planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg მარგარიტა ანთიძე ოთხშაბათს, საქართველოს ლიდერმა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ სამხედრო აღლუმი პირველად ჩაიაბარა და არმიას მოუწოდა მტკიცედ დაუდგეს წინ იმას, რასაც მან დღემდე „გარე ძალებისგან“ მომავალი საფრთხე უწოდა. სააკაშვილის ანტი–რუსული რიტორიკა მისი მცდელობის ნაწილია აღადგინოს საკუთარი პოპულარობა, რომელიც სერიოზულად დაზარალდა ხუთდღიანი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აჯანყებულ სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმას დამანგრეველი ძალით უპასუხა. ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომელთაგან ზოგიერთებს საბჭოთა ეპოქის მბრძანებელ რუსეთთან თანამშრომლობა სურთ, აღლუმის ჩატარების ფაქტი გააპროტესტეს, თუმცა დათანხმდენენ იმას, რომ აღლუმს არ დაბლოკავდნენ, როგორც ეს შარშან გააკეთეს. „იმპერია დღესაც ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა სააკაშვილმა დაახლოებით 4 000, ახალ უნიფორმაში გამოწყობილ და M4–ი ტიპის იარაღით აღჭურვულ სამხედრო მოსამსახურისადმი მიმართვისას. „არსებობს იმ ძალთა შეთქმულება, რომლებიც არ წყვეტენ ჩვენი დამარცხების მცდელობებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“. „ჩვენ კატეგორიულ უარს ვაცხადებთ ვიმართებოდეთ გარე ძალებისგან“, – თქვა მან. ათობით ახალმა ჯავშანმანქანამ, Land Rovers–ის მარკის სამხედრო ავტომობილმა და სხვა სამხედრო ტექნიკამ ჩაიარა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, თავზე კი რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავმა და ვერტმფრენმა გადაიფრინა. მოგვიანებით, დედაქალაქის ცენტრში, სააკაშვილმა 31 მეტრის სიმაღლის (100 ფუტი) მემორიალი გახსნა, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა. „ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავდ და ჩვენ გავიმარჯვებთ მშვიდობითა და ჩვენი წარმატებით… ჩვენი პატარა ერი წარმატების და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა“, – განაცხადა სააკაშვილმა. ოპონენტებს, რომლებიც 42 წლის სააკაშვილს ხელისუფლების მონოპოლიზებაში, ოპოზიციის მარგინალიზაციასა და მედიით მანიპულირებაში ადანაშაულებენ, საპროტესტო აქციის გამართვა იმავე ადგილას სურდათ, მაგრამ ბოლოს შეთანხმდნენ, რომ დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით დედაქალაქის სხვა ადგილას შეიკრიბებოდნენ. შარშან საქართველოს სამხედრო აღლუმი არ გაუმართავს, რადგან რუსთაველის გამზირი გადაკეტილი ჰქონდათ ოპოზიციის აქტივისტებს, რომლებიც სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. ქართული ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთთან კავშირები უნდა აღდგეს იმის იმედით, რომ განახლდება რეგულარული ავიარეისები და გაუქმდება რუსეთის ემბარგო საქართველოს წამყვან საექსპორტო საქონელზე – ღვინოსა და მინერალურ წყალზე. გამოკითხვების თანახმად, ქართველების უმრავლესობა საავიაციო და სავაჭრო კავშირების აღდგენის მომხრეა, თუმცა ისინი არ იწონებენ ოპოზიციონერების მოლაპარაკებებს რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც წინასწარი შეხვედრები გამართა ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერთან, მათ შორის სააკაშვილის ყოფილ მოკავშირე ნინო ბურჯანაძესთან. 30 მაისის თვითმმართველობის და მერის არჩევნების წინ საქართველოში დაძაბულობა მაღალია. სააკაშვილის ოპონენტები იმედოვნებენ, რომ არჩევნები შეარყევს იმ მხარდაჭერას, რომლითაც მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე სარგებლობდა, 2008 წლის ომისა და შარშან ქართული ეკონომიკის 3.9%–ით შემცირების მიუხედავად. თუმცა ოპოზიცია, რომელიც სხვაობების გამო დაქსაქსულია და საერთო პლატფორმა არ გააჩნია, როგორც ჩანს, ამ მხრივ მცირე პროგრესს თუ მიაღწევს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/thenews-150x39.jpg საქართველო, რომელიც აღელვებულია იმის შიშით, რომ რუსეთთან ომის გასვლიდან ორი წლის შემდეგ დასავლეთმა დაივიწყა, ირანთან და თურქეთთან კავშირებს აძლიერებს, რათა კავკასიაში მოსკოვის გავლენას შეეწინააღმდეგოს, ამბობენ ანალიტიკოსები. ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოს ერთდროულად ესტუმრნენ თურქეთის პრემიერ–მინისტრი რეჯიპ ტაიპ ერდოღანი და ირანის მთავარი დიპლომატი, რადგან თბილისი შავი ზღვის და კავკასიის რეგიონის ისტორიულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების აღდგენისკენ მიისწრაფვის. საქართველოს პრო–დასავლურ მთავრობას აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ფართო რეკლამირებას უწევდა, როგორც პოსტ–საბჭოთა სივრცის დემოკრატიული განვითარების მისაბაძ მოდელს და ვაშინგტონი სერიოზულად უჭერდა მხარს პატარა კავკასიურ სახელმწიფოს რუსეთთან კონფლიქტში. მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი ამჩნევს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, რომელიც აშშ–რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვას“ ცდილობს (იმ ურთიერთობების, რომელმაც ცივი ომის შემდგომ პერიოდში, 2008 წლის მოსკოვის ომის შემდეგ საქართველოსთან, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია) წარსულმა დაინტერესებამ იკლო. „იმ პირობებში, როდესაც შეერთებული შტატების და ევროპის ყურადღება საქართველოს მიმართ შემცირდა, თბილისს სხვა არჩევანი აღარ დარჩა, თუ არა აქტიურად ითანამშრომლოს ორ აღმოცენებულ სერიოზულ ძალასთან, თურქეთთან და ირანთან“, – ამბობს თბილისში, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე, ანდრო ბარნოვი. „სხვა შემთხვევაში, თბილისი რისკავს პირისპირ დარჩეს რუსეთთან, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კონტროლი აღადგინოს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე“. შეერთებული შტატების სენატორმა და რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა (საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერმა) გასულ კვირაში ობამა იმისთვის გააკერიტიკა, რომ საქართველოს ნაკლებ ყურადღებას უთმობს. „ქართველები გრძნობენ, რომ ვაშინგტონი მათ მოსკოვზე ყიდის ჩვენი გადატვირთვის ღილაკზე ხელის დაჭერის ფასად“, – განაცხადა მაკკეინმა ნიქსონის ცენტრში გამართულ კონფერენციაზე, ნათქვამია მის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ შენიშვნებში. ორიგინალი ორიგინალი
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 23:20 27.05.2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_7F6UO_YGI/AAAAAAAADs4/nA6u99bkme8/s200/zaza+gorozia+(boqlomi.blogspot.com).gif3 მაისს მესტიაში სხვა მაღალჩინოსნებთან და შეიარაღებულ პოლიციელებთან ერთად ჩასული სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ზაზა გოროზია, ოპოზიციონერ კანდიდატებს მუქარითა და ძალადობით კანდიდატურის მოხსნას აიძულებდა. გუბერნატორს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შვებულებაში გასვლა და საარჩევნო პროცესებიდან ჩამოცილება მესტიის ინციდენტიდან მეორე დღესვე ურჩიეს. ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ ჩახვაძემ კი, მესტიაში განხორციელებული „საარჩევნო სპეცოპერაციის“ პირად კონტროლზე აყვანა მთავარ პროკურორს სთხოვა. ზუგდიდის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში უკვე საუბრობენ, რომ ზაზა გოროზია საკუთარ პოსტს აღარ დაუბრუნდება და იგი მხოლოდ არჩევნების დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. სამეგრელოში ახალ გუბერნატორად ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას მოიაზრებენ. სიჭინავას პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნვის შესახებ ინფორმაციას ქართული საინფორმაციო საშუალებები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ავრცელებდნენ, მაშინ სიჭინავამ ჟურნალისტებს ასე გვიპასუხა: „ეს არის ავადმყოფი ადამიანის მოფიქრებული ჭორი. მე ვარ რუსეთის მოქალაქე და არასოდეს მქონია სურვილი მოვსულიყავი ქართულ პოლიტიკაში. რატომ გავრცელდა მსგავსი იმნფორმაცია ჩემთვის წარმოუდგენელია, შესაძლოა, ვიღაცას საქართველოში ჩემი რეპუტაციის გაფუჭება უნდოდეს. სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და, შესაბამისად, მას, ან მთავრობის რომელიმე წევრს ჩემთვის არ შემოუთავაზებია გუბერნატორის პოსტის დაკავება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჭორი, არის ბაზრის დონის, უსაქმურების მოფიქრებული“. დღეს კი პრეზიდენტთან უკვე „დაძმაკაცებული“ სიჭინავა კატეგორიულად აღარ უარყოფს ინფორმაციას სამეგრელოს თავკაცად დანიშნვის შესახებ. ზაზა გოროზიას სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნულ იქნა 2007 წლის 27 ივნისს. სწორედ რეგიონში მისი მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება ჟურნალისტების გატაცების, ცემის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტები, ოპონენტების თუ მოქალაქეების უფლების დარღვევის შემთხვევები: 2007 წლის 4 დეკემბერს, გუბერნატორ ზაზა გოროზიას კაბინეტში, მისივე ბრძანებით დატყვევებულ ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქტორს სახელმწიფო მოხელის დაცვის უფროსმა, დიმიტრი მარკოიძემ და პრესსამსახურის უფროსმა, ლალი გელენავამ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გოროზიას წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის წყაროს დასახელება მოსთხოვეს. რამოდენიმე დღეში ჟურნალისტი გაიტაცეს და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. გოროზიას 2009 წლის თებერვალში პროფესორები დაუპირისპირდნენ, ისინი რწმუნებულს უნივერსიტეტის შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებდნენ და რწმუნებულის გადადგომას ითხოვდნენ... 2008 წლის ივნისში რადიო ”იმედის” კორესპონდენტი ნანა ფაჟავა ხელმძღვანელობას სამსახურიდან უკანონო დათხოვნაში ადანაშაულებდა. ჟურნალიტის მტკიცებით ”იმედიდან” სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ზაზა გოროზიას, უშუალო მითითებით გაუშვეს და მის ნაცვლად ლაშა ბერულავა გოროზიას რეკომენდაციითვე დანიშნეს. 2008 წლის 7 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა “თავისუფალი გაზეთის” წინააღმდეგ. სარჩელის მიხედვით გუბერნატორი მოითხოვდა პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფას გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომლის მიხედვითაც “სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ჟურნალისტს დუმილის სანაცვლოდ 10 000 ლარს სთავაზობდა”. პირველივე სასამართლოზე, რომელსაც გოროზიას ადვოკატიც ესწრებოდა, მოსამართლემ სარჩელი დაუშვებლად ცნო. გუბერნატორმა კი მოსამართლის გადაწყვეტილება იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ მისი ადვოკატი ზუგდიდში არ იმყოფებოდა. გადაცემა „ახალი დროების“ ჟურნალისტმა სოსო ბარნაბიშვილმა ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა. ამას მოჰყვა გუბერნატორის სატელეფონო ზარი სტუდიაში. იგი სიუჟეტის გადადებას ითხოვდა. გოროზიამ სტუდიის ხელმძღვანელისგან დაჩი გრძელიშვილისგან უარი მიიღო. ამ საუბრიდან ორ დღეში გადაცემა დაიხურა... 2009 წლის დეკემბერში ზაზა გოროზია წინააღმეგ საპროტესტო აქციები დაიწყო წალენჯიხის რაიონში. სოფელ მაზანდარაში მცოვრები გლეხები გუბერნატორს ბრალს მიწების უკანონოდ გასხვისებაში სდებდნენ, მათი თქმით, სოფელში თითოეული მტკაველი მიწა იტალიურ კომპანია „ფერეროზე“ გასხვისდა და ადგილობრივებს დასამუშავებელი მიწები ჩამოერთვათ. ზაზა გოროზია შეიმჩნეოდა სეპარატისტულად მოაზროვნე ჯგუფებთან კავშირში. სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი აფინანსებდა განათლების ცენტრ „კოლხიდას“, რომლის მთავარი მიზანიც სამეგრელოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება იყო და არის. "ახალი 7 დღე"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/sain12-150x150.jpgნახეთ დღის მთავარი თემები ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/sainfor4.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg 30 მაისს ქართველები მთელ ქვეყანაში ახალი მუნიციპალური საკრებულოებისა და თბილისის მერის ასარჩევად წავლენ. 2008 წლის ორი წარსული არჩევნების ფონზე (საპრეზიდენტო – იანვარში და საპარლამენტო – მაისში), რომლებიც ბევრი ოპოზიციური პარტიის განცხადებით გაყალბებული იყო, მთავარ საკითხად განიხილება არა იმდენად პოლიტიკა და არა ის თუ ვინ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, არამედ პროცედურა: ხომ არ გამოიყენებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მის ხელთ არსებულ მთელ ადმინისტრაციულ რესურსს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუ დაუშვებს მართლაც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას? 2008 წლის არჩევნების შუქზე, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა, სააკაშვილმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა იყოს ”სამაგალითო”, უნდა ჩაიაროს ”მშვიდად” და ”ორგანიზებულად”. საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არჩევნების დადებით შეფასებას და ამიტომ ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტს (ODIHR ) აქ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა მოსთხოვა. როგორც წესი, ODIHR არ მეთვალყურეობს მუნიციპალურ არჩევნებს. სულ ბოლოს მან ეს 2007 წელს მოლდავეთში და 2008 წელს ბოსნიაში გააკეთა, მაგრამ საქართველოს არჩევნებს ის ისე განიხილავს, როგორც ეროვნულს და აქ 200-მდე დამკვირვებელს გააგზავნის. როგორც ”კავკას-პრესი” 24 მაისს იტყობინებოდა, სულ 38-მდე ქართული არასამთავრობო და 26-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს. საერთაშორისო კონტინგენტის შემადგენლობაში შედიან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ მთავრობათა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ჯგუფები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ დამკვირვებელთა ამდენად დიდი კონტიგენტი შესძლებს პროცედურული დარღვევების თავიდან აცილებას არჩევნების დღეს და იმასაც, თუ რამდენად მწვავე იქნება ასეთ დარღვევათა კრიტიკა. გოგი თოფაძემ, თბილისის მერობის 9 კანდიდატიდან ერთ-ერთმა 4 მაისს ევროპის საბჭოს დამკვირვებლებს განუცხადა, რომ ”არჩევნები წლიდან წლამდე ყალბდება. ევროპელი დამკვირვებლები ჩამოდიან და ერთსა და იმავეს ამბობენ: არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, თუმცა უმნიშვნელო დარღვევებით”. თოფაძე ამბობს, რომ თუ ასეთი შეფასებები კვლავაც იქნება, აჯობებს უცხოელი დამკვირვებლები სულაც აღარ ჩამოვიდნენ – იტყობინება ”კავკას-პრესი”. სულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 36 პოლიტიკურმა პარტიამ შეიტანა განცხადება, აქედან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 დაარეგისტრირა, ორმა პარტიამ მონაწილეობაზე უარი სთქვა. 14 დარჩენილი პარტიიდან 10 სამ ბლოკშია გაერთიანებული. თბილისის საკრებულოში მანდატების მოსაპოვებლად (პროპორციული სისტემით) 14 პარტიამ და ბლოკმა წარადგინა თავის კანდიდატების სია. თბილისის მერობის 9 კანდიდატია რეგისტრირებული, მათ შორის: მოქმედი მერი გიგი უგულავა; საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში ირაკლი ალასანია, რომელიც ახლა ოპოზიციურ ბლოკს ”ალიანსი საქართველოსთვის” უდგას სათავეში; ზვიად ძიძიგური – ოპოზიციური ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი; ლუდის მაგნატი და ყოფილი პარლამენტარი გოგი თოფაძე, რომელიც პარტიას ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ხელმძღვანელობს. ”ლეიბორისტულმა პარტიამ” და პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ („დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“) უარი სთქვეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ბურჯანაძე და ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სხვა ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. შალვა ნათელაშვილის თქმით, ამ არჩევნებით ხელისუფლებას კოლექტიური ტყავის გადარჩენა აქვს განზრახული. თბილისის სომხურმა მოსახლეობამ, რომელიც 86 000 კაცს ითვლის, აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ არც სააკაშვილის და არც ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის საკრებულოს პრეტენდენტთა სიებში სომეხი კანდიდატები არ შეიყვანეს. პირველი საჯარო შეფასება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ 7 მაისს გაკეთდა. მასში ნათქვამი იყო, რომ მიუხედავად საარჩევნო კოდექსში შეტანილი უამრავი შესწორებისა (სულ ბოლო 2009 წლის დეკემბერში განხორციელდა), ძალაში დარჩა პირობა, რომლის თანახმადაც ”ოფიციალურ პირებს შეუძლიათ შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში და საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსები. ეს გარემოება არ უზრუნველყოფს თანაბარ სათამაშო პირობებს ყველა მონაწილისთვის”. იმისთვის რომ თუ ვერ აღკვეთენ, მინიმუმამდე მაინც დაიყვანონ მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ ამ რესურსების გამოყენება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით შეადგინეს მემორანდუმი, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეს რესურსები. 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც თავისი კანდიდატი წარადგინა მუნიციპალურ არჩევნებზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მემორანდუმს 8 მაისს მოაწერა ხელი. მემორანდუმზე ხელი არ მოუწერიათ პარტიას ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და „ალიანსს საქართველოსთვის“. მემორანდუმის შესრულებას ინტერფრაქციული საპარლამენტო ჯგუფი აკვირდება და მისმა ხელმძღვანელმა 19 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადგილი აქვს იშვიათ და იზოლირებულ დარღვევებს. შემთხვევები, რომელიც მან მაგალითად მოიყვანა ძირითადად ეხებოდა მმართველი პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს – ისინი სოციალური დახმარების გაუქმებით ემუქრებოდნენ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობდნენ მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერაზე. მაგრამ ოპოზიციური ეროვნული საბჭოს განცხადებები იმის ვარაუდს აჩენს, რომ არსებობს მათი კანდიდატების დაშინების ტიპიური ფაქტები – ათეულზე მეტმა დატოვა საარჩევნო კამპანია და მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა დაასახელა. ეს მოხდა ყვარელის, თიანეთის, ლენტეხის, საგარეჯოსა და ახალქალაქის რაიონებში – 5 და 10 მაისსიტყობინებოდა ”კავკას-პრესი”. ეროვნულ საბჭოში გაერთიენებულები არიან ”კონსერვატიული”, ”ხალხის პარტიები” და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტია ”სამართლიანი საქართველოსთვის“. ნოღაიდელი და ”კონსერვატორთა პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი საშინლად დაგმო მედიამ მოსკოვში რუსეთის ლიდერებთან იმ შეხვედრების გამო, რომელთა მიზანი ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ჩაცხრობა იყო. პარტიამ „ალიანსი საქართველოსთვის“ ასევე გააკეთა განცხადებები ზეწოლაზე. დასავლეთ საქართველოს ქალაქ ზუგდიდის ჯგუფის ლიდერმა ”რადიო თავისუფლების” ქართულ სამსახურს 11 მაისს განუცხადა, რომ ზეწოლა კანდიდატებზე აპრილში დაიწყო და თანდათან გაძლიერდა. მალხაზ ხუციშვილმა, რომელიც სიღნაღში ალიანსის განყოფილებას ხელმძღვანელობს, ”კავკას-პრესს” 12 მაისს განუცხადა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიზნესმენებს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ფული (10 000 ლარი) გამოსძალა. ევროპის კავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, პიტერ სემნებიმ civil.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამჯერად ყურადღება უფრო პროცედურას ეთმობა ვიდრე პოლიტიკას. სემნებიმ განაცხადა, რომ თუ 30 მაისის არჩევნები „კარგად“ ჩატარდება, ნაჩვენები იქნება პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის წინსვლა და ეს საქართველოსთვის ერთი რამის მომასწავებელი იქნება – საქართველომ „შესძლო მანამდე შექმნილი რთული გარემოებების გადალახვა“ და „პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით სტაბილური ინსტიტუციური სისტემისკენ მიემართება“. ამავე დროს სემნებიმ აღიარა, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ დასაწყისი უფრო ფართო პროცესისა, რომელიც ახალი კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მიღებას მოიცავს. ახსენა რა ის ხშირი ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, 2004 წლიდან ხორციელდება, სემნებიმ იმედი გამოსთქვა, რომ ახალი კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი „რაღაც პერიოდის განმავლობაში უცვლელი დარჩება და არ იქნება გამოყენებული ყოველდღიური პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/manjgaladze2-150x150.jpgპრეზიდენტის პრეს–სპიკერის ცნობით საქართველომ დამოუკიდებლობის დღეს მილოცვები სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელებისგან მრავლად მიიღო. 26 მაისი საქართველოს ამერიკის პრეზიდენტმაც მიულოცა. მანანა მანჯგალაძის ცნობით ბარაკ ობამამ საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/manjgaladze3.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/gaero-archevnbi-150x150.jpgგაეროს ინიცირებული და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ არჩევნებში მონაწილეობისა და გაშუქებისას დაიცვან ქცევის კოდექსით გათვალისწინებული პუნქტები. ქცევის კოდექსს ქართულ მედია საშუალებები, საარჩევნო სუბიექტები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ. დოკუმენტზე ხელისმომწერები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. ქცევის კოდექსი ეთიკური დოკუმენტია და არანაირ სანქციებს არ გულიხმობს. მემორანდუმისადმი ზოგიერთი პოლიტიკოსის სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ევროკავშირის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პირველი ნაბიჯები ქცევის კოდექსზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით უკვე გადაიდგა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/ab.jpg itvს ლინკი
-
http://s59.radikal.ru/i163/1005/c1/937695414563.jpg “ლივერპულის” თავდამსხმელი უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა. ის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. იყო ვარაუდი, რომ ტორესი გამოტოვებდა შვეიცარიასთან მატჩს, მაგრამ ამის საშიშროება აღარაა. წელს ფერნანდომ მუხლზე ოპერაცია ორჯერ გაიკეთა. მიუხედავად ამისა მან 22 თამაშში 18 გოლის გატანა მაინც მოახერხა, როცა მთელი წლის განმავლობაში ტრამვები უფრო ხშირად ჰქონდა. ყოფილმა “ატლეტიკოელმა” ესპამეთის ნაკრების მაისურით 71 მატჩში 23 შეაგდო. ტორესი არცერთ ვარიანტში არ გამოტოვებს მუნდიალის პირველ თამაშს შვეიცარიის წინააღმდეგ 16 ივნისს. “ეს არის დიდი სიახლე ჩვენთვის, ფერნანდო უბრალოდ ესპანეთის ნაკრების სიამაყეა. ის არის ფანტასტიური და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ჩვენთვის”. – განაცხადა პიკემ. “ეს არის ძალიან კარგი სიახლე. ფაქტიურად ტორესის დაბრუნებით მოგების შანსი მნიშვნელოვნად მოგვემატა.” -დაამატა “ვალენსიას” გარემარბმა ხუამ მატამ. ესპანეთის ნაკრების 23-ვე კაცი უკვე შეირჩა. ისინი ახლა ავსტრიში იმყოფებიან. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი გადაფრინდებიამ სამხრეთ აფრიკაში. შაბათს ესპანელები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ საუდის არაბეთთან. იმედი ვიქონიოთ, რომ ფერნანდო ტორესი შესძლებს ამ მატჩში მონაწილეობის მიღებას. ესპანეთის ნაკრები H ჯგუფში შვეიცარიასთან, ჩილესთან და ჰონდურასთან ერთად მოხვდა. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/evrosabwo0-150x150.jpgდღეს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ,დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დროს წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. 25 კაციანი დელეგაცია, რომელსაც გუნტერ კრუგი ხელმძრვანელობს, პარლამენტამდე ცესკოს სტუმრობდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/evrosabwo.jpg itvს ლინკი
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/00800/carragher_800381c.jpgჯეიმი კარაგერი ბედნიერია იმით, რომ იცავს “სამი ლომის” ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე და ამის გამო, საჭირო რომ გახდეს, ნებისმიერ პოზიციას მოერგება. … სამი წლის წინ “ლივერპული” ვიცე-კაპიტანმა გადაწყვიტა დაესრულებინა სანაკრებო კარიერა და თავი მხოლოდ გუნდვისთვის მიეძრვნა… თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ”რკინის კარამ” ვერ გაუძლო ცდუნებას, კვლავ მოეგო ინგლისის ფორმა. დაჰყვა რა მოლაპარაკებებს თვით “დონ ფაბიოსთან” ისევ დაბრუნდა ინგლისის ნაკრებში. ამხანაგურ მატჩში მექსიკის ნაკრებთან კარა შეცვლაზე შემოვიდა, მან რიო ფერდინანდი შეცვალა (რის შემდეგაც კაპიტნის მასკლაური ჯერარდმა მოირგო ავტ.) ის მატჩი ინგლისმა დამაჯერებლად ჩაატარა და 3-1 სძლია მეტოქეს (მესამე გოლი ლივერპულელმა გლენ ჯონსონმა გაიტანა) თვითონ კარაგერი კი ყველას არწმუნებს, რომ ბედნიერია თამაშით კაპელოს გაწვრთნილ გუნდში “ცენტრალური დაცვა, ჩემი საუკეტესო პოზიციაა – ეს ისედაც ყველამ იცის” – აცხადებს ჯეიმი. – “თუმცა, თუ მომავალ მატჩებში მწვრთნელი ინებებს სხვა ამპულაში გამომიყვანოს დარწმუნებული ვარ მოვახერხებ ადაპტაციას” “პრინციპში გავაკეთებ იმას რასაც ჩემგან კაპელო მოითხოვს” View the full article
-
ატონო ირაკლი, რამდენიმე ადამიანმა გამიზიარა თავისი აზრი თქვენი პიროვნების შესახებ და მთხოვეს, როგორმე გადმოგცეთ ჩემი აზრი. სიამოვნებით ვასრულებ მათ თხოვნას, რადგან მათ დაკვირვებას ჩემი შეხედულებაც ემთხვევა. მაოცებს თქვენი აუმღვრელობა და ტიტანური სიმშვიდე უაღესად გამაღიაზიანებელ ვითარებაშიც კი. მაოცებს, მიუხედავათ იმისა, რომ ვიცი მიზეზი ხსენებულ თვისებათა არსებობისა თქვენს ხასიათში - ეს არის თქვენი უახლოესი თუ შორეული წინაპრების სამშობლოსათვის თავდადება და პირადად თქვენი ნებაყოფლობით ნაკისრები პასუხისმგებლობა ქართველი ერის სამსახურში მსოფლიოს თვალწინ. გმადლობთ, ბატონო ირაკლი, იმისათვის, რომ ასე ღირესეულად წარუდგინედ ქართული ხასიათი ჩვენს მტერსა თუ მოყვარეს! მაღალმა ღმერთმა წარმატებით გატაროთ ცხოვრების გზაზე, ლამაზო კაცო! ნახეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/alasa2-150x150.jpg“ალიანსი საქართველოს” ლიდერმა საკუთარი წინასარჩევნო კამპანია ორი დღით ადრე შეწყვიტა და საკუთარი საკუთარი ამომრჩეველი თბილისის ისტორიულ ნაწილში, “აბანოთუბანში”, აქცია-კონცერტზე დაპატიჯა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/alasania8.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/gilauri-manjgaladze1-150x150.jpgპრემიერ–მინისტრის ვიზიტი სამკურნალო ცენტრში. ეგრეთწოდებული ლეჩკომბინატის შენობაში ტომოგრაფიის განყოფილება გაიხსნა, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. სარემონტო სამუშაოები ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარებოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/gilauri.jpg itvს ლინკი
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01645/tom-hicks_1645128c.jpg ლივერპულის ერთ-ერთი მფლობელი ტომ ჰიკსი გეგმავს, ამ ზაფხულისთვის ”საიმედოდ” დააფინანსოს რაფაელ ბენიტესი ტრანსფერებისთვის… ტომ ჰიკსი მზადაა გამოყოს თანხები ,,ლივერპულის” გაძლიერებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვას, როგორიცაა ფერნანდო ტორესი და სტივენ ჯერარდი… ”ჩვენი მიზანი არაა გავყოდოთ ნებისმიერი ფეხბურთელი, რადგან ჩვენ გვაქვს მყარი სატრანსფერი ბიუჯეტი.” – განაცხადა ჰიკსმა. ,, ზაფხულში ჩვენ ვაპირებთ განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები კლუბში. ეს კი შანსს მოგვცემს შევიძინოთ ახალი ფეხბურთელები..” ამერიკელებმა 2007 წლის მარტში აიღეს პასუხისმგებლობა კლუბის გაძლიერებაზე და ახალი სტადიონის ,, სტენლი პარკის” აშენებაზე, მაგრამ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. თუ ჰიკს გაამართლებს იმედებს და მართლაც გამოუყოფს საკმარისს თანხებს რაფაელ ბენიტესს, ის შეძლებს კლუბის გაძლიერებას, რასაც ინვესტორების მოზიდვაც მოყვება… და ასევე მისი რეპუტაცია გულშემატკივრების თვალში გაუმჯობესდება, ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც მათ მოითხოვეს მფლობელების წასვლა. წყარო: www.footbal.co.uk View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg მარგარიტა ანთიძე, მარინა გოლოვინა კვირას, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მეზობელ რუსეთთან 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგ პირველი საარჩევნო გამოცდა ელის საერთოეროვნულ ადგილობრივ და დედაქალაქის მერის არჩევნებში. ოპოზიციის ლიდერებს, რომელთაგან ზოგიერთი მოსისხლე მტერ რუსეთთან თანამშრომლობისკენ მოწოდებებს აკეთებს, ამ არჩევნების გამოყენება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოზიციონირებისთვის სურთ, როდესაც სააკაშვილი ათწლიანი მმართველობის შემდეგ გადადგება. „ეს პირველი შანსია იმის გასარკვევად, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მთავრობას 2008 წლის ომის შემდეგ“, – განაცხადა ორგანიზაცია საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის წარმომადგენელმა ლოურენს შითსმა. „ამგვარად ოპოზიცია, ან ოპოზიციის სხვადასხვა ელემენტები, რომელთა რიცხვიც დიდია, ცდილობენ ამ კენჭისყრის მთავრობის და მისი პოლიტიკის რეფერენდუმად წარმოჩენას“. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მუნიციპალური არჩევნები შეარყევს იმ მხარდაჭერას, რომლითაც სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხუთდღიანი ომის და შარშანდელი მონაცემებით საქართველოს ეკონომიკის 3.9%–ით შემცირების მიუხედავად სარგებლობდა. მაგრამ მათ შორის არსებული სხვაობებისა და ერთიანი პლატფორმის არარსებობის გამო, ოპოზიცია როგორც ჩანს, სააკაშვილის მმართველობის თანმიმდევრული ალტერნატივის შეთავაზებაში მცირე პროგრესს აღწევს. დედაქალაქი თბილისი, სადაც 4.5 მილიონიანი ქართული მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ცხოვრობს, კვირას პირდაპირი წესით აირჩევს მერს. ამ პოსტს პრეზიდენტობის გზაზე პოტენციურ ტრამპლინად აღიქვამს. მმართველი პარტიის წევრი და მოქმედი მერი გიგი უგულავა მერობის ფავორიტი კანდიდატია, რომელსაც ზურგს უმაგრებს არჩევნების წინ დაწყებული გამალებული სარემონტო სამუშაოები თბილისის ქუჩებსა და სახლებში, რასაც ოპოზიციის თქმით უსამართლო თამაშის სუნი ასდის. „არ მჯერა, რომ მას რეალურად ანაღვლებს რიგითი ადამიანების ბედი, მაგრამ იმავდროულად არც იმის მჯერა, რომ სხვები მასზე უკეთესები იქნებიან“, – ამბობს 44 წლის მაღაზიის გამყიდველი ლია გუნია. პოლიტიკაში გათვითცნობიერებული ადამიანები თანხმდებიან, რომ უგულავას პრეზიდენტობის ამბიციები აქვს. რვა კანდიდატიდან უგულავას ყველაზე რეალური პრეტენდენტი, როგორც ჩანს მშვიდი ირაკლი ალასანიაა, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, რომელიც ომის შემდეგ გადადგომისა და ოპოზიციაში გადაბარგებულ სხვა ფიგურებთან მიერთების მერე, სააკაშვილის პოტენცურ კონკურენტად მოინათლა. დასავლეთის მხარდამჭერა ინვესტიციებით მართულმა ქართულმა ეკონომიკამ, რომელიც ლიბერალური რეფორმების წყალობით გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე მნიშვნელოვან ზრდას განიცდიდა, საეჭვოა იმაზე მეტ არასტაბილურობას გაუძლოს, რასაც სააკაშვილი შარშან რამდენიმეთვიანი ქუჩის საპროტესტო აქციების დროს შეეჯახა. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დღესაც იმუქრება ქუჩაში გამოსვლით, თუკი არჩევნებს სამართლიანად არ მიიჩნევს. „ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ერთგვარი ჩოჩქოლი იქნება, მაგრამ ამას რაიმე რადიკალური ცვლილებები არ მოჰყვება“, – ამბობს ქართველი ანალიტიკოსი არჩილ გეგეშიძე. 42 წლის ლიდერის დასავლური მხარდაჭერა შემცირდა დემოკრატიის მდგომარეობისა და რუსეთთან ომის გამო, როდესაც აშშ–ს მიერ მომზადებული ქართული არმია აჯანყებულ რეგიონს სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა და რასაც რუსეთის დამანგრეველი კონტრშეტევა მოჰყვა. სააკაშვილი ამბობს, რომ მან სამაგალითო დემოკრატია შექმნა – იშვიათი მოვლენა იმ რეგიონში სადაც არჩევნები დიდწილად ყალბდება და სადაც ავტორიტარული ლიდერები ხელისუფლებაში ხანგრძლივად რჩებიან. ოპონენტები მას ხელისუფლების მონოპოლიზებაში, ოპოზიციის მარგინალიზაციასა და მედიით მანიპულაციაში ადანაშაულებენ. ავტორიტეტული ამერიკული ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის და სხვა დასავლური ორგანიცაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, კვირას დანიშნულ არჩევნებში მმართველი პარტია უპრობლემოდ მოიპოვებს ხმების უმრავლესობას. დასავლეთი მოწადინებულია შფოთიან სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მდგომარეობა შეიქმნას. ეს რეგიონი ევროპაში ნავთობისა და გაზის სატრანზიტო მარშრუტია. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია არჩევნებზე 350 დამკვირვებელს აგზავნის. გასულ თვეში ჩატარებული გამოკითხვებით, ამომრჩევლთა პრობლემების ჩამონათვალში პირველი ადგილი სამუშაო ადგილებს და სიღარიბეს უკავია. მაგრამ პოლიტიკურ დღის წესრიგში ყოფილ საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობაც აქტუალურია. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ურთიერთობები უნდა აღდგეს, იმის იმედით, რომ პირდაპირი ავიარეისები განახლდება და საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქციაზე (ღვინო და მინერალური წყალი) რუსეთის ემბარგო გაუქმდება. ორიგინალი ორიგინალი