Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ირაკლი ალასანია და „ალიანსი საქართველოსთვის“ დღეს, 27 მაისს, 18:00 საათზე გეპატიჟებათ წინასაარჩევნო შეხვედრაზე აბანოთუბანში. View the full article
  2. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის ვიტ-ჯორჯია გახდა. მან პირველად მის ისტორიაში მოახერხა ფინალში გასვლა და თასის დაუფლება. ვიტ-ჯორჯიამ, რომელიც ჩემპიონატში მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა, მას სულ სხვა მოტივაცია გააჩნდა მის მეტოქესთან შედარებით, რაც ანგარიშზეც კარგად აისახა. მატჩი 17.45 საათზე დაიწყო და როგორც თასის ფინალს შეშვენის, სტადიონზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა. ეროვნულ სტადიონზე მისულმა დაახლოებით 14 ათასმა გულშემატკივარმა, მხოლოდ ერთი გატანილი გოლი იხილა. ეს ერთადერთი გოლი კი დათუნაიშვილმა მატჩის 41-ე წუთზე შეაგდო, 1:0 ვიტ-ჯორჯია დაწინაურდა. გოლის შემდეგ რამდენიმე წუთში, შოთა კაშიას საკმაოდ რეალური შანსი მიეცა გოლის გატანის, მან კარგად ჩამოიშორა ერთი ფეხბურთელი, თუმცა მეკარე ბედიაშვილთან დარჩენილმა დინამოელბმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა. ამ მომენტის შემდეგ კი, პრაქტიკულად არცერთ გუნდს არ ჰქონია რეალური შანსი. მეორე ტაიმმა კი თბილისის დინამოს უპირატესობით წარიმართა, ეს მას შემდეგ რაც მოედანზე ჟუსი და რობერტინიო გამოჩნდნე, ორივე ფეხბურთელი ფეხბურთელი ფლანგებიდან საკმაოდ კარგად უტევდნენ "ვიტელთა" კარს, თუმცა როგორც ანგარიშზე მეტყველებს უშედეგოდ. იხილეთ fanebi.com
  3. თუკი დღევანდელ სხდომაზე ცესკო დაამტკიცებს, რომ ირაკლი ალასანიამ საარჩევნო კოდექსის 73 -ე მუხლის მე-9 პუნქტი დაარღვია, კანონის მიხედვით, კანდიდატს რეგისტრაცია უნდა გაუუქმოს. კოდექსის ამ პუნქტის დარღვევაში ალასანია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაადანაშაულა და რეაგირებისთვის ცესკოს მიმართა. საიას აზრით, ეს გამოიხატა შემდეგში: ”21 მაისს თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სასწავლო ცენტრში "ვიციპედია" ესწრებოდა კონკურსში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვების ცერემონიალს, როდესაც ფონდის “მომავალს ვქმნით დღეს” დირექტორმა გამარჯვებულ ბავშვებს პორტატული კომპიუტერები, აიპოდები და წიგნები გადასცა. ირაკლი ალასანიას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ფონდი “მომავალს ვქმნით დღეს” ირაკლი ალასანიას პარტიასთან არსებულ ფონდს წარმოადგენს და ბიზნესმენების შემოწირულობებით ფუნქციონირებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, "მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას პირადად არ გადაუცია გამარჯვებული ბავშვებისთვის მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთები, ეს განხორციელდა მის პარტიასთან არსებული ფონდის მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან”. საია მტკიცებულებებად ასახელებს “ინტერპრესნიუსის”, ტელეკომპანიების "კავკასია", "იმედი" და "რუსთავი 2" საინფორმაციო გამოშვებების ჩანაწერებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, “აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულდი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა). ცესკოში საიას საჩივრის განხილვაზე ირაკლი ალასანიას წარმომადგენელი, „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი, თინა ხიდაშელი იქნება. თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ალასანიას საარჩევნო კოდექსი არ დაურღვევია, რადგან საჩუქარი პირადად არავისთვის გადაუცია: „ირაკლი ალასანიას არავისთვის არანაირი საჩუქარი არ გადაუცია. ის ესწრებოდა ღონისძიებას, რომელსაც ატარებდა ფონდი („მომავალს ვქმნით დღეს“). ფონდმა დაასაჩუქრა ეს ადამიანები,“–აცხადებს ალიანსის წევრი. ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ალასანია ამ ფონდის ერთ–ერთი დამფუძნებელია, თუმცა ალიანსს ამ ფონდთან არავითარი კავშირი აქვს: „ისეთივე დამფუძნებელი ვარ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, როგორიც ირაკლი ამ ორგანიზაციისა. ეს იგივეა, რომ ვინმე შემედავოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფასო დახმარების გაცემაზე, უფასო განათლების კურსებზე, უფასო წიგნების დარიგებაზე და ეს, თურმე, ჩემი მოხსნის საფუძველი გახდეს, აბსურდია,“–ამბობს თინა ხიდაშელი. საია კოდექსის ამავე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს თბილისის მერობის კიდევ ერთ კანდიდატს. ”2010 წლის 9 მაისს ტელეკომპანიის რუსთავი 2–ის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონი ეკატერინე ღვინაძე მოინახულა და საჩუქრად ყვავილები და ღვინო მიართვა” - ნათქვამია ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის გავრცელებულ პრესრელიზში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, გადაცემული საჩუქრის სიმბოლური ხასიათის მიუხედავად, ზვიად ძიძიგურის ქმედება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს. ცესკო საიას მიმართვას, თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების თაობაზე, დღეს განიხილავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. თუკი დღევანდელ სხდომაზე ცესკო დაამტკიცებს, რომ ირაკლი ალასანიამ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 73 -ე მუხლის მე-9 პუნქტი, მას კანონის მიხედვით რეგისტრაცია უნდა გაუუქმოს. კოდექსის ამ პუნქტის დარღვევაში ალასანია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაადანაშაულა და რეაგირებისთვის ცესკოს მიმართა. საიას აზრით ეს გამოიხატა შემდეგში: ”21 მაისს, თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სასწავლო ცენტრში "ვიციპედია" ესწრებოდა კონკურსში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვების ცერემონიალს, როდესაც ფონდის “მომავალს ვქმნით დღეს” დირექტორმა გამარჯვებულ ბავშვებს პორტატული კომპიუტერები, აიპოდები და წიგნები გადასცა. ირაკლი ალასანიას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ფონდი “მომავალს ვქმნით დღეს” ირაკლი ალასანიას პარტიასთან არსებულ ფონდს წარმოადგენს და ბიზნესმენების შემოწირულობებით ფუნქციონირებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას პირადად არ გადაუცია გამარჯვებული ბავშვებისთვის მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთები, ეს განხორციელდა მის პარტიასთან არსებული ფონდის მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან”. საიას მტკიცებულებებად ასახელებს საინფორმაციო სააგენტოს “ინტერპრესნიუსი”, ტელეკომპანიების "კავკასია", "იმედი" და "რუსთავი 2" საინფორმაციო გამოშვებების ჩანაწერებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, “აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა). " საია კოდექსის ამავე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს თბილისის მერობის კიდევ ერთ კანდიდატს. ”2010 წლის 9 მაისს, ტელეკომპანიის რუსთავი 2 მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონი ეკატერინე ღვინაძე მოინახულა და საჩუქრად ყვავილები და ღვინო მიართვა”. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, მიუხედავად გადაცემული საჩუქრის სიმბოლური ხასიათისა, ზვიად ძიძიგურის ქმედება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს, რომელიც კრძალავს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჩუქრის გადაცემას, მიუხედავად მათი ღირებულებისა. ცესკო საიას მიმართვას, თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების თაობაზე, დღეს განიხილავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. იქნებ არ დაეზაროს ვინმეს და გამოითვალოს, ვის ახსენებენ ყველაზე ხშირად არჩევნების წინ საქართველოში. “რას” ახსენებენ, ისედაც ყველამ ვიცით - ეკლესიას, რომელიც დაანგრია ან ააშენა ხელისუფლებამ (გააჩნია, ვინ ლაპარაკობს), მართლმადიდებლობას, ეროვნულ მენტალიტეტს. მაგრამ “ვინ” - ჯერ დაუდგენელია... პირველ ადგილზე, ალბათ, მაინც მიხეილ სააკაშვილი გავა - ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, არ იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაც აყვავდება. აი, “მეორე” კი არ უნდა იყოს ქართველი. არა, ეს “მეორე” არც ბუშია და არც პუტინი. არც ბაღაფში და, მითუმეტეს, არც კოკოითი. სხვათა შორის, არც სანდრა რულოვსი, (არადა “ეძიე ქალის” იდეა კვლავაც პოპულარულია საქართველოში). ამ “მეორეს” საქართველოსთან ერთადერთი რამ აკავშირებს - ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”, რომელიც 1994 წელს გაიხსნა და მას მერე ათასობით ქართველ მეცნიერს უპატრონა, ათასობით ეკლესია გადაარჩინა დანგრევისგან, ათასობით კარგი წიგნი გამოსცა, ათასობით ახალგაზრდას ასწავლა კომპიუტერი და ინგლისური... მაგრამ ამ ფონდის დამაარსებელს მაინც არავინ უხდის მადლობას. თვით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც კი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” გამარჯვებას სწორედ ამ “მეორე კაცს” უნდა უმადლოდეს, აშკარად ერიდება მასთან რაიმე იდენტიფიკაციას. სამი წლის წინ ჯორჯ სოროსს ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის აეროპორტში არ დახვდნენ. სააკაშვილთან შეხვედრა შედგა, მაგრამ იმდენად გასაიდუმლოებულად, რომ ყვითელმა პრესამაც კი ვერ მოასწრო ამ ფაქტის გაშუქება. თუმცა სოროსის ვიზიტის შესახებ უმალვე შეიტყვეს (საიდანღაც) მანანა არჩვაძე-გამსახურდიას “ჯგუფის” აქტივისტებმა და სასტუმრო “მერიოტიდან” გამოსულ მილიარდერს კვერცხები დაუშინეს. ლაყე კვერცხის გემო სოროსს სხვა დროსაც უგრძვნია, მაგრამ უკმაყოფილება და პროტესტი არასდროს გამოუხატავს. “ესაა დემოკრატიაო” - თქვა ერთხელ კიევში, მას შემდეგ, რაც მთლად პრესკონფერენციაზე დაუშინეს კვერცხები. თქვა და გაიღიმა! არა აქვს ამ კაცს ალერგია კვერცხებზე. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ სიამოვნებს კიდეც, როცა ესვრიან, მაგრამ არაფერი მოსდის. ბირჟაზე თამაში ხომ - ის, რამაც ჯორჯ სოროსი მილიარდერი გახადა, რისკის სიყვარულს მოითხოვს. აზარტისა და რისკის ვნება კი ბავშვობიდან გამოჰყვა. თავის ავტობიოგრაფიაში წერს, ყველაზე ძალიან 1944 წლის იმ დღის გახსენება მსიამოვნებს, როცა მამამ ყალბი დოკუმენტების წყალობით სიკვდილისგან იხსნა ჩვენი ოჯახი... მას შემდეგ გადარჩენის რიტუალი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებას მანიჭებსო. აზარტისა და რისკის ვნება გენეტიკურად გამოყვა. ჯორჯ სოროსის, იმავე დიორდ შოროშის, მამა ადვოკატი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. ციმბირში გადაასახლეს, მაგრამ მაინც იხსნა თავი. მერე უნგრეთში ნაცისტები მოვიდნენ და ებრაელ სოროსებს ამათგან დაემუქრათ საფრთხე (500 000 უნგრელი ებრაელი გახდა ნაცისტების მსხვერპლი). ომი დამთავრდა. მაგრამ ისტორია ისევ არ ასვენებდა სოროსებს. უნგრეთში ახლა კომუნისტებმა გაიმარჯვეს. 1947 წელს - ისევ ყალბი დოკუმენტების დახმარებით - სოროსის ოჯახი ინგლისში გაიქცა. აქ, იმხანად 17 წლის ჯორჯ სოროსმა, ავსტრიელი ფილოსოფოსის, კარლ პოპერის ლექციები მოისმინა და გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება მიუძღვნას “ღია საზოგადოების” მშენებლობის პოპერისეულ იდეას. პრინციპში, “ღია საზოგადოების” თეორია ჯერ კიდევ პოპერამდე, 1932 წელს დამკვიდრდა ფრანგი ფილოსოფოსის, ანრი ბერგსონის შრომებში. ამ თეორიის თანახმად, “აბსოლუტური ცოდნით” ვერც ერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნის, ამიტომ მისი მსჯელობა, მისი იდეები არ შეიძლება ჭეშმარიტების “უკანასკნელ ინსტანციად” მივიჩნიოთ. პროგრესის მისაღწევად არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ღია საზოგადოება, როცა ადამიანები “ცვლიან იდეებს”, უსმენენ ერთმანეთს და თავის თავში ანვითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს. “იდეების გაცვლა”, ფაქტობრივად, “ენის გაცვლასაც” ნიშნავს - ე.ი. დიალოგს სხვადასხვა კულტურის, გამოცდილების ადამიანებს შორის. ამ თვალსაზრისით, სოროსი არა მარტო პოპერის, არამედ პირველ რიგში, საკუთარი მამის პირდაპირი მემკვიდრეა; მეოცე საუკუნის დასაწყისში მამამისი შეეცადა გამოეცა ჟურნალი ესპერანტოს ენაზე - ჟურნალი, რომელსაც ყველა წაიკითხავდა. ესპერანტომ არ გაამართლა. მაგრამ კაცობრიობის გაერთიანების საშუალება მაინც “გამოინახა” - ეკონომიკა, უფრო შინაურულად რომ ვთქვათ - ფული. 14 წლის იყო ჯორჯ სოროსი, როცა მამამისმა ფულის გადასახურდავებლად გააგზავნა “შავ ბაზარზე”... ფულის გაცვლა და ამ გაცვლით მოპოვებული “კაპიკები” მისი ცხოვრების ვნებაც გახდა და ტოტალიტარიზმისგან გადარჩენის საშუალებაც. ფული ხომ არა მარტო სტიმულია, არამედ არაჩვეულებრივი საშუალებაცაა ცოცხალი კერპებისგან, ფეოდალური ინსტიქტებისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ იმისათვის, რომ ფული ცოცხალი კერპის უბრალო ჩანაცვლებად არ იქცეს, აუცილებლია შეიქმნას ღია საზოგადოება - კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით. “ღია საზოგადოების” მთავარი იდეა ისაა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება არ არის იდენტური მოვლენები. ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა მართავდეს მას. “ადამიანებს აქვთ მოთხოვნილებები, რომელთა რეალიზაცია დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ამაში უნდა დაეხმაროს მათ ხელისუფლება. მაგრამ ხელისუფლებას ძალიან ბევრ ქვეყანაში ურჩევნია მართოს, ვიდრე ემსახუროს”, - წერს ჯორჯ სოროსი. ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია რეალიზაცია იმის გამო, რომ “სასტარტო პირობები” არ უწყობს ხელს - ჯორჯ სოროსის ცხოვრების განმსაზღვრელი გახდა. “ღია საზოგადოების ფონდში”, რომელიც მან 1979 წელს დაარსა შეერთებულ შტატებში, პრიორიტეტი ხომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან -მაგალითად, უნარშეზღუდულები, რომელთა დასახმარებლად სოროსი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს. ანდა, ბოშები - ის ხალხი, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ ნაცისტები. უფრო მეტიც, კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ ჯორჯ სოროსმა საგანგებო განცხადებით მიმართა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, შეემუშავებინათ ამ რეგიონში “მარშალის გეგმის” მსგავსი პროექტი, რათა კომუნიზმისგან განთავისუფლება არ გადაზრდილიყო ეთნიკურ დაპირისპირებაში, ნგრევასა და მსხვერპლში, რათა შიმშილსა და გაჭირვებას ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით საბჭოთა რესპუბლიკებსა და ბალკანეთში, წარსულის ნოსტალგია არ მოჰყოლოდა. მაგრამ კომუნიზმის ნგრევით აღგზნებულმა დასავლელმა ლიდერებმა იგი მასხრად აიგდეს. ჯორჯ სოროსს არც 2003 წელს დაუჯერეს, როცა მან დოლარის კურსის დაცემა და სამყაროში ამერიკის ჰეგემონიის დასასრული იწინასწარმეტყველა. ერთი წლის შემდეგ გამოცემული მისი წიგნი “ამერიკული უპირატესობის საპნის ბუშტი”, მხოლოდ და მხოლოდ სახელგანთქმული ფინანსისტის “მარცხნივ” შებრუნებად აღიქვეს. არადა, სწორედ წინასწარმეტყველების ნიჭმა და ინტუიციამ გახადა იგი სახელგანთქმული. 1956 წელს სოროსი ინგლისიდან ამერიკაში გაემგზავრა და ფასიანი ქაღალდების ბიზნესში ჩაერთო. მოგვიანებით, 100 000 დოლარად საინვესტიციო ფონდი დაარსა. 1992 წელს მან უკვე ბრიტანული გირვანქა სტერლინგის “დაგდება” შეძლო (`კაცი, რომელმაც ინგლისური ბანკი გატეხა” - ასე უწოდეს მაშინ) მერე იაპონიას “მიაკითხა”- სწორედ მაშინ, როცა იენის კურსი ზევით ავარდა და გადაწყდა მისი ხელოვნური შეჩერება, დიდი რაოდენობის აქციები იყიდა და ახლა იენას “უტირა დედა”. მნიშვნელოვანი ისაა, რომ “ფინანსური თამაშების” პროცესში იგი მკაცრად იცავდა კანონს. მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს მოუხდა საფრანგეთის სასამართლოს წინაშე თავის მართლება, როცა აღმოჩნდა, რომ არა მარტო თავის ინტუიციას, არამედ სახელმწიფო მოხელეების ინფორმაციასაც ეყრდნობოდა ხოლმე... წინასწარ იგებდა, რას აპირებს ხელისუფლება, მოჰყვება თუ არა კონკრეტულ რეფორმას ფინანსური კრიზისი და მაშინვე ყიდულობდა ფასიან ქაღალდებს. პოპერის “რეფლექსიის” თეორიის თანახმად, ყველა პროცესში, რომელშიც მონაწილეობას იღებს ადამიანი, თავად დამკვირვებელი იქცევა იმ ობიექტური რეალობის ნაწილად, რომელსაც აკვირდება. ამიტომ დაკვირვების აქტს შეუძლია გავლენაც კი მოახდინოს სინამდვილეზე, რომელსაც აკვირდება ადამიანი. ასე შეიქმნა “ბაზრის რეფლექსიის თეორია”, რომლის თანახმად, საბირჟო თამაშის დროს ტრეიდერები აკვირდებიან, ყიდულობენ და ყიდიან ფასიან ქაღალდებს დაკვირვების პროცესის, მოლოდინის მიხედვით. მოლოდინი ფსიქოლოგიური კატეგორიაა და ინტუიციას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს. სოროსის შვილი, რობერტი წერდა: “ყიდულობს, როცა ზურგის ტკივილი ეწყება, ყიდის, როცა ტკივილი გასდის”. დაკვირვება, ინტუიცია, ცოტა “გამოანგარიშება” და მოლოდინი. აბა, რა არის ეს ყველაფერი, თუ არა შემოქმედება? შემოქმედებას მორალი არ უყვარს. უფრო სწორად, შემომქმედს მიზანი შეიძლება ჰქონდეს “მორალური”, მაგრამ თუკი იგი მართლა შემომქმედია, ანუ თუკი ამპარტავნობს და “ღმერთის საქმეებში ერევა”, უნდა აღიაროს კიდეც, რომ მორალური თვალსაზრისით, მაინც და მაინც, “წმინდა” არაა მისი სტრატეგია და ტაქტიკა. კაცობრიობას კი ყოველთვის ეშინოდა ასეთი ამპარტავნების. შუა საუკუნეებში მათ კოცონზე წვავდნენ - ჯადოქრობისთვის. დღეს დასჯის მეთოდები დაიხვეწა; იქმნება საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ნელ-ნელა იწყებს “ამპარტავანი-წინასწარმეტყველის” მითოლოგიზაციას. საზოგადოებისთვის, რომელიც შუა საუკუნეების რიტორიკით ცხოვრობს, ბუნებრივიცაა ეს პროცესი - ახალი მითის შექმნა “აფერისტზე”, “სპეკულანტზე”, “კოსმოპოლიტზე”, “ეროვნული მენტალიტეტისა და რელიგიის მტერზე”, რომელიც მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ინსტიქტით ცხოვრობს. თუკი იმასაც გავიხსენებთ, რომ ქართული, “მიწათმომქმედი” კულტურა ყოველთვის ახდენდა ვაჭრის, გამყიდველის პროფესიის დემონიზაციას, სრულად გასაგები უნდა გახდეს ჯორჯ სოროსის მიუღებლობა და მისი გადაქცევა “ქვეყნის დამანგრეველ სატანად”. რუსეთში ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა, რადგანაც “პროდავეცის” პროფესია აქ სოროსის “ებრაელობით” გაირითმა. 2004 წელს ჯორჯ სოროსი იძულებული გახდა დაეხურა თავისი ფონდი რუსეთში (სადაც მისი სიტყვებით “ქურდული კაპიტალიზმი” ბობოქრობს) და გამოეცხადებინა, რომ პუტინი, ისევე როგორც ჯორჯ ბუში, მისი პირადი მტერია. სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ხელისუფლების გამიჯვნა “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ავტორისგან. თავად სოროსი კატეგორიულად უარყოფს ე.წ. “ფერადი რევოლუციების” დაფინანსებას საქართველოში, უკრაინაში, ყირგიზეთსა და სერბეთში. იგი წერს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პროდასავლურ ორგანიზაციებს აფინანსებდა ამ ქვეყნებში და მისი ბრალი არაა, რომ მათ პირდაპირ დაუჭირეს მხარი რევოლუციებს. მიუხედავად ამისა, რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ კარგად იმუშავა და მორიგი რევოლუციის შიშით, ჯერ უზბეკეთის, შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ იძულებული გახადა იგი დაეხურა თავისი ფონდები ამ ქვეყნებში. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ჯგუფის ყოველდღიური მიტინგები სოროსის ფონდის ოფისის წინ, თბილისში, სოროსის კარიკატურებით აჭრელებული ქართული პრესა და ქართულ ჟურნალ-გაზეთებში დამკვიდრებული ტერმინის, “სოროსის ბარტყების” ტირაჟირება. სოროსის დემონიზაცია გრძელდებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც ერიდებოდა თავისი პოზიციის გამოხატვას. სოროსთან იდენტიფიკაცია ხომ უკვე ძალიან საშიში იქნებოდა - ერთის მხრივ, ჯორჯ ბუშის ხელისუფლებას გადაიკიდებდა და მეორეს მხრივ, ლამის მთელ ქართულ საზოგადოებას! ჯორჯ სოროსი - ფუნდამენტალური იდეოლოგების მთავარი მტერი - ამერიკელი ნეოკონსერვატორებით დაწყებული, დამთავრებული რუსი კომუნისტებით - ყველაზე ხელსაყრელი ადამიანია იმისათვის, რომ ყველაფერი ტრადიციულის წინააღმდეგ, ეროვნულის წინააღმდეგ მებრძოლად აქციო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სოროსი თავადაც ცდილობს დაიბრუნოს ხიფათის მოლოდინის განცდა, რომელიც წარსულში წარმოუდგენელ ტრავმად იქცა 77 წლის მილიარდერისთვის. 7 მილიარდზე მეტია მისი ქონება, მაგრამ არ აინტერესებს მანქანების კოლექციები, ვილები, სასახლეები, ბრილიანტები... მისი ფული ისევ აზარტისა და არაპოპულარული ქმედებებისთვის იხარჯება. მარტოობის არ ეშინია და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას (თუ გნებავთ მას “ღვთაებრივი ხმა” ვუწოდოთ) ენდობა. ამიტომაც ერთდროულად სამ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას - საბაზრო ფუნდამენტალიზმის, ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკისა და ვულგარული სოციალური დარვინიზმის წინააღმდეგ. სამივე თეორია, მისი აზრით, მოკლებულია თანამშრომლობის პრინციპებსა და ალტრუიზმს. ხოლო ყველაფერი, რაც თავის თავში ჩაკეტილია, ანუ, ფაქტობრივად, ყველანაირი იდეოლოგია - “ღია საზოგადოების” იდეას ეწინააღმდეგება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ინტუიციასთან ეს მუდმივი თამაში კითხვებს უფრო ბადებს, ვიდრე პასუხებს. “ადამიანები, რომლებიც ტირანიის ქვეშ ცხოვრობენ, ითხოვენ დახმარებას. მაგრამ რამდენად ეთიკურია “გარედან” დემოკრატიის დამყარება? - კითხულობს სოროსი. `სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საშიშია, მაგრამ ჩაურევლობამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააზარალოს ქვეყანა. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში დასავლეთი?” - ისევ კითხულობს და ისევ არა აქვს კონკრეტული პასუხი. კითხულობს, რადგან სწორედ კითხვა, აზრის გაცვლა-გამოცვლა, თუ გნებავთ, “აზრით ვაჭრობაა” ჯორჯ სოროსის ცხოვრების წესი. მაგრამ ასეთი კითხვები ადამიანებს - მზა პასუხებით რომ ცხოვრობენ - წარმოუდგენელ დისკომფორტს უქმნის. ადამიანთა უმრავლესობას ვერ წარმოუდგენია - როგორ შეიძლება კაცი, რომლისთვისაც კითხვის დასმა ცხოვრების ვნება გამხდარა, ერთ მშვენიერ დღეს მილიარდერი გახდეს. “რაღაც აფერისტობას აქვს აქ ადგილი”, “რაღაცას გვატყუებს ეს კაცი”, “ეტყობა, ფოთის პორტის ხელში ჩაგდება უნდა”, - ამბობს ეჭვიანი ქართველი და ხმას იმას აძლევს, ვინც ყველაზე ხმამაღლა იტყვის - “სოროსის ბარტყებო!” სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. იქნებ არ დაეზაროს ვინმეს და გამოითვალოს, ვის ახსენებენ ყველაზე ხშირად არჩევნების წინ საქართველოში. “რას” ახსენებენ, ისედაც ყველამ ვიცით - ეკლესიას, რომელიც დაანგრია ან ააშენა ხელისუფლებამ (გააჩნია, ვინ ლაპარაკობს), მართლმადიდებლობას, ეროვნულ მენტალიტეტს. მაგრამ “ვინ” - ჯერ დაუდგენელია... პირველ ადგილზე, ალბათ, მაინც მიხეილ სააკაშვილი გავა - ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, არ იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაც აყვავდება. აი, “მეორე” კი არ უნდა იყოს ქართველი. არა, ეს “მეორე” არც ბუშია და არც პუტინი. არც ბაღაფში და, მითუმეტეს, არც კოკოითი. სხვათა შორის, არც სანდრა რულოვსი, (არადა “ეძიე ქალის” იდეა კვლავაც პოპულარულია საქართველოში). ამ “მეორეს” საქართველოსთან ერთადერთი რამ აკავშირებს - ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”, რომელიც 1994 წელს გაიხსნა და მას მერე ათასობით ქართველ მეცნიერს უპატრონა, ათასობით ეკლესია გადაარჩინა დანგრევისგან, ათასობით კარგი წიგნი გამოსცა, ათასობით ახალგაზრდას ასწავლა კომპიუტერი და ინგლისური... მაგრამ ამ ფონდის დამაარსებელს მაინც არავინ უხდის მადლობას. თვით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც კი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” გამარჯვებას სწორედ ამ “მეორე კაცს” უნდა უმადლოდეს, აშკარად ერიდება მასთან რაიმე იდენტიფიკაციას. სამი წლის წინ ჯორჯ სოროსს ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის აეროპორტში არ დახვდნენ. სააკაშვილთან შეხვედრა შედგა, მაგრამ იმდენად გასაიდუმლოებულად, რომ ყვითელმა პრესამაც კი ვერ მოასწრო ამ ფაქტის გაშუქება. თუმცა სოროსის ვიზიტის შესახებ უმალვე შეიტყვეს (საიდანღაც) მანანა არჩვაძე-გამსახურდიას “ჯგუფის” აქტივისტებმა და სასტუმრო “მერიოტიდან” გამოსულ მილიარდერს კვერცხები დაუშინეს. ლაყე კვერცხის გემო სოროსს სხვა დროსაც უგრძვნია, მაგრამ უკმაყოფილება და პროტესტი არასდროს გამოუხატავს. “ესაა დემოკრატიაო” - თქვა ერთხელ კიევში, მას შემდეგ, რაც მთლად პრესკონფერენციაზე დაუშინეს კვერცხები. თქვა და გაიღიმა! არა აქვს ამ კაცს ალერგია კვერცხებზე. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ სიამოვნებს კიდეც, როცა ესვრიან, მაგრამ არაფერი მოსდის. ბირჟაზე თამაში ხომ - ის, რამაც ჯორჯ სოროსი მილიარდერი გახადა, რისკის სიყვარულს მოითხოვს. აზარტისა და რისკის ვნება კი ბავშვობიდან გამოჰყვა. თავის ავტობიოგრაფიაში წერს, ყველაზე ძალიან 1944 წლის იმ დღის გახსენება მსიამოვნებს, როცა მამამ ყალბი დოკუმენტების წყალობით სიკვდილისგან იხსნა ჩვენი ოჯახი... მას შემდეგ გადარჩენის რიტუალი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებას მანიჭებსო. აზარტისა და რისკის ვნება გენეტიკურად გამოყვა. ჯორჯ სოროსის, იმავე დიორდ შოროშის, მამა ადვოკატი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. ციმბირში გადაასახლეს, მაგრამ მაინც იხსნა თავი. მერე უნგრეთში ნაცისტები მოვიდნენ და ებრაელ სოროსებს ამათგან დაემუქრათ საფრთხე (500 000 უნგრელი ებრაელი გახდა ნაცისტების მსხვერპლი). ომი დამთავრდა. მაგრამ ისტორია ისევ არ ასვენებდა სოროსებს. უნგრეთში ახლა კომუნისტებმა გაიმარჯვეს. 1947 წელს - ისევ ყალბი დოკუმენტების დახმარებით - სოროსის ოჯახი ინგლისში გაიქცა. აქ, იმხანად 17 წლის ჯორჯ სოროსმა, ავსტრიელი ფილოსოფოსის, კარლ პოპერის ლექციები მოისმინა და გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება მიუძღვნას “ღია საზოგადოების” მშენებლობის პოპერისეულ იდეას. პრინციპში, “ღია საზოგადოების” თეორია ჯერ კიდევ პოპერამდე, 1932 წელს დამკვიდრდა ფრანგი ფილოსოფოსის, ანრი ბერგსონის შრომებში. ამ თეორიის თანახმად, “აბსოლუტური ცოდნით” ვერც ერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნის, ამიტომ მისი მსჯელობა, მისი იდეები არ შეიძლება ჭეშმარიტების “უკანასკნელ ინსტანციად” მივიჩნიოთ. პროგრესის მისაღწევად არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ღია საზოგადოება, როცა ადამიანები “ცვლიან იდეებს”, უსმენენ ერთმანეთს და თავის თავში ანვითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს. “იდეების გაცვლა”, ფაქტობრივად, “ენის გაცვლასაც” ნიშნავს - ე.ი. დიალოგს სხვადასხვა კულტურის, გამოცდილების ადამიანებს შორის. ამ თვალსაზრისით, სოროსი არა მარტო პოპერის, არამედ პირველ რიგში, საკუთარი მამის პირდაპირი მემკვიდრეა; მეოცე საუკუნის დასაწყისში მამამისი შეეცადა გამოეცა ჟურნალი ესპერანტოს ენაზე - ჟურნალი, რომელსაც ყველა წაიკითხავდა. ესპერანტომ არ გაამართლა. მაგრამ კაცობრიობის გაერთიანების საშუალება მაინც “გამოინახა” - ეკონომიკა, უფრო შინაურულად რომ ვთქვათ - ფული. 14 წლის იყო ჯორჯ სოროსი, როცა მამამისმა ფულის გადასახურდავებლად გააგზავნა “შავ ბაზარზე”... ფულის გაცვლა და ამ გაცვლით მოპოვებული “კაპიკები” მისი ცხოვრების ვნებაც გახდა და ტოტალიტარიზმისგან გადარჩენის საშუალებაც. ფული ხომ არა მარტო სტიმულია, არამედ არაჩვეულებრივი საშუალებაცაა ცოცხალი კერპებისგან, ფეოდალური ინსტიქტებისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ იმისათვის, რომ ფული ცოცხალი კერპის უბრალო ჩანაცვლებად არ იქცეს, აუცილებლია შეიქმნას ღია საზოგადოება - კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით. “ღია საზოგადოების” მთავარი იდეა ისაა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება არ არის იდენტური მოვლენები. ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა მართავდეს მას. “ადამიანებს აქვთ მოთხოვნილებები, რომელთა რეალიზაცია დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ამაში უნდა დაეხმაროს მათ ხელისუფლება. მაგრამ ხელისუფლებას ძალიან ბევრ ქვეყანაში ურჩევნია მართოს, ვიდრე ემსახუროს”, - წერს ჯორჯ სოროსი. ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია რეალიზაცია იმის გამო, რომ “სასტარტო პირობები” არ უწყობს ხელს - ჯორჯ სოროსის ცხოვრების განმსაზღვრელი გახდა. “ღია საზოგადოების ფონდში”, რომელიც მან 1979 წელს დაარსა შეერთებულ შტატებში, პრიორიტეტი ხომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან -მაგალითად, უნარშეზღუდულები, რომელთა დასახმარებლად სოროსი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს. ანდა, ბოშები - ის ხალხი, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ ნაცისტები. უფრო მეტიც, კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ ჯორჯ სოროსმა საგანგებო განცხადებით მიმართა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, შეემუშავებინათ ამ რეგიონში “მარშალის გეგმის” მსგავსი პროექტი, რათა კომუნიზმისგან განთავისუფლება არ გადაზრდილიყო ეთნიკურ დაპირისპირებაში, ნგრევასა და მსხვერპლში, რათა შიმშილსა და გაჭირვებას ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით საბჭოთა რესპუბლიკებსა და ბალკანეთში, წარსულის ნოსტალგია არ მოჰყოლოდა. მაგრამ კომუნიზმის ნგრევით აღგზნებულმა დასავლელმა ლიდერებმა იგი მასხრად აიგდეს. ჯორჯ სოროსს არც 2003 წელს დაუჯერეს, როცა მან დოლარის კურსის დაცემა და სამყაროში ამერიკის ჰეგემონიის დასასრული იწინასწარმეტყველა. ერთი წლის შემდეგ გამოცემული მისი წიგნი “ამერიკული უპირატესობის საპნის ბუშტი”, მხოლოდ და მხოლოდ სახელგანთქმული ფინანსისტის “მარცხნივ” შებრუნებად აღიქვეს. არადა, სწორედ წინასწარმეტყველების ნიჭმა და ინტუიციამ გახადა იგი სახელგანთქმული. 1956 წელს სოროსი ინგლისიდან ამერიკაში გაემგზავრა და ფასიანი ქაღალდების ბიზნესში ჩაერთო. მოგვიანებით, 100 000 დოლარად საინვესტიციო ფონდი დაარსა. 1992 წელს მან უკვე ბრიტანული გირვანქა სტერლინგის “დაგდება” შეძლო (`კაცი, რომელმაც ინგლისური ბანკი გატეხა” - ასე უწოდეს მაშინ) მერე იაპონიას “მიაკითხა”- სწორედ მაშინ, როცა იენის კურსი ზევით ავარდა და გადაწყდა მისი ხელოვნური შეჩერება, დიდი რაოდენობის აქციები იყიდა და ახლა იენას “უტირა დედა”. მნიშვნელოვანი ისაა, რომ “ფინანსური თამაშების” პროცესში იგი მკაცრად იცავდა კანონს. მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს მოუხდა საფრანგეთის სასამართლოს წინაშე თავის მართლება, როცა აღმოჩნდა, რომ არა მარტო თავის ინტუიციას, არამედ სახელმწიფო მოხელეების ინფორმაციასაც ეყრდნობოდა ხოლმე... წინასწარ იგებდა, რას აპირებს ხელისუფლება, მოჰყვება თუ არა კონკრეტულ რეფორმას ფინანსური კრიზისი და მაშინვე ყიდულობდა ფასიან ქაღალდებს. პოპერის “რეფლექსიის” თეორიის თანახმად, ყველა პროცესში, რომელშიც მონაწილეობას იღებს ადამიანი, თავად დამკვირვებელი იქცევა იმ ობიექტური რეალობის ნაწილად, რომელსაც აკვირდება. ამიტომ დაკვირვების აქტს შეუძლია გავლენაც კი მოახდინოს სინამდვილეზე, რომელსაც აკვირდება ადამიანი. ასე შეიქმნა “ბაზრის რეფლექსიის თეორია”, რომლის თანახმად, საბირჟო თამაშის დროს ტრეიდერები აკვირდებიან, ყიდულობენ და ყიდიან ფასიან ქაღალდებს დაკვირვების პროცესის, მოლოდინის მიხედვით. მოლოდინი ფსიქოლოგიური კატეგორიაა და ინტუიციას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს. სოროსის შვილი, რობერტი წერდა: “ყიდულობს, როცა ზურგის ტკივილი ეწყება, ყიდის, როცა ტკივილი გასდის”. დაკვირვება, ინტუიცია, ცოტა “გამოანგარიშება” და მოლოდინი. აბა, რა არის ეს ყველაფერი, თუ არა შემოქმედება? შემოქმედებას მორალი არ უყვარს. უფრო სწორად, შემომქმედს მიზანი შეიძლება ჰქონდეს “მორალური”, მაგრამ თუკი იგი მართლა შემომქმედია, ანუ თუკი ამპარტავნობს და “ღმერთის საქმეებში ერევა”, უნდა აღიაროს კიდეც, რომ მორალური თვალსაზრისით, მაინც და მაინც, “წმინდა” არაა მისი სტრატეგია და ტაქტიკა. კაცობრიობას კი ყოველთვის ეშინოდა ასეთი ამპარტავნების. შუა საუკუნეებში მათ კოცონზე წვავდნენ - ჯადოქრობისთვის. დღეს დასჯის მეთოდები დაიხვეწა; იქმნება საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ნელ-ნელა იწყებს “ამპარტავანი-წინასწარმეტყველის” მითოლოგიზაციას. საზოგადოებისთვის, რომელიც შუა საუკუნეების რიტორიკით ცხოვრობს, ბუნებრივიცაა ეს პროცესი - ახალი მითის შექმნა “აფერისტზე”, “სპეკულანტზე”, “კოსმოპოლიტზე”, “ეროვნული მენტალიტეტისა და რელიგიის მტერზე”, რომელიც მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ინსტიქტით ცხოვრობს. თუკი იმასაც გავიხსენებთ, რომ ქართული, “მიწათმომქმედი” კულტურა ყოველთვის ახდენდა ვაჭრის, გამყიდველის პროფესიის დემონიზაციას, სრულად გასაგები უნდა გახდეს ჯორჯ სოროსის მიუღებლობა და მისი გადაქცევა “ქვეყნის დამანგრეველ სატანად”. რუსეთში ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა, რადგანაც “პროდავეცის” პროფესია აქ სოროსის “ებრაელობით” გაირითმა. 2004 წელს ჯორჯ სოროსი იძულებული გახდა დაეხურა თავისი ფონდი რუსეთში (სადაც მისი სიტყვებით “ქურდული კაპიტალიზმი” ბობოქრობს) და გამოეცხადებინა, რომ პუტინი, ისევე როგორც ჯორჯ ბუში, მისი პირადი მტერია. სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ხელისუფლების გამიჯვნა “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ავტორისგან. თავად სოროსი კატეგორიულად უარყოფს ე.წ. “ფერადი რევოლუციების” დაფინანსებას საქართველოში, უკრაინაში, ყირგიზეთსა და სერბეთში. იგი წერს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პროდასავლურ ორგანიზაციებს აფინანსებდა ამ ქვეყნებში და მისი ბრალი არაა, რომ მათ პირდაპირ დაუჭირეს მხარი რევოლუციებს. მიუხედავად ამისა, რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ კარგად იმუშავა და მორიგი რევოლუციის შიშით, ჯერ უზბეკეთის, შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ იძულებული გახადა იგი დაეხურა თავისი ფონდები ამ ქვეყნებში. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ჯგუფის ყოველდღიური მიტინგები სოროსის ფონდის ოფისის წინ, თბილისში, სოროსის კარიკატურებით აჭრელებული ქართული პრესა და ქართულ ჟურნალ-გაზეთებში დამკვიდრებული ტერმინის, “სოროსის ბარტყების” ტირაჟირება. სოროსის დემონიზაცია გრძელდებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც ერიდებოდა თავისი პოზიციის გამოხატვას. სოროსთან იდენტიფიკაცია ხომ უკვე ძალიან საშიში იქნებოდა - ერთის მხრივ, ჯორჯ ბუშის ხელისუფლებას გადაიკიდებდა და მეორეს მხრივ, ლამის მთელ ქართულ საზოგადოებას! ჯორჯ სოროსი - ფუნდამენტალური იდეოლოგების მთავარი მტერი - ამერიკელი ნეოკონსერვატორებით დაწყებული, დამთავრებული რუსი კომუნისტებით - ყველაზე ხელსაყრელი ადამიანია იმისათვის, რომ ყველაფერი ტრადიციულის წინააღმდეგ, ეროვნულის წინააღმდეგ მებრძოლად აქციო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სოროსი თავადაც ცდილობს დაიბრუნოს ხიფათის მოლოდინის განცდა, რომელიც წარსულში წარმოუდგენელ ტრავმად იქცა 77 წლის მილიარდერისთვის. 7 მილიარდზე მეტია მისი ქონება, მაგრამ არ აინტერესებს მანქანების კოლექციები, ვილები, სასახლეები, ბრილიანტები... მისი ფული ისევ აზარტისა და არაპოპულარული ქმედებებისთვის იხარჯება. მარტოობის არ ეშინია და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას (თუ გნებავთ მას “ღვთაებრივი ხმა” ვუწოდოთ) ენდობა. ამიტომაც ერთდროულად სამ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას - საბაზრო ფუნდამენტალიზმის, ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკისა და ვულგარული სოციალური დარვინიზმის წინააღმდეგ. სამივე თეორია, მისი აზრით, მოკლებულია თანამშრომლობის პრინციპებსა და ალტრუიზმს. ხოლო ყველაფერი, რაც თავის თავში ჩაკეტილია, ანუ, ფაქტობრივად, ყველანაირი იდეოლოგია - “ღია საზოგადოების” იდეას ეწინააღმდეგება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ინტუიციასთან ეს მუდმივი თამაში კითხვებს უფრო ბადებს, ვიდრე პასუხებს. “ადამიანები, რომლებიც ტირანიის ქვეშ ცხოვრობენ, ითხოვენ დახმარებას. მაგრამ რამდენად ეთიკურია “გარედან” დემოკრატიის დამყარება? - კითხულობს სოროსი. `სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საშიშია, მაგრამ ჩაურევლობამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააზარალოს ქვეყანა. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში დასავლეთი?” - ისევ კითხულობს და ისევ არა აქვს კონკრეტული პასუხი. კითხულობს, რადგან სწორედ კითხვა, აზრის გაცვლა-გამოცვლა, თუ გნებავთ, “აზრით ვაჭრობაა” ჯორჯ სოროსის ცხოვრების წესი. მაგრამ ასეთი კითხვები ადამიანებს - მზა პასუხებით რომ ცხოვრობენ - წარმოუდგენელ დისკომფორტს უქმნის. ადამიანთა უმრავლესობას ვერ წარმოუდგენია - როგორ შეიძლება კაცი, რომლისთვისაც კითხვის დასმა ცხოვრების ვნება გამხდარა, ერთ მშვენიერ დღეს მილიარდერი გახდეს. “რაღაც აფერისტობას აქვს აქ ადგილი”, “რაღაცას გვატყუებს ეს კაცი”, “ეტყობა, ფოთის პორტის ხელში ჩაგდება უნდა”, - ამბობს ეჭვიანი ქართველი და ხმას იმას აძლევს, ვინც ყველაზე ხმამაღლა იტყვის - “სოროსის ბარტყებო!” სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. იქნებ არ დაეზაროს ვინმეს და გამოითვალოს, ვის ახსენებენ ყველაზე ხშირად არჩევნების წინ საქართველოში. “რას” ახსენებენ, ისედაც ყველამ ვიცით - ეკლესიას, რომელიც დაანგრია ან ააშენა ხელისუფლებამ (გააჩნია, ვინ ლაპარაკობს), მართლმადიდებლობას, ეროვნულ მენტალიტეტს. მაგრამ “ვინ” - ჯერ დაუდგენელია... პირველ ადგილზე, ალბათ, მაინც მიხეილ სააკაშვილი გავა - ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, არ იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაც აყვავდება. აი, “მეორე” კი არ უნდა იყოს ქართველი. არა, ეს “მეორე” არც ბუშია და არც პუტინი. არც ბაღაფში და მითუმეტეს, არც კოკოითი. სხვათა შორის, არც სანდრა რულოვსი, (არადა “ეძიე ქალის” იდეა კვლავაც პოპულარულია საქართველოში). ამ “მეორეს” საქართველოსთან ერთადერთი რამ აკავშირებს - ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”, რომელიც 1994 წელს გაიხსნა და მას მერე ათასობით ქართველ მეცნიერს უპატრონა, ათასობით ეკლესია გადაარჩინა დანგრევისგან, ათასობით კარგი წიგნი გამოსცა, ათასობით ახალგაზრდას ასწავლა კომპიუტერი და ინგლისური... მაგრამ ამ ფონდის დამაარსებელს მაინც არავინ უხდის მადლობას. თვით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც კი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” გამარჯვებას სწორედ ამ “მეორე კაცს” უნდა უმადლოდეს, აშკარად ერიდება მასთან რაიმე იდენტიფიკაციას. სამი წლის წინ ჯორჯ სოროსს ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის აეროპორტში არ დახვდნენ. სააკაშვილთან შეხვედრა შედგა, მაგრამ იმდენად გასაიდუმლოებულად, რომ ყვითელმა პრესამაც კი ვერ მოასწრო ამ ფაქტის გაშუქება. თუმცა სოროსის ვიზიტის შესახებ უმალვე შეიტყვეს (საიდანღაც) მანანა არჩვაძე-გამსახურდიას “ჯგუფის” აქტივისტებმა და სასტუმრო “მერიოტიდან” გამოსულ მილიარდერს კვერცხები დაუშინეს. ლაყე კვერცხის გემო სოროსს სხვა დროსაც უგრძვნია, მაგრამ უკმაყოფილება და პროტესტი არასდროს გამოუხატავს. “ესაა დემოკრატიაო” - თქვა ერთხელ კიევში, მას შემდეგ, რაც მთლად პრესკონფერენციაზე დაუშინეს კვერცხები. თქვა და გაიღიმა! არა აქვს ამ კაცს ალერგია კვერცხებზე. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ სიამოვნებს კიდეც, როცა ესვრიან, მაგრამ არაფერი მოსდის. ბირჟაზე თამაში ხომ - ის, რამაც ჯორჯ სოროსი მილიარდერი გახადა, რისკის სიყვარულს მოითხოვს. აზარტისა და რისკის ვნება კი ბავშვობიდან გამოჰყვა. თავის ავტობიოგრაფიაში წერს, ყველაზე ძალიან 1944 წლის იმ დღის გახსენება მსიამოვნებს, როცა მამამ ყალბი დოკუმენტების წყალობით სიკვდილისგან იხსნა ჩვენი ოჯახი... მას შემდეგ გადარჩენის რიტუალი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებას მანიჭებსო. აზარტისა და რისკის ვნება გენეტიკურად გამოყვა. ჯორჯ სოროსის, იმავე დიორდ შოროშის, მამა ადვოკატი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. ციმბირში გადაასახლეს, მაგრამ მაინც იხსნა თავი. მერე უნგრეთში ნაცისტები მოვიდნენ და ებრაელ სოროსებს ამათგან დაემუქრათ საფრთხე (500 000 უნგრელი ებრაელი გახდა ნაცისტების მსხვერპლი). ომი დამთავრდა. მაგრამ ისტორია ისევ არ ასვენებდა სოროსებს. უნგრეთში ახლა კომუნისტებმა გაიმარჯვეს. 1947 წელს - ისევ ყალბი დოკუმენტების დახმარებით - სოროსის ოჯახი ინგლისში გაიქცა. აქ, იმხანად 17 წლის ჯორჯ სოროსმა, ავსტრიელი ფილოსოფოსის, კარლ პოპერის ლექციები მოისმინა და გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება მიუძღვნას “ღია საზოგადოების” მშენებლობის პოპერისეულ იდეას. პრინციპში “ღია საზოგადოების” თეორია ჯერ კიდევ პოპერამდე, 1932 წელს დამკვიდრდა ფრანგი ფილოსოფოსის, ანრი ბერგსონის შრომებში. ამ თეორიის თანახმად, “აბსოლუტური ცოდნით” ვერც ერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნის, ამიტომ მისი მსჯელობა, მისი იდეები არ შეიძლება ჭეშმარიტების “უკანასკნელ ინსტანციად” მივიჩნიოთ. პროგრესის მისაღწევად არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ღია საზოგადოება, როცა ადამიანები “ცვლიან იდეებს”, უსმენენ ერთმანეთს და თავის თავში ანვითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს. “იდეების გაცვლა”, ფაქტობრივად, “ენის გაცვლასაც” ნიშნავს - ე.ი. დიალოგს სხვადასხვა კულტურის, გამოცდილების ადამიანებს შორის. ამ თვალსაზრისით, სოროსი არა მარტო პოპერის, არამედ პირველ რიგში, საკუთარი მამის პირდაპირი მემკვიდრეა; მეოცე საუკუნის დასაწყისში მამამისი შეეცადა გამოეცა ჟურნალი ესპერანტოს ენაზე - ჟურნალი, რომელსაც ყველა წაიკითხავდა. ესპერანტომ არ გაამართლა. მაგრამ კაცობრიობის გაერთიანების საშუალება მაინც “გამოინახა” - ეკონომიკა, უფრო შინაურულად რომ ვთქვათ - ფული. 14 წლის იყო ჯორჯ სოროსი, როცა მამამისმა ფულის გადასახურდავებლად გააგზავნა “შავ ბაზარზე”... ფულის გაცვლა და ამ გაცვლით მოპოვებული “კაპიკები” მისი ცხოვრების ვნებაც გახდა და ტოტალიტარიზმისგან გადარჩენის საშუალებაც. ფული ხომ არა მარტო სტიმულია, არამედ არაჩვეულებრივი საშუალებაცაა ცოცხალი კერპებისგან, ფეოდალური ინსტიქტებისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ იმისათვის, რომ ფული ცოცხალი კერპის უბრალო ჩანაცვლებად არ იქცეს, აუცილებლია შეიქმნას ღია საზოგადოება - კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით. “ღია საზოგადოების” მთავარი იდეა ისაა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება არ არის იდენტური მოვლენები. ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა მართავდეს მას. “ადამიანებს აქვთ მოთხოვნილებები, რომელთა რეალიზაცია დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ამაში უნდა დაეხმაროს მათ ხელისუფლება. მაგრამ ხელისუფლებას ძალიან ბევრ ქვეყანაში ურჩევნია მართოს, ვიდრე ემსახუროს”, - წერს ჯორჯ სოროსი. ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია რეალიზაცია იმის გამო, რომ “სასტარტო პირობები” არ უწყობს ხელს - ჯორჯ სოროსის ცხოვრების განმსაზღვრელი გახდა. “ღია საზოგადოების ფონდში”, რომელიც მან 1979 წელს დაარსა შეერთებულ შტატებში, პრიორიტეტი ხომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან -მაგალითად, უნარშეზღუდულები, რომელთა დასახმარებლად სოროსი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს. ანდა, ბოშები - ის ხალხი, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ ნაცისტები. უფრო მეტიც, კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ ჯორჯ სოროსმა საგანგებო განცხადებით მიმართა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, შეემუშავებინათ ამ რეგიონში “მარშალის გეგმის” მსგავსი პროექტი, რათა კომუნიზმისგან განთავისუფლება არ გადაზრდილიყო ეთნიკურ დაპირისპირებაში, ნგრევასა და მსხვერპლში, რათა შიმშილსა და გაჭირვებას ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით საბჭოთა რესპუბლიკებსა და ბალკანეთში, წარსულის ნოსტალგია არ მოჰყოლოდა. მაგრამ კომუნიზმის ნგრევით აღგზნებულმა დასავლელმა ლიდერებმა იგი მასხრად აიგდეს. ჯორჯ სოროსს არც 2003 წელს დაუჯერეს, როცა მან დოლარის კურსის დაცემა და სამყაროში ამერიკის ჰეგემონიის დასასრული იწინასწარმეტყველა. ერთი წლის შემდეგ გამოცემული მისი წიგნი “ამერიკული უპირატესობის საპნის ბუშტი”, მხოლოდ და მხოლოდ სახელგანთქმული ფინანსისტის “მარცხნივ” შებრუნებად აღიქვეს. არადა, სწორედ წინასწარმეტყველების ნიჭმა და ინტუიციამ გახადა იგი სახელგანთქმული. 1956 წელს სოროსი ინგლისიდან ამერიკაში გაემგზავრა და ფასიანი ქაღალდების ბიზნესში ჩაერთო. მოგვიანებით, 100 000 დოლარად საინვესტიციო ფონდი დაარსა. 1992 წელს მან უკვე ბრიტანული გირვანქა სტერლინგის “დაგდება” შეძლო (`კაცი, რომელმაც ინგლისური ბანკი გატეხა” - ასე უწოდეს მაშინ) მერე იაპონიას “მიაკითხა”- სწორედ მაშინ, როცა იენის კურსი ზევით ავარდა და გადაწყდა მისი ხელოვნური შეჩერება, დიდი რაოდენობის აქციები იყიდა და ახლა იენას “უტირა დედა”. მნიშვნელოვანი ისაა, რომ “ფინანსური თამაშების” პროცესში იგი მკაცრად იცავდა კანონს. მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს მოუხდა საფრანგეთის სასამართლოს წინაშე თავის მართლება, როცა აღმოჩნდა, რომ არა მარტო თავის ინტუიციას, არამედ სახელმწიფო მოხელეების ინფორმაციასაც ეყრდნობოდა ხოლმე... წინასწარ იგებდა, რას აპირებს ხელისუფლება, მოჰყვება თუ არა კონკრეტულ რეფორმას ფინანსური კრიზისი და მაშინვე ყიდულობდა ფასიან ქაღალდებს. პოპერის “რეფლექსიის” თეორიის თანახმად, ყველა პროცესში, რომელშიც მონაწილეობას იღებს ადამიანი, თავად დამკვირვებელი იქცევა იმ ობიექტური რეალობის ნაწილად, რომელსაც აკვირდება. ამიტომ დაკვირვების აქტს შეუძლია გავლენაც კი მოახდინოს სინამდვილეზე, რომელსაც აკვირდება ადამიანი. ასე შეიქმნა “ბაზრის რეფლექსიის თეორია”, რომლის თანახმად, საბირჟო თამაშის დროს ტრეიდერები აკვირდებიან, ყიდულობენ და ყიდიან ფასიან ქაღალდებს დაკვირვების პროცესის, მოლოდინის მიხედვით. მოლოდინი ფსიქოლოგიური კატეგორიაა და ინტუიციას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს. სოროსის შვილი, რობერტი წერდა: “ყიდულობს, როცა ზურგის ტკივილი ეწყება, ყიდის, როცა ტკივილი გასდის”. დაკვირვება, ინტუიცია, ცოტა “გამოანგარიშება” და მოლოდინი. აბა, რა არის ეს ყველაფერი, თუ არა შემოქმედება? შემოქმედებას მორალი არ უყვარს. უფრო სწორად, შემომქმედს მიზანი შეიძლება ჰქონდეს “მორალური”, მაგრამ თუკი იგი მართლა შემომქმედია, ანუ თუკი ამპარტავნობს და “ღმერთის საქმეებში ერევა”, უნდა აღიაროს კიდეც, რომ მორალური თვალსაზრისით, მაინც და მაინც, “წმინდა” არაა მისი სტრატეგია და ტაქტიკა. კაცობრიობას კი ყოველთვის ეშინოდა ასეთი ამპარტავნების. შუა საუკუნეებში მათ კოცონზე წვავდნენ - ჯადოქრობისთვის. დღეს დასჯის მეთოდები დაიხვეწა; იქმნება საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ნელ-ნელა იწყებს “ამპარტავანი-წინასწარმეტყველის” მითოლოგიზაციას. საზოგადოებისთვის, რომელიც შუა საუკუნეების რიტორიკით ცხოვრობს, ბუნებრივიცაა ეს პროცესი - ახალი მითის შექმნა “აფერისტზე”, “სპეკულანტზე”, “კოსმოპოლიტზე”, “ეროვნული მენტალიტეტისა და რელიგიის მტერზე”, რომელიც მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ინსტიქტით ცხოვრობს. თუკი იმასაც გავიხსენებთ, რომ ქართული, “მიწათმომქმედი” კულტურა ყოველთვის ახდენდა ვაჭრის, გამყიდველის პროფესიის დემონიზაციას, სრულად გასაგები უნდა გახდეს ჯორჯ სოროსის მიუღებლობა და მისი გადაქცევა “ქვეყნის დამანგრეველ სატანად”. რუსეთში ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა, რადგანაც “პროდავეცის” პროფესია აქ სოროსის “ებრაელობით” გაირითმა. 2004 წელს ჯორჯ სოროსი იძულებული გახდა დაეხურა თავისი ფონდი რუსეთში (სადაც მისი სიტყვებით “ქურდული კაპიტალიზმი” ბობოქრობს) და გამოეცხადებინა, რომ პუტინი, ისევე როგორც ჯორჯ ბუში, მისი პირადი მტერია. სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ხელისუფლების გამიჯვნა “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ავტორისგან. თავად სოროსი კატეგორიულად უარყოფს ე.წ. “ფერადი რევოლუციების” დაფინანსებას საქართველოში, უკრაინაში, ყირგიზეთსა და სერბეთში. იგი წერს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პროდასავლურ ორგანიზაციებს აფინანსებდა ამ ქვეყნებში და მისი ბრალი არაა, რომ მათ პირდაპირ დაუჭირეს მხარი რევოლუციებს. მიუხედავად ამისა, რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ კარგად იმუშავა და მორიგი რევოლუციის შიშით, ჯერ უზბეკეთის, შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ იძულებული გახადა იგი დაეხურა თავისი ფონდები ამ ქვეყნებში. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ჯგუფის ყოველდღიური მიტინგები სოროსის ფონდის ოფისის წინ, თბილისში, სოროსის კარიკატურებით აჭრელებული ქართული პრესა და ქართულ ჟურნალ-გაზეთებში დამკვიდრებული ტერმინის, “სოროსის ბარტყების” ტირაჟირება. სოროსის დემონიზაცია გრძელდებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც ერიდებოდა თავისი პოზიციის გამოხატვას. სოროსთან იდენტიფიკაცია ხომ უკვე ძალიან საშიში იქნებოდა - ერთის მხრივ, ჯორჯ ბუშის ხელისუფლებას გადაიკიდებდა და მეორეს მხრივ, ლამის მთელ ქართულ საზოგადოებას! ჯორჯ სოროსი - ფუნდამენტალური იდეოლოგების მთავარი მტერი - ამერიკელი ნეოკონსერვატორებით დაწყებული, დამთავრებული რუსი კომუნისტებით - ყველაზე ხელსაყრელი ადამიანია იმისათვის, რომ ყველაფერი ტრადიციულის წინააღმდეგ, ეროვნულის წინააღმდეგ მებრძოლად აქციო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სოროსი თავადაც ცდილობს დაიბრუნოს ხიფათის მოლოდინის განცდა, რომელიც წარსულში წარმოუდგენელ ტრავმად იქცა 77 წლის მილიარდერისთვის. 7 მილიარდზე მეტია მისი ქონება, მაგრამ არ აინტერესებს მანქანების კოლექციები, ვილები, სასახლეები, ბრილიანტები... მისი ფული ისევ აზარტისა და არაპოპულარული ქმედებებისთვის იხარჯება. მარტოობის არ ეშინია და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას (თუ გნებავთ მას “ღვთაებრივი ხმა” ვუწოდოთ) ენდობა. ამიტომაც ერთდროულად სამ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას - საბაზრო ფუნდამენტალიზმის, ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკისა და ვულგარული სოციალური დარვინიზმის წინააღმდეგ. სამივე თეორია, მისი აზრით, მოკლებულია თანამშრომლობის პრინციპებსა და ალტრუიზმს. ხოლო ყველაფერი, რაც თავის თავში ჩაკეტილია, ანუ, ფაქტობრივად, ყველანაირი იდეოლოგია - “ღია საზოგადოების” იდეას ეწინააღმდეგება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ინტუიციასთან ეს მუდმივი თამაში კითხვებს უფრო ბადებს, ვიდრე პასუხებს. “ადამიანები, რომლებიც ტირანიის ქვეშ ცხოვრობენ, ითხოვენ დახმარებას. მაგრამ რამდენად ეთიკურია “გარედან” დემოკრატიის დამყარება? - კითხულობს სოროსი. `სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საშიშია, მაგრამ ჩაურევლობამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააზარალოს ქვეყანა. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში დასავლეთი?” - ისევ კითხულობს და ისევ არა აქვს კონკრეტული პასუხი. კითხულობს, რადგან სწორედ კითხვა, აზრის გაცვლა-გამოცვლა, თუ გნებავთ, “აზრით ვაჭრობაა” ჯორჯ სოროსის ცხოვრების წესი. მაგრამ ასეთი კითხვები ადამიანებს - მზა პასუხებით რომ ცხოვრობენ - წარმოუდგენელ დისკომფორტს უქმნის. ადამიანთა უმრავლესობას ვერ წარმოუდგენია - როგორ შეიძლება კაცი, რომლისთვისაც კითხვის დასმა ცხოვრების ვნება გამხდარა, ერთ მშვენიერ დღეს მილიარდერი გახდეს. “რაღაც აფერისტობას აქვს აქ ადგილი”, “რაღაცას გვატყუებს ეს კაცი”, “ეტყობა, ფოთის პორტის ხელში ჩაგდება უნდა”, - ამბობს ეჭვიანი ქართველი და ხმას იმას აძლევს, ვინც ყველაზე ხმამაღლა იტყვის - “სოროსის ბარტყებო!” სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. ესპანურ და ინგლისურ პრესაში კვლავ იწერება იმის შესახებ თუ სად გააგრძელებს კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ია ია ტურე კარიერას, მისი მომავალი ბურუსითაა მოცული. ბოლოს გავრელებული ინფორმაციით ის ტოვებს კლუბს და "მანჩესტერ იუნაიტედში" აპირებს 21 მილიონ ევროდ გადაბარგებას. იხილეთ fanebi.com
  9. რუსთავის "ოლიმპი", რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მფლობელი გახდა, ჩემპიონთა ლიგის საკმალიფიკაციო ციკლის წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო ცვლილებები განხორციელდა კლუბში. იხილეთ fanebi.com
  10. შეუძლებელია მსოფლიოს 2006 წლის ფინალის ეს ცნობილი ეპიზოდი რომელიმე გულშემატკივარს არ ახსოვდეს, მაგრამ ალბათ ბევრს არ გინახავთ Youtube–ზე განთავსებული ეს ვიდეო, რომელიც მატერაცი–ზიდანის შეჯახების ერთგვარი შარჟია იხილეთ fanebi.com
  11. თბილისის "დინამოს" გარშემო, რომელმაც სეზონის დასკვნითი მატჩი გუშინ ვიტ-ჯორჯიასთან (0:1) გამართა, რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, მაკედონიელი ლეგიონერი ალექსანდერ კრტესკი ამიერიდან აღარ დაიცავს დინამოელთა ღირსებას. იგი უკვე გაემგზავრა მშობლიურ ქვეყანაში. კლუბის ლიდერი და გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ კი დიდი შანსია ჩეხეთის ერთ–ერთ საუკეთესო კლუბ პრაღის "სლავიას" მიაშუროს. იხილეთ fanebi.com
  12. მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ჟურნალისტებს გაესაუბრა და გუნდზე ისაუბრა. იხილეთ fanebi.com
  13. დღეს ინგლისურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის ძალიან სურს მადრიდის "რეალის" სამი ფებურთელის გადაბირება, კერძოდ რაფაელ ვან დერ ვაარტის გონსალო იგუაინის და ფერნანდო გაგოსი. იხილეთ fanebi.com
  14. თეატრის კრიტიკოსები საფესტივალო პროგრამის ბოლო დღის შესახებ. საუბრობენ თამარ მუქერია, ნიკა წულუკიძე, სოფო კილასონია და თაკო კიკნაველიძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. 1941 წლის ზამთარი. ციდან განუწყვეტლივ ცვივა ბომბები, რომლებიც სახლებს ნანგრევებად აქცევს, გადარჩენილი ხალხს კი ყინვა და შიმშილი კლავს. ჰიტლერი დარწმუნებულია, რომ ბლოკადა ლენინგრადელებს ველურ ცხოველებად აქცევს, რომლებიც საკვებისთვის ერთმანეთს დაერევიან. ფილმში ორი გმირი ქალია: ნინა ცვეტკოვა და კეიტ დევისი. პირველი - ლენინგრადელია, მილიციონერი, კომკავშირელი, სამოქალაქო ომის გმირის ქალიშვილი, რომელიც თეთრგვარდიელებმა აჩეხეს. მეორე - დიდგვაროვანი, პეტერბურგში დაბადებული, თეთრი გენერლის ქალიშვილი, ემიგრანტი, კოსმოპოლიტი, ჟურნალისტი, ცხოვრებისთვის საერთოდ გამოუცდელი. ისინი მტრები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ცხოვრებამ სხვაგვარად გადაწყვიტა. ცხოვრებამ, რომლისთვისაც თავგანწირულად იბრძვიან. View the full article
  16. 1941 წლის ზამთარი. ციდან განუწყვეტლივ ცვივა ბომბები, რომლებიც სახლებს ნანგრევებად აქცევს, გადარჩენილი ხალხს კი ყინვა და შიმშილი კლავს. ჰიტლერი დარწმუნებულია, რომ ბლოკადა ლენინგრადელებს ველურ ცხოველებად აქცევს, რომლებიც საკვებისთვის ერთმანეთს დაერევიან. ფილმში ორი გმირი ქალია: ნინა ცვეტკოვა და კეიტ დევისი. პირველი - ლენინგრადელია, მილიციონერი, კომკავშირელი, სამოქალაქო ომის გმირის ქალიშვილი, რომელიც თეთრგვარდიელებმა აჩეხეს. მეორე - დიდგვაროვანი, პეტერბურგში დაბადებული, თეთრი გენერლის ქალიშვილი, ემიგრანტი, კოსმოპოლიტი, ჟურნალისტი, ცხოვრებისთვის საერთოდ გამოუცდელი. ისინი მტრები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ცხოვრებამ სხვაგვარად გადაწყვიტა. ცხოვრებამ, რომლისთვისაც თავგანწირულად იბრძვიან. View the full article
  17. იური ბოიკა ციხე ”შავი გორაკების” იატაკქვეშეთის ბრძოლების რუსი ჩემპიონია, რომელიც ჯორჯ ჩემბერთან ბრძოლის შემდეგ ტრავმირებულია და შანსი ეძლევა რინგზე დაბრუნდეს. ბრძოლების ორგანიზატორი და მაფიის მეთაური მეტსახელად გაგა მისი მუხლის ოპერაციას აფინანსებს და ახლა ბოიკას აქვს საიდუმლო იარაღი - ტიტანით გამაგრებული მუხლში ნოკაუტების მისაყენებლად. View the full article
  18. ეს პროგრამა დაგეხმარებათ GTA San Andreas ითამაშოთ ონლაინში View the full article
  19. ეს პროგრამა დაგეხმარებათ GTA San Andreas ითამაშოთ ონლაინში View the full article
  20. მ პროგრამის დახმარებით თქვენ შეძლებთ გადაუღოთ დესქთოფს ვიდეო და გააკეთოთ ვიდეოგაკვეთილები.. პროგრამა გამოირჩევა დახვეწილი და ადვილად გასაგები ფუნქციებით. როდესაც დაგჭირდებათ ვიდეოს გადაღება მიაწკაპუნეთ RECORD -ზე როცა მორჩებით მიაწკაპუნეთ STOP-ზე და შეინახეთ ვიდეო სადაც თქვენ გაგიხარდებათ View the full article
  21. მ პროგრამის დახმარებით თქვენ შეძლებთ გადაუღოთ დესქთოფს ვიდეო და გააკეთოთ ვიდეოგაკვეთილები.. პროგრამა გამოირჩევა დახვეწილი და ადვილად გასაგები ფუნქციებით. როდესაც დაგჭირდებათ ვიდეოს გადაღება მიაწკაპუნეთ RECORD -ზე როცა მორჩებით მიაწკაპუნეთ STOP-ზე და შეინახეთ ვიდეო სადაც თქვენ გაგიხარდებათ View the full article
  22. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/sainformnen-150x150.jpgნახეთ დღის მთავარი თემები ხათუნა შუბითიძესთან ერთად http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/sainforma2.jpg itvს ლინკი
  23. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/france-243.jpg მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი ვენაა, მაშინ როდესაც ომით დაზარალებული ბაღდადი ყველაზე უარესია – ნათქვამია ოთხშაბათს გამოქვეყნებულ გამოკითხვაში, რომელშიც ევროპა აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან შედარებით რეიტინგის სათავეში მოექცა ბრიტანული კომპანიის Mercer-ის 2010 წლის ცხოვრების ხარისხის კვლევაში ნათქვამია, რომ ავსტრიის დედაქალაქი ის ქალაქია, რომელიც „მსოფლიოში ცხოვრების საუკეთესო დონის ქალაქებში პირველობას ინარჩუნებს“. მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს შვეიცარიის ქალაქებმა ციურიხმა და ჟენევამ, მაშინ როდესაც მეოთხე ადგილს ინაწილებენ კანადის ვანკუვერი და ახალი ზელანდიის ოკლანდი. ყოველწლიური მიმოხილვისთვის, Mercer-მა მსოფლიოს 221 ქალაქის ცხოვრების ხარისხი შეაფასა და შედარებისთვის საბაზისო ქალაქად ნიუ-იორკი 100 ქულიანი ინდექსით აირჩია. ვენამ, რომელმაც შარშანაც პირველი ადგილი დაიკავა, სულ 108.6 ქულა მოაგროვა, ბაღდადმა – 14.7. Mercer-ის განცხადებით, კვლევაში პირველ 26 ადგილზე ევროპული ქალაქები დომინირებენ, ძლიერი მაჩვენებლები აქვთ კანადის ქალაქებსაც. ბრიტანეთის ქალაქებში – ლონდონმა 39-ე, ბირმინგემმა 55-ე და გლაზგოუმ 57-ე ადგილი დაიკავა. შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 31-ე ადგილზე გასულ ჰონოლულუს, რომელსაც 32-ე ადგილით მოსდევს სან-ფრანცისკო. აზიის ქალაქებში ყველაზე მაღალ პოზიციებზე სინგაპურია (28-ე ადგილზე), რომელსაც მე-40 ადგილით ტოკიო მოსდევს. ბაღდადი სიის ბოლოსკენ 221-ე ადგილზეა. მას მოსდევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქი ბანგუი, ჩადის ენჯამენა, სუდანის ქარტუმი და საქართველოს თბილისი. Mercer-მა ქალაქების ეკოლოგიური რანჟირებაც მოახდინა წყლისა და სასმელი წყლის ვარგისიანობის, ნაგვის გატანის, კანალიზაციის სისტემის ხარისხის, ჰაერის დაბინძურების დონისა და გზებზე საცობების მიხედვით. სიის სათავეში მოექცა კანადის კალგარი, მეორე ადგილზეა ჰონოლულუ, ხოლო მესამე ადგილს ოტავა და ჰელსინკი ინაწილებენ. Mercer-ის თქმით ამ მხრივ ბოლო ადგილზეა პორტ-ო-პრენსი ჰაიტიზე. AFP ორიგინალი ორიგინალი
  24. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/france-243.jpg მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი ვენაა, მაშინ როდესაც ომით დაზარალებული ბაღდადი – ყველაზე უარესია, ნათქვამია ოთხშაბათს გამოქვეყნებულ გამოკითხვაში, რომელშიც ევროპა რეიტინგების სათავეში მოექცა, აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან შედარებით. ბრიტანული კომპანიის Mercer–ის 2010 წლის ცხოვრების ხარისხის კვლევაში ნათქვამია, რომ ავსტრიის დედაქალაქი ის ქალაქია, რომელიც „მსოფლიოში ცხოვრების საუკეთესო დონის ქალაქებში პირველობას ინარჩუნებს“. მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს შვეიცარიის ქალაქებმა ციურიხმა და ჟენევამ, მაშინ როდესაც მეოთხე ადგილს ინაწილებენ კანადის ვანკუვერი და ახალი ზელანდიის ოკლანდი. ყოველწლიური მიმოხილვისთვის, Mercer–მა მსოფლიოს 221 ქალაქის ცხოვრების ხარისხი შეაფასა და შედარებისთვის საბაზისო ქალაქად ნიუ–იორკი 100 ქულიანი ინდექსით აირჩია. ვენამ, რომელმაც შარშანაც პირველი ადგილი დაიკავა, სულ 108.6 ქულა მოაგროვა, ბაღდადმა – 14.7. Mercer–ის განცხადებით, კვლევაში პირველ 26 ადგილზე ევროპული ქალაქები დომინირებენ, ძლიერი მაჩვენებლები აქვთ კანადის ქალაქებსაც. ბრიტანეთის ქალაქებში – ლონდონმა 39–ე, ბირმინგემმა – 55–ე და გლაზგოუმ – 57–ე ადგილი დაიკავა. შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 31–ე ადგილზე გასულ ჰონოლულუს, რომელსაც მოსდევს 32–ე ადგილით – სან–ფრანცისკო. აზიის ქალაქებში ყველაზე მაღალ პოზიციებზე სინგაპურია (28–ე ადგილზე), რომელსაც 40–ე ადგილით ტოკიო მოსდევს. ბაღდადი სიის ბოლოსკენ 221–ე ადგილზეა. მას მოსდევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქი ბანგუი, ჩადის ენჯამენა, სუდანის ქარტუმი და საქართველოს თბილისი. Mercer–მა ქალაქების ეკოლოგიური რანჟირებაც მოახდინა წყლისა და სასმელი წყლის ვარგისიანობის, ნაგვის გატანის, კანალიზაციის სისტემის ხარისხის, ჰაერის დაბინძურების დონისა და გზებზე საცობების მიხედვით. სიის სათავეში მოექცა კანადის კალგარი, მეორე ადგილზეა ჰონოლულუ, ხოლო მესამე ადგილს ოტავა და ჰელსინკი ინაწილებენ. Mercer–ის თქმით ამ მხრივ ბოლო ადგილზეა პორტ–ო–პრენსი ჰაიტიზე. AFP ორიგინალი ორიგინალი
  25. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg იმონ ბატლერი დემოკრატიის პრობლემა არა ლიდერების არჩევაში, არამედ მათ შეზღუდვაშია ბოლო ორი წლის ფინანსური კატასტროფების შემდეგ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ხელახლა აღმოაჩინეს, რომ საჭიროა საზოგადოებრივი ხარჯების ეკონომია. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ნებაყოფლობით არ ხდება: საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯ პაპანდრეუმ მსგავსი რამ €9 მილიარდიანი ვალის გადაუხდელობისა და მისი ქვეყნის გარდაუვალი გაკოტრების პერსპექტივით გააკეთა. ევროკავშირის წევრების €110 მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან პირველი €14.5 მილიარდიანი ტრანშის სანაცვლოდ, მან ბიუჯეტის დაბალანსებისთვის ეკონომიის სასტიკი ზომები გაატარა. შემცირებული პენსიები, გაზრდილი გადასახადები და გადასახადების გადახდისას ურჩობისთვის წინააღმდეგობის ჩახშობა, ამ ქვეყნის ცხოვრების ნაციონალურ წესად იქცა. საკუთარი გზის კორექტირება ირლანდიასაც მოუხდა. ძლიერმა რეცესიამ ირლანდიის ფინანსთა მინისტრი ბრაიან ლენიჰანი აიძულა საზოგადოებრივი სექტორის მიმართ მკაცრად ემოქმედა. მისი დეკემბრის ბიუჯეტი მოიცავდა €4 მილიარდიან დანაზოგს, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებულთა დაფინანსების 15%-იანმა შემცირებამ, სოციალური ხარჯების, ბავშვთა დახმარებისა და საინვესტიციო პროექტების შეზღუდვამ შეადგინა, მაგრამ ამ ზომებმა ბაზრები იმაში დაარწმუნა, რომ ირლანდიას გამოჯანმრთელების უნარი გააჩნია. ეს წესი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმაც გაიზიარა და ელექტორატს დაპირდა, რომ ქვეყნის 12.6%-იან დეფიციტს ხუთ წელიწადში გაანახევრებდა. ამაში დარწმუნება არ სჭირდებოდა ამ თვის დასაწყისში არც კონსერვატიული და არც ლიბერალ-დემოკრატიული მთავრობის ახალი კოალიციასაც, რომელმაც ბრაუნი შეცვალა. ის €6 მილიარდი ევროს სასწრაფოდ შეკვეცას გეგმავს და შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში „მაქსიმალურად დაჩქარებულ შეზღუდვებს სტრუქტურულ დეფიციტში“. ხაზინაში ორი საბიუჯეტო ქორის (კონსერვატორი ჯორჯ ოსბორნი და ლიბერალ- დემოკრატი დევიდ ლუისი) პირობებში 22 ივნისს ბიუჯეტში ყველა დიდ შეკვეცებს ელის. ასეთი ეკონომია შექების ღირსია, მაგრამ მსგავსი ფინანსური დიეტა არ გახდებოდა საჭირო პირველ რიგში თავად მთავრობები რომ შეზღუდულიყვნენ. ახალი ზელანდიის გუბერნატორის დევიდ ბრაშის სარეზერვო ბანკის წყალობით, ინფლაციის დაგეგმვა ბევრმა ქვეყანამ გაიზიარა და ინფლაციის მონაცემებიც მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა (1990-იანი წლების დასაწყისის დაახლოებით 30%-დან დღევანდელ 3%-მდე). ჩვენ სამთავრობო ხარჯების კონტროლისა და სესხის აღების მსგავსი იდეა გვესაჭიროება. ერთი მოდელის იდეა შავი ზღვის რესპუბლიკიდან მოდის, რომელიც ერთ დროს ისეთი კორუმპირებული იყო, რომ იქ ყველაფერს რუსეთის მაფია განაგებდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთელი პოლიცია დაითხოვა, რომელიც პრობლემების წყარო იყო და სისტემატიური საბაზრო რეფორმებით ქვეყანა მოაბრუნა. ახლა მას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, ე.წ. თავისუფლების აქტის მიღება სურს, რომელიც ხარჯვის, დეფიციტისა და ვალების ზღვარს დაუწესებს ყველა მომავალ მთავრობას, მისი მთავრობის ჩათვლით. როგორც მან ადამ სმიტის ინსტიტუტში გამართულ ლექციაზე ახლახანს განაცხადა – „მე არც ერთ მთავრობას არ ვენდობი – საკუთარის ჩათვლით“. და ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ? ევროკავშირის წესებით მშპ-ს 3%-ზე მაღალი დეფიციტი დაუშვებელია, მაგრამ როგორც კი პრობლემა შეიქმნა, ამ წესის იგნორირება მოხდა. ბრიტანეთში, გორდონ ბრაუნის მთავრობა შესაძლოა საკუთარ თავს „ოქროს“ წესებით ზღუდავდა კიდეც, რათა ამ ეკონომიკური ციკლის განმავლობაში ბიუჯეტი დაებალანსებინა და სესხი მხოლოდ ინვესტიციებისთვის აეღო, მაგრამ იმ თემით თაღლითობამ, თუ სად დაიწყო ციკლი და სად დასრულდა, ასევე საზოგადოებრივ საჭიროებებზე გაღებული ყველა ხარჯისთვის „ინვესტიციის“ დარქმევამ გამოიწვია ის, რომ წესებმა ვერაფერის შეკავება ვერ შესძლო. არა, ჩვენ სამთავრობო ბიუჯეტებზე საკონსტიტუციო ლიმიტი, სააკაშვილის სტილის ეკონომიკური პასუხისმგებლობის აქტი გვესაჭიროება. პირველ რიგში, ასეთი ზომა საზოგადოებრივ ხარჯებს მშპ-ს ერთ მესამედამდე შეზღუდავდა. ისტორია ცხადყოფს, რომ საზოგადოებას ამაზე მეტ შეზღუდვასთან შეგუება არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში ან გადასახადების დამალვას ან ქვების სროლას იწყებს, ამიტომ ჩვენ ლიმიტის ფარგლებს არ უნდა გავცდეთ. ზღვარი მშპ-ს ფაქტობრივ შედეგებს უნდა ეფუძნებოდეს და არა ოპტიმისტურ სამომავლო დაგეგმარებას. როდესაც ეკონომიკურ სისტემებს პრობლემა უჩნდება, სამთავრობო პროგრამები ამას ისევე მტკივნეულად უნდა გრძნობდნენ, როგორც კერძო სექტორი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იგივეა მომაკვდავ პეციენტს ერთი ხელიდან სისხლი მეორეში გადაუსხა. ყოველი შენარჩუნებული სამუშაო ადგილისთვის, სხვა სამუშაო ადგილი იკარგება. ხარჯების ლიმიტი კი იმ პოლიტიკოსებს დაიცავდა, რომლებიც პირველ რიგში თავად იწვევენ ბუმს და დეპრესიის ციკლს. მეორეც, ჩვენ უნდა შევზღუდოთ დეფიციტი მშპ-ს 3%-მდე. პოლიტიკოსები ხშირად ტრაბახობენ „დეფიციტის შემცირებით“, მაგრამ ეს ყოველწლიურად მხოლოდ ოდნავ ნაკლები ეროვნული ვალის დამატებას ნიშნავს. 3% ის ზღვარია, რომელიც თავისუფლად მოქმედების ერთგვარ სივრცესაც ტოვებს და იმავდროულად საერთო ვალი კონტროლს ექვემდებარება. მესამეც, ჩვენ უნდა დავაწესოთ ვალების ზედა ზღვარი მშპ-ს 40%-მდე. ბევრ ქვეყანას ამაზე ბევრად ნაკლები ვალი აქვს, თუმცა როგორც სჩანს, ამ ბარიერის დარღვევის შემთხვევაში ვალებზე კონტროლი იკარგება. 1997 წელს გაერთიანებული სამეფოს ვალები £350 მილიარდს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი ორჯერ მეტია და £770 მილიარდს აღემატება. წინასწარი პროგნოზებით ხუთი წლის განმავლობაში ის კიდევ გაორმაგდება და £1 400 მილიარდს მიაღწევს. საერთაშორისო რეიტინგები ვალებს 40%-ის ფარგლებში ცნობენ. ეს როგორც სჩანს კიდევ ერთი გონივრული ზღვარია. მეოთხეც, ჩვენ გვჭირდება მთავრობის აღურიცხავი ვალდებულებების განსაზღვრა და გათვალისწინება. მიუნჰენის უნივერსიტეტში IFO-ს მიერ 2004 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს ვალდებულებები ხშირად ოფიციალურ ციფრებში გამოიხატება, 13.7 დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა დაუჯდებათ მომავალ თაობებს დღევანდელი პოლიტიკოსების დაპირება. ეს მათ დაპირებების ხელაღებით გაცემისგან დაიცავდა. მეხუთე, ჩვენ სესხი მართლაც მხოლოდ ინვესტიციისთვის უნდა ავიღოთ, მაგრამ თქვენ პოლიტიკოსებს არ უნდა დართოთ ნება, რომ მათ გადაწყვიტონ რა ითვლება „ინვესტიციად“. ეს უნდა გადაწყვიტოს ეკონომისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა, როგორიცაა ბრიტანეთის ახალი საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი. უნდა არსებობდეს შეზღუდვები გადასახადების ზრდაზე, მაგალითად ისეთი ფორმით, როგორიცაა საზოგადოებრივი რეფერენდუმები ნებისმიერი ასეთი ნაბიჯის წინ. შესაძლოა აშშ-ს ზოგიერთი შტატის მოდელის მსგავსად, რეფერენდუმის მოწყობა მანამ, ვიდრე სამთავრობო ბიუჯეტები ძალაში შევა. პირადად მე კი ვისურვებდი კონტრ-პროდუქტიული გადასახადების ზრდა მარტივად კანონგარეშე გამოცხადდეს. დემოკრატიის პრობლემა არა ლიდერების არჩევაში, არამედ მათ შეზღუდვაშია. ჩვენ მკაცრი წესები გვჭირდება იმისთვის, რომ განვსაზღვროთ მთავრობის მოცულობა და მასშტაბები, სხვა შემთხვევაში მთავრობა დაუსრულებლად გაიზრდება და როგორც ჩვენ ამ ბუმიდან დეპრესიის ციკლამდე ვნახეთ, ამით წაგებული ჩვენი ეკონომიკა და თავისუფლება აღმოჩნდა. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...