენებელია, აპრილის თვეში სერიოზული ზრდა იყო და 2009 წელთან სედარებით 43%-ით გაიზარდა, 2008 წელტან სედარებით კი 5%-ით, თუმცა ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი. ავტომობილების გაყიდვის კუთხითაც ზრდაა, გასულ წლის მონაცემებტან შედარებიტ 30% არის გაზრდილი, ხოლო 2008 წელთან 8%-ით”,- განაცხადა გილაურმა. მისი თქმით, საბანკო სექტორიც საკამოდ სწრაფად ზრდის თავის პორტფოლიოს. ასევე დეპოზიტების რაოდენობაც არის გაზრდილი. თუ შევადარებთ იანვარს აპრილის თვესთან გაზრდილია. ასევე გაზრდილია საკრედიტო, სამომხმარებლო სესხები, იპოთეკა და საკრედიტო ბარათების ზრდის რაოდენობა. “ეს ზრდა იმას მიანიშნებს, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ მიდის და უბრუნდება 2007-2008 წლის მდგოარეობას. ამიტომ ჩვენ შედარებისთვის 2009 წლის მაგივრად 2008 წელთან შევადარებთ ხოლმე”,- განაცხადა გილაურმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ikakobashvili1-150x150.jpgრეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, საქართველო არანაირი ომის დაწყებას არ აპირებს. ამის შესახებ, თემურ იაკობაშვილმა აფხაზეთის სეპარატისული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯილიას განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა. იაკობაშვილის თქმით, საქართველო, რომ ომის დაწყებას არ აპირებს ეს ექვს პუნქტიან ხელშეკრულებაზე ხელმოწერით უკვე დაადასტურა. მისი თქმით, თუ საჭირო იქნება საქართველო მზად არის მსგავსი დოკუმენტი რუსულ მხარესთან საერთაშორისო გარანტიებით გააფორმონ. მაქსიმ ღვინჯიას განცხადებით, აფხაზეთი მზად არის ქარტულ მხარესთან დიალოგი აწარმოოს, თუ ექნება გარანტიები, რომ საქართველო ომს არ დაიწყებს და მათ მოლაპარაკებებში, როგორც მხარეს აღიარე იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ikakobashvili-150x150.jpgრეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მამისონის უღელტეხილზე რუსების საგუშაგოს გახსნას არ ადასტურებს. ამის შესახებ, იაკობაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ოფიციალური პირები იმდენ სისულელესა და ტყუილებს იძახიან, რომ მამისონის უღელტეხილის შესახებ მორიგი ტყული გასაკვირი არ არის. “მე როგორც ვიცი მამისონის უღელტეხილი არის გათოვლილი და თუ რუსები სპეც-ტექნიკით ავიდნენ, რაც ნაკლებ სავარაუდოა არ ვიცი. თუ მათ მესაზღვრეების ნაცვლად ალინესიტები ჰყავთ ავიდოდნენ, ფიზიკურად იქ მისვლა სეუძლებელია. რუსეთის ოფიციალური პირები იმდენ სისულელეს აცხადებენ, ისეთ ტყუილებს იზახიან, რომ მამჯისონზე რომ მოიტყუონ არ არის გამორიცხული”,- განაცხადა იაკობაშვილმა. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგში 25 საკითხია განსახილველი. იხილეთ epn.ge