planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/jinoria1-150x150.jpgმსახიობი მურმან ჯინორია დღეს, 17:00 საათზე სტუდენტებსა და პროფესსორ-მასწავლებლებს შეხვდება. შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია “მოდი ნახეში” გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სტუ-ის “კულტურის, სორტის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის” სამსახური. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/elektrogadamcemiScada1-150x144.jpgმაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურ “ღრმაღელეში” პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს 10:00 იდან 17:00 საათამდე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. “თელასის” ინფორმაციით, 4 მაისს ელექტროენერგია გაეთიშება გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, არალეთის, დაისის, ბეჟანიშვილის, წიწამურის, დაისის ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ. იხილეთ epn.ge
-
netgazeti - ანიტა რაჭველიშვილი დიგიტალურ ოპერაში
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოში თუ ვერ მოხვდით, გული მაინცდამაინც ნუ დაგწყდებათ. როგორც ლოს ანჟელესელები ამბობენ, სანახავი ბევრი არაფერია. უფრო მეტიც, ანგლოზების ქალაქის მემარცხენეები საკრამენტოს გზაზე დამდგარს გეტყვიან - თუ მაინცდამაინც გუბერნატორ შვარცენეგერის ვერტმფრენის დაშვება-აფრენის ნახვა არ გსურთ, საკრამენტოში რა უნდა აკეთოთო. მემარცხენეების რჩევას თუ დაუჯერებთ, შეიძლება ბევრი არაფერი დაკარგოთ, მაგრამ დიგიტალური ოპერის ნახვას კი ვერ მოახერხებთ (ისე, სხვაგანაც ბევრია), სადაც 6 და 7 ივნისს ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის შესრულებით „კარმენს“ აჩვენებენ. კინო „ვარსითი“ ახლახან შეემატა იმ კინოთეატრების რიცხვს, რომლებიც საოპერო ტრანსლაციებს და ჩანაწერებს აჩვენებენ. სხვა დიდი კინოთეატრებისგან განსხვავებით, სადაც მეტროპოლიტენ ოპერის წარმოდგენები გადის, „ვარსითი“ მაყურებელს მხოლოდ ევროპულ პროდუქციას სთავაზობს. აქ აუდიტორიას ზალცბურგის ფესტივალის და მილანის ლა სკალას საოპერო დადგმებს ანახებენ. თანაც, კარგი ხასირხით. ჟორჟ ბიზეს „კარმენი“ დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით ლა სკალას დადგმაა და მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილთან (კარმენი) ერთად მას ტენორი იონას კაუფმანი (დონ ხოსე), ბარიტონი ერვინ შროტი (ესკამილიო) შეასრულებენ. კინოთეატრებში ოპერის ჩვენება საკმაოდ ახალი პრაქტიკაა. ეს არის კარგი სიახლე როგორც ოპერის მოყვარულისთვის, ასევე კინოთეატრის მენეჯმენტისთვის. სასიამოვნოა, როცა ავსტრალიაში ცხოვრობ და მეტროპოლიტენ ოპერის წარმოდგენის პირდაპირ ეთერში და დიდ ეკრანზე ნახვა შეგიძლია. მეორე მხრივ, ოპერისთვის სივრცის ორგანიზებით, კინოთეატრები დამოუკიდებელი კინოპროდუქციის პრეზენტაციის შესაძლებლობების შენარჩუნებას ცდილობენ. ახლახან „ვერსითი“ მოგების განაწილების ხელშეკრულებით აშშ-ში დიგიტალური კინოთეატრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქსელს „ემერჯინგ ფიქჩერზ“ (Emerging Pictures) დაუკავშირდა. Emerging Pictures სახელოვნებო დაწესებულებების, მედია ხელოვნების ცენტრებისა და დამოუკიდებელი არტ-ჰაუს კინოთეატრების ქსელს აერთიანებს (სულ 65), რომლებიც დიგიტალურ ტექნოლოგიებს ეფუძნებიან. ასეთი მიდგომა კომპანიას საშუალებას აძლევს დოკუმენტური და უცხოენოვანი, ევროპული და აზიური ნამუშევრები და კულტურული პროგრამები ეფექტურად შესთავაზონ მაყურებელს. „ემერჯინგ ფიქჩერზის“ სერვერიდან ოპერებს „ვერსითიში“დიგიტალურად ტვირთავენ. გამოსახულების ხარისხი ძალიან მაღალია. ხმისთვის კი იმავე ხმის სისტემას იყენებენ, რასაც ფილმების ჩვენებისთვის. ყოველივე ეს ძვირადღირებული პროცესია, მაგრამ ოპერების პირდაპირი ტრანსლაციის და დიგიტალური ფორმატის ერთ-ერთი უპირატესობა ღირებულების შესაბამისი ეფექტურობაა. /get_img?NrArticle=1693&NrImage=202 სრული ინფო(netgazeti.ge) -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/studentebi-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიებს 94 ქართველ ახალგაზრდას გერმანიაში სწავლისა და კვლევის მიზნით საზეიმო ვითარებაში გადასცემენ. როგორც “ექსპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრიდან აცნობეს, რამდენიმე კვირაში ქართველი სტიპენდიანტები გერმანიაში გაემგზავრებიან, რათა იქ, გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში ისწავლონ, ჩაატარონ კვლევები და დაამყარონ კავშირები თავიანთ გერმანელ კოლეგებთან. იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/download-8-300x209.png“სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ” პირობა შეასრულა და არჩევნების დასრულებისთანავე, “მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!” – ამ ლოზუნგით ”თავისუფლების ინსტიტუტის” შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. საგულისხმოა, რომ ამ აქციას “კონსერვატიული”, “ლეიბორისტული”, პარტია “თავისუფლების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიის” დარბევასთან დაკავშირებით დაპატიმრებული “სახალხო მართმლმადიდებლური მოძრაობის” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრების გათავისუფლებას მოითხოვეს. პარტია “თავისუფლების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, ისინი მიმართვას პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნიან. “ჩვენ ასევე თხოვნით მივმართავთ პატრიარქს, რომ ჩაერიოს და დაგვეხმაროს ამ საკითხის გადაწყვეტაში. იმ ბიჭების გათავისუფლებაში, რომლებიც “თავისუფლების ინსტიტუტის” პატიმრები არიან”, – განაცხადა სადღობელაშვილმა. მართლმადიდებლობას ამოფარებული ორგანიზაციებისა და “კრემლთან დაახლოებული” პარტიების მიერ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას, საეჭვოდ დაემთხვა ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, მოსკოვში გაქცეული, გაზეთ “ჯორჯიან თაიმსისისა” და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დამფუძნებლის, მალხაზ გულაშვილის პირდაპირი ჩართვა მოსკოვიდან ტელეკომპანია “მაესტორს ეთერში. “ჩემი გააქტიურება საქართველოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა. ეს არის აგდებული დამოკიდებულება ქართული სარწმუნოების, ეკლესიის, ტრადიციების მიმართ. ქრისტიანები 21-ე საუკუნეშიც იდევნებიან”, – განაცხადა ტელეკომპანია “მასეტროში” მოსკოვიდან ჩართვისას გულაშვილმა. მისივე თქმით, იგი მოძრაობის ფილიალს ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში დააფუძნებს. ასევე გულაშვილი “საერთაშორისო მართლმადიდებელ ხალხთა ლიგის” ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელშიც ჟურნალისტები, პოლიტოლოგები და საზოგადოებისათვის ცნობილი წარმომადგენლები შევლენ. გულაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა იმ ჟურნალისტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებში, ვინც “საერთაშორისო მართლმადიდებელ ხალხთა ლიგაში” გაწევრიანდებიან. სამაგიეროდ გულაშვილს არ გასჭირვებია, იმ პოლიტიიკური პარტიების ჩამოთვლა, ვისთანაც ითანამშრომლებს. გულაშვილმა ”სასურველ მოკავშირეებად” “კონსერვატორები”, “ლეიბორისტები” და “თეთრები” დაასახელა. “ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც მართლმადიდებლური საქართველოს შექმნა საფუძველთა საფუძველი იქნება. ერთად ვიბრძოლებთ, რათა საქართველო სატანის მარწუხებისგან გავათავისუფლოთ~, – განაცხადა გულაშვილმა. მისივე თქმით, მართლმადიდებლობის მთავარი მტერი დღეს “თავისუფლების ინსტიტუტია”, რომელიც “ისევე მართავს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ამას თავის დროზე “ცეკა” და”კომპარტია” აკეთებდნენ”. გულაშვილი საქართველოს გათავისუფლებას “სატანის მარწუხებისგან” კრემლის დახმარებით გეგმავს, თუმცა როგორც მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მოსკოვიდან ჩართვისას განაცხადა, რუსეთში ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. რადგან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, კრემლთან დაახლოებულ ოპოზიციის ნაწილს, საპროტესტო აქციების ტალღის აგორების საბაბი არ მისცა, რუსული გეგმის განსახორციელებლად, დღის წესრიგში კვლავ რელიგიური გრძნობებით მანიპულირება დადგა. რომან ქევხიშვილი Share View the full article
-
"მილანის" წამყვანი ნახევარმცველი, ბრაზილიელი რონალდინიო, მომავალს იმდეიანად გასცქერის. გაუჩო ოპტიმისტურადაა განწყობილი, მისი თქმით მომავალ სეზონში, "როსონერო" წლევანდელთან შედარებით, გაცილებით უფრო ბრძოლისუნარიანი კლუბი იქნება. იხილეთ fanebi.com
-
სპილოს ძვლის კუნძულელებმა იაპონიას 2:0 სძლიეს, თუმცა ეს შესაძლოა დიდიე დროგბას დაკარგვად დაუჯდეთ. ნაკრების ლიდერმა ტრავმა მიიღო, რომლის სიმძიმესაც სამედიცინო შტაბი დღეს საღამოს დაადგენს იხილეთ fanebi.com
-
"მეფე ოტო" და ელინები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან! იხილეთ fanebi.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/alasania_516739956-300x235.jpgთვითმმართველობის არჩევნებმა, “ჭექა–ქუხილის“ გარეშე ჩაიარა. უკვე ცნობილია ცესკოს წიმნასწარი შედეგებიც, რომლის მიხედვით, თბილისის მერი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, გიგი უგულავა გახდა. სახელისუფლებო კანდიდატის, გიგი უგულავას მთავარმა კონკურენტმა, “ალიანი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება აღიარა და გიგი უგულავას ამომრჩეველს, წინასაარჩევნოდ მიღებული დაპირებების ასრულება უსურვა. “თბილისში არჩევნები შედგა. თბილისელებმა არჩევანი უკვე გააკეთეს. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოქალაქის თავისუფალ არჩევანს, ვინც ჩემს ოპონენტს დაუჭირა მხარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველამ, ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, საქართველოში ახალი პოლიტიკური აზროვნებს ჩამოყალიბებადს ჩაუყარა საფუძველი, თავად ალიანსი კი უალტერნატივო, მთავარ პოლიტიკურ ძალად გამოიკვეთა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და სწორედ ახლა გადავდივართ ბრძოლის ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. ვიბრძოლებთ როგორც საარჩევნო სისტემის სრულყოფისათვის, ასევე ქვეყანაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად და ხალხის იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დიდი წარმატებით დასრულდება” – განაცხადა ალასანიამ. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/sozar.subari-08-09-09-newalliance-300x249.jpgდამარცხების აღიარების შემდეგ, ალიანსში ბზარი გაჩნდა. “ალიანსის“რიგები დატოვეს, სოზარ სუბარმა ირაკლი ბათიაშვილმა და კოკა გუნცაძემ. სუბარმა აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარი თქვა. “მაშინ ამაზე ღიად არ ვსაუბრობდი, რადგან არ მსურდა, ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ზიანი მიმეყენებინა. მე არც გუშინ ვიყავი ალიანსში და თუ შეამჩნიეთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც იშვიათად ვჩნდებოდი, თუმცა ვინმეს რომ ეჭვი არ გასჩენოდა, საარჩევნო კამპანიაში გარკვეული დოზით მაინც ვმონაწილეობდი” – აღნიშნა ალიანსის ყოფილმა წარმომადგენელმა. მისივე შფასებით, “ალიანსს გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენა”. “თავის დროზე “ალიანსი საქართველოსთვის” სწორედ გამარჯვებისთვის შეიქმნა, რაც ვერ მოახერხა და მე მასში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ”, – დასძინა სუბარმა. ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ შესაძლოა სოზარ სუბარი ირაკლი ბათიაშვილი და კოკა გუნცაძე, რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდნენ და ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგებს შეუერთდნენ. დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარტიის რიგების მოსალოდნელ გაზრდას ადასტურებს და აცხადებს, რომ “ახალ სახეებს ელის”. “უახლოეს დღეებში პარტიის მხარდამჭერებს სიურპრიზი ელით, რადგან ძალიან ღირსეული ადამიანები შემოგვიერთდებიან” – განაცხადა ოპოზიციონერმა ლიდერმა, თუმცა ახალი წევრების ვინაობის გამხელა ჯერჯერობით არ ისურვა. საგულისხმოა, რომ ბათიაშვილი და გუნცაძე არათუ ალიანსის საარჩევნო სიაში, არამედ მის წინასაარჩევნო კამპანიაშიც კი არ იღებდნენ მონაწილეობას. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze.jpgამის პარალელურად, “დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ ძალები კიდევ ერთხელ გააკრიტიკადა განსაკუთებით “ალიანსს საქართველოსთვის” დაუპირისპირდა. 3 ივნისს მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ბურჯანაძემ 30 მაისის არჩევნებში მონაწილე ძალები არა მარტო “არათანმიმდევრულ მოქმედებაში” არამედ “ხელისუფლების წინაშე ქულების ჩაწერის მცდელობაში” დაადანაშაულა. “მიკვირს ასევე, როცა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალა გამოდის, ხელისუფლებას გამარჯვებას ულოცავს, მეორე დღეს კი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მათი მარცხის ჩვენთვის გადმობრალებას არ მივიღებთ! მათ ვერ მოახერხეს საერთო კანდიდატზე შეთანხმება და დამარცხდნენ, ხოლო თუკი აცხადებენ, რომ “არჩევნებში გაიმარჯვეს”, მაშინ შეცვალონ ქვეყანაში არსებული გარემო და გაათავისუფლონ უკანონო პატიმრები! ხომ ამბობდნენ, რომ “აღადგენენ სამართლიანობას”?! – ჰოდა აღადგინონ!” – განაცხადა ბურჯანაძემ, http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/soso-300x222.jpg“დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის მხრიდან “ალიანსის საქართველოსთვის” კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტოლოგ სოსო “ბურჯანაძის მხრიდან მსგავსი განცხადებებ არ გამკვირვებია. მან დროით ისარგებლა და არჩევნებში დამარცხებული “ალიანსის” მისამართით კრიტიკული განცხადებები გაააქტიურა, რათა ახლა საზოგადობისა და დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერა უფრო ადვილად მოიპოვოს. “ალიანსსა” და ბურჯანაძეს შორის ასეთი ურთიერთობები მანამ იქნება, სანამ რომელიმე მხარე ბრძოლის ტაქტიკას მეორეს სასარგებლოდ არ შეცვლის”, – განაცხადა ცინცაძემ. ამასთან, ექსპერტი ნინო ბურჯანაძის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ “ეს უბრალოდ არარეალურია, რადგან ბურჯანაძის მიერ არჩეული ბრძოლის სტრატეგია ბევრი ოპოზიციონერისთვის მიუღებელია”. რომან ქევხიშვილი Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/02102e93b16387b-300x289.jpg“სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერის მალხაზ გულაშვილის თქმით, მათი ორგანიზაციის დროშა, რომელზეც ორთავიანი არწივია გამოსახული, იქნება მიმართული მართლმადიდებლობის მტრების წინააღმდეგ. “ჩემი გააქტიურება საქართველოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა. ეს არის აგდებული დამოკიდებულება ქართული სარწმუნოების, ეკლესიის, ტრადიციების მიმართ. ქრისტიანები 21-ე საუკუნეშიც იდევნებიან”, – განაცხადა ტელეკომპანია “მასეტროში” მოსკოვიდან ჩართვისას გულაშვილმა. მისივე თქმით, იგი მოძრაობის ფილიალს ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში დააფუძნებს. ასევე გულაშვილი “საერთაშორისო მართლმადიდებელ ხალხთა ლიგის” ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელშიც ჟურნალისტები, პოლიტოლოგები და საზოგადოებისათვის ცნობილი წარმომადგენლები შევლენ. ‘სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერი ასევე პირობას დებს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ ყველა პასუხს აგებს, ვინც მისი შვილი შეურაცხყო. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/03-300x225.jpgმალხაზ გულაშვილი ყველა პოლიტიკურ ძალასათან ითანამშრომლებს, ვისთვისაც მართლმადიდებლური ღირებულებები უმთავრესია. ამის შესახებ “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერმა მალხაზ გულაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მოსკოვიდან ჩართვისას განაცხადა. გულაშვილმა შესაძლო და სასურველ მოკავშირეებად “კონსერვატორები”, “ლეიბორისტები” და “თეთრები” დაასახელა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც მართლმადიდებლური საქართველოს შექმნა საფუძველთა საფუძველი იქნება. ერთად ვიბრძოლებთ, რათა საქართველო სატანის მარწუხებისგან გავათავისუფლოთ~, – განაცხადა გულაშვილმა. მისივე თქმით, მართლმადიდებლობის მთავარი მტერი დღეს “თავისუფლების ინსტიტუტია”, რომელიც “ისევე მართავს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ამას თავის დროზე “ცეკა” და”კომპარტია” აკეთებდნენ”.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> გულაშვილის განცხადებითვე, რუსეთში ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ’საქართველოსთან, კავკასიასთან ურთიერთობაზე რუსეთში ჯერ არ ჩამოყალიბებულან. ის გვარები, ვისთანაც მე შეხვედრა მქონდა მოსკოვში, თქვენთვის არაფრისმთქმელია. თუმცა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლებიც”, -აღნიშნა გულაშვილმა. IPN Share View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01629/benitez_1629407c.jpg და აი როგორც უკვე დადასტურდა ოფიციალურადაც, ჩვენდა სამწუხაროდ რაფაელ ბენიტესმა 5 წლიანი მუშაობის შემდეგ ლივერპულში დატოვა კლუბი.. მან უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის განვითარებაში და მოაგებინა მას არაერთი უმნიშვნელოვანესი ტიტული..აქვე მინდა შემოგთავაზოთ…ვიდეოები რაფაელ ბენიტესზე, სადაც აღწერილია მისი კარიერის თითოეული საფეხური.. 1) პივერლი ვიდეო, რაც მე მინდა შემოგთავაზოთ არის ვიდეო, სადაც აღწერილია წლევანდელი სეზონი, მიზეზები ასეთი ჩავარდნების და 1-2 სიტყვით ყველაფერია ნაჩვენები.. ვიდეოს სახელიც სწორედ ესეთია : “Liverpool FC 09-10 – The Story of a Sorry Campaign” ..:: გადმოწერა ::.. http://www.liverpoolbanter.co.uk/Rafael-Benitez-001.jpg 2) მეორე ვიდეო არის პატარა ემოციური ვიდეო სადაც შესულია მარტო რაფა ბენიტესი და სხვა არაფერი..ამ ვიდეოში ნაჩვენებია, რომ 2007–08 სეზონის დასრულების შემდეგაც მფლობელებს სურდათ მისი გაშვება.. რომ მის შემცვლელად უკვე იორგენ კლინსმანიც მოისაზრებოდა, თუმცა რაფა დარჩა და 2008–09 სეზონი ლივერპულის ისტორიაში საუკეთესო იყო სტატისტიკის მხრივ.. ..:: გადმოწერა ::.. http://cdn.bleacherreport.net/images_root/images/photos/000/947/402/98798955.jpg.10894_cropped.jpg?1272886939 3) ეს კი ყველაზე საუკეთესო რაც კი შეიძლებოდა გაეკეთებინათ რაფაელ ბენიტესზე. ამ ვიდეოს ქვია “Rafael Benitez – The Rafalution”. ეს არის ვრცელი 12 წუთიანი უმაღლესი ხარისხის ვიდეო რაფაელ ბენიტესის მოსვლაზე ლივერპულში.მის პირველ გატარებულ სეზონზე, სადაც მას უამრავი გაჭირვების გადალახვა მოუწია , თუმცა სეზონი უდიდესი ტრიუმფით დაასრულა… ამ ვიდეოში შესულია აფსოლუტურად ყველაფერი ( ტრანსფერები, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი, ჯგუფური და ფინალური მატჩის ჩათვლით ყველაფერი) არ შემიძლია ამ ვიდეოს ისე ვუყურო, რომ ტანში ერთი–ორჯერ არ გამაჟრიალოს http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ) .:: გადმოწერა::. http://www.timesonline.co.uk/multimedia/archive/00287/chat_287985a.jpg დიდი მადლობა ბენიტეზ!!! უდიდეს მომავალს გისურვებთ ყველა. View the full article
-
სამხედრო მოქმედებები გრძელდება აფგანეთის ტერიტორიაზე კონფლიქტი გადაიზარდა ამერიკა ღრუსეთის დაპირისპირებაში .... View the full article
-
http://fc02.deviantart.net/fs44/i/2009/092/7/c/Rafa_Benitez_by_LittleChief87.png სამწუხაროდ დასრულდა რაფა ბენიტესის 6 წლიანი კარიერია ლივერპულში. მოდით ერთად გადავხედოთ მის ისტორიას და მნიშვნელოვან თარიღებს… 16 ივნისი 2004 წელი ლივერპულმა ოფიციალურად დანიშნა ვალენსიას ყოფილი მენეჯერი – რაფაელ ბენიტესი ლივერპულელთა ისტორიაში 17-ე მთავარ მწვრთნელად 26 ივნისი 2004 წელი პირველი შენაძენი – ჯოსემი, მალაგადან 2 მილიონად… 10 აგვისტო 2004 პირველი მატჩი ლივერპული მენეჯერის რანგში – ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდზე “გრაზერთან” და 2-0 გამარჯვება 14 აგვისტო 2004 პირველი შავი ლაქა ლივერპულში მოსვლის შემდეგ – ოუენი მადრიდის რეალში გადავიდა 20 აგვისტო 2004 ლივერპულის ახლო ისტორიის ორი გამორჩეული ფეხბურთელის ტრანსფერი – ალონსო და ლუის გარსია, ბარსელონადან და რეალ სოსიედადიდან… რაფას მეორე და მესამე შენაძენები… http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/jul2009/9/1/image-3-for-liverpool-fc-s-xabi-alonso-image-gallery-gallery-490386100.jpg 12 დეკემბერი 2004 უმნიშვნელოვანესი მატჩი ოლიმპიაკოსთან, სადაც ლივერპულს ორი გოლის სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში გასასვლელად. პირველი ტაიმის შემდეგ კი 0-1 ს აგებდა. თუმცა მერსესაიდელებმა მატჩი შემოაბრუნეს და 3-1 გაიმარჯვეს 13 იანვარი 2005 ბენიტესი მადრიდის რეალიდან 6,3 მილიონად ყიდულობს ფერნანდო მორიენტესს 18 იანვარი 2005 ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მარცხი – ჯიმი ტრაორეს ავტოგოლის წყალობით ბარნლიმ 1-0 მოუგო ლივერპულს ინგლისის ფა თასზე 27 თებერვალი 2005 ლივერპულმა 3-2 დაამარცხა დამატებულ წუთებზე ჩელსი, კარლინგის თასის ფინალში… 5 აპრილი 2005 ლივერპულმა მერვედფინალში დაამარცხა იუვენტუსი და გასული წლის ფინალისტი გამოთიშა ჩემპიონთა ლიგას… 3 მარტი 2005 ლივერპული ძალიან მძიმე მატჩში 1-0ს ამარცებს ჩელსის და გადის ჩემპიონტა ლიგის ფინალში! 25 მაისი 2005 წელი უდიდესი დღე ლივერპულის ისტორიაში და ბენიტესის კარიერაში. პირველი ტაიმის 3-0 წაგების შემდეგ ლივერპულმა მილანს მეორე ნახევარში 3 გოლი გაუტანა და პენალტების სერიაშიც გამარჯვება მოიპოვა… მეხუთე თასი მერსესაიდელებისთვის! http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/03/19/article-0-02A513900000044D-505_468x286.jpg 4 ივლისი 2005 ბენიტესს ლივერპულში 6 მილიონად გადმოყავს ვილიარეალის მეკარე – პეპე რეინა 7 ივლისი 2005 7 მილიონად რაფა ყიდულობს საუთჰემპტონის ფორვარდს – პიტერ კრაუჩს 15 დეკემბერი 2005 ლივერპულმა 11 მატჩიანი რეკორდი დაამყარა საკუთარი კარის მშრალად შენახვაში. მერსესაიდელთა ისტორიაში ბენიტესის მიღწევა საუკეთესო იყო… 18 დეკემბერი 2005 ლივერპული მარცხდება სან პაულოსთან 1-0, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე…’ 27 იანვარი 2006 ბენიტესი რობი ფაულერს აბრუნებს ლივერპულში, თავისუფალ აგენტად მანჩესტერ სიტიდან… http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/05/12/article-1277822-041951430000044D-814_468x325.jpg 21 მარტი 2006 წელი. ლივერპული გადის ინგლისის ფედერაციის თასის ნახევარფინალში, მას შემდეგ რაც 7-0 დაამარცხა ბირმინგემი 22 აპრილი 2006 რაფას და მაურინიოს დუელი ბენიტესის გამარჯვებით დასრულდა და 2-1 მოგების შემდეგ ლივერპულის ინგლისის ფედერაციის თასის ფინალში გავიდა 13 მაისი 2006 ლივერპულმა კვლავ დაძაბულ ბრძოლაში, 3-3ის შემდეგ პენალტების სერიაში მოიპოვა გამარჯვება და დაეუფლა ინგლისის ფედერაციის თასს 13 აგვისტო 2006 ლივერპულმა კვლავ 2-1 დაამარცხა ჩელსი და ქომუნითი შილდის მფლობელი გახდა… 18 აგვისტო 2006 ბენიტესს ლივერპულში დირკ კიუიტი გადმოჰყავს ფეინოორდიდან 9 მილიონად… http://www.dirkkuytofficialwebsite.com/Images/1995/dirk_kuyt_liverpool_rafael_Benitez_melwood.jpg პ.ს. 2007-2010 წლების საინტერესო თარიღებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/rafapc.jpg რაფა იყო მწვრთნელი, რომელმაც საუკეთესო მწვრთნელის გასაკეთებელი გააკეთა, მოაგებინა თასები, აღმოჩინა და აღზარდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ახლა მსოფლიო ლიდერები, საუკეთესოები არიან (ტორესი, ალონსო და სხვა) http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_24.jpg http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_17.jpg http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_23.jpg რაფას საუკეთესო ტრანსფერი, აღზარდა ფეხბურთელი, რომელიც ახლა 4-ჯერ ძვირი ღირს… http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_22.jpg ბევრია იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ რაფა არ იყო მხოლოდ მწვრთნელი ლივერპულელებისთვის, ის უფრო მეტი იყო … http://assets.liverpoolfc.tv/uploads/20080710-0216-lfc_degen_dossena_4c07f6e11eef0138849308.jpg უშეცდომო კი არავინაა, მანაც დაუშვა ბევრი შეცდომა, ზოგი საპატიო, ზოგიც უპატიებელი … http://assets.liverpoolfc.tv/uploads/2009_4c06ed1c65fbf203584157.jpg http://www.liverpoolfc.tv/images5/est2_rafa_propa_5_w.jpg “ოლდტრაფორდზე” წითელი ეშმაკების დამარცხება, თანაც ოთხი გოლით ყველას შეუძლებლად ეჩვენებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 1 გოლით სწრედ ისინი დაწინაურდნენ. რაფამ მოახერხა და დაუჯერებელი მატჩი ჩაატარა. მან თვით ოლდრაფორდზე, თვით მანჩესტერს და თვით სერ ალექს ფერგიუსონს აჯობა… http://assets.liverpoolfc.tv/uploads/090524-138-liverpool_tottenham.jpg მაშინ, როცა ლივერპულს მხოლოდ 1 ნაბიჯი ჰქონდა წინ გადასადგმელი, სოწრედ იმ სანატრელი თასის მოსაგებად, სწორედ მაშინ გამოეცალა 2 უმნიშვნელოვანესი ფიგურა ხელიდან, და ალბათ ისევ მისი შეცდომების გამო. თუმცა რაფას რომ “წითლებისთვის” მუდამ კარგი უნდოდა, ეს ყველას დაუმტიკცა. View the full article
-
http://a.pix.ge/t/jj3xu.jpgტორესმა ისაუბრა ბენიტესის შესაძლო წასვლაზე და განაცხადა რომ მისი მომავალი არ არის დაკავშირებული ესპანელ მწვრთნელთან ”ჩემი მომავალი არ არის დაკავშირბული ბენიტესთან, ჩემი მომავალი დაკავშირებულია ლივერპულთან სადაც 4 წლიანი კონტრაქტი მაქვს” განაცხადა ტორესმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ”ამიტომაც რაფა წავა თუ არა მე დავრჩები. კარგი იქნებოდა რაფა ლივეპრულში დარჩენილიყო მაგრამ არ ვიცი რამხელა გავლენას იქონიებს მისი წასვლა კლუბიდან რადგან ჯერ არ გადაწყვეტილა ბოლომდე, ამიტომაც არ ვხარჯავ დროს ამაზე ფიქრით” წყარო: tribalfootball.com & guillembalague.com View the full article
-
http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_1.jpgრაფაელ ბენიტესის პოსტიდან გადადგომა სპორტულ სიახლეებში ყველაზე ხმაურიანია. “ლივერპულის” ფანების უმეტესობისთვის კი ასეთი სიახლე ყველაზე გულდასაწყვეტიც. გთავაზობთ მის სურათებს ოფიციალური საიტიდან, როცა იგი “ლივერპულს” მოევლინა … პირველი დღე მის ახალ სამსახურში … http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_3.jpg 2004: რაფას პირველი მატჩი “ვრექსჰემთან” http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_4.jpg “რაფალუციის” დასაწყისი http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_21.jpg ისტანბულის ფინალამდე ძალიან დიდი და მძიმე გზა განვლო – ოლიმპიაკოსთან მარცხი http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_13.jpg http://www.liverpoolfc.tv/uploads/newsimports/rafa_pub_lev_250.jpg http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_6.jpg ყველასე ნათელი დღე, წერტილი მის კარიერაში … http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_7.jpg http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_14.jpg http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_10.jpg რაფა აბრუნებს ძველ ლეგენდას http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_9.jpg რაფასა და მაურინიოს დაპირისპირება 2006 წლის თასის ფინალზე http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_15.jpg 2 წელი და 2 დიდი ტრიუმფი http://www.liverpoolfc.tv/images5/rafa_five_years_8.jpg ბილ შანკლის მსგავსად რაფაც ახარებდა ხალხს, მართალია ისე ხშირად ვერა, მაგრამ ცდილობდა. მისი სიყვარული კლუბისადმი უზომო იყო, მისი საფიქრალი ნებისმიერ წამს მხოლოდ ლივერპულის და მომდევნო თამაშები იყო, როგორც ყველა ინტერვიუში ამბობდა. ამიტომ მან ფანებისგან უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. მან გააკეთა ის, რაც ძალიან ცოტას თუ შეუძლია. რაფა მუდამ ემახსოვრება “წითლების” ფანებს და ისტორიაშიც როგორც მსოფლიოში საუკეთესო ფინალის გამარჯვებული და ყველაზე მებრძოლი გუნდის ყველაზე მებრძოლი მწვრთნელი შევა. View the full article