Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 14 მაისს, 11:00 საათზე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის შენობაში დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. მის: წინამძღვრიშვილის ქ. #162 14 მაისს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გარდაბნის კულტურის სახლში მოსახლეობასა და ექიმებს შეხვდება. თემა: ‘ჯანდაცვის ახალი რეფორმა. 14 მაისს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘თბილისის მერობის კანდიდატებისათვის შესათავაზებელი მნიშვნელოვანი წინადადება. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 14 მაისს 12:00 საათზე, პრაიმ თაიმის პრეს – კლუბში პეტრე ცისკარიშვილი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. მის: კოსტავას გამზ. #68 14 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართება. ქ. გორი, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა 14 მაისს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება. საგარეჯოს გამგეობის შენობა 14 მაისს, 12:00 საათზე, ედპ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘საარჩევნო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა’. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 14 მაისს, 13:00 საათზე, ‘მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’ ოფისში, ეროვნული საბჭოს’ კოორდინატორი საარჩევნო საკითხებში ლადო ბოჯაძე პრესკონფერენციას გამართავს. მის: ლვოვის ქ. #56 14 მაისს, 13:00 საათზე, ალიანსი საქართველოსთვის’ მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი კრწანისის ამომრჩევლებს შეხვდებიან. მის: გორგასლის ქ. №2, ჟანი კალანდაძის სახელობის სკვერთან(ბაგრატიონის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია) 14 მაისს, 14:00 საათზე, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მის: მუხაძის 4. 14 მაისს, 14:00 საათზე, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი სპორტის სასახლის წინ აქციას გამართავს. თემა: “სად არის ყინულის მოედანი”? 14 მაისს, 14:00 საათზე, ‘მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ‘პრაიმ თაიმის’ პრეს-კლუბში მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. 14 მაისს, 14.00 საათზე, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’, საკონფერენციო დარბაზ ‘კალაში’ , საზოგადოებრივი მოძრაობის ‘სოლიდარობა უკანონო პატიმრებს’ ორგანიზებით, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ე.წ უკანონო პატიმრების საკითხზე დიპლომატიურ კორპუსს შეხვდებიან. 14 მაისს, 15.00 საათზე, სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში’ ასთმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. მის: თავისუფლების მოედანი #4 14 მაისს, 15:00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატების’ ლიდერი გიორგი თარგამაძე ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, მოსახლეობას შეხვდება. 14 მაისს, 15:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”’ სოციალურად დაუცველი ბავშვების მშობლების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. 14 მაისს, 15:00 საათზე, ფონდ ‘ღია საზოგადოება – საქართველოს’ოფისში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისმონიტორინგის’ პრეზენტაცია გაიმართება. მის: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქ. #10 14 მაისს, 16:00 საათზე, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ‘ალიანსიდან’ ნუგზარ გაბუნია საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მის: გლდანის I მ/რ, ხიზანიშვილის ქ. №49 14 მაისს, 17:00 საათზე, ‘ეროვნული საბჭოს’ მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი მუხიანში გია მაღლაკელიძე მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. მის: მუხიანის II მ/რ; გურიის ქუჩა 14 მაისს, 19.30 საათზე, ევროპული დღეების ფარგლებში, ახალგაზრდა ფოტოგრაფების რენა ეფენდის, დარო სულაკაურისა და კარენ მირზოიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. მის: შალვა დადიანის ქ. #2, ‘ევროპის სახლი’ ტელ: 47 03 10; 47 03 12. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bishkek21-150x150.jpg ბიშკეკში 7 აპრილს არეულობების შედეგად დაღუპულთა 80-მდე ნათესავმა ბელორუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ბაკიევის ყირგიზეთში ჩასვლის მოითხოვენ. დროებითი მთავრობის მხარდამჭერები ბაკიევს მასობრივ მკვლელობებში ადანაშაულებენ. თუმცა, ბელორუსიის პრეზიდენტმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ბაკიევს ყირგიზეთს არ გადასცემს. აქციის მსვლელობისას, ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, ანდრეი სავინიხმა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ყირგიზეთში აკრედიტირებულმა ბელორუსიის დიპლომატებმა “უსაფრთხოების დაცვის მიზნით” ბიშკეკი დატოვეს. მისივე თქმით, “საფრთხე ექსტრემისტული ელემენტებიდან მომდინარეობს” და სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ, ყველა დიპლომატი ყირგიზეთში დაბრუნდება. ბელორუსიის საელჩოსთან მყოფი პოლიციელების თქმით, აქციის დროს საზოგადოებრივი წესრიგი არ დარღვეულა. პროტესტის აქცია ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგადაც პიკეტის მონაწილეები დაიშალნენ. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kirgizia-150x150.gif კონტროლის აღდგენასთან დაკავშირებით, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის დღევანდელი განცხადებების მიუხედავათ, ოშის ოლქში საპროტესტო აქციების ტალღა უკვე დაიწყო. ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბექ ბაიევის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა დღეს ოშის საოლქო ადმინისტრაციის შენობა დაარბია. მათ ოშში კონტროლი საკუთარ თავზე აიღეს და და ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მამასადიკი ბაკიროვი თანამდებობაზე დააბრუნეს. ყირგიზეთის ჟურნალისტის, ალმაზ კალეტის განცხადებით, შენობის შტურმის დროს ძალა გამოყენებული არ იყო. “მომიტინგეებმა, რომელთა უმეტესობაც ქალები არიან, უბრალოდ შევარდნენ შენობაში და გუბერნატორს შენობის დატოვება აიძულეს,”-აცხადებს კალეტი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები საკუთარ ადგილებზე დარჩნენ და მარადიორობას ადგილი არ ჰქონია. სამართალდამცავები კი მომხდარში არ ჩარეულან. ჟურნალისტის განცხადებით, ოშის მცხოვრებნი განვითარებულ მოვლენებს უარყოფითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ დროებითი მთავრობის ადმინისტრაცია სათანადოდ არ რეაგირებს და ვითარებას არ აკონტროლებს. აქციის მონაწილეები ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბექ ბაკიევის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ მომიტინგეებმა ოშის, ჯალალ-აბადის და ბატკენის ოლქების ადმინისტრაციული შენობები კონტროლის ქვეშ აიღეს და ჯალალ-აბადის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაიკავეს. ოშში საგანგებოდ, ყირგიზეთის თავდაცვის დროებითი მინისტრი, ისმაილ ისაკოვი გაემგზავრა. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba3-334x5006-150x150.jpg საგამოძიებო სამსახურმა ნავთობის უკანონო მომპოვებლები დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნედლი ნავთობის უკანონოდ მოპოვების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: მიხეილ უსტიაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, თამაზ ცხვარიაშვილი, მამუკა ჩიტია, მალხაზ და გიორგი პაპავები. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში მცხოვრები მ. უსტიაშვილი უკანონოდ და მალულად მოიპოვებდა ნედლ ნავთობს ამავე სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ-ინგლისურ შპს „კანარგო-ჯორჯიას“ კუთვნილი ჭაბურღილიდან. ეჭვმიტანილთა ჯგუფის სხვა წევრებს – მ. ჩიტიას, გ. ელიზბარაშვილს, მ. და გ. პაპავებს, თიანეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის ტერირტორიაზე არსებულ ერთ-ერთი აგარაკის ეზოში დაამონტაჟებული ჰქონდათ ნედლი ნავთობის გამოსახდელი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც პატარძეულში ნავთობს კუსტარულად გადაამუშავებდნენ და 1ლარსა და 30 თეთრად ყიდდნენ. გამოძიების მონაცემებით მათ მიერ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე უკანონოდ მოპოვებული და რეალიზებული იქნა 30 ტონამდე ნედლი ნავთობი, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა და შპს „კანარგო-ჯორჯიამ“ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღო. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 177-ე და 186-ე მუხლებით, რაც შესაბამისად სამიდან ხუთ წლამდე, ოთხიდან შვიდ წლამდე და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/NewsImg-150x150.jpg “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მათი ლიდერის უსაფუძვლო კრიტიკისგან. ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “დემოკრატიული მოძრაობა” არ მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ დღეს ქვეყნის უმთავრეს შიდა პოლიტიკურ პრობლემას არა ქალაქის მერი და რაიონის საკრებულოები, არამედ პრეზიდენტი და მისი გარემოცვა წარმოადგენენ. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ხელისუფლება არჩევნებს იყენებს ქვეყნის უმთავრესი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად და ოპოზიციის წინასარჩევნო ურთიერთკამათისა და ურთიერთბრალდებების რეჟიმში გადასაყვანად. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები ურთიერთდაპირისპირებებით ხელს უწყობენ ოპოზიციის საერთო დისკრიმინაციას და საქართველოს მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვას, რის პროვოცირებას სამთავრობო მედიასაშუალებებიც აკეთებენ. “დემოკრატიული მოძრაობა” ამ ხნის მანძილზე თავს ვიკავებდით ოპოზიციურ პარტიებთან დაპირისპირებისგან, ვცდილობდით პასუხი არ გაგვეცა იმ დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ზოგჯერ შეურაცხყოფისთვის, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხრიდან ისმოდა ჩვენი მისამართით, ვინაიდან ვთვლით რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია სანამ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილია, ოპოზიციამ საკუთარი ძალისხმევა მისი რეჟიმის წინაღმდეგ ბრძოლისკენ უნდა მიმართოს”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. ყოლბაიას თქმით, თუ კი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კვლავ გააგრძელებენ “დემოკრატიული მოძრაობის” კრიტიკას მაშინ ისინი შესაბამის პასუხს გასცემენ მათ. “იმ შემთხვევაში თუ კვლავ გაგარძელდება მსგავსი ქმედებები, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიმოქმედოთ ჩვენი შეხედულებისამებრ – ჩვენი მხრიდან გაცემული პასუხი, რომელიც იქნება ადეკვატური და დასაბუტებული, მათ მნიშვნელოვნად დააზარალებს და შელახულ იმიჯს კიდევ უფრო შეულახავს. ნათელი გახდება, ვისი რა ნაბიჯი რით იყო განპირობებული და რეალურად რამდენად დაზარალდა საზოგადოება ოპოზიციის არასწორი ნაბიჯების გამო”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/DJ-NIKA-150x150.jpg ნიუ-იორკში DJ NIKA ღია ცის ქვეშ, მსმენელთათვის 12 საათის განმავლობაში დაუკრავს. ღინისძიება მანჰეტენზე – TOMPKIN SQUARE PARK –ში 22 მაისს გაიმართება. ამ დღეს ქალაქში DANCE PARADE (ცეკვის პარადი) ტარდება. ეს უფასო პროექტია, რომელზეც ათასობით ადამიანი იკრიბება და საშუალება აქვს ნახოს ულამაზესი ცეკვები, ასევე, მოისმინოს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსები და დიჯეები. მათ შორის დაუკრავს ქართველი DJ NIKA-ც. DJ NIKA პირველად ღია ცის ქვეშ, ამერიკელი და არა მხოლოდ ამერიკელი მსმენელისთვის დილის 10-დან ღამის 10 საათამდე დაუკრავს. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ianukovich3.jpg უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ბალაკლავაში, რუსეთის ფედერაციის წყალქვეშა ხომალდების ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყობს. “ეს ყველაფერი ვარაუდებია. იმ ტერიტორიაზე ყველაფერი დემილიტარიზებულია,”-განაცხადა იანუკოვიჩმა “ეხო მოსკვის”-თან ინტერვიუში. ამავდროულად, უმაღლესი რადის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, დეპუტატ ლეონიდ კოჟარას განცხადებით, შეტყობინებები უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო ბაზების გახსნაზე დეზინფორმაციაა და მისთვის უცნობია, რა მიზნებს ემსახურება ეს სიცრუე. “არავის ასეთი პროექტი არ განუხილავს,”-განაცხადა კოჟარამ. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოზიციების გაძლიერებასა და ახალი სამხედრო ბაზების გახსნის შესახებ. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/zurich-150x150.jpgსაქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან – 26 მაისთან დაკავშირებით, ციურიხში ქართული კულტურის დღე აღინიშნება. ქართული კულტურის დღე ციურიხში ყოველ წელიწადს ეწყობა. წელს ღონისძიება 30 მაისს გაიმართება. თუ როგორ და რა ფორმით აღნიშნავენ ქართველები წელს ქართული კულტურის დღეს ციურიხში, ამის შესახებ ღონისძიების ჩატარებამდე არ ახმაურებენ. იხილეთ epn.ge
  9. http://i.ytimg.com/vi/NKF0NFBa4XQ/2.jpgVideo: TBA & Nikakoi - This isn't right, this isn't even wrong Added by user: Admini Date: 13.05.2010 (7:15) Description: The song was performed live on Electronauts award ceremony 16 April 2010 in Guru Club in Tbilisi, Georgia. სრულად
  10. http://i.ytimg.com/vi/SATZa7Aaugw/2.jpgVideo: Amiko & Mariam Tsiklauri - Aghar idardo Added by user: Admini Date: 13.05.2010 (7:04) Description: ამიკო & მარიამ წიკლაური - აღარ იდარდო<br> სრულად
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/londoni-150x150.jpg ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმაც აღნიშნეს. ლონდონის მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებმა დღეს ამაღლებას ლიტურგია აღავლინეს. ლიტურგია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპისკოპოსმა ზენონმა ჩაატარა. ამას გარდა, ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი 12 მაისს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებითაც ჩატარდა. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vashadze7-150x150.jpgამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში თინა კეინაუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისისა და ადგილობრივი თვითთმართველობის მომავალ არჩევნებზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, თინა კეინაუ ჟურნალისტებსაც შეხვდა. “საქართველოში დემოკრატიის განვითრების დადებითი მაჩვენებლებია. იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი შემართებით გააგრძელებთ განვითარებას და მომავალ არჩევნებს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაატარებთ,” განაცხადა კეინაუმ. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე თინა კეინაუ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ლევან გაჩეჩილაძესა და სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა მან დადებითად შეაფასა. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/garemos-dacvis-saministro-150x150.jpgგარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფიალიალის სტუდენტებს შეხვდა. გოგა ხაჩიძე სტუდენტებს რეგიონში არსებულ სოცილურ პრობლემებზე ესაუბრა და ეკოლოგიის საკითხებზე მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. მინისტრმა და სტუდენტებმა სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ახალციხის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები გარემოს დაცვის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებაში დასაქმდებიან. „კარგად ვიცნობ ამ რეგიონის პრობლემებს, 5 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ვმუშაობდი. ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან პირადად მოვისმინე მათი სოციალური პრობლემების შესახებ და ჩვენ ერთად დავსახეთ გეგმები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები. წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებისთვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს,“ – განაცხადა გოგა ხაჩიძემ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რეგიონში ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების გარდა, ახალი გეგმარებითი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიები“ იქმნება. ჯავახეთის ეკოსისტემა მთის სტეპებით, სუბალპური მაღალბალახეულობითა და ტბებით უნიკალურია კავკასიის რეგიონში და სწორედ ამიტომ მოხდა მისი შერჩევა პრიორიტეტულ საკონსერვაციო ტერიტორიად. ჯავახეთის ეკოსისტემა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საარსებო ადგილი გადამფრენი ფრინველებისათვის, რომელთა უმეტესობა IUჩN–ის “წითელ ნუსხაშია” შეტანილი. გოგა ხაჩიძე უახლოეს მომავალში სხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრებს გეგმავს. იხილეთ epn.ge
  14. http://i.ytimg.com/vi/WVTZrl5gvtk/2.jpgVideo: Commercial - Georgian State Dance Company Added by user: Admini Date: 13.05.2010 (6:53) Description: სრულად
×
×
  • შექმენი...