planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მოამზადა დავით შალიკაშვილმა 18:18 24.06.2012 ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. ახლახან საიტმა ”ლენტა.რუ”-მ მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ. http://3.bp.blogspot.com/-V6W3tWFz2Ng/T-cg_EctVnI/AAAAAAAAHeU/EzGlaTL0rrU/s200/60059612520ee6207e5810d6c689d1de.jpg- შეიძლება თუ არა მუსიკა, როგორც ძეხვი, დავყოთ პირველ, მეორე, მესამე ”სორტად”? ან, განსაზღვრავს თუ არა მუსიკის ელიტარულობას მისი ჟანრი? - არანაირად არ ვყოფ მუსიკას. ძალზე ფართო დიაპაზონის მსმენელის შემოკრება შევძელით, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველასთვის ვუკრავთ. ასე მგონია, ჩვენ მიერ შესრულებულ მუსიკას "People Music" შეიძლება ეწოდოს. ყველა ადამიანს აქვს თავისი სიხარულისა და მწუხარების მელოდია. მუსიკა სწორედ ამ სულიერი მდგომარეობის ნოტებით გადმოცემაა. ხანდახან გვიჩდება რთული რაღაცეების გაკეთების სურვილი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი მუსიკის მოსმენისას ადამიანები საკუთარ განცდებში კი არ ჩაეფლონ, არამედ - იოცნებონ. - არსებობს თუ არა კარგი და ცუდი მუსიკა? - მუსიკის ასე დაყოფა, მის შეურაცხყოფად მიმაჩნია. ასე ვიტყოდი: არის მუსიკა, რომელიც ჩემია, ან რომელიც უცხოა ჩემთვის. - ხანდახან მხოლოდ ფულის საკეთებლადაც ხომ წერენ მუსიკას? - მერე რა, ესეც ხომ მუსიკაა. - მაგრამ ის ხომ უსულო პროდუქტია?! - საჭმელ პროდუქტებშიც ასე არ არის? - ზოგი ნამდვილია, ზოგიც სუროგატი, მაგრამ ერთსაც ვჭამთ და მეორესაც. მოდით, მუსიკის გარჩევა კრიტიკოსებს მივანდოთ, რომლებიც ამისათვის სწავლობენ და გასამრჯელოს იღებენ. ჩვენ კი ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ. ერთნი ქმნიან მუსიკას, მეორენი უსმენენ მას. ამიტომ შეფასებებშიც ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ მთელი სამყაროსთვის გახსნილი ხარ, შენი მუსიკაც ასევე ყველასათვის გახსნილი იქნება, თუ მიზანმიმართულად რომელიმე აუდიტორიისათვის ქმნი, შესაბამისად, მხოლოდ ეს აუდიტორია მოგისმენს. - გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ”ევრო-2012”-ის მიმდინარეობისას კონცერტი გამართეთ ელტონ ჯონთან ერთად.. - ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მართლაც მიგვიწვიეს. მეიდანზე გავმართეთ კონცერტი. ელტონ ჯონიც მიწვეულია, მაგრამ ის სხვა დღეს იმღერებს. - ელტონ ჯონის შემოქმედებისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ? - ძალიან გახსნილი, პოზიტიური მუსიკა აქვს, ვფიქრობ, კეთილი ადამიანია. - ნინო, თქვენი მუსიკის მოსმენისას სურვილი მიჩნდება ბროლის ცრემლებით ვიტირო. როგორ ფიქრობთ, ვინ არიან თქვენი თაყვანისმცემლები? - საუკეთესო ადამიანები. სიცოცხლის უდიდეს ნაწილს მათ ვუთმობ. მე მათ მთელ ცხოვრებას ვხედავ: როგორ დგებიან დილით საწოლიდან, ყველას თავისი საქმე, პრობლემა, ისტორია აქვს. მაგალითად, ერთმა ბიჭმა ორი თვე იმუშავა და აგროვა ფული, რომ ბილეთები ეყიდა და ჩემ კონცერტზე თავისი შეყვარებული მოეყვანა. მე ყველა ეს ისტორიები ვიცი. ისინი ჩემთვის მუსიკალური ეტიუდებივით არიან, რომლებიც კონცერტზე ერთად გროვდებიან, რომ შემდეგ ერთად მუსიკის ზეიმი მოვაწყოთ. კიდევ ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემს კონცერტებზე ხანშიშესული ადამიანები მოდიან, რომელთაც ბევრი რამ უნახავთ და გამოუცდიათ. - თანამედროვე ქართულ სცენას თუ ადევნებთ თვალყურს? - რა თქმა უნდა, მაგალითად, ნიუ-იორკში ჯაზის სასწავლებლებში არიან 16 წლის პატარა ბიჭები წასული. ისინი გენიალურები არიან. - "ევროვიზიის" მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ. ამბობენ, რომ იქ გასამარჯვებლად ტალანტი და კარგი სიმღერა აუცილებელი არაა, საკმარისია კარგი პროდიუსერი გყავდეს, რომელიც "სწორ" მიმართულებას მოგცემს? - სიმართლე გითხრათ, ეს არ მესმის. ისე კი, ვუყურებ ხოლმე. წელსაც ერთი გოგონა იყო, ძალიან თეატრალური ნატურა ჰქონდა და კარგადაც მღეროდა. სასიამოვნო საყურებელი იყო. ვფიქრობ, როგორც სატელევიზიო პოპ-პროექტი "ევროვიზია" შედგა. საყურებლადაც საინტერესოა. - თქვენ რომ მიგიწვიონ, დათანხმდებით მონაწილეობის მიღებაზე? - თუ ისეთი მუსიკის შესრულების უფლებას მომცემენ, როგორსაც მოვისურვებ და სრული თავისუფლებაც მექნება, სიამოვნებით დავთანხმდები საკუთარი ქვეყანა წარმოვადგინო. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩემი სამყარო. - მუსიკალურ პრესას თუ კითხულობთ? - ნაკლებად. არ გამიმართლა - კომპიუტერის ხმარება არ ვიცი და საკუთარ თავზე ინფორმაციის მოპოვებაც კი მიჭირს. - მოგწონთ თუ არა ის ცვლილებები, ბათუმში რომ ხდება? - რა თქმა უნდა. ბათუმი ისედაც ლამაზი იყო და ახლა კიდევ უფრო გალამაზდა. ქუჩები პატარა ქვებით მოკირწ####ს და ეს ძალიან მოუხდა. ყველგან ძველი სტილის ლამპიონები დააყენეს და ეს ნათურები და ქვაფენილი ღამით საოცრი სანახავია. ახლა იქ სხვანაირი სიწყნარეა. პატარა ქალაქი, ზღვის ტალღების ხმა, როდესაც მის ქუჩებში დადიხარ, თავი შერლოკ ჰოლმსი გგონია. ეს ძალიან უხდება ბათუმს. - გასაგებია, რომ უფასოდ არ მღერით. თქვენს პრეზიდენტს ცუდი დამოკიდებულება აქვს იმათთან, ვინც ფულს რუსეთში აკეთებს. არ გეშინიათ? - არ მეშინია, იმიტომ, რომ მუსიკოსი ვარ. ასევე, ვარ მსოფლიოს მოქალაქე, მაგრამ ქართველი და ეს ჩემი არჩევანია. არ მინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად ვაგო პასუხი. ვფიქრობ, რომ იმ ფულით, რომელიც საქართველოში შედის, ქვეყანა შენდება. ყველას ესმის ეს - მეც კი, ვინც არანაირ პროცესებში არ ვიღებ მონაწილეობას, გარდა ერთისა - სადაც ჩემი ხმა ისმის. არის რაღაც პროგრამები, რომლებშიც ვმონაწილეობ. ამას არა პოლიტიკოსებისათვის, არამედ, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ვაკეთებ. გარწმუნებთ, თუ რაიმე პრეტენზიები მექნება, შემიძლია მივიდე და ხმამაღლა გამოვთქვა საკუთარი აზრი. მხოლოდ, ამას საკუთარ ქვეყანაში გავაკეთებ. არასოდეს მივიღებ ისეთ კონცერტში მონაწილეობას, სადაც ვიღაც მოვა და რომელიმე პოლიტიკოსის სასარგებლოდ აგიტაციას გააჩაღებს. მე უფრო კარგად ვამჩნევ იმ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში ხდება, რადგანაც ხშირად ვარ საზღვარგარეთ და როდესაც ვბრუნდები, ვხედავ, რომ ის, რაც შენდებოდა, უკვე აშენებულია. კარგია, როდესაც ერთი ქაღალდის ასაღებად კილომეტრიან რიგში აღარ გიხდება ჩადგომა, ან ყველაფერზე უზარმაზარი ბოქლომის დადება, იმის შიშით, რომ არ გაგქურდონ. - ესე იგი, თქვენთვის მისაღებია, როგორც ვითარდება დღეს საქართველო? - დიახ. მაგალითად, განათლების სისტემაში მიმდინარეობს მასწავლებლების რეატესტაცია, ყველა კლასში კომპიუტერი დგას, მასწავლებლის ხელფასი 800-1000 ლარია. ეს კარგი ხელფასია, თუმცა, არც ისე ბევრია. უნდა ვაღიარო - პირადად მე, ამდენი არ მყოფნის. ყურადღება ექცევა რაიონებს, ყველგან გაყავთ გზები, გაზი, შუქი, ინტერნეტი. რაც მთავარია ყველაფერი სისტემურად კეთდება და პროცესი მიმდინარეობს. უსამართლობის შემთხვევებიცაა, რომელშიც, ისევ და ისევ, კონკრეტული პიროვნებები არიან დამნაშავენი. კორუფციის ბრალდებით აპატიმრებენ ქრთამის მიმცემსაც და ამღებსაც. ეს ხდება ყველას დასანახად, სახალხოდ. ადამიანები სწავლობენ და პროცესში ახალგაზრდებიც არიან ჩართულნი. - რუსეთსა და საქართველის შორის ცუდი ურთიერთობაა, არ გექმნებათ ამის გამო პრობლემები? - აბსოლუტურად არა. პრეზიდენტმა პრემიით დამაჯილდოვა "ქართული მუსიკის განვითერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის," ანუ, პირიქით, მადლობა გადამიხადეს. პირველად ვიფიქრე, რომ შეეშალათ, შემდეგ კი - გამიხარდა. მადლობა გადამიხადეს იმისთვის, რომ შემიძლია სხვადასხვა ხალხს ჩემი სიყვარული მივაწვდინო. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mixail-saakashvili95-300x300.jpgახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებისას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა არის თუ არა გაკეთებული გზა მისი წინამორბედის მშობლიურ სოფელში. სააკაშვილმა გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მშობლიური სოფლის მამათის გზის სასწრაფო რეაბილიტაცია დაავალა. “8 თუ 9 წლის წინ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი და მამათში შეხვედრას ვატარებდით, მაშინ ყველა ამ მამათს დასცინოდა, ამბობდნენ, შევარდნაძემ სულ გაწირაო. გზა არც მაშინ ჰქონდათ. სირცხვილია, 8 წელი გავიდა იმის შემდეგ და ჩვენი მთავრობის დროსაც კიდევ არ აქვთ გზა?! სასწრაფოდ, პირველ რიგში მამათის გზა გურიაში!” – განაცხადა პრეზიდნეტმა. opinion.ge View the full article
-
სრული ტექსტი liberali.ge
-
##image#9596#1# საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ უკრაინულ გამოცემა Зеркало недели-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრებთან ჩატარებული წვრთნები შემთხვევითი არ არის. ”ჩვენს საზღვრებთან ახლოს რუსეთი წელსაც მასშტაბური წვრთნების, “კავკასია 2012″-ის ჩატარებას აპირებს. ის “სრულიად შემთხვევით” ემთხვევა ჩვენს არჩევნებს. რუსეთს საქართველო სჭირდება. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ “შპს კრემლს” იმ ალტერნატიული გზის გადაკეტვა სურს, რომლის მეშვეობითაც ევროპას ენერგომატარებლები მიეწოდება. ამას გარდა, თუ რუსეთი საქართველოზე სამხედრო-პოლიტიკურ დიქტატს მოიპოვებს, სამხრეთ კავკასიის დანარჩენ სახელმწიფოებზე ზრუნვა საჭირო აღარ არის.” აცხადებს საგარეო საქმეთე მინისტრი და აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის წინაც, რუსეთი საქართველოს საზღვრებთან ”კავკასია 2008”-ს ატარებდა. მისი თქმით რუსეთს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი აღიზიანებს და თვლის, რომ უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრულუფლებიანი წევრობის უფლება არ აქვთ. ”ალიანსი კი საერთოდ ისეთია მათთვის, როგორც წითელი ქსოვილი ხარისთვის. დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობის შემთხვევაში რუსეთი ახალ აგრესიას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის სხვა ორი ქვეყნის წინააღმდეგაც განახორციელებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კრემლი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს. ეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზანია. ამოცანა, რომელიც რუსეთის უწყებებს დაევალათ. სამხედრო აგრესიის მიზეზი კი ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს” – ამბობს გრიგოლ ვაშაძემ. ვაშაძემ უარყო, რომ პუტინის პირად დამოკიდებულებებს მიხეილ სააკაშვილთან რაიმენაირი გავლენა აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში: “რუსეთის პრეზიდენტი პრაგმატიკოსია. პირად ფაქტორზე საუბარი ზედმეტია, რადგან პოლიტიკოსს, რომელიც ემოციების კარნახით მოქმედებს, სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს. რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგი არ არის.” – ამბობს მინისტრი. ვაშაძეს კითხვა ბიძინა ივანიშვილზეც დაუსვეს, მისი თქმით: ”მოქალაქე ივანიშვილი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ მას სამი მოქალაქეობა აქვს. ამასთან, მესამე მოქალაქეობა – ფრანგული – მან მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს მოქალაქე გახდა. შემდეგ ავტომატურად ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 1996 წლიდან დაწყებული ასეთი შემთხვევა იყო 90 ათასი. სწორედ ასე დაკარგეს მოქალაქეობა ჩემმა მეუღლემ, რომელმაც შემდეგ აღადგინა. იმისთვის რომ მოქალაქე ივანიშვილს შეძლებოდა არჩევნებში მონაწილეობა, პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი, რომელიც ნებას რთავდა საქართველოში დაბადებულებს, რომელთაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ კენჭი იყარონ და არჩეულ იყვნენ ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ მოქალაქე ივანიშვილი ამბობს, რომ არ მიიღებს არასდროს მონაწილეობას არჩევნებში, თუ მას არ დაუბრუნებენ საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციის გზით. ხოლო ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას!” – აცხადებს ვაშაძე. მისივე თქმით: ”თუ ფინანსისტისა და ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ”ქართული ოცნება” ქარტული პროექტია, ეს ჩვენთვის კარგი იქნება. თუ ”ქართული ოცნება” მოსკოვური ფესვებისაა, ეს არჩევნების შემდგომი პროექტია, მაშინ გართულებები იქნება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში არჩევნები სამაგალითოდ ჩაივლის.” ვაშაძე ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იქცეს წყალგამყოფად, მათ ქართული პოლიტიკური ელიტა უნდა გაამყარონ და საბოლოდ აჩვენონ მსოფლიოს, რომ საქართველო – დემოკრატიული სახელმწიფოა და არა გარდამავალი. View the full article
-
როგორც ჩანს ლონდონის "ტოტენჰემის" ამ ზაფხულს შეძლებს გუნდის ერთ-ერთ ლიდერ გარეტ ბეილის შენარჩუნებას. View the full article
-
უცნაური ბლოგი: უცნაურის ექსკურსია ბატეთის ტბაზე
planetanews posted a topic in შემეცნებითი ინფორმაცია
წინანდლის შემდეგ ექსკურსია აღარ მოგვიწყვია მეგობრებო, ამიტომაც გადავწყვიტეთ ნავსია თუ რაღაც გავტეხოთ, შევიკრიბოთ და წავიდეთ ბატეთის ტბაზე. ადგილის შერჩევაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი და უკმაყოფილო არავინ დარჩება მემგონი.დასაწყისისთვის შეგახსენებთ მცირე პირობებს, ექსკურსია არის ყველა უცნაურელისთვის, გაგიკვირდებათ და კვლავ განურჩევლად სქესისა, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა სახის შეხედულებებისა : )) ასაკი 18+ ... View ucnauri.com -
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mishaw1-300x207.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, კურორტ “ბახმაროში” ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებისას განაცხადა, „ვიღაცეებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, ხელისუფლება ყოველთვის საქმის გაკეთებაზეა ორინეტირებული“. “ჩვენ დღეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დავიწყეთ, რაც თავისთავად მოიზიდავს როგორც უცხოელ ტურისტებს, ის ადგილობრივ დამსვენებლებს. პირველ ეტაპზე გაკეთდება კინოთეატრი თავისი ინფრასტრუქტურით, აშენდება სასტუმრო, გაიხსნება აფთიაქი, მარკეტი, ამბულატორია, მოსაცდელი და გარდა ამისა, მოეწყობა მოედანი. ბახმაროს კურორტის განვითარება ნიშნავს იმას, რომ აქ დასაქმდება მრავალი ადამიანი როგორც მშენებლობის დროს, ასევე მისი ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგაც. ბახმარო თავისი ინფრასტრუქტურით იქნება ისეთივე კურორტი, როგორიც გუდაური და ბაკურიანია. ბუნებრივი პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა. აქ წელს უამრავ დამსვენებელს ველოდებით. რაც ბახმაროში ხდება, ეს არის საქმის წამოწყება, რომლის შედეგსაც ძალიან მალე იხილავენ. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ ყოველთვის საქმის გაკეთებაზე ვართ ორიენტირებული. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს პროექტები დაიწყება და შეჩერდება, მაგრამ ნურას უკაცრავად! ჩვენ რასაც ვიწყებთ ვასრულებთ. ამას საზოგადეობა ხედავს და მომავალშიც დაინახავს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი გავაკეთოთ, ავაშენოთ და ვიდგეთ იმ ხალხის გვერდით, ვინც იმსახურებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mixeil-saakashvili-5468954605491-289x300.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც თან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და გურიის მხარის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ახლდნენ, კურორტ “ბახმაროში” ინფრასტრუქტურილი პროექტების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, ორი სასტუმრო, კონოთეატრი, რამდენიმე კაფე-ბარი და გასართობი ცენტრის აშენებაა დაგეგმილი. opinion.ge View the full article
-
იტალიაში ვიზიტად მყოფი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ ჩირიკბა, გამოცემა Limes-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მათ საქართველოში უფრო პრაგმატული მოსაუბრე სჭირდებათ: ”ჩვენ უფრო პრაგმატული მხარე გვჭირდება, მაგალითად ალასანია, ან ახლახანს პოლიტიკაში მოსული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიზნესმენია და შესაძლოა საკმარისად პრაგმატული იყოს იმის მისახვედრად, თუ რა არის ხელსაყრელი გადაწყვეტილება ყველასთვის.” მან ასევე განაცხადა, რომ: ”საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა გვექნებოდა”. როგორც ჩიკრიბა ინტერვიუში ამბობს, ის იტალიის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. View the full article
-
წარმოგიდგენთ Disney-ის ახალ ანიმაციურ ფილმს Tinker Bell: Secret of the Wings, რომელიც გამოვა 2012 წლის 13 სექტემბერს. ანიმაციური ფილმი არის ფერიებზე, კერძოდ კი ძინ-ძინზე, რომელიც ალბათ უნდა გახსოვდეთ პიტერ პენიდან. მაშ ასე, ძინი და ფერიები არასდროს არ გადადიოდნენ გაყინულ ტყეში, რადგან ყველამ იცოდა, რომ ის არის ძალიან საშიში ადგილი. ერთხელაც ძინ გადავა და მისი ფრთები View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61144.jpg სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან ახალციხეში. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გაანადგურა. ამოვარდნილმა ქარმა სახურავი ახადა საქონლის ფერმას. დაზარალდა რამდენიმე ოჯახიც, მათ შორის ყველაზე დიდი ზიანი სტიქიამ კელოშვილების ოჯახს მიაყენა. ახალცხეში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ზარალს დაადგენს. View the full article
-
საოცარ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, თუმცა არა, ძნელია აქაურობას სახელმწიფო უწოდო. ქვეყანა სადაც ყველაფერი ერთი კაცის ნებასურვილზეა, სადაც მიკროავტობუსებში რადიოს ჩართვას პარლამენტი კრძალავს და სადაც პრეზიდენტი ბენზინგასამართ სადგურებს ხსნის. დიახ, ეს ჩვენი ქვეყანაა! გეცნოთ? აქ არაფერია გასაკვირი, რადგან არსებობს ერთი დიადი არგუმენტი: მაღალს ასე სურდა! მოკლედ არ გავიგო თქვენი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება – სრულ დეოკუპაციამდე! ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ დილას პრეზიდენტმა გაიღვიძა და ნახა, რომ “ყველგან” მეცხრე არხი იყო, ეს ის ტელევიზიაა, მიშა რომ ვერ აკონტროლებს, გაიფიქრა მაღალმა და სასრაფოდ ბრძანება გასცა, რომკანონიერად თუ უკანონოდ მოეშორებინათ მეცხრე არხი ტელევიზორებიდან. რა თქმა უნდა, ეს არც თუ ისე ძნელი იყო, და სულ რამდენიმე საათში შესრულდა, რადგან კომპანის, რომელმაც მეცხრე არხს ციფრული სიგნალი მიაქირავა, უკანონოდ ცნეს და აღნიშნული სიგნალიც გამოურთეს. ცოტა დამშვიდდა მაღალი… მაგრამ კოორდინატორები იტყობინებოდნენ რეგიონებიდან, რომ გლობალ TV არ ჩერდებოდა, სულ გაუთებშებიაო ყველაფერი. კამერიანი კუდის აგენტები იტყობინებოდნენ, რომ ბიძინას აქციებზეც ბევრი ხალხი დადიოდა რეგიონებში. ამან მაღალი წყობიდან გამოიყვანა. რა ექნა? ადგა და მოგელაძეს დაავალა ფიქრი, რადგან თვითონ არ ეცალა, მილანში მიდიოდა საშოპინგოდ. გონივრული ეჭვების მქონე მოგელაძეს რა ექნა? სადაც მაღალმა რამე ბრძანა… ასე გამოუწერეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს 150 მილიონიანი ჯარიმა, რომელიც შემდეგ 75 მილიონამდე შეამცირეს. ეს შემცირება რა იყო, სიმართლე გითხრათ მე ვერ მივხვდი, ალბათ იმის ჩვენება რომ, სააპელაციო სასამართლო ყველაფერს არ “აპრავებს”. მაგრამ მიშა ვერც ამ ჯარიმამ დააოკა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოახსენეს, ბიძინა ჯარიმას არ იხდისო! რა ქნას? აი აქ მიიღო ძალიან სასაცილო გადაწყვეტილება, თუმცა არა, ამას გადაწყვეტილებასაც ვერ დავარქმევთ, ეს ალბათ უფრო აფექტურ მდგომარეობაში მონაბოდს უფრო გავდა. მან სპეცოპერაცია დაიწყო, სატელიტური თეფშების წინააღმდეგ. ცალსახაა ამ ოპერაციის დაკვეთის პოლიტიკური მოტივები, ამის ასახსნელად ისიც კმარა, მოსამართლის მიერ გამოცემულ აქტს,მისი ხელმოწერა და ბეჭედი რომ აკლდა. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/179499_451179841573586_679408449_n.jpg იურიდიულად ეს დაახლოებით ისეთივე ნონსენსია, როგორც კონსტიტუციაში იმის ჩაწერა რომ, მოქალაქეს აქვს უფლება გახდეს პარლამენტის წევრი, მოქალაქეს შეუძლია მას ხმა მისცეს, თავად კანდიდატი კი არჩევნებში ვერ მონაწილეობს. თუმცა ოღონდ როგორმე გაეჩერებინათ, ოღონდ როგორმე გაეთიშათ მეცხრე არხის გავრცელება, უკვე აღარც საკუთარ კანონებს აქცევდნენ ყურადღებას! http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/556399_483699044978525_1195939924_n.jpg ირანი (ეძღვნება ქართველ ლიბერტარიანელებს) საერთო ჯამში შსს-ს შენაერთებმა 60 000-მდე ანტენა “დააპატიმრეს”, რამაც 7 მლნ ლარამდე ზარალი მიაყენა გლობალ TV-ს, მიუხედავად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენებისა, სადაც ნათქვამია რომ ანტენების დაყადაღება სრულიად არაკანონიერია, ისინი ჯერჯერობით კვლავ ხელისუფლების “პატიმრობაში” რჩებიან, მარტივი მიზეზის გამო. სატელიტური ანტენებით განსხვავებული , ალტერნატიული საინფორმაციო ნაკადის მიღება შეიძლება! View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61143.jpg ძლიერმა წვიმამ ქარელში რამდენიმე ოჯახი დააზარალა. უხვი ნალექის გამო, სანიაღვრე არხებში ვერ მოხდა წყლის ნაკადის გადინება, რის გამოც წვიმამ ხუთ ქუჩაზე მცოხვრები 12 ოჯახის ეზოები და პირველი სართულები დატბორა. სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ჩაატარეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულებს შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/saia5-300x225.jpgახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული განცხადების ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ. “2012 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს (ანტენებს, რესივერებს, მიმღების თავაკებს) ყადაღა დაადო. ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ცალკეული პირების მიერ შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხული ანტენებითა და რესივერებით საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობდა. პროკურატურის განცხადებით, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი” საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა გრძელდებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები არის ქონება, რომლებიც გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებულ ტექნიკურ საშუალებებს დაედო ყადაღა. მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ეფექტური ღონისძიებები გაატაროს. თუმცა, აღნიშნული პროცესი სამართლიანობის პრინციპისა და კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით უნდა წარიმართოს. სახელმწიფო ვალდებულია, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, როდესაც შეზღუდვების გავრცელება მედიის სფეროს ეხება. ვფიქრობთ, 2012 წლის 21 ივნისს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო. კერძოდ, 1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი განსაზღვრავს ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას. ვინაიდან საქმის წარმოება დაწყებულია ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე და არ არსებობს ბრალდებული პირი, როგორც დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი, სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს; 2. გარდა ამისა, სსსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი განმარტავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე _ 330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას. კონკრეტულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლად ვერ იქნება გამოყენებული აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან ამომრჩევლის მოსყიდვა დანაშაულის კატეგორიის მიხედვით, წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და არა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, რა შემთხვევაშიც არის შესაძლებელი დანაშაულის მომზადების შემთხვევაში ქონების დაყადაღება; ასევე მიგვაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ანდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება სასამართლო განჩინებით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი სასამართლო განჩინების გარეშე, თუმცა – გამომძიებლის დადგენილებით. საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა შპს ,,ელიტა ბურჯის’’ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და მიუხედავად იმისა, რომ შეიზღუდა როგორც კერძო საკუთრება, ასევე მფლობელობა, („გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ დაქირავებული აქვს „ელიტა ბურჯისგან“ გარკვეული ფართი), არ არსებობდა კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული სასამართლო განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება. ვინაიდან მედიას, განსაკუთრებით სატელევიზიო სივრცეში, საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება კი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ყველა შეზღუდვა, რომელმაც შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლებაზე გავლენა მოახდინოს, კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, ეფუძნებოდეს გამოხატვის თავისუფლების, მედია პლურალიზმისა და სისხლის სამართლით დაცული სიკეთის სამართლიან შეფასებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ როგორც გამოძიების ორგანოებს, ასევე სასამართლოს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას სამართლიანობის პრინციპების დაცვით იხელმძღვანელონ და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები განუხრელად დაიცვან”. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/saakashvili12-300x225.jpgროგორც რუსი პოლიტოლოგი, სერგეი კურგინიანი აცხადებს, “საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, ახალი ომი გააჩაღოს”. “სააკაშვილმა შესაძლოა, ახალი ომი დაიწყოს. მას პრეზიდენტის პოსტიდან წასვლა არ სურს, ე.ი. ახალი სამხედრო ავანტიურის გაჩაღებას შეეცდება. თუმცა მოსკოვი სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად კვლავ მივა, სხვა ვარიანტი არც შეიძლება, იყოს”, – განაცხადა კურგინიანმა . აგრეთვე კურგინიანი აღნიშნავს, რო მ რუსეთი ამჟამად გაცილებით ძლიერია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. “ახალგაზრდებს შორის პატრიოტიზმის იდეა საკმაოდ ძლიერია და ახალი თაობისთვის საბჭოთა რწმენა უცხო არ არის… რუსეთის მოქალაქეები დიადი დერჟავის აღდგენის იდეით უნდა იყვნენ გამსჭვალული. საჭიროა, ჩვენს გზას დავადგეთ და მაშინ ეროვნებათაშორისი კონფლიქტები აღარ იქნება. საკითხი იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა ერი გამოღვიძებას და ორგანიზებას”, – განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა. opinion.ge View the full article
-
ევრო-2008, მუნდიალ-2010 და ახლა ევრო-2012 - ზედიზედ მესამე დიდი ტურნირია, ესპანეთის ნაკრებს პლეი ოფში გოლი არ გაუშვია, არადა, უკვე 8 მატჩი ჩაატარა ამ სტადიაზე.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=d32f0065-331f-4dc1-a030-956ebd7edd4a.jpg&size=500 View the full article