Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ,,ხალხის პარტიამ“ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის დავით დავითაშვილისა და მისი მრავალშვილიანი ოჯახის წევრების უკანონო გამოსახლებასთან დაკავშირებით,… ლინკი მედიანიუსზე
  2. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/2431-300x250.jpg საპატრიარქოს ტელევიზიამ “ერთსულოვნება” მაუწყებლობა განაახლა .როგორც ტელევიზიაში აცხადებენ, ეთერის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გუშინ საღამოსაც გაიმართა, რომლის დროსაც “ერთსულოვნების” ხელმძღვანელობას დილის 10.00 საათიდან მაუწყებლობის აღდგენას დაპირდნენ, რაც შესრულდა კიდეც. სატელევიზიო ეთერის აღდგენის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ტელეკომპანია “ევრიკას” მიმართ “ერთსულოვნების” დავალიანების დაფარვა იყო. ვალი ეტაპობრივად დაიფარება. დღეისთვის “ევრიკას” მიმართ საპატრიარქოს დავალიანება 111 ათას 755 ლარს შეადგენს. მათ შორის 31 ათას 755 ლარი არის ტელეკომპანია “ივერიის” დავალიანება, რომელიც აღნიშნულ სიხშირეზე მაუწყებლობდა, ხოლო 80 ათასი ლარი _ ტელეკომპანია “ერთსულოვნებისაა”. დაფინანსების სიმცირის მიუხედავად, დღემდე “ერთსულოვნებას” “ევრიკას” მიმართ გადახდილი აქვს 2009 წელს 96 ათასი, ხოლო მიმდინარე წელს _ 64 ათასი ლარი. ამასთან, საპატრიარქოს ტელევიზიაში აცხადებენ, რომ მათ მარეგულირებელ კომისიაში ახალი სიხშირის გამოყოფისთვის მიმართვა გაკეთებული აქვს. ”ერთსულოვნება” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2008 წლის ნოემბერში დაარსდა და ტელეკომპანია “ევრიკას” სიხშირეზე მაუწყებლობს. “ევრიკას” ხელმძღვანელობამ დავალიანების გამო საპატრიარქოს ტელევიზიას 21 ივნისს 11 საათიდან ეთერი გაუთიშა. IPN Share View the full article
  3. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/abashidze_zurab_alasania-300x279.jpgპარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” “კონსერვატიულ პარტიას” მოუწოდებს, “ყოფილი “ალიანსელების” კრიტიკის ნაცვლად, საზოგადოებას რუსული ვოიაჟების არსი განუმარტოს”. როგორც ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, “კონსერვატორების” ეჭვები თბილისის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეების პოსტების დათმობის საკითხში ხელისუფლებისა და ყოფილი “ალიანსის” გარიგების შესახებ სრულიად უსაფუძვლოა”. “ყველაფერს საზღვარი აქვს! თუ ახლა ვინმეს გული სწყდება, რომ ეს თანამდებობები ვერ მიიღო, მათი პრობლემაა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ოპოზიციისადმი თანამდებობების შეთავაზების შესახებ განცხადება საჯაროდ გააკეთა და “ეროვნული საბჭოს” წარმომადგენლებსაც შეეძლოთ, ეს შემოთავაზება მიეღოთ. ჩვენ შიგნით, ყოფილ “ალიანსელებთან” კონსულტაციები გავმართეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს თანამდებობები მიგვეღო, რათა თბილისელების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ და სხვებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობასაც ვიღებთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ გარიგებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ “კონსერვატიული პარტია” და მისი წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში კახა კუკავა თვლიან, რომ ჩვენ ხელისუფლებათან გარიგებაში ვართ და ვთანამშრომლობთ, მე უფრო მძიმედ შემიძლია, აღვიქვა ის, რომ ის მოსკოვში ჩადის და ბატონ ჟირინოვსკის უცდის მოსაცდელში. ვფიქრობ, ეს უფრო რეალური ფაქტია, ამაზე ისაუბროს და საზოგადოებას აუხსნას, მსგავს ოდიოზურ ადამიანებთან ურთიერთობას როგორ ახერხებს?!”, – განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ხელისუფლების ოპონირებას და მის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლას აპირებს”. შეგახსენებთ, რომ “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა კახა კუკავამ ყოფილი “ალიანსი საქართველოსთვის” ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ “საკრებულოს კომისიების ვითომდა ოპოზიციისთვის დათმობა სწორედ “ალიანსისთვის” იყო განკუთვნილი, “ეროვნულ საბჭოს” კი, როგორც რეალურ ოპოზიციას მსგავსი შეთავაზება არ მიუღია”. პირWელი Share View the full article
  4. გაზიარება [17:18 23-06-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCIJ2KiM2jI/AAAAAAAAD1w/afkQdFR1JpM/s200/tamusha+axalaia.gifპოლიციის შენობის წინ ხალხმრავალი აქცია გაიმართა დღეს ჩხოროწყუს რაიონში. ქუჩაში გამოსული ორასამდე ადამიანი სამართალდამცავ უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. საქმე ეხება 2009 წლის აპრილში პოლიციის უმცროსი ინსპექტორის დათო სიჭინავას მიერ, სოფელ კირცხში 29 წლის ელგუჯა ახალაიას მკვლელობას. როგორც მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, ძალოვანები საქმის გამოძიების პროცესს შეგნებულად, თანამშრომლის დაცვის მიზნით აჭიანურებენ. ახალაიას მეუღლემ ნატო კემულარიამ „ახალ 7 დღეს“ უთხრა, რომ დამნაშავე დაკითხულიც კი არ არის, მისი მტკიცებით პოლიციამ მკვლელობის თვითმხილველებიც დააშინა. „10 თვის წინ ელგუჯა ჩვენს თანასოფლელებთან ერთად მდინარე „ხობისწყალთან“ იმყოფებოდა. მათ ახლდა პოლიციის თანამშრომელი დათო სიჭინავა, რომელმაც ჩემს ქმარს გაურკვეველი მიზეზით კისრის არეში ჭრილომა მიაყენა, როგორც მოწმეებმა გვითხრეს, ელგუჯამ გონება დაკარგა და თავი რიყის ქვას დაარტყა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი დათო სიჭინავამ წყალში შეაცურა და იქ მყოფ ბიჭებს სასტიკად აუკრძალა მომხდარზე საუბარი. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც გვიამბეს ყველაფერი. რამოდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ცხედარი მდინარემ გამორიყა. სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნით, ჩემი ქმარი წყალში არ დამხრჩვალა, როგორც ამას პოლიცია ამბობს... ვითხოვთ, დაიკითხოს ლევან კვეკვესკირი, რომლიც ადასტურებს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ რაიონული და სამხარეო პოლიცია რატომღაც საეჭვოდ პასიურობენ... ვეძებთ სამართალს, გვინდა, დაისაჯოს დამნაშავე. ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და იზეიმოს სამართალმა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით – 3 მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა დამაწვა კისერზე, მატერიალურად გვიჭირს, ამათ კი მკვლელის დაკავება არ უნდათ. არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე“. მოკლული ელგუჯა ახალაიას მამა გამოძიების კვლავ გაჭიანურების შემთხვევაში მართლმსაჯულების აღსრულებას საკუთარი ძალებით გეგმავს. თამუშა ახალაია: „გამცენ პასუხი, რატომ მოკლეს ჩემი შვილი, და რატომ არ დააკავეს დამნაშავე. თუ პოლიცია არ დაასრულებს გამოძიებას, გადავწვავ მათ შენობას და დამნაშავის სახლს. 10 თვეა, წინ და უკან დავდივარ ნორმალური პასუხი არავინ გამცა, რაიონულ პოლიციაში რომ მივალ, სამხარეოში მაგზავნიან, ისინი კიდევ თბილისში გენპროკურატურაში. აღარ შემიძლია. უკიდურესი ზომების მიღებისკენ მიბიძგებენ. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სამართალი“. აქციას საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ. უფლებადამცველებმა ახალაიებს თანადგომა აღუთქვეს და სამართალდამცავ უწყებას გამოძიების შეფერხების მიზეზების დასახელება მოსთხოვეს, საპასუხოდ კი ირონია და დაცინვა მიიღეს. კახა მიქაია: „დაიცავი საქართველო“ ჭირისუფალთან ერთად აპროტესტებს ამ უპრეცედენტო უკანონობის ფაქტს. პოლიციის თანამშრომელმა ადამიანი მოკლა, შემდეგ მდინარეში გადააგდო და ამის გამო ის არათუ დააპატიმრეს, არამედ არც კი დაუკითხავთ. თითქმის 1 წელი გავიდა მომხდარიდან, იმ პერიოდში პოლიციის უფროსი იყო გია ლემონჯავა, რომელიც არის საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას, ახლო ნათესავი. როგორც ხედავთ, ახალაიების კლანი მოდებულია მთელს სამეგრელოს და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი მოკლეს, მდინარეში გადააგდეს და ამაზე პასუხი არავინ აგო... საქმეც კი არ აღძრეს. როლანდ ახალაიას კლანს შეუძლია ხალხი დახოცოს და ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს. მე არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდება, ფაქტი არის ერთი, ამ მკვლელობის შემდეგ ლემონჯავა დააწინაურეს და საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა. მე მაქვს იმედი, რომ სამეგრელო მალე ამოიღებს ხმას და საკადრის პასუხს გასცემს სააკაშვილი–მერაბიშვილი–ახალაის მკვლელთა დაჯგუფებას“. რეგიონში გამეფებული შიშის სინდრომის მიუხედავად, ჩხოროწყუს ცენტრში გამოსული მოსახლეობა აქციების გაგრძელებით იმუქრება, ისინი სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შემდეგ პროტესტის გამოხატვას დედაქალაქში, მთავრობის სასახლესთან, გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პირველი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლაა, რომელიც ჩხოროწყუელებმა გამართეს. ადგილობრივებმა „ახალ 7 დღეს“ შესჩივლეს, რომ ქალაქში ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების არარსებობის გამო პროტესტის გამოხატვის ეშინიათ. დღევანდელი დღე ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, როდესაც რაიონში აქციის გასაშუქებლად ჟურნალისტები, ხოლო ჭირისუფლის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. ზაირა თოდუა, აქციის მონაწილე: „ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას. მოხდა ისე, რომ წელიწადი სრულდება და დღემდე ბურუსით არის მოცული ელგუჯა ახალაიას მკვლელობა. გაუბედურებული დარჩნენ ელგუჯა ახალაიას მოხუცი მამა, 27 წლის მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი. ის უბედურება, რაც ამ ხალხს თავს დაატყდა, ყველა ქართველის ტკივილი უნდა იყოს. გვჯერა, რომ თქვენი მეშვეობით ამ ამბავს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაიგებს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. მე არ მინდა, დავიჯერო რომ საქართველოში კიდევ ერთხელ იზეიმებს უსამართლობა... ოჯახმა გასული თვეების განმავლობაში მოიძია დოკუმენტაცია, ესაუბრა მოწმეებს და იციან, თუ როგორ მოხდა ელგუჯას მკვლელობა. მომავალდანგრეული და გაუბედურებული ბავშვები ამბობენ: ჩვენ რომ გავიზრდებით მამის მკვლელს საკუთარი ძალებით გავუსწორდებითო... მე არ მინდა, რომ მკვლელები შეემატონ საქართველოს... პედაგოგი გახლავართ. სოფელ კირცხის სკოლაში ვმუშაობ. ვიცი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აქციაზე ჩემს ყოფნას, მაგრამ უკანონობაზე თვალის დახუჭვა არ შემიძლია...“ "ახალი 7 დღე"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  5. გაზიარება [17:13 23-06-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCIIjmmYM_I/AAAAAAAAD1o/Q7A3EsZGAV4/s200/aqcia+xeze.gifდღეს, დილის 11 საათზე, ზუგდიდის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის ყურადღება ერთმა მეტად საინტერესო სანახაობამ მიიპყრო. საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ბულვარში, ორ ყველაზე მაღალ ხეზე გაბმულ ჰამაკში შიმშილობის აქცია დაიწყო. მიქაიამ და მისმა მეგობრებმა ცოტა ხნით ადრე რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საპროტესტო მანიფესტაცია გამართეს და მთავრობას ქალაქში 2 თვის წინ დაწყებული ხეების მასობრივი გაჩეხვის შეწყვეტა მოსთხოვეს. როგორც კახა მიქაიამ „ახალ 7 დღეს“ განუცხადა, შიმშილობის აქციის დაწყების მიზეზი გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა ბულვარის გაჩეხვის თაობაზე. მისი თქმით, გამწვანების სამსახური უძველესი ხეების გაკაფვას და მის ადგილას იტალიიდან ჩამოტანილი ჯუჯა ჯიშის ნერგების დარგვას გეგმავს... „ეს არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ხელისუფლება აპირებს ჭადრების ხეივნის განადგურებას. „დაიცავი საქართველო“ აპროტესტებს ამ ყოველივეს. დღეს გამოვაცხადე 1–დღიანი გამაფრთხილებელი შიმშილობა. მთელი ზუგდიდი უნდა დადგეს ფეხზე – მთავრობას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება დადიანისეული სასახლის ტერიტორიაზე არსებული ბოტანიკური ბაღის გაყიდვაც,“ – ამბობს მიქაია. ქალაქის ცენტრში გამგეობას რიგითი მოქალაქეებიც დაუპირისპირდნენ. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მოძრაობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ზუგდიდელები მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. დალი ლატარია, ზუგდიდის მკვიდრი: „ვუერთდები „დაიცავი საქართველოს“. დღეიდან თუ კიდევ ერთი ძირი ხე მოიჭრება, არ ვაპატიებთ გამწვანების სამსახურს. შემაშფოთებელი რამ ხდება ზუგდიდში. უძველესი ხეები გაჩეხეს და დარგეს სამარცხვინო ნერგები. ღმერთმა მიუტევოთ ეს დიდი ცოდვა... ყველა ქართველს მოვუწოდებ, ამოიღოს ხმა და შეაჩეროს ეს ვანდალიზმი. ეს ალიკა ქობალია, ზუგდიდის გამგებელი, მთლად ნორმალური არ არის! აბა საღად მოაზროვნე პიროვნება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს?!“ კლარა აბრამია, ზუგდიდის მკვირდი: „ეს ხეები ზუგდიდის ფილტვებია. თუკი გაბედავს ხელისუფლება და უკვე ბულვარის გაჩეხვასაც დაიწყებს, ხალხი უნდა აჯანყდეს. ადგილობრივი მთავრობა არის უსუსური და უუნარო, ისინი ასრულებენ ცენტრალური ხელისუფლების დავალებას...“ ქალაქის გალამაზება განსაკუთრებული მონდომებით ლევან II დადიანის კარზე დაიწყო, სწორედ, დადიანთა სამეგრელოში მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება ზუგდიდის გამწვანება. მთავრებმა ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით ქუჩებში იშვიათი ჯიშის ხეებით დარგეს. სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის ძალისხმევით ზუგდიდში საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნერგებით გააშენეს უმშვენიერესი ბაღი, რომელიც დღემდე ადგილობრივების სიამაყედ ითვლება. დადიანისეული სასახლის ტერიტორიაზე არსებული ათობით ასწლოვანი ხე დაახლოებით ორი წლის წინ მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანებით გაიჩეხა, მათ ნაცვლად უცხოეთიდან ჩამოტანილი ნერგები დარგეს. ზუგდიდის გამგეობაში ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ. რაიონის მუნიციპალიტეტის პარტნიორი, გამწვანების კომპანია შპს „კოლხი პეიზაჟის“ დირექტორი ბესიკ ჭითანავა კი „დაიცავი საქართველოს“ ინფორმაციას „ჭორს“ უწოდებს. „ყველა ჭორს არ დაუჯეროთ! ბულვარის გაჩეხვას არავინ აპირებს. მეგრელებისთვის ღირებულებას წარმოადგენს ბულვარი და ბოტანიკური ბაღი. თუ ეს ტერიტორია გავჩეხეთ, მაშინ რაღას დავტოვებთ ქალაქში?! სამუშაოები უკვე დასრულებულია. კეთილმოწყობის სამსახურმა მოკვეთა დაზიანებული ხეები და დავრგეთ იტალიური ნერგები,“ – ამბობს ჭითანავა. რომიდან ჩამოტანილი მარადმწვანე მუხის ერთი ნერგი სახელმწიფოს 350 ევრო, ბუჩქები 32 ევრო, ხოლო ფიჭვი 45 ევრო უჯდება. ზუგდიდის რაიონის ბიუჯეტიდან ქალაქის გამწვანებისთვის გამოყოფილია წელიწადში 191 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი 197 000 ლარი. "ახალი 7 დღე"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/victor-dolidze-150x150.jpg„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ დღეს საკრებულოს წევრის ამპლუაში http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/dolidze.jpg itvს ლინკი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/image03-150x150.jpg„მთავრობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებას გეგმავს”- ამის შესახებ ინფორმაციას მწვანეთა პარტია ავრცელებს. გია გაჩეჩილაძის განმარტებით, აღნიშნული სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს, რიგით ქვედანაყოფად გადაიქცევა. „მწვანეთა პარტიის” განცხადებით, სამინიტროს გაუქმებით კონსტიტუციის 37-ე მუხლი ირღვევა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/mcvaneta-partia.jpg itvს ლინკი
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif სარედაქციო წერილი ამომრჩევლები თანაუგრძნობენ იაროსლავ კაჩინსკის, რომლის ტყუპისცალი ძმაც სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა და ცხადი იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც, რომლის პირველი ტურიც გასულ კვირას ჩატარდა, ეს თანაგრძნობა მას დამატებით ხმებს მოუტანდა თავად კაჩინსკიც პატივისცემის ღირსია, რადგან მეომრული განწყობა მოთოკა და კამპანიის დროს ისე იქცეოდა, როგორც ეს სახელმწიფო მოღვაწეს შეშვენის, მაგრამ ამის მიუხედავად, კანდიდატებს შორის სხვაობის სიმცირის გამო (კაჩინსკი სულ რაღაც ხუთი პროცენტით ჩამორჩა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ბრონისლავ კომოროვსკის) არჩევნების ფავორიტს სიფხიზლე მართებს. ამაში ბრალი ნაწილობრივ კომოროვსკის კამპანიის ხარვეზებს მიუძღვის. მას არ ჰყოფნის ის ქარიზმა და პოლიტიკური დამაჯერებლობა, რაც პარტია „სამოქალაქო პლატფორმიდან“ მის კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ტუსკის აქვს. შესაძლოა, კომოროვსკისთვის უმჯობესი ყოფილიყო სოციალისტების კანდიდატისთვის გჟეგოჟ ნაპერალსკისთვის მიებაძა, რომელიც აუთსაიდერად ითვლებოდა, მაგრამ ენერგიული მოქმედებებით ღირსეული მესამე ადგილის დაკავება შესძლო. თუკი 4 ივლისს კაჩინსკი მეორე ტურში გაიმარჯვებს, ამით კატასტროფა არ მოხდება. მისი ძმის ოთხწლიანი პრეზიდენტობის დროს, საგარეო პოლიტიკაში პრობლემების მიუხედავად, პოლონეთის ეკონომიკაში პროცესები ნორმალურად ვითარდებოდა და მაინც ყველა მისი ნაკლის მიუხედავად, ბატონო კომოროვსკი – უფრო მისაღები კანდიდატია. მართალია პოლონეთი ევროკავშირის ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შარშან რეცესიას გადურჩა, მისმა საბიუჯეტო დეფიციტმა მშპ-ს 7%-მდე მიაღწია, მაგრამ საგარეო ვალი 55%-იან ზღვარს უახლოვდება, რომლის გადალახვაც პოლონური კანონმდებლობის თანხმად, ხარჯების ავტომატურ შემცირებას გამოიწვევს. ისეთ პრეზიდენტთან ერთად, რომელიც იმავე მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის წარმომადგენელია როგორც პრემიერ-მინისტრი, კოალიცია „სამოქლაქო პლატფორმას“ უფრო გაუადვილდებოდა ბიუჯეტის კონსოლიდაცია. ის ასევე შესძლებდა საკანონმდებლო ჩიხიდან თავის დაღწევასაც, რომელიც იქმნებოდა, როდესაც მნიშვნელოვან რეფორმებზე კაჩინსკი ვეტო-ს უფლებას იყენებდა. გარდა ამისა, კომოროვსკის პრეზიდენტობამ პოლონეთი საერთაშორისო არენაზე უფრო კონსტრუქციულ მოთამაშედ უნდა აქციოს. ორივე კანდიდატი მესამე ადგილზე გასული ნაპერალსკის ხმების მოსაპოვებლად იბრძოლებს. ბატონი კომოროვსკი უნდა მოერიდოს როგორც კაჩინსკის სტილის პოპულიზმს, ასევე სოციალისტების პროგრამის ელემენტების გადმოღების მცდელობას, რომელიც მინიმალური ხელფასის გაზრდას და 3 000 პოლონელი ჯარისკაცის ავღანეთიდან გამოყვანას გულისხმობს. მისთვის გაცილებით გონივრულია ახალგაზრდა, შედარებით შეძლებული ელექტორატის მობილიზებაზე კონცენტრაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან მხარი უნდა დაუჭიროს ფინანსურ რეფორმას და იმავდროულად მოსახლეობას დაპირდეს, რომ მის ყველაზე მოწყვლად ფენებს დაიცავს. გარდა ამისა, მან ბატონი კაჩინსკის კონსერვატიზმს პოლონეთის ახალი, ტოლერანტული და დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი უნდა დაუპირისპიროს. თუკი იგი 4 ივლისამდე ამ მიზნებს მიაღწევს, ის პოლონელებისგან ყველაზე ფართო მხარდაჭერას დაიმსახურებს. ორიგინალი ორიგინალი
  9. გაზიარება [16:25 23-06-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCIFVqxhsiI/AAAAAAAAD1g/ZL49pLgE5to/s200/20467_1154877323513_1575116286_30338628_4761015_n.jpgაზერბაიჯანის არმიაში მთელი ქვედანაყოფი გააუპატიურეს, მისი მეთაურები კი, დახოცეს.აზერბაიჯანული სააგენტო “აპას” ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცები ემინ რაგიმოვი, თოღრულ ბაგიროვი და იუსუფ იუსუფოვი გაბეზრდნენ სამსახურის ერთფეროვნებით და თანამომსამსახურეების გაუპატიურება დაიწყეს და ფაქტობრივად, მთელი ქვედანაყოფი ჰარემად გადააქციეს. ხელშეუხებელნი მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაური და მისი მოადგილე დარჩნენ, რომლებიც მომხდარს არ იმჩნევდნენ. თუმცა, ხელმძღვანელობამ მათ საქმეში გარკვევა მოსთხოვა. გამოძიება ქვედანაყოფის უფროსმა ელშან თაგიევმა დაიწყო. რაგიმოვმა, ბაგიროვმა და იუსუფოვმა “სექსუალური უფლების” ხელყოფა ვერ აიტანეს და ელშან თაგიევისა და მისი მოადგილის რამალ ემრახოვის მოკვლა გადაწყვიტეს. ჯარისკაცებმა ავტომატები გაიტაცეს, ემრახოვი საქვაბეში, თაგიევი კი, სამზარეულოში მოკლეს. ამის შემდეგ, ჯარისკაცები გაიქცნენ, თუმცა, ისინი მალე დააკავეს. ბაქოს სამხედრო სასამართლომ “განზრახ მკვლელობისა” და “არაერთგზის განმეორებითი ჯგუფური სექსუალური ძალადობის” მუხლებით რაგიმოვსა და ბაგიროვს სამუდამო, იუსუფოვს კი, 15 წლითYთავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს დაზარალებულის სტატუსით 28 ადამიანი ესწრებოდა. "მედიანიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  10. გაზიარება [რუსიკო მუმლაძე. 16:17 23-06-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCH7Z9lnWdI/AAAAAAAAD1Q/T2wj6KLYsjw/s200/visoli.gifპარლამენტში ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი გაწურეს. მინისტრს “ვისოლის” წარმომადგენელი წამოეშველა. მონოპოლიზაციის შესახებ კანონში ცვლილებები როდის იგეგმება, რომ ისეთი კომპანია, როგორიც “ვისოლია” პრივილეგირებული არ იყოსო, მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ერთ-ერთმა რედაქტორმა.პარლამენტის ერთ-ერთი დარბაზი უჩვეულოდ იყო გადაჭედილი, რადგან საკანონმდებლო ორგანომ ბოლოსდაბოლოს, ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვა დაიწყო. კოდექსი, რომელიც არჩევნების შემდეგ მთავრობისა და ბიზნესის განხილვის აქტიური თემაა, დეპუტატებსა და სხვადასხვა სექტორის მოწვეულ სტუმრებს თავად ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა წარუდგინა. როგორც ვიცერ-სპიკერმა, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა დარბაზში არ იყვნენ, მხოლოდ “პარიკმახერები” და მესაათეები. ამ დროს ვეფხვაძემ “სერიოზული შენიშვნაც მიიღო “ნაციონალ” ზურაბ მელიქიშვილისგან - “პარიკმახერები კი არა – დალაქები” ჰქვიათო. ამ სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ყველა სფეროს თავისი თავისტკივილი აქვს და ეს ახალი კოდექსიც ბოლომდე არ ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმისა არ იყოს, მაშინ გადასახადები საერთოდ არ უნდა დაწესდეს. თუმცა, ვიცე-სპიკერიც მართალია, როცა ამბობს, რომ კოდექსმა ღარიბისა და მდიდარის გარჩევა უნდა მოახერხოს უფრო უკეთესად, მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელის გამყიდველები აღარ დაიბეგრებიან, მაგრამ სპირტიანი სასმელების შემომტანი კომპანიებისთვის იზრდება გადასახადები. ვეფხვაძე-ბაინდურაშვილის დავა ძირითადად, სასწავლებელების დაბეგვრის თემას ეხებოდა. ვეფხვაძე იძახდა, რომ შეიძლება, ბენდუქიძის კერძო უმაღლესი სასწავლებელი დაიბეგროს, სადაც, როგორც წესი, შეძლებული “მამიკოების” შვილები სწავლობენ. თუმცა, ის კატეგორიულად აყენებდა საკითხს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც სახელმწიფო სტუდენტთა მხოლოდ 30%-ს უხდის სწავლის საფასურს, ეს დაბეგვრები არ უნდა შეეხოთ, რადგან ამ სასწავლო დაწესებულებებში ისეთები სწავლობენ, რომელთა მშობლები საშუალო ფენის წარმომადგენლებიც შეიძლება, არ იყვნენ. მისივე თქმით, ახალი გადასახადი გააძვირებს სწავლას სამუსიკო სკოლებში, სპორდარბაზებში, სადაც დღეს თუ 20 ლარია გადასახადი, ხვალ 40 გახდება და იქაც ვეღარ შეძლებს საშუალო ფენაც კი, ატაროს შვილები. დარბაზში ვეფხვაძემ და ბაინდურაშვილმა ბევრი იდავეს, თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა პრესა.გე-ს თანდასწრებით ვეფხვაძე უთხრა: “ბენდუქიძეს რას ერჩით კაცო. ეგ თემები გავიაროთ, კი ბატონო. პარლამენტში არ უნდა შემოგვეტანა? ბუნებრივია, ნაწილს აქ დაამატებთ რაღაცას. სწორი კრიტიკაა, გავიზიარებთ და გამოვა კარგი დოკუმენტი”.- “ძალიან კარგი, მზად ვართ თანამშრომლობისთვის”, - უპასუხა ვეფხვაძემ. რა ფორმით უნდა მოხდეს მდიდრებისა და ღარიბების სასწავლო დაწესებულებების დიფერენცირება ერთმანეთისგან, ჩვენს ამ კითხვაზე საკუთარი მოსაზრება არ აქვს ვეფხვაძეს. თუმცა, ის ამბობს, რომ მთავრობა იმისთვისაა, ეს ფორმა მოიფიქროს. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს მინისტრისა და დეპუტატის პარლამენტის ჰოლში გასაუბრება… ორი დღის წინ ბენდუქიძემ ბიზნესმენებისა და პრემიერ გილაურის მთავარ მრჩეველთან შეხვედრის დროს ამ თემაზე განაცხადა, რომ ის საერთოდ არ არის მომხრე გადასახადების შემცირების, მაგრამ სასწავლებლების დაბეგვრის დროს რაღაც ნიუანსების გათვალისწინება მთავრობას შეეძლო. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ მათ ხარჯვით ნაწილს აუცილებლად დაეტყობა ახალი გადასახადი. ეს კი, თავისთავად აისახება სტუდენტების სწავლის საფასურზეც. თუმცა, ამ ნაწილში ფინანსთა მინისტრი მართალია, როცა ამბობს, რომ გადასახადებისგანაც თავისუფალი იყო ეს სფერო, მაგრამ სწავლის საფასურმა მაინც მოიმატა. თანაც, მისი თქმით, მთავრობა შეეცადა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი დაეკისრებინა ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც მილიონებს ატრიალებენ. ასეთებად მთავრობა მობილური კომპანიებსა და კერძო უმაღლესებს თვლის. საერთოდ კი, ბაინდურაშვილის თქმით, დროა, მდიდრებმა მეტი გადაიხადონ და გადასახადების რაოდენობის ზოგადი მაჩვენებლის საშუალო დონემდე მაინც ავიდნენ. თუმცა, იმედია, ხელისუფლება ღარიბებსაც არ დაივიწყებს, რადგან მათთვის გაძვირებული გადასახადი, უმეტეს შემთხვევაში, განათლებასთან დამშვიდობებასაც ნიშნავს. სულ ცოტა, სახელმწიფომ უნდა დაწიოს ზღვარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაში მაღალი ქულების მიუხედავად, მაინც ვერ ხვდებიან. ეს ბარიერი შარშან უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2008 წელს. ანუ, სახელმწიფოს მხრიდან მაინც უნდა გაიზარდოს იმ სტუდენტთა დაფინანსება, რომლებიც უმაღლესებში აბარებენ, მაგრამ ზედმეტად მაღალი ბარიერის გამო ვერ ხვდებიან ამ დაფინანსებაში. თავად მინისტრი პარლამენტში თითქმის სამსაათიანი დებატების შემდეგ სწორედ რომ ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის კერძო სასწავლებელში მიდიოდა შეხვედრაზე. ბენდუქიძესთან შეხვედრამდე კი, ფინანსთა მინისტრმა, ბაინდურაშვილმა პრესა.გე-თან ასეთი კომენტარი გააკეთა: - “არ მივდივარ ბენდუქიძესთან მხოლოდ განათლების საკითხებზე სასაუბროდ. ყველაფერზე ვისაუბრებთ. ბენდუქიძე ნამდვილად არ გახლავთ ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ რაღაცა კონკრეტულზე უნდა ესაუბრო. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო წარმატებული ეკონომისტი და ბიზნესმენია ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, მისგან ძალიან ბევრი საინტერესო წინადადება იქნება. კახა ბენდუქიძეც და სხვა მსხვილი ბიზნესმენებიც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებისკენ მოგიწოდებენ. გაითვალისწინებთ მათ შენიშვნას?- ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს გააჩნია ისეთი ბიუჯეტი, როგორიც უნდა ჰქონდეს… ერთ წელიწადში შესაძლებელია ბიუჯეტი 3%-იან დეფიციტზე დაიყვანოთ?- ერთ წელიწადში, არა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს დაგეგმილი გვაქვს 2013 წლისთვის”. 2013 წლისთვის კი, საპარალმენტო არჩევნებიც ჩატარებული იქნება და საპრეზიდენტოც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მანამდე “მოწყალებას გაიღებს” და ამომრჩევლებს გზებს დაუგებს “საჩუქრად”, როგორც ამას მათი საპარლამენტო მდივანი ხუროშვილი აცხადებს. ამავდროულად, ბევრ საგარეო ვალებსაც აიღებს, რადგან საქართველოს ბიუჯეტი ამდენ გზებს და შეღებილ ფასადებს ვერ გაუძლებს. ხოლო, როცა ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკური გარანტია ექნებათ “ნაციონალებს” და არჩევნების წაგების საშიშროება გაივლის, ევროსტანდარტების შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტს 6%-დან სამამდე ჩამოიყვანენ. ანუ, გაბერილი ბიუჯეტისთვის აუტანელ ხარჯებსაც აღარ გაიღებენ, გზებსაც აღარ დააგებენ და ამომრჩევლებსაც მომდევნო 4 წლით დაივიწყებენ. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საგარეო ვალების აღება, რათა საბერძნეთის ბედში არ აღმოვჩნდეთ და შევინარჩუნოთ ეკონომიკური პარამეტრები. ამავდროულად კი, როგორც ჭირაქაძე ამბობს, გზების კეთებასაც უნდა დაანებოს მთავრობამ თავი, რადგან დღევანდელ ბიუჯეტს ამის საშუალება არ აქვს. - “როცა ფული არ გაქვს, თვითმფრინავს არ ყიდულობ, ხო? ჩვენ თუ მოვინდომეთ, ერთ წელიწადში გვაქვს რესურსები, დეფიციტი 3%-მდე ჩამოვიყვანოთ”, - აცხადებს ჭირაქაძე. სხვათა შორის, მისი ასოციაციის წევრი და საწვავის უმსხვილესი კომპანია “ვისოლი” დღეს მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა პარლამენტში. როცა სასწავლებლების დღგ-ით დაბეგვრის გამო ბაინდურაშვილი გაწურეს, მას “ვისოლის” წარმომადგენელი წამოეშველა და განაცხადა, რომ მთავრობის ახალი საგადასახადო კოდექსი რევოლუციურია, ვინც ადრე აკეთებდა ბიზნესს, მან იცის, რამხელა შეღავათები ექნება ამ ახალი კოდექსითო და ა.შ. “ვისოლის” წარმომადგენელმა გამოსვლა რომ დაამთავრა, “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა იკითხა, მონოპოლიზაციის შესახებ კანონში ცვლილებები როდის იგეგმება, რომ ისეთი კომპანია, როგორიც “ვისოლია” პრივილეგირებული არ იყოსო. დარბაზს სიცილმა გადაუარა. ბაინდურაშვილმა კი უპასუხა: “ჩვენ ახლა ამ თემას არ ვიხილავთ”. არადა, ეს ისეთი თემაა, რომელზეც მარტო მედია წერს, ხელისუფლება კი, არ ლაპარაკობს. ანუ, როგორც ამბობენ, თავის ბიზნესმენებს ხელისუფლება ისე უქმნის მონოპოლურ სიტუაციებს, რომ ამით ორივე მხარე კმაყოფილია და ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. საწინააღმდეგო ვისაც აქვს, იმდენად ღარიბია, მისი ხმა არც ამ ბიზნესმენებამდე მიდის და არც ხელისუფლებამდე. იქამდე არც მედიის ხმა აღწევს და არც ევროკავშირის. ევროკავშირი დიდი ხანია ითხოვს ისეთი ლიბერალური გარემოს შექმნას, სადაც ერთ კომპანიას არ ექნება მონოპოლური უფლება, მაგალითად, შაქარი შემოიტანოს, ან საწვავი და როგორც უნდა, ისე არ ზარდოს ფასები. - “ერთი კომპანიაა, რომელსაც შაქარი შემოაქვს საქართველოში. თუ ბიჭი ხარ, შენ შემოიტანე საზღვარზე საწვავი, ან შაქარი. ეგრევე გადაგიყრიან საბაჟოზევე. მიდი მერე და უფლებებზე ილაპარაკე”, - აცხადებს ვეფხვაძე. არადა, რეალური ფუნქციების მქონე ანტიმონოპოლიური სამსახური და ასეთივე რეალური არამონოპოლიური გარემო რომ შეიქმნას ჩვენთან, მაშინ ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობასაც მივაღწევთ და ამით ღარიბებიც ისარგებლებენ... სამაგიეროდ, დაზარალდებიან მონოპოლსტები, რადგან სხვა კონკურენტი ფირმები გამოჩნდებიან, რომლებიც აქ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან, პროდუქციის ფასებს დაწევენ და ჩვენი მილიონერების მოგებას გაანახევრებენ. ეს მონოპოლისტი ბიზნესმენები კი, მათი ასოციაციის პრეზიდენტ ჭირაქაძის თქმით, “დიახაც რომ მთავრობის მომხრეები არიან”. presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  11. გაზიარება [ლევან ნასრაშვილი.16:10 23-06-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCH4lZffEcI/AAAAAAAAD1I/c5HVDsnRwD4/s200/polonesssti.gifლეხ კაჩინკის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ პოლონეთის პოლიტელიტა იმ აზრამდე მივიდა, რომ კაჩინკის საგარეო პოლიტიკა გადახედვას საჭიროებდა. დისიდენტი პრეზიდენტის პოლიტიკით პოლონეთი დაუპირისპირდა რუსეთს, ევროკავშირსა და ნატოში კაჩინსკი გამოირჩეოდა მუდმივი წინააღმდეგობებით, რითაც უპირისპირდებოდა ამ ორგანიზაციების დამფუძნებელ ქვეყნებს. საქართველოსა და უკრაინის მუდმივი ლობირება, ხშირ შემთხვევაში, აზიანებდა პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს. სწორედ, ამ პოლიტიკის გამო კაჩინკის პარტიამ, „კანონი და სამართლიანობა“, წააგო საპარლამენტო არჩევნები. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ 2010 წლის ოქტომბერში, როცა კაჩინკის უმთავრდებოდა 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადა, მას პოლონელი ხალხი აღარ აირჩევდა. თუმცა, მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა. 10 აპრილს სმოლენსკში დატრიალებული ტრაგედიის გამო არჩევნების თარიღმა სამი თვით უკან გადმოიწია და გუშინ, 20 ივნისს, ჩატარდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ, ხმათა 41.22% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ კი - 36.74%. 13.68%-ით მესამე ადგილზე გავიდა მემარცხენე დემოკრატიული ალიანსის კანდიდატი გჟეგოჟ ნაპიერალსკი. პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს, თუმცა აშკარაა, რომ ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%-ს ვერ მოიპოვებს, აქედან გამომდინარე, საჭირო გახდება მეორე ტურის დანიშნვა, რომელიც, სავარაუდოდ, 4 ივლისს გაიმართება. ბრონისლავ კომოროვსკი მმართველი პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“, ლიდერია. პოლონეთის ისტორიაში პირველად გამართულ პრაიმერიში მან საგარეო საქმეთა მინისტრი, რადეკ სიკორსკი, დაამარცხა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ კომოროვსკი დაამარცხებდა ლეხ კაჩინსკის ოქტომბერში ჩასატარებელ არჩევნებში, კაჩინკის, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ერთ-ერთი დაბალი რეიტინგი ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებს შორის. როგორც ჩანს, კომოროვსკის ისევ კაჩინკის, თუმცა იაროსლავ კაჩინკის დამარცხება მოუწევს. იაროსლავ კაჩინკის 2006 და 2007 წლებში, პრემიერმინისტრობის დროს, ძმაზე ბევრად უარესი რეიტინგი ჰქონდა. იგი ითვლებოდა პოლიტიკოსად, რომელსაც მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი ჰქონდა.მაგრამ ახლა იგი აცხადებს, რომ ძმის სიკვდილის შემდეგ ტრანსფორმაცია განიცადა. თუმცა, იაროსლავ კაჩინკის პოლიტიკური ტრანსფორმაცია არა რეალურ, არამედ მიზნის მიღწევის მცდელობას უფრო ჰგავს. მიზანი კი ნათელია - არჩევნებში გამარჯვება. პრემიერმინისტრობის დროს კომუნისტებს მოღალატეებად აცხადებდა, გერმანიას ისტორიის „გადაწერაში“ ადანაშაულებდა, ხოლო რუსეთს იპერიალისტური ტენდენციებისთვის უპირისისპირდებოდა, თუმცა ახლა ის ამბობს, რომ „ომი: პოლონელები პოლონელების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს“ და თბილი ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს მეზობლებთან. როგორც ჩანს, იაროსლავ კაჩინსკის პოლიტიკური ტრანსფორმაციისა პოლონელ ამომრჩეველთა 35%-მა ირწმუნა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მის რეიტინგზე სმოლენსკის ტრაგედიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა. კაჩინკის საარჩევნო კამპანიას ლაიტმოტივად გასდევდა 10 აპრილს დაღუპული ძმის ხსოვნა. შეიძლება ითქვას, რომ პოლონელ ამომრჩევლების მხრიდან სიბრალულის გამოწვევაც სურდა. როგორც ჩანს, პოლონეთის არჩევნების შედეგები გავლენას იქონიებს პოლონეთ-ამერიკის ურთიერთობაზეც. იაროსლავ კაჩინკი პროამერიკელი პოლიტიკოსია, მას სურს, ბალანსი დაიცვას, ერთის მხრივ ევროკავშირთან და მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობას შორის. კაჩინსკის პოლიტიკური ტრანსფორმაცია ამ საკითხშიც აშკარაა. იგი ძმის მსგავსად „ევროსკეპტიციზმით“ გამოირჩეოდა. ლეხ კაჩინსკის მსგავსად იგი პოლონეთის ევროზონაში შესვლას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა არჩევნებში გამარჯვების სურვილმა იაროსლავ კაჩინსკის შეხედულება შეცვალა, ახლა მას ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობა სურს. „სამოქალაქო პლატფორმას“, ისევე როგორც პოლონეთის სხვა პოლიტიკურ პარტიებს, პროამერიკული ხედვა აქვს, თუმცა იგი კაჩინსკის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ სტრატეგიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. „პლატფორმის“ ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ამერიკის მიმართ, რომელმაც პოლონეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პაკეტი უარყო და ცენტრალურ ევროპაში თავდაცვითი ფარების განლაგების გეგმაზე უარი თქვა. ამასთანავე საარჩევნო კამპანიის დროს კომოროვსკიმ განაცხადა, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხევაში, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას დაიწყებს. ამ დროისთვის ავღანეთში 2000 პოლონელი სამხედრო იმყოფება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არჩევნების მეორე ტურის ბედს ის გადაწყვეტს მესამე ადგილზე გასული ნაპიერალსკი კომაროვსკისა და კაჩინსკის შორის ვის დაუჭერს მხარს. როგორც კომოროვსკიმ, ასევე კაჩინსკიმ, მას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა უკვე შესთავაზეს, თუმცა მემარცხენე ნაპიერალსკი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ ამომრჩევლებს უნდა შეხვდეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით, ნაპიერალსკის უფრო მეტი საერთო „სამოქალაქო პლატფორმასთან“ აქვს, ვიდრე კაჩინსკის პარტიასთან. ნაპიერალსკის „იდეოლოგიური არჩევანის“ შემთხვევაში, სავარაუდოდ, პოლონეთში კაჩინსკების ერა დასრულდება. "ახალი 7 დღე"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  12. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს საკითხი რუსეთსა და ნებისმიერ ქვეყანას შორის განხილვის… ლინკი მედიანიუსზე
  13. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ „ასი ახალი საავადმყოფოს“ მთავარ ინვესტორ კომპანია „ბლოკ-ჯორჯიასთან“… ლინკი მედიანიუსზე
  14. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ბრიუსელში) სტეფან დე ლოკერმა რწმუნებათა სიგელის… ლინკი მედიანიუსზე
  15. ლეიბორისტული პარტია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მოუწოდებს, საჯარო სკოლრებიდან მასწავლებლების მასობრივი გათავისუფლება შეწყვიტოს. … ლინკი მედიანიუსზე
  16. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი რეგიონებში სადაზღვევო კომპანიების მიერ საავადმყოფოების მშენებლობის პროექტის განხორციელების… ლინკი მედიანიუსზე
  17. დეპუტატი ეკა ხერხეულიძე საპატრიაქროს ტელევიზიის “ერთსულოვნების” გათიშვის ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ფინანსური საკითხების მოგვარებაში აღნიშნულ… ლინკი მედიანიუსზე
  18. სკოლებში პედაგოგთა მოსალოდნელ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის… ლინკი მედიანიუსზე
  19. საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად ძლიერმა სტიქიამ ჯავის რაიონიც დააზარალა. როგორც სააგენტო “რეს”-ი იუწყება ჯავის რაიონში 58 სახლია… ლინკი მედიანიუსზე
  20. ზურაბ ნოღაიდელის პარტია ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ მათ წინააღმდეგ რეპრესიების გაგრძელებაში ადანაშაულებს. როგორც დღეს პრესკონფერნციაზე მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის”… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...