planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kodexi1-150x134.jpgსაქართველოს კანონმდებლობაში დღეიდან ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები ამოქმედდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა შემდეგი ცვლილებები შემდეგ მუხლებში: 388-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში: 1851-ე მუხლის ცვლილება. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატება 1351-ე, 1543-ე მუხლის. ასევე ცვლილება: 1741-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 208-ე, 2093-ე, 239-ე, 242-ე, 246-ე, 247-ე, 248-ე, 276-ე მუხლის პირველი ნაწილი, 278-ე მუხლის მე-3 ნაწილში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/otumbaeva-150x150.jpgყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი როზა ოტუმბაევა რესპუბლიკის დროებითი უალტერნატივო პრეზიდენტი შესაძლოა გახდეს. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება. დროებითი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის ახალი კონსტიტუციის ტექსტი განიხილება, სადაც უალტერნატივო დროებითი პრეზიდენტის არჩევის დებულება ჩაიდო. როგორც დროებითი მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა ფარიდ ნიიაზოვმა განაცხადა, უცნობია დროებითი პრეზიდენტის ვინაობა და მისი არჩევის ვადა, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ამ პოსტს როზა ოტუმბაევა დაიკავებს. სავარაუდოდ, პრეზიდენტის უალტერნატივო არჩევნები და კონსტიტუციის რეფერენდუმი 27 ივნისს ჩატარდება. ამ არჩევნებზე პრეზიდენტი 2012 წლის ბოლომდე დამტკიცდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saqalaqo-sasa1-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში ბრალდებულს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელის სახით ჯარიმა ოთხიათასი ლარის ოდენობით შეუფარდეს. ასევე სასამართლომ დააკმაყოფილა დაზარალებულთა სამოქალაქო სარჩელები და მათ სასარგებლოდ მსჯავრდებულს დაეკისრა, მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხების დაბრუნების ვალდებულება დაკავებულმა 2007 წლის 7 სექტემბერს 3 მეგობართან ერთად, დააფუძნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა, ამხანაგობა `ბაგები XXI, რომელიც იმავე წელს თბილისის საგადასახადო ინსპექციაში დაარეგისტრირა. თბილისში, ბაგები, იმედაძის #5-ში, სადაც ამხანაგობა `ბაგები XXI-ის მიერ უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა, ვერ შეძლო საკმარისი მიწის ნაკვეთის ამხანაგობის მიზნებისთვის მოპოვება, ვერ დაამტკიცა ასაშენებელი მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის პროექტი და ვერ შეძლო მშენებლობის საწარმოებლად ნებართვის მოპოვება. ამის შემდეგ დაკავებულმა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა ამხანაგობის წევრების მიერ ამხანაგობა `ბაგები XXI-ის საბანკო ანგარიშზე შეტანილი დიდი ოდენობით თანხები. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/xaratishvili1-150x150.jpgცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა და თავმჯდომარემ ზურა ხარატიშვილმა სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები გამართა. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ოფისების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს და წინასარჩევნო პროცესი განიხილეს. შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში შედგა ცესკოს წარმოადგენლებმა, ოლქების წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, წინასაარჩევნო პროცესი განიხილეს. ცესკოს წევრები და თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საცხე ჯავახეთში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. წინასაარჩევნოდ ისინი უკვე იმყოფებოდნენ სამეგრელოს, იმერეთისა და აჭარის რეგიონში. იხილეთ epn.ge
-
18 მაისს თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნდესტაგში და რამდენიმე კვლევით ცენტრში. შეხვედრები ძირითადად მოახლოებულ არჩევნებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებს შეეხებოდა. ამასთანავე თინათინ ხიდაშელმა გერმანელ კოლეგებს საქართველოში სულ რამდენიმე კვირის წინ გამოცემული აგვისტოს ომის ანგარიში გააცნო, რომელიც ხუთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, თინათინ ხიდაშელის რედაქციით, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. 18 მაისს თინათინ ხიდაშელი ბუნდესტაგში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. View the full article
-
18 მაისს „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერები ამომრჩევლებს ბათუმის დრამატულ თეატრში შეხვდნენ და მათ დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს. ალიანსის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს მმართველი პარტიის დანაპირები, რაც არ შესრულდა. ისინი მიიჩნევენ, რომ 30 მაისი არის ცვლილებების დასასწყისი. ამისთვის კი მთავარია ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, შესაძლოა ხელისუფლებამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები, თუმცა მიუღებელია კანონის შეგნებულად დარღვევა. „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრთა თქმით, მათი პრიორიტეტია: მნიშვნელოვანი რეფორმა ჯანდაცვაში, სოციალურ პრობლემებზე მუშაობა და საქმისადმი პატიოსანი მიდგომა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ალიანსის ლიდერები ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდნენ. მანამდე „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები გონიოს მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ, ამომრჩევლებს ამავე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე პატარიძე წარუდგინეს და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. ლევან ბერძენიშვილის თქმით, იმისათვის, რათა რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს, პირველ რიგში საჭიროა მოსახლეობა არჩევნებზე უშიშრად მივიდეს. ალიანსის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამომრჩევლები საარჩევნო ყუთთან მისვლას სამსახურის დაკარგვის შიშით ერიდებიან. ალიანსის წევრებმა დღეს გონიოს დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემებიც მოისმინეს, როგორც გაირკვა სოციალურ თემატიკასთან ერთად აქ მთავარ პრობლემას მიწების დაკანონების საკითხი წარმოადგენს. ბათუმში ირაკლი ალასანიამ 105 წლის შირინ ჭელიძე მოინახულა 18 მაისს „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ბათუმში, ლერმონტოვის 36-ში მცხოვრები 105 წლის შირინ ჭელიძე მოინახულა. ხანდაზმულს წლების განმავლობაში ირაკლი ალასანიასთან პირადად საუბრის სურვილი ჰქონდა, რადგან ამ პოლიტიკოსის შეხედულებები და პრიორიტეტები მოსწონს. 105 წლის შირინ ჭელიძემ ახალგაზრდა პოლიტიკოსს დარიგებები მისცა და წარმატებები უსურვა. „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრებმა შირინ ჭელიძე დღეს დალოცეს და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს. 105 წლის ხანდაზმულს 5 შვილი, 19 შვილიშვილი და 39 შვილთაშვილი ჰყავს. დავით გამყრელიძე ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა ნავთობგადამამუშავებელი და ბათოილის ქარხნიდან გამონაბოლქვი სუნი, დასაქმება და სოციალური საკითხები - ეს ის პრობლემებია, რომელსაც „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დღეს ბარცხანის დასახლებაში გაეცნო. „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ქათამაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობის პრობლემების გაცნობის შემდეგ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მგელაძე წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, იმისათვის რომ მოგვარდეს მოსახლეობაში დაგროვილი პრობლემები, მთავარია საარჩევნოდ ამომრჩეველთა აქტიურობა და მათ მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღება. ტვ25, ბათუმი View the full article
-
12:00 საათი – „ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის დასრულების შემდეგ კრწანისის რაიონში მანქანებით მსვლელობას დაიწყებს და ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. მისამართი: ხორგუანის საარჩევნო შტაბი, პუშკინის 6. 13:00 საათი – „ალიანსი საქართველოსთვის“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: გულიკო ზუმბაძის საარჩევნო შტაბი, ბოგდან ხმელნიცკის №6. 14:00 საათი – „ალიანსი საქართველოსთვის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნუგზარ გაბუნია აქციას გამართავს და ამომრჩევლებს შეხვდება. თემა: „ავარიული კორპუსები გლდანში“ მისამართი: ნუგზარ გაბუნიას საარჩევნო შტაბი, მე-7 მკრ., 21ე კორპუსი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saapelaciosasam1-150x130.jpgთბილისის სააპელაციო სასამართლოში გაზეთ “რეზოონანსისა” და საიას სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. წინა პროცესი, რომელიც 5 მაისს იყო დანიშნული გადაიდო, ვინაიდან მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ მხარეებს მორიგება შესთავაზა. გაზეთი “რეზონანსი” და საია ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელი ეხებოდა “ენგურშესის” შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის სააჯაროობას. ისინი სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის დოკუმენტების ბათილად ცნობას და მემორანდუმის ნაწილობრივ მაინც გასაჯაროებას ითხოვენ. მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და “ინტერ რაოს” შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა. მემორანდუმი “ენგურჰესის” ერთობლივ მართვას ეხება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamofena32-150x150.jpgპარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში დღეს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა “არტ პარლამენტი” გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები. გამოფენას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გახსნის და გამოფენაში მონაწილეებს სამახსოვრო სიგელებს გადასცემს. გამოფენის ორგანიზატორია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი. გამოფენა პარლამენტში დღეს 13:00 საათზე გაიხსნება იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamofena9-150x150.jpgკულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში, დღეს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის უცნობი ექსპონატები გამოიფინება. მუზეუმის კოლექციების გამდიდრების შედეგად სიძველეთსაცავში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი ექსპონატი შევიდა. მუზეუმის კოლექციების განახლების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სპონსორები (~ჯეოსელი~, ~ბილაინი~, ~მაგთი~). აღნიშნული კომპანიების დახმარებით მუზეუმმა მრავალი მნიშვნელოვანი ექსპონატი გალაკტიონ ტაბიძის გამოუქვეყნებელი ფოტოები, ელენე ახვლედიანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები, მაჰმუდის კოსტიუმი ფილმიდან “ბაში – აჩუკი“,ესკიზები ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმებიდან – “ჩხიკვთა ქორწილი“,„ხელმარჯვე ოსტატი“, “ლურჯი მელა“, “კაცი და ლომი“, “მონადირე“, XVI – XVII საუკუნეების უნიკალური გამოცემები ოლდენბურგების და დადიანების კოლექციიდან. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და კომპანია “ჯეოსელის“ დაფინანსებით რესტავრირებული უნიკალური ნამუშევრები – რობერტ სტურუას – ნ. უზნაძის პორტრეტი პ. ოცხელის – “ქალი და ბავშვი“, ელენე ახვლედიანის – “ჰოფმანის ზღაპრები“. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti2-150x150.gifაფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო დღეს აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უმასპინძლებს. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორსა და მოსწავლეებს პროგრამის “სასკოლო პარტნიორობა” ფარგლებში შეხვდება. აფხაზეთიდან დევნილი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები დღესვე საქართველოს პარლამენტს ესტუმრებიან და მის ისტორიას გაეცნობიან. მოსწავლეებს საქართველოს პარლამენტის წევრები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები რამინ ბაირამოვი და ისვახან შამილოვი შეხვდებიან. აზერბაიჯანელი და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები თბილისის მერიასაც ესტუმრებიან. მერიაში 13:00 საათზე მათ სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამოქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა შეხვდება. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები “ასტრა პარკსაც” ეწვევიან და კარტინგებით რბოლაში ჩაებმებიან, რის შემდეგაც მათთვის ფილმის ჩვენება გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პროექტის “სასკოლო პარტნიორობა” მიზანს ქართული ენის პოპულარიზაცია, აფხაზი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამეგობრება წარმოადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/baramidze-giorgi-2-150x150.jpgპარლამენტში დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს ელოდებიან. გიორგი ბარამიძე ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მივა. დეპუტატები სახელმწიფო მინისტრისგან ინფორმაციას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოისმენენ. ამასთან კომიტეტების სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე მინისტრსა და კანონმდებლებს შორის დისკუსიაც გაიმართება. კომიტეტების გაერთიანებული სხდომა პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში 12.00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini43-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დღეს 10:00 საათზე თბილისის 57-ე საჯარო სკოლას ეწვევიან. შაშკინი და მიმინოშვილი მე-11 კლასის მოსწავლეებში მიმდინარე პრეტესტს დააკვირდებიან. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის საატესტატო გამოცდებისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დადგენის მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქში, რაიონულ ცენტრებსა და მაღალმთიანი სოფლების სკოლების (სულ 62 საჯარო სკოლაში) მე-11 კლასის მოსწავლეებში საცდელი ტესტირებება მიმდინარეობს. აპრობაციაში მე-11 კლასის 1500-მდე მოსწავლე მონაწილეობს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/alievi-150x150.jpgსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ნამიგ ალიევი ეწვევა. ალიევი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჯონი აფაქიძეს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდება. მიმდინარე წელი UNESCO-მ კულტურათა დაახლოების წლად გამოაცხადა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოდან, რომელიც ამ წამოწყებაში მონაწილეობს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურათაშორისი კომუნიკაციების განყოფილების მიერ არაერთი ღონისძიება დაიგეგმა, რომელიც UNESCO-ს საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილი გახდა. დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა ელჩის საათი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ელჩების მოწვევას და მათ მიერ სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის მათი ქვეყნის კულტურის გაცნობას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge
-
ღეს, გერმანიაში მყოფ ქართული ოვერქლოქინგის მამამ, ეგზომ ყველასთვის საყვარელმა westsider-მა, კიდევ ერთი ახალი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ზურამ Intel® Core™ i7-960 პროცესორით პირველი ადგილი დაიკავა, ამ უაკანასნელის wPrime 32m დისციპლინაში. ამასთან პროცესორების გლობალ რანკინგში მეორე ადგილი დაიკავა ამ შედეგმა, აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი ადგილიც ზურას ეკუთვნის, რომელიც Intel® Core™ Xeon EX X7460-ით დადო. თემას, რომ არ გადაუხვიო ვესტმა wPrime 32m-ში 4sec 140ms დააფიქსირა. პროცესორი ააჩქარა,-თხვადი აზოტის დახმარებით (LN2)-, 5780 მჰც-მდე. ბენჩის გატარებაც ამ სიხშირეზე მოხდა. საბოლოოდ ამან გუნდს HWBot-ზე 125,6 ქულა მოუტანა, ქართველების გუნდმა კი,-გუნდების გლობალურ დისცპლინაში-, 58-ე ადგილზე გადმოვინავლა. ესეც დამადასტურებელი სურათი: http://images.geotorrents.com/images/hs0esgjy63sc448lw1gf.jpeg მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ზურას ამ შედეგს, ვუსურვებ წინსვლას ამ საქმეში და არამარტო. ამ ადამიანს დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს წინაშე. შედეგი: HWBot.org overclockers.ge
-
დღეს, ”ალიანსი” თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დავით გამყრელიძესთან, დავით უსუფაშვილთან და სალომე ზურაბიშვილთან ერთად ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის თეატრში ამომრჩევევლებთან შეხვედრა გამართა. თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას თქმით, ცვლილებებში პირველ რიგში იგულისხმება, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ ქვეყნის მართავაში თანამომაწილეობის განცდა. “ჩვენ საქართველოს ყველა ქალაქი ერთად უნდა ავაშენოთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ირაკლი ალასანია “ალიანსის” ლიდერებთან ერთად დასავლეთ საქართველოში შეხვედრებს ხვალაც გამართავს. ნახეთ
-
ლელა წურწუმია & გიო ხუციშვილი - "ფარული სევდა" /რუსა მორჩილაძე, ირინა სანიკიძე/ სრულად
-
19 მაისს, 10:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის 57-ე საჯარო სკოლას ეწვევიან და მე-11 კლასის მოსწავლეებში მიმდინარე პრეტესტს დააკვირდებიან. მის: ფალიაშვილის ქ.#42 (თბილისის 57-ე საჯარო სკოლა) 19 მაისს, 10:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გაზეთ ~რეზონანსისა~ და საია-ს საჩივრების განხილვა ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ გაიმართება. 19 მაისს, 11:00 საათზე, MედიჩლუბGეორგია (მედიქლაბჯორჯია) სამედიცინო ცენტრში, კორონარული და პერიფერიული სისხლძარღვების ინტერვენციული ქირურგიის საკითხებზე საერთაშორისო ტრეინინგი გაიმართება. მის: ტაშკენტის ქ.#22ა. 19 მაისს, 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯია”-ში (მე-5 პავილიონი) გაიხსნება მშენებლობისა და ინტერიერის მე-15 საერთაშორისო გამოფენა – Caucasus Build 2010. 19 მაისს, 12:00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამთა დემურიშვილი მთაწმინდაზე, ვილნიუსის ბაღში, ინვალიდებს შეხვდება. 19 მაისს, 12:00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე ბორჯომის კულტურის სახლში მოსახლეობას შეხვდება. 19 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. მის: კოსტავასQქ.#77, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი 19 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. თემა: “ინფორმაცია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით”. მის: პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახ. დარბაზი 19 მაისს, 12:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის დასრულების შემდეგ კრწანისის რაიონში მანქანებით მსვლელობას დაიწყებს და ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. მის: პუშკინის ქ.#6 (კოლმეურნეობის მოედანზე). 19 მაისს, 12:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა `სოლიდარობა” ჭადრაკის სასახლეში მოსახლეობას შეხვდება. 19 მაისს, 13:00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები გლდანის მე-6 მ/რ-ში მოსახლეობას შეხვდებიან. მის: ბიბლიოთეკისა და პოლიციის გვერდით არსებული სკვერი 19 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 43-ე საჯარო სკოლის ახალ სასადილოს გახსნის. მის: ლადო ასათიანის ქ. №#50 19 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტში აპარატის თანამშრომლების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. 19 მაისს, 13:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს. მის: ბოგდან ხმელნიცკის №6, (ზუმბაძის საარჩევნო შტაბი). 19 მაისს, 13:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან აქციას გამართავს. თემა: “ავლაბრის კონტრასტები” 19 მაისს, 13:00 საათზე, „სახალხო სასამართლოს“ №1 საქმის – “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს “საზოგადოებრივი საბჭოს“ სამდივნო: შიო არსენაშვილი, გივი თალაკვაძე, ნანა დევდარიანი, ზურაბ ბიგვავა. მის: კოსტავას № 47. ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობა, III სართ. ოთახი 27. 19 მაისს, 13:30 საათზე, წარმომადგენლობითი სახალხო კრების ოფისში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ექსპერტებს შეხვდებიან. მის: ლარსის #1 II სადარბაზო II სართული (ბარნოვის პარალელური ) 19 მაისს, 14:00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში მოსახლეობას შეხვდება. მის: ლოტკინის დასახლება, უნივერმაღთან 19 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება. მის: პარლამენტი, სათათბირო ოთახი #224 19 მაისს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო” 21 მაისს დაგეგმილ პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მის: ჭავჭავაძის 50ა 19 მაისს, 14:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ გაბუნია ამომრჩევლებს შეხვდება. მის: გლდანის მე-7 მ/რ 21-ე კორპუსი 19 მაისს, 15:30 საათზე, „თავისუფალი აზრის სახლში“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საინიციატივო ჯგუფი (გია ცაგარეიშვილი, გოგი თოფაძე, თემურ შაშიაშვილი, ზვიად ძიძიგური, მამუკა გიორგაძე) ერთობლივ განცხადებას გააკეთებს. მის: ლაღიძის ქ. № 4 19 მაისს, 16:00 საათზე, პარტია `მომავალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე ვერის ბაღში ამომრჩევლებს შეხვდება და საარჩევნო პროგრამას გააცნობს. 19 მაისს, 17:00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები ვაკეში, მარიჯანის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდებიან. მის: ქავთარაძისა და ვაჟა ფშაველას შორის არსებული სკვერი 19 მაისს, 17:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში რეპრესირებული პოეტის შალვა მჭედლიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. 19 მაისს, 18:00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ბასილია მოსახლეობას შეხვდება. მის: კლდიაშვილისა და ორჯონიკიძის ქუჩების კვეთა, 29-ე სკოლასთან 19 მაისს, 19:00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ბროკიშვილი მუხიანში მოსახლეობას შეხვდება. მის: დუმბაძის ქუჩა, მე-5 კორპუსის ეზოში 19 მაისს, 19:00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ში მოსახლეობას შეხვდებიან. მის: სამარშრუტო ტაქსების იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/image0011-150x150.jpgპეკინის №23-ში “ავერსის” მეგა აფთიაქი გაიხსნა. აქ, “ავერსის” სააფთიაქო ქსელის სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, სამკურნალო და ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად იყიდება მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკა, ჩვილი ბავშვის აქსესუარები, სხეულის მოვლის საშუალებები ორსულთათვის… ჩვეულებრივი აფთიაქისგან მეგა აფთიაქი იმითაც გამოირჩევა, რომ ყოველგვარი პროდუქცია, გარდა მედიკამენტებისა, ღია თაროებზე, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას აწყვია, ისე რომ, ყველას შეუძლია, თავად დაათვალიეროს ნებისმიერი პროდუქტი, გაეცნოს მის შემადგენლობასა და მოხმარების წესებს. დიაბეტით დაავადებულთათვის მეგა აფთიაქში ცალკე განყოფილებაა, სადაც დიაბეტური პროდუქცია იყიდება: საკვები, ორცხობილა, უშაქრო წვენები, შაქრის საზომი ხელსაწყოები, შაქრის შემცვლელთა ფართო ასორტიმენტი, ინსულინი, ტერფის პრობლემების სამკურნალო საშუალებები. ცალკე განყოფილებაშია წარმოდგენილი ორსულთა მოვლის საშუალებები: ჰიგიენის საგნები, მკერდისა და სხეულის მოსავლელად განკუთვნილი კოსმეტიკა, ტრიკოტაჟი. აქვეა განსაკუთრებული ბამბის ტრიკოტაჟი ჩვილი ბავშვებისთვის. ბავშვთა განყოფილებაში შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც ჩვილს სჭირდება: ჰიგიენური საშუალებები, საფენები, საკვები (ფაფა, ორცხობილა, ხილფაფა, წვენი), აქსესუარების სრული ასორტიმენტი (საწოვარა, ბოთლი, რეზინის სათამაშოები, რომლებიც პატარებს კბილის ამოჭრისას დაეხმარება), ასევე – მანეჟი, საწოლ-მანეჟი, ოჭივარი (ჭოჭინა), შეზლონგი, სასეირნო და ჩასაწვენი ეტლები. “ავერსის” მეგა აფთიაქში კოსმეტიკური ბრენდების მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი, მათ შორის – “დოქტორ სკინი”, “დიამანტ დე ლა მერის” შავი ხიზილალის ექსტრაქტზე დამზადებული ნაწარმი, “გალენიკი”, “ვიში”, “ავენე”, “კლორანი”… აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ფრჩხილის მოვლის საშუალებები, “ზოლინგერისა” და “ჰუბერტის” ფირმის მაკრატლები, ქლიბები, ქუსლის სახეხი პემზა. მხოლოდ “ავერსის” მეგა აფთიაქში იყიდება “ჯილეტის” სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც “ავერსის” დაკვეთით სპეციალურად დაამზადა “დიპლომატ ჯორჯიამ”. “ავერსის” მეგა აფთიაქში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკა იყიდება: “ფარმასის”, “რევლონისა” და “ლორეალის” ტონალური კრემები, თხევადი და მყარი პომადები, ფრჩხილის ლაქები, ტუშები და თვალის ჩრდილები. მხოლოდ მეგა აფთიაქში შემოგთავაზებენ სასაჩუქრე ჩანთებსა და სავარცხლებს “აჰავასა” და “დოლივას” პროდუქციის შეძენისას, ასევე – “დოლივას”, “აჰავას”, “რევლონის”, “ფარმასის”, “დოქტორ სკინის”, “ლაკალუტის” ტესტერებს. “ავერსის” მეგა აფთიაქში მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური კონსულტანტები, რომელთაც სტაჟირება ექიმებსა და კოსმეტოლოგებთან გაიარეს. ისინი კარგად იცნობენ მეგა აფთიაქში წარმოდგენილ პროდუქციას და ნებისმიერი მათგანის შესახებ ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/minaSviliakaki2-150x130.jpgნინო ბურჯანაძე, როცა აღნიშნავს, რომ მას აქვს განცდა, თითქოს გორი ჩვენიანებმა დაბობმბეს ეს სიმართლეს შეეფერება, რადგან მისთვის ჩვენიანები რუსები და პუტინი არიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა რუსეთიდან ახლახანს დაბრუნებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან’’ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას განუცხადა. მინაშვილის თქმით, გორის დაბომბვას შეეწირნენ ქართველი სამხედროები, ჰოლანდიელი ჟურნალისტი და მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს ყოველივე კი რუსების გაკეთებულია, რაც იცის როგორც ქართულმა საზოგადოებამ ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ,,ნინო ბურჯანაძე პუტინის დამცველია საქართველოში და მსგავსი განცხადებები მოულოდნელი არ არის’’, – დასძინა მინაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/wkaldidoba1-150x130.jpgძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სეტყვამ საგაზაფხულო ნათესები, ვენახები, კიტრისა და პომიდვრის ნარგავები 100 %-ით გაანადგურა. ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა, ფანჯრის მინები ჩაამტვრია და ხეები დაგლიჯა. დახოცილია შინაური ფრინველი. „კიტრის პირველი და უკანასკნელი მოსავალი ავიღე. ჩემი ოჯახი ამით არსებობს. ბანკიდან კრედიტი მაქვს გამოტანილი. სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა“, – აცხადებს ბალღოჯიანის მკვიდრი მარინა ცერცვაძე. ბალღოჯიანში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. სოფელში წაქცეულია ელექტრობოძები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Baramidze-gia-150x130.jpgპარლამენტში ხვალ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს ელოდებიან. გიორგი ბარამიძე ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მივა. დეპუტატები სახელმწიფო მინისტრისგან ინფორმაციას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოისმენენ. ამასთან კომიტეტების ხვალინდელ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე მინისტრსა და კანონმდებლებს შორის დისკუსიაც გაიმართება. კომიტეტების გაერთიანებული სხდომა პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში 12.00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge