planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
კვირას ევრო 2012-ზე პირველად დაფიქსირდა უგოლო ფრე, პირველად დაინიშნა დამატებითი დრო და პირველად შესრულდა პენალტები. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც 11-მეტრიანებში ინგლისელებს არ გაუმართლათ. იტალიას კი ნამდვილად ეკუთვნოდა გამარჯვება და სამართალმა პური ჭამა. ჩეზარე პრანდელიმ ნამდვილად ჩინებული გუნდი ჩამოაყალიბა. ასეთი შემტევი იტალია, მე პირადად, 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ მახსოვს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=10442a8d-bf12-4e87-aa65-a45c5ba618d1.jpg&size=500 View the full article
-
იტალიასა და ინგლისს შორის, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამართული ძალიან საინტერესო მატჩის გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. უგოლო 120 წუთის შემდეგ, საქმეში ფეხბურთელთა ნერვები ჩაერთო, რაშიც, როგორც აღმოჩნდა, იტალიელები უფრო ძლიერები იყვნენ. თერთმეტმეტრიანი თითოჯერ არაზუსტად მონტოლივომ და იანგმა დაარტყეს, ხოლო კოულს ბუფონმა აჯობა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=4b63fdbe-165e-429d-9c80-72f8b08e9944.jpg&size=500 View the full article
-
ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე, უგოლოდ თამაში პირველად დასრულდა. ძირითადი 90 წუთის შემდეგ, ინგლისმა და იტალიამ ერთმანეთის კარი ვერც დამატებულ ნახევარ საათში აიღეს და მიმდინარე ჩემპიონატზე, გუნდები თერთმეტმეტრიანის სერიაში მონაწილეობას პირველად მიიღებენ. ბუნებრივია, დამატებით ტაიმებში, გუნდები უფრო ფრთხილობდნენ, ვიდრე ძირითად დროში, თუმცა სახიფათო მომენტები მაინც იქმნებოდა. იტალიამ გოლიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამო, არბიტრმა ანგარიში უცვლელი დატოვა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=184f0443-2257-40e3-9569-9a8796e75015.jpg&size=500 View the full article
-
wordsport: პირველი დამატებული ტაიმი ევრო 2012-ზე
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
ინგლისსა და იტალიას შორის მიმდინარე მეოთხედფინალური შეხვედრის ძირითადმა დრომ, მოლოდინისამებრ, ძალიან საინტერესო ბრძოლაში ჩაიარა. პირველის მსგავსად, სახიფათო მომენტები მე-2 ტაიმშიც იქმნებოდა. განსაკუთრებით იტალიელები აქტიურობდნენ, მაგრამ ვერც მათმა და ვერც ინგლისელთა მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა. წინ დამატებითი ტაიმები და შესაძლოა თერთმეტმეტრიანების სერიაცაა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=5a9fa221-dd91-4986-9dd0-be91c68b6077.jpg&size=500 View the full article -
##image#9537#1#ივნისის დასაწყისში საქართველოს ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, ქეთრინ შულცი ესტუმრა. მას ბევრი იცნობს ცნობილი ჟურნალების: New York Times Magazine, Foreign Policy, Rolling Stone, The Nation, ფურცლებიდან. შულცის პირველი წიგნი – „როცა ცდები” – არასამთავრობო ორგანიზაცია რადარამის ინიციატივით ითარგმნა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პრეზენტაციებიც გაიმართა. „როცა ცდები” საზოგადოებაში შეცდომის როლის გადაფასებას ისახავს მიზნად. ავტორი ცხოვრებისეული მაგალითებით გვარწმუნებს, რომ “შეცდომების დაშვების უნარი არა მარტო სიცოცხლის ნიშანი, არამედ, გარკვეულწილად – მისი მტკიცებულებაცაა”. ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ქეთრინ შულცთან. თქვენ იყავით საერთაშორისო ჟურნალისტი და წერდით მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან, მერე კი მოულოდნელად დაინტერესდით, თუ რა ხდება, „როცა ცდები”, და მწერლად მოგვევლინეთ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ჩემთვის ჟურნალისტობასა და მწერლობას შორის დიდი განსხვავება არ არის. თუმცა, არც მთლად ერთი და იგივეა. წიგნზე მუშაობისას მქონდა უდიდესი თავისუფლება. როცა ჟურნალისტი ხარ, მუდმივად შეზღუდული ხარ დროსა და შენი სტატიისთვის გამოყოფილ სივრცეში. წიგნის შემთხვევაში კი, საკუთარი პირობების მიხედვით მუშაობა ჩემთვის უდიდესი ფუფუნება იყო. რატომ – „შეცდომა”? როგორ შეარჩიეთ წიგნის მთავარი თემა? რაღაც ღვთის გამოცხადებასავით იყო, რომელიც ერთხელ დამემართა და არამგონია, განმეორდეს. რამდენიმე ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელ ისტორიაზე ვმუშაობდი: პოლიტიკურ ამბებზე ტექსასიდან, იელის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო პროფესორზე… ამ დროს ბრუკლინში ვცხოვრობდი. ერთ დღეს, სახლში რომ ვბრუნდებოდი (ისიც კი შემიძლია გითხრათ, ზუსტად კიბის რომელ საფეხურზე ვიყავი), მივხვდი, რომ ყველაფერი, რაზეც კი ვწერდი, საბოლოოდ ერთი რამის გარშემო ერთიანდებოდა – სხვადასხვა კუთხით ასახავდა ჩვენს დამოკიდებულებას შეცდომასთან და ცდილობდა აეხსნა, როგორ ვიყალიბებთ წარმოდგენებს და რა გვემართება, როდესაც ისინი მცდარი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ მაშინ გავიფიქრე: „ეს წიგნია, და მე მას დავწერ!”. ეს 2004 წელს მოხდა. ერაყის ომი, მასობრივი განადგურების იარაღი – ამერიკის, ისევე როგორც მსოფლიოს ისტორიაში, ეს იყო დრო, როცა შეცდომის გარდა ვერაფერზე იფიქრებდი. ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ დიდი შეცდომის შედეგები. სწორედ ამ დროს ვიგრძენი, რომ მინდოდა რაღაც ძალიან სწორი გამეკეთებინა და გადავწყვიტე, დამეწერა, თუ რა გავლენას ახდენს შეცდომა თითოეულ ჩვენგანზე. თქვენი წიგნი თითქოსდა მარტივი შეკითხვით იხსნება: რატომ გვსიამოვნებს ჩვენი სიმართლე? შემდეგ კი მოგყავთ უამრავი საინტერესო მაგალითი იმის დასამტკიცებლად, რომ ყველას უყვარს, როცა მართალია. გარკვეულ როლს, ალბათ, ფართოდ გავრცელებული რელიგიებიც თამაშობენ. მათი უმრავლესობა შეცდომას გმობს, ცოდვად მიიჩნევს. ამ დროს კი მოდის ქეთრინ შულცი და გვიმტკიცებს, რომ შეცდომა არის სრულიად ადამიანური, ნორმალური ამბავი. მაინც რა არის შეცდომის ტრადიციული აღქმის პრობლემა? რელიგიასთან დაკავშირებით, ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. რელიგიას შეცდომასთან გაორებული დამოკიდებულება აქვს. მართალია, მას ხშირად ცოდვასთან და ბოროტებასთან აიგივებს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველა ფართოდ გავრცელებული რელიგია აღნიშნავს, თუ როგორი არასრულყოფილია ადამიანი. სწორედ ეს განგვასხვავებს ღმერთისგან. რელიგიების უმრავლესობას აქვს მორალური შეცდომების აღიარების გარკვეული მექანიზმები: ქრისტიანობაში ესაა აღსარება, იუდაიზმში – იომ კიპური, ყოველწლიური დღესასწაული, როდესაც ყველა არასწორ საქციელს ინანიებ. რელიგია გაგებით ეკიდება ადამიანის შეცდომისადმი მიდრეკილებას და ეძებს გზებს, რომ ამ თვისებასთან ერთად ცხოვრება გაგვიადვილდეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვიყვარს, როცა მართლები ვართ – პირველ რიგში იმიტომ, რომ სასიამოვნოა. ძალიან მარტივი ევოლუციონისტური არგუმენტი რომ მოვიყვანო, სიმართლე ჩვენი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. წარმოიდგინეთ, რომ ვეფხვი მოგსდევთ. გადაწყვეტილება წამებში უნდა მიიღოთ და ურიგო არ იქნება, მართალი თუ გამოდგებით. სიმართლეს უდიდესი ევოლუციური უპირატესობა მოაქვს და ჩვენს ცხოვრებაში მისი მნიშვნელობა უდიდესია. შესაბამისად, გარკვეული ბიოლოგიური მოთხოვნილებაც კი გვიჩნდება, ვიყოთ მართალი. 2010 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში – „ამერიკის შეერთებული შეცდომები” ამტკიცებთ, რომ შეცდომა და მის მიმართ ტოლერანტობა დემოკრატიის ქვაკუთხედია. იქნებ, განვავრცოთ ეს თემა. შეცდომისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართება სწორად აღნიშნე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამერიკელებს, როგორც ყველა სხვას, უყვართ, როცა მართლები არიან. დღესდღეობით ქვეყანა პარტიული მოსაზრებების მიხედვითაა დაყოფილი, თუმცა ეს სხვაგვარად არც არასდროს ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სისტემა, რომელიც განსხვავებული აზრის არსებობის უფლებას აღიარებს. სწორედ ის რწმენა, რომ განსხვავებული იდეები, ხედვები, ადამიანები მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებისთვის, ქმნის ძალაუფლების გადანაწილების შესაძლებლობას. ამიტომაც ვფიქრობ – შეცდომისადმი ტოლერანტობა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. პოლიტიკა ახსენეთ. როგორია შეცდომისადმი პოლიტიკოსების დამოკიდებულება? გასაოცარია, თუ რამდენად განსხვავდება შეცდომის აღიარების უნარი პროფესიების მიხედვით. მეცნიერებს, ინჟინრებს, ეს ძალიან კარგად გამოსდით. პოლიტიკოსები კი, ამ მხრივ, სიის ბოლოში იმყოფებიან. ჩემი აზრით, ამას მოქალაქეებიც ხელს უწყობენ. საბოლოო არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ და ძალიან იშვიათად ვაძლევთ ხმას პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოდიან და ამბობენ: „მე შევცდი”. თუმცა, ამერიკის ისტორიაში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ამის გაკეთება შეეძლოთ. საუკეთესო მაგალითია ბენჯამინ ფრანკლინი, რომელმაც კონსტიტუციის ხელმოწერისას თქვა: „მე ხელს ვაწერ დოკუმენტს, რომლის ნაწილს არ ვეთანხმები, რადგან გამოცდილებამ დამანახა – ზოგჯერ რაღაცას არ ვეთანხმებოდი, შემდეგ კი მივხვდი, რომ ვცდებოდი”. ისტორიულად ასეთი რამ არსებობდა, დღეს კი თითქმის ვეღარ შეხვდებით. რა არის ტიპური ამერიკული შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში? განზოგადება ძალიან რთულია, მაგრამ გამოვყოფდი არაჯანსაღ კვებას, ავტომანქანით გადაჭარბებულ სარგებლობას, გარემოსადმი საშინელ დამოკიდებულებას. და მაინც, ყველაფერი მიდის ფუნდამენტურ დილემამდე თავისუფლებასა და საზოგადოების ინტერესებს შორის. ამერიკელები თავისუფლებას გაცილებით მაღლა აყენებენ, რასაც უამრავი ბრწყინვალე რამ უკავშირდება. თუმცა დიდ საფასურსაც ვიხდით: სოციალური დაცვა არ გაგვაჩნია. მილიონობით დაუზღვეველი ადამიანი არის ის უდიდესი შეცდომა, რასაც ამერიკა უშვებს. მეორე მხრივ, თავისუფლება უმნიშვნელოვანესია. ამერიკის სიამაყე სუბკულტურებია, რაც შეუძლებელი იქნებოდა თავისუფლების, ტოლერანტობის, განსხვავებული კულტურებით აღტაცების გარეშე. შეხედეთ ნიუ იორკს. მსოფლიოს 10 უდიდეს ქალაქში ვარ ნამყოფი და ვერცერთს ვიხსენებ, სადაც ასეთი საოცარი საერთაშორისო, მულტიკულტურული შერწყმა იგრძნობოდეს. საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, რაში ცდება და რას აკეთებს სწორად ამერიკის შეერთებული შტატები? საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩემი აზრით, ჩვენ უდიდესი შეცდომა დავუშვით, როცა ერაყში შევედით. მეორე მხრივ, არის ავღანეთი და ჩვენს იქ ყოფნასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ გამაჩნია, თუმცა რამდენჯერაც ავღანეთი მიატოვეს, ჯერ რუსებმა, მერე კი ჩვენ, იმდენჯერ ეს იყო საშინელება. როგორ ვხვდებით, რა გავაკეთოთ ამა თუ იმ სიტუაციაში? შეგვიძლია ისტორიას გადავხედოთ. მაგრამ ისტორიული გაკვეთილები წარმოუდგენლად რთულია. ამერიკის შემთხვევაში, რა უნდა მივიღოთ მხედველობაში: ვიეტნამი თუ რუანდა? თუ ვიეტნამის მაგალითს გავითვალისწინებთ, არ უნდა ჩავერიოთ, ხოლო თუ რუანდას შევხედავთ, გაბრაზება გვიპყრობს, იქ რომ არ ვიყავით. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითდანიშნული მსოფლიო პოლიცია ხარ. შოუ მე რომ მიმყავდეს, მხოლოდ მორალური გათვლები იარსებებდა, გავითვალისწინებდი, თუ რა ემსახურება უდიდეს სიკეთეს და მშვიდობიან მოსახლეობას. თუმცა რეალურად ასე არ ხდება. ითვალისწინებენ საერთაშორისო ურთიერთობებს, ნავთობს, ფულს, ამერიკული მედიის მოსალოდნელ რეაქციას… ვთვლი, რომ სირიაში აუცილებლად უნდა ჩავერიოთ და დავეხმაროთ აჯანყებულებს, პირველ რიგში, საჰაერო ძალებით და კულუარული მოლაპარაკებებით. უკვე იქ რომ არ ვართ, ჰუმანიტარული ტრაგედიაა. ცხადია, რომ „არაბულ გაზაფხულს” მხარს უნდა ვუჭერდეთ, როგორც პრინციპული, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება ირანს, ძალიან საინტერესოა საქართველოს პოზიცია: ამერიკის ძლიერი მოკავშირე ღია სავიზო რეჟიმით და საკმაოდ კარგი ურთიერთობით ირანთან. როგორც ვიცი, საქართველო, ვენესუელას თუ არ ჩავთვლით, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ირანელებს უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ. ცხადია, მდებარეობიდან გამომდინარე, ვენესუელა ნაკლებად რელევანტურია. ჩემი დიდი სურვილია, ირანში შიდა რევოლუცია ვიხილოთ. არავის ეზიზღება ირანის მთავრობა ისე, როგორც თავად ირანელებს. ამ ქვეყნის ტრაგედია ორმაგად მტკივნეულია მისი უაღრესად მდიდარი კულტურის გათვალისწინებით. გინდა იფიქრო, რომ იქ ჯერ კიდევ შესაძლოა შიგნიდან მართული რევოლუციის აღმოცენება, რაც თავისთავად, საუკეთესო გეოპოლიტიკური პერსპექტივაც იქნებოდა. ვფიქრობ, ეგვიპტის მაგალითის განმეორება ირანშიც შესაძლებელია. ამასთან დაკავშირებით მახსენდება უმცროსი მარტინ ლუთერ კინგის ფრაზა: „მორალური სამყაროს რკალი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობისკენ იხრება”. ეს ასეცაა. გამუდმებით ვხედავთ, რომ რეჟიმები, რომლებიც მუდმივი გვეგონა, ეცემა. საბჭოთა კავშირი დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების 99% საწინააღმდეგოს წინასწარმეტყველებდა. ასეთივე რამ მსურს ვიხილო ირანშიც. თქვენს წიგნში შეცდომას იცავთ, თუმცა უმრავლესობა „აბსოლუტურად არასწორის” კატეგორიაშია. რა არის ასეთი თქვენთვის? ძალიან საინტერესო შეკითხვაა, რადგან ჩემი ზემოთ მოყვანილი არგუმენტის საწინააღმდეგოდ მალაპარაკებს. რა თქმა უნდა, არსებობს სრულიად მცდარი რამ. ეს ძირითადად მორალურ მხარეს ეხება. მაგალითად, გენოციდი აბსოლუტურად არასწორია. ასეთივეა სხვა ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დარღვევაც. წიგნზე მუშაობამ მასწავლა, რომ შესაძლებელია რაღაცის სიმცდარეში დარწმუნებული იყო და მაინც იურთიერთო ადამიანებთან, რომლებიც არ გეთანხმებიან. ზოგი ფიქრობს, რომ ამ თემებზე საუბარიც კი მათ რწმენათა სისტემაზე თავდასხმაა, რაც იმეორებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის ხაზს: „არ ველაპარაკებით დიქტატორებს”. მე ეს ზედმეტად უხეშ მიდგომად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები გარკვეულ წარმოდგენებს, ისინი მაინც მაინტერესებს. თქვენ ამტკიცებთ, რომ ზოგიერთი თავად ირჩევს, ისტორიაში არასწორ მხარეზე მდგომის სახელით შევიდეს. ცოტა ხნის წინ ქართველ მასწავლებლებს შეხვდით. ისაუბრეთ სწავლების გამოწვევებზე? როგორ უნდა გაანათლო ახალგაზრდები ისე, რომ „ისტორიის სწორ მხარეს” დგომა აირჩიონ? ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. განსაკუთრებით, თუ როგორ არ უნდა ასწავლო შეცდომის შიში. უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენი სასკოლო სისტემა (დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოში ისევეა, როგორც ამერიკაში) მოსწავლეებისგან სისწორეს ელის და შეცდომებისთვის სჯის, რაც არასწორია. ადამიანებმა რომ შეძლონ და ისტორიაში სწორ მხარეს დაიმკვიდრონ ადგილი, ორი მთავარი რამ უნდა ისწავლონ: ცნობისმოყვარეობა და თანაგრძნობა. თუკი განსხვავებულის შიშს მისი ინტერესით ჩავანაცვლებთ, ეს განუზომლად დიდი მიღწევა იქნება. ასევე, უმნიშვნელოვანესია ემპათია, ანუ შესაძლებლობა, შეხედო განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანს და გააანალიზო – მათ თავიანთი მიზეზები აქვთ, ხოლო მათი აზრები ისეთივე ღირებულია ამ ხალხისთვის, როგორც ჩვენთვის საკუთარი შეხედულებები. ასევე უნდა ვასწავლოთ, თუ რა საშინელება შეიძლება მოჰყვეს ამ ორი თვისების არარსებობას. ჰოლოკოსტს ვგულისხმობ. რა შთაბეჭდილებებით ტოვებთ საქართველოს? საქართველოზე ბევრი მსმენია, თუმცა რეგიონში პირველად ვარ. მთები ძალიან მიყვარს, შესაბამისად, ამ ვიზიტით აღტაცებული ვარ. ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებები მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით მოხიბლული ვარ ხალხის ინტელექტით. თუნდაც ის, რომ ეს წიგნი თარგმნეს, მიუთითებს იდეების პატივისცემაზე, ინტერესზე, თუ რა ხდება მსოფლიოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. View the full article
-
liberali.ge
-
ავტორი ჟანა მეგრელიშვილი 20:54 24.06.2012 "ადრე, საქართველოში მხოლოდ ოთხი კულტურა იყო, ჩაი, მანდარინი, ყურძენი და ვაშლი. შეიცვალა სიტუაცია, ჩაი აღარაა კონკურენტუნარიანი, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში, მას თავად საბჭოთა კავშირი ყიდულობდა. ერთი არის კიდევ, თხილი, რომელიც დღეს ყველაზე მთავარი საექსპორტო პროდუქტია ჩვენთან. 2011 წელს, დაახლოებით 160 მილიონი დოლარის ექსპორტი მოხდა, წელს უფრო მეტი იქნება. ჩვენ დავიწყეთ ჩაის ადგილას ახალი ჯიშების გამოცდა ჩაის ყოფილ მიწებზე, რადგანაც ჩაის კი აქვს პერსპექტივა, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ადრე, საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო," - ეს განცხადება და უახლესი ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა გოროზიამ, მექანიზაციის ცენტრის ეზოში, საჯარო სივრცეში გააკეთა. http://1.bp.blogspot.com/-ly9Qgp99rak/T-dFmJSTabI/AAAAAAAAHew/kZIuGu0_0P0/s200/mqdefault%2B%25281%2529.jpgგოროზია გურიის რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის რწმუნებულს, სოფლის ა(ა)იპ განვითარების ცენტრის თანამშრომლებსა და რამდენიმე ფერმერს ოზურგეთში, გურიის რეგიონის ფერმერთა მექანიზაციის ცენტრში, ჟურნალისტებთან ერთად შეხვდა. გოროზია, ოზურგეთში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი პირველი სტუმრობის შესახებ "გურია ნიუსმა" შემთხვევით გაიგო, ამჯერად კი ოფიციალურად გვაცნობეს. "ყველაზე მეტად, რაც სოფლის მოსახლეობას აწუხებდა და აწუხებს რეგიონებში, ეს არის ტექნიკის არქონა. ჩვენ შევქმენით ეს ცენტრი, სადაც რაღაც რაოდენობის ტექნიკა გვაქვს, წელს კიდევ შემოვა. შარშანდელთან შედარებით ცოტათი გავაიაფეთ ტექნიკით მომსახურება, თუმცა კიდევ შემოვა და გავაიაფებთ. რაც უფრო მეტია თანამედროვე ტექნიკა, მით უფრო მეტად არის შესაძლებელი გავაიაფოდ ტექნიკით მომსახურება, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მეტ გლეხს მოვემსახუროთ," - ანუგეშა მინისტრმა გლეხები ამ "სეილით" და თანამედროვე ჯიშების პოპულარიზაციაზე გადავიდა. "წელს, გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩვენმა ბიზნესმენებმა დაიწყეს უცხოელი აგრონომების ჩამოყვანა, რომელმაც გამოიწვია ახალგაზრდების ხედვა იმისკენ, რომ მათაც ჩააბარონ აგროსექტორში. სამწუხაროდ, კომუნისტების პერიოდში, აგრონომის ზრდა ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ საქართველოში უამრავი პრობლემების გამო ეს შეუძლებელი გახდა. თუ ჩვენ თანამედროვე ჯიშები თანამედროვედ არ გავაკეთეთ, პრაქტიკულად, ის ჯიშები, რომელიც ჩვენთან არის, მოძველებულია და ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. მაგალითად, მანდარინზე გეტყვით, ჩაქვში შემოვიტანეთ და დავრგეთ ახალი თანამედროვე იაპონური ჯიშები..." გოროზიას თქმით, მისი გურიაში ჩამოსვლის მიზანი იყო გლეხებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გაეცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, "გურია ნიუსმა" ზაზა გოროზიას რამდენიმე კითხვით მიმართა. - ბატონო ზაზა, ამერიკულ პეპელასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში არ შეუწამლიათ ხეები. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მანქანები უბრალოდ გარედან ასხურებენ წამალს, ზოგიერთ სოფელში საერთოდ არ ყოფილან. დიდი პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა. ფლობთ თუ არა ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით? - თქვენ გგონიათ, რომ მინისტრი არ ფლობს ინფორმაციებს? - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მცხოვრებლები, ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგანან, ისინი აცხადებენ, რომ მანქანა იქ საერთოდ არ ყოფილა. - მე მინდა ერთი რამ გითხრათ - ამერიკული პეპლის შეწამვლას აქვს თავისი პერიოდი. ჯერ უნდა გაიგოთ, როდის უნდა მოხდეს მისი შეწამვლა. სანამ ის ჭუპრიდან არ გამოვა, სანამ ის პირველი პერიოდი არ გაივლის, წამლის მოსხმას აზრი არ აქვს. თუ ეს მოხდება, მაშინ ეს იქნება სახელმწიფო ქონების განიავება. ჩვენ იმ პერიოდში ვასხამთ წამალს, როცა ეს არის აუცილებელი და ეს მატლი იქნება განადგურებული. მე მესმის აბსოლუტურად ყველა იმ გლეხის, რომელიც ხედავს, რომ მატლი გამოვიდა და მასზე რეაგირება არ ხდება. ჩვენს მიერ ხდება ამის კონტროლირება. - ბატონო ზაზა, "გურია ნიუსის" კითხვებზე ადგილობრივი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი გვეუბნება, რომ კომპეტენტური არ არის და ინფორმაციის მისაღებად თბილისს უნდა დავუკავშირდეთ, ამიტომ გეკითხებით თქვენ. - რას ქვია, კომპეტენტური არ არის? ეს ალბათ, თქვენ გგონიათ, რომ ასეა. თუ ასეთ კითხვებს გააგრძელებთ, მეც შემეპარება ეჭვი თქვენს არაკომპეტენტურებაში, რადგან არ იცით, რას ნიშნავს, მატლი როგორ უნდა შეიწამლოს და ასე შემდეგ. - ბატონო ზაზა, თქვენ ნაციონალური მოძრაობის წევრი ბრძანდებით? - ვიყავი და ვიქნები კიდეც, - გვითხრა გოროზიამ და სწრაფი ნაბიჯებით გაგვეცალა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ავტორი ირმა მესხია 20:41 24.06.2012 კოალიცია "ქართული ოცნება" ივლისის ბოლოს აქციას ზუგდიდში გეგმავს. გამოვლენ თუ არა აქციაზე ზუგდიდელები ამის პროგნოზირება, ჯერჯერობით, ნაადრევია. სამეგრელოში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პატივს სცემენ, ბევრი რამე გააკეთა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ისეთი ადამიანები ჰყავს შემოკრებილი, რომელთაც მეგრელები არ ენდობიან. http://2.bp.blogspot.com/-VC9Jv0Z9ds4/T-dDBdxvrKI/AAAAAAAAHek/4dyTzur5whM/s200/axali%2B164.jpgსაქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი მთავარსარდალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი ვახტანგ (ლოთი) ქობალია კოალიციაში შემავალ პარტიებზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ რესპუბლიკელებს სამეგრელოში არ შეუშვებს. "გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ (ლოთი) ქობალიას დაუკავშირდა. - ბატონო ვახტანგ, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს რეგიონები შემოიარა და სამეგრელოშიც აპირებენ ჩამოსვლას. თუ კოალიცია ზუგდიდში ჩამოვა სრული შემადგენლობით. კერძოდ საუბარი მაქვს "რესპუბლიკურ პარტიაზე" (კითხვის დასმა არ დამამთავრებინა. ავტ) - ლაყე კვერცხს ვესვრი შუბლში! - ხუმრობის გარეშე, ბატონო ვახტან, როგორ უნდა ესროლოთ ლაყე კვერცხი? - საერთოდ არ ვხუმრობ. რესპუბლიკელებისთვის შემოვინახავ ლაყე კვერცხს. ამათმა საქართველოს ესროლეს და მე კვერცხი რომ ვესროლო, რაა?! - ურთიერთობების დათბობას არ აპირებთ? - მოდით, ამაზე არ ვილაპარაკოთ! დათბეს? როგორ?! მე დავთბე მათ მიმართ? ეს როგორ იქნება?! ეს ვერ გავიგე. მე თბილად ვიყო, მოვიდეს და ტყვია მესროლოს?! ერთხელ გვესროლეს და მოგვკლეს უკვე. ამისთვის უნდა მიესაჯოს იმ ნაძირალა ბერძენიშვილებს. - შესაძლოა, "ქართული ოცნების" აქციაზე, რომელსაც ზუგდიდში გეგმავენ, სიტუაცია დაიძაბოს? - ჩემი რჩევა იქნება, თავი შეიკავონ და ზუგდიდში არ ჩამოიყვანონ ისეთი ნაძირლები, როგორებიც არიან რესპუბლიკელები. - თქვენ რესპუბლიკური პარტიის ყველა წევრზე საუბრობთ? - აბა, ვინ არის იქ სუფთა?! ძალიან ბინძური პარტიაა. იცით რა არის?! მე "მხედრიონთან" რაღაც საერთო ენა გამოვნახე. ისინი აღიარებენ, რომ რეპუბლიკელებმა "მოწამლეს" თორემ, მეომრები სამეგრელოზე დაგეშილები კი არ იყვნენ. აი, იმ ხალხმა, თბილისში მიტინგებს რომ ატარებდნენ, გავანადგუროთ სამეგრელოო, რომ ამბობდნენ. თუ რესპუბლიკელები ჩამოვლენ, ლაყე კვეცხებს აუცილებლად ვესვრი და დავუპირისპირდები. - რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილი თქვენს სოფელში, ოდიშში იმყოფებოდა ბაჩო ქოჩუას ოჯახში. ხომ არ შეხვედრიხართ მას? - არა. მე იქ არავის მივუწვევივარ ან რა მინდა მათთან. "გურია ნიუსმა" ამ საკითხზე კომენტარი კოალიცია "ქართული ოცნების" პრეს სპიკერს მაია ფანჯიკიძეს სთხოვა. - კოალიცია მალე ზუგდიდში გეგმავს აქციას. ვახტანგ (ლოთი) ქობალია საჯაროდ აცხადებს, რომ თუ სამეგრელოში ჩავლენ რესპუბლიკელები იქ დაპირისპირება მოხდება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? - ყველას მინდა ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ძალისხმევა ჩადო, რათა პოლიტიკური კოალიცია ჩამოეყალიბებინა. თუკი მისდამი ნდობა ასეთი მაღალია და ეს ასეც არის, ამას ამ სიტყვების ავტორიც ადასტურებს, მაშინ მე მას მოვუწოდებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე ენდოს. მან იცის, რას აკეთებს და ვინ არის მის კოალიციაში.. სამეგრელო განსაკუთრებული რეგიონია, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. თქვენ იცით, რომ ირაკლი ალასანია უკვე თვეებია სამგრელოშია გადასული. ეს არის გამოხატულება იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს და ენიჭება ამ რეგიონს. იგი იქ აკეთებს კოალიციის საქმეს. კოალიცია არის ისეთი, როგორიც არის. იგი არის მთლიანი და იგი არ დაირღვევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალა ერთობაშია, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
##image#9599#1#27 ივნისს, აუქციონის სახლი კრისტი მოდის ცნობილი გურუს, დაფნი გინესის კოსტუმების კოლექციას გასაყიდად გამოიტანს. ასი მოდელისაგან შემდგარი კოლექცია თანამედროვე მოდის, როგორც პრეტაპორტე, ასევე ოტ კუტურ ტანისამოსსა და აქსესუარებს აერთიანებს. წარმოდგენილი მოდის სახლები შთამბეჭდავ ანსამბლს ქმნიან: Azzedine Alaia, Alexander McQueen, Balenciaga, Chanel, Christopher Kane, Gareth Pugh. დაფნი გინესის სახელს უკავშირდება თანამედროვე ბრიტანული კულტურის გამორჩეული წევრის – საკულტო ფიგურის უსაზღვროდ ნიჭიერი ”ტალანტების მპოვნელის” იზაბელა ბლოუს მემკვიდრეობის, მისი განუმეორებელი კოლექციის გადარჩენა. იზაბელა ბლოუს ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ დაფნი გინესმა მიაღწია შეთანხმებას აუქციონს სახლ კრისტისთან და კოლექცია სრული სახით იქნა დაცული. ამჯერად წარმოდგენილი ნიმუშების გაყიდვიდან სრული შემოსავალი იზაბელა ბლოუს სახელობის ახალგაზრდა ტალანტების დახმარების ფონდში გადაირიცხდება. View the full article
-
რიოში საპროტესტო მარში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ორიგინალური ფორმით გამართეს. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/fYjyLoO2XVo palitratv.ge
-
1985 წელს მისი სურათი “ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” გარეკანზე გამოჩნდა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო აალაპარაკა მისი თვალების სილამაზემ, თვალების, რომლებშიც ერთდროულად ბავშვურობა და მძვინვარება იმალებოდა.მას ახსოვს ეს მომენტი – ფოტოგრაფმა სურათი გადაუღო. ახსოვს, რომ გაბრაზებული იყო. ფოტოგრაფი მისთვის უცნობი პიროვნება გახლდათ. გოგონას მანამდე ფოტო არ გადაეღო. ისინი ერთმანეთს 17 წლის შემდეგ შეხვდნენ.ეს ... View ucnauri.com
-
სასტუმრო Protea Hotel Ranch Resort -მა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლის ლიმპოპოს პროვინციაში თავის მომსახურებაში შეიტანა არაჩვეულებრივი გასართობი: გასერნება სავანეში ნამდვილ ლომებთან ერთად. მათ შორისაა თეთრი ლომების იშვიათი სახეობა, რომელიც მხოლოდ 100-მდეა შემოჩენილი. გასეირნება ხორციელდება ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე – უბრალოდ გიდები და ტურისტები მხეცს კუდით იჭერენ და ასეირნებენ. ასეთი რისკიანი გართობის ... View ucnauri.com
-
##image#9598#1#ეგვიპტის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, ხმების უმეტესი რაოდენობა ისლამისტური მოძრაობა „ძმები მუსულმანების“ კანდიდატმა მუჰამედ მურსიმ მიიღო. მეორე ტურში ეგვიპტის ახლადარჩეულ პრეზიდენტს მეტოქეობას ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრი აჰმედ შაფიკი უწევდა. BBC – ის ინფორმაციით, 60 წლის მურსიმ ხმათა 51, 7 % მიიღო, ხოლო მის კონკურენტს ამომრჩეველთა 48, 3 პროცენტმა მისცა ხმა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება პირდაპირ ეთერში კაიროში ტაჰრირის მოედანზე გადაიცემოდა, სადაც ათასობით ადამიანია შეკრებილი. ეგვიპტეში ქვეყნის მოსახლეობამ არჩევანი ყოფილი მმართველის, ჰოსნი მუბარაქის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რომელიც გასული წლის თებერვალში მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, პირველად გააკეთა. გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ ხუთშაბათს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დამატებითი დრო მოითხოვა, რათა კანდიდატების მიერ შესული საჩივრები შეესწავლა. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი – მუსლიმთა საძმოს მუჰამედ მურსი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიკი შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ირწმუნებოდნენ, რომ აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს. სამხედრო ძალებმა, რომლებიც ქვეყანას მუბარაქის გადადგომის შემდეგ მართავენ, განაცხადეს, რომ ეგვიპტის მმართველობას მშვიდობიანად გადასცემენ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს. View the full article
-
Президентом Египта стал исламист Мухаммед Мурси
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
Представитель движения "Братья-мусульмане" набрал во втором туре на миллион голосов больше, чем его соперник - соратник Мубарака Ахмад Шафик. View the full article -
##image#9597#1#დღეს სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახალგაზრდები დალოცა. როგორც ცნობილია, ეკლესიამ 24 ივნისი ახალგაზრდობის დღედ დააწესა. ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ განაცხადა, რომ “ახალგაზრდების აღზრდაში მონაწილეობა ოჯახმა, სკოლამ და ეკლესიამ უნდა მიიღონ. ხშირად, ახალგაზრდები მაქსიმალისტები არიან და სურთ, ყველაფერი ერთ წუთში გამოასწორონ – ქვეყანაში, ოჯახში ან თუნდაც საზოგადოებაში. ეს ასე ვერ ხდება. ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა სრულდებოდეს. ერთი დიდი ადამიანი ამბობდა, გამოვასწორებ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერსო, მაგრამ ვერ გამოასწორა”. სამების საკათედრო ტაძარში დღეს აბიტურიენტებთან ერთად, ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელსაც კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და მისი შვილი, ბერა ივანიშვილიც შეუერთდნენ. ” ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა და ის ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იყოს გამოყენებული,” – თქვა კათოლიკოსმა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61145.jpg ბახმაროს პოტენციალსა და მის მნიშვნელობაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა. მიხეილ სააკაშვილი ბახმაროში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. იქ მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი აშენდება. პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბახმაროს ცენტრში 15-ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობასაც ითვალისწინებს. მოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაც; აშენდება 100 მაყურებლისთვის გათვალისწინებული ამფითეატრის ტიპის კინოთეატრი; გაკეთდება სპორტული მოედნები. ცენტრალურ ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი სუპერმარკეტის, აფთიაქისა და ამბულატორიის მშენებელობაც; მოწესრიგდება ცენტრალური მაგისტრალი ჩოხატაური - ბახმაროს მიმართულებით და ბახმაროს შიდა გზები. პრეზიდენტის თქმით, რეგიონს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე ადგილობრივების დასაქმების მხრივ. View the full article