planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/invalidi-150x150.jpg14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით “შერატონ მეტეხი პალასში” რიგით მეორე გამოფენა _ ფორუმი გაიმართა. გამოფენის პარალელურად დღის განმავლობაში დებატების ფორმატში ის პრობლემური საკითხები განიხილებოდა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წინაშე დგას. ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად მუშაობს. გამოფენა _ ფორუმში მონაწილეობას 42 ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იღებდა. წარმოდგენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ შექმნილი სხვადასხვა ნივთები. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/metex1.jpg itvს ლინკი
-
http://www.virginmedia.com/images/terry-benayoun-400x300.jpg “ლივერპულის” ებრაელი ნახევარმცველმა იოსი ბენაიუნმა “ჩელსისთან” მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური საიტი The Sun-ი ავრცელებს.“წითლების” 30 წლის გარემარბი თითქმის უკვე არისტოკრატია. მის სანაცვლოდ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი 6 მილიონს იხდის. ბენაიუნმა, რომელმაც გასულ წელს 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა, დიდი შანსია იმისა, რომ დასავლეთ ლონდონს მიაშუროს. სავარაუდოდ ის “ლურჯებთან” 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი “მერსისაიდელთა” ხელთაა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში “ვესტ ჰემის” ყოფილმა ვარსკვლავმა განაცხადა: “ანჩელოტის ჩემთან მუშაობა სურს, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რას მოიმოქმედებს “ლივერპული”. “არისტოკრატები” ჩემს სანაცვლოდ 6 მილიონს იხდიან და მგონი ცუდი გარიგება არაა. ჩემი აზრით ეს ტრანსფერი განხორციელდება და მომავალ სეზონში მათ რიგებში გამოვალ.” ინფორმაციის წყარო:Thesun.Co.Uk View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/wpr-150x83.png ნიკოლას გვოზდევი ოთხშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოში ანგარიშით 12–2 წარმატებით იქნა მიღებული ირანთან დაკავშირებული რეზოლუცია ახალი სანქციების შესახებ. ხუთივე მუდმივმა წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. შეიძლება თუ არა რეზოლუციის მიღება ობამას ადმინისტრაციის „დიპლომატიურ გამარჯვებად“ ჩაითვალოს, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ? ან, როგორც სხვები აცხადებენ, ახალი სანქციებით გათვალისწინებული ზომები საბოლოო ჯამში იმდენად „გაზავებულია“, რომ საეჭვოა ეფექტური იყოს და ირანს კურსის შეცვლა აიძულოს? და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე გარდატეხა რუსეთის განწყობაში, რომელმაც საბოლოო ჯამში სანქციების მეოთხე რაუნდს, რომელსაც თავდაპირველად არ ეთანხმებოდა, მხარი დაუჭირა? ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, Turtle Bay–ში გამართული კენჭისყრა უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. პირველ რიგში, რას მიაღწია სინამდვილეში აშშ–მ სანქციებზე ახალი რეზოლუციის მიღებით? მართალია, ეს არანაირად არ არის ის კრიტიკული და „მძიმე“ სანქციები, რომელსაც შარშან სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გვპირდებოდა, თუმცა მათ ვერც სიმბოლურ ზომებს ვერ უწოდებ. თუკი სანქციები ამოქმედდა, ირანს ბირთვული პროგრამის რეალიზაციისთვის „რუტინული“ საქმიანობის წარმოებაზე ხარჯები გაეზრდება. შედეგად, როგორც ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, ახალ სანქციებს მართლაც ძალუძს ამ მიმართულებით ირანის პროგრესის დამუხრუჭება, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ურანის გამდიდრებაზე ირანული პროგრამის ბოლომდე შეწყვეტა შეძლონ. გარდა ამისა, რეზოლუცია „მწვანე შუქს“ უნთებს გაეროს წევრ–სახელმწიფოებს, უმსუბუქებს რა მათ უფრო მკაცრი ნაციონალური ზომების მიღებას. ამგვარად, უზრუნველყოფილია გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული სანქციების რეჟიმის „უმცირესი საერთო ნიშნულის“ ნაზავი ცალკეული ქვეყნების მკაცრ და ყოვლისმომცველ სანქციებთან. ხოლო მსგავსი სანქციების დაწესებას შეიძლება არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ველოდოთ, არამედ, ირანის ისეთი საკვანძო სავაჭრო პარტნიორებისგანაც, როგორებიც არიან ევროკავშირი და იაპონია; ამან მნიშვნელოვნად შეამცირა თეირანისთვის მანევრირების თავისუფლება. ირანის ეკონომიკა ბოლომდეც რომ არ დაიხრჩოს, მას სუნთქვა მნიშვნელოვნად გაუჭირდება. ახლა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს სტრატეგიულად ირანის რეჟიმი სიტუაციას. თუკი ირანის დღევანდელი მთავრობა გადაწყვეტს, რომ ბოლო წლის მოვლენებმა შეარყია მისი პოზიცია შიდაპოლიტიკურ არენაზე, ის შეიძლება მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ არ ღირს გაჯიუტება ბირთვული პროგრამის რეალიზაციის საქმეში (ხოლო ახალი სანქციების დაწესების შემდეგ ამ პროგრამის ცხოვრებაში განხორციელება გაცილებით ძვირი დაჯდება); მისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ეროვნული შეიარაღებული ძალების და უშიშროების სამსახურების ტრადიციული არსენალის გარდაქმნა და გაფართოვება (მაგალითად, არეულობის წარმოქმნის შემთხვევისთვის). იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ თეირანის პრიორიტეტებში სოციალური უზრუნველყოფის სფეროში ახალი ზომების მიღება მოექცევა, იმის სურვილით, რომ ღარიბი მუშახელის და სოფლების მოსახლეობის ლოიალური დამოკიდებულება განიმტკიცოს, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერის საფუძველია. სასიამოვნოა, რომ თეირანმა საწვავზე ბრაზილიასთან და თურქეთთან ახლახანს შეთანხმება გააფორმა; მხოლოდ ისღა დარჩა, დაველოდოთ, რამდენად მოქნილ პოზიციას დაიკავებს ირანი მომდევნო მოლაპარაკებებში. მეორე მხრივ, თუკი თეირანის მთავრობა გადაწყვეტს, რომ ის სახალხო რისხვის შეკავებას შეძლებს და ქვეყნის შიგნით ეკონომიკა ახალი სანქციების ტვირთს გადაიტანს, აბსოლუტურად რეალურია, რომ დღევანდელი ურანის გამდიდრების პროგრამა გაგრძელდება. ხოლო თუკი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი და ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ჰამენეი ამა თუ იმ ფორმით საკუთარ თავზე აიღებენ პოლიტიკურ ვალდებულებას უზრუნველყონ ბირთვული იარაღის წარმოების პოტენციალი, როგორც ეს პაკისტანის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ზულფიკარ ალი ბჰუტომ გააკეთა, რომელმაც, როგორც ამბობენ, ქვეყანას მსგავსი კურსით სვლა აიძულა, განაცხადა რა, რომ „ჩვენ ბალახს შევჭამთ, მაგრამ ატომური ბომბი გვექნება“ – მაშინ, ისევე როგორც პაკისტანის შემთხვევაში, სანქციები დარტყმას ეკონომიკას მიაყენებს, მაგრამ ბირთვულ მისწრაფებებს ვერ შეზღუდავს. მეორეც, რამდენად არსებითი იყო სანქციების მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან? ობამას ადინისტრაცია დაუღალავად აწარმოებდა რუსეთთან სარისკო თამაშს, იმედოვნებდა რა, რომ განსაკუთრებული ყურადღება რუსების პრობლემებისადმი სხვა სფეროებში, მაგალითად ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში, ირანის საკითხში მოსკოვის გარანტირებულ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. რუსეთი მხარს უჭერდა და დღემდე მხარს უჭერს ირანის უფლებას ნაციონალურ სამოქალაქო ბირთვულ ენერგეტიკაზე, ერთგვარი საერთაშორისო ზედამხედველობის პირობით. მოსკოვი მხარს არ უჭერდა და არც უჭერს ირანში რეჟიმის შეცვლას და არ არის დაინტერესებული იმით, რომ ირანმა მის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე უარი თქვას. თუმცა, მედვედევის ადმინისტრაციას, სულ უფრო აღიზიანებს ირანის მოუქნელი მცდელობები დამალოს საკუთარი ინტერესები ბირთვული იარაღის წარმოების სფეროში. მოსკოვი, ასევე ვერაფერ კარგს ვერ ხედავს იმაში, რომ ამერიკას მუდმივად ფეხი დააჭიროს მტკივნეულ ადგილას, როგორადაც ამ უკანასკნელისთვის ირანის საკითხი იქცა. მედვედევის საპრეზიდენტო მმართველობის თვეებში უკრაინამ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზას იჯარის ვადა გაუგრძელა, ოფიციალურად უარი განაცხადა ნატოს ბლოკში გაწევრიანებაზე და რუსეთთან სარფიანი ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე მუშაობს. ამ ყველაფერმა მოსკოვს და ვაშინგტონს სორის ევრაზიის სივრცეში გეოპოლიტიკური გავლენისთვის კონკურენციის სიმწვავე შეასუსტა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საკუთარი პოზიცია შეიცვალა, ჩინეთიც ამოძრავდა. პეკინმა არ ისურვა გაეროს უშიშროების საბჭოს ის ერთადერთი მუდმივი წევრი–სახელმწიფო ყოფილიყო, რომელიც ახალ სანქციებზე რეზოლუციას დაბლოკავდა. აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ საფარქვეშაც, რასაც ირანის ბრაზილიასთან და თურქეთთან გაფორმებული შეთანხმება უზრუნველყოფს, ჩინელებმა არ მიმართეს „არა–დასავლური ალტერნატივის“ სტრატეგიას. მეტიც, პეკინმა უარი თქვა ოთხშაბათის კენჭისყრაში თავის შეკავებაზე, ეს კი, იმ ფონზე, როდესაც ბრაზილიამ და ანკარამ ხმა „წინააღმდეგ“ მისცა, შეიძლება უფრო კანონიერი საფუძველი გამხდარიყო იმაზე სასაუბროდ, რომ სანქციებზე რეზოლუცია ევრო–ამერიკული „დიქტატია“, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო დაემორჩილა. ობამას ადმინისტრაციამ ბევრი იმუშავა, რათა რუსები დაერწმუნებინა, რომ მოსკოვისთვის აშშ–ს პოზიციის მხარდაჭერა სანქციებზე უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე მათი ძალისხმევის დაბლოკვა. ახლა, გაეროში ირანის საკითხზე ადმინისტრაციის სამოქმედო პროგრამასთან მიერთების შემდეგ, რუსეთი იმედოვნებს, რომ ადმინისტრაცია შეძლებს კონგრესის დარწმუნებას, რომ ამ უკანასკნელმა რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ ობამას ამბიციური გეგმების რეალიზება მოახდინოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონგრესი დათანხმდება სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას; არ დაბლოკავს „შეთანხმება 123“–ს სამოქალაქო ბირთვულ თანამშრომლობაზე; არ მოამზადებს დაფარულ ხვრელებს ირანის წინააღმდეგ აშშ–ს ახალ სანქციებზე მიღებულ საკანონმდებლო აქტებში. სამივე ამ საკითხში ორივე პალატაში ოპოზიციური განწყობები უკვე იგრძნობა, და ობამასთვის ეს გამოცდა გახდება – შეძლებს კი ის იყოს სანდო პარტნიორი, რომელსაც რეალური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ობამამ და მისმა გუნდმა, მისი მმართველობის ნახევარი განვლო და საკუთარ პოლიტიკაში ირანის და რუსეთის მიმართ გარკვეულ კონკრეტულ შედეგებს მიაღწია. მაგრამ მიღწეული პროგრესი მყიფე და მარტივად შექცევადია. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/nato-vachnadze-150x150.jpgქართული კინოს დედოფლის დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოები, ექსკლუზიურად შეკერილი კოსტუმების ესკიზები, საარქივო დოკუმენტები, ხელნაწერები და უცნობი აფიშები - კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში. გამოფენა, რომელიც სიმბოლურად, ნატო ვაჩნაძის გარდაცვალების დღეს დაამთხვიეს, კომპანია „ბილაინის” ორგანიზებით მოეწყო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vachnadze.jpg itvს ლინკი
-
http://www.7sur7.be/static/FOTO/pe/6/2/6/media_xl_886926.jpg იტალიურ გაზეთ ”La republica”- ში გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაფა ბენიტესი მზადაა სერბი ფეხბურთელი თავის გუნდს შეუერთოს, როგორც თავისუფალი აგენტი… თუმცა სერბმა ფეხბურთელმა ყველა ეს ჭორი გააქარწყლა და გააკეთა განცხადება, რომელიც გამოქავეყნა მისი ყოფილი გუნდის პრეს – ცენტრმა. ”მე ერთი თვის წინ ხელი მოვაწერე ლივერპულთან და არ ვაპირებ ამ წინადადების ჩაშლას რაფაელ ბენიტესის გამო” – ამბობს მილანი. ”თუ ლივერპულის ხელმძღვანელობამ არ მითხრა, რომ ახალი მწვრთნელი მე საჭიროდ არ მთვლის, მე დავფიქრდები და მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ძალიან დიდი სურვილი მაქ ”ლივერპულში” თამაშის და იმედია მივაღწევთ შეთანხმებას” View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/horse-the-band-150x150.jpgცნობილი ამერიკული ჯგუფი HORSE The Band 16 ივნისს თბილისში კონცერტს გამართავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/horsee.jpg itvს ლინკი
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/holland4.jpg დღეს გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტური E ჯგუფში, სადაც ერთმანეთს ჰოლანდიისა და დანიის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი ნიდერლანდელების გამარჯვებით 2 – 0 დასრულდა, რომელშიც მეორე გოლი “ლივერპულელმა” დირკ კიუტმა გაიტანა. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/holland1.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/holland3.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/holland2.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/holland6.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/holland5.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/holland8.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/holland10.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/holland7.jpg View the full article
-
http://www.oleole.com/media/main/images/member_photos/group1/subgrp445/torresegerrard_235867.jpg ლივეპულისა და ესპანეთის ნაკრების მე–9 ნომერმა, ფერნანდო ტორესმა ერთ–ერთ ინტერვიუში ლივერპულის განვლილი სეზონის და გუნდის კაპიტნის, სტივენ ჯერარდის შესახებ ისაუბრა. ლივერპული წელს პრემიერლიგაში მე–7 ადგილს დასჯერდა და იმის შანსიც გაქრა, რომ მომავალ წელს დიდი ამბიციებით ეასპარეზა ჩემპიონთა ლიგაში. კლუბის განვლილი, ტკივილიანი სეზონის და კლუბის კაპიტნის, სტივენ ჯერარდის შესახებ ლივერპულის თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა ისაუბრა: ” ეს სეზონი ლივერპულისთვის ემოციებით სავსე იყო. ხშირად წერდნენ და ახლაც ხშირად წერენ ამ წარუმატებელი წლის შესახებ. ეს წელი ერთნაირად მტკივნეული იყო როგორც ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ისე კლუბის ხელმძღვანელებისთვის და გულშემატკივრისთვის. სტივენ ჯერარდი კი არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად იხარჯებოდა კლუბისთვის, ძალებს არ ზოგავდა და ბოლო წუთამდე იბრძოდა. მისნაირად ალბათ არავინ იწვალა ლივერპულში. ის მართლაც შესანიშნავი ადამიანი, ფეხბურთელი და კაპიტანია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტივენ ჯერარდი მსოფლიოს 5 წამყვან ფეხბურთელთაგან ერთ–ერთია. ახლა ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს. ჩემი აზრით, ინგლისს კარგი, შეკრული გუნდი ჰყავს უამრავი საოცარი, მაღალი დონის ფეხბურთელით. მსურს, ინგლისი მუნდიალის ფინალში ვიხილო ესპანეთთან ერთად. ეს მართლაც გასაოცარი თამაში იქნებოდა…” წყარო: premierleague.com View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/freedom-first-150x150.jpgამ საკითხებზე საკუთარი პოზიცია არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გაუზიარა. კიდევ რაზე ისაუბრეს ერთი საათის განმავლობაში მევლუთ ჩავუშორლუსთან ირაკლი ალასანიამ, ნინო ბურჯანაძემ, ლევან გაჩეჩილაძემ და ზვიად ძიძიგურმა - ნახეთ… http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/shexvedra_opoziciasta.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vaxania-150x150.pngშიმშილობა ევროსაბჭოს წარმომადგენლობის წინ. ვლადიერ ვახანიას და - ძმის გათავისუფლების საქმეში დახმარებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სთხოვს. ნანული ვახანიამ მევლუდ ჩაუშოღლუს საქმის მასალები დღეს პირადად გადასცა http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vaxania.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/photo7-150x150.jpgამერიკის მთავრობა საქართველოსთან ბირთვული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობით კმაყოფილია. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრატორმა თომას დაგოსტინომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული რადიაქტიული ნივთიერებიების აღმომჩენი დეტექტორები მოინახულა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/deteqtorebi.jpg itvს ლინკი
-
15 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე კრება ჩატარდება. მის: თელავის ქ. #20, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” 15 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე სემინარს გახსნიან. 15 ივნისს, 11:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ოფისში, სურსათის მწარმოებელი კომპანიებისთვის ორდღიანი სემინარი გაიხსნება. თემა: “სურსათის უვნებლობის საკითხები საქართველოსა და ევროპაში”. მის: გაზაფხულის ქ. #14 საკონტაქტო პირი თამთა გერგედავა – 899 47 44 30; 879 47 44 30 15 ივნისს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები `თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის~ საქმიანობას შეაფასებენ. მის: მარი ბროსეს ქ. #6 საკონტაქტო პირი თამუნა ქაროსანიძე – 877 71 91 07 15 ივნისს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართება სხდომა, რომელზეც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეჯამდება. 15 ივნისს, 12:00 საათზე “ლოკომოტივის” სტადიონის საკონფერენციო დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ავალიანი და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეიძე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. 15 ივნისს, 12.00 საათზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან” შეხვედრას გამართავს. მის: რუსთაველის გამზ. #21, ედპ-ს ცენტრალური ოფისი 15 ივნისს, 13.00 საათზე, ევროსაბჭოს შენობასთან (ვაკეში), ეკა ბესელია და არასამთავრებო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ბრიფინგს გამართავენ. თემა: “სპეციალური მიმართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტს”. 15 ივნისს, 13:00 საათზე, `ქართული აკადემიის~ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ოპოზიციურ პარტიათა კოორდინაციის აუცილებლობა”. მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #45 15 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის დარბაზში, “ქართული დასის” ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან და “პე-ეს-პე”–ს, “ავერსისა” და “ჯიპისის” წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. თემა: “რამ გამოიწვია ფასების ზრდა მედიკამენტებზე”; “ფასების რეგულაციის მექანიზმი”. 15 ივნისს, 13.00 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი ფრაქციის სათათბირო ოთახში ბრიფინგს გამართავს. თემა: “ქდმ-ის ინიციატივა საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით”. 15 ივნისს, 13:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, მინისტრი ნიკოლოზ რურუა ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიური დასის წამყვან მოცეკვავეებს ღირსების ორდენებით და მედლებით დააჯილდოებს. მის: სანაპიროს ქ. #4 15 ივნისს, 13:00 საათზე, “რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში რუსი ჟურნალისტის მატვეი განაპოლსკის პრესკონფერენცია – “ორი წელი ომის შემდეგ” გაიმართება. მის: რუსთაველის გამზ. #2, გრიბოედოვის თეატრის შენობა, მე-8 სართული 15 მაისს, 14.00 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია–კლუბში “კონსერვატორების” წევრი კახა კუკავა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მის: აღმაშენებლის გამზ. #89/24 15 ივნისს, 14:00 საათზე, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, შარშან, 15 ივნისს დარბევის დროს დაზარალებული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას გამართავენ. 14 ივნისს, 14.00 საათზე, “საქართველოს მწვანეთა პარტია” და ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც წარმოადგენენ თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის მიერ მტკვრისა და მის შემოგარენში არსებული ტერიტორიის დაბინძურების ამსახველ მასალებს. მის: ს.კანდელაკის ქ. #55 ხვალ, 14 საათზე, თეთრების ოფისში, დაიწყება „ქართულ-ოსური მისიის“ დამფუძნებელი სხდომა. დაფუძნების შემდგომ, 15:30 საათზე დამფუძნებლები გამართავენ პრესკონფერენციას „ქართულ-ოსური მისიის“ სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე. 15 ივნისს, 15:00 საათზე, ამერიკის ნაციონალური აკადემიის წევრი, კარდიოლოგი კლოდ ლენფანტი მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენებით წარსდგება. მის: რუსთაველის გამზ. #52 15 ივნისს, 15:30 საათზე, “ქართულ-ოსური მისიის” დამფუძნებლები სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე პრესკონფერენციას გამართავენ. მის: ღამბაშიძის ქ. #4 15 ივნისს, 16:00 საათზე, “ადამიანის უფლებათა ცენტრში” პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “რატომ იზრდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების რაოდენობა”. მის: ყაზბეგის გამზ. #3ა, II სადარბაზო, IV სართული, ბ 22 15 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრენდ კომპანიები პროექტ “ბიზნეს ქეისებში” გამარჯვებულ სტუდენტებს დააჯილდოებენ. მის: ი. ჭავჭავაძის #32, A კორპუსი, 101-ე აუდიტორია 15 ივნისს, 17.00 საათზე, `ქართველი ემიგრანტები~ პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობას ცოცხალ ჯაჭვს შემოავლებენ. საკონტაქტო პირი ზვიად ყუშიტაშვილი – ტელ. 857 946 977 15 ივნისს, 17:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, USAID-ის ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი ჯონათან მ.კონლი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პროგრამა სამშაბათი, 15 ივნისი 10:45 – გამგზავრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 11:00-11:45 – შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან 11:45 – გამგზავრება სასტუმრო “შერატონ ბათუმში” 12:00-12:45 – შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასმბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან (სასტუმრო “შერატონ ბათუმი”) 15:30-16:15 – შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან (სასტუმრო “შერატონ ბათუმი”) 16:30 – შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან 22:00 – ბატონ ბას კლეინის გამგზავრება ქ. თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ლუკა ვოლონტეს ვიზიტის პროგრამა სამშაბათი, 15 ივნისი 16.05 – სტუმრის ჩამოსვლა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 16.40-17.20 – შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან 17.20 – გამგზავრება საკონსტიტუციო სასამართლოში 17.30 – შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან 18.30 – შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრებთან იხილეთ epn.ge
-
მეცნიერები ატარებენ გინეტიკურ კვლევებს. ისინი ცდილობენ შექმნას სრულყოფილი არსება და ამ მიზნით შეურევენ ადამიანის და ცხოველების გენებს თუ რა გამოვა ამისგან იხილეთ ფილმში View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/karusell-150x150.jpgგადაადგილება სამთავრობო კაბინეტში თუ მოსალოდნელი საკადრო წმენდა. ის რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტი სააკაშვილი პოსტს დაატოვებინებდა ექსპერტულ წრეებში ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს საუბრობდნენ. ერთი წლის შედეგ თემა კვლავ აქტუალურია. ვინ შეიძლება ჩაენაცვლოს გილაურს და რატომ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ განათლების მინიტრი პრემიერობისთვის ემზადება. ანნა ლაპიაშვილი- მოსალოდნელი სამთავრობო კარუსელის შესახებ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/karuseli.jpg itvს ლინკი
-
გოგონების ეროტიკული სურათები მობილურისთვის 430-ზე მეტი ფოტოა View the full article
-
ფილმეს გმირი მშვენიერი მერი გარდაცვლილი დედისგან ელოდება დიდ მემკვიდრეობას , მაგრამ ეს არც ისე ადვილია მას ხელს უშლის მამინაცვალი . ამიტომ საჭიროა მამინაცვლის მოშორება . ამისთვის კი სანდო მეგობარი გოგონაა საჭირო ... 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომებდირებული View the full article