Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს საქართველოს სამდღიანი ვიზიტით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ფილიპ ლე რუ ეწვევა. მისი ვიზიტის… ლინკი მედიანიუსზე
  2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის საიტის http://www.signagi.com.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი,… ლინკი მედიანიუსზე
  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შსს პოლიციის აკადემიის მხარდაჭერით, თბილისის 207-ე საჯარო სკოლის და ანსამბლ ‘”’მგზავრების”’’… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://www.bbc.co.uk/blogs/philmcnulty/gerrardrooney.jpg ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მოუწოდა თანაგუნდელებს, რაც შეიძლება ნაკლებად ეკამათონ მსაჯებს და პატივი სცენ მათ გადაწყვეტილებებს, რათა ზედმეტი დისკვალიფიციები თავიდან აიცილონ… ეს გაფრხილება ჯერარდის მხრიდან პირველ რიგში ვეინ რუნისთვის იყო განსაზღვრული, რომელმაც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში სრულიად უაზრო სიტუაციაში, მსაჯთან შეურაცყოფის მიყენებისთვის მიიღო ყვითელი ბარათი. კაპიტანი კი თვლის რომ მუნდიალზე ყოველთვის 11 კაცით თამაში აუცილებელია და 1 ფეხბურთელის გაგდებაც კი შეიზლება გუნდს ჩემპიონობის ფასად დაუჯდეს… “ამ 1 თვის განმავლობაში აუცილებელია ყველამ პატივი სცეს მსაჯებს და მათ გადაწყვეტილებებს” – განაცხადა სტივმა – “წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელს აფრთხილებენ და დისკვალიფიკაცის აძლევენ , რაც ცუდად აისახება შემდეგ მთლიანად ნაკრებზე…” “ის, რომ უნდა ეცადო მოედანზე წითელი ბარაათი არ მიიღო ეს სულაც არაა ახალი ჩვენთვის, მაგრამ ფაბიო კაპელომ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მოედანზე სრული შემადგენლობით თამაშის მნიშვნელობას. 11 კაცითაც საკმაოდ რთულია ხშირად თამაში და როცა მოთამაშეები გვაკლდება მაშინ მითუმეტეს. ჩვენ ამის გამოცდილება ნამდვილად გვაქვს წინა წლებიდან გამომდინარე.” 2006 წელს პორტუგალიასთან მატჩში ვეინ რუნიმ მიიღო წითელი ბარათი და მოედანი დატოვა. იმ წელს ინგლისი დამარცხდა პორტუგალიასთან… “ვეინი ფიცხი ადამიანია. შეიძლება მუნდიალზე იგი პროვოკაციაზეც კი წამოაგონ. თუნდაც ამერიკელებმა, მაგრამ მე მჯერა მისი და ვფიქრობ რომ შეძლებს საკუთარი თავის ხელში აყვანას. რუნი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და იგი ჩვენ მოედანზე გვჭირდება…” – განაცხადა ინგლისელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა View the full article
  5. ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას პანკისის ხეობაში, კერძოდ ახმეტის რაიონში ხე-ტყის გაყიდვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის… ლინკი მედიანიუსზე
  6. დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის (ლიცენზიის მოქმედების ვადა: 5 წელი) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით… ლინკი მედიანიუსზე
  7. ავტომობილების ეკრანის შპალიერები View the full article
  8. არტურ დუტკიევიჩი პოლონეთში პოპულარული ჯაზ-პიანისტია. საბჭოთა საქართველოს ის 1987 წელს პოლონელი მუსიკოსების კვარტეტთან ერთად ეწვია. ამჯერად თბილისში პოლონეთის საელჩოსა და სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ერთობლივად ორგანიზებული კონცერტის გასამართად ჩამოვიდა. საფორტეპიანო პროგრამა სახელწოდებით ’’ჯაზური მაზურკები” თბილისში დაგეგმილი იმ მუსიკალური ციკლის ნაწილია, რომელიც ფრედერიკ შოპენის დაბადების 200 წლისთავს ეძღვნება. 2010 წელი მსოფლიოს მასშტაბით შოპენის წლად არის გამოცხადებული. პოლონეთის საელჩო საქართველოში ამ მოვლენას უკვე მეორედ ეხმაურება. წელს შოპენის კლასიკური ნაწარმოებები პოლონელმა პიანისტებმა ალექსეი პეტროვმა და ბორის ბერეზოვსკიმ შეასრულეს. ლეხ კონჩაკი, პოლონეთის ელჩის მოადგილე კულტურისა და განვითარების მხარდაჭერის საკითხებში, ამბობს, რომ საელჩოს საქართველოში შოპენის იმ ნაწარმოებების პოპულარიზაცია უნდა, რომლებიც აქ ნაკლებად სრულდება. კონჩაკი ასევე ცდილობს პოლონელი მუსიკოსის შემოქმედება ქართულ პუბლიკას განსხვავებული რაკურსებით დაანახოს: ”გვინდა, მსმენელებს შოპენის შემოქმედების ახალი ინტერპრეტაციები შევთავაზოთ. ეს არის ჯაზი, რომელიც ინსპირაციას შოპენის შემოქმედებიდან იღებს და ხალხური მუსიკა, რომელიც თავად შოპენისთვის წარმოადგენდა ინსპირაციას”. ამ მიზნით თბილისში მალე პოლონურ მაზურკებს შეასრულებენ. მაზურკების თემა ჟღერდა არტურ დუტკიევიჩის გუშინდელ კონცერტზეც. ხალხურ რითმზე შექმნილი მაზურკების ნაწილი თავად დუტკიევიჩს ეკუთვნის. შოპენთან მას იმპროვიზაციის სიყვარულიც აკავშირებს, რაც ზოგადად ჯაზისთვის არის დამახასიათებელი. არტურ დუდკიევიჩი ბევრი ჯაზ-კონკურსის ლაურეატია. იგი არის 1989 წლის თეოლონიუს მონკის პრესტიჟული კონკურსის ფინალისტი. თბილისში მან 6 ნაწარმოები შეასრულა. ბოლო ორი ნაწარმოები რელიგიური თემატიკის პოლონური სიმღერების ინტერპრეტაცია იყო (”ღმერთი არის ჩემი მწყემსი” და ”ვიტალა-ვიტალა”). დუდკევიჩის შემდეგ, სექტემბრის შუა რიცხვებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთად პოლონეთის საელჩო პიანისტების რიგით მეორე ქართული კონკურსის მოწყობას გეგმავს. ახალგაზრდა კონკურსანტებს შორის შერჩეული გამარჯვებულები ვარშავაში, ფრედერიკ შოპენის საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. ლეხ კონჩაკი თბილისელ მუსიკის მოყვარულებს სიურპრიზსაც ჰპირდება და ამბობს, რომ დეკემბერში საქართველოში ცნობილი ქართველი პიანისტის მიერ კონცერტი გაიმართება. კონჩაკი პიანისტის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი პუბლიკა პოლონეთის საელჩოს ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. გოგოების ეკრანის შპალიერები View the full article
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpg მანფრედ ქიურინგი აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში WELT ONLINE–ს ოლიმპიურ თამაშებზე და მისი ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობებზე ესაუბრა საერთაშორისო სამართლის თანახმად საქართველოს ავტონომია აფხაზეთი საკუთარ დამოკიდებლობას იცავს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მას არ აღიარებს. საქართველოსთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუკი თბილისი აფხაზეთის სუვერენიტეტს აღიარებს, ამბობს პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. აფხაზეთი 40 კილომეტრში მდებარეობს სოჭისგან, სადაც 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს. ბაღაფში ამისთვის რუსეთს დახმარებას სთავაზობს. ბატონო პრეზიდენტო, აფხაზეთს სურს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მომზადების და ჩატარების პროცესში მონაწილება. კონკრეტულად, თქვენი შეთავაზება რაში მდგომარეობს? რუსეთის კომპანია RSchD–სთან ხელი მოვაწერე რუსეთის საზღვრიდან ჩვენს დედაქალაქ სოხუმამდე დანგრეული სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შეთანხმებას. ჩვენი შეთავაზება ეხება ტვირთების გადაზიდვას, ასევე ტურიზმს. ჩვენ სხვადასხვა სამშენებლო მასალის მიწოდება შეგვიძლია, გვაქვს ტურისტული ცენტრები გაგრასა და ბიჭვინთაში, სადაც ოლიმპიური თამაშების სტუმრებს ვუმასპინძლებდით. მაგრამ მანამდე, შეგვიძლია მშენებლებისა და მომსახურე პერსონალის მიღება. დღემდე თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ საერთაშორისო აღიარების დეფიციტი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება? დიახ, ეს გარკვეულწილად პრობლემაა. თუმცა, მაგალითად ახლა ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გერმანულ კომპანიასთან, რომლის დასახელებაც ამ ეტაპზე არ მსურს. ამ კომპანიას ჩვენი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მონაწილეობა სურს, საუბარია 500 მილიონი რუბლის (დაახლოებით 13 მილიონი ევროს) მოცულობის შეკვეთაზე. და მაინც, ოლიმპიური თამაშების კონტექსტში აფხაზეთი რომელსაც მსოფლიო არ აღიარებს, შეიძლება პრობლემად იქცეს. შეერთებულ შტატებში ოლიმპიადის ბოიკოტის მოთხოვნებიც გაისმა კოსოვო ნახევარ მსოფლიოს არ უღიარებია. ეს სულ ორმაგი სტანდარტებია. ისინი არა ჩვენს წინააღმდეგ, არამედ რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ დიპლომატიური აღიარება არ გვჭირდებია. როდესაც აქ სიმშვიდეა, შარშან მაგალითად, ერთი მილიონი ტურისტი გვეწვია, პირველ რიგში რუსეთიდან და უკაინიდან, მიუხედავად იმისა ვინმე განგვიხილავს დამოუკიდებელ ქვეყნად თუ არა. ის რაც ჩვენ მართლაც გვჭირდება, თანამშრომლობაა. თქვენ მარტში ხელი მოაწერეთ გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის ხელშეკრულებას და საუბრობთ ეკონომიკურ სარგებელზე. ეს როგორ ხდება? აქ არამხოლოდ ჯარისკაცები და მესაზღვრეები ჩამოვლენ, არამედ მათი ოჯახებიც. ისინი აქ იმუშავებენ და ფულს დახარჯავენ. ამას ეკონომიკური სარგებელი მოჰყვება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მშვიდობა და სტაბილურობაა, რის გარანტიასაც აქ რუსული არმიის ყოფნა ქმნის. ხოლო იქ სადაც მშვიდობა და სტაბილურობაა, ინვესტიციებს დებენ. ჩვენი და აფხაზური ოპოზიციის აზრი ბევრ საკითხზე განსხვავებულია, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. რა დოზით შეუძლია აფხაზეთის მთავრობას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, თუკი მისი ეკონომიკა ამდენადაა მოქცეული რუსული გავლენის ქვეშ? აფხაზეთის ტელესაკომუნიკაციო სფერო მთლიანდ რუსეთის ხელშია ტელეკომუნიკაციები რუსეთის ხელში არ არის, ჩვენ რუსულ ფირმებს მხოლოდ მომსახურების უფლება გადავეცით. რუსეთი – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. მაგრამ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებთ. დღეს საქართველოსთან ურთიერთობა ნულოვან ნიშნულზეა. როგორ წარმოგიდგენიათ, რა პირობებში შეიძლება განახლდეს მოლაპარაკებები? თბილისის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არაფერი მოხდება. პერსპექტივაში ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნორმალური ურთიერთობებისთვის, როგორც ეს მიღებულია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის. როდესაც ქართველები ამას მიხვდებიან, მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმატებაზე საუბარი. ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში დამკვირვებელთა მისია გამოგზავნა. მათი წარმომადგენლები დღეისთვის მხოლოდ საქართველოში მოქმედებენ, აფხაზეთში მათ არ უშვებთ მე წინააღმდეგი ვარ ევროკავშირის მისიის საქმიანობა აფხაზეთზე გავრცელდეს. მათ უნდა იმოქმედონ იქ, საიდანაც ომის საფრთხე მოდის. და ეს უკვე 20 წელია საქართველოა. ბატონო პრეზიდენტო როგორ წარმოგიდგენიათ ამ პატარა ქვეყნის ეკონომიკური მომავალი? აფხაზეთი მარტო გადარჩენას შეძლებს? ჩვენ გვაქვს ისეთი ტურისტული კურორტები, როგორებიცაა გაგრა და ბიჭვინთა. ეს ჩვენი შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. წელს, შარშანდელთან შედარებით ამ მხრივ შემოსავალი 15%–ით გაიზარდა. გარდა ამისა, ჩვენ გათვლა გვქონდა ენერგეტიკაზე, ბოლოს და ბოლოს მდინარე ენგურის ელექტროსადგური (აშენებულია საბჭოთა პერიოდში ერთიან საქართველოში – რედაქცია) ჩვენს მხარეს მდებარეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვაო, სარკინიგზო გზების და აეროპორტის მოდერნიზაცია. რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტი“ მონაწილეობს შავი ზღვის შელფზე ნავთობის მოძიების პროექტში. კარგი იქნება, თუ ევროპელები ამაში ხელს არ შეგვიშლიან. ორიგინალი ორიგინალი
  11. იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგების კურსი სისხლის სამართლის საქმის ინტეგრირებული მართვის სისტემის ათვისების მიზნით.… ლინკი მედიანიუსზე
  12. საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს პლენარულ სხდომაზე ივნისის ბოლოს ან ივლისში მოისმენს. … ლინკი მედიანიუსზე
  13. საპარლამენტო ფრაქცია «ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი მაგდალინა ანიკაშვილი საქართველოში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებს სრულ თვითნებობაში ადანაშაულებს. პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ… ლინკი მედიანიუსზე
  14. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-ს და “იმედის” მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომელიც სასამართლოს გადაეცემა. ოქმი… ლინკი მედიანიუსზე
  15. ბრიტანეთი, ახლო მომავალი. სასიკვდილო და სრულიად უცნობი ვირუსი, რომელსაც შესაბამისი სახელიც მისცეს 'ამომფატრავი' ქვეყანას თავს დაატყდა და ათობით და ათასობით ადამიანებს ანადგურებდა. პრობლემის გადასაჭრელად , ხელისუფლებამ გადაწყვიტა წარმოშვების წყარო მოახდინოს იზოლირებაში და 'ამომფატრავის' მოქმედების ტერიტორიის ირგვლივ აღმართოს კედელი. 30 წლის შემდეგ, ვირუსმა კვლავ გამოაჩინა თავი... View the full article
  16. დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე, დასრულდა სწორედ ურუგვაისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებით. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე სანახაობრივი მატჩი ვიხილეთ, როგორსაც ველოდებოდით. მართალია ორივე გუნდს ჰქონდა გარკვეული მომენტები, თუმცა რეალური შანსი არც ურუგვაის და არც საფრანგეთს არ მისცემია. ყველაზე დასამახსოვრებელი რაც იყო ამ შეხვედრაში, იყო ურუგვაელი ლოდეიროს გაძევება მოედნიდან. არადა ლოდეირო მოედანზე მატჩის 63–ე წუთზე შემოვიდა და 81–ე წუთზე იაპონელმა მსაჯმა ბაკარი სანიასთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. ასეა თუ ისე, პირველი დღე ფრეებით წარიმართა. შეგახსნენებთ, რომ სამხრეთ აფრიკასა და მექსიკას შორის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. იხილეთ fanebi.com
  17. მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კონცერტის შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში ტრაგედია მოხდა. იხილეთ fanebi.com
  18. როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეა პირლო "სკუადრა აძურას" მსოფლიო ჩემპიონატის პირველ 2 სასტარტო მატჩში ვერ დაეხმარება. იხილეთ fanebi.com
  19. დაახლოებით ერთ თვეში გორის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. 31 კაციან საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 28 დეპუტატი ჰყავს. თითო კაცით იქნებიან წარმოდგენილნი ქარისტიან-დემოკრატები, ალიანსი საქართველოსთვის, მრეწველები და თორთლაძე-დემოკრატები. შეიქმნება თუ არა ახალ საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია? როგორც ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ზურაბ როსებაშვილი ამბობს ამისთვის კონსულტაციები უკვე დაიწყო. ფრაქციის შესაქმნელად 3 დეპუტატია საჭირო. ამიტომ თუ ქრისტიან-დემოკრატების და ალიანსის წარმომადგენლები შეთანხმდებიან, მათ კიდევ ერთი კაცის მიმხრობა დასჭირდებათ, ეს კი ან მრეწველების ან თორთლაძე- დემოკრეტების წარმომადგენელი უნდა იყოს. კრივში დამსახურებულმა მწვრთნელმა ავთანდილ შოშიაშვილმა ტინისხიდის მაჟორიტარული ოლქი თორთლაძის პარტიის სახელით მოიგო. მისი განცხადებით საკრებულოში ნოკაუტის პოლიტიკას არ გამოიყენებს და ქალაქის საკეთილდღეოდ ყველასთან ითანამშრომლებს. ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი ალიანსის წარმომადგენელი საკრებულოში დავით რაზმაძე, მას არ სჯერა რომ თორთლაძის და მრეწველების წარმომადგენლები ოპოზიციურად არიან განწყობილნი. წინა მოწვევის საკრებულოში ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელებმა ოპოზიციური ფრაქცია შექმნეს, ისინი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდნენ და სხდომებს ხშირად პროტესტის ნიშნად ტოვებდნენ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ზვიად ხმალაძე ახალ საკრებულოში მოხვედრილ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს რომ აქტიურად მიიღონ გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობა. საკრებულოს პირველი სხდომა ერთ თვეში გაიმართება, მმართველი პარტია საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ ზვიად ხმალაძეს დაასახელებს , რომელიც ხმათა უმრავლესობას უპრობლემოდ მიიღებს. პირველივე სხდომაზე გამოჩნდება შეძლებს თუ არა ოპოზიცია საკრებულოში ფრაქციის შექმნას. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...