Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის 70% სტიქიის საშიშროების არეალში იმყოფება, მათ შორის, 3000-მდე დასახლებული პუნქტი. 2010 წლის მაისში, უხვნალექობის გამო, სტიქიამ სვანეთი, რაჭა და კახეთი დააზარალა. რეგიონების გუბერნატორების განცხადებით, ზარალის დათვლა ჯერ არ მომხდარა. ზარალი არც კურორტ ტურბაზის დირექტორს ვანო ბაღაშვილს დაუთვლია. მას საკურორტო ბიზნესი რაჭაში ჰქონდა. 19 ივნისს მდინარე ბდღვიორას სათავიდან მოვარდნილმა ლაფმა მისი შვიდი კოტეჯიდან ორი სრულიად გაანადგურა, დანარჩენი კი დააზიანა. კოტეჯები ასამდე დამსვენებელს იტევდა. ბაღაშვილი ამბობს, რომ მისი ქონების დიდი ნაწილი განადგურებულია. ლაფის მასამ ხიდიც წაიღო, რომელიც სოფლებს გლოლასა და ტურბაზას ერთმანეთთან აკავშირებდა. რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის, დავით გაგოშოძის თქმით, ამჟამად ხიდის პროექტზე სამშენებლო კომპანია მუშაობს. 22 ივნისს რაჭას საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე, რამაზ ნიკოლაიშვილი ესტუმრა და სოფელ გლოლას მოსახლეობას დაპირდა, რომ ხიდი 15 ივლისს აღდგება. რაჭა იმ რეგიონთა რიცხვშია, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული საააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2010 წლის ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებად ჩაითვალნენ. მოწყვლადი რეგიონების რიცხვში შევიდნენ: იმერეთი, სვანეთი, სამეგრელოს მთისწინეთის ზონა, კახეთი და მცხეთა–მთიანეთის რეგიონები. მონიტორინგის საფუძველზე, გარემოს ეროვნული საააგენტო მდგომარეობის შეფასებას ყოველი წლის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს. იქმნება რუკა, რომელიც მოიცავს მონაცემებს, სად რა ბუნებრივი მოვლენა განვთარდა, რა შედეგი გამოიწვია, როგორია საშიშროება. „ვიძლევით იმ გადაუდებელი ღონისძიებების ნუსხას, რომელიც უნდა გატარდეს“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური მართვის დეპარტამენტის უფროსი, ემილ წერეთელი, – „ამავდროულად, ვაკეთებთ მომავალი წლის პროგნოზს, როგორ განვითარდება ესა თუ ის გეოლოგიური მოვლენა ამა თუ იმ რეგიონში.“ წერეთელი ამბობს, რომ წლევანდელი ბუნებრივი კატასტროფები მათ მიერ გაკეთებულ პროგნოზებს დაემთხვა. 2010 წლისთვის საქართველოში დაფიქისრებულია 50 ათასზე მეტი მეწყერული უბანი, 3 ათასზე მეტი ღვარცოფმაფორმირებელი ზონა, 5 ათასზე მეტი ზვავსაშიში ადგილი, ასევე ეროზიის გარეცხვის სხვადასხვა უბნები და დატბორვის ადგილები. „პროცესები ძალიან გაატქიურდა. საჭიროა სასწრაფოდ ღონისძიებების დაგეგმვა, რომ მოსახლეობისათვის რაც შეიძლება ნაკლები იყოს მოსალოდნელი უბედურება“, – ამბობს წერეთელი. წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყერები – იმ სტიქიათა ჩამონათვალია, რომლებიც წელს ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ბუნებრივ მოვლენებს გეოლოგი ემილ წერეთელი საქართველოს „რთულ გეოლოგიურ გარემოს“ უკავშირებს. „ეს არის, პირველ რიგში, რთული რელიეფური პირობები, რომელიც უფრო მთიან რეგიონს უკავშირდება. გეოლოგიური ქანები ძალიან სუსტია და მეწყერებისა და ღვარცოფების მიმართ ძალიან მგრძნობიარე“, – განმარტავს იგი. მუდმივის გარდა, არსებობს დამატებითი ფაქტორებიც: უხვი ნალექები, გლობალური კლიმატური ცვლილებები და ბუნებაში ადამიანის ჩარევით გამოწვეული დისბალანსი. წერეთელის თქმით, სააგენტომ დაიანგარიშა ასწლოვანი მონაცმები, რომელმაც აჩვენა, რომ ბოლო წლებში კლიმატური ცვლილების მაჩვენებლების აჩქარება მოხდა, რაც დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში შიდა კლიმატურ ცვლილებებს იწვევს. ასე ხდება გლობალური ცვლილებების ლოკალიზება. მაგალითად, თუ თბილისის წლიური კლიმატური ნალექების ნორმა 600 მილიმეტრი იყო, ახლა უფრო მეტი გახდა. „ამან ხელი შეუწყო კატასტროფულ მოვლენებს“, – ამბობს წერეთელი. ადამიანის ჩარევით გამოწვეული მიზეზებია: ტყეების გაჩეხვა, არასწორი ურბანული დაგეგმარება, გზების გაყვანა, წინასწარი შეფასების გარეშე მშენებლობა, ტერიტორიის ეკოლოგიური გადატვირთვა. წერეთელის თქმით, რადგანაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 70% ეკოლოგიურად ძალიან მგრძნობიარეა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა მოვლენაზე ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელია. თუმცა, ბუნებრივი კატარსტროფების შედეგად დაზიანებულ ყველაზე მასშტაბურ ადგილებზე საინჟინრო სამუშაოები ტარდება. მისი თქმით, შარშან 30 ასეთი ობიექტი (ხიდები, ჯებირები..) გაკეთდა, მათ შორის, სვანეთში, ლეჩხუმში, სურამსა და ჭიათურაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები ამჟამად რაჭაში იმყოფებიან. ღვარცოფის კერის სანახად, გუშინ ისინი მდინარე ბდღვიორას სათავესთან ავიდნენ. გეოლოგი ომარ აბუთიძე, სხვა გეოლოგებთან ერთად, ზღვის დონიდან 2700 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. მდინარის სათავესთან ე.წ. ინერტული მასალა აღმოაჩინეს, რომელიც სიმაღლით 100, სიგანით 700, სიგრძით კი 500 მეტრია. ინერტული მასალა კლდის ქანების ნაშალს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ეს მასა კლდეებს შორისაა მოქცეული, შეუძლებელია ტექნიკით მისი დაშლა. ერთადერთი, რამაც, აბუთიძის აზრით, შეიძლება ეს მასა დაშალოს, არის მიწისძვრა. მისი აფეთქება კი, ისედაც შესუსტებულ კლდეებთან ახლოს, არაა რეკომენდირებული. ამჟამად სოფლის მუნიციპალიტეტის მიერ მდინარის ხეობის გაწმენდა მიმდინარეობს. აბუთიძის აზრით, შესაძლებელია მდინარის ხეობა ორ ნაწილად გაიყოს და მოხდეს ძირითადი კალაპოტისთვის დამატებითი სათადარიგო კალაპოტის შექმნა, რომ ნალექების მოსვლის შემთხვევაში, ღვარცოფის ალტერნატიულ გამტარ კალაპოტზე გადანაწილება მოხდეს. აბუთიძის თქმით, ნალექიანობის შემთხვევაში, ღვარცოფის მოსვლის შესაძლებლობა რაჭაში კვლავაც არსებობს, თუმცა, ძირითადი მასა მდინარემ უკვე ჩამოიტანა და უახლოეს მომავალში მსგავსი მასშტაბების ღვარცოფს აღარ ელოდებიან. გეოლოგები ამბობენ, რომ ამ ღვარცოფის წინასწარ თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. კვლევები ადატურებენ, რომ გეოლოგიური სტიქიური მოვლენების საშიშროების რისკი წლიდან წლამდე მატულობს. 1995–2008 წლების განმავლობაში მარტო მეწყერული და ღცარცოფული მოვლენებით მიყენებულმა ზარალმა 1,240 მილიონი ლარი შეადგინა და 60 ადამიანი იმსხვერპლა. 2009 წელს სტიქიური პროცესების გააქტიურებამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ეკონომიკური და მატერიალური ზარალი ათეული მილიონი ლარით განისაზღვრა. 2010 წელს ეკომიგრანტად ქცევის საფრთხის ქვეშ 232 ოჯახი იმყოფება. ზარალის ოდენობა დეტალურად ჯერ არ არის დათვლილი, აცხადებენ ოფიციალური პირები ნეტგაეზთთან საუბარში. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მოსალოდნელია ექსტრემალური მდგომარეობის გაგრძელება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/getImage-256x300.jpgტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტები გორში, სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს განვითარებული მოვლენების დეტალებს ჰყვებიან . როგორც “ინტერპრესნიუსს” ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტმა, ლადო ბიჭაშვილმა განუცხადა, მას და მის ოპერატორს, იმედა გოგოლაძეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ძეგლის დემონტაჟის პროცესს ტელეკამერით იღებდნენ. ბიჭაშვილის განმარტებით, პოლიციელებმა ისინი წიხლებით ფეხებში და ზურგზე სცემეს, რათა ფიზიკური დაზიანების კვალი ნაკლებად დატყობოდათ; გადაღებული მასალა კი წაართვეს. მისივე თქმით, მასალაში ასახული იყო, როგორი უკმაყოფილებით ხვდებოდა მოსახლეობის ნაწილი სტალინის ძეგლის აღებას. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> ბიჭაშვილის თქმით, მათი გადამღები ჯგუფი სწორედ შეკრებილი ხალხის მხარეს იდგა, განსხვავებით სხვა ტელეკომპანიების გადამღები ჯგუფებისგან. ცენტრალური არხები, მისი ინფორმაციით, იმ მხარეს იდგნენ, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პოლიციელები იყვნენ შეკრებილნი. მათ გადაიღეს, თუ როგორ ხვდებიდნენ ტაშით გორში სტალინის ძეგლის აღებას. ჟურნალისტის თქმით, პოლიციელების განრისხებაც სწორედ მათ მიერ გადაღებულმა განსხვავებულმა განწყობამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, გორში მზადება გუშინ, 23:00 საათზე დაიწყო, გადაიკეტა ქუჩები და ღამის პირველის წუთებზე ძეგლის დემონტაჟი დაიწყო. ჟურნალისტის თქმით, აღარ არსებობს მასალა, სადაც ხალხის უკმაყოფილებაა ასახული, ვინაიდან კასეტა წაართვეს. მობილურები ჩამოართვეს იმ ადამიანებსაც, ვისაც გადაღება შეეძლოთ. მისი თქმით, არსებობს მასალა, სადაც ასახულია გუბერნატორის მოადგილე გიორგი ავალიანი როგორ უკრავს ტაშს. ამასთან, გორში ჩასულები იყვნენ სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი. Share View the full article
  3. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01207/Wayne-Hennessey-ge_1207817c.jpg როგორც The Sun იტყობინება “წითლებმა” “ვულვერჰემპტონის” ამომავალი ვარსკვლავი უეინ ჰენსეი შეიძინეს.ჰენსეი გუნდის (რეზერვების) ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს მეკარე “ლივერპულმა” უკვე შეიძინა და მისი ფასი 2 მილიონია. ჰენსეი ჩემპიონშიფში 2007-08 სეზონის სიმბოლურ ნაკრებშია. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ინფორმაციის წყარო: The Sun სრული სახელი: Wayne Robert Hennessey ასაკი 23 წლის გვერდი ვიკიპედიაზე: ლინკი View the full article
  4. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/stalin_big.jpgსაბჭოთა ბელადის მონუმენტს დღეს გორის ცენტრიდან მისივე სახელობის მუზეუმში გადაიტანენ. შიდა ქართლის ადმინისტრაციამ ძეგლის გადატანა იმიტომ გადაწყვიტა,რომ იმ ადგილზე, სადაც სტალინის ძეგლი იდგა, 2008 წელს გორის დაბომბვისას გმირულად დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი უნდა დაიდგას. სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორის ცენტრში გვიან ღამით დაიწყო. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივმა პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, თუმცა მონუმენტის დემონტაჟს ადგილობრივი მცხოვრებლები თვალს დიდი ინტერესით ადევნებდნენ. იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის ექვსმეტრიანი ქანდაკება გორის ცენტრში ბელადის სიცოცხლეშივე, 1952 წელს დაიდგა. ქანდაკება გრანიტის ცხრამეტრიან კვარცხლბეკზე აღმართეს. Share View the full article
  5. ჟენევის დისკუსიის ფორმატი ერთადერთი საშუალებაა, სადაც ქართველები, ოსები და აფხაზები მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან სხდებიან. შეხვედრებში აშშ-ის, რუსეთის, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჟენევაში კონფლიქტის მხარეები უკვე მე-11 შეხვდნენ ერთმანეთს, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ”ბათუმელების” კითხვებს ჟენევის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. - ბატონო პაატა, რატომ ითხოვს რუსეთი თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას? -მათ უნდათ კონფლიქტი გადაიტანონ ქართულ-ოსურ, ქართულ-აფხაზურ დონეზე. როდესაც რუსეთი იყო ე.წ. შუამავალი, უჭირდა მისიის შესრულება, რადგან სინამდვილეში არ იყო სამშვიდობო, მაგრამ ცდილობდა დიპლომატიურ ურთიერთობებს დამორჩილებოდა. ჩვენ გვინდოდა ჩამოგვეხსნა ნიღაბი მისთვის და ჩამოვხსენით კიდევაც. შესაბამისად, რუსეთი უკვე იქცევა როგორც აგრესორი, მაგრამ მას უნდა, რომ ამ ყველაფერში, ისე როგორც ამერიკა, ჩანდეს როგორც შუამავალი, სამშვიდობო პროცესების წარმმართველი. რუსეთს სურს ხელშეკრულება დაიდოს აფხაზეთსა და საქართველოს შორის და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ საქართველო ამის წინააღმდეგია, გასაგები მიზეზების გამო. - რა მიზეზების გამო? - თუ ამ დოკუმენტში ჩაიწერება აფხაზეთი და საქართველო, ეს გაართულებს მდგომარეობას - აღიარება არა, მაგრამ აქეთკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუ ჩაიწერება კონფლიქტის მხარეები: აფხაზური და ქართული, მაშინ არავითარი აღიარება არაა. უამრავ ხელშეკრულებაზეა ხელი მოწერილი 1992 წლიდან -ვიღაც ქართული მხარის სახელით ხელს აწერს და ვიღაც _ აფხაზურის. ამით აღიარება მოხდა? - გააჩნია მხარეების რა სტატუსი ჩაიწერება. ხელს იმიტომ არ მოვაწერ, რომ აღიარება იქნება უსუსური პოზიციაა. ცეცხლის არგანახლების შესახებ არსებობს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება და სარკოზი-სააკაშვილის ხელშეკრულება. ეს დოკუმენტი მოქმედებს. -მაშინ რატომ ითხოვს რუსეთი ასე დაჟინებით ამ დოკუმენტზე ხელმოწერას? - თუნდაც იმიტომ, რომ ნაბიჯი გადადგან აღიარებისკენ, არა სახელმწიფოს, არამედ სტატუსის აღიარებისკენ. რუსეთს სურს, გაემიჯნოს კონფლიქტს. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ _ ეს ხელს იმიტომ არ გვაძლევს, რომ რუსეთს სურს, თუ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაწყობს? ჩვენ რუსეთი მაღალ დონეზე ავიყვანეთ და ძნელი გახდა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ თუ ისევ ჩამოვიყვანთ ქვემოთ და კონფლიქტსაც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიტანთ (სამართლებრივად), უკეთესი იქნება. მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა რუსეთის კარნახით, არამედ ქართველებსა და აფხაზებს შორის საერთო ენის გამონახვით. მე მაინც მგონია, რომ აფხაზებთან და ოსებთან დალაპარაკება მოგვიწევს. - ჟენევაში უკვე მე-11 შეხვედრა იყო. ამ შეხვედრებისგან პერსპექტივაში რას უნდა ველოდეთ? - თუ რამის მიღწევა შეიძლება, შეიძლება მხოლოდ ასეთ ფორმატში და პირიქით _ თუ რამის მიღწევა შეუძლებელია, ამ შეხვედრებზე გავიგებთ. ლაბორატორიასავითაა, იქ ჩანს კეთდება რამე თუ ვერ კეთდება. უშედეგო შეხვედრებიც შედეგია. მეთვალყურეები დგანან სადღაც საზღვარზე და წესრიგია... მაგრამ ისინი, რომ არ იყვნენ, ვერ გაიგებდი საზღვარზე წესრიგია თუ არა, ანუ საჭიროა ამ ტიპის ფორმატი, ჩაიხედავ და დაინახავ, როგორც სარკეში, რა ხდება. ახლა არაფერი გამოდის, მაგრამ გვაქვს შანსი, თვეში ერთხელ დაველაპარაკოთ, ანუ ჩანს, რამდენად ღრმაა გაუცხოება. თუ ეს ფორმატი დაიხურება, ეს შანსიც დაგვეხურება. მე მესმის იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ შედეგი არ არის, მაგრამ არ ვიზიარებ აზრს, რომ შეხვედრებს აზრი არ აქვს! თუ რაღაც დაიძვრება კონფლიქტების მიმართულებით, სწორედ ასეთ შეხვედრებში გამოჩნდება, ამიტომ მისი შენარჩუნება აუცილებელია. იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ამ შეხვედრებში მონაწილეობენ, მონაწილეობს რუსეთიც, მაგრამ ჩვენები არ აღიარებენ, რუსეთის მონაწილეობას; იქ მონაწილეობს აფხაზური და ოსური მხარეც, მაგრამ ჩვენები არ აღიარებენ ოსურ მხარეს და ამბობენ, რომ რუსული ნაწილია. ანუ სურათზე ვხედავთ ხუთ კაცს, მაგრამ ვამბობთ, რომ არის სამი. აფხაზები და ოსები კი ამბობენ, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობენ აფხაზები, ოსები და ქართველები. მოკლედ, კონფლიქტური მხარეების სურვილის არქონა, დაიწყონ მოლაპარაკებები, ხშირად დამოკიდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მონდომებაზე, აიძულონ მხარეები გადავიდენ მოლაპარაკებაზე. - თუნდაც ასე მნიშვნელოვანი უშედეგო შეხვედრები კიდევ უფრო ხომ არ ართულებს კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას? - შემიძლია გითხრათ, რომ ადრე უფრო უარესი მდგომარეობა იყო. ახალი არაფერი ხდება, ეს არის ტიპიური სურათი იმ პროცესებისა, სადაც არის გადაუჭრელი კონფლიქტები და არ დგანან სამშვიდობო ძალები. - თქვენი აზრით, ახალგორში უნდა შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვონ დაბა, თუ მიიღონ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტები და საკუთარ სახლებში განაგრძონ ცხოვრება? -მგონი ვაზვიადებთ. ასეთი პირობა ჰქონდათ წაყენებული გალელებსაც... მაგრამ, მთავარია, ცხვირში არ შეჩარო აფხაზებს და ოსებს შენი მოქალაქეობა. ალან ჯუსაევი მოქალაქეობას ვერავის ჩამოართმევს. მე რომ ვთქვა, უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე, განცხადება გავაკრა კედელზე, რა გამოვა ამით?... ჯუსოევი არ არის ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ადამიანი არის თუ არა საქართველოს მოქალაქე. ამას მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. -ანუ, რაზე მიანიშნებთ? - რატომ არ უნდა მიიღონ, თუ ეს მათ ცხოვრებას შეუმსუბუქებს - ეს არის ფარატინა ქაღალდი, მოსწავლის ბარათივითაა. გალში ძალიან ბევრი იღებს ამ პასპორტს, ოღონდ, სადაც საჭიროა, იქ აჩვენებს. აფხაზებმა კარგად იციან, რომ ყველა ქართველს აქვს პირადობის მოწმობა და პასპორტი, მაგრამ რადგან ამას ცხვირ-პირში არ უფრიალებენ, ამაზე გართულება არ აქვთ. არ გეკითხებიან, რადგან არ აწყობთ დაიცალოს ეს რეგიონები ქართველებისგან, როგორც გალში, ისე ახალგორში. უსინდისოდ მოიტყუა ბატონმა ბოკერიამ, რომ ახალგორში ეთნიკური წმენდა მოხდა. საშინელი, ამაზრზენი, ეთნიკური წმენდა ჩატარდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, პირისაგან მიწისა აღგავეს ქართული სოფელები, კლასიკური ეთნოწმენდა ჩატარდა ყოფილ ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, მაგრამ ახალგორში ერთ ქართველსაც არ ჩამოვარდნია თმა. ანუ ოსები არ არიან დაინტერესებულნი დაიკავონ ახალგორი, ისინი ვერ აითვისებენ ამ რაიონს, იქნება ცარიელი და მგლები დაიკავებენ, ამიტომ აწყობთ ქართველების იქ ცხოვრება. იქ ქართველები დღესაც ქართული პირადობის მოწმობით გადაადგილდებიან, მათ შორის მეც. - როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა? - ამ რეგიონებში ძალიან გაძვირდა პროდუქტი. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და ხელი შეუწყოს, რაც შეიძლება მეტი ტვირთი შევიდეს იქ. ჩვენ კონფლიქტის მოგვარების მინიმალური რესურსი დაგვრჩა, ვგულისხმობ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ _ ქართველების, ოსებისა და აფხაზების სასარგებლოდ. შესაბამისად, საჭიროა საქართველომ მინიმუმზე დაიყვანოს მხარეების იზოლაცია. დღეს ჩიტი ვერ შეფრინდება საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთში, ახალგორში არ ატანენ სამშენებლო მასალას, კომპიუტერები ვერ შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ. - ქართულმა მხარემ შეუქმნა პრობლემა? - დიახ. იქმნება განწყობა, რომ ქართულ მხარეს აწყობს მოსახლეობის იქ დარჩენა, ოსებმა და რუსებმა რომ არ თქვან, ახალგორში მოსახლეობა ნორმალურად ცხოვრობსო. ახალგორი სააკაშვილის სინდისზეა და, შესაბამისად, მას სურს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ეს მის სინდისზე კი არა რუსეთის სინდისზეა. ამიტომ ცდილობს აქეთა მხარეს კარგი კოტეჯები ააშენოს, კარგი სკოლა აუშენოს ბავშვებს, რომ იქედან ქართველები გამოვიდნენ. მართლაც ბევრი წამოვიდა. მათი ნებაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ კარგი იქნება ის 30 პროცენტი, ვინც დარჩა, არ ააწიოკონ: დარჩენილებს მოღალატეებს ეძახიან, იქ რამის შეტანის საშუალებას არ აძლევენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. იტალიის ეროვნული ნაკრების სამარცხვინო გამოვარდნის შემდეგ,მათმა მწვრთნელმა,მარჩელო ლიპიმ,კომენტარი გააკეთა. იხილეთ fanebi.com
  7. http://b.pix.ge/l/d2ubh.jpgThe Guardian -ის ცნობით, გუშინ “ფულემის” მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ჩამოვიდა სამხრეთ აფრიკიდან, რათა დაწყებულიყო მოლაპარაკებები. “ლივერპულისა” და “ფულემის” მხარეები შეთანხმდნენ. როი ჰოჯსონი ლივერპულის ახალი მწვრთნელია! მხოლოდ დღეებიღა აშორებს მას, ოფიციალურად “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე. გენერალური დირექტორი როი პარსლოი და “ლივერპულის” ელჩი კენი დალგლიში შეხვდნენ როის და მოილაპარაკეს. 62 წლის ინგლისელი მწვრთნელი გეგმავს მისი მთავარი თანაშემწის, მაიკ კელის თან წამოყვანას. ენფილდიდან ოფიციალურად შუქდება ინფორმაცია, რომ მასთან აქტიურად მიდის მოლაპარაკებები და წინ აღარაფერი ეღობებათ. ინგლისი რთულ მდგომარეობაში იყო და თუ ის ვერ მოიგებდა წინა მატჩს, მაშინ კაპელოს შეცვლას სწორედ მომავალი “ლივერპულის” მწვრთნელით აპირებდნენ. ახალ მწვრთნელის მოსვლისას, გუნდს იოსი ბენაიუნიც ოფიციალურად დატოვებს, რომლის საბოლოო ფასი £5 მილიონია. სტატიის წყარო: Guardian.co.uk / dailyexpress.co.uk / DailyMail.co.uk და სხვები … P.S. ზემოთ აღნიშნული წყაროები, განსაკუთრებით კი Guardian ისეთი გამოცემაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და რომელსაც საუკეთესო მუშაკები ჰყავთ. შესაბამისად მისი სტატიები, თუ ანალიზები ყოველთვის ოფიციალურ დონეზეა. View the full article
  8. დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასრულდება, თუმცა პარლამენტი ზაფხულში მუშაობას არ შეაჩერებს. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით,… ლინკი მედიანიუსზე
  9. “ეროვნული ფორუმი” დღეს პარტიის ჭარდაკის სასახლეში კონფერენციას გამართავს. კონფერენციაზე ფორუმის ხელმძღვანელობა პარტიის პროგრამის პრიორიტეტებს წარმოადგენს. კონფერენციაზე სიტყვით… ლინკი მედიანიუსზე
  10. დღეს ბიზნესმენთა ასოციაცია ეროვნულის ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, საუბარი შეეხება ეროვნული ვალუტის _… ლინკი მედიანიუსზე
  11. როგორც გამოცემა Super Deporte იტყობინება,ვალენსიას ესპანელმა სუპერვარსკვლავმა დავიდ სილვამა და ინგლისურმა მანჩესტერ სიტიმ საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას და მომავალი სეზონიდან ესპანელი, მანჩინის გუნდის მთავარ მოთამაშედ მოგვევლინება. იხილეთ fanebi.com
  12. http://img.skysports.com/10/06/800x600/VanderVaarthandball_2470023.jpg გუშინ ჰოლანდიამ კამერუნი დაამარცხა და ჯგუფში მესამე შეხვედრაც მოიგო, მაგრამ გუშინ ჰოლანდიამ სამხრეთ აფრიკაში პირველი გოლი გაუშვა, დირკ კიუტმა მოედანზე 65 წუთი დაჰყო და ყვითელ ბარათსაც გამოკრა ხელი კამერუნი – ჰოლანდია 1:2 გოლები: ეტო’ო, 65 (პენ.) – ვან პერსი, 36, ჰუნტელაარი, 82 კამერუნი: ხამიდუ, ასუ-ეკოტო, ნ’კულუ (რ. სონგი 73), შეჯუ, ნგუელმო, ნჯიტაპი, ეტო’ო, მაკუნი, ბონგი (აბუბაკარი 56), ჩუპო-მოტინგი (იდრისუ 70), მბია. ჰოლანდია: სტეკელენბურგი, ჰეიტინგა, მატეისენი, ვან ბრონხოსტი, ვან ბომელი,კუიტი(ელია 66), დე იონგი, ვან პერსი (ჰუნტელაარი 59), სნეიდერი, ბულარუზი, ვან დერ ვაარტი (რობენი, 72). გაფრთხილება: ნ’კულუ, მბია – კუიტი, ვან დერ ვაარტი, ვან ბრონხოსტი View the full article
  13. რამდენიმე წუთში დაიწყება უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი შეხვედრა ჩილესა და ესპანეთს შორის. მატჩი პრეტორიაში Loftus Stadium-ზე გაიმართება და შეხვედრას მექსიკელი მარკო როდრიგესი განსჯის. იხილეთ fanebi.com
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vagzali-150x150.jpgგაგრა-ადლერის მიმართულებით ელექტრომატარებელი დღეიდან მოძრაობას დაიწყებს. 6-8 ვაგონიანი შემადგენლობა რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს. მატარებელი ადლერიდან 06:20 საათზე გამოვა და გაგრაში 09:20 საათზე იქნება. იხილეთ epn.ge
  15. pink feat indigo girls dear mr president 2010 წლის ვიდეო View the full article
  16. ფილმი მოგითხრობს ცხოველთა სამყაროზე , თუ როგორ იბრძვიან გადარჩენისსთვის ცოცხალი არსებები. ულამახესად გადაღებული უნების ჵეიზაჟები და ცხოველთა სამყაროს არსებობის კადრები View the full article
  17. "მილანის" საიტმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ დღეიდან "როსონერის" ახალი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჰყავს რომელიც კონტრაქტის მიხედვით გუნდში 2012 წლამდე დარჩება. იხილეთ fanebi.com
  18. "მილანის" საიტმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ დღეიდან "როსონერის" ახალი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჰყავს რომელიც კონტრაქტის მიხედვით გუნდში 2012 წლამდე დარჩება. იხილეთ fanebi.com
  19. პორტუგალიასა და ბრაზილიას შორის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ორივე გუნდს ჰქონდათ მომენტები, რომლებიც გამოუყენებელი დარჩათ. შეხვედრის პირველ ნახევარში პორტუგალიელთა კართან ბრაზილიელები შეტევებს ახორციელებდნენ, მაგრამ როგორც გითხარით უშედეგოდ. მეორე ტაიმი პორტუგალიელთა უპირატესობით წარიმართა და რეალური მომენტებიც ჰქონდათ. ბევრისთვის მოულოდნელად მექსიკელმა არბიტრმა ბევრი ყვითელი ბარათები უჩვენა ფეხბურთელებს. ასეა თუ ისე, პირველ ადგილზე 7 ქულით ბრაზილია გადის, ხოლო მეორე ადგილზე პორტუგალიელებმა 5 ქულა დააგროვეს. რაც შეეხება ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრას, კოტ დ'ივუარმა 3:0 დაამარცხა ჩრდილოეთ კორეის გუნდი, თუმცა ამის მიუხედავად კოტ დ'ივუარი გამოეთიშა "მუნდიალს". იხილეთ fanebi.com
  20. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ffffffff.bmpგორის ცენტრში სტალინის ძეგლის დემონტაჟის პროცესის გადასაღებად მისულ ადგილობრივი ტელევიზიის კორესპოდენტს, სამართალდამცველებმა გადაღების უფლება არ მისცეს, ჩამოართვეს კამერა და შეეცადენ ფირის განადგურებას. ტელეკომპანია ,,თრიალეთის” ჟურნალისტის ლადო ბიჭაშვილს განცხადებით ძეგლის დემონტაჟის პროცესს მხოლოდ ცენტრალური არხების წარმომადგენლები იღებდნენ . გორში ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ჩავიდნენ ფონდ ,,2020_ის” დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, მათ ჟურნალისტს სოლიდარობა გამოუცხადეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/edzegli.jpg itvს ლინკი
  21. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ddd.bmpწუხელ დაახლოებით 00:30 წუთზე გორის ცენტრში სტალინის ძეგლი აიღეს. მონუმენტის დემონტაჟი მოსახლეობის მალულად მოხდა. ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ძალოვანი უწყების, სამხარეო და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ძეგლის დემონტაჟის შემდეგ იქ მყოფმა ადამიანებმა მონუმენტთან ფოტოები გადაიღეს ნაწილმა კი სტალინის ძეგლს შეურაწყოფა მიაყენა. საბჭოთა კავშირის ლიდერის იოსებ სტალინისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი მონუმენტი მსოფლიოში, სტალინის მშობლიურ ქალაქში გორის ცენტრალურ მოედანზე იყო . http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/dzegl.jpg itvს ლინკი
  22. ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში უამრავი სიახლეა – ტარდება კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, შეხვედრები და ა.შ. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და “საქაერონავიგაციის” დახმარებით 24-26 ივნისს კვარიათში “ქართული ბლოგინგის დღეები” ტარდება, რომლის მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვარ. ეს ერთ-ერთი ევენთია იმ მრავალ სემინარებსა და ვორქშოფებს შორის, რაც სოციალურ მედიაში ჩატარებულა ბოლო პერიოდში. ერთ-ერთი. არც პირველი, არც ბოლო, არც ყველაზე მაგარი, არც ყველაზე ცუდი, ერთ-ერთი. მაგრამ ქართული ბლოგოსფერო და ფეისბუქოსფერო ისე შეძრა ამ ევენთმა, როგორც ვერ მოახერხა ვერც ერთმა სხვამ. მერამდენე პოსტსა და კომენტარს ვკითხულობ ამ თემასთან დაკავშირებით. ძირითადად კრიტიკას, “რა პრინციპით შეირჩნენ ბლოგერები”, “მეც ბლოგოსფეროს წევრი ვარ” და ა.შ. მე მიჩნდება კითხვა. ერთი, მარტივი, ლოგიკური – სად იყვნენ ეს “მეც ბლოგოსფეროს წევრი ვარ” ბლოგერები მაშინ, როცა ტარდებოდა New Media Forum, ბლოგკემპი, Social Innovation Camp, კონფერენცია Social media for social change და მსგავსი ღონისძიებები, როდესაც ლამის ვიხვეწებოდით, მოდით, მიიღეთ მონაწილეობა, გინდა პრეზენტაციის გაკეთება? გააკეთე, არ გინდა? – მოდი, მოუსმინე, ჩაერთე, გახდი აქტიური, გაიღე რაღაც სხვისთვის. სად არიან ეს ბლოგერები მაშინ, როდესაც ტარდება ათას შვიდასი ტრენინგი და სემინარი, ღია კონფერენციები, შეხვედრები? აა… მანდ მონაწილეობას დრო უნდა, ენერგიის გაღება, პრეზენტაციის მომზადება, სხვისი დახმარება? აა… მაშინ არ გვცალია. კვარიათი? აუ მანდ წავიდოდა კაცი. არ დამიძახეს? იმიტომ, რომ არც ერთ ევენთში სოციალური მედიის შესახებ არასდროს მიმიღია მონაწილეობა, არც კი დავინტერესებულვარ და უბრალოდ ჩემთვის რაღაცეებს ვბლოგავ, კარგად ვწერ და კარგი ტიპი ვარ, მაგრამ ეს სფერო ამდენადაც არ მაინტერესებს, რომ ბევრი დრო დავუთმო. მაგრამ კვარიათში წავიდოდა კაცი სამი დღით. და ცუდები არიან, რომ არ დამიძახეს! მეც ხომ მაქვს ბლოგი! და კიდევ ათასს ჩემ გარდა! ათასივეს დაგვიძახონ! ან არ დაარქვან “ქართული ბლოგინგის დღეები”! საერთოდ არაფერი დაარქვან! პ.ს.: განსაკუთრებით ბოღმიანთა გასახარად – აქ მაგარი ცუდი ამინდებია, წვიმს, მზე არაა. რომც იყოს – დილის 9-დან საღამოს თითქმის 10-მდე პროგრამა გაწერილია და შესაბამისად, ვერც დასვენებას მოვასწრებთ. Filed under: Just, რა Tagged: ბლოგერი, ბლოგი, buzz, gbd10, georgian blogging days http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1794/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1794/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1794/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1794/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1794/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1794&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  23. 18.00 საათიდან სტარტს აიღებს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ორ გრანდს შორის, პორტუგალისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს დურბანში დაუპირისპირდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდს ჯგუფში გარანტირებული აქვთ პირველი და მეორე ადგილები, მაგრამ ამის მიუხედავად დაძაბული და სანახაობრივი მატჩი უნდა გამოდგეს. შეხვედრას მექსიკელი ბენიტო არჩუნდია განსჯის. იხილეთ fanebi.com
  24. იტალიის და მილანის ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ისაუბრა იტალიის ნაკრების სრულ ფიასკოზე მსოფლიო ჩემპიონატზე. იხილეთ fanebi.com
  25. გაზიარება [02:30 25-06-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCPcfeoPIjI/AAAAAAAAD2Q/HiltvnOETzM/s200/erosi+kicmarishvili.gifქართული აკადემიის წევრმა გელა დოლიძემ „ობიექტივს“ განუცხადა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილი ციხის იზოლატორში შედიოდა და ერთერთ ცნობილ ბიზნესმენს წილის დათმობას აიძულებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიწმარიშვილი ბიზნესმენს გაუპატიურებით ემუქრებოდა. obieqtivi.net http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
×
×
  • შექმენი...