planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri222.jpg პრემიერმინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ეს არჩევნები უნდა გახდეს წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. პრემიერ მინისტრის განცხადება, დღეს პრესსამსახურის უგფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გაახმაურა. მჭედლიშვილის განცხადებით, პრემიერ მინისტრმა განმარტება გააკეთა იმ ვიდეორგოლის შესახებ სადაც გილაური მოსახლეობას მიმართავს. “ადგილობრივი არჩევნების თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით პრემიერმინიტრმა გადაწყვიტა მიემართა მოსახლეობისათვის და ასევე სახელმწიფო მოხეელებისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული, თავისუფალი და თანასწორი გარემო წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნების დღეს.” განაცხადა მჭედლიშვილმა მისივე თქმით, “მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობა არ დაუშვებს ზოგიერთი საზელმწიფო ჩინოვნიკის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ხმის მიცემისას ზეწოლის მცდელობებს”. ნიკა გილაური ვიდეო რგოლში ხაზს უსვამს რამდენიმე მომენტს, რომელიც ისჯება კანონით. ეს არის არჩევნებში მონაწილეთა კანდიდატებზე ზეწოლა კანდიდატურის მოხსნის მიზნით, ამომრჩევლის ხმის სანაცვლოდ გასამრჩელოს დაპირება და სხვა საკითხები. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishvili14-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების მოპოვების მიზნით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ პროპაციონერების ოჯახის წევრების ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში დარეგისტრირდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ცენტრი’’, რომელიც ვაკეში აბაშიძის #47-ში ,,ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში განთავსდა. ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ცენტრში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ერეკლე კოდუას საკუთარ თანამშრომლებთან, ვაკე-საბურთალოს გამგებლებთან და ამჟამინდელ დეპუტატებთან ერთად პროპაციონერების ოჯახის წევრები მიჰყავდა, რომელთაც ზეწოლით აიძულებდნენ არჩევნებში ხმა ,,ნაციონალური მოძრაობისთვის’’ მიეცათ და ამავდროულად მხარდამჭერების სიებიც წარედგინათ. ,,დოკუმენტაცია არსებობს, სადაც პატიმართა მონაცემები სრულად არის შეყვანილი. სწორედ ამ პროპაციონერების ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ტერორი, რომ ხმა მმართველი გუნდისთვის მიეცათ. ამ გაუბედურებულ ხალხს კიდევ ეს უნდოდათ. ამ შტაბში ხშირად მიდიოდნენ მამა-შვილი გაბაშვილი, გიგი უგულავა, ხოლო ყოველდღე დადიოდა ერეკლე კოდია სიტუაციის გასაკონტროლებლად’’, – განაცხადა ცაგარეიშვილმა. დეპუტატს პროპაციონერების ოჯახის წევრებზე ზეწოლისა და არჩევნების მსგავსი ფორმით გაყალბების შესახებ ინფორმაცია ამ ორგანიზაციის ყოფილმა კორდინატორმა ნატო ქოხიაშვილმა მიაწოდა. ამასთან, ცაგარეიშვილის მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია მან ირაკლი ალასანიასთან ერთად გასულ კვირას მიაწოდა საქართველოში ეუთო-ს მუდმივმოქმედ კომისიას, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და სხვა აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებს. იხილეთ epn.ge
-
„პრაიმ-თაიმის“ პრესკლუბში თინა ხიდაშელი ჟურნალისტებს შეხვდა. „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის პარტრიული სიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა: „საარჩევნო პერიოდი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ რეჟიმში მიმდინარეობს და პოლიტიკურ ოპოზიციას უთანასწორო ბრძოლა უწევს. ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ ჩვენი საარჩევნო კამპანიით. იმ რესურსებით, რაც ალიანსს აქვს, ვფიქრობთ, მაქსიმუმი შევძელით და წინ კიდევ რამდენიმე დღეა“. „ოპოზიციონერი კოლეგების შენიშვნების მიუხედავად, ჩვენი საარჩევნო კამპანია არ არის და არ იქნება აგრესიულობაზე ორიენტირებული, ეს არის სტაბილურობასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში გამარჯვებას მოვიპოვებთ და ჩვენი მერობის კანდიდატი წარმატებას მიარწევს“. ბრეგაძის „ბრალდება“ თინა ხიდაშელი: „ჩემთვის ბრეგაძის მსგავსი პოლიტიკოსების პრეტენზიები არავითარ ინტერესს არ იწვევს და არანაირ უხერხულობას არ ქმნის, რომ ასლან აბაშიძის თანაგუნდელები რაიმე სახის ბრალდებას მიყენებენ. გასაკვირი ის იქნებოდა, მას სხვა პოზიცია ჰქონოდა ჩვენთან მიმართებაში. რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ამის შესახებ „ალიანსმაც“ და მეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და არაერთხელ გადავდგით პირველი ნაბიჯი ამ ერთიანობისაკენ“. პოლიტპატიმრები „ალიანსის საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის აზრით, ქუჩის აქციებით პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეუძლებელია. „აქციებით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება შეუძლებელია. ეს ვერც 2 ნოემბრის აქციების დროს მოვახერხეთ, როდესაც ქუჩაში 100 000 ადამიანი იყო გამოსული. ეკა ბესელიას სოლიდარობას ვუცხადებ და მან ეს კარგად იცის. პოლიტპატიმრების თემაც სასიცოხლოდ მნიშვნელობანია ჩვენთვის; თუმცა მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, სხვა პროცესებზე გადართვა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, ვინაიდან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს საკითხი მაინც ჩვენი გადასაწყვეტი იქნება“. არჩევნები და გაყალბება თინა ხიდაშელი: „საარჩევნო პროცესის დარღვევებით ჩატარება ხელისუფლებას დიდ პრობლემას შეუქმნის. 52 000 ამომრჩეველი თბილისიდან გასულია და ალიანსი გააკონტროლებს, რომ მათ ხმა ვერ მისცენ. ჩვენ გვაქვს 52 000 ადამიანის სია, რომლებიც ქალაქიდან გასულები არიან. ეს სია, უბნების მიხედვით დაჭრილი, ჩვენს მაჟორიტარებს და წარმომადგენლებს გადაეცემათ და პირადად გავაკონტროლებთ, რომ არ მოხდეს ისე, როგორც წინა არჩევნებზე და მათი პირადობის მოწმობებით სხვამ მისცეს ხმა. ამას არ დავუშვებთ! გარდა ამისა, ცესკო-დან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია ჩვენ მიერ სიების მონიტორინგის შედეგად წარმოდგენილ 72 000 დარღევას. თუ ადეკვატური რეაქცია არ იქნება, ეს დარღვევები არჩევნების დღეს ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემა გახდება. იმედი მაქვს, რომ ამ გაფრთხილებას ხელისუფლება ყურად იღებს“. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/fi-150x150.jpgკინოთეატრ “რუსთაველში” დიდ სამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისადმი მიძრვნილი კინოფესტივალი “გამარჯვება, ერთია ყველასათვის” დღეს დაიხურება. დღესვე კინოფესტივალის ფარგლებში კინოთეატრ “რუსთაველში” ომის თემაზე შექმნილი ყაზახური ფილმი “სიმღერა მანშუკზე” იქნება ნაჩვენები. ღონისძიების ორგანიზატორია სააქციო საზოგადოება “სოვექსპორტფილმი”. კინოფესტივალი დსთ-ის მონაწილე ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება 21 მაისს ქართული ფილმი “ჯარისკაცის მამის” ჩვენებით გაიხსნა. მის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იყო “მიფრინავენ წეროები”, “ერთი, ორი მიდიან ჯარისკაცები”, “მე ბავშვობიდან მოვდივარ”, “ენძელები და ედელვაისები”, “სიკვდილი არ არსებობს, ბიჭებო” და “სიმღერა მანშუკზე”. ფილმების ჩვენებებზე დასწრება თავისუფალი იყო. იხილეთ epn.ge
-
საარჩევნო კამპანიის დროს მასობრივად განადგურდა ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის სოფიო ხორგუანის საარჩევნო-სააგიტაციო მასალა – კერძოდ საარჩევნო პლაკატები. აღსანიშნავია, რომ პლაკატები გაკრული იყო ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოძრაობს საპატრულო პოლიციის მანქანები. თუმცა, პოლიციის მხრიდან არ მომხდარა მსგავსი ფაქტების აღმოჩენა-აღმოფხვრა. დღეს, 24 მაისს კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მან მიმართა საქართველს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსს გიორგი გრიგალაშვილს, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს გიორგი გეგეჭკორს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა და დაზიანება, ასევე ამავე კოდექსის 126-ე მეცხრამეტე პრიმა მუხლის თანახმად წინაასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. რეფორმირებული სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანობის, კანონიერებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე უნდა იდგნენ. დაუშვებელია პოლიციის პოლიტიზირება. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი კონკრეტულ ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/TSU016-150x132.jpg თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკა და დამფუძნებელი კრების მოღვაწეობა” უნივერსიტეტისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ორგანიზებით 24 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება. კონფერენციაზე მოხსენებით ცნობილი ისტორიკოსები გამოვლენ. გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების პრეზიდენტის პაატა სურგულაძის განცხადებით, 26 მაისს ორმაგი დატვირთვა აქვს. ეს თარიღი დიდ სიხარულთან ერთად დიდ სინანულთანაც ასოცირდება, რადგან 26 მაისს, 21 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოება მოჰყვა. ამ პერიოდის შესწავლის და გაანალიზების გარეშე წარსული შეცდომების და დღეს არსებული საფრთხეების თავიდან აცილება შეუძლებელია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-15-150x150.jpgპოლიტიკური გაერთიანება “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა “სახალხო სასამართლოს” არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი აუდიო მასალა წარმოუდგინა. შაშიაშვილის განცხადებით, ამ მასალაში შევარდნაძის მთავრობის სახელმწიფო მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე ჩანაწერში ვრცლად საუბრობს არჩევნების გაყალბების და მაშინდელი ოპოზიციის შესახებ. “ჩანაწერში ჯორბენაძე საუბრის მონაწილეებთან იხსენებს, “მოქალაქეთა კავშირის” მიერ არჩევნებში 350 000 ყალბი ბიულეტენის ჩაყრას. აქვე ჯორბენაძე შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომის გეგმებზეც საუბრობს, რასაც სააკაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება”, _ აცხადებს “ექსპრესნიუსთან” საუბარში შაშიაშვილი. მისი თქმით, აშკარაა, რომ სააკაშვილს მისი თანამდებობიდან გადადგომა არ უნდოდა, თუმცა ივანოვის თბილისში ჩამოსვლამ ყველაფერი შეცვალა. “ამ ჩანაწერში ასევე უკვე იკვეთება მათი ტელეკომპანია “იმედის” მიმართ დამოკიდებულება, ის რაც მოხდა “იმედთან”, აქ არის ჩადებული”, _ აცხადებს “თეთრების” ლიდერი. შაშიაშვილის განცხადებით ჩანაწერი ამტკიცებს იმას, რომ ესენი ერთ გუნდად მოქმედებდნენ. თემურ შაშიაშვილი “სახალხო სასამართლოსთვის” მოგვიანებით იმ აუდიომასალის წარდგენასაც გეგმავს, რომელიც გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას ეხება. შაშიაშვილის განცხადებით, ჩანაწერი ჯორბენაძის მანქანაში მყოფი, ერთ-ერთი თანმხლები პირის მიერაა ჩაწერილი. “სახალხო სასამართლოს” წარმომადგენლებმა მოძრაობა “თეთრების” ლიდერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი განცხადებით საქმე უახლოეს მომავალში იქნება განხილული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/biline1.jpeg „ბილაინის” იღბლიანი აბონენტების ვინაობა 24 მაისს, 16 საათზე, გამოვლინდება. ისინი ლეგენდარული როკ ჯგუფის “DEEP PURPLE”- კონცერტს ერევანში დაესწრებიან. კონცერტი 25 მაისს ქალაქ ერევანში გაიმართება და მასზე მოხვედრის საშუალება “ბილაინის” 14 აბონენტს ექნება. მუსიკალურ ვიქტორინაში გამარჯვებულები, დაჯილდოვდებიან კონცერტზე დასასწრები ორი ბილეთით, უზრუნველყოფილი იქნებიან გზის და სასტუმროს ხარჯებით. მუსიკალურ ვიქტორინაში მონაწილეობის მსურველებს უნდა გამოეგზავნათ სიტყვა YES ნომერზე 5555, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ კითხვებს და სავარაუდო პასუხებს. სწორი პასუხის შემთხვევაში მონაწილე მიიღებდა ერთ ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში აბონენტს ქულა არ დააკლდება. “ბილაინის“ გათამაშება 14 აპრილს დაიწყო და მასში მონაწილეობა ათ ათასზე მეტმა აბონენტმა მიიღო. ლეგენდარული როკ ჯგუფის “DEEP PURPLE”- კონცერტი ამიერკავკასიაში გამორჩეული მოვლენაა. “ბილაინში” მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მუსიკალურ დღესასწაულზე დასწრების შანსი მიგვეცა ჩვენი აბონენტებისთვის, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება”,- განაცხადა “ბილაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ. “DEEP PURPLE”- 1967 წელს დაარსდა. ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მუსიკალური დისკი აქვს გაყიდული. იხილეთ epn.ge
-
გაზეთი „ვერსია“ თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს სათაურით - „დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავ / ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - აქვეყნებს. იგი ამბობს: „უამრავი რამ სხვაგვარად დავინახე. მთავარი პრობლემა, რომელიც ადამიანებს აქვთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის დეფიციტია. ხალხს უნდობლობა აქვს ხელისუფლების. ეს ბადებს ნიჰილიზმს, მაგრამ ყველას კარგად ესმის - თუ არ ვიბრძოლეთ, არაფერი გამოვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი აპირებს არჩევნებზე მოსვლას. ისინი უნდობლობას აცხადებენ გამოკითხვებს. სჯერათ, რომ მათი ხმა კონფიდენციალური იქნება. მათ ეშინიათ, ღიად დააფიქსირონ, ვის უჭერენ მხარს. 30 მაისს ცვლილებების განხორციელების შანსი გვეძლევა. სხვა შემთხვევაში რამდენიმე წლით კიდევ მოგვიწევს ამ უსამართლობის მოთმენა“. „დარწმუნებული ვარ, თბილისელების ძალიან დიდი ნაწილი მოვა არჩევნებზე - ეს გარდატეხაა. წარმოიდგინეთ, თბილისში 270 ათასი მოქალაქე ცხოვრობს 30 ლარზე. მათი ბედი კი ხელისუფლებას საერთოდ აღარ აინტერესებს. ზოგჯერ ეჭვი მიჩნდება - ხელისუფლება ხალხს განზრახ ამყოფებს სიღატაკეში, რომ წინასაარჩევნოდ რაღაც წყალობით მხარდაჭერა მოიპოვონ. ძალიან ღრმად ჩავიხედე ბევრ სფეროში. უამრავ ადამიანს შევხვდი და სიმართლე გითხრათ, მართლა არ მეგონა, რომ „ნაცმოძრაობამ“ ხალხი ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდო. დღეს ხუთი მილიარდი ისეთ პროექტებზე იხარჯება, როგორიცაა ხიდი, გზა - მოსახლეობა კი მშიერია. ეს დანაშაულია. შესაცვლელი ყოველთვის ბევრი იქნება. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარებას, მაგრამ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გაანალიზოს და 30 მაისს სწორი არჩევანი გააკეთოს“. „ეს ჩვენი ბრძოლის საწყისი ეტაპია. თუმცა ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის მივდივართ. შემდეგ კი იქნება ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებისთვის, რასაც მეტად მომზადებულები შევხვდებით. ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ საქართველოში ვითარება დაიძაბოს. შესაბმისად - ყირგიზული სცენარი არ განმეორდება. ამას არც საზოგადოება დაუშვებს და არც ის ძალა, რომელსაც წარმოვადგენ. არც ერთ ძალას არ აქვს შანსი, არეულობის პროვოცირება მოახდინოს. ეს კი, პირველ რიგში, საზოგადოების პოზიციიდან მომდინარეობს. მიხარია, რომ საზოგადოებას ბევრად უკეთ ესმის, რა შედის ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებში, ვიდრე რიგ პოლიტიკურ ძალებს. გავლილი ეტაპების მერე ყველამ დავინახეთ, რომ მხოლოდ არჩევნებით თუ შევცვლით ხელისუფლებას“. „ობამას განცხადებას რაც შეეხება, განიარაღებაზე, გლობალურ საკითხებზე მოლაპარაკებისას განცხადება - „ორ ქვეყანას შორის საქართველოს არაა წინაღობა“, - არ უნდა აღვიქვათ ტრაგიკულად. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკამ ინტერესი დაკარგა. ამერიკასთან ვთანამშრომლობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ქარტიაც. ასე რომ ჩვენს გრძელვადიან ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, დღეს ევროპისა და ამერიკის მხრიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ უნდობლობა აშკარად შეინიშნება“. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/burchuladze-150x150.jpg საქველმომედო ფონდ ,,იავნანას” პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე ამ წუთებში საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა იცოდნენ იმ განცხადების შესახებ, რომელსაც ილია მეორე ექსკლუზიურად დღეს, საღამოს გაჟღერებს. ,,დღევანდელი საღამო მაგარი იქნება. ეს იქნება ,,ჯინსების საღამო” ჩვენ ვუბერავთ თქვენ უბერავთ ამ საღამოს ყველა ერთად შევუბერავთ”, -განაცხადა ბურჭულაძემ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბიზნეს ასოციიაციის თავმჯდომარემ გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, საქართველოს ბიზნესი აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში. ,,ჩვენ ვაპირებთ მჭიდროდ თანამშრომლობას, ესაა ფონდი რომელიც ორიენტირებულია საჭირბოროტო საკითხებზე”, – აღნიშნა ჭირაქაძემ. შეგახსენებთ, რომ ,,იავნანას” საქველმოქმედო საღამო სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება და უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსვლელობისას მიბრძანდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/e-150x150.jpgElit Model Look Georgia 2010 წლის კონკურსანტები მაყურებლის წინაშე დღეს, 24 მაისს, 20:30 საათზე თბილისი ივენთ ჰოლში წარსდგებიან. კონკურსის ფინალური კასტინგი პირველ მაისს ჩატარდა, სადაც 23 საუკეთესო დამწყები მოდელი გოგონა შეირჩა. გოგონებმა წინასაკონკურსო მოსამზადებელი ეტაპი კლინიკა მედიში გაიარეს. წელს კონკურსანტებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა “კიკალა – სტუდიოს” მოწვეულ ფოტოგრაფთან, პეტრა ფიცოვასთან, ემუშავათ. Elit Model Look Georgia საქართველოში 2007 წლიდან ტარდება. გამარჯვებულს ჟიურის თავმჯდომარე ვიქტორია და სილვა გამოავლენს. სპეციალურად ამ კონკურისათვის ჩეხური Fასჰიონ ტვ – ის წარმომადგენელმა ზუზანა პოლაჩკოვამ 23 გოგონასათვის ტანსაცმლის კოლექცია ჩამოიტანა, რომლის ნახვაც ხვალ, 25 მაისს, რესტორან “ქალაქურში” მისულ ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ. Elit Model Look Georgia მიზანია მსოფლიო მასშტაბით მომავალი ტოპ მოდელების აღმოჩენა. კონკურსს ყოველწლიურად 500 ათასი გოგონა მონაწილეობს და მხოლოდ 70 ფინალისტი ხდება საერთაშორისო კონკურის მონაწილე. იხილეთ epn.ge
-
რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი და ეროვნული კომიტეტის წევრი თემურ ნერგაძე 19-23 მაისს რეგიონებში იმყოფებოდნენ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს ბორჯომის (ჭონიხევი), კასპის (ახალქალაქი, დოესი, თეზი), სამტრედიის (ზედა ნოღა, დაფნარი) და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. ბორჯომში მათთან ერთად „ალიანსის საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი იმყოფებოდა. ალიანსის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამები გააცნეს, მათი გასაჭირი მოისმინეს და 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობისაკებ მოუწოდეს. ვაქვეყნებთ ამ შეხვედრების ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას. ფოტო View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo02-150x130.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, ასევე პარლამენტის თავჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/lagidze73-150x150.jpgპარტია ,,მომავალი საქართველოს” ლიდერი, მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გელა ჩივაძე მთაწმინდის რაიონის ამომრჩევლებს შეხვდენენ. მათ მოსახლეობას საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათი პრობლემებიც მოისმინეს. მთაწმინდის რაიონის, ისევე, როგორც მთელი თბილისის მოსახლეობას, უმუშევრობის, ავარიული სახლების და კომუნალური გადასახადების პრობლემა აწუხებთ. ლაღიძის თქმით, ამ რაიონში არის შიდა გზების პრობლემაც. ,,არის შიდა გზების პრობლემა ამ რაიონში, ეს ხელისუფლება მხოლოდ ცენტრალურ გზებს აგებს, შიდა გზებზე ასფალტი ფაქტიურად არაა. მიმაჩნია რომ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით ძველი უბნები დიდ ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ შევძლებთ მათი პრობლემების მოგვარებას”,- აღნიშნა ლაღიძემ. მთაწმინდის რაიონის ამომრჩევლები ლაღიძეს არჩევნებზე მისვლას და მხარდაჭერას დაპირდნენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze124-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, რეგულარული რეისები რუსეთთან იქამდე არ განხორციელდება, სანამ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება. ამის შესახებ კალანდაძემ დღეს სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ისინი კერძო კომპანიის “აირზენას” საქმეებში არ ერევიან, თუმცა ამ ნაბიჯს მიესალმებიან. “ეს რის ჩარტერული და არა რეგულარუყლი რეისი, რომელიც ხორციელდება კერძო კომპანიის მოლაპარაკების საფუძველზე, შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით ამას, თუ სურვილი არსებობს”,- განაცხადა კალანდაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saqstat-logo2.gif2010 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1870 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქრთველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 466 მლნ. აშშ დოლარი იყო (შესაბამისად 51 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1404 მლნ. აშშ დოლარი (9 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-აპრილში 938 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (შესაბამისად, 4 პროცენტით ნაკლები). იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kandaze-150x126.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ვენესუელაში და ნიკარაგუაში აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის საელჩოების გახსნა ლეგიტიმურობას არ შეიცავს და ამაში განსაკუთრებული საფრთხე არ არის. ამის შესახებ დღეს კალანდაძემ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. “იმ სახელმწიფოებმა, რომლებმაც აღიარეს საქართველოს ცალკეული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ბუნებრივია რომ დაიგეგმებოდა ოფიციალური საელჩოების გახსანაც. თუმცა მიუხედავად ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასება ძალიან ერთგვაროვანი და ცალსახა იქნება”,- განაცხადა კალანდაძემ. იხილეთ epn.ge
-
epn.ge - კომერსანტი: სააკაშვილი ოპერაცია “მემკვიდრეს” ატარებს, მემკვიდრე უგულავაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 მაისის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილოაზე სიტყვით გამოსვლისას მან ფაქტიურად ოპერაცია
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_563012-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 მაისის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილოაზე სიტყვით გამოსვლისას მან ფაქტიურად ოპერაცია “მემკვიდრე” დაიწყო. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი შესაძლოა თბილისის ახლანდელი მერი გიგი უგულავა გახდეს, სააკაშვილი კი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ “კომერსანტის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. გამომცემლობის ინფორმაციით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გენერალური რეპეტაცია იქნება. არჩევნების შედეგები სააკაშვიკომერსანტი: სააკაშვილი ოპერაცია “მემკვიდრეს” ატარებს, მემკვიდრე უგულავაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 მაისის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილოაზე სიტყვით გამოსვლისას მან ფაქტიურად ოპერაცია “მემკვიდრე” დაიწყო. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი შესაძლოა თბილისის ახლანდელი მერი გიგი უგულავა გახდეს, სააკაშვილი კი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ “კომერსანტის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. გამომცემლობის ინფორმაციით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გენერალური რეპეტაცია იქნება. არჩევნების შედეგები სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავს. “საარჩევნო კამპანია სრულდება, და ჩვენ, როგორც ყველაზე ორგანიზებულ და წამყვან პოლიტიკურ ძალას საქართველოში, ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყველა სიძნელის მიუხედავად, ჩვენ უნდა რეფორმების კურსი შევინარჩუნოთ და ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. და კიდევ, ჩვენ არჩევნები სამაგალითოდ უნდა ჩავატაროთ, რათა არავის ჰქონდეს ჩვენი დადანაშაულების საფუძველი”, – აცხადებს სააკაშვილი. მისი აზრით, მეორე ამოცანა არის პრიორიტეტული, რადგან ვინმე მაინც იყვირებს რომ არჩევნები გაყალბებულია. “ერთი ქვეყნის მცდელობის მიუხედავად, რომელსაც საქართველოს განადგურება სურს, ჩვენ ორგანიზებულად ჩავატარებთ არჩევნებს”, – დადო პირობა სააკაშვილმა. საქართველოს ყველა რეგიონიდან უმნიშვნელობანესია თბილისი, სადაც მერის პირდაპირი არ|ჩევნები ირველად ჩატარდება. ქვეყნის ცესკომ მერობის 9 პრეტენდენტი დააფიქსირა. ქალაქის მოქმედ მერს ყველა გამოკითხვით ხმათა 57% ერგება. უგულავა “მეურნე კაცის” იმიჯს ჰქმნის. ამომრჩევლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრებზე ის მხოლოდ ცხოვრების გაუმჯობესებაზე, და არა პოლიტიკაზე ლაპარაკობს. გარდა ამისა, უგულავა ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიბცია არ გააჩნია. სწორედ ამითაა გამოწვეული მისი მაღალი რეიტინგი, ნათქვამია სტატიაში. “თბილისელები თვლიან, რომ ქალაქს მეურნე სჭირდება და არა პოლიტიკოსი, რომელიც მერის სავარძელს მხოლოდ პრეზიდენტობისთვის ტრამპლინად გამოიყენებს”, – თვლის სტატიის ავტოტი. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უგულავა 2013 წლის არჩევნებში არ იყრის კენჭს. საქმე იმაშია, რომ უგულავა სააკაშვილის უახლოესი თანამოაზრეა, და პრეზიდენტის სხვა ფავორიტებისაგან განსხვავებით, მისი ერთგულია. სააკაშვილს კი მის სურათს გულთან ახლოატარებს, და ამით ყველაფერია ნათქვამი, წერს “კომესანტი. კომერსანტის აზრით, ეს ყველაფერი უგულავას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების იდეალურ კანდიდატად აჩენს. სააკაშვილი ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ამჟამად მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა იწურება. პრეზიდენტის გუნდიდან უგულავა ყველაზე შესაფერისი კანდიდატია. ამასთან ერთად, თუკი ის თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, 2013 წელს მისი შანსები ერთი-ორად გაიზრდება. გამომცემლობის ინფორმაციით, ოპერაცია “მემკვიდრე” ჩატარებისას სააკაშვილი პუტინის გამოცდილებას გამოიყენებს და პრემიერის სავარძელს დაიკავებს. ეს ვარიანტი მით უფრო მოსალოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში გარდაქმნას აპირებს. როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარემ ავთანდილ დემერაშვილმა არაორაზროვნად განაცხადა, 2012 წლის არჩევნები ახალი კონსტიტუციით ჩატარდება, ასე რომ, თუ ნაცმოძრაობა გაიმარჯვებს, მას უფლება ექნება პრემიერის პოსტზე ნებისმიერი კანდიდატი წარადგინოს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი”. ლის პოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავს. “საარჩევნო კამპანია სრულდება, და ჩვენ, როგორც ყველაზე ორგანიზებულ და წამყვან პოლიტიკურ ძალას საქართველოში, ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყველა სიძნელის მიუხედავად, ჩვენ უნდა რეფორმების კურსი შევინარჩუნოთ და ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. და კიდევ, ჩვენ არჩევნები სამაგალითოდ უნდა ჩავატაროთ, რათა არავის ჰქონდეს ჩვენი დადანაშაულების საფუძველი”, – აცხადებს სააკაშვილი. მისი აზრით, მეორე ამოცანა არის პრიორიტეტული, რადგან ვინმე მაინც იყვირებს რომ არჩევნები გაყალბებულია. “ერთი ქვეყნის მცდელობის მიუხედავად, რომელსაც საქართველოს განადგურება სურს, ჩვენ ორგანიზებულად ჩავატარებთ არჩევნებს”, – დადო პირობა სააკაშვილმა. საქართველოს ყველა რეგიონიდან უმნიშვნელობანესია თბილისი, სადაც მერის პირდაპირი არ|ჩევნები ირველად ჩატარდება. ქვეყნის ცესკომ მერობის 9 პრეტენდენტი დააფიქსირა. ქალაქის მოქმედ მერს ყველა გამოკითხვით ხმათა 57% ერგება. უგულავა “მეურნე კაცის” იმიჯს ჰქმნის. ამომრჩევლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრებზე ის მხოლოდ ცხოვრების გაუმჯობესებაზე, და არა პოლიტიკაზე ლაპარაკობს. გარდა ამისა, უგულავა ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიბცია არ გააჩნია. სწორედ ამითაა გამოწვეული მისი მაღალი რეიტინგი, ნათქვამია სტატიაში. “თბილისელები თვლიან, რომ ქალაქს მეურნე სჭირდება და არა პოლიტიკოსი, რომელიც მერის სავარძელს მხოლოდ პრეზიდენტობისთვის ტრამპლინად გამოიყენებს”, – თვლის სტატიის ავტოტი. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უგულავა 2013 წლის არჩევნებში არ იყრის კენჭს. საქმე იმაშია, რომ უგულავა სააკაშვილის უახლოესი თანამოაზრეა, და პრეზიდენტის სხვა ფავორიტებისაგან განსხვავებით, მისი ერთგულია. სააკაშვილს კი მის სურათს გულთან ახლოატარებს, და ამით ყველაფერია ნათქვამი, წერს “კომესანტი. კომერსანტის აზრით, ეს ყველაფერი უგულავას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების იდეალურ კანდიდატად აჩენს. სააკაშვილი ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ამჟამად მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა იწურება. პრეზიდენტის გუნდიდან უგულავა ყველაზე შესაფერისი კანდიდატია. ამასთან ერთად, თუკი ის თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, 2013 წელს მისი შანსები ერთი-ორად გაიზრდება. გამომცემლობის ინფორმაციით, ოპერაცია “მემკვიდრე” ჩატარებისას სააკაშვილი პუტინის გამოცდილებას გამოიყენებს და პრემიერის სავარძელს დაიკავებს. ეს ვარიანტი მით უფრო მოსალოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში გარდაქმნას აპირებს. როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარემ ავთანდილ დემერაშვილმა არაორაზროვნად განაცხადა, 2012 წლის არჩევნები ახალი კონსტიტუციით ჩატარდება, ასე რომ, თუ ნაცმოძრაობა გაიმარჯვებს, მას უფლება ექნება პრემიერის პოსტზე ნებისმიერი კანდიდატი წარადგინოს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი”. იხილეთ epn.ge -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_563010-150x150.jpghttp://www.epn.ge/wp-content/uploads/president-11-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 მაისის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილოაზე სიტყვით გამოსვლისას მან ფაქტიურად ოპერაცია “მემკვიდრე” დაიწყო. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი შესაძლოა თბილისის ახლანდელი მერი გიგი უგულავა გახდეს, სააკაშვილი კი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ “კომერსანტის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. გამომცემლობის ინფორმაციით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გენერალური რეპეტაცია იქნება. არჩევნების შედეგები სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავს. “საარჩევნო კამპანია სრულდება, და ჩვენ, როგორც ყველაზე ორგანიზებულ და წამყვან პოლიტიკურ ძალას საქართველოში, ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყველა სიძნელის მიუხედავად, ჩვენ უნდა რეფორმების კურსი შევინარჩუნოთ და ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. და კიდევ, ჩვენ არჩევნები სამაგალითოდ უნდა ჩავატაროთ, რათა არავის ჰქონდეს ჩვენი დადანაშაულების საფუძველი”, – აცხადებს სააკაშვილი. მისი აზრით, მეორე ამოცანა არის პრიორიტეტული, რადგან ვინმე მაინც იყვირებს რომ არჩევნები გაყალბებულია. “ერთი ქვეყნის მცდელობის მიუხედავად, რომელსაც საქართველოს განადგურება სურს, ჩვენ ორგანიზებულად ჩავატარებთ არჩევნებს”, – დადო პირობა სააკაშვილმა. საქართველოს ყველა რეგიონიდან უმნიშვნელობანესია თბილისი, სადაც მერის პირდაპირი არ|ჩევნები ირველად ჩატარდება. ქვეყნის ცესკომ მერობის 9 პრეტენდენტი დააფიქსირა. ქალაქის მოქმედ მერს ყველა გამოკითხვით ხმათა 57% ერგება. უგულავა “მეურნე კაცის” იმიჯს ჰქმნის. ამომრჩევლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრებზე ის მხოლოდ ცხოვრების გაუმჯობესებაზე, და არა პოლიტიკაზე ლაპარაკობს. გარდა ამისა, უგულავა ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიბცია არ გააჩნია. სწორედ ამითაა გამოწვეული მისი მაღალი რეიტინგი, ნათქვამია სტატიაში. “თბილისელები თვლიან, რომ ქალაქს მეურნე სჭირდება და არა პოლიტიკოსი, რომელიც მერის სავარძელს მხოლოდ პრეზიდენტობისთვის ტრამპლინად გამოიყენებს”, – თვლის სტატიის ავტოტი. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უგულავა 2013 წლის არჩევნებში არ იყრის კენჭს. საქმე იმაშია, რომ უგულავა სააკაშვილის უახლოესი თანამოაზრეა, და პრეზიდენტის სხვა ფავორიტებისაგან განსხვავებით, მისი ერთგულია. სააკაშვილს კი მის სურათს გულთან ახლოატარებს, და ამით ყველაფერია ნათქვამი, წერს “კომესანტი. კომერსანტის აზრით, ეს ყველაფერი უგულავას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების იდეალურ კანდიდატად აჩენს. სააკაშვილი ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ამჟამად მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა იწურება. პრეზიდენტის გუნდიდან უგულავა ყველაზე შესაფერისი კანდიდატია. ამასთან ერთად, თუკი ის თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, 2013 წელს მისი შანსები ერთი-ორად გაიზრდება. გამომცემლობის ინფორმაციით, ოპერაცია “მემკვიდრე” ჩატარებისას სააკაშვილი პუტინის გამოცდილებას გამოიყენებს და პრემიერის სავარძელს დაიკავებს. ეს ვარიანტი მით უფრო მოსალოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში გარდაქმნას აპირებს. როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარემ ავთანდილ დემერაშვილმა არაორაზროვნად განაცხადა, 2012 წლის არჩევნები ახალი კონსტიტუციით ჩატარდება, ასე რომ, თუ ნაცმოძრაობა გაიმარჯვებს, მას უფლება ექნება პრემიერის პოსტზე ნებისმიერი კანდიდატი წარადგინოს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი”. იხილეთ epn.ge
-
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ხუციშვილი „ქრისტიან დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლევან კაკუნაშვილს და მის მხარდამჭერებს, პლაკატების დაზიანებაში ადანაშაულებს. „პლაკატებს ვერ ახევენ და კანდიდატის სახეს და საარჩევნო ნომერს ჩიჩქნიან. ჩვენი პლაკატების გვერდზე „ქრისტიან დემოკრატების“ პლაკატები ხელუხლებელია. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს საარჩევნო პლაკატებს ზუსტად ისინი აზიანებენ“, - განუცხადა ხუციშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბრალდებას „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობაში“ კატეგორიულად უარყოფენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saxalxo-demokratebi-150x150.jpgპოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატები”, დღეს, სასტუმრო „სიმპატიაში“ ეკონომიკური პლატფორმის პრეზენტაციას გამართავენ. პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან 2010 წლის 30 მაისს არჩევნებისთვის რეგისტრირებული არასამთავრობო ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაცია სასტუმრო „სიმპატია“_ში, 15.00 გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინციდენტი მოხდა. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ოთარ კვირიკაშვილმა ცესკოს ტრენერის ალექსანდრე ჯუგაშვილის ქმედება გააპროტესტა, რასაც კომისიის „ნაციონალი“ წევრებისგან ჩხუბი მოჰყვა. „ცესკოს ტრენერი ალექსანდრე ჯუგაშვილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ასწავლის, რომ თუ საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ჟურნალში იმდენივე ხელმოწერა უნდა გაკეთდესო. ასევე მიუთითებს, რომ ამომრჩეველს შეუძლია, ხმა ღიად, კენჭისყრის კაბინაში შეუსვლელად მისცეს და ეს დარღვევა არ არისო. ამასთან, ჯუგაშვილი საუბრის დროს იყენებს ტერმინს „ჩვენ“ და ღიად გამოხატავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. მის ამ ქმედებებზე პროტესტი გამოვთქვი და განვაცხადე, რომ მას არა აქვს უფლება, კომისიის წევრებს ასეთი მითითებები და რეკომენდაციები მისცეს, რაზედაც კომისიის „ნაციონალმა“ წევრებმა ჩხუბი დაიწყეს. ჩვენ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ და თქვენ არავინ გკითხავთო, ბოლო ხმაზე ყვიროდნენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ოთარ კვირიკაშვილმა. ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე ინციდენტს უარყოფს. „ტრენინგები დარბაზში ტარდება. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ ინციდენტი არ მომხდარა“, – აღნიშნა მან. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article