Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg ბენჟამინ ბიდერი, მათიას შეპი ოდესღაც, ყირგიზეთი შუა აზიაში დემოკრატიის განვითარების მაგალითად ითვლებოდა. დღეს, როგორც ჩანს, ქვეყანა უმართავი გახდა, ათობით ათასი მცხოვრები ქვეყნიდან გარბის. ყირგიზეთი სისხლისმღვრელი ეთნიკური შეტაკებების ადგილი გახდა. მოუღებს თუ არა ეს ბოლოს დემოკრატიის განვითარებას რეგიონში? ახალგაზრდა უზბეკები, ტაჯიკები, თურქმენები და ყიგიზები ცენტრალური აზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდქალაქში სწავლობენ. უნივერსიტეტი ლამაზ ახალ შენობაშია განთავსებული. აქ ერთად სწავლობენ სტუდენტები იმ რეგიონიდან, რომელიც სასტიკი ეთნიკური დაპირისპირებების სენით დაავადდა, სადაც სახელმწიფო საზღვრები სოფლებს შუაზე ყოფენ და ბევრი გლეხის სახლი ერთ ქვეყანაშია, მიწის ნაკვეთი კი მეორეში. თავად უნივერსიტეტი ტოკმაკში მდებარეობს – ყირგიზეთის ჩრდილოეთით ყაზახეთის საზღვართან მდებარე მშვიდობიან ქალაქში. ტოკმაკი ჰარმონიული ეთნიკური ურთიერთობების კუნძულია იმ ფეთქებადსაშიშ რეგიონში, რომელიც კასპიის ზღვიდან ტიან–შანის მთებამდეა გადაჭიმული. რუსეთი, ჩინეთი და აშშ ამ რეგიონში გავლენისთვის ბოლო 20 წელია იბრძვიან. ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა აქ დასავლეთისკენ საკუთარი მარშრუტები გაიკაფეს, ხოლო ისლამისტური მოძრაობები აქ თალიბების მსგავსად ხალიფატის შექმნას ცდილობენ. რეგიონის წიაღში ნავთობის, გაზის, ოქროს და ურანის მარაგებია. გარდა ამისა, ნაყოფიერი ფერგანის ველი, რომელიც საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა თვითნებურად უზბეკებს, ყირგიზებს და ტაჯიკებს შორის გაანაწილა, ნამდვილი ყუმბარაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს. უნივერსიტეტის დაფუძნება მომავალის ერთგვარი იმედი იყო. მაგრამ ახლა, ტოკმაკის 55 ათასი მცხოვრები (განსაკუთრებით კი უზბეკური უმცირესობით დასახლებული კვარტლები), იმ დარბევების შიშით ცხოვრობს, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილი მოიცვა. სიტუაცია უკონტროლოა 51 წლის მშენებელმა და რესტორნის მფლობელმა, ეროვნებით უზბეკმა აბდიმოვლან აბდეზოვმა, ძვირფასი გერმანული ფაიფური გადამალა, საკუთარი „მერსედესი“ დაცულ ფარეხში ჩაკეტა და ცოლ–შვილი უცხეთში გაამგზავრა. ამ ზაფხულში მეზობელმა ყირგიზებმა შეძახილებით „უზბეკებო გაეთრიეთ!“ მისი რესტორანი დაწვეს. „ერთი ნაპერწკალია საჭირო და აქ მეორე ოში გაჩნდება“, – თქვა მან შიშნარევი ხმით. ცენტრალური მთავრობა ოშს (სიდიდით ქვეყნის მეორე ქალაქი) ვეღარ აკონტროლებს. ქვეყნის დროებითი ხელმძღვანელი როზა ოტუნბაევა გასულ კვირაში ამაოდ გამოთქვამდა პროტესტს ქუჩებში გამძვინვარებული ხალხის მასების წინააღმდეგ. აპრილში მან ოფისიდან მისი კორუმპირებული წინამორბედი ყურმანბექ ბაკიევი გააგდო, მაგრამ თავად მას ძალაუფლება ფაქტობრივად არ მიუღია. იმის ნაცვლად, რომ კრიზისით შეპყრობილ რეგიონში მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი ჯარის საკმარისი ნაწილები გაეგზავნა, მან ბრძანება გასცა იქ სააგიტაციო ფურცლები გაევრცელებინათ პაციფისტური ლოზუნგებით, ოშში კი მხოლოდ პარასკევს ჩავიდა. ამ მომენტისთვის, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, შეტაკებების დროს დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ათობით ათასმა უზბეკმა, ქვეყანა დატოვა და სმათი უმრავლესობა უზბეკეთში გაიქცა. იმავდროულად, უზბეკეთში მცხოვრები ყირგიზები ყირგიზეთის რესპუბლიკაში (ყირგიზეთის ოფიციალური სახელწოდება) გარბიან. არსებობს საფრთხე, რომ ძალადობის ტალღა შუა აზიის სხვა რაიონებზეც გავრცელდება. გასულ პარასკევს მოსკოვში, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის მიზნით ჯარების გაგზავნის გეგმა შეიმუშავა. „მე დემოკრატია არ მჭირდება“ ტოკმაკში რესტორნის მფობელი აბდეზოვი საკუთარი დაზიანებული საკუთრების გაყიდვას ცდილობს. მასაც სურს უზბეკეთში წასვლა და იქ ახალი ცხოვრების დაწყება, მიუხედავად იმისა უზბეკეთს (რა ირონიაა!) დიქტატორი, პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი მართავს, რომელმაც ოპოზიცია გაანადგურა, უფლებადამცველები დააპატიმრა და მუსულმან მღვდელთმსახურებას დევნიდა. ყირგიზეთი, რომელსაც ზოგჯერ „შუა აზიის შვეიცარიას“ უწოდებენ, დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში დემოკრატიის განვითარების ეტალონად ითვლებოდა. „მე დემოკრატია არ მჭირდება“, – თქვა აბდეზოვმა. – „მე მჭირდება, რომ ჩემი ცოლ–შვილი უსაფრთხოდ იყვნენ“. როგორც ჩანს, ყირგიზეთში დატრიალებულმა არეულობამ ცხადყო, რომ მეზობელი ქვეყნების დიქტატორები თავიდანვე მართლები იყვნენ. მთელ რეგიონში სტაბილურობა მხოლოდ მაშინ მიიღწეოდა, როდესაც მას დესპოტები აკონტროლებდნენ ( ჩინგის–ხანით დაწყებული და დასრულებული რუსი მეფეებით და სტალინით, რომელმაც რეგიონში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა. მასობრივი მკვლელობები და პიროვნების კულტი 72 წლის კარიმოვი ადრე უზბეკეთში (შუა აზიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი, 29 მილიონი ადამიანით დასახლებული ქვეყანა) კომუნისტურ პარტიას ხელმძღვანელობდა. როგორც იუწყებიან, 2005 წელს, მისმა უსაფრთხოების თანამშრომლებმა ანდიჟანში დემონსტრანტების მასობრივი მკვლელობები მოაწყვეს, დაახლოებით ათას ხუთასი ადამიანი დაიღუპა. ტაჯიკეთში ერთ დროს სისხლისმღვრელი სამოქლაქო ომი იყო გაჩაღებული, ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში უკანონო ბანდიტური ფორმირებები მართავდნენ. ახლა იქაური დიქტატორი ემომალ რახმონი არა იმდენად მართავს ქვეყანას, რამდენადაც მბრძანებლობს. ხოლო თურქმენეთი მისი პრეზიდენტის კულტის ძალიან უცნაური გამოვლინებით, გარე სამყაროსგან დიდწილად იზოლირებულია. ნავთობით მდიდარ ყაზახეთში 2007 წელს ერთადერთი პარტიის მიერ დაპყრობილმა პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც სამოცდაცხრა წლის ნურსულთან ნაზარბაიევი სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტად რჩება. გასულ კვირაში დეპუტატებმა მას კიდევ ერთი – „ერის ლიდერის“ წოდება მიანიჭეს, მოსპეს რა მომავალში არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. ახლა ნაზარბაევის შეურაცხყოფა კანონით ისჯება, არადა მის მიერ მართული ქვეყანა ხომ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გარდამავალი თავმჯდომარის თანამდებობაზეა. გარდა ამისა, ნაზარბაევმა იმუნიტეტი შეიძინა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ახლა მას, სხვა შუააზიელი მმართველების მსგავსად, ასევე მის ნათესავებს და კლანის წევრებს გამდიდრება უპრობლემოდ შეუძლიათ, მათ ხომ ხელი მიუწვდებათ ბუნებრივ რესურსებსა და წამყვან კომპანიებზე. დამსხვრეული იმედები დიდი ხნის განმავლობაში, ყირგიზეთი ის ერთადერთი შუააზიური ქვეყანა იყო, რომელიც ამ საერთო კანონზომიერებას არღვევდა. მართალია, პირველ პრეზიდენტ ასკარ აკაევს საკუთარი თავი არასდროს ავიწყდებოდა, თუმცა ოპოზიციური პარტიების არსებობას არ კრძალავდა. 2000 წელს, SPIEGEL–სთვის მიცემულ ინტერვიუში, მან აღიარა, რომ თანამედროვე პირობებში ახალი აბრეშუმის გზის შექმნაზე ოცნებობდა, თუმცა სიტუაციას რეალისტურად აფასებდა, და აცხადებდა, „დღეს რომ მარკო პოლოს იტალიიდან ჩინეთამდე მოგზაურობა მოენდომებინა, ჩვენი რეგიონის პირობებში ის ამას ვერ შეძლებდა იქ მყოფი მებაჟეების, მესაზღვრეების და სავიზო პირობების გამო“. მაგრამ თოთხმეტწლიანი მმართველობის შემდეგ, აკაევი დაამხეს, რადგან ის და მისი კლანი რისხვის ობიექტი გახდა. დასავლეთი მაშინდელი გადატრიალების მხარდაჭერაში მონაწილეობდა. „მისი მემკვიდრე ბაკიევი – უკანგადადგმული ნაბიჯი იყო“, – მიაჩნია ედილ ბაისალოვს, 2005 წლის „ტიტების რევოლუციის“ ერთ–ერთ ლიდერს. ასე უწოდებენ იმ მოვლენებს, რომლის დროსაც აკაევი დაამხეს. ოცდათორმეტი წლის ყირგიზი ბიშკეკის (ყირგიზეთის დედაქალაქი) ცენტრში, კაფეში ზის და ამბობს, რომ იმედგაცრუებულია. რევოლუციიდან სულ მალე ბაისალოვი ახალ მბრძანებელ ლიდერს ბაკიევს დაუპირისპირდა, რადგან მან პრესის თავისუფლება შეზღუდა, რომლის დახმარებითაც თავად ხელისუფლებაში მოვიდა და „ჩვენი პატარა ყირგიზეთი გაძარცვა“. ბაისალოვის თქმით, მას ყველაზე მეტად გული იმაზე წყდება, რომ „ამერიკელებს ხმა არ ამოუღიათ, როდესაც ბაკიევი არჩევნებს აყალბებდა და ოპოზიციონერების მკვლელობებს უკვეთავდა“. მაგრამ ვაშინგტონს ყირგიზეთი ავღანეთში ჯარების მომარაგებისთვის გარდამავალ პუნქტად სჭირდებოდა. ყოფილი ამერიკელი სენატორები, მაგალითად ბობ დოული, იმ ბანკის დერექტორთა საბჭოს წევრებიც კი იყვნენ, რომელსაც, როგორც ამბობენ, ბაკიევის შვილი მაქსიმი აკონტროლებდა. დემოკრატიის მარცხი ბაკიევის დამხობის შემდეგ, ბაისალოვი ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის როზა ოტუნბაევას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა, მაგრამ ორ კვირაში ამ თანამდებობაზე უარი თქვა. ოტუნბაევას საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმება და საპარლამენტო მმართველობის შემოღება სურს. ეს კეთილშობილური მიზანია, მაგრამ არის კი ის შესაფერისი გზა ყირგიზეთისთვის? ბაისალოვის თქმით, მისმა ახალმა უფროსმა არაფერი გააკეთა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის. შუა აზია არჩევანის წინაშე დგას. დემოკრატია დღეს როგორც ჩანს არ მუშაობს, მაგრამ ავტორიტარული რეჟიმებიც მათი აუტანელი მმართველობით რისკავენ მოსახლეობის იმ ზომამდე მიყვანას, რომ მათ ან სახალხო მღელვარება ან ისლამისტების გამოსვლები წალეკავს. ჯერ–ჯერობით, პრობლემის გადაწყვეტის არანაირი გზა არ ჩანს. ორიგინალი ორიგინალი
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, სანკ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის თანმდევ შეხვედრებზე ყარაბახის კონფლიქტის გადაწყვეტის მოსაძიებლად სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შეხვდა. მედვედევმა 2008 წლის მაისში მედვედევის ინაუგურაციის , ეს უკვე მეექვსეა ასეთ სამმხრივ შეხვედრებს შორის. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ორმა მხარემ გადადგა ნაბიჯი პროგრესისკენ და შეამცირა უთანხმოებები სადავო საკითხების გარშემო. პირველი ასეთი სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოსკოვის მახლობლად 2008 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამივე პრეზიდენტმა გაავრცელა დეკლარცია, რომელშიც ოფიციალურად დაადასტურეს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი თავისი ერთგულება, თანახმად ე.წ. მადრიდის პრინციპებისა, რომელიც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ შეიქმნა და ორივე მხარეს 2007 წლის ნოემბერში გადაეცა. მედვედევთან შემდეგი შეხვედრის შემდეგ, რომელიც 2010 წელს სოჭში შედგა, იტყობინებოდნენ რომ ორმა პრეზიდენტმა მიაღწიეს შეთანხმებას ”პრინციპების” განახლებული ვერსიის პრეამბულის ფორმულირებებთან დაკავშირებით. ეს პრეამბულა თითქმის ნამდვილად ადასტურებს მათ საერთო ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი. მაგრამ შემდგომი პროგრესი დაიბლოკა თურქეთის დაჟინებული მოთხოვნის (აზერბაიჯანის დავალებით) გამო. ის მოითხოვდა, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დარეგულირების იმ დოკუმენტის რატიფიცირება, რომელსაც ხელი გასულ ოქტომბერს ჟენევაში მოეწერა, დაკავშირებოდა ყარაბახის გარშემო მდებარე და სომხეთის კონტროლს დაქვემდებარებული 7 რაიონიდან, სულ ცოტა რამდენიმეს გათავისუფლებას სომხური შენაერთებისგან. როგორც ცნობილი გახდა, ”მადრიდის პრინციპების” სულ ბოლო ვარიანტი, სომხების მიერ კონტროლირებადი 5 აზერბაიჯანული რაიონიდან (ასეთი სულ შვიდია) სომხური ძალების ეტაპობრივ გამოყვანას შეიცავს (Agdam, Fizuli, Jabrayil, Zangelan and Qubadli), მაგრამ არაა დაზუსტებული რა ვადაში და რა თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს ეს ოპერაცია. დოკუმენტი მხარს უჭერს ”ახალ მოდალობას” ლაჩინის კორიდორისთვის, რომლის მეშვეობითაც მთიანი-ყარაბახი სომხეთის რესპუბლიკას უკავშირდება და ქელბაქარის რაიონისთვის, რომელიც ყარაბახსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. აზერბაიჯანის ახალი ამბების სააგენტო 1news.az 17 აპრილს იმოწმებდა თურქულ ყოველდღიურ გაზეთს “Hurriyet”-ს და წერდა, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტს ასეთი რამ უთხრა – აზერბაიჯანული რაიონების აგდამისა და ფიზულის გათავისუფლება ”სასურველი” პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით მთიანი-ყარაბახის ცენტრალური ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი სტეპანაკერტი და მახლობელი ქალაქი შუშა, აზერბაიჯანული შეტევებისთვის მოწყვლადი გახდებოდა. აპრილის შუა რიცხვებიდან პოლიტიკოსები სომხური ჯარების მოსალოდნელი გამოსვლის განრიგის სხვადასხვა ვარიანტის შესახებ ალაპარაკდნენ. მაისის ბოლოს day.az-მა გამოაქვეყნა აზერბაიჯანელი პარლამენტარის ტაჰირ რზაევის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ სომხებმა ხუთივე რაიონი ერთდროულად უნდა დატოვონ. ის ამბობდა, რომ ამ ნაბიჯს აზერბაიჯანისთვის ”სტრატეგიული მნიშვნელობა” აქვს. ამავე დროს მისი განცხადებით, ბაქო კომპრომისის სახით 2+3+2 მოდელსაც დაეთანხმებოდა (ჯერ აგდამი და ფიზული, მერე ჯაბრაილი, ზანგელანი და ქუბადლი, შემდეგ ლაჩინი და ქელბაქარი). მოგვიანებით აზერბაიჯანის ”ნაციონალ-სოციალისტური პარტიის” თავმჯდომარემ როვშან გუსეინოვმა იმავე საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ მისი აზრითაც, ოკუპირებული რაიონებიდან ჯარის ეტაპობრივი გამოყვანა სომხეთს მოწესრიგების პროცესის გაწელვის საშუალებას მისცემს. ის ამტკიცებდა, რომ ოკუპირებული რაიონები დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს. არ არის ცნობილი უკავშირდებოდა თუ არა პროგრესი, რომელსაც პეტერბურგის შეხვედრაზე მიაღწიეს, აზერბაიჯანული ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარის გამოყვანის განრიგს. ოფიციალურად არც არავის დაუდასტურებია და არც უარყვია და არც მედიაში არ გამოჩენილა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი მედვედევი თავისი აგვისტოს ვიზიტის დროს ერევანში აპირებს მადრიდის დაზუსტებული პრინციპების ჩატანას. დოკუმენტი თავდაპირველად სომხური ჯარის გაყვანას ითხოვდა არა მხოლოდ აგდამიდან და ფიზულიდან, არამედ კელბაქარიდანაც. ამავე დროს, რუსული ყოველდღიური გამოცემა ”ვერსია”, რომელიც დროდადრო რუსეთის მთავრობის სხვადასხვა წევრის სახელით სასინჯ ბურთებს უშვებს, 14 ივნისს ციტირებდა უცნობ წყაროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან. წყაროს თქმით, რომ სულ რამდენიმე თვეში, შესაძლოა აგვისტოს დასაწყისშიც რუსეთის სამშვიდობო ჯარები განთავსდნენ არ-აღიარებული მთიანი-ყარაბახის რესპუბლიკაში. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი საფარ აბიევი წელს უკვე ორჯერ იყო მოსკოვში ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად. იტყობინებიან, რომ თურქეთმა ირეაგირა რუსეთის ამ გეგმაზე და აზერბაიჯანის პარლამენტარები გააფრთხილა – ის დაუყოვნებლივ გასცემს პასუხს ამ ნაბიჯს და აზერბაიჯანულ ექსკლავში, ნახჭევანში, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, ჯარს გააგზავნის. ”ვერსია” შემდგომ ციტირებდა აზერბაიჯანის ადმინისტრაციის ვეტერან ჩინოვნიკს, ალი ჰასანოვს, რომლის თქმითაც, თურქეთის ჯარებს სამხედრო თანამშრომლობის არსებული სამხედრო შეთანხმების საფუძველზე, უფლება აქვთ შევიდნენ ნახჭევანში. ზოგიერთი აზერბაიჯანელი ექსპერტი ეჭვის ქვეშ აყენებს ”ვერსიის” სტატიის მართებულობას. აზერბაიჯანელი პარლამენტარმა ზაჰიდ ორდუჯმა ყოველდღიურ ინტერნეტ-გამოცემას echo-az.com-ს განუცხადა, რომ მას სტატია დეზინფორმაციად მიაჩნია. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ამ ბოლო დროს აზერბაიჯანის მიერ მიღებული სამხედრო დოქტრინის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს ჯარების დისლოცირება უნდა ჩატარდეს იმ საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად, რომელზეც აზერბაიჯანს ხელი აქვს მოწერილი. სამშვიდობო ჯარის განთავსება (რუსული ან საერთაშორისო) ყარაბახსა და გარემომცველ რაიონებში, ალბათ, დამოკიდებულია სომეხ და აზერბაიჯანელ პრეზიდენტებზე, რომლებმაც მადრიდის პრინციპებს ოფიციალურად მოაწერეს ხელი. სწორედ ამ დოკუმენტამა შექმნას ყოველმხრივი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი. ხელმოწერა ”პრინციპებზე” ასევე გზას უხსნის მოლაპარაკებების მაგიდასთან მთიანი-ყარაბახის წარმომადგენლების დაბრუნებას. ორიგინალი ორიგინალი
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/criminal_law-150x150.jpgმსჯავრდებული ზაზა დავითაია პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისის წინააღმდეგ. პატიმარი, რომელიც სასჯელს რუსთავის კოლონიაში იხდის, აცხადებს, რომ ის კორუფციის ბუდედ იქცა. ე.წ. უდოს კომისიის არაეფექტიანობაზე საუბრობს ზაზა დავითაიას მეუღლეც. გამოთქმულ შენიშვნებზე კომენტარის გაკეთება, კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენელს არ სურს, იმ მოტივით, რომ პრეტენიზები უსაფუძვლოა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/udo.jpg itvს ლინკი
  4. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/opozicia-aqciaze_big-300x202.jpgზურაბ ნოღაიდელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის პარტიების გაერთიანებაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, კონსულტაციები ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხზე მიმდინარეობს, ამ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ერთი პარტია ჩამოაყალიბონ, თუ კოალიცია შექმნან. ნოღაიდელი-ოქრუაშვილი-ბურჯანაძის გაერთიანებული ძალა ფრონტის გაშლას მთელ საქართველოში გეგმავს და მათ სამოქმედო გეგმებად რეგიონებიც კი აირჩიეს. კერძოდ, ირაკლი ოქრუაშვილი მისი პარტიული რესურსით ბრძოლის ფრონტის გაშლას შიდა ქართლში, ნინო ბურჯანაძე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ნოღაიდელი კი, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში კახა ქიმერაძისა და ლოთი ქობალიას დახმარებით გეგმავს. რაც შეეხება დედაქალაქს, აღნიშნული პარტიების კოალიციას დედაქალაქში დახმარებას ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე გაუწევენ, თუმცა, ჯერჯერობით შეუთანხმებელია, ისინი ამ პარტიასა თუ კოალიციაში გაერთიანდებიან თუ არა. ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ზურაბ ნოღაიდელი ყოფილი დეპუტატის მარინა მოლოდინისა და კობა ბუჩუკურის დახმარებით მცხეთა-მთიანეთშიც აპირებს ძალების მობილიზებას. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />Share View the full article
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainform24-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/udo1.jpg itvს ლინკი
  6. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/dirk_11.jpgჰოლანდიელი დირკ კიუიტი კმაყოფილია მისი ნაკრების მიღწული დონით და საბრძოლო სულისკვეთებითაა განწყობილი მთელი გუნდი შემდეგი მატჩებისთვის. ბერტ ვან მარვიკის გუნდი დამაჯერებლად ასპარეზობს. მათ ორი მატჩიდან ორივე გამარჯვებით აღნიშნეს და თანაც ისე, რომ საკუთარ კარში გოლიც არ გასვლიათ. “ნარინჯისფერებმა” ერთი მატჩით ადრე გაინაღდეს მერვედფინალის საგზური. “ლივერპულელმა” შემტევმა ნახევარმცველმა დირდ კიუიტმა ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ისინი ახლა უფრო დარწმუნებულები არიან საკუთარ ტავში და უფრო დამაჯრელებლადაც ითამაშებენ “კამერუნთან” წინააღმდეგ. “ჩვენი არცერთი ფეხბურთელი შედეგით უკმაყოფილო არაა. 2 მატჩში 6 ქულა, შესანიშნავია. ყველა გუნდი ოცნებობს ასეთ დასაწყისზე (იტალია მახსენდება: ავტ). დადებითი შედეგები ყოველთვის მოქმედებს ოპტიმალურ განწყობაზე.” კიუიტი არ თვლის, რომ მათ მეტი გოლი უნდა გაეტანათ, თუმცა ამის შეცვლას შემდეგ მატჩში აპირებენ. “არაფერია ცუდი იმაში, რომ ჩვენ ავირჩიეთ თავდაცვითი ტაკტიკა, ჩვენ ველოდებოდით ჩვენს შანსებს.” “ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერს, რაც კი ხდებოდა მოედანზე. გვყავს რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც შესანიშნავად შეუძლიათ მოწინააღმდეგის კართან ხიფათის შექმნა. ჩვენი გუნდი ყოველთვის ცნობილი იყო ამით.” “ცხადია, ყველა გუნდი ცდილობს, ითამაშოს კარგად, გაიმარჯვოს და მიაღწიოს წარმატებას. მაგრამ ჩვენ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც თითოეულ გუნდს თავისი ძლიერი მხარე აქვს.” წყარო: Liverpoolfc.ru View the full article
  7. http://cache3.asset-cache.net/xc/102371924.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E64B9EAE3171D2A197EA348332ABDD23076044589DCF613A42სლოვაკური სასწაული:მოქმედი ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩნენ. სამხრეთ აფრიკულ მუნდიალზე რომ სენსაციები მრავლად ხდება, ეს უკვე კარგად მოგეხსენებათ. ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სლოვაკეთის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 3:2 დაამარცხა და ფლეი ოფში გააღწია. 90 წუთი დაჰყო მინდორზე მარტინ შკრტელმა, რომელმაც მთლიანობაში საკმაოდ კარგად იასპარეზა. მართალია, ერთ ეპიზოდში კინაღამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ შემდეგ ბურთი ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა. http://cache2.asset-cache.net/xc/102372666.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6C050E06CBE76683CEA348332ABDD2307C60CDF36706CDA75http://cache1.asset-cache.net/xc/102372263.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6FB17EBF43B4BB106EA348332ABDD23071CFF27B81BB6B546http://cache4.asset-cache.net/xc/102372505.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E69F8129848E0E8614EA348332ABDD2307EBA8371FB54A04F7http://cache4.asset-cache.net/xc/102370292.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6037920A8B4296740EA348332ABDD2307553E5AA4A602DE4D View the full article
  8. 25 ივნისს 10:00 საათზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთობლივი სემინარი ჰოლანდიელი ექსპერტების მონაწილეობით –”ინსტრუმენტები და ამოცანები რეფორმის პროცესში” გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 25 ივნისს 10:00 საათზე “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი” სასტუმრო ~რედისონში” კონფერენციას გამართავს. 25 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სამინისტროს მიერ გამოვლენილ 2010 წლის საუკეთესო მოსწავლეს, მასწავლებელს, დირექტორს, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს, კერძო და საჯარო სკოლებს დააჯილდოებს. 25 ივნისს 11:45 საათზე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე შეხვდება. 25 ივნისს 12:00 საათზე “მის საქართველო 2010~-ის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. ‘ მის: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-9 კმ.(უზდეუს ცენტრი), 25 ივნისს 12:00 საათზე სახალხო სასამართლოში “აფრასიძეების საქმის” განხილვა დაიწყება. მის: მ. კოსტავას ქ. №47(საზოგადოება “ცოდნას” საოფისე შენობა) IV სართული, ოთახი #27 25 ივნისს 12:00 საათზე `ადამიანის უფლებათა ცენტრი~ პრესკონფერენციას გამართავს მის.: ყაზბეგის გამზ. #3ა, II სადარბაზო, IV სართული, ბინა #22 25 ივნისს 12:00 საათზე “ხალხის პარტიის” პოლიტიკური მდივანი ალეკო შალამბერიძე პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს. თემა: `პედაგოგების მასობრივი შემცირება და მათი “ახალგაზრდა ნაციონალების~ კადრებით ჩანაცვლება. მის: ჩუბინაშვილის ქ. #20 25 ივნისს 13:00 საათზე “ეროვნული ფორუმის” ინიციატივით ჭადრაკის სასახლეში პარტიული კონფერენცია გაიმართება. 25 ივნისს 13:00 საათზე საქართველოს სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში ნახატების კონკურსის ”ჩვენ ვსწავლობთ ერთად” მონაწილე მოხალისე სტუდენტების დაჯილდოება გაიმართება. 25 ივნისს 13:00 საათზე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (N317) 25 ივნისს 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი არსენიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის სენატორ მარეკ კონოპკას შეხვდება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 25 ივნისს 13:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში კომისიის წევრები, საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს წევრებს შეხვდებიან. 25 ივნისს 13:00 საათზე ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართება. 25 ივნისს 13:00 საათზე ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრი მაგდა ანიკაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: “ჯანდაცვის რეფერალური პროგრამის დაფინანსების შეჩერება”. ფრაქციის სათათბირო ოთახი 25 ივნისს 13:00 საათზე “ქრისტიან-დემოკრატი” ზაზა გაბუნია საკრებულოში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ავარიული ინფრასტრუქტურა თბილისში”. 25 ივნისს 14:00 საათზე ახალციხეში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ელენე თევდორაძის ხელმძღვანელობით ერთწლიანი პროექტის “კულტურათა შორის დიალოგის” ფარგლებში ღონისძიება ჩატარდება. 25 ივნისს 15:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში კომისიის და სარედაქციო საბჭოს სხდომა გაიმართება. 25 ივნისს 16:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 25 ივნისს 17:00 საათზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (N221) 25 ივნისს 20:00 საათზე კინოთეატრ ~ამირანში”" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საღამო ~პარიზული პრემიერა თბილისში”" გაიმართება. 25 ივნისს 20:00 საათზე “თბილისი ცენტრალ”-ში სამოდელო სააგენტო “Art Face”-ი წლის შემაჯამებელ ჩვენებას მოაწყობს. იხილეთ epn.ge
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/burjalarab_jacuzzi-150x150.jpgახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით მთავრობა სამედიცინო ტექნიკის იმპორტს დამატებითი ღირებულების გადასახადს უწესებს, ჯაკუზები და საშხპაეები კი სწორედ ამ კატეგორიაში გადის. ამიტომ შესაძლოა ჰიგიენურ ინვენტარზე ფასებმა სულ მალე მოიმატოს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/jakuzi.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...