Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. „ინტერნიუსი“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და 15 რეგიონული ტელევიზია წარმოგიდგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებს - „არჩევნები 2010“. ადგილობრივი ტელევიზიებიდან დებატები პირდაპირი ეთერით რეგიონებში ყოველ საღამოს 19:00 საათიდან იწყება. ყოველ საღამოს გადაცემის მსვლელობის დროს მაყურებელს შეუძლია დებატების მონაწილეებს დაუსვას შეკითხვები. პროექტის ძირითადი მიზანია, მომავალი ადგილობრივი არჩევნების ხარისხის ამაღლება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობით და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებით უნდა მოხდეს. პროექტი მოიცავს 18 დასახლებულ პუნქტს, თბილისის გარდა. View the full article
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi14-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები~ ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, შეურთდებიან თუ არა ოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის ინიციატივას პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცუდურის დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც ჟურნალისტებს მოძრაობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, ამ მოწვევის პარლამენტში ის 50 დეპუტატი არ არსებობს, რომელიც იმპიჩმენტზე ხელს მოაწერს, შესაბამისად, ოპოზიციის მცდელობები მხოლოდ გართობას ემსგავსება. მისი თქმით, რეალურად ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რომ პარლამენტმა სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ,,პარლამენტში მოსულ მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი იმპიჩმენტი გარდაუვალი იქნებოდა, საკანონმდებლო ორგანოში ეს უმრავლესობა რომ არ ჰყავდეს’’, – დასძინა ვეფხვაძემ. შეგახსენებთ, რომ ცარეიშვილი პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და შესაბამისი წარდგინებებით საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძვლად 13 მარტს, კომპანია ,,იმედის~ ეთერით გასულ ,,იმიტირებულ ქრონიკას~ ასახელებს. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Singagi-150x150.jpgლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში არეშფერანში, ცოდნისკარში, გურგენიანში, კართუბანსა და ლელიანში სტიქიის შედეგად დაზიანებული სარწყავი და საწრეტი არხების რეაბილიტაცია დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, გაიწმინდება მდინარეების კალაპოტებიც. ამასთან, სოფელ გურგენიანში ასფალტ – ბეტონის საფარი მოეწყობა გზის 1,5 კმ მონაკვეთზე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ლაგოდეხ-ავტოგზა“ ახორციელებს. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/rekordi-150x150.jpg18 წლის ახლგაზრდა სპორტსმენი, დავით ბეგიაშვილი ახმეტაში რეკორდის მოხსნას შეეცდება. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთიდან “რადიო “ჰერეთმა” აცნობა. ახალგაზრდა სპორტსმენის მიზანია 3 საათის განმავლობაში შეუჩერებლად შეასრულოს მუცლის პრესის 6000 ვარჯიში. დავით ბეგიაშვილმა პირველი მსოფლიო რეკორდი 2009 წლის 28 ოქტომბერს დაამყარა. მაშინ მან მუცლის პრესის ვარჯიში 3203–ჯერ გააკეთა. ბეგიაშვილისთვის დღევანდელი საგინესო სარეკორდო ასპარეზობა მეორეა. ღონისძიების ორგანიზატორია – გინესის მსოფლიო რეკორდების მაფიქსირებელი სპორტული კლუბი “რეკორდი”. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/nato011-150x130.jpgნატო-მ ახალი სტრატეგიის პროექტი გამოაქვეყნა. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პროექტი Aსსოციატედ პრესს -მა გამოაქვეყნა. ნატო-ს ახალი პროგრამული განაცხადის თანახმად, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთის ომი უნდა მოიგოს, რუსეთთან კავშირები უნდა გააფართოვოს, ისეთ საფრთხეს უპასუხოს როგორიც ირანული რაკეტებია და ასევე მისი 28 წევრის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს დოკუმენტის პროექტი ცდილობს იმ მზარდი განხეთქილების გადალახვას, რომელიც აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს შორის არსებობს: შეერთებული შტატები ნატო-ს საერთაშორისო როლის გაძლიერების მომხრეა, ხოლო ევროპულ ქვეყნებს სურთ, რომ ორგანიზაციამ მისი ტრადიციული თავდაცვითი კურსი შეინარჩუნოს. „ნატო მრავალმხრივი და საკმარისად ეფექტური უნდა იყოს იმისთვის რომ სახლის მიღმა იმოქმედოს“ – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა, რომელიც დოკუმენტზე მომუშავე ექსპერტების გუნდს ხელმძღვანელობს. „საკუთარი ზონის მიღმა ოპერაციებისადმი პოლიტიკური ნების შენარჩუნებისთვის, ნატო-მ უნდა გააკონტროლოს რომ ყველა მისი წევრი საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოებაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყოს“. ნატო-ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი დოკუმენტის პროექტს ახალი სტრატეგიული კონცეფციისთვის გამოიყენებს, რომელსაც ალიანსს დასამტკიცებლად ნოემბერში, ლისაბონში დაგეგმილ შემდეგ სამიტზე წარუდგენენ. “საბჭოთა ინტერვენციის საფრთხესთან გამკლავების მიზნით, 1948 წელს შექმნილ ალიანსს საშუალო ასაკის კრიზისი აქვს. 28 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი კომუნისტური მეტოქის დაშლიდან 20 წლის შემდეგ საკუთარი ფუნქციის ძიებაშია”- წერს Aსსოციატედ პრესს. წინა სტრატეგიული კონცეფცია, დიდწილად აქცენტს ნატო-ს სამშვიდობო როლზე აკეთებდა ისეთ ადგილებში, როგორებიც ბოსნია და კოსოვოა. ის 1999 წელს მიიღეს, „ცივი ომის“ დასრულებიდან მალე და იქამდე ვიდრე 2001 წლის აშშ-ს 11 სექტემბრის ტერაქტებმა ალიანსს ახალი ამოცანების ჩამოყალიბებისკენ არ უბიძგა, როგორებიცაა ავღანეთში აჯანყებულთა წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები. ეს ომი ალიანსის ისტორიაში მისი ყველაზე მასშტაბური მისიაა. ნატო-ს 100 ათასზე მეტი სამხედრო, რომელთა ორ მესამედსაც ამერიკელები შეადგენენ, ავღანეთშია დისლოცირებული. კონფლიქტის გაღვივების პროცესში ნატო-ს თითქმის 1 800 ჯარისკაცი დაიღუპა. პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ალიანსმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ალიანსს ავღანეთში დაეხმარა და მას ამ ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყნისკენ ევროპიდან მარშრუტი გაუხსნა. “ნატო-მ და რუსეთმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა საერთო ინტერესების სფეროებში, როგორებიცაა მაგალითად ანტი-სარაკეტო თავდაცვა, ტერორიზმთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა და საზღვაო უსაფრთხოება” – ნათქვამია დოკუმენტში. ახალ პროგრამულ განცხადებაში ხაზგასმულია საფრთხე, რომელსაც ჩასახვის პროცესში მყოფი ირანის სარაკეტო პოტენციალი წარმოადგენს. „ანტი-სარაკეტო თავდაცვა გაცილებით ეფექტურია, როდესაც ის ერთობლივი ღონისძიება და თანამშრომლობაა… ალიანსს და მის პარტნიორებს, განსაკუთრებით კი რუსეთს შორის, ძალიან სასურველია“ – ნათქვამია ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებში. დოკუმენტში ასევე ასახულია ევროპაში აშშ-ს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების დატოვების მხარდაჭერა, რაც ცივი ომის კიდევ ერთი მემკვიდრეობაა. რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობამ რაკეტების გატანა მოითხოვა. მათ განაცხადეს, რომ დაძველებული ბომბები უსაფრთხოების ვერანაირ ამოცანებს ვეღარ ემსახურება. „ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, ნატო-მ მხარი უნდა დაუჭიროს უსაფრთხო და სანდო ბირთვულ ძალებს… მინიმალურ დონეზე, რაც უსაფრთხოების უპირატეს გარემოში აუცილებელია“ – ნათქვამია დოკუმენტში. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_56307-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დაპატიჟა. ამის შესახებ ირანული გამოცემა თეჰრან თიმეს წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ პარასკევს, ირანის ახალმა ელჩმა საქართველოში მეჯიდ საბერმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი რწმუნების სიგელი გადასცა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა აჰმადინეჯადი სწორედ ამ შეხვედრის დროს დაპატიჟა. საქართველოს ლიდერმა ირანს და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროში კავშირები უნდა განმტკიცდეს. “სააკაშვილი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ბათუმში ირანის საკონსულოს შექმნა ორმხრივ ურთიერთობებში ახალ თავს გახსნის,” – წერს ირანული გამოცემა. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vashlovani2iq6-150x150.jpgვაშლოვანის ეროვნულ პარკს სამი ახალი ბინადარი შეეძინა. ახალშობილი ჯეირნები თავს კარგად გრძნობენ. 2009 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) და თურქეთის გარემოს დაცვისა და სატყეო სამინისტროს ხელშეწყობით, „ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ჯეირნის რეინტროდუქციის პროექტი“ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში გასულ საუკუნეში გადაშენებული სახეობის – ჯეირნის პოპულაციის აღდგენას და კონსერვაციას იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaxeti1-150x150.jpgკახეთში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოებამ და აშშ-ს საელჩომ პროექტის განხორციელებას დაიწყეს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთიდან რადიო “ჰერეთმა” აცნობა. როგორც ბუნების მოყვარულთა საზოგადოების ხელმძღვანელმა კახა სუხიტაშვილმა განაცხადა, პროექტი ყვარლის რაიონის სოფლების: კუჭატანის და წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის ოსი ეროვნების მოსწავლეების და თელავის რაიონის სოფლების: ნაფარეულის და კურდღელაურის საჯარო სკოლის ქართველი ბავშვების ურთიერთ დამეგობრებას, მათ შორის გარემოსდაცვითი ღირებულებების ამაღლებას ემსახურება. ,,პროექტის ფარგლებში შედგა ოსი ბავშვების ვიზიტი ქართულ სკოლებში. მოწყო ექსკურსია თბილისში, სადაც ბავშვებმა მოინახულეს ბოტანიკური ბაღი, ზოოპარკი და მთაწმინდის პარკი. ოთხივე სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო ლაშქრობა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. ვთვლით რომ, ქართულმა საზოგადოებრივმა სექტორმა უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნიკური წარმომადგენლის ინტეგრაციისთვის”, – განაცხადა კახა სუხიტაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი -საუკეთესო ესეს და ნახატის გამოსავლენად. მაისის ბოლოს საუკეთესო ნამუშევრის 2 ავტორი ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდება. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/marjanishvlis-teatri-150x150.jpgთელავის ისტორიული მუზეუმი, მუზეუმების საერთაშორისო დღეს ტრადიციულად, მუზეუმის ისტორიის ამსახველი ფოტოების გამოფენით შეხვდა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთიდან რადიო “ჰერეთმა” აცნობა. მუზეუმის თანამშრომლებმა ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის განცხადებით ამ დღის აღსანიშნავად მუზეუმში ღია კარის დღე მოეწყო. ,,ამ დღეს მოკრძალებულად, მაგრამ ტრადიციულად ავღნიშნავთ. გაკეთებულია სტენდები, გამოფენილია ფოტოები და დღეს ყველა მსურველს თელავის ისტორიული მუზეუმის მთლიანი კომპლექსის დათვალიერება უფასოდ შეეძლება”, – განაცხადა გურამ ურჩუხიშვილმა. 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.ამასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში შესვლა თავისუფალია. იხილეთ epn.ge
  10. ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის ამომრჩევლები და შტაბის წევრები სოფიო ხორგუანის მხარდასაჭერად აქციას მართავენ. ისინი ხვალ, 19 მაისს 12 საათზე ავტომანქანების კოლონით შემოივლიან კრწანისის ოლქში არსებულ ქუჩებს. აქციის დაწყებამდე მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებს მიმართავს. სოფიო ხორგუანი მათ 30 მაისს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. View the full article
  11. მუზეუმების საერთაშორისო დღე, რომელიც 1978 წლიდან მსოფლიოს 150 ქვეყანაში აღინიშნება, ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კრწანისის ოლქში სოფიო ხორგუანმა და მისმა თანამოაზრეებმა გუდიაშვილის სახელობის სკვერში იმპროვიზებული ფოტო-გამოფენით აღნიშნეს. თბილისის ისტორიული უბნების ძველი ფოტოების გვერდით ფოტოხელოვანმა ნანა ბუნტურმა დღევანდელი თბილისის სურათები გამოფინა. დანგრეული, დაბზარული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული სახლები, ძველებური რიკულები და ალაყაფი. ბევრმა დამთვალიერებელმა საკუთარი ქუჩა თუ სახლი იცნო. ფოტოებით ნარდის მოთამაშე უბნის კოლორიტებიც დაინტერესდნენ. სოფიო ხორგუანს ადგილობრივი მცხოვრებლები საკუთარ პრობლემებზეც გაესაუბრნენ და არჩევნებში წარმატება უსურვეს. View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Tehran-Times-150x150.jpg საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დაპატიჟა. ამის შესახებ ირანული გამოცემა Tehran Times წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ პარასკევს, ირანის ახალმა ელჩმა საქართველოში მეჯიდ საბერმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი რწმუნების სიგელი გადასცა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა აჰმადინეჯადი სწორედ ამ შეხვედრის დროს დაპატიჟა. საქართველოს ლიდერმა ირანს და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროში კავშირები უნდა განმტკიცდეს. “სააკაშვილი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ბათუმში ირანის საკონსულოს შექმნა ორმხრივ ურთიერთობებში ახალ თავს გახსნის,” – წერს ირანული გამოცემა. იხილეთ epn.ge
  13. humanrights.ge ესაუბრება „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარეს კოტე კანდელაკს. View the full article
  14. “A pending customs union involving Russia, Belarus and Kazakhstan could open a way for Georgian food products to get around a Moscow-imposed trade embargo“ - EurasiaNet reports. View the full article?
  15. “A pending customs union involving Russia, Belarus and Kazakhstan could open a way for Georgian food products to get around a Moscow-imposed trade embargo“ - EurasiaNet reports. View the full article?
  16. რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი და ეროვნული კომიტეტის წევრი თემურ ნერგაძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოკამისა და თეზის - მოსახლეობას შეხვდნენ, საარჩევნო პროგრამა გააცნეს და დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს. View the full article
  17. 17 მაისს „ალიანსი საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი თინათინ ხიდაშელი გორის რაიონის სოფელ ვარიანში მოსახლეობას შეხვდა და მათი სოფლის პრობლემებს ისმენდა. მოსახლეობას ომის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებისგან არ მიუღია დახმარება. სოციალურად დაუცველი ფენა ძალზედ შეჭირვებულია და იმ სოციალური დახმარებით, რომელსაც ზოგიერთი მათგანი იღებს, კვებით უზრუნველყოფას ძლივს ახერხებს. აღსანიშნავია, რომ ომის შემდეგ მათ არავითარი სხვა შემოსავალი არ აქვთ. თინათინ ხიდაშელმა ვარიანის მაცხოვრებლებს „ალიანსი საქართველოსთვი“ მაჟორიტარი კანდიდატი ვახტანგ ბერკაცაშვილი წარუდგინა. „ალიანსი საქართელოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადგილობრივი ბიუჯეტი სოფლის პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმება და მისი დიდი ნაწილი სოციალური პრობლემების უზრუნველყოფას მოხმარდება. View the full article
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/muxrani-150x150.jpgმუხრან მაჭავარიანს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. როგორც თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ფილარმონიაში წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე განაცხადა, პანთეონი დაიხურა, თუმცა მერიის გადაწყვეტილებით ეს გამონაკლისი დაიშვება. უგულავას თქმით, მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალება დიდი ტკივილი და დანაკარგია ქართული კულტურისთვის. ხოლო ის გადაწყვეტილება, რომ პოეტი მთაწმინდაზე დაეკრძალათ ოჯახთან შეთანხმებით მიიღეს. “ისეთი გამორჩეული პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ეროვნული მოძრაობა, ქართული ლექსის სხვა სიმაღლესა და რანგში აყვანა, უნდა გამოინახოს ადგილი მთაწმინდაზე”,- განაცხადა უგულავამ. მუხრან მაჭავარიანი გუშინ რუსთაველის თეატრის სცენაზე გარდაიცვალა. პოეტი ფრიდონ ხალვაშის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც ცუდად გახდა. მას სავარაუდოდ 22 მაისს დაკრძალავენ. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/csk.gif30 მაისს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით 9 საერთაშორისო ორგანიზაციაა რეგისტრირებული: 1.“ უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი (უსეც) “ 2.”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული სექცია “ 3. “ეუთოს დემოკრატოული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი “ 4. “ბრიტანეთის საელჩო საქართველოში” 5.”ამერიკის საელჩოO საქართველოში” 6.”საერთაშორისო შრომის სოლიდარობის ცენტრი” 7.”საარჩევნო სისტემების საერთასორისო ფონდი “ 8. საფრანგეთის საელჩო სქართველოში “ 9. “ესტონეთის საელჩო საქართველოში” გარდა ამისა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაკვირვების მიზნით ცენტრალური სარჩევნო კომისიაში განაცხადის შეტანის ვადა 20 მაისს ეწურებათ. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის კი ვადა 23 მაისამდე გრძელდება. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagara-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი 13 მარტის ,,მოდელირებულ ქრონიკასთან’’ დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, უკვე არსებობს, ევროპაში ავტორიტეტული ექსპერტების დასკვნა, არველაძე-წამალაშვილის ცნობილი აუდიო ჩანაწერის ექსპერტიზის შესახებ, რომელიც ამ ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს. ცაგარეიშვილის განმარტებით, საექსპერტო კომპანია ,,ჯი-პი-დაბლიუს’’ მიერ დადებული დასკვნის თანახმად, სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 75-ე მუხლები და პრეზიდენტის ქმედებაში ასევე შეინიშნება სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულების ნიშნები. კერძოდ, 154-ე ჟურნალისტისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა; 190-ე კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის ხელის შეშლა; 323-ე ტერორისტული აქტი; 333-ე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება; 337-ე სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა. ცაგარეიშვილი დეპუტატებს მოვუწოდებს, ექსპერტიზის დასკვნები ნახონ და აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდნენ. ,,ამით კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრირება, თუ ვის უნდა, რომ ჰყავდეს ავაზაკი პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში’’, – განაცხადა ცაგარეიშვილმა. დეპუტატის ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს უჭერს ,,ალიანსი საქართველოსათვის’’ და მისი ლიდერი ირაკლი ალასანია. შეგახსენებთ, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისათვის, წარდგინებას 50 დეპუტატმა უნდა მოაწეროს ხელი. თუმცა, პარლამენტში ,,ლეიბორისტული პარტიის’’ მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივას ამ მოწვევის პარლამენტში მხოლოდ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. კერძოდ გია ცაგარეიშვილმა, პეტრე მამრაძემ და ცაგერის მაჟორიტარმა კარლო კოპალიანმა. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili34-150x150.jpg“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას კიდევ ერთხელ არჩევნების ბოიკოტირებას თხოვს. ამის შესახებ, ნათელაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარტიის ლიდერის განცხადებით, ოპოზიციის თვითმართვეკლობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში სააკაშვილი არათუ 2010 წლამდე დარჩება ხელისუფლებაში, არამედ 2010 წლის მერე საქართველოს პრემიერად დაუბრუნდება პრეზიდენტის უფლებებით. “მე ვთხოვ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას არ გაებნენ საკაშვილის მიერ დაგებულ ხაფანგში, რადგან ეს მათი გარდაუვალი დასასრული იქნება”_ განაცხადა ნათელაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს გადარჩენა დღეს არა არჩევნებში მონაწილეობაში არამედ მის ბოიკოტირებაშია. ნათელაშვილის თქმით, როგორც კი ავტორიტეტული, ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, დაუყონებლივ დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს კანდიდატურის მოხსნის ვადა 21 მაისს ეწურებათ. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagaturia21-150x150.jpg,ქართული დასი” რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფის საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვის ინიციატივით გამოდის როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, მან უკვე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც დაზუსტება მოხდება უხამსობისა და ხულიგნობის. თუმცა, ბაღათურია განმარტავს, რომ ცვლილებების პაკეტი არ გულისხმობს რელიგიურ და ეთნიკურ თემებზე დისპუტის შეზღუდვას, მაგრამ ეს დისპუტი ,,ქვების სროლისა და გინების” ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს. დეპუტატის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პარლამენტში ინიცირებამდე, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს, წმინდა სინოდს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გადაეგზავნება და ამასთან, შეხვედრები გაიმართება საზოგადოების სახვადასხვა ჯგუფებთან. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/imedi_rustavi2-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, სამი არხის მიერ ,,იმედის’’ ,,რუსთავი 2’’-სა და ,,საზოგადოებრივი არხი’’-სგან მისი ბრიფინგების იგნორირებას აპროტესტებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, ტელეკომპანიების ,,იმედი’’, რუსთავი-2’’ და ,,საზოგადოებრივი არხი’’ ცდილობენ მისი ხმა საზოგადოებამდე არ მივიდეს და ამიტომ მის ბრიფინგებს არ ესწრებიან. ,,ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს თავისუფალი მედია საქართველოში და როგორ ავრცელებს თავისუფალ აზრს. თუმცა, არ ვაპირებ ამ მოვლენას შევეგუო და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ არხებს დაინტერესდნენ იმ თემებით, რაზეც ვატარებ ბრიფინგებს,, – განაცხადა ცაგარეიშვილმა. ამასთან, ცაგარეიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის თემა ,,იმიტირებული ქრონიკასთან’’ დაკავშირებით პრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება იყო. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/epn1501.jpgახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსმა” რეორგანიზაციის და საიტზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუშაობა განაახლა. ამიერიდან საინფორმაციო სააგენტოს ყველა ხელმომწერს ახალ ამბებთან ერთად ვიდეო ფაილების გავრცელების შესაძლებლობაც ექნებათ. ვიდეო ფაილები განთავსდება ვებ გვერდზე და განახლდება. საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსიმა” ვებ გვერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო მუშაობა გუშინ შეწყვიტა. აღნიშნული შეფერხების გამო სააგენტოს მომხმარებლებს ბოდიშს ვუხდით. იხილეთ epn.ge
  25. ”ალიანსი” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დავით უსუფაშვილთან ერთად ოზურგეთელ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს შეხვდა. „ალიანსის“ ლიდერებმა ის პრობლემები მოისმინეს, რაც დღეს ოზურგეთელებს აწუხებთ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. ირაკლი ალასანიამ ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს საჭიროა, რათა თითოეულის ბიულეტენი სხვა მიზნით არ იყოს გამოყენებული. “ხელისუფლება ექვსი წელია, მოქალაქეებს დაპირებებს ურიგებს, მაგრამ დადგა ცვლილებების დრო და ეს ცვლილებები თქვენთან ერთად დაიწყება. ამას ვერავინ შეუშლის ხელს, ვერც ადამინისტრაციული რესურსების გამოყენება და ვერც პოლიციის მხრიდან მოქალაქეების დაშინებები. იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვიქნებით, თუ ყველანი მიხვალთ არჩევნებზე და თქვენი გულისკარნახით გამოხატავთ თქვენს პოლიტიკურ ნებას, გააკეთებთ ხვალის არჩევანს, ყველა პრობლემის გადაწყვეტის პროცესი დაიწყება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
×
×
  • შექმენი...