planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/realclearworld-150x99.gif რონალდ ასმუსი ბრუსელი – ევროპაში, კერძოდ კი იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთი მხრივ ევროკავშირს და ნატოს და მეორე მხრივ რუსეთს შორის არიან, აჩრდილი დაძრწის. ეს აჩრდილი – „ფინეთიზაციაა“. ცივი ომის ეპოქის ამ ტერმინის დაბრუნება დღეს დროის სულისა და ევროპული უსაფრთხოების გეოპოლიტიკის ცვლილებაზე მეტყველებს. ფინეთიზაცია ისეთ პოლიტიკას ნიშნავს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავს მოახვიეს ფინეთს ნეიტრალიტეტის საგარეო პოლიტიკის დამკვიდრებისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის ინტერესებს და მოთხოვნებს ითვალისწინებდა, და იმავდროულად ქვეყანა დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას ინარჩუნებდა, კომუნისტური სისტემის მიღებას თავს არიდებდა და არ ხდებოდა სატელიტი–სახელმწიფო, როგორც ეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შემთხვევაში მოხდა. და მართალია ტერმინი დიდწილად აგდებული მანერით გამოიყენება, ისტორიულად ეს უსამართლოა თავად ფინეთთან, ჩრდილოეთის ამ პატარა ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც წითელ არმიას საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით ეომებოდა, შემდეგ კი ეს დამოუკიდებლობა 40 წლის განმავლობაში შეინარჩუნა. როდესაც ცივი ომის ბოლოს კომუნიზმი და საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჰელსინკიმ ეს შესაძლებლობათა ახალი სარკმელი დასავლეთთან დაახლოებისთვის გამოიყენა: ფინეთი სწრაფად შევიდა ევროკავშირში და ყველა პირობა შექმნა ნატოში გაწევრიანებისთვის ისე, რომ წინასწარ უზრუნველყო ყველა კრიტერიუმთან შესაბამისობის პირობები – შესაძლებლობა, რომელიც მან მოგვიანებით აღარ გამოიყენა, თუმცა ეს ნებისმიერ მომენტში შეეძლო, თუკი პოლიტიკური გარემო შეიცვლებოდა. თუმცა ტერმინი თანამედროვე ლექსიკაში ბრუნდება, როგორც პოტენციური მომავალი ვარიანტი გაზრდილი ევროპის ამ ქვეყნებისთვის. ეს რუსული პოლიტიკის აღწერის სწრაფი ხერხია, რომელიც ცდილობს მეზობელი ქვეყნების საგარეოპოლიტიკური შესაძლებლობების და სუვერენიტეტის, ნატოში მათი გაწევრიანების ან ან დასავლური კურსისკენ მისწრაფების შეზღუდვას იმაში, რასაც მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. მოსკოვი არ ცდილობს მხოლოდ ამ ქვეყნების თანხმობის მოპოვებას იმ საკითხში, რომ ისინი დასავლეთთან მიერთებას არ შეეცდებიან. ის ასევე ცდილობს დასავლური სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას იმაში, რომ ისინი აღიარებენ მისი განსაკუთრებული ინტერესების სავარაუდო სფეროს – და პოტენციურად დუმილით დათანხმდებიან შეზღუდული სუვერენიტეტის ახალ განსაზღვრებებს. ეს რუსეთის პოლიტიკური განცხადებების რიგში ჩართული ერთ–ერთი მთავარი საკითხია და დიმიტრი მედვედევის წინადადებაა ევროპულ უსაფრთხოებაზე. და მიუხედავად იმისა, რომ არცერთ დასავლელ ლიდერს ამ იდეაზე, ისევე როგორც ოფიციალურ პოლიტიკაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, დიპლომატიურ დერეფნებში ბევრი სიარული საჭირო არ არის იმისთვის, რომ ისეთ დიპლომატებს წააწყდეთ, რომლებიც ხმამაღლა კითხულობენ, ფინეთიზაციის ახალი და თანამედროვე ვერსიები შეძლებენ კი მისაღებ პოლიტიკად იქცნენ იმ ქვეყნისთვის, რომლის დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივები ბუნდოვნად მოსჩანს. რამ წამოწია ეს იდეა ცივი ომის სამარიდან? პირველი ფაქტორი – შეხედულებაა იმის შესახებ, რომ დემოკრატიული გაფართოების ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც 1989 წლის შემდეგ გაიხსნა, იხურება. შეერთებული შტატების შეშფოთებამ მასშტაბური პრობლემებით, რომლებსაც ქვეყანა დღეს სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში აწყდება, შეიძლება გააძლიეროს იმის განცდა, რომ ამერიკული დიპლომატია და ხელისუფლება აღარ არის ხელმისაწვდომი იმისთვის, რომ დაეხმაროს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ევროპის გაფართოების პროცესს. გაფართოვებისგან დაღლამ, რუსეთის მზარდმა წინააღმდეგობამ, ზოგიერთი კანდიდატის უფრო რთულმა ბუნებამ, ახლა კი ევროს კრიზისმაც – ამ ყველაფერმა დასავლური პოლიტიკის პრიორიტეტები უკანა პლანზე გადასწია. რუსული სიმტკიცის, ევროპული სისუტისა და ამერიკული დაბნეულობის ერთობლიობამ ხელი შეუწყო იმ შეხედულების გავრცელებას, თითქოს ისტორიული სარკმელი დემოკრატიული გაფართოვებისთვის იხურება და რომ დასავლეთს ახალი, პრაგმატული კომპრომისი სჭირდება რუსეთთან ევროპის ზრდასთან დაკავშირებით. თუმცა არსებობს პრობლემა. ფინეთიზაციის (ან შეზღუდული სუვერენიტეტის ნებისმიერი სხვა ფორმის სხვა სახელწოდებით) დაბრუნება ისტორიულ უკუსვლას შეიძლება ნიშნავდეს. ის 1990 წლის ნოემბრის პარიზის ქარტიის ძირითადი პრინციპებისგან პირდაპირი უკანდახევა იქნება. ეს დოკუმენტი უნდა ყოფილიყო ცივი ომის შემდგომი ეპოქის ერთობლივი უსაფრთხოების ქვაკუთხედი. დოკუმენტი მის მიმდევრებთან ერთად, ღიად ქმნის ქვეყნისთვის საკუთარი შიდაპოლიტიკური და საგარეოპოლიტიკური გზის არჩევის უფლების გარანტიას. ეს იმ იდეის დასასრული იქნება, რომელსაც მისდევდა და რომელზეც მუშაობდა ამერიკის სამი პრეზიდენტი 1989 წლის შემდეგ, ასევე ევროპული უსაფრთხოების ერთობლივ ახალ სტრუქტურაში რწმენის დაკარგვა, რომელიც გაანადგურებს ძალთა ბალანსის, გავლენის სფეროების და შეზღუდული სუვერენიტეტის წარსულ კონცეფციებს. დღეს მოსკოვი ფინეთიზაციის ახალი ვერსიით მთელი ძალით ცდილობს საკუთარ საზღვრებთან დასვლური ინსტიტუტების მიახლობის შეკავებას. მაგრამ ისიც ცხადია, რომ დასავლეთს არ აქვს მკაფიო კონსენსუსი ან სტრატეგია იმასთან დაკავშირებითს, თუ რისი მიღწევა გვსურს ჩვენ ამ ქვეყნებთან. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ძველი პრინციპებისადმი, თუმცა არ ვიცით, როგორ მივაღწიოთ მათ წინსვლას და როგორც განვახორციელოთ ის ცვალებად პოლიტიკურ და სტრატეგიულ კონტექსტში. თუკი ჩვენ იმაში დარწმუნება გვსურს, რომ ფინეთიზაცია ისტორიულ ტერმინად რჩება და თანამედროვე არ არის, ჩვენ გაფართოვების ახალი სტრატეგია გვჭირდება. როგორც ამერიკული ანდაზა ამბობს: არაფრით, ვერაფერს დაამარცხებ. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/gallery-150x150.jpg26 მაისს, ზუგდიდში, დევნილების მხარდასაჭერად გამართულ ღონისძიებას აფასებდნენ დღეს პროექტის ორგანიზატორები და მომღერლები. „კოალიცია სამართლიანობისთვის” და „ Alter Vision Group”-ის განმარტებით, კონცერტი რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ვარკსვლავებმა და ქართველმა მუსიკოსებმა 80 ათას ადამიანს წარუდგინეს, მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/devnileb.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/garemo1-150x150.jpgგარემოს დაცვის დღეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე გარემოს განვითარებისათვის ომის უარყოფით გავენაზე ისაუბრეს. „საქართველოში ომით გამოწვეული ეკოლოგიური აგრესია” და „ომი და გარემო” ასე ჰქვია თენგიზ ურუშაძისა და რომან მაისურაძის მოხსენებებს, რომლების საზოგადოებას წარედგინა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/garem.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/saakashvili-150x150.jpgმიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რომელიც მისმა პრესსპიკერმა გაახმიანა, ძალოვანების მიერ 2 ივნის ჩატარებული სპეცოპერაციისას ამოღებული 2 მილიონი ევრო პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შეძენას მოხმარდება. არის თუ არა პრეზიდენტის ეს ნაბიჯი სამართლებრივად გამართლებული, მაშინ როდესაც, საქმეზე ძიება ჯერ არ დასრულებულა და ბრალდებულთა გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა? იურისტთა განმარტებით, როდესაც სავარუდო დანაშაულზე სამხილის ამოღება ხდება, ის ილუქება, ნივთმტკიცების სახით საქმეზე მაგრდება და ვიდრე საქმე არ დასრულდება, მისი განკარგვა დაუშვებელია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/prezidentis_inciativa.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/garemos-dacvis-dge-150x150.jpg5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს. 37-ე გარემოს დაცვის დღე საქართველოშიც აღნიშნეს და გარემოს დაცვისკენ მოსახელობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/garemo.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/laris_kursi_-270x180-150x150.jpgლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად, 1.84 ლარის ნიშნულზე დაეცა. ექსპერტები ამბობენ, რომ უცხოური ვალუტის დეფიციტის გამო, უკვე გაზაფხულიდან ცხადი იყო, რომ ლარის კურსი გაუფასურდებოდა. კულუარებში ლარის გაუფასურების მიზეზად ასახელებენ იმასაც, რომ მთავრობას თანხა დოლარებში აქვს მიღებული, ხოლო ვალდებულებების გასტუმრება ლარებში უხდება. დოლარის კურსის აწევა კი პირდაპირ მის წისქვილზე ასხავს წყალს, რადგანაც ლარის გაუფასურებით მთავრობას ნაკლები თანხის დახარჯვა უწევს . დეტალები ნახეთ მაია არაბიძისა და გირგი დვალის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/laris_gaupasureba.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ucxoeti-150x150.jpgუცხოეთი ამბები http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ucx.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/gazette.jpg დემიენ მაკელროი, The Daily Telegraph საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებით, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ- ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთი ახალ სამხედრო ბაზაზე რადარს და ახალ სათვალთვალო ელექტროსადგურს აშენებს ანკლავის დედაქალაქ ცხინვალთან ავანპოსტის მშენებლობამ, საქართველოს შიშები განუახლა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის გამეორებისთვის ემზადება, იმ ომის რომელსაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიის კატასტროფული დამცირება მოჰყვა. ბაზა რომელიც ყველა რუსული სადამკვირვებლო პოსტისგან მოშორებით სამხრეთის მიმართულებით განთავსდება, უზარმაზარი სტრატეგიული პოტენციალი აქვს. „საქართველო რუსეთისთვის დაუსრულებელი საქმეა“ – ამბობს ჩინოვნიკი – „ის თავდასხმისთვის მორიგ მომენტს არჩევს, მაგრამ ამისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი სჭირდება. ცხინვალის ბაზაზე სარადარო სადგურის და სათვალთვალო კომუნიკაციების მშენებლობის გეგმა ჩვენი უსაფრთხოებისთვის ახალ საფრთხეს წარმოადგენს. საფრთხე რეალურია, როდესაც თქვენ მსგავსი ბაზები გაქვთ საკუთარი საზღვრების შიგნით“. აღჭურვილობა, რომელიც რუსეთმა სამხრეთ-ოსეთში განათავსა, მას საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს საჰაერო მანევრებს, ასევე დაიჭიროს მობილური და სხვა კომუნიკაციები კავკასიის მასშტაბით და სამხრეთით ირანის ტერიტორიამდეც კი. თბილისისგან ჩრდილოეთით მდებარე ერთი ციდა ანკლავმა სამხრეთ-ოსეთმა, დამოუკიდებლობა შარშან მას შემდეგ გამოაცხადა, რაც რუსეთის არმიამ დამანგრევლად უპასუხა საქართველოს მცდელობას ტერიტორიაზე მოსკოვის გავლენა აღეკვეთა. სამხრეთ-ოსეთის პარლამენტმა ახლახანს რუსეთს ცხინვალში სამხედრო ბაზის იჯარით 49 წლიანი სარგებლობის უფლება მისცა. სამხრეთ-ოსეთში 4 000 რუს სამხედროზე მეტი იმყოფება, რომლებსაც ადგილობრივი მილიციის ძალებიც ამაგრებენ. შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მეორე აჯანყებული რეგიონის აფხაზეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ 2 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთი ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაზების მშენებლობით საქართველოში მისი ყოფნის ინსტიტუციონალიზაციას ახდენს. ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პირდაპირი ხელყოფაა“. ომის შემდეგ ანკლავს და საქართველოს შორის ურთიერთობები გაყინულია. მოსკოვის „ახლო საზღვარგარეთში“ პრო-რუსული პოლიტიკოსების მარცხის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ახლახანს რუსეთმა უკრაინასა და ყირგიზეთში დასავლეთის მოკავშირეების მარცხი იზეიმა. ქართველი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ მოსკოვი ოპოზიციურ კანდიდატებს დემონსტრაციების მოწყობაში აგულიანებდა, ცდილობდა რა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დამხობას, რომელიც კრემლს 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ანრისხებს იმით, რომ ამერიკასთან და ევროპასთან ახლო კავშირების დამყარებას ცდილობს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/lawyers-150x150.jpgსასტუმრო „ამბასადორში” ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა შეხვედრა გაიმართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/advokateb.jpg itvს ლინკი
-
ღამის შოუს სტუდია წარმოგიდგენთ ახალ სერიალს რომელიც იმედის არხზე გადის და "გოგონა გარეუბნიდან" ქვია . გარეუბნელი გოგონა არის ჟურნალისტი და მუშაობს ერთ-ერთ წამყვან და რეიტინგულ ტელევიზიაში სადაც ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევს View the full article
-
ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ფედერალური ბიუროს აგენტის გარშემო მიმდინარეობს, ეჭვმიტანილის დაკითხვა ტერორიზმში, რისი მიზანიცაა მოიპოვოს ინფორმაცია სამი ერთეული ბირთვული იარაღის ადგილმდებარეობაზე, რომელიც ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს... IMDB Rating: 7.3/10 (2,492 votes) ხანგრძლივობა: 01:37:07 View the full article