planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.footballtransfernews.org/wp-content/uploads/2010/02/Jovanovic_Milan_00021.jpg სერბეთიs ნაკრების თავმდამსხმელმა მილან იოვანოვიჩმა აღიარა, რომ იგი მზად არის უარი თქვას ტრანსფერზე, რომლიც შეთანხმებული იყო რამდენიმე თვის წინ…გასულ თებერვალს 29 წლის ფეხბურთლემა მოაწერა ხელი წინასწარ შეთანხმებას ”მერსისაიდულ” კლუბთან, ივლისში მას ეწურებოდა კონტრაქტი ”სტანდარტთან” და ”ლივერპულთან” სამ წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებდა… თუმცა მას შემდეგ მრავალი მოვლენა მოხდა გუნდმა პრემიერ ლიგა მე -7ვიდე ადგილზე დაასრულა, ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე, გუნდი დატოვა რაფაელ ბენიტესმა. აქვე პრესაში გაჩნდა ინფორმაციები, რომ რაფაელ ბენიტესს მილან იოვანოვიჩი ”მილანის ინტერში” უნდა, ასევე თავმდამსხმელის შეძენა ”ვალენსიას”, ”მილანსა” და ”იუვენტუსს” სურს. მე და ”ლივერპულს” შორის არის წინასწარი შეთანხმება, მაგამ თუ რომელიმე მხარე მოინდომებს ამ შეთანხმების შეწყვეტას ეს შეაძლებელი იქნება – განაცხადა ”სტანდარტის” ამჟამინდელმა ფორვარდმა. წყარო: Premiership.ru View the full article
-
http://b.pix.ge/b/xana2.jpg“ბარსელონას” მფლობელმა სანდრო რესელიმ პირველ სამიზნედ ფერნანდო ტორესი დაასახელა და მის სანაცვლოდ “ლივერპულს” £40 მილიონი შესთავაზა, თუმცა “წითლებმა” ისინი უარით გაისტუმრეს!!! ტორესის და ვილიას წყვილი, მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება, რაც ესპანეის ნაკრებში არაერთხელ გამოჩნდა. დუეტის შექმნა ახლა “ბარსელონაშიც” სურთ… ჯჟერარ პიკე გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ ძალიან სურდა, მათი დავდასხმა ტორესს გაეძლიერებინა. ესპანელების მსგავსად, “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” ძალიან სურთ ელ ნინიოს შეძენა, მაგრამ ეს თითქმის გამორიცხულია, რადგან ფერნანდომ არაერთხელ განაცხადა, რომ ის პრემიერ ლიგაში, “ლივერპულის” კონკურენტ გუნდში არ გადავა. მიუხედავად უდიდესი ფინანსური კრიზისისა, გენერალური დირექტორი კრიტსიან პარსლოი ირწმუნება, რომ ახალი მწვრთნელის მოსვლამდე არცერთ ფეხბურთელს არ გაუშვებენ. წყარო: clickliverpool.com View the full article
-
All's well that end's well (ყველაფერი კარგია, რაც კარგად სრულდება) – ასე დავასათაურეთ ჩვენი სტატია და ეს ფრაზა "ამშვენებდა" ყველა ბრიტანულ გაზეთს დღეს დილით, გაირკვა რა საბოლოოდ, რომ ინგლისის ნაკრებმა ჯგუფური ბარიერი დაძლია და მერვედფინალში გავიდა. მაგრამ აქამდე კაპელომ და მისმა შეგირდება ბეწვის ხიდზე გაიარეს, შესარჩევი ეტაპის დიდებულად დასრულების შემდეგ იყო რამდენიმე ამხანაგური თამაში, რომელმაც სერიოზული ეჭვები დაბადა, შემდეგ დაიწყო სამხრეთ აფრიკული საგა და ორი ფრე, ჯერ ამერიკასთან, რომელიც სადებიუტო მატჩის სინდრომის გამოძახილად შეფასდა, ხოლო შემდეგ ალჟირთან, რომელმაც "ლომების" შემდეგ ეტაპზე გასვლა სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყე იხილეთ fanebi.com
-
ერთფეროვნება ყველასთვის მოსაწყენია, ამიტომ ადმინისტრაციამ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა დიზაინი საიტზე… ვფიქრობთ რომ საიტზე ფუნქციების ასეთი განლაგება (მარჯვნივ) უფრო მოსახერხებელია, ასევე შევცვალეთ საიტის ზედა ლოგო და სტატიების განლაგების სისტემა. თუ რაიმე პრობლემას ნახავთ ახალ დიზაინში გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში და შეძლებისდაგვარად გამოვასწორებთ ან დაგეხმარებით… View the full article
-
ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, მომხმარებელთა რაოდენობა ამჟამად რეგიონის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს. გორი-სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას ინიციატივით, გორის ეკლესიასთან არსებულ ფსიქო-სარეაბილოტაციო ცენტრში, საზოგადოებასთან, ჯანდაცვის სფეროს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ნარკომანიის პრობლემაზე მუშაობენ, შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მაღალი მოტივაციის პირობებში, ფსიქოლოგების და ეკლესიის დახმარებით, ამ სენის დამარცხება შესაძლებელია. მაგრამ დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო ადვილია, ვიდრე ავადმყოფობასთან ბრძოლა. ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა კოლოტაშვილის ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში 3000 წამალდამოკიდებულია რეგისტრირებული, აქედან 24 ქალია, დანარჩენი – მამაკაცი. კოლოტაშვილის თქმით, ეს რეალურ სურათს ვერ ქმნის, რადგან ბევრად მეტი ნარკოდამოკიდებული აღრიცხვაზე არ იმყოფება. შეხვედრაზე ითქვა, რომ საომარი მდგომარეობა, დაბალი სოციალური ფონი, ოჯახური და შიდაპიროვნული კონფლიქტები, ტრამვულ-სტრესული გამოცდილება წამალდამოკიდებულებისკენ სწრაფვის ტენდენციას აძლიერებს. თანაც, ბევრი ნარკოტიკული საშუალება ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. ბოლო პერიოდში გორელი ახალგაზრდების ნაწილმა აქტიურად დაიწყო აქტიფედისგან მიღებული ნარკოტიკის გამოყენება. არაერთი შემთხვევა ლეტალური შედეგითაც დასრულდა. ეპარქიასთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, ელზა პანკრატოვას აზრით, მედიაც აქტიურად უნდა ჩაერთოს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. გორი-სამთავისის ეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას წინადადებით საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და სასულიერო პირებმა ნარკომანიის პრევენციისთვის კოორდინირებული მოქმედებები უნდა დაიწყონ. მეუფე ანდრიას წინადადება კოორდინირებული მოქმედებების შესახებ დამსწრე საზოგადოებამაც გაიზიარა, გადაწყდა რომ შემდგომი შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება და თითოეული ორგანიზაცია საკუთარ სამოქმედო გეგმას წარადგენს, შემდგომში კი წარდგენილი წინადადებების შეჯერება მოხდება. სექტემბრიდან კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ნარკომანიის პრევენციისთვის ერთობლივ ქმედებებს დაიწყებენ. ეს ძირითადად რისკ ჯგუფებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებში გამოიხატება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/dato-bolqvaze-150x150.jpgხობში 1993 წელს დახვრეტილი დათო ბოლქვაძის მემრიალური გორელიეფი აღდგენილია http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/bolqvazde.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/erosi-kiwmarishvili.bmpმოძრაობის წესების დარღვევის გამო ,,ფონდ 2020_ის „ დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააჯარიმეს. ინციდენტი კიწმარიშვილსა და პოლიციას შორის ინტერნეტტელევიზია itv_ის ოფისთან მაშინ მოხდა როდესაც ,,2020_ის” დამფუძნებელი კავაკასიის ინტერნეტ მედია კლუბში ჟურნალისტებთან შესახვედრად მიდიოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/erosi.jpg itvს ლინკი
-
http://i062.radikal.ru/1006/e0/d33aa109b1f5.jpgროგორც მოგეხსენებათ, როი ჰოდგსონი დღევანდლამდე სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა – ის აკვირდებოდა “ლივერპულის” ფეხბურთელებს. გუშინ ის სამშობლოში იმ იმედით დაბრუნდა რომ გახდება “წითლების” ახალი მესაჭე. იყო ჭორები, რომ თუ ფაბიო კაპელო დატოვებდა ინგლისის ნაკრებს და მათი მთავარი მწვრთნელი როი გახდებოდა, მაგრამ ეს მოსაზრებები ფაქტიურად აღარ არსებობს. “ლივერპულს” ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართული აქვს “ფულემისთვის” და ოფიციალურად პარასკევს გაფორმდება ჰოჯსონი. “მერსისაიდელთათვის” განიხილებოდა რამდენიმე კარგი სპეციალისიტი. ესენი იყვნენ: მარტინ ო’ნილი, მანუელ პელეგრინი, ალექს მაკლიში, რომლებზედაც შეხვედრებს აწარმოებდნენ კენი დაგლიში და კრისტიან პურლსლოუ 3 კვირის განმავლობაში, მაგრამ უცბად შეარჩიეს ჰოჯსონი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ხელშეკრულების დეტალებიღა აშორებს კლუბის სამართავად. იოსი ბენაიუნის ტრანსფერი დასრულდება ასევე პარასკევს. ის ამჟამად სამშობლოში იმყოფება, მაგრამ უკვე მზადაა ლონდონში გასაფრენად. ხავიერ მასკერანოც თითქმის აღარაა “ლივერპულის” წევრი. მისით დაინტერესებული კლუბებია იტალიური “ინტერი” და ესპანური “ბარსელონა”. მისი ფასი 35 მილიონია და ახლა მასკერანოს გადასაწყვეტია, რომელ კლუბს აირჩევს და სად გააგრძელებს კარიერას. ჰოჯსონს გამოეყოფა 50 მილიონი ტრანსფერეებისთვის. PS. დამეთანხმებით ალბათ 50 მილიონად შეიძლება 3-4 საშუალო დონის ფეხბურთელის შეძენა, რომელსაც “ლივერულს” ახლა ჰაერივით სჭირდება. ინფორმაციის წყარო:Daily Mirror View the full article