planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო.დოკუმენტი 60 ხმით 15-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა საკუთრების დაცვის აუცილებლობას, დევნილთა დაბრუნების გრაფიკების შემუშავებას და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ხელის არშეშლას გულისხმობს."ყოველ წელს იზრდება ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა. ეს ჩვენი ამოცანაა და ის წელსაც შესრულებულია. უკვე 60-მდე ავედით და ეს წინსვლა გაგრძელდება. საბოლოო ჯამში ეს რეზოლუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/07/LaPresse-150x32.gif საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერმინისტრად უახლოვესი პოლიტიკური მოკავშირე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დანიშნა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რეალური აღმასრულებელი ძალაუფლების მინიჭება პრემიერმინისტრისთვის საქართველოს მეთაურის მეორე მანდატის ამოწურვამდე, რუსულ ტანდემს ქმნის, სადაც ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ახდენენ ძალაუფლების მონოპოლიზებას. ქართული პოლიტიკური სცენის ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, მერაბიშვილი ის ფიგურაა, რომელიც 2013 წელს სახელმწიფოს ხელმძღვანელის რანგში სააკაშვილს შეცვლის. ქართული საინფორმაციო საიტის Civil Georgia-ს ცნობით რვა წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრემიერმინისტრის პოსტს ამ მასშტაბის პოლიტიკოსი იკავებს, მით უფრო, რომ 2013 წლიდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გადაიქცეს, რომლის სათავეშიც რეალური ძალაუფლების მქონე პრემიერმინისტრი იქნება. მერაბიშვილის ხელისუფლების სათავეში მოსვლით შესაძლებელია სააკაშვილი ისევ დაბრუნდეს. ამგვარად, პროდასავლელი პრეზიდენტი პუტინ-მედვედევის ტიპის ტანდემს ქმნის იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ირწმუნება ყოველდღიური „ნეზავისიმაია გაზეტა“. ორიგინალი ორიგინალი
-
ბლოგერების სახლი: THE BEST - RONALDINHO
planetanews posted a topic in ქართველი ბლოგერების ჩანაწერები
როცა პატარა ვიყავი მეჯავრებოდა ფეხბურთი, მხოლოდ საქართველოს თამაშს თუ შევავლებდი თვალს და მუდამ აგებდა... მაგრამ იმ დღეს ყველაფერი შეიცვალა, როცა ღამით არ დამეძინა და ტელევიზორი ჩავრთე, ფეხბურთი იყო – ,,ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამ დღიდან ჩემი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა ფეხბურთის მიმართ, დღემდე ვარ ერთგული გულშემატკივარი კლუბ ბარსას და ყველაზე გენიალური ფეხბურთელის რონალდინიოს. რონალდო დე ასის მორეირა (Ronaldo de Assis Moreira), დაიბადა 1980 წლის 21 მარტს, ბრაზილიის ქალაქ პორტო ალეგრეში (Porto Alegre), მა სვიცნობთ როგორც რონალდინიოს (პატარა რონალდო) ან რონალდინიო გაუჩოს სახელით, იგი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სახელის მოხვეჭა მან 17 წლის ასაკიდან დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტეში, მან პროფესიონალური კარიერა დაიწყო ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბ გრემიოში(Gremio), სადაც თამაშობდა 3 წლისგანმავლობაში, 1998 წლიდან 2001 წლამდე. ბრაზილიი სნაკრებში დებიუტი ჰქონდა 1999 წლის 26 იანვარს, ხოლო პირველი გოლი ბრაზილიი სნაკრების მაისურით გაიტანა ვენესუელას წინააღმდეგ, კოპა ამერიკაშიგასამარჯვებლად. პირველი ჰეთრიკი შეასრულა საუდის არაბეთის წინააღმდეგ კონფედერაციის თასზე. მან მოიგო 34 პრაზილიის თასი, და გაიტანა 13 გოლი. 2001 წელს მან გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი საფრანგეთის კლუბ პარისენჟერმენთან (Paris Saint-Germain) რის შედეგადაც გრემიომ 4.5 მილიონი $-ით გაზარდა ბიუჯეტი. ერთ-ერთ კონფერენციაზე პარიზელთა მენეჯერმაგანაცხადა, რომრონალდინიო უფრო გაიტაცა პარიზის ღამის ცხოვრებამ ვიდრე ფეხბურთმა. 2002 წელსრონალდინიო დაეხმარა ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო რონალდოს და რივალდოსთან ერთად. თავისი საუკეთესო გოლი ამ ჩემპიონატში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა მეოთხედფინალში 35 მეტრის დისტანციიდან. 2003 წელს რონალდინიოს სურდა პსჟ-ს დატოვება რადგან უნდოდა ევროპის პრესტიჟული ტიტულის მოგება. სწორედ ამ დროს მანჩესტერსა დაბრასელონას სურდათ მისი გადაბირება, საბოლოოდ ეს ესპანელებმა მოახერხეს და შეიძინესის 21 მილიონ ევროდ. სამუელ ეტოოსთან (Samuel Eto'o), დეკოსთან (Deco), ჰენრიკ ლარსონთან (Henrik Larsson) დალუდოვიკჟიულისთან (Ludovic Giuly) ერთად მან შეძლო ბრასელონა მიეყვანა ესპანეთის პირველი დივიზიონის გამარჯვებამდე. მან გაახარა ბარსელონას ფანები ახალი კონტრაქტით რომელიც მან ბარსელონასთან გააფორმა. 2004 წლის 20 დეკემბერსიგი FIFA-მ აღიარა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. 2005 წლის ნოემბერში იგი აღიარეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად, გამოკითხივს შედეგად რომელიც ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მაჩაატარა. 2005/2006 წლების სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა როგორცბარსელონისთვის ასევე რონალდინიოსთვის, როგორც იცით მათ შეძლეს ესპანეთი სჩემპიონატისდაჩემპიონთა ლიგის მოგება. კლუბები: გრემიო – 1998– 2001 პსჟ – 2001– 2003 ბარსელონა – 2003–2008 მილანი – 2008 –2011 ფლამენგო – 2011 რონალდინიომ საბოლოოდ გადაწყვიტა, თუ სად გააგრძელებსკარიერას. “ატლეტიკო მინეირომ” ოფიციალურად დაადასტურა 32-წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მანამდე გავრცელებული ცნობით, რონი “მინეიროში” ვარჯიშობდა, ახლა კი ყველაფერი ცხადი გახდა. კონტრაქტის პირობები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა რონალდინიო “ატლეტიკოს” ღირსებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე დაიცავს. შეგახსენებთ იმასაც, რომ “მინეიროს” გარდა ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბევებას “პალმეირასი” და ჩინური “გუანჩჟოუ” ცდილობდნენ. ყოველთვის მინდოდა, რომ ამ ადამიანს უფრო წარმატებით დაესრულებინა კარიერა, თუმცა ის ჩემთვის შეუცვლელ ფეხბურთელად დარჩება მუდამ... /sites/default/files/u1534/i150642678_9424_7.jpg /sites/default/files/u1534/i268434737_4824.jpg /sites/default/files/u1534/i268434831_81047.jpg /sites/default/files/u1534/i268434944_46948.jpg /sites/default/files/u1534/i268437017_68362.jpg /sites/default/files/u1534/i268437013_29425.jpg პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/i268434892_33851.jpg კატეგორიები: სპორტი View the full article -
გიწვევთ სემინარში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ტარდება მასმედიის წარმომადგენლებისათვის ევროპის საბჭოს და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის - „მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების, პროფესიონალიზმის და პლურალიზმის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ - ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. სემინარი ჩატარდება 6 ივლისს, პარასკევს სასტუმრო „ბეთსიში“, მის: მ. მაყაშვილის 32-34 0108, თბილისი, საქართველო 3 ივლისი, 2012 - 18:29 6 ივლისი, 2012 - 18:00 სრული ტექსტი View the full article
-
სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიის“ (ჭიათურა) დირექტორი რამაზ გამეზარდაშვილი საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-სა და ტელეკომპანია „მაესტროს“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. 3 ივლისს „მაესტროს“ ეთერში გასულ გადაცემაში, „შალვა რამიშვილის დილა“ წამყვანმა „მედია ჯგუფსა“ და „ინფო 9“-ის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინცინდენტი შეაფასა, როგორც „იმერვიზიის“ თანამშრომლების მიერ“ სააგენტო „ინფო 9“ -ის დევნა. 3 ივლისი, 2012 - 17:26 3 ივლისი, 2012 - 17:26 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/imervizia.jpg სრული ტექსტი View the full article
-
ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში „ინტერნიუსი-საქართველოს მიერ ორგანიზებული ხუთდღიანი სემინარი გაიხსნა ახალგაზრდული საერთაშორისო პროგრამა „ჩვენი ექსპრესის“ მომავალი ჟურნალისტებისთვის. 2 ივლისს დაწყებულ სემინარს, რომელიც კონკურსის შედეგად შერჩეული 24 ახალგაზრდისთვის ტარდება, „ინტერნიუსი-საქართველოს“ მენეჯერი ირაკლი ბერულავა უძღვება. 3 ივლისი, 2012 - 16:42 3 ივლისი, 2012 - 16:42 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/chveni_expresi_1_1.jpg სრული ტექსტი View the full article
-
„რუსთავი 2“ და „იმედი“ ის ტელეარხებია, საიდანაც ქუთაისელები ინფორმაციას ყველაზე ხშირად იღებენ. “გადატვირთული ცხოვრებაა. ბევრი არხი არ მაქვს და არც მინდა, რომ მქონდეს. ის, რასაც “იმედი”-დან და “რუსთავი 2”- დან ვიგებ ჩემთვის სავსებით საკმარისია. მეტი არხი რომ იყოს, მეტი დრო უნდა დავუთმო ამბების გაგებას”, - ამბობს 50 წლის მარინა აბესაძე, რომელიც საკაბელო კომპანიის მომსახურებით სარგებლობს. თუმცა მას არ ახსოვს - კონკრეტულად რომლით. 3 ივლისი, 2012 - 16:04 3 ივლისი, 2012 - 16:04 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/kutaisi.jpeg სრული ტექსტი View the full article
-
ამბობენ როცა გავჩნდი ყველაზე მეტად ჩემი დანახვა მას გახარებია. ” პირველი მერცხალის” (როგორც მან მიწოდა) მეხსიერებაში კი ის სამი წლის ასაკიდან იკვეთება როგორც ბაბუა. ძლიერი მიზიდულობა მის მიმართ განცდილი სიყვარული რომ ყოფილა ცოტა გვიან მივხვდი. იმას კი ვხვდებოდი ,რომ მისგან შორს ყოფნა ტკივილს მაყენებდა. ტკივილი გონებიდან მოდიოდა და გულის არეშე ჯიქურ გაჯდებოდა ხოლმე. – რა მომიტანე? – ჩემს შეკითხვაზე ჯიბეებს დაიცარიელებდა და ტკბილეულობასთან ერთად ყოველთვის დააყოლებდა :– სიხარული, სიყვარული და ბედნიერებაო. ხატვა პირველად მან მასწავლა. თავიდან მახსოვს ფანქრის ხელში დაჭერაც კი არ ვიცოდი. თეთრ ,გამწიორებულ თითებში მოქცეული სქელმერქნიანი ,გრძელი ფანქრით სასაცილო სანახავი ვიყავი ალბათ. ბაბუა იცინოდა , ბევრს დამცინოდა , შემდეგ თავზე მძიმე ხელს დამადებდა და ჩუმად მისი წყლიანი, მუდამ სევდიანი თვალებით მასწავლიდა თეთრ ფურცელთან მოპყრობას. – თუ მთელი გულით მოინდომებ ფურცელზე გადაიტან იმ განცდებს რასაც შიგნიდან გრძნობ. – მეტყოდა ხოლმე და ერთი ხელის მოსმით დახატავდა ზღაპრის გმირებს, მელაკუდებს, პატარა ბაფთიან გოგოებს და “ოქროსქოჩრიან” ბიჭუნებს. ერთად ავიღეთ თეთრი ფარატინა ქაღალდი,რომელიც “ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსში” გადმომცა ქუთაისის მერიამ. ბაბუას იმ დღის შემდეგ ის ფურცელი საწოლის თავთან ჰქონდა გაკრული. ყოველ დღე შეხედავდა ხოლმე და გული სიამაყით ევსებოდა. მე კი ვცდილობდი ,რომ უფრო მეტი წარმატებისთვის მიმეღწია ცხოვრებაში. მჯეროდა რომ ჩემი სხვადასხვა სერტიფიკატები და ჯილდოები ავადმყოფ გულს განუკურნავდა და მალამოსავით დაუამებდა. ხშირად ვამბობ ხოლმე რაც სიკეთე მაქვს ყველაფერი ბაბუის დამსახურებაათქო. მან მასწავლა ბუნების, ცხოველების,ყვავილების და ზოგადად ყველაფრის სიყვარული. ერთხელ სეირნობისას შემთხვევით წავაწყდით ადამიანის მიერ ნაწამებ მერცხალს. საცოდავი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ცდილობდა აფრენას. თუმცაღა ფრთები მოსტყდომოდა. ბაბუამ ხელში აიყვანა, თავზე მოეფერა და თვალზე ცრემლმომდგარმა მითხრა: – სიცოცხლე ისეთი ტკბილია ამ ჩიტსაც კი ენანება განშორება მასთან. არავის აქვს უფლის მიერ ნაბოძები სიცოცხლის წართმევის უფლებაო. მერცხალი იქვე დიდი მუხის ქვეშ დავასაფლავეთ. ბავშვობაში უფრო მქონდა დრო მასთან სათამაშოდ. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვშორდებოდი მას. შემდეგ კი მანძილი გვაშორებდა . მისი სიტყვები ეხლაც ყურში ჩამესმის: ქუთაისსა და თბილისს შორის მაქვს გული გახლეჩილიო. ჩემი ოქროს მედალი, სკოლის დამთავრების შემდეგ რომ გადმომცა მინისტრმა, ბაბუას მივუძღვენი. ხშირად ვურეკავდი ხოლმე და მისი სიტყვებით : – “მე რა მიჭირს ბაბუ თქვენ რო კარგად ხართ ,ეგ მაცოცხლებსო “, გულდამშვიდებული მომავლის იმედით ვცოცხლობდი. არავის შეწუხება არ უყვარდა. ბოლო კაპიკს ჩვენ გვიგზავნიდა ხოლმე. ექიმებთან იშვიათად დადიოდა. სულ წამლების, ანალიზების ფასს იმიზეზებდა და თავს არიდებდა საავადმყოფოებს. ცხოვრება ერთი გაელვებაა და ადამიანის დანიშნულებაა ამ გაელვებაში რაც შეიძლება ბევრჯერ მიაწოდოს ჯანგბადი ფილტვებს. ცხოვრებას “აბანძებს” სხადასხვა ფაქტორი. მათ შორის კი ის , რომ არავინ იცის როდის დავტოვებთ ამ ქვეყანას ჩვენ ან ჩვენი ახლობლები. ” რომ მცოდნოდა ასე მალე წახვიდოდი იმდენ რამეს გეტყოდი ალბათ საუბრით დაგღლიდი ,მოვიოხებდი გულს და მილიონჯერ გეტყოდი სიტყვას ” მიყვარხარ” …. თუმცა სწორედ იმას ჰქონია ” მუღამი” რომ მომესწრო თქმა … მეც ვამბობდი ,მაგრამ ეხლა მაინც დაუკმაყოფლებლობის შეგრძნება დამრჩა რატომღაც. რას გრძნობს ის ,რომელსაც მოულოდნელად ხელიდან ეცლება ადამიანი ,რომელიც სიგიჟემდე უყვარს? ჩემს შემთხვევაში არც ტკივილს ვგრძნობ და არც სიხარულს , არც ის მადარდებს ვინ რას იტყვის, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რაზე ბრაზობს , რა უნდა , რა სურს, რა არ მოსწონს… პირდაპირი გაგებით დღეს მე ყველა ფეხ*ზე მკიდია. ბავშვობაში უფალს ვთხოვდი განსაცდელის მოვლენამდე მე წავეყვანე იმ ქვეყნად. ეხლა კი ვთხოვ დაუმკვიდროს სასუფეველი ყველა გარდაცვლილს. “ დღეს მე უხასიათობა შემპყრობია თავისი ცივი თვალებით, დღეს მე მარტოობა არ მშორდება მუმიად ვქეულვარ არ ვთბები, დღეს მე ფსალმუნებად დავიღვარე , ცრემლები სადღაც გამიქრა ვინც ძლიერ ძლიერ მენატრება მან დღეს მე არა რა მითხრა. ტირილიც თურმე მეკრძალება ზედმეტი ცრემლები მლაშეა სამყარო ჩემი მენანება, უშენოდ ცხოვრება მწარეა. ტკივილი სულის რა უცხოა , შორიდან მოსულა სიკვდილი უფალთან სანთელით მე გეძახი , სიცოცხლე ყოფილა ურჯული. თურმე რამდენი სათქმელი მაქვს,გულში რომ მქონდა უწყინრად მიყვარხარ მჭირდები ჩემო კარგო, სიკვდილმა დღეს ჩვენ გაგვრიყა.“ ბაბუა შეუერთდა მარადისობას, იმ მერცხალს დაემსგავსა გაფრენა რომ სურდა ძლიერ… სურდა გაფრენა და გაფრინდა. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/il_570xN.340730861_large.jpg ტეგები: ბაბუა სიყვარული სიკეთე კატეგორიები: საზოგადოება ხელოვნება / ლიტერატურა View the full article
-
ჩვენთან ხშირად ხდება, რომ მენეჯმენტი, ძირითადად ქვეცნობიერად, თანამშრომლებშიც და კლიენტებშიც, ერთ-ერთი ან რამოდენიმე კონკურენტის მიმართ, ზიზღის და სიძულვილის დანერგვას ცდილობს. იქ გადასვლას კი ყველას და ყველაფრის ღალატად აღიქვამს. მოწინააღმდეგის მუდმივი ქილიკი (რეკლამებშიც კი), მათი წარმატებების შემთხვევითობაზე მიწერა, მათი ხელმძღვანელების დაცინვა პირად საუბრებში, შიდა თათბირებზე, კონკურენტების პროდუქტებსა და მომსახურებაზე ირონიული ლაპარაკი ძალიან გავრცელებულია ჩვენთან. ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, გაცილებით უფრო მეტი უარყოფითი ეფექტი აქვს, ვიდრე დადებითი. გასაგებია, რომ ერთი შეხედვით ეს ყველაფერი, თანამშრომლებში, შესაძლოა, მოწინააღმდეგის ბანაკში გადასვლაზე ფიქრისას დამატებით ბარიერებს მართლაც ქმნის. შესაძლოა, ყოველდღიურ მუშაობაშიც კი მოტივაციას უზრდიდეს მათ, კლიენტებთან კონკურენტებზე ცუდი ილაპარაკონ, მათთვის მეტი კლიენტის წართმევა სცადონ, მათ პირად წრეებში მეგობრებს და ახლობლებს ურჩიონ არ გაეკარონ კონკურენტს და მათ პროდუქტებს. ამ ყველაფერს მართლაც აქვს რაღაც დადებითი ეფექტი, ალბათ, მაგრამ: 1. თანამშრომლების იმ ნაწილზე, რომელიც აზროვნებს, რომლებსაც პროფესიონალიზმიც საკმაოდ მაღალი აქვთ და მენეჯმენტთანაც შედარებით უფრო ახლოს უწევთ მუშაობა ეს ყველაფერი არანაირ დადებით გავლენას არ ახდენს. უფრო პირიქით, მათში, მიუხედავად იმისა აღიარებენ თუ არა ამას ხმამაღლა, მათი მენეჯმენტის ქმედების უსამართლობად, არარაციონალურ, არასერიოზულ და არაპროფესიონალურ მიდგომად შეფასებას იწვევს. ეს დროთა განმავლობაში მათში წინააღმდეგობის მუხტს გარდაუვლად აგროვებს. 2. დანარჩენ, ჩვეულებრივ, თანამშრომლებში ეს ყველაფერი პირიქით, იმის მცდარ განცდას აჩენს, რომ კონკურენტი რეალურად არ არის კონკურენტი, რომ იქიდან რეალური საფრთხე არ ემუქრებათ, კლავს მათში კონკურენტული საფრთხის შეგრძნებას და უსაფუძვლო თვითკმაყოფილებას ამკვიდრებს, რაც მათ ყოველდღიურ მოქმედებებშიც შესაბამისად აისახება. 3. კლიენტების უდიდესი, საუკეთესო ნაწილის თვალში, ისევე როგორც მთლიანი საზოგადოების, ერთი კომპანიის ან მისი თანამშრომლების მხრიდან მათი კონკურენტის დაცინვა და აუგად მოხსენიება ყოველთვის უფრო დიდ უარყოფით მუხტს იწვევს თვით ამ კომპანიის მიმართ და არა დაცინული კონკურენტის. უფრო პირიქით, უსამართლობის განცდა მათში სწორედ მოწინააღმდეგის მიმართ ლოიალურობას ზრდის. ამ ყველაფრის ნაცვლად მენეჯმენტის მხრიდან იმაზე ხშირი საუბარი, თუ რამდენად ძლიერია მათი კონკურენტი, რამდენად დიდი საფრთხე მოდის მისგან, რამდენად კარგი პროდუქტები და მომსახურება აქვს მას, რამდენად გონივრულად მოქმედებს მისი მენეჯმენტი და მათი თანამშრომლებიც როგორ ბევრს და კარგად მუშაობენ, გაცილებით დიდ მუხტს აჩენს თანამშრომლებში, კონკურენტული საფრთხის შეგრძნებასაც ქმნის და უფრო მეტ და უფრო კარგად მუშაობასაც უწყობს ხელს. ვიღაცეებს ასეთმა პროპაგანდამ, შესაძლოა, მართლაც გაუძლიეროს კონკურენტთან გადასვლის სურვილი, თუმცა ისინი ამის გარეშეც ოდესღაც მაინც გადავლენ სადღაც. სამაგიეროდ, ვინც დარჩენას გადაწყვეტს უფრო მეტად შეიკვრებიან და ეცდებიან, ერთად კიდევ უკეთესები გახდნენ კლიენტებისთვის. მომზადებულია საკონსულტაციო კომპანიის სინერჯი ჯგუფის სპეციალისტების მიერ; წყარო : insight.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/A%20Synergy%20Insight%20Logo%20-%20GEO_54.jpg ტეგები: კონკურენტების დაცინვის უარყოფითი ეფექტები კატეგორიები: ბიზნესი View the full article
-
ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ იურისტი, დავით კიკალეიშვილი მაუწყებლის ხელმძღვანელთა ბრალდებას, „მაესტროს“ ყოფილი შენობის დაზიანებასთან დაკავშირებით, უარყოფს. 3 ივლისი, 2012 - 14:48 3 ივლისი, 2012 - 14:48 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/erosi-kitsmarishvili-maestr_0.jpg სრული ტექსტი View the full article
-
ორი აზრი 2 ივლისი, 2012 (All day) მომხრე Advocate name: გია ნოდია Advocate text: ბუნებრივი ცთუნებაა, ვანო მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერის თანამდებობაზე მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკის დინამიკიდან გამომდინარე ახსნა. ეს ლოგიკურიცაა: ყველაფერი, რასაც პოლიტიკოსები არჩევნების წინ აკეთებენ, მათში გამარჯვების ინტერესს ექვემდებარება. ამ კუთხით ორი რამ შეიძლება ვთქვათ. პირველი: ხელისუფლებას უნდა, წინასაარჩევნო პერიოდში მისი ქმედება მაქსიმალურად შეწყობილი და ეფექტური იყოს. ხელისუფლების შიგნითაც და გარეთაც (მათ შორის მის მოწინააღმდეგეთა შორის) ბევრი თვლის, რომ ვანო მერაბიშვილი ის კაცია, ვისაც სხვაზე უფრო შეუძლია ამ ამოცანის უზრუნველყოფა. მოწინააღმდეგე Opponent name: დავით ბერძენიშვილი Opponent text: სააკაშვილის ბოლოდროინდელი ცხოვრება მცდელობაა, დაემსგავსოს პუტინს მედვედევით და ეს ფენომენი გაიმეოროს. მაგრამ, ვფიქრობ, ეს მაინც უპერსპექტივო გათვლებია, რადგან ქართული საზოგადოება დღეს გაცილებით უფრო ძლიერია - ავტორიტარის და მისი ჯიბის პრემიერ-მინისტრის და სამომავლოდ, პრემიერ-მინისტრის და ჯიბის პეზიდინეტის ტანდემი არ გვემუქრება. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობასა და სააკაშვილს თავის მერაბიშვილიანად, ბუნებრივია, სხვა საფიქრალი ექნება და არა საპრეზიდენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები სააკაშვილისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხია. liberali.ge
-
Как и полтора года назад, визит Медведева на Кунашир вызвал возмущение в Японии. Нынешний визит случился как бы неожиданно в рамках деловой поездки премьера по региону. Пресса и эксперты критикуют власти: 10 млрд долларов потрачены на подготовку к саммиту АТЭС, включая строительство "моста в никуда". А у простых людей нет ни дорог, ни домов, и регион становится безлюдным. View the full article
-
<img src = "img/multimedia/a10150.jpg" > ფაქტია, ბორის-ბიძინა კანონს, მისი უზენაესობის პრინციპს (Rule of Law), რაზეც ამხელა ტანჯვა-ვაებით შეკოწიწებული სახელმწიფო დგას - არ აღიარებს. ის საქართველოს სახელმწიფოებრიობას ხერხემალში ამტვრევს. ბორის-ბიძინა ერს ქრთამით ხრწნის... droni.ge
-
ტელეკომპანია „მაესტრო“ სატელიტური თეფშების დარიგებას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. როგორც Media.Ge-ს მაუწყებლის დირექტორმა, ილია (ბაჩო) კიკაბიძემ განუცხადა, მომხმარებელი ტექნიკას კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მიიღებს. 3 ივლისი, 2012 - 11:55 3 ივლისი, 2012 - 11:55 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/45m_satellite_antenna.jpg სრული ტექსტი View the full article
-
ახლახან გავრცელდა საკმაოდ ცნობილი სატელევიზიო შოუს მოსიარულე მკვდრების (The Walking Dead) მესამე სეხოზის ახალი კადრები, რომელსაც მე აქვე შემოგთავაზებთ. სერიალი არის ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი და ხარ მთელი სერიები დაძაბული… ხოლო მეორე სეზონის ბოლო ეპიზოდმა საერთოდ მოხსნა რეკორდები თავისი მაყურებლების რიცხვით, ბოლო სერიას უყურა 9 მილიონ ადამიანზე მეტმა. შესაბამისად გასაკვირი არც იყო, რომ შოუ გააგრძელეს The post მოსიარულე მკვდრები – მესამე სეზონის ახალი კადრები appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
მესაჭიროება სისხლის სამართლის კაზუსები 109 მუხლი.თუ გაქვთ ვინმეს ან იცით სად ვნახო გთხოვთ მომწერეთ. მადლობას გიხდით წინასწარ თემის კატეგორია: Lifestyle განათლება მეცნიერება View the full article
-
В Госдуме начали процедуру принятия очередной инициативы единороссов, нацеленной на некоммерческие организации. В Общественной палате уже испугались за фонд Хаматовой, его директор ждет "черной метки". Ряд авторитетных организаций, в том числе правозащитных, могут закрыться, и Россия от этого только потеряет, предупреждают эксперты. View the full article
-
"Мои отношения с Навальным имеют давнюю историю. В том числе, они носили и финансовый характер, но задолго до того как я стал губернатором. Хорошо, что есть СМИ и интернет - все зафиксировано", - подчеркнул губернатор Кировской области, комментируя выложенную Хэллом переписку с Навальным. View the full article
-
დედაჩემმა მითხრა: 1. ქალი ქარივით არის, კაცი ისეთი ძლიერი უნდა იყოს, რომ შეძლოს და დააბასო. 2. ქალი ჩრდილივით არის, თუ გაეკიდები – გაგექცევა, თუ გაექცევი – უკან მოგდევსო. როგორც ჩანს, ქალების სისუსტეები კაცების ბრალი ყოფილა…http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/ie8PgW6ufjg ეწვიეთsweet.ge