planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
თამარ კარელიძე 25 ივნისი, 2012 - 11:59 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/notih111_no_cameras.jpg იყო და არა იყო რა, იყო ერთი დღე, როცა პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ტრადიციული ანგარიშიც წარსდგა. მოხსნება და შემდეგ დებატები, ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. უძილობითა და მძიმე დღით დაღლილმა დეპუტატებმა ნელ-ნელა მოდუნება დაიწყეს. რამდენიმე დღეში, მათი თვითგართობისა, თუ წათვლემის ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. სრული ტექსტი View the full article
-
მოსკოვში, მოძრაობა - ”საქართველთა ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის” - აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი 500 მომიტინგის მთვარი მიზანი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართველ ემოგრანტთა კონსოლიდაცაა, გამჭვირვალე და ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად - იუწყება რადიო ”ეხო მასკვას” ბლოგერი, ფოტოგრაფი ზურაბ ჯავახაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-global-polit-1.jpgთბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. სააგენტო „Reuter“ კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებს.<span style="font-size: 10pt;" />სტატიის სახელწოდებაა „პოლიციის რეიდმა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა“. საქართველოს პოლიციამ ხუთშაბათს დააყადაღა თანამგზავრული ანტენები იმ ეჭვის საფუძველზე, რომ „კომპანია ანტენებს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვებისთვის არიგებს. ამ ფაქტმა საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობა გაამწვავა. პოლიციამ დააყადაღა ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილი კომპანიის მიმღებები და დაიწყო გამოძიება მოსყიდვის ბრალდებით. ამომრჩევლებისთვის საჩუქრის გაკეთება შეიძლება ისე იყოს აღქმული როგორც კანონის დარღვევა, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის კონკურენტია“, – წერს „როიტერი“. საქინფორმი
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/9ade10ed0b888b05008a6231943d3899.jpgსაპარლამემტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა არ იცის, ვინ არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სუფთა პოლიტიკის" წარმომადგენელი ნინო ლაპიაშვილი. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
ჰონგ კონგის ქალაქ შან-ტინში, მთის გორაზე არის ათი ათასი ბუდას მონასტერი. ეს არ წარმოადგენს ნამდვილ მონასტერს, რადგან იქ ბერების ნაცვლად მხოლოდ ტურისტებს იხილავთ.ეს უჩვეულო ადგილი ბუდას 13 ათასი სკულპტურით არის მორთული.სანამ ე.წ. მონასტერმადე ახვალთ , რომელიც, როგორც აღვნიშნე გორაზეა, უნდა აიაროთ 400 საფეხური.თითოეული ქანდაკება არის უნიკალური. ... View ucnauri.com
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/616e738292714816712b8711d21191b2.jpg"დაკავებულია პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ვალერი გაბელაია, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პარტიის სხვა ლიდერებსაც ემუქრებათ საფრხე. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/chirkba-300x232.jpgაფხაზეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზადაა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა. “დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პრეზიდენტის, არა სააკაშვილის მმართველობისას, საქართველო სხვანაირი იქნებოდა, და ჩვენ შეთანხმების მიღწევას შევძლებდით. ჩვენ გვჭირდება პრაგმატული კონტრაგენტი, მაგალითად ალასანია ან ივანიშვილი. ივანიშვილი საქმიანი კაცია და საკმაოდ პრაქტიკული, რომ მიხვდეს, რა გადაწყვეტილება იქნებოდა ყველასთვის მისაღები. ჩირიკბა ასევე გალში ქართული მოსახლეობის შესახებაც ილაპარაკა. მისი თქმით, გალის მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ აქვს. ის კარგად ცხოვრობს, რადგან თხილს ყიდის და საშიშია, რადგან ქართველ ჯაშუშებს მალავენ. ჩირიკბას განცხადებით, ქართველმა ჯაშუშებმა ბოლო თვეების განმავლობაში 10 აფხაზი მოკლეს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ასევე ჟენევის მოლაპარაკებები უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარესაა და მოლაპარაკებების ახალი ფორმატია მოსაძებნი. იხილეთ epn.ge
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/54d8635cae77fc7a6cb6b4efe7232726.jpgევროპის ეკონომიკურმა კრიზისმა ღარიბი ქვეყნების დახმარების პროგრამების დაფინანსების შემცირება გამოიწვია. ამის შესახებ "ბიბისი" წერს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/01/eurasia-review-150x80.png სტეფანია სამერმატერი საქართველოს დიდხანს მიიჩნევდნენ დემოკრატიის მოდელად კავკასიის რესპუბლიკებს შორის. მაგრამ რუსეთთან კონფრონტაციის, ეთნიკური დაძაბულობის და კორუფციის ზრდის გამო ქვეყნის ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა კვლავ კრიზისშია. 2003 წლის ნოემბერში ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად; ისინი ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდნენ. ამას „ვარდების რევოლუცია“ და ხელისუფლებაში სახელმწიფოს მეთაურად ქარიზმატული ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მოსვლა მოჰყვა. ამ ახალგაზრდა იურისტის ხელისუფლებაში მოსვლა გარდამტეხი მომენტი იყო გარდამავალ პერიოდში მყოფი ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის. „სააკაშვილი უკეთესი მომავლის იმედს და დასავლეთთან დაახლოების სიმბოლოს წარმოადგენდა“, ამბობს ჟურნალისტი ერიკ ჰესლი, რომელიც რეგიონს განსაკუთრებით კარგად იცნობს. „რეჟიმის პირველ წლებში, მან კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ომი გამოაცხადა, განახორციელა რა მნიშვნელოვანი რეფორმები ბიუროკრატიის კუთხით და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებში. კავკასიაში საქართველო დემოკრატიის მოდელად განიხილებოდა“. ახლა კი გარდამავალი პროცესი, რომელსაც შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და სხვადასხვა შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარა, როგორც ჩანს, ჩავარდა. კონფლიქტმა, სეპარატისტულ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკებთან, რომლებსაც მოსკოვი უჭერს მხარს, და აქედან გამომდინარე დიპლომატიური ურთიერთობების კოლაფსმა რუსეთთან, სიტუაცია მხოლოდ გააუარესა. ჰოსლი აცხადებს, რომ მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, კანონის უზენაესობამ იკლო და მოსახლეობაში რეჟიმით უკმაყოფილება გაიზარდა. „კორუფციამ ფეხი მოიკიდა უმაღლეს საფეხურებზე, მათ შორის იუსტიციის სისტემაშიც კი და სიტუაცია, როგორც ჩანს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაუარესდება“, დასძენს ჟურნალისტი. სოფლის მეურნეობა – საარსებო აუცილებლობა საბჭოთა ეპოქაში საქართველო აყავავებულ რეგიონად იყო მიჩნეული, მაგრამ 1991 წლის შემდეგ მისი ეკონომიკა შეირყა და წარმოება ოთხჯერ შემცირდა. „ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ღარიბია, და ყველაზე მეტად ის ერთგვარი კოლექტიური დეპრესიის მსხვერპლია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოულოდნელი კოლაფსის და განმეორებითი კონფლიქტების გამო“, გვიხსნის სტეფანი ჯადი, World Vision Switzerland-ის პროგრამების მენეჯერი. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში და აფხაზეთში მუშაობს და ეხმარება ჯანდაცვის და განათლების სფეროს, და ზოგადად ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობას ცდილობს. „სოფლებში ადამიანები თავს ირჩენენ იმით, რასაც აწარმოებენ უძველესი მეთოდებით. ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდებს ის უნარები შევასწავლოთ, რაც მათ სოფლის მეურნეობაში მუშაობისთვის სჭირდებათ“, აღნიშნავს ჯადი. „ფერმერის ცხოვრებამ მიმზიდველობა დაკარგა, ახალგაზრდები სხვაგვარ მომავალზე ოცნებობენ და ხშირად ემიგრაციაში მიდიან. ბევრ სოფელში, მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან მხრცოვანი ადამიანები ცხოვრებენ, და მუშახელის დეფიციტია“. მეზობელი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველო რესურსებით მდიდარი არ არის, მისი შიდა ეკონომიკა დიდწილად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. SDC-ის ცნობით, 2006-2010 წლებში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 47% იყო, და მისი განმტკიცება სიღარიბის დაძლევისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. 2006 წლამდე, საქართველო მინერალური წყლის და ღვინის სერიოზულ ექსპორტს ახორციელებდა რუსეთში, მაგრამ კრემლის ემბარგოს გამო ღვინის წარმოება უმალ 80 პროცენტით შემცირდა. თბილისი იძულებული გახდა ახალი პარტნიორები მოეძია, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია. რუსეთი – ასე ახლოს და ჯერ კიდევ ასე შორს სააკაშვილმა, მისი არჩევის შემდეგ უპირატესობა დასავლეთს, კერძოდ ევროპას და ნატოს მიანიჭა, რითაც რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება დაიწყო. „სააკაშვილი თავის ლეგიტიმაციას კრემლთან პოლიტიკურ ოპონირებაზე აფუძნებს, თამაშობს რა პატრიოტულ გრძნობებზე“, ამბობს ჰესლი. „თუმცა ეკონომიკა სერიოზული დამოკიდებულების სფეროა. რუსეთი არ არის საქართველოს მხოლოდ მთავარი მიმწოდებელი და კლიენტი, არამედ იქ ცხოვრობს მისი დიასპორის დიდი ნაწილი, რაც სერიოზული ფინანსური რესურსია“. საქართველოს აქტიური მოსახლეობის მეოთხედი ქვეყნის გარეთ ცხოვრობს – დიდწილად ყოფილ საბჭოთა კავშირში და განსაკუთრებით რუსეთში. ეს პარადოქსულ სიტუაციას ქმნის, ამბობს ჰესლი. „საქართველო ვერ უნდა აძლევდეს თავს უფლებას იყოს საომარ მდგომარეობაში ქვეყანასთან რომელზეც დამოკიდებულია. ეს იგივეა, რომ შვეიცარიამ ურთიერთობა გაწყვიტოს გერმანიასთან“. „გასაგებია, რომ საბჭოთა დომინირების წლების შემდეგ, საქართველოს სურს საკუთარი გზით წავიდეს, მაგრამ, დასაწყისიდანვე სააკაშვილმა გააზრებულად აგრესიული პოლიტიკა არჩია, და პუტინს არცერთხელ არ უპასუხია მოწყალებით“. შვეიცარიის ჩართულობის წყალობით, რომელიც 2009 წლიდან დიმპლომატიური შუამავლის როლშია, სიტუაციაში ერთგვარი „ტექნიკური გაუმჯობესება“ შეიმჩნევა, განაცხადა ჰესლიმ. „შვეიცარელმა დიპლომატებმა გამჭრიახობა და ორიგინალობა გამოიჩინეს და გვერდი აუარეს ამ ორი ქვეყანის პოზიციებს შორის სხვაობებს, განსაკუთრებით, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხში“. თუმცა ჰესლის აზრით, ფუნდამენტურ პრობლემას თავად სააკაშვილი წარმოადგენს, რომელსაც კრემლი სახიფათო და არასანდო პერსონად მიიჩნევს, ადამიანად რომელთანაც საქმის დაჭერა არ შეიძლება. ის სავარაუდოდ პუტინის შავ სიაშია და თუ კი მას ხელახლა აირჩევენ 2013 წელს, საეჭვოა, რომ ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდება. არარსებული საზღვარი, რომელიც ძალიან რეალურია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი, სააკაშვილის ორი დიდი პრობლემა, კვლავ გადაუჭრელია. ამ სტრატეგიულ რეგიონებს, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, დე-ფაქტო რუსეთი აკონტროლებს. მაგრამ, მოსკოვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის მიუხედავად, მაგალითად აფხაზეთი ბრძოლას განაგრძობს. „ეს გაურკვევლობის ზონაა“, ამბობს ჯადი, რომლის World Vision-ი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციიაა, რომელსაც გაეროს ორგანიზაციებთან ერთად მთელ ამ რეგიონში პროექტები აქვს. „ბევრი სოფელი მიტოვებულია; ომის დროს დანგრეული შენობები არასდროს აღდგენილა და საბაზისო მომსახურების დეფიციტია“. შეხვედრის გასამართად აფხაზურ და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მეზობელ სომხეთში ან აზერბაიჯანში მიემგზავრებიან. მათი შეხვედრების თემა არა ჩვეულებრივ არა კონკრეტული, არამედ ზოგადია და სამშვიდობო საკითხებს ეხება, რადგან მას შემდეგ რაც აფხაზეთმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მას აღარ სურს ეთნიკური კონფლიქტის გაგონება. თუმცა აფხაზეთში ომის გამოცდილებაზე ნებისმიერი მოგიყვებათ, გვიხსნის ჯადი. „ომი დღემდე მათი ცხოვრების ნაწილია. ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი აწმყოს და როგორ ხედავენ მომავალს“. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიტუაციამ ისეთ წერტილს მიაღწია, როდესაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. „საქართველომ ხელიდან გაუშვა მულტი-ეთნიკური რესპუბლიკის შექმნის შანსი, სადაც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ერთგვარი ავტონომია ექნებოდათ. ახლა მათ ამ რესპუბლიკებთან ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ რუსეთის გზით შეუძლიათ, ეს კი დროს და ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვს“, ამბობს ჰესლი. მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს მომავალში კონფლიქტს არ ელიან, თუმცა ისინი სიფრთხილით ელიან 2014 წელს, როდესაც სოჭის ოლიმპიური თამაშები და საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმება. ამ დროს ტერიტორიულმა უთანხმობამ შესაძლოა კვლავ თავი იჩინოს. SwissInfo ორიგინალი ორიგინალი
-
ვინმემ რომ მკითხოს, რატომ ვგულშემატკივრობ ინგლისის ნაკრებს, პასუხს ვერ გაგცემთ. მას შემდეგ, რაც ფეხბურთს ვუყურებ და ანალიზის უნარი მაქვს, ამ საცოდავ გუნდს არაფერი მოუგია. ის კი არა, ჯგუფიდანაც ვერ გასულა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და მეც ბევრი დაცინვა ამიტანია მეგობრებისგან. თუ ჩემი პოსტების ისტორიას გადავხედავთ, იქ ერთი წერილი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს ეხება. როდესაც გუნდის მენეჯერად დანიშნეს, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ვამბობდი, რომ მასთან ერთად "სამ ლომს" არანაირი შანსი არ ჰქონდა. ასეც მოხდა - ან კაცმა არ იცის, სად ამოქექეს ეს მხცოვანი ბერიკაცი, რომელსაც ურთიერთობის შნოც აღარ აქვს, აღარაფერს ვამბობ მის განვლილ კარიერაზე, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, არ ყოფილა წარმატებული. ის, რაც ინგლისმა იტალიასთან "ჩაიდინა", პირველ რიგში იყო სწორედ დაბალი კლასის მენეჯერის ბრალი. პერსონალურად რომ შევადაროთ ამ ორი ნაკრების მოთამაშეები, უპირატესობა აქვთ ალბიონელებს (ბუფონისა და პირლოს გამოკლებით), მიუხედავად ამისა, იტალიის ნაკრებმა, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, გადაახია ბურთი თავზე მეტოქეს და სრულიად სამართლიანად გავიდა ნახევარფინალში. თამაშის დეტალურ განხილვას რა აზრი აქვს? საერთოდ გაწყვეტილი იყო თავდასხმა ნახევარდაცვისგან, ხოლო თავის მხრივ არც უკანახაზელებსა და ჯერარდი-პარკერის წყვილს შორის იყო შეთანხმეული მოქმედება ბურთის ამოტანისას. ისიც საკითხავია, რატომ დატოვა მოედანზე ჰოჯსონმა ეშლი იანგი და მოხსნა ჯეიმს მილნერი, როდესაც "მანჩესტერის" ნახევარმცველს ერთი ზუსტი პასიც არ გაუკეთებია? საერთოდ ვინ არის ჯორდან ჰენდერსონი, რომელსაც აძლევს თამაშის საშუალებას და მოედნიდან გაჰყავს სკოტ პარკერი, მოთამაშე, რომელიც მუდამ სულს და გულს დებს მოედანზე? ან რატომ დააყენა ძირითად შემადგენლობაში ორი თავდამსხმელი, როდესაც იტალიური ფეხბურთის წინააღმდეგ წარმატების მოსაპოვებლად მთავარი კოზირი ბურთის კონტროლი და ცენტრის დაკავებაა? მოკლედ, მოხდა ის, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო და თუნდაც ინგლისს პენალტების სერიაში გამართლებოდა, მოეგო და გამძვრალიყო, გერმანია საშვილიშვილო სირცხვილს აგემებდა. ბოლოს, უნამუსო ფანს მაინც მაქვს იმის იმედი, რომ ერთხელ მაინც, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და მისი შეფი, დევიდ ბერნშეიტი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს და გუნდს შესაფერის მწვრთნელს მოუძებნის, თუნდაც ჰარი რედნაპს, რომელიც როგორც მინიმუმ, ჩასვრილი სახით არ უყურებს მისი გუნდის თამაშს... პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/article-2164037-13C4F3C2000005DC-446_634x391.jpg კატეგორიები: Lifestyle მსოფლიო სპორტი View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/fb79d17cf4c86cff88a40e132e0f64cd.jpgურუგვაის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზების გადაწყვეტილება მიიღო. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/dorofey-dbar.jpgადიღეის და მაიკოპის ეპისკოპოსის ტიხონის ბრძანებით, ახალი ათონის მონასტერის დე ფაქტო წინამძღოლს დოროფეი (დბარს) და დე ფაქტო მღვდელს ანდრიას (ამფარს) მსახურება სამი წლით აეკრძალათ. ამის შესახებ “აპსნი პრესი” იუწყება. დოროფეის განცხადებით, მეუფე ტიხონმა მას მსახურება “აფხაზეთის ეკლესიის” ხელმძღვანელის ბესარიონ აპლიას თხოვნით აუკრძალა, რომელიც დოროფეის “აფხაზეთის ეკლესიაში” განხეთქილების შემოტანაში ადანაშაულებს. დოროფეის განცხადებით, მან მსახურების აკრძალვის შესახებ ბრძანებები დახია. “ჩემი და მამა ანდრია სტატუსი უკვე გარკვეულია. ჩვენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაიკოპის და ადიღეის ეპარქიასთან არანაირი შეხება აღარ გვექნება, ქართულ ეკლესიასთან კი არც გვქონია”, – განაცხადა დოროფეიმ. “დღევანდელი დღიდან და აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის გარკვევამდე და აფხაზეთში კანონიკური ეპისკოპოსის გამოჩენამდე, ჩვენ ლოცვებში მსოფლიო პატრიარქს ბართოლომეუს I-ს მოვიხსენიებთ”, – განაცხადა დოროფეიმ. შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო მღვდლებს დოროფეი დბარსა და ბესარიონ აპლიას შორის ე.წ. აფხაზეთის ეკლესიაზე კონტროლისთვის კონფლიქტი დიდი ხანია გრძელდება. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთი სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ აღიარებული ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში შედის. იხილეთ epn.ge
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-morpexebi.jpgთბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. როგორც vk.com იუწყება, აშშ-ის რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო აღჭურვილობას იპარავდა და შემდეგ ინტერნეტის საშუალებით ყიდდა. კრიმინალური ვაჭრობით მიყენებული საერთო ზარალი 2 მლნ დოლარად არის შეფასებული. ბოროტმოქმედთა საქმიანობას საზღვაო ქვეითთა კემპ-ლეჟენის ბაზაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანაყოფის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად აეხადა ფარდა. ამის შესახებ გამოცემა „Jacksonville Daily News“ წერს. საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61148.jpg პირობების გაუმჯობესების მიზნით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ადგილები შეიცვალა. თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ნაცვლად, ტესტირება მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში ჩატარდება, სადაც ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს. ქუთაისში კი, პირველი საჯარო სკოლის ნაცვლად, გამოცდები წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. ფოთში საგამოცდო ცენტრი მე-5 საჯარო სკოლაში გადაინაცვლებს. საგამოცდო ცენტრების აღჭურვა საბოლოოდ დღეს დასრულდება, რის შემდეგაც ოთახები დაილუქება და მხოლოდ 28 ივნისს, პირველი გამოცდისთვის გაიხსნება. საქართველოში სულ 17 საგამოცდო ცენტრი იმუშავებს. View the full article
-
##image#9508#1#სამხრეთ კორეაში მარტში გამართულ სამიტზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ რუსი კოლეგის, დმიტრი მედვედევისადმი გაკეთებულმა პირადი ხასიათის შენიშვნებმა თეთრ სახლსა და პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნის შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული შტორმი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი საფუძვლად დაედო დებატებსაც – რამდენად რჩება რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ მეტოქედ. მედვედევთან შეხვედრის ბოლოს ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ისეთ არაერთგვაროვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სარაკეტო თავდაცვის პროგრამა, ლავირების მეტი საშუალება ექნებოდა. ხსენებული პროგრამა, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცენტრალური ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით სარგებლობს. რესპუბლიკური პარტიის შეშფოთება იმან გამოიწვია, რომ ობამა, სარაკეტო თავდაცვის პროგრამასთან დაკავშირებული კომპრომისის მეშვეობით, კრემლის გულის მოგებას ცდილობდა. რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა ლიდერმა თეთრი სახლი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე დადებულ საიდუმლო გარიგებაშიც დაადანაშაულა. საპასუხოდ, რუსეთის აშშ-ის „ნომერ პირველ გეოპოლიტიკურ მტრად” გამოცხადებისთვის, დემოკრატებმა რომნი „ცივი ომის რაინდად” შერაცხეს. თუმცა მანამდე ობამამ პირადად გაუსვა ხაზი პუტინის კავშირს ცივი ომისდროინდელ წარსულთან. ამის მიუხედავად, ცივ ომთან დაკავშირებულ ყველა შედარებას ერთი კითხვა აკლია: დღევანდელი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის თანახმად, რუსეთი აშშ-ის პარტნიორია თუ მეტოქე? აზრი ორად იყოფა: არც ობამა ცდება და არც რომნი. კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობის ობამასეულ „გადატვირთვას” საფუძვლად ის მოსაზრება უდევს, რომლის თანახმადაც მოსკოვთან თანამშრომლობა კონკრეტულ ერთობლივ ინიციატივებზე ფოკუსირების შედეგადაა შესაძლებელი. ამ მიდგომამ გაამართლა შეიარაღების კონტროლის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში. ხსენებულმა შეთანხმებამ უზრუნველყო ყოფილი საბჭოთა კავშირის გავლით NATO-ს ავღანეთზე წვდომა და გაეროს მიერ ირანისთვის შეზღუდული სანქციების დაკისრება. თუმცა, უფრო ფართო კონტექსტში რომნი მართალია – აღორძინებული რუსეთი ამერიკის ინტერესებს მრავალ სფეროში ეწინააღმდეგება. მის შეხედულებებს რესპუბლიკური პარტიის ბევრი წამყვანი ფიგურა, მათ შორის სენატორი ჯონ მაკკეინიც იზიარებს. რომნის აზრით, რუსეთის ატომური არსენალი, მისი ენერგეტიკული პოლიტიკა, ევროპასა და აზიაში გეოგრაფიული განლაგება, ვეტო, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში იყენებს და საშინაო ავტორიტარიზმი ვაშინგტონს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს. შეიარაღების კონტროლისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის ხარისხის მიუხედავად, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა კონკურენტულ და პოტენციურად კონფლიქტურ ხასიათს ატარებს. რომნი არ ცდება, როდესაც აცხადებს, რომ არცერთ ძალას არ აქვს ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის, NATO-ს ალიანსის ეფექტურობისთვის, საფრთხის შექმნის ისეთი პოტენციალი, როგორც რუსეთს და რომ რუსეთის ამჟამინდელი რეგიონალური გამოწვევები ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია, რომლებიც მოსკოვის მიერ დომინირებად ბლოკში ჩართვის თავიდან აცილებას ცდილობენ. რომნის პოზიცია ევროპის აღმოსავლეთ ნაწილთან დაკავშირებით კონკრეტული არ არის, ის მხარს უჭერს NATO-ს ახალი დემოკრატიული სახელმწიფოებით გაფართოებას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ემხრობა ცენტრალურ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემის განლაგებას. რესპუბლიკელმა ობამას საგარეო პოლიტიკას სუსტი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებების უმეტესობა წინასაარჩევნო მუქარის ნაწილია, რუსეთთან დაკავშირებით რომნის განცხადებების გაზვიადებითა და მათი „უპასუხისმგებლოდ და სახიფათოდ” გამოცხადებით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტის დაცვას ცდილობენ. ისინი, ასევე, ხაზს უსვამენ ალ-ყაიდას ლიდერთა განადგურების, ერაყის ომის დასრულების და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის მომზადების კუთხით ობამას საგარეო პოლიტიკის წარმატებებს. რომნის ბანაკი ამტკიცებს, რომ ობამამ უგულებელყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ელემენტები – ხელი ვერ შეუწყო ევროპული დემოკრატიების გაძლიერებას და ვერც NATO-ს გაფართოების თვალსაზრისით გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, NATO-ს წევრობის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი სწორედ საქართველოა – ბოსნია-ჰერცეგოვინისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში NATO-ში გაწევრიანებაზე სრული კონსენსუსია; მონტენეგროსგან განსხვავებით კი, საქართველო უკვე არსებით კონტრიბუციას უწევს ალიანსის ოპერაციებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ჩიკაგოს სამიტზე ყველას მიუთითა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა მორიგი შეხვედრა გაფართოების სამიტი იქნება. სავარაუდოდ, საქართველო ამ დროისთვის ალიანსში გაწევრიანების მთავარი კანდიდატი გახდება. საიმისოდ, რომ საქართველომ NATO-ში გაწევრიანების მოწვევა ფორმალურად მიიღოს, შემდეგი 2 წლის მანძილზე აუცილებელია სამი ფაქტორის კომბინაცია – პირველ ყოვლისა, საჭიროა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგას და საპარლამენტო-საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი კონკურენციის პირობებში ჩაატაროს. მეორე – ვაშინგტონმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს NATO-ს წევრების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს გაწევრიანება ალიანსისათვის სასარგებლო იქნება. და მესამე – NATO-მ არ უნდა დაიჯეროს პუტინისეული კრემლის დაშინების მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გაწევრიანება არასტაბილურობასა და კონფლიქტს გამოიწვევს. კითხვა კი ძალაში რჩება: ამერიკის რომელი პრეზიდენტი შეძლებს, რომ პუტინს დაუხამხამებლად გაუსწოროს თვალი? იანუშ ბუგაისკი ვაშინგტონში სტრატეგიულ და საერთაშორისო მეცნიერებათა ცენტრის ევროპული პროგრამის უფროსი თანამშრომელი View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-shalva-mt.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დეპუტატებს მოუწოდებს, დაიწყონ იმპიჩმენტი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. ამის შესახებ ადვოკატმა განცხადება ა.წ. 8 ივნისს კინოს სახლში გამართულ „ეროვნულების“ კონფერენციაზე გააკეთა, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობის თბილისის, აფხაზეთისა და ახალგაზრდული ბიუროები ჩამოყალიბდა. შალვახაჭაპურიძემ კონფერენციაზე გაჟღერებული თემები საქინფორმთან საუბარში უფრო განავრცო.<span style="font-size: 10pt;" />– პირველრიგში,გილოცავთსაზოგადოებრივიმოძრაობა„ეროვნულების“დაარსებასდაწარმატებასგისურვებთ. რაგეგმებიგაქვთდაროგორაპირებთპოლიტიკურპროცესებშიჩართვას<b />? საქინფორმი
-
ეს იყო პირველი შეხვედრა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნულოვანი ფრეთი დასრულდა და მაინც, ფეხბურთი ეს იყო - ნამდვილი ფეხბურთი, თავისი დრამატიზმით და დაძაბულობით. იტალიის ნაკრები, იტალია, ინგლისის ნაკრები, ინგლისი, ევროპის ჩემპიონატი, ევრო 2012 View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/c36bbdd62735a573b0ad54856f9e3015.jpgპოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადასახდელად მეორედ მიცემული 7 დღიანი ვადა ხვალ ეწურება. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
ერორი- უბედურ შემთხვევას 28 წლის ქალი ემსხვერპლა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61147.jpg უბედურ შემთხვევას დარიალის ხეობაში 28 წლის მაია ქუცნიაშვილი ემსხვერპლა. ის ყაზბეგში მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იყო წასული. მას ფოტოების გადაღების დროს ფეხი დაუცდა და მდინარე ხდის წყალში ჩავარდა. ძლიერი დინების გამო მეგობრებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი დინებამ რუსეთის ტერიტორიაზე წაიღო. გარდაცვლილის ცხედარი ვლადიკავკაზის პროზექტურაშია გადასვენებული. მას საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დღეს გადმოასვენებენ. View the full article -
##image#9601#1#ტუნისის პრეზიდეტმა მონსეფ მარკუზიმ განაცხადა, რომ ლიბიის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბაღდადი ალ მაჰმუდის საკუთარ ქვეყანაში ექსტრადაცია არაკანონიერად განხორციელდა. მისი თქმით, ტუნისის პრემიერმა კადაფის რეჟიმის მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსის ლიბიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ქვეყნის პირველ პირთან კონსულტაციის გარეშე მიიღო. 70 წლის ბაღდადი მაჰმუდი 24 ივნისს ტუნისიდან ლიბიაში იქნა ექსტრადირებული, საიდანაც იგი გასული წლის აგვისტოში გაიქცა, როდესაც მუამარ კადაფის სამხედრო ძალებმა ტრიპოლზე კონტროლი დაკარგეს. ლიბიის ყოფილი პრემიერი სექტემბერში ტუნისში საზღვრის უკანონო გადაკვეთითვის დააპატიმრეს. იგი ტუნისის გავლით ალჟირში გადასვლას ცდილობდა, სადაც კადაფის ოჯახის წევრებს თავშესაფარი შესთავაზეს. ლიბიის ახალი ხელისუფლება მაჰმუდის ექსტრადაციას დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, რადგან ტუნისის მთავრობა ვერ თანხმდებოდა აღნიშნულ საკითხზე. საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბაღდადი ალ მაჰმუდის უფლებები სამშობლოში შესაძლოა შეიზღუდოს. ყოფილი პრემიერის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს, რადგან მათი განცხადებით, კადაფის რეჟიმისას ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსი ლიბიის ყოფილი ხელმძღვანელობის შესახებ მნიშვნელოვან მასალას ფლობს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/f4-300x225.jpgთურქეთი სირიული ჰაერსაწინააღმდეგო ჯარების მიერ F-4 “Phantom” ტიპის გამანაგურებლის ჩამოგდების განსახილველად ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს. ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა. თურქეთი საბჭოს საგანგებო სხდომას ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად მოიწვევს, რომლის მიხედვითაც ალიანსის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაციები, თუ მისი ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება. თურქეთის საჰაერო ძალების F-4 “Phantom” ტიპის გამანადგურებელი სირიელებმა პარასკევს ჩამოაგდეს. მათი მტკიცებით, თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა. თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს მტკიცებით, სირიელებმა გამანადგურებელს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში შეუტიეს, რის შემდეგ ის სირიის ტერიტორიულ წ####ბში ჩამოვარდა. იხილეთ epn.ge