planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/2e2d82c0fbd6.jpg12:00 საათი იყო, ოპერის წინ შუა მზეში გაჩერებაზე ვიდექი. თმაგაჩეჩილი, საზაფხულო ფეხსაცმლითა დახეული ჯინსებით, რომელსაც მარცხენა ტოტზე, კალმით გაკეთებული წარწერები აქვს. სიცხისგან გათანგული, მიჩერებოდი რუსთაველის გამზირზე მიმავალ ავტობუსებს. ყვითელი ავტობუსები მიდი–მოდიოდა, თითქმის ყევლა ნომერი მოვიდა გარდა იმისა, მე რომ ველოდებოდი. ამ ლოდინში, ოპერასთან მრიგი ავტობუსი გაჩერდა, ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა მისი ერთერთ მგზავრის დაჟინებული მზერა. თეთრ პერანგიან ახალგაზრდაში, რომელიც გამჭვირვალე მინიდან მიყურებდა, პარტია “თავისუფლების” წევრი, ლადო სადღობელაშვილი შევიცანი. ინტუციამ არც მას უღალატა. მიცნო, ყვითელი ავტობუსიდან ჩამოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით ჩემსკენ გამოემართა. – გამარჯობა. – გაგიმარჯოს! – ვუპასუხე მე. – მიცანი? – დიახ, გიცანი… – როგორ ხარ? – კარგად, შენ? კითხვაზე აღარ მიპასუხა და მაშინვე მორალის კითხვა დამიწყო: - შენზე დიდი ვარ, ორ თვეში 28 –ის ვხდები. – მერე არ გრცხვენია? – რისი? – რასაც შენ აკეთებ… – მე სასირცხვილოს არაფერს ვაკეთებ. – სადაური ხარ? – კახელი, თელავის რაიონიდან. – მერე კახელ კაცს არ გრცხვენია, მართლმადიდებლობას რომ ებრძვი და “ლიბერასტებს”იცავ?! – მე ძალადობას ვაპროტესტებ, არავის არ ვებრძვი! – კარგი, ჩემს ოჯახის წევრებს რატომ ეხები? – უკაცრავად, სად ვახსენე შენი ოჯახის წევრები? მე შენს ჰომოფობიურ განცხადებებს ვაკომენტარებდი, თუმცა უკვე წაგშალე “ფრინდებიდან”! –იმასს რასაც შენ აკეთებ, პროვოკაციაჰქვია! შენმა მეგობრებმა, გიორგი გოცირიძემ და ვიღაცეებმა დაწერეს ჩემს ოჯახზე შენი “ფეისბუქის”ანკეტაზე. გაფრთხილებ, აღარ განმეორდეს, თორემ… – ჩემს “კედელზე” სიტყვის თავისუფლებაა. რასაც ფიქრობენ იმას წერენ, მოიცა, შენ რა მემუქრები? – მემუქარა სხვანაირი ვიცი! – გაფრთხილებ თორემ.. ეს მუქარა არაა? – ჩავეკითხე პატივცემულ სადღობელაშვილს. – ჩვენი სტატუსები არ მაძლევს ამის უფლებას, თორემ რა პროვოკაციებსაც შენ მიწყობ “ფეისბუქში” სხვანაირად დაგელაპარაკებოდი. ჰო მართლა, ეხლა ამშეხვედრასაც დაწერ? დაინტერესდა სადღობელაშვილი. – კი, აუცილებლად დავწერ! –ვუპასუხე ლადოს და ყვითელი ავტობუსების მწკრივს, თვალი გადავავლე, რომელიმე ის ნომერი ხომ არ იყო, რომელსაც სადრობელაშვილის “შემოფეთებამდე” ველოდებოდი. ამასობაში, ლადომსიგარეტის მოკიდება სცადა, მაგრამ სანთებელმაუმტყუნადამთხოვა მომეკიდებინა. – ხო მართლა, ერთი თხოვნა მექნება შენთან თუ შეიძლება? – ვუთხარი და სიგარეტზე მოვუკიდე. – დაბალი ხმით, ხალხია გარშემო. – იყოს, ხალხი რას მიშლის? ოპერის ფონზე სურათი რომ გადაგოღო, შეიძლება? – სტატიისთვის დამჭირდება. – აი, ისევ პროვოკაციაზე მოდიხარ, მიპასუხა ნერვიულად და იქვე ჩამომდგარ ყვითელი ავტობუსისკენ წავიდა. ვიდრე სადღობელაშვილი ავობუსში ვიდოდა, შეჩერდა, მომიბრუნდა და მკითხა: – ჩემი ნომერი გაქვს? – არა. – კარგი, “ფეისბუქში” მოგწერ ნომერს, (ნეტა რად მინდა)? – მითხრა სადღობელაშვილმა და # 55 ყვითელ ავტობუსში ავიდა. რომან ქევხიშვილი Share View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze-luka-kurtanidzewmv_000291120-150x150.jpg“დემოკრატიული მოძრაობა_ ერთიანი საქართველოს ” ახალი წევრი შეემატა. ქართველი სპორტსმენი ლუკა კურტანიძე ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze-kutanizde.jpg itvს ლინკი
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8431 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/faster_times.jpg ლინკოლნ მიტჩელი კვირის ადგილობრივი არჩევნები საქართველოში შედეგებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებების მხრივ პროგნოზირებადი იყო. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ (გნმ) საქართველოს ყველა ადგილობრივ საკრებულოში სერიოზული გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიგი უგულავამ, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მარჯვედ დაამარცხა ირაკლი ალასანია, ოპოზიციის მთავარი კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე. იმავდროულად კი ეუთოსა და ODIHR-ის საარჩევნო ანგარიშში ნათქვამია: ”30 მაისის მუნიციპალურ არჩევნებში აღინიშნა აშკარა პროგრესი ეუთოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით. თუმცა დარჩა მნიშნელოვანი ხარვეზები, მათ შორის: სამართლებრივი ჩარჩოს და მისი შესრულების დეფიციტი, არათანაბარი საარჩევნო გარემო და საარჩევნო დღეს გაყალბების ცალკეული შემთხვევები”. ამ არჩევნებმა ბოლო თვეებში მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო და დასავლეთში ბევრისთვის ის საქართველოს დემოკრატიის უახლეს ტესტად განიხილებოდა. მაგრამ არჩევნებზე ფოკუსმა ყურადღების მიღმა დატოვა საქართველოში მიმდინარე სხვა პოლიტიკური პროცესები, არადა მათ შესაძლოა უფრო გრძელვადიანი გავლენა იქონიონ, ვიდრე არჩევნების შედეგებმა, რადგან მათ ისეთ კლიმატში ჩაიარეს, სადაც მედიის პლურალიზმის არარსებობა და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების თავისუფალი გამოყენება ხელს უშლის ჭეშმარიტად დემოკრატიული პრაქტიკის განხორცილებას. ამ ბოლო დროს საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და მთავრობის ინიციატივები ირანთან მიმართებაში, ალბათ უფრო დიდ როლს ითამაშებენ საქართველოსა და ქართული დემოკრატიის მომავლისათვის, ვიდრე ქვეყნის ყველა ქალაქის საკრებულოებისა და თბილისის მერის არჩევა. შემოთავაზებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ, რომელიც დისკუსიების საფუძველს შეადგენს, 2013 წლიდან საქართველოში დღეს არსებული ძლიერი საპრეზიდენტო სისტემა საპარლამენტო სისტემით უნდა შეცვალოს. ერთი შეხედვით, ეს გონივრულია, რადგან ბოლო რამდენიმე წელია სწორედ პრეზიდენტის ოფისის მიერ ძალაუფლების გადამეტებული კონცენტრაცია გახდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი. მაგრამ შემოთავაზებული რეფორმა შესაძლოა ნაკლებად ეხებოდეს საქართველოს მთავრობის სტრუქტურას და უფრო იმას ისახავს მიზნად, რომ 2013 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს კონსტიტუციით ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლა აეკრძალება, მისი ხელისუფლებაში დატოვების გზები მოიძიოს. არავინ იცის, შეეცდება თუ არა სააკაშვილი 2013 წელს ახალი კონსტიტუციური სისტემის პირობებში პრემიერ-მინისტრად გახდომას, მაგრამ ეს პროექტი მსგავს შესაძლებლობას ძალაში ტოვებს. ის, რომ საქართველო იკვლევს საპარალმენტო სისტემაზე გადასვლის საშუალებებს, რათა შედეგად სააკაშვილმა 2013 წლის შემდეგაც განაგრძოს ქვეყნის ხელმძღვანელობა, ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილა. მაგრამ ბოლო დროს ირანისა და საქართველოს ურთიერთობათა განმტკიცება ძალიან გასაოცარი იყო, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ სააკაშვილის იმ უწყვეტ ძალისხმევათა ფონზე, რომლის მიზანი დასავლეთთან და უპირველეს ყოვლისა აშშ-სთან მაქსიმალური დაახლოებაა. ორმა ქვეყანამ ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობაზე, მაღალი რანგის დიპლომატიურ ვიზიტებზე და სხვა ორმხრივ კავშირებზე იმსჯელა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი მნიშვნელოვანი რეგიონალური სახელმწიფოა, აშშ-ს მტრული დამოკიდებულება ირანის რეჟიმისადმი საიდუმლო არ არის. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებს საქართველო, ქვეყანა, რომელიც ბოლო თვეებში აშშ-ს მხარდაჭერის ხარისხთან დაკავშირებით სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამს, ირანთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებით აშშ-სთან ურთიერთობათა გამოსწორებას. საქართველოს ახალი კონსტიტუციური მოწყობა და მისი ბოლოდროინდელი ინტერაქცია ირანთან შეიძლებოდა საქართველოს მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი გამხდარიყო, მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა იმის განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ზუსტად. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისიც, რომ საქართველო საპარლამენტო სისტემაზე გადავიდეს, მაგრამ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იყოს და ისიც შესაძლებელია, რომ საქართველო-ირანის ურთიერთობები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო არ განმტკიცდება. მაგრამ ბოლო ორი თვის მანძილზე განვითარებული მოვლენები იმის ვარაუდს აჩენს, რომ ეს თავისთავად ცხადი ვერ იქნება. ამიტომ სხვა თუ არაფერი, განხილულ უნდა იქნას ასეთი შესაძლებლობაც - 2013 წლიდან საქართველო იმის ნაცვლად, რომ დასავლური სტილის დემოკრატიისკენ წავიდეს, კონსტიტუციური პიროტექნიკის გამოყენებით კიდევ უფრო განამტკიცებს თავის ხისტ რეჟიმს. თუ ასე მოხდა, მაშინ სხვა ხისტ რეჟიმთან, ისეთთან, როგორიცაა ირანი, ახლო ურთიეთობების შენება მოულოდნელი აღარ იქნება. ამ კონტექსტში, იმ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობა, რომელშიც, როგორც საქართველოს ყველა ექსპერტი ელოდა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ დომინირება განაგძო და რომლის მეშვეობითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის არსებულ ნაცრისფერ ზონაში რჩება, გადაჭარბებულ შეფასებას არ საჭიროებს. ორიგინალი ორიგინალი
-
ფოლმის გმირი ვერც სკოლაში და ვერც სკოლის გარეთ ვერ აღწევს წარმატებები . ამის შემხედვარე ბიჭის მშობლები გადაწყვეტენ დაიქირავონ რეპეტიტორი . ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტში ახალდაზრდა აღმოაჩენს , რომ მისი მშვენიერე მასწავლებელი ეროტიკულ ჟურნალში შიშველა იყო გადაღებული .... View the full article
-
http://a.pix.ge/j/11zen.jpg რა ეშველება ლივერპულს? – ესაა კითხვა, რომელიც აგერ უკვე რამოდენიმე თვეა გვაწუხებს ლივერპულის გულშემატკივრებს. რაფაელ ბენიტესი წავიდა და როგორც ირკვევა, გუნდის ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ფერნანდო ტორესი სერიოზულად ფიქრობს კლუბის დატოვებას… სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ თემაზე – რომელი ფეხბურთელები დატოვებენ ლივერპულს. ადრე თუ ვინმეს სჯეროდა 100%–ით, რომ ფერნანდო კლუბს არ დატოვებდა, ახლა ეს ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ წარსულის საკუთრებაა… არავისთვის იყო უცნობი ის, რომ ფერნანდო ტორესს ბენიტესთან ყოველთვის იდეალური ურთიერთობა ჰქონდა. ამბობდნენ, რომ თუ ესპანელი მწვრთნელი კლუბს დატოვებდა, ტორესსაც თან გაიყოლებდა. წაიყვანს თუ არა თავისთან რაფა, ჯერ უცნობია, თუმცა ლივერპულისთვის ამ მძიმე პერიოდში ფერნანდო ტორესით დაინტერესებული კლუბები რომ გააქტიურდნენ, ეგ უკვე ცნობილია. მანჩესტერ სიტი კვლავ ჩაება ტორესისთვის ბრძოლაში, თუმცა პოზიციების დათმობას არც იუვენტუსი და მილანის ინტერი აპირებენ. რაც შეეხება ჩელსის, ის საკმაოდ მაღალ თანხას სთავაზობს ლივერპულს. ბარსელონა, კლუბი, რომელიც კვლავ გააქტიურდა. სურს არსენალის კაპიტანი–ცესკ ფაბრეგასი იყიდოს ტორესთან ერთად. მიზანს მიაღწია და ვალენსიიდან უკვე იყიდა დევიდ ვილა, ახლა ფერნანდოს ყიდვა სურს –დუეტის შექმნა აქვთ გადაწყვეტილი. თურმე ინანეს იბრაჰიმოვიჩის ყიდვა. ნათქვამია “ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო”, ხოდა ეტყობა ”გაზომეს უკვე ასჯერ” და დარწმუნდნენ რომ კლუბს, ტორესი ზლატანივით იმედებს არ გაუცრუებს. ფერნანდოს აზრი ყოველთვის იყო და არის ყველასათვის ცნობილი – მას უზომოდ უყვარს ენფილდი და საერთოდ მთელი ლივერპული. ბენიტესის წასვლა არ სურდა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ბენიტესი მაღალი დონის მწვრთნელია და ლივერპულს სწორედ ეს კაცი სჭირდებაო. წყარო: guillembalague.com P.S. გამორიცხული არაა, მიუხედავად იმისა, რომელიღაც არაოფიციალური სტატია წერს თუ არა, რომ ტორესმა თავად სურვა დარჩენა. ასე რომ, უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ და ყველაფერს რეალურად შეხედეთ! View the full article
-
მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისის სასტიკი მებრძოლი სოლომონ კეინი ეძებს გამოსასყიდს, რომელიც საკმარისი იქნება მისი მთელი სიცოცხლის შეცდომებისათვის. მას სურს უარი თქვას ყოველგვარ სისასტიკესა და ბოროტებაზე, რათა დანარჩენი სიცოცხლე გაატაროს წმინდად და მშვიდად, მაგრამ როგორც კი დედამიწაზე ფეხი მოიკიდა ბნელმა ძალებმა, მას აღარ რჩება სხვა გზა გარდა ომში ჩართვისა. IMDB Rating: 6.5/10 (1,419 votes) ხანგრძლივობა: 01:44:02 View the full article
-
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ–ერთი აუტსაიდერის წინასამუნდიალო განაცხადი იხილეთ fanebi.com
-
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, რიო ფერდინანდმა ეროვნული გუნდის დღეს გამართულ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. იხილეთ fanebi.com
-
itv ზურაბ ხარატიშვილმა საარჩევნო პროსესი შეაჯამა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/xarartishvili-150x150.jpgცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა საარჩევნო პროცესი ინტერნეტ მედია კლუბში შეაჯამა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნები წინა წებისგან განსხვავებით მეტი პოლიტიკური კულტურით გამოირჩეოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/anna-xaratishviliavi_000003520.jpg itvს ლინკი