planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/nogaideli_da_nikoleisvili-150x150.jpgდღეს ზურაბ ნოღაიდელმა და განათლების ექსპერტმა მანანა ნიკოლეიშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ხელისუფლება პედაგოგებს პოლიტიკური ნიშნით ახარისხებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/nogaideli1.jpg itvს ლინკი
-
გაზიარება [სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCNZqJRONeI/AAAAAAAAD2A/Qu0pd0X-QOo/s200/shashkins+uyvarda+bavshvebi.gifგანათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და განათლება" აღნიშნავს, რომ განათლების სისტემის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის საჭიროა, ის მკაფიოდ გამოხატული მიზნებით მოქმედებდეს. დიუის აზრით, როდესაც მიზნების შემუშავება განათლების პროცესში გარედან ხდება, მაშინ მთავარი, რაც პროცესში ჩართულ ადამიანებს ამოძრავებთ, ინსტრუქციების შესრულებაა და არა - კარგი შედეგის მიღების სურვილი. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა კი ის არის, რომ გარედან თავსმოხვეული მიზნები ჩვეულებრივ ხისტია და პროცესში ჩართულ ადამიანებს მათი შეცვლის უფლება არ აქვთ. შესაბამისად, დიუის აზრით, ამ მიზნების მიღწევის არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ სურვილიც, გარედან ჩართული ადამიანების გარდა, რეალურად არავის აქვს. 2004 წელს, როდესაც განათლების სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, სახელმწიფო შეეცადა, საზოგადოებისთვის დაებრუნებინა ძალაუფლების ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში თვითონ ჰქონდა მითვისებული. ამ ახლად შემუშავებულ მიზნებში იყო ბევრი რამ, რისკენ სვლაც სახელმწიფოს ზეწოლისგან გაათავისუფლებდა ყველას: სკოლებს, სახელმძღვანელოების გამომცემლებს, მასწავლებლების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ჩართულ ინსტიტუციებს, არასამთავრობო და პროფესიულ ორგანიზაციებს და, რაც მთავარია, მშობლებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ამ მიზნების მიხედვით, ისინი განათლების პროცესის სრულფასოვან წევრებად უნდა ქცეულიყვნენ და უნდა ჩართულიყვნენ საკუთარი მომავლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მაშინ სახელმწიფომ არჩია, თვითონ პროცესის გარეთ დარჩენილიყო არა როგორც პასუხისმგებლობების არმქონე მოთამაშე, არამედ როგორც დამხმარე, მედიატორი, როგორც - რესურსების განაწილებაში თამაშის წესების დაცვის მთავარი ინსტრუმენტი. სამწუხაროდ, 2009 წლის ბოლოდან და განსაკუთრებით კი ბოლო 2010 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში მთელი ენერგია, რომელიც აღნიშნული მიდგომის დანერგვას მოხმარდა, ფუჭად გამოცხადდა. განათლების მინისტრის, ბატონი დიმიტრი შაშკინის დანიშვნის შემდეგ, პრაქტიკულად, ყოველი ახალი ცვლილებით გეგმაზომიერად იზღუდება შემდეგი: განათლების სისტემაში ადამიანების თავისუფლება და ამის თანმდევი პასუხისმგებლობა, რომ თვითონ, სახელმწიფო ბიუროკრატიის მინიმალური ჩარევით განსაზღვრონ საკუთარი ბედი, იზრუნონ განათლების ხარისხის ამაღლებაზე, შეაფასონ საკუთარი მოსწავლეების საჭიროებები და გამოიყენონ ხელსაყრელი სწავლების მიდგომები. გამოდის, რომ ახლა განათლების სამინისტრო, იმის ნაცვლად, რომ მუშაობდეს სასკოლო ინიციატივების განვითარებაზე, სახელმწიფოსა და სკოლას შორის ურთიერთდახმარებაზე, ნდობასა და გაზიარებულ პასუხისმგებლობებზე დაფუძნებული განათლების სისტემის შექმნაზე, ეს უწყება ძალიან სწრაფად აშენებს ათწლეულების მანძილზე არაეფექტურად გამოცხადებულ სისტემას, რომელიც ამავე დროს არადემოკრატიული, მკაცრად ადმინისტრაციულ-ბრძანებლური და არაშემოქმედებითია. ეს არის სისტემა, რომელიც განვითარების შეჩერებასა და პასუხისმგებლობების ვერტიკალურ განაწილებაზეა დაფუძნებული. ცხრილში შეგიძლიათ, გაეცნოთ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ნაწილს. თითოეული ეს ინიციატივა არაერთ სერიოზულ პრობლემას და მცდარ მიდგომას შეიცავს, რაც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების, განათლების კვლევების შედეგების, სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტების გაუთვალისწინებლობის შედეგია. წყალში იყრება საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ინოვაციური, დემოკრატიული, განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნის, რეპუტაცია. ამ სახელს არ ქმნიან მინისტრები, რომლებიც მედიის, მასწავლებლების ან დონორების წინაშე ცდილობენ საკუთარი მოქმედების დასაბუთებას. ამ სახელს არ ქმნიან არც მრჩეველთა საბჭოები, საზოგადოებრივი დარბაზები ან არასამთავრობო ორგანიზაციების კლუბები. განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის ჩვენი ქვეყნის მიზნებსა და ამბიციებზე გაცილებით უფრო კარგად მეტყველებს განათლების სისტემის და მისი კონკრეტული ინსტრუმენტების პასუხისმგებლობებისა და თავისუფლებების სქემების აღწერა, ვიდრე რიტორიკული გამოსვლები ან მასწავლებლებთან თუ დირექტორებთან შეხვედრის დაწყების წინ დაწერილი პრეს-რელიზები, რომლებიც წინასწარ გვამცნობს, რომ შეხვედრის ყველა მონაწილე მზად არის, მუხლჩაუხრელად და კმაყოფილებით იმუშაოს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე მინისტრის მოსაზრებებისა და მიზნების გაზიარებით. განათლების რეფორმის განხორციელებისა და ნგრევის პროცესი შემდეგს ჰგავს: ქართველები ვცდილობდით მაღალი კლასის ავტომობილის (მაგ. "მერსედესის") აწყობას. ამიტომ შევისწავლეთ "მერსედესის" ტექნოლოგია, მუშაობის პრინციპები, ვიშოვეთ მისი ნაწილები, მოვარგეთ ადგილობრივ საჭიროებებს და ავაწყვეთ პირველი მანქანაც. გამოვცადეთ ეს მანქანა ქართველ მძღოლებთან, დავიწყეთ ხელოსნების კვალიფიკაციის გაზრდა. რაც მთავარია, აწყობილი მანქანები ხალხს გადავეცით და ნელ-ნელა დავიწყეთ იმის სწავლება, რომ მათი მოვლა-პატრონობა და განვითარება მომავალში თვითონ შეძლებოდათ. ეკონომიკურად ღარიბ ოჯახში აწყობილი "მერსედესი" შტუტგარტის ქარხანაში აწყობილის დონის არ არის. ხან რაღაცის შეერთება დაავიწყდებათ, ხან კი გზაში რაღაც დეტალის დამატება იქნება საჭირო, მაგრამ მაინც "მერსედესია", რომლითაც უსაფრთხოდ, ეკონომიურად, ეფექტურად და კომფორტულად მიხვალ დანიშნულების ადგილამდე. ავტომობილის მფლობელები ნელ-ნელა ახალი, გაუმჯობესებული მოდელის შექმნაზე ორიენტირებულ ერთობად ყალიბდებოდნენ. აი, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში კი "მანქანათმშენებლობის სამინისტრო" დეტალებს აცლის ამ მანქანას და "ჟიგულის" ნაწილებით ანაცვლებს. "ჟიგული" მაინც უფრო ნაცნობია ადგილობრივი ხელოსნებისთვის, მარტივი დეტალებითაა აგებული. მართალია, ხშირად ფუჭდება, მაგრამ შეკეთება ყველა მძღოლმა იცის. თან გაუგებარი ელექტრონიკის ნაწილებით არ არის შექმნილი, რომელსაც თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. აღარც იმის შესაძლებლობა გექნება, რომ სიჩქარეს გადააჭარბო და კისერი მოიტეხო. საჯაროდ გაცხადებული მიზანი კვლავაც "მერსედესის" შექმნა რჩება და ეს ცვლილებები ისე კეთდება, რომ გარედან საბჭოთა მანქანის დაჟანგული დეტალები გამაღიზიანებლად არ ჩანდეს. ავტომობილის მფლობელებს მუდმივი გაუმჯობესების შესახებ მოგვითხრობენ, და ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ "ჟიგულიც" უსაფრთხო, ეკონომიკურად გამართლებული, განვითარებაზე ორიენტირებული და ეფექტური იქნება. მთავარია, მკაცრი და დეტალური ინსტრუქციები მისცე მძღოლს, კარგად დააპროგრამო წინასწარ და ხშირი შემოწმებები ჩაატარო. არადა, ჩვენ ხომ თითქოს 20 წლის წინათ მივხვდით, რომ "ჟიგულებით" შორს, სწრაფად და კომფორტულად ვერ წავიდოდით. ამიტომ გირჩევთ, რომ ვისაც გინდათ, ისევ "მერსედესის" აწყობას მივუბრუნდეთ, თანაც ისეთის, რომელიც ჩვენი მონაწილეობით იხვეწება და ვითარდება, ცოტა მეტი მოვთხოვოთ ჩვენს სახელმწიფოს, ვიდრე ხელფასების გაზრდა, მანქანაში გამათბობლის დაყენება და გაუმართავი ავტომობილების მართვით გამოწვეული ჯარიმების გაუქმებაა. სკოლების თვითმმართველობა/პასუხისმგებლობა ადმინისტრირების მიმართულებითლიბერალიhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
<p style="text-align: justify;">http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vashadze2-150x150.jpgავსტრიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკურ ურთიერთობებსა და გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას შეეხო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vashadz.jpg itvს ლინკი
-
itv გამოცდების ეროვნული ცენტრი სიახლეებს გეგმავს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/maia-miminoshv-150x150.jpg2010 წელს, გასულ წელთან შედარებით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/erovnulebi.jpg itvს ლინკი -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/qdm4-150x150.jpgქრისტიან დემოკრატებმა ფრაქციის პრეზენტაცია დედაქალაქის საკრებულოსთან გამართეს. ინგა გრიგოლიამ მოსახლეობის პრობლემების გაცნობას ცხელი ხაზზე შემოსული ინფორმაციების საშუალებითაც გეგმავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/qd.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/eros-150x150.jpgკავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის მედია კლუბში ეროსი კიწმარიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. კიწმარიშვილმა ხაზი გაუსვა “ქართული იდეის” ძირითად მიმართულებებს და ოქრუაშვილი _ ნოღაიდელი _ გაჩეჩილაძის ერთობლივი კონსულტაციები დადებითად შეაფასა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/medi.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/erosi1-150x150.jpgკავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში შეკრებილ ჟურნალისტებს მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ეროსი კიწმარიშვილმა საკუთარი ხედვა გაუზიარა. კიწმარიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს”-თან მის ამჟამინდელ ურთიერთობასა და ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის კანონიერი მფლობელებისათვის დაბრუნების პერსპექტივაზეც ისაუბრა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/media-klubi.jpg itvს ლინკი
-
http://www.bongda.com.vn/Data/Image/2009/03/30/Frank%20Rijkaard3.jpgSkySport -ი ირწმუნება, რომ “ლივერპულმა” “გალათასარაის” ახლანდელ მწვრთნელთან, ფრენკ რაიკარდთან მოლაპარაკებები დაიწყო. თითქმის ერთი თვეა, “წითლების” ხელმძღვანელები რაფაელ ბენიტესის შემცვლელს ეძებენ, მათ მოაიარეს მთელი მსოფლიო და ნახეს ბევრი ეროვნებისა თუ რჯულის მწვრთნელი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ აგდაწყვიტეს, თუ ვის მიაკუთვნონ მწვრთნელის ამდენი ხანი დატოვებული “სავარძელი”. ამ დროისთვის, 3 ყველაზე რეალური კანდიდატი ასე გამოიყურება: როი ჰოჯსონი, მანუელ პელეგრინი და ფრენკ რაიკარდი. რაიკარდი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება, მისი წარმატებების მიხედვით ჰოლანდიის ნაკრებში, ბარსელონაში და ახლა უკვე “გალათასარაიში”. თურქული წყაროები არ უარჰყოფენ, რომ მას ურთიერთობა ჰქონდათ “ლივერპულის” წარმომადგენლებთან, თუმცა ჯერ-ჯერობით უარზე არიან თავად გუნდის მფოლბელები, დათმონ ჰოლანდიელი მწვრთნელი. თავად არც ფრენკია უარზე, მართოს პრემიერ ლიგის გუნდი, მაგრამ თურქები ვერ ელევიან 2009 წელს დანიშნულ მწვრთნელს. წყარო: Skysports.com P.S. სხვა წყაროებში იწერება, რომ მოდევნო 48 საათში ჰოჯსონთან დაიდება ხელშეკრულება. სიტუაცია საკმაოდ გაუგებარი და ჩახლართულია. ისღა დაგვრჩენია ამდენი ჭორის ფონზე ოფიციალურ განცხადებებს ადველოდოთ. View the full article