Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დანიის ეროვნული გუნდი მორტენ ოლსენმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის დარაზმა იხილეთ fanebi.com
  2. http://s09.radikal.ru/i182/1006/ea/36205aa5ea5a.jpg ჩვენი საიტი უკანასკნელ მზერას მიაპყრობს რაფაელ ბენიტესის 6 წლიან რევოლუციას ”წითლებში”… როგორ, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რაფა ბენიტესი, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს 5 წლის და 50 კვირის, შემდეგ, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბიდან წავიდა. ამ ექვსი სეზონის განმავლობაში, მრავალი სასიხარულო და ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა, მოდით ერთად გავიხსენოთ ყველა ეს მნიშვნელოვანი მოოვლენები. წარუმატებელი ორი სეზონის შემდეგ კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო პოსტიდან მოეხსნა ჟერარდ ულიე – 2004 წლის 16 ივნისს კლუბს სათავეში უდგება, 44 წლის რაფაელ ბენიტესი, რომლის იმდროინდელი სტატუსი,ესპანეთის ჩემპიონი და უეფას თასის მფლობელი იყო ესპანური ვალენსიათი. http://ifotka.ru/images/bs8hoj3x6dnhdpoomltl.jpg 2004/05 მან გუნდში მოსვლის თანავე პირველივე ტრანსფერი განახორციელა, გუნდში მოიყვანა ყველასათვის უცნობი ხაბი ალონსო და ლუის გარსია, მაგრამ გუნდიდან მაიკლ ოუენი წავიდა, მინდა აქვე შეგახსენოთ, რომ ოუენის დაკარგვაში რაფას წვლილი ნადმვილად არ მიუძღვის. მისი დებიუტი გუნდში არ შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, გუნდმა სეზონი მეხუთე ადგილზე დაამთავრა და ჩემპიონს 37 ქულით ჩამორჩებოდა. წარმატებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ”უეფას თასი”, სადაც ”წითლებმა” ფინალს მიაღწიეს, მაგრამ არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ საშინელი და სამარცხვინო წაგება ინგლისის თასზე ”ბარნლისთან” მე–3 ეტაპზე. თუმცა ყველა ეს წარუმატებლობა ჩაქრა სტამბულის საოცრებად, სადაც ”წითლებმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის წინააღმდეგ მეორე ტაიმის ექვს წუთში ”მსოფლიო გადაატრიალეს.” სენსაციური გამარჯვება, პირველ ტაიმში 3-0 წაგების შემდეგ, ”წითლებმა”თამაში მოაბრუნეს და ლიგის თასი ”ენფილდზე” ჩამოიტანეს. http://ifotka.ru/images/rboi1vratgt5fhyzwdd.jpg ადგილი -5, ქულა – 58. 2005/06 ახალი სეზონი სუპერ თასის გამარჯვებით დაიწყო, განახლდა გუნდი, ”წითლებს” შეუერთდნენ პიტერ კრაუჩი და პეპე რეინა, მაგრამ ყველაზე დამაჯერებელი იყო სეზონის სტარტი პრემიერ ლიგაში. ამას მოჰყვა ჩემპიონატში ზედიზედ 10 გამარჯვება და 11 თამაშში კარის მშრალად შენახვა. გუნდმა თავის შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა, პრემიერლ ლიგა მესამე ადგილზე დაამთავრა, მაგრამ საგრძნბლად ჩამორჩებოდა მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ იუნაიტედს. მერსისაიდლებმა კვლავ გააღწიეს ფინალში, ვესტ – ჰემთან მატჩში ინგლისის თასზე, კვლავ 3-3-ს მიაღიწეს და გაიმარჯვეს პენალტების სერიაში. მეშვიდეჯერ მოიპოვეს ლივერპულელებმა ეს გამარჯვება, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ”ჯერარდის ფინალი.” http://ifotka.ru/images/a3zew95p3nw25x35w01.jpg ადგილი – 3, ქულა – 82 2006/07 არადამაჯერებელი სტარტი ეროვნულ ჩემპიონატში, მარცხი ჩელსისთან, არსენალთან, მანჩესტერთან, ევერტონთან. ასე თუ ისე წარმატებული აპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე, შურის ძიება არსენალთან და ბარსელონასთან ”ნოუ კამპზე” გამარჯვება. ნახევარფინალში კი ორი დიდი მწვრთნელის დუელი მოურინოის ბენიტესმა აჯობა და გუნდი ფინალში გაიყვანა, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ფინალში გუნდმა მილანთან შეხვედრა დათმო. http://ifotka.ru/images/ss91hhhrogsbfbd7uy.jpg ადგილი – 3, ქულა – 68. View the full article
  3. http://a.pix.ge/g/lbywz.jpg“Sunday Mirror-ი” იუწყება, რომ სტივი ჯი არ დატოვებს “ლივერპულს”, ხოლო ხავიერ მასკერანო გაჰყვება ბენიტესს მილანის “ინტერში … ჟოზე მაურინიოს დანიშვნის შემდეგ, “რეალ მადრიდმა” £30 მილიონი გაამზადა “წითლების” კაპიტნის საყიდლად. მწვრთნელის თქმით, მისი საყვარელი ფეხბურთელები სწორედ ჯერარდი და ლამპარდი არიან… სტივი კი ბედნიერია “ლივერპულში” და დარჩენა სურს - ციტირებს “Mirror”. სულ რაღაც 48 საათში ბენიტესი “ინტერის” მწვრთნელი გახდება და მასკერანო მზადაა დაუფიქრებლად გადაჰყვეს მას. “ამ დროისთვის მე მცირე წარმოდგენა უკვე მაქვს ჩემს მომავალზე. მე ბენიტესთან 3 წელი გავატარე “ენფილდზე”, მისი ფეხბურთი ზედგამოჭრილია ჩემთვის. “ “ინტერმა შესანიშნავი არჩევანი გააკეთა, მაურინიოს შემდეგ სწორედ ბენიტესია, რომელიც შეუძლია გამარჯვებების გაგრძელება.” View the full article
  4. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01403/roy-hodgson_1403570c.jpgამ დროისთვის, როგორც ინგლისური პრესა ავრცელებს, ყველაზე მეტი შანსი “ლივერპულის” სათავეში ჩადგომისა სწორედ “ფულემის” მწვრთნელს, როი ჰოდგსონს აქვს, შემდეგ კი რედკნაპი და დალგლიში არიან … ინტერნეტ გამოცემების ფავორიტად როი ითვლება. “The People” წერს, რომ ყველაზე მეტი შანსი ოთხეულში შესული “ტოტენჰემის” ლიდერს აქვს. ეს კი “წითლების” ლეგენდარული ფეხბურთელის, კენი დალგლიშის უკანა პლანზე წაწევას სულაც არ გულისხმობს. ზემოთ აღნიშნული ორი მწვრთნელს დიდ კონკურენციას ლეგენდარული ფეხბურთელიც უწევს. “The News of the World-ი” იუწყება, რომ “ფულჰემში” მწვრთნელმა საკმაოდ დიდი სამუშაო გაწია, რაც უნდა აძლევდეს შანსს, გადავიდეს “ენფილდზე” სამუშაოდ. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club%20Home/2009/4/19/1240138580832/Kenny-Dalglish-001.jpg მის მსგავსად, დალგლიშიც მზად არის თავისი ყოფილი გუნდის სათავეში ჩასადგომად, როგორც კი ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებენ. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01387/harry_redknapp_1387413c.jpgარც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი კლუბის “ტოტენჰემის” მწვრთნელი რედკნაპია წინააღმდეგი “ენფილდის” ჩაბარებაზე, თუ მის ვაჯსაც ჯეიმს მოიყვანს სამწვრთნელო შტაბში … წყარო: imscouting.com View the full article
  5. იტალიურ-ესპანურ პრესაში აგორებულ 'ჭორთა მანტიას', მილანის "ინტერის" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, დუგლას მაიკონი გამოეხმაურა. მაურინიოს მადრიდში გადაბარგების შემდეგ, 'ყვითელი' პრესა გააქტიურდა... ჟურნალისტებმა უამრავი, მითი, თუ რეალობა შეთხზეს, თუმცა ერთი, რამ ნათელია, მადრიდის "რეალსა" და მილანის "ინტერს" შორის აღმოცენებულმა სატრანსფერო მეგობრობამ, შესაძლოა კიდევ ერთი 'ინტერისტა' შეიწიროს. იხილეთ fanebi.com
  6. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/2/3/1233658915345/Harry-Redknapp-001.jpg ინგლისური ”ლივერპულის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰარი რედნაპის კანდიდატურას განიხილავს, იუწყება Mirror. კენი დარგლიშმა, რომელსაც დაევალა მთავარი მწვრთნელის მოძიება, თავის სიაში ”ტოტენჰემის” თავკაციც შეიყვანა. თავად რედნაპიც უკმაყოფილოა კლუბის პრეზიდენტით, დანიელ ლევით, რომელიც მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ამიტომ სავსებით შესაძლებელია უახლოესს მომავალში ”ლივერპულს” ჩაუდგეს სათავეში. შეგახსენებთ რომ მან პრემიერლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მიიღო. View the full article
  7. ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ხშირია ნაკრებებში ტრავმები. რაც მთავარია ისეთი ფეხბურთელები აკლდებიან გუნდებს, რომლებიც დასაყრდნენ ძალას წარმოადგენენ. ცნობილი გახდა, რომ ჰონდურასის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ვილსონ პალასიოსმა რუმინეთთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო ფორუმი გამოტოვოს. იხილეთ fanebi.com
  8. Eurosport-ის ინფორმაციით, "მილანი" და "იუვენტუსი" თავდასხმის გაძლიერებას, "მანჩესტერის" ბულგარელი ფორვარდით გეგმავენ. იხილეთ fanebi.com
  9. გუშინ, მორიგი საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა, სერბეთისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებს შორის. შეხვედრაში შვიდი გატანილი გოლი ვიხილეთ და უმეტესობა სწორედ სერბების ანგარიშზეა. მატჩი მასპინძლებმა 4:3 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ კამერუნელებმა მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე, გამარჯვებას ვერ მიაღწიეს. იხილეთ fanebi.com
  10. გუშინ, მორიგი საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა, სერბეთისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებს შორის. შეხვედრაში შვიდი გატანილი გოლი ვიხილეთ და უმეტესობა სწორედ სერბების ანგარიშზეა. მატჩი მასპინძლებმა 4:3 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ კამერუნელებმა მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე, გამარჯვებას ვერ მიაღწიეს. იხილეთ fanebi.com
  11. მსოფლიოს ჩემპიონატის წინა მოსამზადებელ ეტაპზე, შვეიცარიისა და იტალიის ნაკრებებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართეს და სწორედ მათ შორის. მატჩი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა და მატჩზე მისულმა 30 000 მაყურებელმა ორი გატანილი გოლი იხილა. თავდაპირველად შვეიცარიელებმა მატჩის მე–10 წუთზე გოკჰან ინლერი გოლის წყალობით ანგარიში გაათანბრეს, ხოლო ზუსტად ათ წუთში კი კუალიარელამ წონასწორობა აღადგინა, 1:1. იხილეთ fanebi.com
  12. უკვე რამდენიმე დღეა მძიმე ინფორმაციებს ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნებიდან.რამდენიმე სუპერვარსკვლავს სერიოზული ტრავმა აღმოუჩნდა მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე გამართული ამხანაგური შეხვედრების გამო... იხილეთ fanebi.com
  13. უძველეს დროში გმირი სახელად გენრიხ კრამერი ჩადის ერთ-ერთ მიყრუებულ ევროპულ სოფელში სადაც მეფობს ჯადოქრობადა პრინც მელეჩის ციხე სიმაგრეში გაჩერდება. გენრიხი იწყებს გამოძიებას და რეალურად ხვდება ჯაგოქრობად და მა მათ წითელ დედოფალს .... View the full article
  14. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01005/Martin_Skrtel_1005550c.jpg კოსტა-რიკასთან 3-0 გამარჯვების, შემდეგ ლივერპულის სლოვაკი მცველი დაშავდა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი… ”წითლების” მცველმა მინდორზე, მხოლოდ 13 წუთი დაჰყო, მან მიიღო საეჭვო დაზიანება და სრულყოფილად შესასწავლად პირდაპირ საავადმყოფოში გაიგზავნა. გავიხსენოთ, რომ ეს იყო მისი მეორე მატჩი ტრავმის შემდეგ, იგი თებერვალში მძიმედ დაშავდა და ახლახანს დაუბრუნდა მოედანს. თუმცა ბოლო ინფორმაციით, სკანირებამ აჩვენა, რომ დაზიანება არ აღმოჩნდა სერიოზული და იგი მზადაა მუნდიალზე პირველი მატჩის ჩასატარებლად. View the full article
  15. Bikini_Karate_Babes- ეს თამაში მათთვის არის ვისაც მობეზრდა ჩვეულიებრივი ჩხუბები აქ თ჻ვენ ერთმანეთს აჩხუბებთ ლამაზ გოგონებს .. კარგი გასართობი თამაშია View the full article
  16. კრისტინას მამა ეღუპება ავტოკატასტროაში , გოგონა მეგობრებთან ერთად ბელგიაში მიემგზავრება მამის ნივთების წამოსაღებად . ბელგიაში მამის სალავის მონახულიების მერე ახალგაზდები შეუერთდებიან მკვლევართა ჯგუფს რომლებიც მიდიან იმ შახტებში რომელთა ახლოსაც კრისტინას მამა დაიღუპა . შახტაში კი ახალგაზრდები ნამდვილ ჯიჯიხეთში აღმოჩდებიან ... View the full article
  17. მოცემულია სამი სხვა და სხვა კომპიუტერის ტაიმერის პროგრამა .. ამ პროგრამებით მითითებულ დროზე შეგიძლიათ გამორთოთ კომი ან მართოთ ზოგიერთი ფუნფცია.... View the full article
  18. წიგნში მოცემულია რჩევები იმ შეთხვევისთვის, თუ , როგორ გადაუხადოთ სამაგიერო ადამიანს , რომელმაც გვაწყენინა და წყენაზე პირდაპირი პასუხის გაცემა არ შეგვიძლია.. View the full article
  19. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/american-conservatives.gif დენიელ ლარისონი „მოსკოვი არ ცდილობს მხოლოდ ამ ქვეყნების დათანხმებას იმ საკითხში, რომ ისინი დასავლეთთან მიერთებას არ შეეცდებიან. ის ასევე ცდილობს დასავლური სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას იმაში, რომ ისინი აღიარებენ მისი განსაკუთრებული ინტერესების სავარაუდო სფეროს – და პოტენციურად დუმილით დათანხმდებიან შეზღუდული სუვერენიტეტის ახალ განსაზღვრებებს. ეს რუსეთის პოლიტიკური განცხადებების რიგში ჩართული ერთ–ერთი მთავარი საკითხია და დიმიტრი მედვედევის წინადადებაა ევროპულ უსაფრთხოებაზე. და მიუხედავად იმისა, რომ არცერთ დასავლელ ლიდერს ამ იდეაზე, ისევე როგორც ოფიციალურ პოლიტიკაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, დიპლომატიურ დერეფნებში ბევრი სიარული საჭირო არ არის იმისთვის, რომ ისეთ დიპლომატებს წააწყდეთ, რომლებიც ხმამაღლა კითხულობენ, ფინეთიზაციის ახალი და თანამედროვე ვერსიები შეძლებენ კი მისაღებ პოლიტიკად იქცნენ იმ ქვეყნისთვის, რომლის დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივებიც ბუნდოვნად მოსჩანს“, – წერს რონალდ ასმუსი. ამ ტიპის დისკუსიის დროს მე მუდამ ერთი დეტალი მაწუხებს: მასში არასდროს არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ „ძალთა ბალანსის, გავლენის სფეროების და შეზღუდული სუვერენიტეტის“ კონცეფციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში თავად აშშ იყენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში „ჰუმანიტარული ინტერვენციების“ მხარდამჭერები ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდნენ იმას, რომ ზოგიერთ ქვეყანას არ აქვს უფლება აწარმოოს საკუთარი საშინაო პოლიტიკა, საგარეო ჩარევის შიშის გარეშე. შეზღუდული სუვერენიტეტის იდეით ამართლებდნენ კოსოვოს მოვლენებში ჩარევასაც. ის იყო ასევე თორმეტი წლის განმავლობაში ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთში მოქმედი არასაფრენი ზონების შექმნის მიზეზი. არცერთი ეს ქმედება იურიდიული თვალსაზრისით საერთაშორისო სანქციას არ წარმოადგენდა. ისინი აშკრად არღვევდნენ სახელმწიფო სუვერენიტეტს, თუმცა ამერიკული და დასავლეთევროპული პოლიტიკური კლასის წევრებიდან ამას ფაქტიურად არავინ ყურადღებას არ აქცევდა. ამგვარად, ეს კონცეფციები „ერთობლივი უსაფრთხოების ახალი ევროპული არქიტექტურის“ რწმენით ძალაში რჩება. უბრალოდ წინა სამი პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ ამ კონცეფციების გამოყენების უფლება მხოლოდ შეერთებულ შტატებს და ჩვენს მოკავშირეებს ჰქონდათ. ბოლო ათი წელი, განსაკუთრებით კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვმა დაიწყო ამ ჩვენი ინტერვენციონისტული რიტორიკის და პრაქტიკის გამოყენება საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ–მ საკუთარ კლიენტებად აქცია, ან შეეცადა ასეთებად გადაექცია. ნატოს გაფართოებას მოჰყვა ის, რომ აშშ–ს გავლენის სფერო რუსეთის საზღვრებს ძალიან მიუახლოვდა, თუმცა ვაშინგტონს სურდა ეს სფერო პოსტსაბჭოთა სივრცეზე გაევრცელებინა, იმის მიუხედავად, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოსახლეობის ნაწილს ან დიდ უმრავლესობას შეერთებული შტატების მხარეს დგომა რუსეთთან კარგი ურთიერთობების დათმობის ხარჯზე არ სურდა. ვაშინგტონი რუსეთის საზღვრებთან, მოსკოვისთვის აშკარად არასასურველი ძალთა ბალანსის შექმნას ცდილობდა, ეყრდნობოდა რა ღიად ანტირუსულ მთავრობებს. მას ასევე სურდა, რომ კოსოვო გამონაკლისად ეცნოთ, რადგან სერბეთის სუვერენიტეტის შელახვა ხომ ნორმალურია, საქართველოს და უკრაინის კი – აბსოლუტურად არასწორი. იმავდროულად, აშშ–ს არ შეუძლია დროდადრო შელახოს სხვისი სუვერენიტეტი, აქტიურად გააფართოვოს საკუთარი გავლენის სფერო სხვა დიდი სახელმწიფოების მეზობლად, აცხადებდეს საკუთარი განზრახვის შესახებ შექმნას „თავისუფლებისთვის სასურველი, ძალთა ბალანსი“, ხოლო შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდეს და არ ესმოდეს ის, რომ სხვა დიდი სახელმწიფოებიც მათ ნაკვალევს მისდევენ და ცდილობენ ამერიკის გავლენის სფეროს შეზღუდვას ან ბალანსის საკუთარი თავისთვის სასარგებლოდ შეცვლას. რაც შეეხება „ფინეთიზაციაზე“ საუბარს, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს შეიძლება ეხებოდეს – საქართველოა. რუსეთს აშკარად არ სურს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს და სააკაშვილის უგუნურობის წყალობით, მან ალიანსში ამ ქვეყნის გაწევრიანება ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა. როგორც არ უნდა სურდეს ზოგიერთ ქართველს დასავლეთზე ორიენტირება და ნატოში გაწევრიანება, რეალობა ისეთია, რომ ნატო არ მიიღებს საქართველოს, მის საგარეო პოლიტიკას კი რუსეთის ნება შეზღუდავს. დასავლეთში არავინ არის ვალდებული ეს მოსწონდეს, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ შეგვიძლია ოფოციალურად მხარი დავუჭიროთ იმ ილუზიას, რომ პატარა ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად დიდ სახელმწიფოებზე არიან დამოკიდებულნი თავისუფლები არიან საკუთარი საგარო პოლიტიკის განსაზღვრაში, თუმცა თუკი ჩვენ დავიჯერებთ, რომ ეს მართლაც ასეა, ჩვენ საკუთარ თავს მოვატყუებთ. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ასმუსი მნიშვნელოვან ფაქტორებს განიხილავს, რომლებიც სიტუაციას ართულებს, კერძოდ კი ორ სეპარატისტულ რესპუბლიკას, რომლებიც რუსეთმა საკუთარი დაცვის ქვეშ აიყვანა. ომამადე საქართველო მათ „შემოერთებას“ გეგმავდა და თეორიულად, საქართველოს მთავრობა დღემდე ისახავს ამ ფაქტობრივად მიუღწევად მიზანს, რომელიც რუსეთს და საქართველოს შორის სერიოზული უთანხმოების წყაროა. ასეთ პირობებში საქართველოს ნატოში შეყვანის მცდელობა ვაშინგტონის მხრიდან უკიდურესად პროვოკაციული გახლდათ, რადგან ის იმის მოლოდინს ქმნიდა, რომ საქართველო, რომელიც ძალით შეეცდებოდა სეპარატისტული რესპუბლიკების დაბრუნებას, დასავლეთის დაცვას და მფარველობას მიიღებდა. პროვოკაციული ნაბიჯი იყო ეს იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში უსაფრთხოების დასავლურ გარანტიებს მიიღებდა მთავრობა, რომლის ხელმძღვანელიც ღიად და გაცხარებით ანტირუსული განწყობის იყო. სინამდვილეში, ნატოს წევრობის გარეშეც სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ტერიტორიებისთვის კონფლიქტის შემთხვევაში ის შეძლებდა დასავლეთის მხარდაჭერის იმედზე ყოფნას. ცხადია, რომ სწორედ „მომავალშიც დასავლური ინსტიტუტების გაფართოვების“ დაპირებამ უბიძგა საქართველოს პრეზიდენტს ამ უგუნური და დამანგრეველი კურსისკენ, ამიტომ რთული გასაგებია, რისი მიღწევა სურთ დაინტერესებულ მხარეებს, როდესაც ამგვარ გაფართოვებას მხარს უჭერენ. ორიგინალი ორიგინალი
  20. ახალი, მართლმადიდებლური ახალგაზრდული ორგანიზაცია „წინ“ თავისუფლების ინსტიტუტის და ტელეკომპანია იმედის გადაცემა „სიმართლის დროს“ წინააღმდეგ გამოდის. ორგანიზაცია მათ პროვოკაციების მცდელობაში ადანაშაულებს. „წინ“ -ის წევრებმა დღეს საგანაგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ტელეკომპანია იმედის გადაცემა ”სიმართლის დრომ” მათი ორგანიზაციის წევრს ინტერვიუს ჩაწერა ღამის პირველ საათზე შესთავაზა, ინტერვიუ უნდა ჩაეწერათ ირაკლი დეისაძესთან ერთად. პრესკონფერენციაზე ეს შეაფასეს, როგორც პროვოკაციის მცდელობა. თავის მხრივ, გადაცემის პროდიუსერი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ფორმით ორგანიზაცია პოპულარობის მოპოვებას ცდილობს. ლადო სადღობელაშვილი, რომელიც ცნობილია თავისი არატოლერანტული დამოკიდებულებით უმცირესობების მიმართ, რასაც ღიად გამოხატავს მის პირად გვერდზე, ფეისბუქზე, აცხადებს, რომ თუკი მათაც დაიჭერენ, მოვლენ სხვა ბიჭები, რომლებიც უფრო მეტ რადიკალიზმს შეიტანენ მართლმადიდებლობის დაცვაში. „თუ ჩვენ დაგვიჭერენ, ჩვენს შემდეგ მოვლენ ბიჭები,რომლებიც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს შესძენენ ამ ყველაფერს“,–ამბობს ლადო სადღობელაშვილი, პარტია „თავისუფლების“ წევრი და ამავდროულად მართლმადიდებლობის სახელით გაერთიანებული კიდევ ერთი ორგანიზაციის – „წინ“ თანამოაზრე. ამ ორგანიზაციის განცხადებით, ტელეკომპანია იმედი მათ „ისეთივე პროვოკაციას უწყობდა, როგორიც კავკასიაზე მოხდა“. გადაცემა „სიმართლის დროს“ პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ არავისთან დაურეკავთ: „გავა სამშაბათს გადაცემა ეთერში და ნახავთ, იქ რაც იქნება, არც ინტერვიუა და არც ეს ადამიანები არიან მიწვეულები“. გადაცემის სტუმარი კი მართლაც ერეკლე დეისაძეა. ერეკლე დეისაძე ამბობს,რომ მან ტელეკომპანიაში გადაცემის ჩასაწერად მისვლამდე არხისგან უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა, რაც იმედმა დააკმაყოფილა კიდეც. ფიზიკური საფრთხის განცდა ერთ–ერთი მიზეზია, რის გამოც ერეკლე დეისაძე დღემდე არ ჩნდება საჯარო ადგილებში. დეისაძე აცხადებს, რომ მისი ეპატაჟური მოთხრობების კრებულის მიზანი იყო, ფარისევლობის წინააღმდეგ გამოსვლა. ის ამბობს, რომ თავად ქრისტიანია და არ მოსწონს, როდესაც „მართლმადიდებლობის სახელით გაერთიანებული გოგო–ბიჭები, ქრისტეს სახელს ამოფარებული, მზად არიან, ჯვრებით ხელში გაუსწორდნენ მათ, ვისი აზრიც მათთვის მიუღებელია“. ერეკლე დეისაძე, ავტორი წიგნისა „საიდუმლო სირობა“, რომელსაც მაისში რადიკალი მართლლმ ადიდებლების პროტესტი მოყვა. „საიდუმლო სირობის“ წინააღმდეგ აქცია ილიას უნივერსიტეტთან, რომელიც რამდენიმე დღე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების თანხლებით გრძელდებოდა. ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტი, სადაც პირდაპირ ეთერში განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მოყვა კიდეც მართლმადიდებლური ორგანიზაციის 7 წევრის დაკავება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. http://images.icnetwork.co.uk/upl/dailypost/jun2009/4/6/pepe-reina-194462994.jpg ესპანეთის ნაკრების და ლივერპულის გოლკიპერი, პეპე რეინა იმედოვნებს, რომ პირენიელების გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა და გადამწყვეტ მატჩში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. “უკვე დიდი ხანია “ლივერპულის” ღირსებას ვიცავ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში გასვლის შემთხვევაში სწორედ მათთან შეხვედრა მინდა, ამით “ალბიონელების” ნაკრებსაც წარმატებას ვუსურვებ, თუმცა გამარჯვებას რათქმაუნდა ესპანეთი მოიპოვებს”, – ღიმილით დაასრულა “ლივერპულის” საკლუბო არხისთვის მიცემული ინტერვიუ ესპანელმა მეკარემ. ინფორმაციის წყარო: goal.com View the full article
  22. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg გია ნოდია საქართველოში 30 მაისის მუნიციპალური არჩევნებით იმ პოლიტიკური ციკლის დასასრული აღინიშნა, რომელიც 2007 წლის შემდგომაზე დაიწყო. მაშინ ქვეყნის ოპოზიციამ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია, მაშინ იმავე მიზნის მისაღწევად საჭიროა ხალხის უკმაყოფილების მობილიზება, ანუ მათ უნდა ხელახლა გაეთამაშებინათ „ვარდების რევოლუცია“ , რომელმაც ხელისუფლებაში 2003 წლის ნოემბერში სააკაშვილი მოიყვანა. ასეთი მცდელობა სამჯერ განხორციელდა. პირველი ასეთი მცდელობის კულმინაციურ მომენტში, 2007 წლის ნოემბერში სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები ძალით დაშალეს. ტელეკომპანია „იმედი“, რომელზეც ოპოზიცია მხარდაჭერის მობილიზაციის პროცესში ძალიან იყო დამოკიდებული, დაარბიეს და დახურეს. ამის გამო ხელისუფლება ძალიან იყო შეშფოთებული. პრეზიდენტი გადადგა კიდეც და ერთი წლით ადრე ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნებიც კი დანიშნა. მან ეს არჩევნები მოიგო, თუმცა ამისთვის საკმაო ძალისმევა დასჭირა. მეორე მცდელობას 2008 წლის გაზაფხულზე ჰქონდა ადგილი. მაშინ ოპოზიციამ შიმშილობა დაიწყო – მათ სჯეროდათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა და ამ დარამატული ნაბიჯით ხალხის აღშფოთება უნდოდათ. მაგრამ ხელისუფლებამ სწორად გათვალა – არავინ იყო მზად პოლიტიკური იდეალების გამო სიკვდილისათვის. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის მოთხოვნამ ოპოზიციისთვის შესაძლებელი გახადა პროტესტის შეეწყვეტათ ისე, რომ სახე არ დაეკარგათ. 2008 წლის აგვისტოს ომმა რუსეთთან რევოლუციონერებს ახალი იმედი მისცა: მათ გადაწყვიტეს, რომ დასავლეთმა საბოლოოდ დაკარგა ილუზიები სააკაშვილთან დაკავშირებით და მის წასვლას წინააღმდეგობას არ გაუწვენ. ამიტომ ერთადერთი რაც სჭირდებოდათ, მცირე ზეწოლა იყო. მაგრამ „მიშამ“ და მისმა გუნდმა გასული წლის გაზაფხულის შეტევაზე მშვიდად ირეაგირეს და ოპოზიცია ისევ იქ აღმოჩნდა, საიდანაც დაიწყო. მუნიციპალური არჩევნებმა ექვსი თვით ადრე გადმოიწია და ბილისის მერის პირდაპირი არჩევნები სპეციალურად იმიტომ დაინიშნა, რომ რევოლუციონერები ნორმალურ საარჩევნო პოლიტიკაში შეეტყუებინათ. გეგმის წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა: საზოგადოებამ რევოლუციების სიცოხლისუნარიანობაში დაკარგა რწმენა, ხოლო ოპოზიციამ – ორიენტაცია და მრავალ გახლეჩილ ჯგუფად დაიშალა. მან ვერ მოახერხა სახელისუფლებო პარტიისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა თბილისის მერის არჩევნებში, თუმცა თუ ობიექტურად ვილაპარაკებთ, ეს შესაძლებელი იყო. ტენდენციის მსხვრევა საქართველოში ბევრი გასულ სამ წელიწადს პერმანენტული რევოლუციის სინდრომის წინააღმდეგ ჩატარებულ ერთგვარ აცრად მიიჩნევს. 2007 წლის ნოემბერში დაინგრა მითი, რომლის თანახმად თუ პარლამენტთან ორიოდე ათასი გაბრაზებული მოქალაქე მოიყრის თავს და მთავრობის გადადგომას მოითხოვს, მთავრობა მოთხოვნას აუცილებლად შეასრულებს. ქვეყანამ კიდევ ერთი აცრა გაიკეთა – ეს პოლიტიკური შიმშილობებია: ამ ბლეფის აღარავის არ სჯერა. გასულმა წელმა ცხადყო, რომ ხანგრძლივი ალყით მთავრობას ვერ დაამხობ. ხელისუფლებამ შეიძლება დროებით თბილისის მთავარი ქუჩა დაგითმოს, მაგრამ ეს ქვეყნის ჩამოშლის მიზეზი ვერ გახდება. ხელისუფლებამ ისტორიული ტენდენციის გარღვევა შეძლო: ექტრემისტული რადიკალიზმი აღარ არის მომგებიანი სტრატეგია. ბოლო არჩევნების შედეგებმა სწორედ ეს დაადასტურა. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ზომიერმა ფრთამ, ალიანსმა საქართველოსთვის და ქრისტიან-დემოკრატებმა მოიპოვეს შედარებითი წარმატება, ხოლო რადიკალურმა ეროვნულმა საბჭომ ხმების მხოლოდ 7-8 პროცენტი მიიღო. რამდენ ხანს იქნება აცრა ეფექტური? ჩვენ ჯერ ეს არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ პირველად ამ რამდენიმე წლის შემდეგ სააკაშვილის მთავრობამ ასე თუ ისე შვებით შეიძლება ამოისუნთქოს. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ორი წლის შემდეგაა, რადიკალური ოპოზიცია დეპრესიაშია, რუსეთთან ერთი ომი უკვე იყო, დღეს იმის ნიშნები, რომ კიდევ ერთი ომი იქნება, არ არსებობს და გამოიკვეთა ის ტენდენციაც, რომ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს დაძლევს. მართალია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრის პროცესში რეალური პროგრესი არ ჩანს და ალბათ, არც თვალსაწიერ მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ამ ჩიხურ სიტუაციასაც აქვს თავისი პოზიტიური მხარე: ერთი დიდი პრობლემით ნაკლები დღის წესრიგში. თუმცა არსებობს ერთი ხიფათი თავად ხელისუფელბას შიგნით: თუ ის მოდუნდება, შეიძლება შეცდომების დაშვება დაიწყოს. ჰორიზონტზე რა იქნება მთავარი შიდა პოლიტიკისთვის მომავალი ორი წლის განმავლობაში? ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, თუ როგორ წარიმართება ძალაუფლების გადაცემის პროცესი. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, თითქმის 20 წელი გავიდა და ხელისუფლების გადაცემა კონსტიტუციური გზით ჯერ არ მომხდარა. ეს ყველას ახსოვს და ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როდესაც სააკაშვილის ოფისიდან წასვლის დრო დადგება. მიხეილ სააკაშვილის მეორე და ბოლო ვადა 2013 წელს ეწურება და მან საჯაროდ ბევრჯერ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს კონსტიტუციურ ვადებს. მაგრამ მისი მტრები შინაც და გარეთაც არ მალავენ, რომ მოვლენათა ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების იმედი აქვთ. სააკაშვილი „უბრალოდ არ გადადგება“, ან „ვარდის რევოლუციონერები“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ორივე შემთხვევაში ყველაფერი ახალი ჩიხით დასრულდება. ხალხი უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ მწიფდება კონფლიქტი გავლენიან შინაგან საქმეთა მისტრს ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას შორის, რომელსაც მისი მერად არჩევის საფუძველზე, პრეზიდენტად გახდომის საუკეთესო შანსები აქვს. ამ სპეკულაციათა დასადასტურებლად, განხეთქილების ცხადი ინდიკატორები არ არსებობს, მაგრამ რა რჩება იმადად, თუ არა დაპირისპირება ზევით? სკეპტიკოსთა მეორე ჯგუფი რუსული სცენარის განვითარებას პროგნოზირებს: სააკაშვილი ფორმალურად გადადგება, მაგრამ ხელისუფლებაში დარჩება, ისე, როგორც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარჩა ხელისუფლებაში ნომინალური პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მმართველობისას. მიმავალი გაურკვეველია, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ 30 მაისის არჩევნების შემდეგ ხალხს ცოტა ხნით დაავიწყდება ოპოზიცია, რადგან ყურადღებას ხელისუფლების შიგნით რეალურ ან წარმოსახვით კონფლიქტზე გადაიტანს. ორიგინალი ორიგინალი
  23. http://www.smh.com.au/ffximage/2008/11/18/gerrard_lampard_wideweb__470x325,0.jpg ფრენკ ლამპარდი თვლის, რომ ჯერარდი ისე, როგორც არავინ იდეალურად მოუხდება ნაკრების კაპიტნის როლს. გავიხსენოთ, რომ ფერდინანდის სერიოზული ტრავმის, შემდეგ იგი მუნდიალს დაემშვიდობა, კაპიტნის სამკლაური სტივენ ჯერარდმა ჩაიბარა, ჩელსის ნახევარმცველი ფრენკ ლაპრადი კი თვლის, რომ ჯერარდი ადვილად გაართმევს თავს ახალ როლს და მისცემს სხვებს მაგალითს. ”ვფიქრობ, რომ მას შეუძლია წარმატებით განახორციელოს იგივე სამუშაო, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ლივერპულში ასრულებდა.” ”ატარო ინგლისი ნაკრების კაპიტნის სამკლაური – დიდი პატივია, სტივენმა განვლო არაჩვეულებრივი გზა, დაიმსახურა საყოველთაო პატივისცემა, მინდვრის გარეთაც კი.” ”ის არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს დიდი სულისკვეთებით, მისი თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ფეხბურთელი უნდა იყოს კაპიტანი.” აქვე ფრენკი გამოეხმაურა მრავალმხრივ აზრს, გამოქვეყნებულს პრესაში, რომ დუეტი არაკომფორტულად გრძნობს თავს ითამაშოს ერთ გუნდში, იგი იმედოვნებს, რომ ასეთი საუბრები ბოლოს და ბოლოს შეწყდება. ” მე ყელამდე ვარ ასეთი საუბრებით, მართალია რაღაც დროით ეს ყველაფერი მიჩუმდა. ორი წელი ამაზე არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ რაღატომღაც ამაზე ისევ დაიწყეს საუბარი.” ” ასეთი იყო მწვრთნელის გადაწყვეტილება და ჩვენ ვალდებულნი ვიყავით მისთვის დაგვეჯერებინა.” ‘‘მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად თამაშს იმდენად, რამდენადაც, ჩვენ ვართ ჭკვიანი ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ, ითამაშონ მრავალ პოზიციაზე.” ”ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ერთად თამაში, რადგან ხელმძღვანელს, უამრავი იდეები აქვს, რომელთაც ის განახორციელებს ის ამა თუ იმ თამაშში, ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ.” ”ჩვენ ვცდილობთ ვითამაშოთ, დარწმუნებით ენერგიული ფეხბურთი, რასაც ვაკეთებდით იაპონიასთან მატჩში.” ”ჩემი აზრით სტივი ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესოა და არამარტო აქ, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.” View the full article
  24. http://njmg.typepad.com/photos/uncategorized/2007/09/22/rafa_benitez_the_associated_press.jpg“ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი მუშაობას მილანში განაგრძობს. უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში ჟოზე მოურინიოს მიერ მიტოვებულ “ინტერს” რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს. ორი დღის წინათ ესპანელმა სპეციალისტმა “ლივერპულთან” ოფიციალურად გაწყვიტა ხელშეკრულება და ამით ფინანსური ხეირიც ნახა. ევროპული პრესა მაშინვე ალაპარაკდა, რომ ბენიტესი “მერსისაიდულ” კლუბს “ნერაძურიში” გადაბარგების პერსპექტივით დაშორდა. ახლა კი Gazetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირენეელს “ინტერთან” მხოლოდ რამდენიმე საათი აშორებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის პრეზიდენტი მასიმო მორატი ბენიტესის კანდიდატურას სრულად იწონებს. ამჟამად 50 წლის ბენიტესი სამშობლოში ისვენებს, სადაც მორატი მას პირადად ჩააკითხავს და კონტრაქტის საბოლოო ნიუანსებს შეათანხმებს. მოვლენების ასეთივე განვითარებას პროგნოზირებს კიდევ ერთი აპენინური გაზეთი Corriere dello Sport-ი. ამასთან, აღნიშნული გამოცემა “ლივერპულის” იმ ორი ფეხბურთელის გვარსაც ასახელებს, რომელთა გადმობირებას ბენიტესი ეცდება. ესენი არიან არა სტივენ ჯერარდი და ფერნანდო ტორესი, არამედ ხავიერ მასკერანო და დირკ კუიტი. სხვათა შორის, არგენტინელ ნახევარმცველს იმდენად მოსწონს ესპანელთან მუშაობა, რომ მისი “ინტერში” გადაბარგება სრულიად მოსალოდნელია. “ბენიტესი ტაქტიკურად ძალიან ძლიერი სპეციალისტია, ამიტომ მას იტალიურ ფეხბურთთან შეგუება არ გაუჭირდება. გავყვები თუ არა მეც მილანში? ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ გამაჩნია. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ რაფასთან ერთად რამდენიმე დაუვიწყარი სეზონი გავატარე და მისი სათამაშო სტილი ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია”, – ამბობს მასკერანო. პ.ს. ჩვენ რა გვეშველება? View the full article
  25. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01542/fernando-torres_1542266c.jpg როგორც მოგეხსენებათ, “ჩელსი” აქტიურად ცდილობდა ფერნანდო ტორესის გადმობირებას, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩაეშალა… კარლო ანჩელოტიმ განაცხადა: ტორესის შესახებ მე ვესაუბრე ლივერპულის ხელმძღვანელობას მათ კი საწყის ფასად 70 მლნ. დაასახელეს მე არ დავუშვებ ამდენი თანხა ერთ ფეხბურთელში გადავიხადოთ. თუ ლივერპული თანხას მკვეთრად არ დაუკლებს ჩვენ შევწყვეტთ მის გადმობირებაზე ბრძოლას ინფორმაციის წყარო:goal.com View the full article
×
×
  • შექმენი...