Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ციური მჭედლიძე - ლაზური ბირაპაპე ნანაშ ბირაპა სრულად
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/semnebi01.jpgევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში სემნები “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატს ზვიად ძიძიგურს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. როგორც შეხვედრის დაწყების წინ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, იგი წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრებს. მათ შორის ტელევიზიებში დროის გადანაწილების საკითხზეც. ძიძიგურთან შეხვდრის შემდეგ სემნები, “ალიანსის” ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდება. სემნები პირველებს “ქრისტიან-დემოკრატების” მერობის კანდიდატ გია ჭანტურიას და პარტიის წევრ ნიკა ლალიაშვილს შეხვდა. გია ჭანტურიას განცხადებით, პიტერ სემნებთან შეხვედრისას მათ თვითმმართველობის არჩევნებზე და ასევე იმ დაპირებების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც ისინი მოსახლეობას აძლევენ. “შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ეს არჩევნები ნამდვილად უნდა იყოს საქართველოსთვის შანსი, განვითარების სხვა საფეხურზე გადავიდეს. ასევე ვისაუბრეთ ყველა იმ დაპირებაზე, რომელსაც ვაძლევთ საზოგადოებას. თავად პიტერ სემნები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას”,- განაცხადა ჭანტურიამ. იხილეთ epn.ge
  3. http://i.ytimg.com/vi/sM-dJzXvPyE/2.jpgVideo: Rusa Gedjadze - Lazetidan Odishamde Added by user: Sando Date: 14.05.2010 (0:10) Description: რუსა გეჯაძე - ლაზეთიდან ოდიშამდე<br> სრულად
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-13-150x150.jpgმერიისა და საკრებულოს მუშაკებზე წლის განმავლობაში გაცემული ხელფასები 29 000 პენსიონერის წლიურ პენსიას უტოლდება. ასეთი რამ სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებშიც კი უკვე დიდი იშვიათობაა. ამის შესახებ მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს. მისი თქმით, რეალური დემოკრატიის ქვეყნებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემულ მინიმალურ ხელფასს (პენსიას) და მაქსიმალურ ხელფასს შორის სხვაობა 20-ს არ აღემატება. საქართველოში ეს ციფრი ზოგჯერ 300 – 400 უტოლდება. შაშიაშვილი ასევე სუბსიდიების საკითხსაც ეხება. მისი განცხადებით სუბსიდიები მოცულობა 7 პროცენტს აჭარბებს. “თბილისის დღევანდელი ბიუჯეტით 5-ჯერ მეტი კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება შეიძლება, მაშინაც კი, როცა მთავარი იქნება არა კეთილმოწყობა, როგორც ეს დღეს არის, არამედ განათლება, ჯანდაცვა და კულტურა. მთავარია, ხელისუფლებაში წესიერი და ზნეობრივი ადამიანები იყვნენ”_ აცხადებს მოძრაობის ლიდერი. მერიის ბიუჯეტის შესახებ “თეთრების” ინფორმაცია განთავსებულია მოძრაობის ვებ.გვერდზე წწწ.ტეტრები.ორგ (წწწ.ტეტრები.ცომ) ექსკლუზივში იხილეთ epn.ge
  5. კრწანისის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს კარდაკარის პრინციპით გრიშაშვილის, ვეზიროვის და საბანაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო: გრიშაშვილის ქუჩაზე ასფალტია დასაგები, თვეზე მეტია ქვიშა დაყარეს და შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. ქვიშა გაიფანტა, ქუჩა დაზიანებული და მტვრიანია. გარდა ამისა, ბორდიურების გამო, მანქანები მფლობელებს ეზოებში ვერ შეყავთ. პრობლემა აქვს დაახლოებით 12 ოჯახს, ისინი სახლებამდე გაზის მილების მიყვანას ითხოვენ. ვეზიროვის ქუჩის 3 ნომერში კანალიზაციის მილია გახეთქილი. მცხოვრებლები ხან მერიას და ხანაც გამგეობას ურეკავენ, თუმცა უშედეგოდ. ისინი დახმარებას მაჟორიტარობის კანდიდატს სთხოვენ. სოფიო ხორგუანს მოსახლეობა ხშირად მიმართავს სოციალური მდგომარეობის გამო: საბანაძის ქუჩის 9 ნომერში ტატიანა სიდოროპოვას ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ქალბატონი ტატიანას ძმა მე-2 ჯგუფის ინვალიდია. ჰყავს 88 წლის დედა. თვითონ არ მუშაობს. ოჯახს სოციალურად დაუცველის კატეგორიაც არ აქვს, რადგან სოციალურმა აგენტმა, დის კუთვნილი სარეცხი მანქანის გამო, მაღალი ქულები მიანიჭა. მათი ერთადერთი შემოსავალი დედის პენსიაა. საბანაძის 6 ნომერში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში, ორი ოჯახი თვითნებურად არის შესახლებული. მიუხედავად იმისა, რომ ოთხ წელზე მეტია ცხოვრობენ, ფართის დაკანონებას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, ბაღის შენობაზე წლების განმავლობაში დარიცხული ელექტროენერგიის თანხის, 80 000 ლარის გამო, შუქი არ აქვთ. პენსიონერ ცოლ-ქმარს თანხის დაფარვის არანაირი საშუალება არ გააჩნია. ასევე წინა წლების დავალიანების გამო (1600 ლარი), გაუთიშეს შუქი ნატო იბრაგიმოვას. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ყველა ოჯახში შესვლას და მათი პრობლემების გათავისებას აპირებს. ხარფუხი ისეთი აღარ არის, იოსებ გრიშაშვილი ლექსებს რომ უძღვნიდა. ძველი თბილისი ისე ინგრევა, რომ მალე აღსადგენიც აღარაფერი დარჩება. View the full article
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kremli-150x150.jpg“ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მომხდარი “ფერადი” რევოლუციებიდან 5 წლის შემდეგ კრემლს ნელ-ნელა უჩნდება რევანშის შასი” Newsweek: “სავარაუდოდ ძალიან მალე რუსეთი კიდევ ორი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს დაიბრუნებს, ლაპარაკია სააკაშვილსა და ლუკაშენკოზე.” ამბობს ჟურნალისტი. Nეწსწეეკ -ის აზრით ხელისუფლების ცვლილება უკრაინასა და ყირგიზეთში გახდება ბიძგის მიმცემი, რათა რუსეთმა მსგავსი გეგმა უახლოეს მოსაზღვრე ქვეყნებშიც განახორციელოს. რუსი პოლიტოლოგ სერგეი მარკოვის განცხადებით “მოსკოვი სააქართველოში “მეორე ბიშკეკის” მოწყობას აპირებს.” “მიუხედავად იმისა რომ ეს ტრაბახად ჟღერს სიმართლის მარცვალი კრემლის დეპუტატის სიტყვებში მაინ დევს.” წერს Nეწსწეეკ. გამომცემლობის აზრით “რუსეთის №1 სამიზნე ჟურნალის აზრით საქართველოს პროდასავლური პრეზიდენტია.” Nეწსწეეკ -ის წერს, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს ქართულ ოპოზიციასთან ურთიერთობების დალაგებას და 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 65 წლისთავზე რუსეთის პრემიერმინისტრი ვლადიმერ პუტინი ქართული ოპოზიციის ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან ერთად გვერდიგვერდ იდგა.” “სააკაშვილს კი მოვლენების ყირგიზეთის სცენარით განვითარების ძალიან ეშინია.” Newsweek: იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili32-150x130.jpg მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, ხელისუფლებას დანაშაულებრივი ბიუჯეტის შედგენაში სდებს ბრალს. შაშიაშვილის განცხადებით ბიუჯეტის დანაშაულებრივობა თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საბიუჯეტო მონაცემების მიხედვითაც კი აშკარაა. მოძრაობის ლიდერმა მერიის გეგმა 2010 წლის გეგმა წარმოადგინა. 01 00 თბილისის მერიის სისტემა 401,771,9 448,287,1 612,927,6 მომუშავეთა რიცხოვნება 851,0 835,0 943,0 2 ხარჯები 254,541,8 300,927,8 426,140,3 21 შრომის ანაზღაურება 14,209,5 20,519,3 22,546,8 22 საქონელი და მომსახურება 112,050,4 102,437,5 121,087,6 24 პროცენტი 2,605,9 2,417,1 2,052,3 25 სუბსიდიები 7,126,1 18,435,9 49,143,0 26 გრანტები 149,5 27 სოციალური უზრუნველყოფა 50,073,9 49,938,1 106,608,7 28 სხვა ხარჯები 68,475,9 107,030,4 122,701,9 31 არაფინანსური აქტივები 144,490,9 137,827,4 170,760,6 32 ფინანსური აქტივები 179,0 237,7 4,600,0 33 ვალდებულებები 8,560,3 4,873,0 4,975,2 02 00 ქ.თბილისის საკრებულო 3,711,1 4873,0 4,975,2 შაშიაშვილის განცხადებით ელემენტარული ანალიზითაც კი ჩანს, რომ ეს ბიუჯეტი დანაშაულებრივია _ ემსახურება არა ხალხს და თბილისს, არამედ ხელისუფალთა გამდიდრებას, მათ მიერ სახელისუფლებო სკამების შენარჩუნებას. “იმ თანხების მოცულობა, რომელსაც როგორც უნდათ, ისე ხარჯავენ 20-პროცენტს აჭარბებს… (რეალური დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი პუნქტი ნულის ტოლია, ან 3, მაქსიმუმ 5-პროცენტს არ აღემატება)”_ აცხადებს თემურ შაშიაშვილი. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xetaguri-150x1404.jpgენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მიერ წარმოებულ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას დაესწრება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდება 1 600 აბონენტს. პროექტის ღირებულება კი 480 000 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის “ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა შეადგენს 360 000 აბონენტზე მეტს. მხოლოდ დისტრიბუციის კუთხით კომპანიამ უკვე განახორციელა 94 000 000 ლარის ინვესტიცია. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების დაბანდებას ამ კუთხით; მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველებისთვის იგეგმება კიდევ 150 000 000 ლარის ინვესტიცია; სამ წელიწადში კი მთლიანად დასრულდება რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sheratni1-150x150.jpg სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეოთხე საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა. სამდღიან ოლიმპიადაში მსოფლიოს 25 ქვეყნის ნორჩი გამომგონებლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან ბანგლადეშიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ეგვიპტიდან, გერმანიიდან, ინდონეზიიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, აშშ-დან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიების მონაწილეები ეროვნული სამოსითა და დროშებით გამოვიდნენ. სამდღიანი ოლიმპიადის ორგანიზატორია ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებები, მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი და ევროკავშირი. ოლიმპიადის სპონსორია კომპანია ‘ჯეოსელი’. ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის განაცხადი 29 ქვეყანამ გააკეთა, მაგრამ ავიამიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მხოლოდ 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ადემ უნალის განცხადებით, საქართველოში ასევე, ცალკე ჩატარდა რესპუბლიკური შესარჩევი ტური, რომელშიც საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათგან 13 საუკეთესო პროექტი შეირჩა, რომლებიც დღეს ოლიმპიადის გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. გამოფენაზე წარმოდგენილია საუკეთესო პროექტები მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინფორმატიკაში, აგრეთვე, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარკვეული მიღწევები. წარმოდგენილი პროექტებიდან საუკეთესო 15 მაისს გამოვლინდება და გამარჯვებული ფინალისტები ფასიანი საჩუქრებითYდაჯილდოვდებიან იხილეთ epn.ge
  10. ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი დღეს პუბლიკაციის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი პრეზენტაციას გამართავს. როგორც პირWელს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრიდან აცნობეს, პუბლიკაციაში წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით (საქართველოს მაკროეკონომიკური View the full article
  11. გერმანიის ქართულ სათვისტომოსთან შემქნილი საინიციატივო ჯგუფი ქართულ მხარეს დღეს ქალაქ მიუნხენში დაგეგმილ გამოფენაზე Okumenisher Kircentag წარადგენს. ღონისძიება ხელს შეუწყობს გერმანიაში საქართველოს, როგორც ტურისტული და კულტურული ქვეყნის პოპულარიზაციას. გამოფენაზე სპეციალიზებული View the full article
×
×
  • შექმენი...