planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
როგორც ჩანს, ესპანური "ვალენსია" სულ მალე "ხეტაფეს" ფორვარდ რობერტო სოლდადოს გადაიბირებს, ეს ცნობა დღეს გამოცემა "ასმა" გაავრცელა. იხილეთ fanebi.com
-
როგორც ჩანს, ესპანური "ვალენსია" სულ მალე "ხეტაფეს" ფორვარდ რობერტო სოლდადოს გადაიბირებს, ეს ცნობა დღეს გამოცემა "ასმა" გაავრცელა. იხილეთ fanebi.com
-
ლონდონის "ჩელსიმ" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდის ნახევარმცველი ჯო კოული ამ ზაფხულს გუნდს დატოვებს, ამის მიზეზი კი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ რამდენჯერმე წამოწყებული მოლაპარაკების კრახით დასრულებაა. იხილეთ fanebi.com
-
მადრიდის "ატლეტიკო" "იუვენტუსის" გამოცდილი მცველით, ფაბიო გროსოთი დაინტერესდა. ესპანელებს დაცვის ხაზის გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა ამისთვის დიდი სახსრების დახარჯვას ერიდებიან, გროსოს გადაბირება კი, როგორც ჩანს, არც ისე "ძვირი სიამოვნებაა". იხილეთ fanebi.com
-
ამ ფილმმა თავის დროზე ფურორი მოახდინა კინო სამყაროში და გზა გაუხსნა დიდ კინოში 12 წლის დრიუ ბელიმორრს , აგრეთვე ფილმში დაკავებულია უამრავი კინო ვარსკვლავი.. პატარა გოგონას ( დრიუ ბელიმორი) რომელსაც ერთი შეხედვით შეუძლია ფერფლად აქციოს ყველაფერი დასდევენ სამთავრობო აგენტები რომელთაც სურთ გოგონას ეს შესაძლებლობა გამოიყენონ თავის ბოროტი განძრახვებისთვის , მაგრამ გოგოს მამა სიცოცხლის რისკად ცდილობს დაიცვას იგი და აცხოვროს , როგორც ჩვეულებრივი ბავშვი..... View the full article
-
ამ ფილმმა თავის დროზე ფურორი მოახდინა კინო სამყაროში და გზა გაუხსნა დიდ კინოში 12 წლის დრიუ ბელიმორრს , აგრეთვე ფილმში დაკავებულია უამრავი კინო ვარსკვლავი.. პატარა გოგონას ( დრიუ ბელიმორი) რომელსაც ერთი შეხედვით შეუძლია ფერფლად აქციოს ყველაფერი დასდევენ სამთავრობო აგენტები რომელთაც სურთ გოგონას ეს შესაძლებლობა გამოიყენონ თანის ბოროტი განძრახვებისთვის , მაგრამ გოგოს მამა სიცოცხლის რისკად ცდილობს დაივას იგი და აცხოვროს , როგორც ჩვეულებრივი ბავშვი..... View the full article
-
ეს სერიაც როგორც წინა სერია გადმოგვცემს უსასარულო მხიარულებას, მოდა და ნამდვილი მეგობრობას: , და მეტსაც, კერი , სანამტა, შარლოტა და მირანდა ხომ მზად არიან გვაჩვენონ მათი ცხოვრების კიდევ ერთი "ნაწილი" "დიდ ვაშლში" – და მის საზღვრებს მიღმა, – როგორ ართმევენ თავს ისინი თავის საქმეებს და პირად ცხოვრებას ამ სინამდვილეში View the full article
-
http://www.myliverpool.ru/_nw/43/95403749.jpg გთავაზობთ ”წითლების” სანაკრებო ფოტოებს… http://s57.radikal.ru/i157/1006/38/e6bdd6d1eaa3.jpg http://s42.radikal.ru/i095/1006/4a/46270347c817.jpg http://s40.radikal.ru/i087/1006/61/8f0f6668063c.jpg http://i035.radikal.ru/1006/3a/e4e071964e0d.jpg http://s003.radikal.ru/i202/1006/eb/ce5187f13e6f.jpg http://i054.radikal.ru/1006/1a/3b41700cb969.jpg http://s06.radikal.ru/i179/1006/36/152aa49cccdb.jpg http://s44.radikal.ru/i105/1006/d4/9be3aad895a7.jpg http://s02.radikal.ru/i175/1006/d6/ecdb02dbde68.jpg http://s53.radikal.ru/i142/1006/16/a174a32b1d3b.jpg http://i038.radikal.ru/1006/c5/7f928a5297c6.jpg http://s55.radikal.ru/i147/1006/6e/7ff7153d1c5c.jpg View the full article
-
http://anfieldonlineimages.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2009/11/aquilani-450x300.jpg როგორ იტყობინებიან, იტალიელი პრინცი შესაძლოა მომდევნო სეზონში მილანის ინტერში ვიხილოთ… რომასგან 20 მილიონად ნაყიდი აკვილიანი, შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. ჯერ კიდევ ”წითლებში” გადასვლამდე ალბერტომ მიიღო ტრავმა, ამიტომ მან სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. მოურინოს წასვლის, შემდეგ ინტერში შესაძლოა, რაფაელ ბენიესი, ვიხილოთ, იტალიელი ნახევარმცველი კი შესაძლოა, გაყვეს ბენიტესს მომავალ კლუბში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლივერპული მზადაა აკვილანი გაუშვას იმის ნახევარ ფასად, რამდენიც დაიხარჯა მისი შეძენისას, 10 მილიონ ფუნტად. View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01393/martin-o_neill_1393936c.jpg მას შემდეგ, რაც გუშინ ბენიტესმა დაგვტოვა და ბევრ გულშემატკივარს გული დაგვწყვიტა, “ლივერპულის” ბოსებმა კენი დალგლიშს და კრისტიან პურლსლოუს სთხოვეს, რომ მოეძებნათ ღირსეული შემცვლელი კლუბისათვის. ამ დროისათვის ბრიტანეთში შედგენილია წინასწარი სია, თუ ვინ ჩაიბარებს გუნდს. ყველაზე მეტად აქტიურობენ მარტინ ო’ნილი და როი ჰუდსონი. სპეციალისტები უკვე მუშაობენ დეტალებზე, რადგან ოფიციალური წინადადებით მიმართონ ერთ-ერთს. როგორც ითქვა, მეტი შანსი ო’ნილს აქვს-სწორედ ის მოიაზრება “წითლების” ახალ ბოსად. ასევე ითქვა ისიც, რომ კლუბის მაღლა მდგომებს არ სურთ “ენფილდი” დატოვონ ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან: ფერნანდო ტორესი, სტივენ ჯერარდი და ხავიერ მასკერან. http://premierfootball.files.wordpress.com/2009/06/roy-hodgson.jpg “მერსისაიდელ” გულშემატკივრებს კი უნდათ გუნდში იხილონ 62 წლის სპეციალისტი როი ჰუდსონი, რომელიცც ინგლისელ გულშემატკივარს ძალიან უყვარს. ყოფილი “ინტერისა” და ფინეთის ნაკრების მენეჯერი, ახლა “ფულემს” უდგას სათავეში. მისი “ენფილდზე” ხილვის ალბათობაც ასევე დიდია. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.ru View the full article
-
http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2010/06/lfc-blog-550x188.jpgგთავაზობთ ძალიან საინტერესო სტატიას. სადაც მოცემულია ყველა კანდიდატი ბენიტესის მემკვიდრეობისა და მცირე ინფორმაცია მათზე, მათ მიღწევებზე და ლივერპულში გადმოსვლის ალბათობაზე… მარტინ ო’ნილი ასტონ ვილა http://u.goal.com/19200/19283_hp.jpg ასაკი : 58 მიღწევები : 3 გზის შოტლანიის ჩემპიონი, 3 გზის შოტლანდიის თასის მფლოებლი, 1 შოტლანდიის ლიგის თასი და უეფას თასის ფინალისტი 2003 წელს სელტიკთან ერთად. მისი დანიშვნის ალბათობა: 2/1 როი ჰოდგსონი ფულჰემი http://u.goal.com/25500/25552_hp.jpg ასაკი: 62 მიღწევები : 1 დანიის სუპერლიგის გამარჯვებუყლი და დანიის თასის მფლობელი (კლუბ კოპენჰაგენში) 1997 უეფას თასის ფინალი (ინტერთან ერთად) 2010 ევროპის ლიგის ფინალი (ფულჰემთან ერთად) ალბათობა : 100/30 კენი დალგლიში ლივერპული (კლუბის ლეგენდა და ამჟამად საპატიო ელჩი) http://u.goal.com/89300/89384_hp.jpg ასაკი : 59 მიღწევები: 3 გზის ინგლისის ჩემპიონი და 2 ინგლსის FA-ს თასის მფლობელი (ლივერპულთან ერთად) პრემიერლიგის გამარჯვებული (ბლექბერნში) შოტლანდიის თასის გამარჯვებული (სელტიკში) ალბათობა: 4/1 გუს ჰიდინკი თურქეთი http://u.goal.com/43800/43886_hp.jpg ასაკი: 63 მიღწევები: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 6 გზის ჰოლანდიის ჩემპიონი და 4 გზის ჰოლანდიის თასის მფლობელი (პსვ-ში) საერთაშორისო თასის გამარჯვებული (მადრიდის რეალში) ინგლისის FA-ს თასის მფლობელი (ჩელსისთან ერთად) მეოთხე ადგილი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე (ჰოლანდია) მეოთხე ადგილი მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე (სამხრეთ კორეა) ალბათობაs: 8/1 იურგენ კლინსმანი თავისუფალი მენეჯერი http://u.goal.com/200/267_hp.jpg ასაკი : 45 მიღწევები: მესამე ადგილი მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე (გერმანია) მეორე ადგილი ბუნდესლიგაში (მიუნხენის ბაიერნი) ალბათობა: 12/1 სლავენ ბილიჩი ხორვატია http://u.goal.com/14300/14387_hp.jpg ასაკი: 41 მიღწევები: 2008 წლის ევროპისჩემპიონატის მეოთხედფინალი (ხორვატია) ალბათობა: 16/1 მარკ ჰიუზი თავისუფალი მენეჯერი http://u.goal.com/60300/60394_hp.jpg ასაკი: 46 მიღწევები: FA-ს თასის ნახევარფინალი, ინგლისის ლიგის თასის ფინალიl, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა (ბლექბერნი) ალბათობა: 16/1 მანუელ პელეგრინი თავისუფალი მენეჯერი http://u.goal.com/89400/89491_hp.jpg ასაკი: 56 მიღწევები: 2005-06 სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი. მეორე ადგილი ლა ლიგაში ჯერ ვილიარეალთან, გასულ წელს კი მადრიდის რეალთან ერთად…. ლუის ვან გაალი მიუნხენის ბაიერნი http://u.goal.com/47700/47714_hp.jpg ასაკი: 58 მიღწევები: 3 გზის ჰოლანდიის ჩემპიონი, 3 გზის ჰოლანდის სუპერთასის მფლობელი, 1 ჰოლანდიის თასის მფლობელი, უეფას თასის, ჩემპიონთა ლიგის, სუპერთასის და ინტერნაციონალური თასის მფლობელი (აიაქსში) 2 გზის ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის თასის და უეფას სუპერ თასის მფლობელი (ბარსელონა). ჰოლანდიის ჩემპიონი (ალკმაარში). გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის და აუდის თასების მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (მიუნხენის ბაიერნი) სემი ლი რაფა ბენიტესის ასისტენტი, ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი http://u.goal.com/21300/21397_hp.jpg ასაკი: 51 მიღწევები: 1976-86 წლებში 10 წელი თამაშობდა ლივერპულში, მოიგო 3ჯერ პრემიერლიგა და ორჯერ ევროთასი. 2008 წლიდან იყო ბენიტესის პირველი ასისტენტი ალბათობა: 20/1 მარკო ვან ბასტენი თავისუფალია http://u.goal.com/96700/96779_hp.jpg ასაკი: 45 მიღწევები: 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალი ჰოლანდიასთან ერთად. ასევე მუშაობდა აიაქსშიც ალბათობა: 25/1 ლუიშ ფელიპე სკოლარი თავისუფალი http://u.goal.com/43300/43398_hp.jpg ასაკი: 61 მიღწევები: 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიასთან ერთად, ჯამში მას 17 ტიტული აქვს. უმრავლესობა ბრაზიილის ჩემპიონატიდან… ალბათობა: 25/1 კევინ კიგანი თავისუფალიhttp://u.goal.com/93900/93938_hp.jpg ასაკი: 59 მიღწევები: ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი და ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი. 1996 წელს ნიუკასლთან ერთად პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა ალბათობა: 33/1 სვენ გორან ერიქსონი კოტ დივუარი http://u.goal.com/93100/93192_hp.jpg ასაკი: 62 მიღწევები: ინგლსის ყოფილი მწვრნთელი. 2000 წელს ლაციოსთან ერთად მოიგო სერია ა. ორგზის იტალიის თასის მფლობელი (1998, 2000). 1999 წელს მოიგო უეფას თასი და იმავე სეზონშივე სუპერ თასიც. ალბათობა: 33/1 ალან კირბისლი თავისუფალი http://u.goal.com/33800/33849_hp.jpg ასაკი: 52 მიღწევები: 1998 წელს ჩარტონი გადმოიყვანა პრემიერლიგაში. ალბთობა: 33/1 ჰარი რედკნაპი ტოტენჰემი http://u.goal.com/97400/97419_hp.jpg ასაკი: 63 მიღწევები: ტოტენჰემის ისტორიაში პირველიად გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. პორტსმუთთან ერთად მოიგო ინგლისის FA-ს თასი. ალბათობაs: 50/1 ხუანდე რამოსი თავისუფალი http://u.goal.com/56500/56538_hp.jpg ასაკი: 55 მიღწევები: 2008 წელს ტოტენჰემთან ერთად მოიგო ინგლისის ლიგის თასი. 2006 და 2007 წლებში მოიგო უეფას თასი და ესპანეთის თასი სევილიაში. ალბათობა: 50/1 View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sain-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sai.jpg itvს ლინკი
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2009/11/4/1257332812097/Xabi-Alonso-001.jpg “ლივერპულის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ხაბი ალონსომ უკვე გააკეთა კომენტარი, რომ ძალიან უნდა ჯერარდი “სანტიაგო” ბერნაბეუზე იხილოს. ჟოზე მაურინიოს ჯერარდი უკვე კაი ხანია უნდა, თავისი შეგირდი გახადოს. მას ჯერ სურდა იგი “ინტერში” აეთამაშებინა, ახლა კი აპირებს “რეალში” გადაიყვანოს. ის მზადაა ჯერარდის სანაცვლოდ პელეგრინს 30 მილიონი გამოართვას. დღეს ძალიან საინტერესო ინფორმაციამ გაიჟღერა ევროპულს მედიაში, სადაც წერენ რომ პერესი მხოლოდ 100 მილიონს გამოუყოფს მაურინიოს. ეს თანხა ცოტა ნამდვილად არაა, მაგრამ როცა საქმე რეალ ეხება, მაშინ შეიძლება პელეგრინს ძუნწი უწოდონ. ალონსომ ასევე აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს ყოფილ თანაგუნდელს და კვლავ სურს ერთად ითამაშონ. “სტივი გუნდის სული და გულია, ერთ-ერთია მსოფლიო ლიდერთაგან. მასთან ერთად თამაში მე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და იმედია მომავალშიც მომანიჭებს. ის აშკარად დიდი ფეხბურთელია”-განაცხადა ალონსომ. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.ru View the full article
-
შიში, სიყვარული, ზიზღი, პატივისცემა... ცხოვრება ხომ უკანასკნელი გაბრძოლებაა თავად სიცოცხლისადმი... ფილმის მთავარი გმირი NEW YORK-ის ცენტრალურ ქუჩაზე ცხოვრობს. მისი ოცნება პროფესიონალი კალათბურთელობაა, თუმცა თავადაც ხვდება რომ ამ ყველაფერს განხორციელება არ უწერია, ამიტომ იგი სუპერ მარკეტში მუშაობას დათანხმდენა... მისი ცხოვრება კი ნელ-ნელა უკან უკან მიიწევს, აგდებენ მას სამსახურიდან და NEW YORK-ის განგსტერები მას დედას უკლავენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი იგი იარაღს ხელს კიდებს და NEW YORK-ის ქუჩებში შურის საძიბლად გადის... View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ბრაიან ვაითმორი თბილისი – მოსკოვზე ცუდი წინათგრძნობა ყოველთვის თვალსაჩინოა საქართველოს მოუწესრიგებელ, ქაოტურ და მომხიბვლელ დედაქალაქში როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხმის მისაცემად 30 მაისის მუნიციპალურ არჩევნებზე მივიდა, მან მკვეთრად განაცხადა, რომ მისი მთავრობის რეალური მოწინააღმდეგე არა ქართული ოპოზიცია, არამედ რუსული არმიაა, რომელიც აჯანყებულ აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთშია დაბანაკებული. როდესაც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ამ არჩევნების შესახებ გარკვეულწილად კრიტიკული დასკნა გამოაქვეყნა, ზოგიერთი ქართველი ღიად სვამდა კითხვებს მოსკოვის გავლენის არსებობის შესახებ. და როდესაც ბრიუსელიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ ევროკავშირი სამხრეთ-კავკასიასა და მოლდავეთში მისი სპეციალური წარმომადგენლების პოსტების გაუქმების საკითხს განიხილავდა, ბევრმა ქართველმა ფრთხილად აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირი-რუსეთის სამიტს უძღოდა წინ, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით ელოდა. ეს მოსკოვისთვის გაკეთებული საჩუქარი გახლდათ? ევროკავშირის ჩინოვნიკები კრემლთან დაახლოვებისთვის ქართველებს ავტობუსის ქვეშ აგდებენ? შიშები გასაგებია. რუსეთის არმია თბილისიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში დგას. რეჟიმის შეცვლა აქ მოსკოვის ოფიციალური პოლიტიკაა და კრემლი დიდი ხანია საქართველოს სუვერენიტეტის პირობებში თავს აშკარად არაკომფორტულად გრძნობს. წინათგრძნობის ყველაზე სერიოზული წყარო, რა თქმა უნდა ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკაა და ის თუ რას შეიძლება ეს საქართველოს მომავლისთვის ნიშნავდეს. როდესაც გასულ თვეში ობამამ, რუსეთთან ბირთვულ თანამშრომლობაზე „123“ ხელშეკრულება კონგრესს რატიფიკაციისთვის ხელახლა წარუდგინა (ყოფილმა პრეზიდენტმა ბუშმა შეთანხმება 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ გამოითხოვა), წინათგრძნობა შფოთში გადაიზარდა და არამხოლოდ საქართველოში. 15 მაისს Washington Post-ში გამოქვეყნებულ დევიდ კრამერის (ბუშის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე) ღია წერილში, ნათქვამია რომ ობამას ადმინისტრაციამ მიდგომა „პირველ რიგში რუსეთი“, შეცვალა მიდგომით „მხოლოდ რუსეთი“. „როგორც ობამას, ასევე აშშ-ს სხვა მაღალჩინოსნებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ აღიარებენ რუსეთის „გავლენის სფეროს“ უფლებას, მაგრამ ქმედებები (ისევე როგორც უმოქმედობა) განცხადებებზე მეტს მეტყველებენ“ – წერს კრამერი – „რეგიონში რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების უგულებელყოფით, ადმინისტრაცია მოსკოვს სწორედ ამ სფეროს უთმობს“. თბილისში რეპორტაჟის მომზადების დროს, მე საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე ყველაზე გონიერ მოაზროვნეს (და მოთამაშეს) შევხვდი და ვკითხე მათ, მართლა ეშინიათ თუ არა იმის, რომ მოსკოვის მიმართ შეერთებული შტატების ახალი პოზიცია, თბილისის ინტერესებს ავნებს და აღმოვაჩინე, რომ ადამიანები, რომლებიც არიან (ან იყვნენ) რეალურად პასუხისმგებლები საქართველოს უსაფრთხოებაზე, გაცილებით მსუბუქად უდგებიან „გადატვირთვის“ პოლიტიკას, ვიდრე მთელი ამ ხმაურით მოსჩანს. იმ ადამიანებში რომლებიც საქმის კურსში არიან, იალტის სინდრომი თბილისში საგრძნობლად გაზვიადებულია. „მე არსებითად არ ვეთანხმები იმ ანალიზს, რომ ვაშინგტონმა თბილისი მიატოვა” – მითხრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიამ – „ადმინისტრაციის პოლიტიკაში არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთთან მათ „გადატვირთვა“ აქვთ და მოსკოვთან განსახილველი მნიშვნელოვანი პრობლემები გააჩნიათ, მაგრამ ამ პროცესში არ ყოფილა არც ერთი ისეთი პუნქტი, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი და უსაფრთხოება პირველ პლანზე არ იდგა“. ბოკერიას რელური ძალაუფლება და გავლენა საქართველოში ბევრად აღემატება მის ოფიციალურ სტატუსს (ის სააკაშვილის უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირია). მან დასძინა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ხელს უწყობდა სიტუაციის დამშვიდებას 2009 წლის დაძაბული ზაფხულის განმავლობაში, როდესაც ბევრ ანალიტიკოსს შეიარაღებული შეტაკების განახლების ეშინოდა: „როდესაც სიტუაცია ყველაზე კრიტიკული იყო, პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტის დროს, მან უკიდურესად მკაფიოდ გამოსთქვა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ის გზავნილი სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2009 წლის ზაფხულში, ყველაზე სახიფათო სიტუაციაში, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ძალიან ღია და მკაფიო განცხადებები გააკეთა საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების განზრახვის არსებობაზე, პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ მედვედევს დაურეკა იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი შეერთებული შტატებისა და რეგიონისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლდათ. იმან რაც ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ზაფხულში პრეზიდენტ ობამასგან, როდესაც სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, სტაბილურობაზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მე არ ვამბობ, რომ პრობლემა ამოწურულია. ოკუპაცია გრძელდება, ეთნიკური წმენდა აღკვეთილი არ არის, რუსეთისთვის ჩვენი სუვერენიტეტი მიუღებელია, მათ სურთ დომინირება თავის ე.წ. გავლენის სფეროში, მაგრამ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმის უშუალო საფრთხე, თუ ბოლომდე არ აღიკვეთა, დიდწლად შემცირდა აშშ-ს ადმინისტრაციის ძალიან აქტიური პოზიციის წყალობით“. ოპოზიციის ლიდერმა და გაერო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამაც ანალოგიურად განმიცხადა, რომ აშშ-რუსეთის გაუმჯობესებული ურთიერთობებით საქართველოც უფრო დაცული ხდება. ალასანია, რომელმაც აპლოდისმენტები დაიმსახურა მისი სიმშვიდის გამო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს, ამბობს რომ თბილისს სჭირდება ვაშინგტონი, რომელიც მოსკოვით იქნება დაკავებული, რომ საქართველომ საბოლოო ჯამში შესძლოს რუსეთთან მისი პირადი ურთიერთობების უფრო თანაბარ პირობებზე ნორმალიზება: „მე მტკიცედ მჯერა, რომ თუკი აშშ–რუსეთის ურთიერთობები უფრო გაფართოვდება და ქვეყნები დაახლოვდებიან, ეს საქართველოს მხოლოდ წაადგება. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით უამრავი პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ და ჩვენ მარტო ამ პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ. ამ ეტაპზე ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ მოვითხოვოთ რუსეთმა აგრესიული ქმედებები აღარ განახორციელოს, სიტუაცია დამშვიდდეს და მოვაგვაროთ პრობლემები, რომლებიც ომის გზით ვერ მოგვარდება. ჩვენ ძლიერი პარტნიორები გვჭირდება და რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს (შეერთებულ შტატებს) რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ეს არის ის რის გამოც მე ასევე მჯერა, რომ უკეთესი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციას, ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს შორის, ამ პრობლემების გადაწყვეტის პერსპექტივებს გააუმჯობესებს. ამის გამო მჯერა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენა არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. მე მტკიცედ მწამს, რომ არ არსებობს არანაირი გზა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, ქართული დემოკრატია ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ ურთიერთობებს შეეწირება“. როგორც მე მანამდეც ვწერდი, ეს როგორც სჩანს საქართველოსთან მიმართებაში ობამას არა მხოლოდ საჯარო განცხადებების, არამედ მედვედევთან და პუტინთან მისი პირადი საუბრების დამსახურებაცაა, რამაც დაარწმუნა რუსეთი მორიგი კონფლიქტისგან უკან დაეხია. როგორც მე ვწერდი, ობამას მთავარი მრჩეველი რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლი დიდხანს ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი უფრო ეფექტურად შესძლებდა მოსკოვის ქმედებებზე გავლენის მოხდენას, როდესაც ის კრემლთან მუშაობს და მასთან ფართო ორმხრივი დღის წესრიგი აქვს. თბილისში რუსეთის შიში ძლიერია, მაგრამ ისეთი ცივი გონების ადამიანებისთვის – და ჩემი აზრით ბოკერია და ალასანია თბილისში ორი ყველაზე ცივი გონების ადამიანია – ობამას „გადატვირთვა“ რუსეთთან გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე მთელი ეს პანიკური ვარაუდები. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze-praimtaimiwmv_001305200-150x150.jpg“დემოკრატიული მოძრაობა_ერთიანი საქართველოს” ლიდერი არასაპარლამენტო ოპოზიციას აკრიტიკებს. ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებასა და ხელისუფლების პოზიციების განმტკიცებაში ადანაშაულებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/praimtaimi.jpg itvს ლინკი
-
(აღმოსავლური ფრონტი) - ეს არის მოდიფიკაცია თამაშისთვის Company of Heroes.. დამატებულია ახალი მხარე - წითელი არმია !!( რუსული ვერსიაა) ჩენი მთავარი მიზანია - შევინარჩუნოთ ერთდროული ბალანსი და რეალიზმი ერთ - და მრავალმომხმარებლიან თამაშებში. მოქმედება მოდიფიკაციაში ვითარდება ისტორიულ მინდვრებზე დაპირისპირება საპჭოთა კავშირის და გერმანიის ტერიტორიებზე, სადაც თქვენ გელოდებათ სხვადასხვა ახალი შებრძოლება. View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/00792/ferdinand0819get_792587c.jpgკიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს, რიო ფერდინანდია. 31 წლის ცენტრალური მცველი ნაკრების დღევანდელ ვარჯიშზე ემილ ჰესკის შეეჯახა და მუხლი დაიზიანა. ფერდინანდი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, საიდანაც იგი უკვე ყავარჯნებით დაბრუნდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით მოუწევს ფერდინანდს უქმობა, მაგრამ Skysports-ის ცნობით იგი მსოფლიოს ჩემპიონატს აუცილებლად გამოტოვებს. იგივე Skysports-ის და BBC-ს ინფორმაციით, ფაბიო კაპელო ფერდინანდის ნაცვლად სამხრეთ აფრიკაში მაიკლ დაუსონს იახლებს. რაც შეეხება კაპიტნის სამკლავურს, რომელიც ფერდინანდს ჯონ ტერისთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ხვდა წილად, მას სტივენ ჯერარდი ჩაიბარებს. გუნდის კაპიტანი ის უნდა იყოს, ვისაც ლიდერობა შეუძლია და ასეთი სწორად სტივენ ჯერარდია. წარმატებები ვუსურვოთ მას, იგი ხომ ინგლისის კაპიტანია! http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01587/Steven_Gerrard__1587236c.jpg View the full article
-
Lady_Gaga_ft_Beyonce --ვიდეო კლიპი View the full article
-
http://blogs.menmedia.co.uk/old/eurovision/spain%20flag.jpg მუნდიალი ახლოვდება, გუნდები კი ძალას იკრებენ. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ–ერთმა უდაო ფავორიტმა, ესპანეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩებში არც თუ ისე კარგად ჩაატარა… ჯერ იყო და მოულოდნელად ესპანეთის ნაკრებს მედგარი წინააღმდეგობა საუდის არაბეთმა გაუწია. თუმცა ესპანეთი რისი ესპანეთი იქნებოდა ეს თამაში რომ მოწინააღმდეგისთვის დაეთმო. საბოლოოდ მაინც მოახერხა და 3:2 იმარჯვა. გუშინ კი, სამხრეთ კორეამ კინაღამ დაჯაბნა. ესპანეთმა კვლავ გადაარჩინა თამაში და მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია მეტოქეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები სათადარიგო სკამზე დასხა დელ ბოსკემ. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რამოდენიმე წუთი მიეცათ თავის გამოჩენისთვის. გუშინდელი მატჩის დასრულებისთანავე, დელ ბოსკემ კომენტარი გააკეთა: “ოპტიმისტურადაა განწყობილი თითოეული ჩვენთაგანი. რაც შეეხება ფერნანდო ტორესს, მან აპრილში მუხლის ოპერაცია გადაიტანა. ფერნანდო მალე შემოგვიერთდება. ყველა მოუთმენლად ელის მას.” კორეასთან მატჩში ყველაზე აქტიური და გამორჩეული ფიგურა მაინც არსენალის კაპიტანი, ფრანსესკ ფაბრეგასი იყო: “პირველ ტაიმში თავს შედარებით უფრო მშვიდად ვგრძნობდი, თუმცა განწობა მაინც კარგი იყო.” კორეასთან მატჩისას ფაბრეგასმა მეტოქის კარის მიმართულებით რამოდენიმეჯერ არაზუსტად დაარტყა, ბურთი სულ რამოდენიმე სანტიმეტრით ცდებოდა კარს ან ძელს ხვდებოდა. წყარო: sportinglife.com View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg ჟერარ შალიანი ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ბრაზილია და თურქეთი ირანის საკითხის გადაწყვეტაში საკუთარი შუამავლობის ინიციატივით გამოვიდოდნენ? როგორი შედეგებიც არ უნდა ჰქონდეს ამ წინააღმდეგობრივ ინიციატივას, ის მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ ახალი რეგიონალური სახელმწიფოების გავლენა იზრდება, იმ სახელმწიფოების, რომლებსაც ამოძრავებთ არსებული სტატუს–ქვოს შეცვლის სურვილი, რომელიც მათ საერთაშორისო არენაზე სერიოზული როლის თამაშის საშუალებას არ აძლევს. ისტორიას ჩაბარდა 2003 წლის ბალანსის განცდა, როდესაც ვაშინგტონი თავს ფაქტიურად ყოვლისშემძლედ მიიჩნევდა. საბჭოთა კავშირის დაშლა, ნატოს გაფართოება და „ფერადი რევოლუციები“ – ეს ყველაფერი „რბილი ძალის“ დახმარებით ხორციელდებოდა. ნავთობსადენ ბაქო–თბილისი–ჯეიჰანს დასავლეთისთვის ნახშირწყალბადი უნდა მიეწოდებინა, რომელსაც მანამდე მოსკოვი აკონტროლებდა. ერაყში ომით აშშ ახლო აღმოსავლეთის მოცვას იმედოვნებდა. ყველაფერი სრული მარცხით დასრულდა. რუსეთის ჩახშობისა და იზოლაციის პოლიტიკა 2008 წელს დასრულდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა სერიოზული სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც მოსკოვთან კონფლიქტში ჩაება. უკრაინა ნატოში ვეღარ შევა, და სერიოზული სირთულეების მიუხედავად, რუსეთი კავკასიაში უდაო ავტორიტეტად რჩება და საკუთარ გავლენას ინარჩუნებს შუა აზიაში, ჩინეთთან ახლოს მდებარე ყირგიზეთის ჩათვლით, სადაც აშშ–მ ასევე მოახერხა საკუთარი სამხედრი ბაზის შენარჩუნება. და აქაც აშშ, ხოლო შემდეგ ევროპა კრიზისმა მოიცვა. კრიზისით გამოწვეულმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა სირთულეებმა ხაზი გაუსვა ახალი განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელობას (რომელთაგან ყველა ბრაზილიის გარდა, აზიაში მდებარეობს) და განსაკუთრებით ჩინეთის, რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთ უმსხვილეს მოთამაშედ იქცა. სამ ათწლეულზე ნაკლებ დროში ამ ქვეყანამ ბისმარკის მოდელის მიხედვით საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა, რამაც თავის მხრივ შეცვალა სტატუს–ქვო, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთის ქმედებები განსაზღვრავდა. ასეთმა ნახტომმა ბევრი ადამიანი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მაგრამ უძრაობა ხომ სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება? გადაიკითხეთ ახალგაზრდა ენგელსი: „ინგლისის მუშათა კლასის მდგომარეობა“ 1845 წელს. და არ დაივიწყოთ, რომ საუბარია იმ დროის ყველაზე დემოკრატიულ და მძლავრ სახელმწიფოში შექმნილ სიტუაციაზე. ინდოეთმა ცალსახად გაუსწრო მის მუდმივ მოწინააღმდგე პაკისტანს, რომელიც იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ეკონომიკა განავითაროს, უკვე მეორე ათეული წელია, რაც „სტრატეგიული ზურგის“ განმტკიცებაზე ზრუნავს ავღანეთში და რეგიონალური კრიზისის ეპიცენტრად რჩება. დღეს ვაშინგტონი ინდოეთში მნიშვნელოვან მოკავშირეს ხედავს, რომელიც ნაწილობრივ შეიძლება აზიაში ჩინეთის გავლენის საპირწონედ გამოდგეს. ცხადი ხდება, რომ ბრაზილიის, ამ ქვეყანა–კონტინენტის გარდა, რომელიც უზარმაზარ იმედებს იძლევა (თუმცა შესაძლოა ყოველთვის გამართლებულს არა), ძირითადი პარტიის გათამაშება ევრაზიის კონტინენტის და კერძოდ კასპიის ზღვის აუზის ირგვლივ ხდება. გარდა ამისა, სწრაფად მზარდი ეკონომიკები (ჩინეთი და ინდოეთი) და განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნები (აშშ, იაპონია და ევროპა) დღეს ისე როგორც არასდროს განიცდიან ნახშირწყალბადის აუცილებლობას და მისთვის საბრძოლველად მზად არიან. აშშ ღრმა კრიზისშია, რომლის შედეგების გადალახვის პერსპექტივები დასავლეთის მასშტაბში ჯერ კიდევ შორსაა. არანაკლებ პრობლემურია მათთვის ერაყის და ავღანეთის ოპერაციებიც. ჰუსეინის დამხობის შემდეგ დაყენებული არცერთი საკითხი ბოლომდე არ გადაჭრილა. სამოქალაქო ომის წარმოქმნის ყველა წინაპირობა კვლავ ძალაშია. ვინ იქნება პრემიერ–მინისტრი? რომელი მყიფე კოალიციის საფუძველზე? სახელმწიფოს მოწყობა ფედერალური იქნება თუ ცენტრალიზებული? და საერთოდ, ხომ არ გაუჩნდება ბაღდადში ხელისუფლებაში მოსულ ძალას შიიტურ პოპულისტური ცდუნება, რომ ქურთების წინააღმდეგ ქვეყნის არაბული მოსახლეობა გააერთიანოს? სამხედრო მოქმედებებს ავღანეთში დღეს მზარდი ტენდენცია ახასიათებს, ერთი შეხედვით მოლაპარაკებების შენარჩუნების ფონზე. ჰამიდ კარზაის მთავრობა და ადმინისტრაცია სწრაფად მიღებული სტრატეგიის აქილევსის ქუსლია. შეიძლება კი ისევ სიტუაციიდან ოდნავ მაინც ღირსეული გამოსავლის პოვნა? შედეგად, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო დემოკრატიებს შორის ვერ გაიმარჯვებს კონფლიქტში, რომელშიც ომს ბაბუების მეთოდით ადამიანების პატარა ჯგუფი აწარმოებს (საუბარი არ არის მასობრივ აჯანყებაზე, როგორც ეს ვიეტნამში იყო). ღირს კი იმის შეხსენება, რომ რვაწლიანი ომის განმავლობაში აშშ–მ და ნატომ საერთო ჯამში 1 700–ზე ოდნავ ნაკლები ადამიანი დაკარგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნების საზოგადოებრიობისთვის ესეც უზარმაზარი ციფრი აღმოჩნდა? რეგიონალური კრიზისი ისრაელს და პალესტინას შორის ტერიტორიული კონფლიქტის ირგვლივ, ირანს და მის ბირთვულ პროგრამასაც ეხება. ბარაკ ობამა ახლა ირანის პრობლემაშია ჩაფლული და უბრალოდ არ ძალუძს საკმარისი ყურადღება დაუთმოს ისრაელის მთავრობის მოლაპარაკებებს პალესტინის ხელისუფლებასთან. „ლიკუდი“ თავის მოკავშირეებთან ერთად თავის არიდების პოლიტიკას აწარმოებს იმის მოლოდინში, რომ ბარაკ ობამა პოლიტიკურ სცენას დატოვებს ან ვერანაირი ზეწოლის განხორციელებას ვერ შეძლებს. გამოდის, რომ ეს სტრატეგია უფრო ლოგიკურია, ვიდრე ციპი ლივნის მიერ შემოთავაზებული პროექტი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე? ძალიან საეჭვოა. ახლო აღმოსავლეთში დიდი გავლენა მოიპოვა თურქეთმა. მის პოლიტიკაში შეიძლება სამი ძირითადი მიმართულების გამოკვეთა: ევროკავშირი, რომლისთვისაც ის გარდაუვალი ენერგეტიკული დერეფანია, მუსულმანური ქვეყნები, რომელთა ლიდერადაც გახდომას ის იმედოვნებდა, და შუა აზიის თურქულენოვანი სახელმწიფოები ჩინეთის პროვინციის სინცზიანის ჩათვლით. მთლიანობაში, თურქეთის ინტერესები აშშ–ს ინტერესებს ემთხვევა და მიმართულია შუა აზიასა და კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტებაზე. წინ მიიწევს აღმოსავლეთ აზიაც, რეგიონი ინდოეთიდან ჩინეთამდე, სადაც 3,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. სხვათაშორის, ჩვენი ცოდნა მათ შესახებ ძალიან მწირია. მაგალითად, იცით თუ არა ის, რომ მარტო ცალკე აღებულ სამხრეთ კორეაში მსოფლიოს სავაჭრო ფლოტის მესამედი იქმნება? ჩვენ ისეთ კრიზისში გავეჩხირეთ, რომელიც ძალიან სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს, იმ დროს როდესაც განვითარებადი ქვეყნები ჩქარი ტემპებით აღწევენ პროგრესს და საკუთარი თავისთვის ახალი თამაშის წესებს ითხოვენ. დემოგრაფიული ბალანსის ცვლილების ფონზე ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა პირველ რიგში ეკონომიკაში მდგომარეობს და ეხება ენერგეტიკას, განათლებას და ინოვაციურ კვლევებს. აშშ–ს, როგორც ჩანს, მასთან გამკლავება შეუძლია, თუკი მის მორგების უნარს და დინამიზმს გავითვალისწინებთ. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ ასე არ გვყოფნის, და ჩვენ ვერ შევძლებთ სირთულეებთან გამკლავებას კონსერვატიული კორპორატიული სისტემით, ხმამაღალი განცხადებებით საერთაშორისო არენაზე, მოსახლეობით, რომლის ნაწილსაც მუშაობა არ სურს და უმუშევრობით ახალგაზრდებს შორის. უკვე სამი საუკუნის განმავლობაში არსებული ევროპისა და აშშ–ს უპირობო ბატონობა დასასრულს უახლოვდება. თუკი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება გვსურს, მაშინ ყველას მოგვიწევს მკაცრი ზომებისა და მუხლმოუხრელი მუშაობის აუცილებლობასთან შეგუება. გერმანიაში ეს როგორც ჩანს უკვე გააცნობიერეს. ორიგინალი ორიგინალი
-
საეკლესიო კალენდარი კვირა ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის წმიდა მთაზე და რუსეთს განბრწყინვებულთა (გარდამავალია, მოიხსენიება… ლინკი მედიანიუსზე