planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ვარკეთილის მეურნეობაში, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ეს ადამიანები გარდა კომუნალური და დასაქმების პრობლემებისა სახლმწიფოს მიერ მოტყუებულნი არიან. „ეს ხალხი მოატყუა მერიამ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმაც. ამ ადამიანებს წინა არჩევნებზე უთხრეს, რომ მათი შენობები დაკანონებული იყო. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ შენობები სადაც დევნილები ცხოვრობენ დღემდე არ არის დაკანონებული და ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოასახლონ“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, ვიდრე ეს ადამიანები საკუთარ სახლებში – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნდებიან, შეუქმნას მათ უსაფრთხო, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. „მე პირობას ვდებ, რომ დევნილები მერიის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან, რადგან ცენტრალურმა ხელისუფლებამ მთლიანად მოიხსნა მათზე პასუხისმგებლობა. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ შევცვლით, პირველ რიგში სწორედ თანამოქალაქეებისადმი გულგრილი დამოკიდებულების შეცვლა იგულისხმება“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ganatlebis_saministro_logo9-150x130.jpgპოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საჯარო სკოლების გამოყენებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა ბრიფინგი გამართა. საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა საჯარო სკოლის დირექტორს მკაცრი მითითება მისცა, რათა მათ არ დაეშვათ პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დროს. “სამწუხაროდ, ხულოს რაიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა არ შეასრულა ეს მითითება, ამის თაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” და ”საზოგადოება ბათუმელი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აცნობეს, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არსებულ საჯარო სკოლაში მართლაც ჩატარდა საარჩევნო აგიტაცია და ამ პერიოდში შეწყდა სასწავლო პროცესი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითების დარღვევის გამო, საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან.” – აღნიშნა ანსრიაშვილმა. მისივე განცხადებით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია კვლავ გააგრძელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ფაქტის გამოვლენისას მოახდენს მკაცრ რეაგირებას. სამინისტრო მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციებს – ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” და ”საზოგადოება ბათუმელი” თანამშრომლობისთვის და იმედოვნებს, რომ სამინისტრო და არასამთავრობო სექტორი მომავალშიც გააგრძელებენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Malashxia-Shota011-150x130.jpgფაშისტური ოკუპაციის თემატიკაზე საქართველოში 15 ფილმს გადაიღებენ, რომელთა ჩვენება ,,დისქავერსა’’ და ,,ჰისტურიზეც’’ მოხდება. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ განუცხადა, ფილმებში ასახული იქნება ის ანალოგიები, რაც დღევანდელ ოკუპაციას ფაშისტურ და საბჭოთა ოკუპაციებთან აქვს. მისი თქმით, ფაშისტური ოკუპაცია, საბჭოთა ოკუპაცია, დღევანდელი ოკუპაციები ერთმანეთის ანალოგიურია, რისი უამრავი მაგალითიც არსებობს და კომისია, პირველი არხი და კულტურის სამინისტრო გააკეთებს 15 ფილმს, სადაც ეს პარალელები იქნება ასახული და ამ ფილმებს, არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ საეთაშორისო საზოგადოებაც იხილავს. მალაშხიას განმარტებით, ფილმებში იქნება გაკეთებული შედარებები სტალინის, გიტლერის და მედვედევ-პუტინის ცნობილ გამოსვლებს შორის, ასევე, ოკუპაციების სრული ანალოგიების სხვა მაგალითები. მალაშხია იმედოვნებს, რომ ფილმები, რომელიც კულტურის სამინისტროს 200 ათასი ლარი დაუჯდება, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს საერთაშორისო საზოგადოებაზე საქართველოს სასარგებლოდ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Evrokavshiri247-150x150.jpgევროპარლამენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება მოითხოვა. ევროპარლამენტმა დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისდმი. ამის შესახებ ნათქვამია სტრასბურგში მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობისადმი მხარდაჭერას დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შიდაკონფლიქტების მოგვარებისკენ არის მიმართული~, – ნათქვამია რეზოლუციაში. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ჰეიდი ტალიავინის კომისიის დასკვნებს ეთანხმება და იმედოვნებს, რომ კომისიის დასკვნაში მოყვანილ ინფორმაციას მოქალაქეები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გამოიყენებენ. ~რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებები, რომლებიც რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ არიან, მისიის მანდატის შესრულებას ნაწილობრივ ბლოკავენ~, – ნათქვამია რეზოლუციაში. ევროპარლამენტარები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მხარდაჭერას უცხადებენ და საქართველოში მის სრულად ამოქმედებას მოითხოვენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ilia-meore-da-baqraze-sajaroshi-150x150.jpgსაქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა დავით-გარეჯში ჩატარებულ წირვაზე მრევლს რწმენაში გაძლიერება უსურვა. დავით გარეჯელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა პატრიარქმა გარეჯის მონასტერში აღავლინა და ერს მოუწოდა არ დაკარგონ შემწყნარებლობის უნარი და იმედი. “უფალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, უამრავი წმინდანისა და წმინდა დავით გარეჯელის ლოცვებით გაამთლიანებს და გააერთიანებს საქართველოს” – განაცხადა დღევანდელი ქადაგებისას ილა მეორემ. შეგახსენებთ რომ დღეს წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღე აღინიშნება. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და, სხვა ასურელ მამებთან ერთად, საქართველოში VI საუკუნეში მოღვაწეობდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/aliansi-logo-150x150.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრი ვიქტორ დოლიძე “შერატონ მეტეხი პალასში” ეუთოს სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარეს ოდრი გლოვერს და მის მოადგილეს პიტერ პალმერს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევს ეხებოდა. მათ განიხილეს საარჩევნო სიები და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლები. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ განაცხადა არცერთი დარღვევა არჩევნების დროს არ დარჩება გამოუძიებელი და ნაციონალური მოძრაობა თავის დაშვებულ შეცდომებს ვერ “გააპრავებს”. მისი განცხადებით 30 მაისს ყველა დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს და ობიექტურად გააშუქებს მიმდინარე მოვლენებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha14-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბილისის მერი გიგი უგულავა ერთადერთი კაცია თუ არა ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს. პრეზიდენტმა დღეს რიყეზე გვირაბის გახსნისას გიგი უგულავას ფოტო აჩვენა იქ შეკრებილ საზოგადოებას და კითხვა დასვა უნახავთ თუ არა ამ ქალაქში ასეთი კაცი. სააკაშვილის განცხადებით, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელია კიდევ ბევრია. “გიგიმ მშენებლობაც იცის, ეს გვირაბიც მან ააშენა და პურის ცხობაც ეხერხება. ერთადერთია თუ არა ეს კაცი თბილისში, არ ვიცი, ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს. ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია”,- განაცხადა სააკაშვილმა. გვირაბის გახსნის შემდეგ პრეზიდენტი და თბილისის მერი ახლად გახსნილ აუზზე წავიდნენ, სადაც წყალბურთში უკრაინა-საქართველოს ჩემპიონატი იმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/picasso.avignon-150x150.jpgპარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან 5 ნახატი, მათ შორიხ pაბლო პიკასოს და ანრი მატისის ნამუშევრები გაიტაცეს. გატაცებული ნამუშევრების ღირებულება 500 მილიონ ევროს შეადგენს. BBჩ-ს ცნობით, ქურდები მუზეუმში ფანჯრიდან შეძვრნენ. მუზეუმის შენობასთან პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ნამუშევრების გატაცების თაობაზე მუზეუმის ხელმძღვანელების მიერ ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა. თუ მუზეუმიდან ნამუშევრების ფაქტი ოფიციალურად დამტკიცდება, ეს ქურდობა შესაძლოა ხელოვნებათა მსოფლიო ისტორიაში უმსხვილეს ქურდობად დასახელდეს. უკანასკნელი ხელოვნების ნამუშევართა უდიდესი გატაცება 1990 წლის 18 მარტს განხორციელდა, როდესაც ბოსტონის უზაბელას მუზეუმიდან 13 ნახატი გაიტაცეს, მათ შორის მანეს, ვერმეერის, დეგას და რემბრანტის ნამუშევრები, გატაცებული ნახატების საერთო ღირებულებამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ugulava-gigi03-150x130.jpgთბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, ახალი გვირაბი ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალჰესამდე არსებულ მონაკვეთს აერთიანებს. როგორც მერმა დღეს გვირაბის გახსნისას განაცხადა, რიყე გახდება ერთადერთი ადგილი, სადაც სეირნობა ისე იქნება შესაძელებლი, რომ ადამიანებს ხელს არაფერი შეუშლის. “რიყე გახდება ერთადერთი ადგილი, სადაც სეირნობა შესაძლებელი იქნება ისე, რომ ხალხს ხელს არაფერი შეუშლის. პრაქტიკულად წარმოიქმნა რეკრეაციული სივრცე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება”,- განაცხადა უგულავამ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/filmi2-150x130.jpgკინოთეატრ “ამირანში” პროექტი “5”-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. კინოსტუდია “სანგუკომ” და “კონტროლსტუდიომ” ახალი კინოპროექტი “5” წარმოადგინა. პროექტი ხუთ სრულმეტრაჟიან ფილმს მოიცავს. პროექტის მესვეურების განცხადებით, ფილმების გადაღებები 15 ივნისიდან დაიწყება და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ფილმები კინოთეატრებში ეტაპობრივად გამოვა. პროექტი “5” -ის ფარგლებში პირველად თაკო შავგულიძის ფილს “დაბადებულები საქართველოში” გადაიღებენ. ფილმებში მონაწილეობის მისაღებად კასტინგი 3 ივნისიდან – 5 ივნისის ჩათვლით 12საათიდან-14 საათამდე ჩატარდება. ფილმებში ასევე ცნობილი მსახიობებიც, ვანიკო თარხნიშვილი, გიორგი გიორგანაშვილი, ნუცა კუხიანიძე და სხვა, მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი “5” საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში I ადგილზე გასული პროექტია. მისი სრული ბიუჯეტი 2 400 000 ლარს შეადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/filarmoniauketesi-150x130.jpgფილარმონიის “ივენთ ჰოლში” წიგნის ფესტივალის ფარგლებში მუხრან მაჭავარიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი გამომცემლობა “ინტელექტია”. “ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო მუხრან მაჭავარიანთან ურთიერთობა. მოხარული ვრ რომ მის სიცოცხლეში გამოსული ბოლო სამი კრებული სწორედ ჩვენს გამომცემლობაში დაიბეჭდა. დღევანდელი დღეც მის ხსოვნას ეძღვნება,” – განაცხადა გამომცემლობა “ინტელექტის” დირექტორმა კახმეგ კუდავამ. ღონისძიებაზე პოეტ მუხრან მაჭავარიანის ხსნოვნისთვის პატივის მისაგებად, სიტყვით პოეტი თინათინ მღვდლიშვილი და ლიტერატორი ზაზა აბზიანიძე გამოვიდნენ. იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/eurasianet-logo.jpg გიორგი ლომსაძე მართლაც გახდა საქართველო ვაშინგტონის საწყალი ნათესავი, რომელიც საათობით იცდის თეთრი სახლის მისაღებში, ვიდრე შიგნით წვეულებაა? ჟურნალ TIME-ის რეპორტიორი The Huffington Post-ში ასეთ დასკვნამდე მიდის და იმაზე მიანიშნებს, რომ ობამა და სხვა დასავლელი ლიდერები სააკაშვილის მოახლოებისას მობოდიშებით საათს უცქერენ და რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე გარბიან რუსეთთან ბირთვულ საკითხებზე თანამშრომლობით დაკავებული ვაშინგტონი, ასო „ს“-ს (“G” Georgia – საქართველო) წარმოთქმას სულ უფრო მეტად გაურბის, ხოლო თუკი ის ამას აკეთებს, კონტექსტი ყოველთვის ისეთი არ არის, როგორსაც თბილისი ისურვებდა. მაგალითად 10 მაისს, ობამამ ღიად განაცხადა, რომ საქართველო აღარ წარმოადგენს „დაბრკოლებას“ აშშ-რუსეთის ბირთვულ თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. ისეთი ძველი მეგობრები, როგორებიც არიან სენატორი ჯონ მაკკეინი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ახლახანს საქართველოს თემის წამოწევას შეეცადნენ, მაგრამ იმ ცუდი მგლისგან ან დათვისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად, რომელიც საქართველოს სახლთან დათარეშობს, სწორედ თეთრი სახლი მიიჩნევა. თეთრი სახლი კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებებს აქვეყნებს, თუმცა ბევრი ქართველისთვის ეს იგივეა, რაც Facebook-ის მეგობრის ფოტოზე კომენტარის მიწერა, მასთან მოსალხენად შეხვედრის ნაცვლად. ორიგინალი ორიგინალი
-
დავით გველესიანი - წყლის ნაპირზე სრულად
-
ალუბალი - შინ მარტო სრულად
-
ალუბალი (გიტარა - კახა კეპულაძე, სოლო - ვაჟა ჩიტიშვილი, ბასი - ლაშა სურმავა, დრამსარტყამი - უჩა ნანავა) სრულად
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/biznesi-150x150.jpg პროექტ “დაბრუნება საქართველოში”-ს ფარგლებში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების საქართველოში 3-დღიანი ვიზიტი დასრულდა. დელეგაციის წევრები ვიზიტის ბოლო დღეს, 19 მაის რუსთავში შსს მომსახურების ცენტრს და შემდეგ სიღნაღს ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებმა მომსახურების ცენტრი ეკონომიკური განვითარების მინისტრთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაპუნა დავითაიასთან ერთად დაათვალიერეს. ბიზნეს-დიასპორის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად ეხილათ მომსახურების ცენტრის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სეგმენტის მუშაობა, მათ შორის ავტომობილის მართვის მოწმობის გამოცდის მიმდინარეობა და შემდეგ მისი გაცემის პროცედურა. როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო საქართველოში ასეთი თანამედროვე მომსახურების ცენტრის არსებობა, რომელიც მოქალაქეებს პროცედურულად მაქსიმალურად გამარტივებულ სერვისს სთავაზობს. ბიზნეს-დიასპორის წარმომადგენლებმა ასეთივე პოზიტიური შეფასებები გააკეთეს კახეთში სიღნაღის დათვალიერების შემდეგ, სადაც მათ ქალაქის ინფრასტრუქტურა და სიღნაღის მუზეუმის ექსპოზიცია დაათვალიერეს. სიღნაღში დელეგაციის ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრმა აღნიშნა, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთა საქართველოში ვიზიტი წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ, პირადად გაცნობოდნენ საქართველოსი არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მისი განვითარების პერსპექტივებს და მიმდინარე პროექტებს. ამასთან, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო იდეა, მათ შორის საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე, რომელშიც ქართველი მეწარმეებიც გაერთიანდებიან და სადაც ერთობლივი ბიზნეს-პროექტების განხილვა მოხდება. ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, ქართული ბიზნეს-დიასპორის საქართველოში პირველმა ვიზიტმა დაადასტურა, რომ “დაბრუნება საქართველოში” წარმატებული პროექტია და ის მომავალშიც გაგრძელდება. პროექტი “დაბრუნება საქართველოში” 16-19 მაისს ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა უცხოეთში (თურქეთში, კვიპროსში, აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ისრაელში, ბელგიაში, ესპანეთსა და უკრაინაში) მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენების 23-კაციანი ჯგუფი. დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბიზნესფორუმში და კიდევ რამდენიმე ღონისძიებაში, ეწვივნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. იხილეთ epn.ge
-
<h1></h1> ირაკლი ალასანია ორხევის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მშენებლის #1-ში აფხაზეთიდან დევნილი ოცი ოჯახი ცხოვრობს. როგორც დევნილები აცხადებენ, შენობა ავარიულია, რის გამოც მესაკუთრე დევნილების დროულად გაყვანას ითხოვს, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ისინი 1992 წლიდან ცხოვრობენ უმძიმეს პირობებში. ამ შენობაში კანალიზაცია ერევა სასმელ წყალს, იყო არაერთგზის მოწამვლის შემთხვევები. ერთ-ერთი დევნილის, ნინო გრიგალაშვილის ინფორმაციით, არაერთი განცხადებით მიმართეს, როგორც გიგი უგულავას, ისე კობა სუბელიანს, თუმცა – უშედეგოდ. „ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ ადამიანებზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის და არა მხოლოდ მერობის ან ხელისუფლების წარმომადგენლის ღირსების საკითხია. “მათი არსებობის შესახებ სახელმწიფომ, პრაქტიკულად, დაივიწყა. არის სამწუხარო ტენდენცია, რომ აფხაზეთიდან დევნილები არ სარგებლობენ იმ ყურადღებით, რომელსაც ხელისუფლება იჩენს სამაჩაბლოდან დევნილების მიმართ. არ მესმის, როგორ უნდა ხდებოდეს დევნილთა გაყოფა ან რა პრინციპით შეიძლება ეს მოხდეს. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყანაზე პატრონი არ ჰყავთ და სწორედ ეს არის პირველ რიგში შესაცვლელი. ჩვენ თითოეულ ადამიანს უნდა დავუბრუნოთ ღირსების განცდა და ცხოვრების ელემენტარული პირობები შევუქმნათ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქ.#17-ში ავარიულ სახლში მცხოვრები დევნილთა და სოციალურად დაუცველი ოჯახებიც მოინახულა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და პრაქტიკულად ისინი ვერავისგან დახმარებას ვერ ღებულობენ. “ეს არის ის თბილისი, რომელსაც ჩვენ ტელევიზორებში ვერ ვხედავთ. ეს არის ის ქალაქი, რომლის შესახებ არაფერი ვიცით. აქ ადამიანებს ძალიან უჭირთ და არავის სცხელა გართობისთვის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მერს აქვს საკუთარი ბიუჯეტი, საიდანაც სწორედ ასეთ შემთხვევებზე უნდა იხარჯებოდეს თანხები, თუმცა ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მერი რეალურად არავის ეხმარება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
-
ირაკლი ალასანია ორხევის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მშენებლის #1-ში აფხაზეთიდან დევნილი ოცი ოჯახი ცხოვრობს. როგორც დევნილები აცხადებენ, შენობა ავარიულია, რის გამოც მესაკუთრე დევნილების დროულად გაყვანას ითხოვს, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ისინი 1992 წლიდან ცხოვრობენ უმძიმეს პირობებში. ამ შენობაში კანალიზაცია ერევა სასმელ წყალს, იყო არაერთგზის მოწამვლის შემთხვევები. ერთ-ერთი დევნილის, ნინო გრიგალაშვილის ინფორმაციით, არაერთი განცხადებით მიმართეს, როგორც გიგი უგულავას, ისე კობა სუბელიანს, თუმცა – უშედეგოდ. „ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ ადამიანებზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის და არა მხოლოდ მერობის ან ხელისუფლების წარმომადგენლის ღირსების საკითხია. “მათი არსებობის შესახებ სახელმწიფომ, პრაქტიკულად, დაივიწყა. არის სამწუხარო ტენდენცია, რომ აფხაზეთიდან დევნილები არ სარგებლობენ იმ ყურადღებით, რომელსაც ხელისუფლება იჩენს სამაჩაბლოდან დევნილების მიმართ. არ მესმის, როგორ უნდა ხდებოდეს დევნილთა გაყოფა ან რა პრინციპით შეიძლება ეს მოხდეს. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყანაზე პატრონი არ ჰყავთ და სწორედ ეს არის პირველ რიგში შესაცვლელი. ჩვენ თითოეულ ადამიანს უნდა დავუბრუნოთ ღირსების განცდა და ცხოვრების ელემენტარული პირობები შევუქმნათ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქ.#17-ში ავარიულ სახლში მცხოვრები დევნილთა და სოციალურად დაუცველი ოჯახებიც მოინახულა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და პრაქტიკულად ისინი ვერავისგან დახმარებას ვერ ღებულობენ. “ეს არის ის თბილისი, რომელსაც ჩვენ ტელევიზორებში ვერ ვხედავთ. ეს არის ის ქალაქი, რომლის შესახებ არაფერი ვიცით. აქ ადამიანებს ძალიან უჭირთ და არავის სცხელა გართობისთვის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მერს აქვს საკუთარი ბიუჯეტი, საიდანაც სწორედ ასეთ შემთხვევებზე უნდა იხარჯებოდეს თანხები, თუმცა ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მერი რეალურად არავის ეხმარება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/samxedro-150x150.jpgხელაჩაურის რაიონში #44 – 762-ე სამხედრო ბაზაზე დაღუპული ჯარისკაცის, დავით თაყაძის მამა- ალექსი თაყაძე აცხადებს, რომ მისი შვილი ჯარში ცემის შედეგად მოკლეს. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ალექსი თაყაძემ განუცხადა. შვილმკვდარი მამა კვლელობას მობილურ ტელეფონს უკავშირებს. ,,ჩემი შვილი მობილური ტელეფონის გამო მოკლეს. ტელეფონი ჩუმად ჰქონდათ შეტანილი ბაზაზე ბიჭებს მათ შორის ჩემს შვილს. სერჟანტმა ჩამოართვა, თუმცა 2009 წლის 12 ნოემბერს 7 საათსა და 15 წუთზე ჩემმა შვილმა დაგვირეკა სახლში და გვითხრა, რომ 5 ლარი ჩაგვერიცხა სერჟანტისთვის ილია კოპალეიშვილისთვის. ამის შემდეგ ჩემი შვილი 2 საათში იქნა მოკლული. თავდაცვის სამინისტრო კი გვიმტკიცებს, რომ ჩემი შვილი 11 მეტრიანი ცისტერნიდან გადმოვარდა რაც გამორიცხულია, რადგან გვამზე ჩემს შვილს ცემის კვალი ეტყობოდა’’, – განაცხადა თაყაძემ. ,,ექსპრესნიუსს’’ ალექსი თაყაძემ დავით თაყაძის გვამის ფოტომასალაც წარმოუდგინა, სადაც ცემის კვალი აშკარად ჩანს. ამასთან, თაყაძის მტკიცებით, გვამზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დავით თაყაძე ცისტერნაზე ასულიც კი არ არის. რაც შეეხება საქმის გამოძიებას, ალექსი თაყაძის განცახდებით, ფაქტს თავდაპირველად ბათუმი იძიებდა, ხოლო შემდეგ საქმის გადაცემა თავდაცვის სამინიტრომ მოითხოვა, თუმცა უწყება საქმის გამოძიებას აჭიანურებს და ოჯახს ყურადღებას არ აქცევს. დავით თაყაძე ხელაჩაურის აღნიშნულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, როგორც წვევამდელი. Mმას ჯარში ნამსახურები ჰქონდა 7 თვე, ხოლო მსახურობისთვის დარჩენილი 5 თვე ჰქონდა. ,,ჩემი შვილი შვებულებით სახლში სამ დღეში უნდა მოსულიყო შვებულებით, თუმცა 12 ნოემბერს მომიკლეს’’, – დასძინა ალექსი თაყაძემ. გორის რაიონის სოფელ კორბალში მცხოვრები თაყაძეების ოჯახი მათი შვილის დაღუპვის გამომწვევი მიზეზების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. თაყაძეების ოჯახის წევრები ახლობლებთან ერთად, დღეს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და ფაქტზე შესაბამისი ორგანოებიდან რეაგირება მოითხოვეს. იხილეთ epn.ge
-
“ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დიდი ლილოს ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა და მათი პრობლემები მოისმინა. ირაკლი ალასანია ლილოს მოსახლეობასთან ერთად ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. “უახლეს პერიოდში მოსახლეობასთან ერთად შეგვაქვს სარჩელი. თქვენ იცით, რომ მერიამ, აბსოლუტურად საიდუმლოდ გადაწყვიტა ნაგავსაყრელის დიდი ლილოს ტერიტორიაზე გადმოტანა; პრაქტიკულად, წაართვა ადამიანებს კერძო საკუთრება და მათ პასუხსაც არავინ სცემს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, წლების განმავლობაში, ამ ადამიანებისთვის არაფერი შეცვლილა; თითქოს თანხები დაიხარჯა წყალმომარაგების მოწესრიგებაზე, თუმცა დიდი ლილოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა წყლის პრობლემაა; მათ წყალი დღეში, დაახლოებით, ერთი საათი აქვთ. “ამ ადამიანებს მერიის მხრიდან სჭირდებათ მზრუნველობა, რაც 6 წლის განმავლობაში არ უგრძვნიათ. ამ ხალხზე პასუხისმგებლობა, პრაქტიკულად, მოხსნილი აქვს მერიას და სწორედ ეს მიდგომა შეიცვლება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
-
“ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დიდი ლილოს ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა და მათი პრობლემები მოისმინა. ირაკლი ალასანია ლილოს მოსახლეობასთან ერთად ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. “უახლეს პერიოდში მოსახლეობასთან ერთად შეგვაქვს სარჩელი. თქვენ იცით, რომ მერიამ, აბსოლუტურად საიდუმლოდ გადაწყვიტა ნაგავსაყრელის დიდი ლილოს ტერიტორიაზე გადმოტანა; პრაქტიკულად, წაართვა ადამიანებს კერძო საკუთრება და მათ პასუხსაც არავინ სცემს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, წლების განმავლობაში, ამ ადამიანებისთვის არაფერი შეცვლილა; თითქოს თანხები დაიხარჯა წყალმომარაგების მოწესრიგებაზე, თუმცა დიდი ლილოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა წყლის პრობლემაა; მათ წყალი დღეში, დაახლოებით, ერთი საათი აქვთ. “ამ ადამიანებს მერიის მხრიდან სჭირდებათ მზრუნველობა, რაც 6 წლის განმავლობაში არ უგრძვნიათ. ამ ხალხზე პასუხისმგებლობა, პრაქტიკულად, მოხსნილი აქვს მერიას და სწორედ ეს მიდგომა შეიცვლება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_4163-150x150.jpg პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, პარტიის ნაძალადევის რაიონის კანდიდატთან, გაიოზ ჩარკვიანთან ერთად, ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მოსახლეობას სერიოზული პრობლემები აქვთ, საბანკო სფეროსთან და მიწისძვრით დაზიანებულ სახლებთან მიმართებაში. “მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებთ ბანკების სესხების პრობლემა. ომის შემდეგ ფორს მაჟორულ სიტუაციაში არავინ გაითვალისწინა აღებულ სესხებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები, არც პროცენტი დაუკლიათ და არც არანაირი შეღავათი ყოფილა ასეთ სიტუაციაში მოსახლეობის მიმართ,”_ განაცხადა ნიკა ივანიშვილმა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ყველაზე კორუმპირებული სფერო დღეს ბიზნესია, მათ შორისაა საბანკო სექტორიც. “მინდა მივმართო საქართველოში არსებულ ყველა ბანკს,- რეალურად მიუდგენ პრობლემებს და მარტო თავისი ჯიბის გასქელებაზე ნუ ფიქრობენ. თუ ადამიანი გადამხდელუნარიანი ვერ იქნა, ვერც ბანკი ნახავს მოგებას. ამიტომ, მუვუწოდებ მათ, ხელი შეუწყონ საკუთარ კლიენტებს და ნუ ახჩობენ მოქალაქეებს, საკუთარი სარგებელის გამო,”_ აცხადებს ივანიშვილი. მისი თქმით, ბანკები დღეს, მხოლოდ ბანკში ჩადებული ქონების წართმევითა და გადაფორმებით არიან დაკავებული. ივანიშვილი საუბრისას მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, არც მერია და არც საკრებულო არაფერს აკეთებს ამ პრობლემის გადასაჭრელად. “ფასადის შეღებვის მაგივრად მერიამ სახლები უნდა გაამაგროს და განაახლოს მუნიციპალური ბინათმშენებლობის საკითხები,”_ აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kachinska-150x150.jpgპოლონეთის პირველი ლედის- მარია კაჩინსკას სახელი ვარკეთილის ეროვნულ „სქრინინგ ცენტრს“ მიენიჭა. მემორიალური დაფა საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოში პოლონეთის ელჩი ურსულა დოროშევსკაც ესწრებოდა. სანდრა რულოვსმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო და „სქრინინგ ცენტრის“ განვითარებაში მარია კაჩინსკას ღვაწლს ხაზი გაუსვა. პოლონეთის პირველი ლედი „სქრინინგ ცენტრის“ განვითარებაში აქტიურად მონაწილეობდა. მარია კაჩინსკას ინიციატივით პაციენტებს, პოლონელმა ონკორეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფიზიკური და ფსიქოლოგირი რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარეს. იხილეთ epn.ge