Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/tv2-150x150.jpgდასრულდება თუ არა რეგიონული ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალებების ჩამოწერის თემაზე დაწყებული დისკუსია დიდი სატელევიზიო ამნისტიით - ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ შესაბამის პროექტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე” პარლამენტმა კენჭი პირველი მოსმენით ხვალ უნდა უყაროს. არსებული სახით მისი დამტკციების შემთხვევაში სახელმწიფოს ტელეკომპანიებისთვის 300 000-ს ნაცვლად, რომლის პატიებაც რეგიონული მაუწყებლებისთვის იგეგმებოდა, უკვე 36 მილიონი ლარის ჩამოწერა მოუწევს. ამნისტირებულთა სიაში რადიოკომპანიების და ბეჭდური მედიის შესვლის შემთხვევაში კი, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/amnsitia.jpg itvს ლინკი
  2. გაზიარება [19:16 24-06-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCN2-KdWhMI/AAAAAAAAD2I/zJ6f_aVdQzE/s200/opozicionalite.gifზურაბ ნოღაიდელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის პარტიების გაერთიანებაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, კონსულტაციები ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხზე მიმდინარეობს, ამ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ერთი პარტია ჩამოაყალიბონ, თუ კოალიცია შექმნან. ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, ბურჯანაძის გაერთიანებული ძალა ფრონტის გაშლას მთელ საქართველოში გეგმავს და მათ სამოქმედო გეგმებად რეგიონებიც კი აირჩიეს. კერძოდ, ირაკლი ოქრუაშვილი მისი პარტიული რესურსით ბრძოლის ფრონტის გაშლას შიდა ქართლში, ნინო ბურჯაძანე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ნოღაიდელი კი, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში კახა ქიმერაძისა და ლოთი ქობალიას დახმარებით გეგმავს. რაც შეეხება დედაქალაქს, აღნიშნული პარტიების კოალიციას დედაქალაქში დახმარებას ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე გაუწევენ, თუმცა, ჯერჯერობით შეუთანხმებელია, ისინი ამ პარტიასა თუ კოალიციაში გაერთიანდებიან თუ არა. ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ზურაბ ნოღაიდელი ყოფილი დეპუტატის მარინა მოლოდინისა და კობა ბუჩუკურის დახმარებით მცხეთა-მთიანეთშიც აპირებს ძალების მობილიზებას. ipnhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  3. დღეს თბილისში, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ქართულ-ავსტრიული ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა. მას საქართველოს მტავრობის წევრები, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრყ… ლინკი მედიანიუსზე
  4. ლეიბორისტული პარტია საქართველოს პარლამენტისგან მათ მიერ წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების დაუყოვნებლივ განხილვას მოთხოვს. ცვლილებები რელიგიური… ლინკი მედიანიუსზე
  5. აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნით ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/xidi-150x150.jpgსოფელ გლდანში ჩამონგრეული ხიდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საგზაო დეპარტამენტში აბობენ რომ ხიდი ჩამონგრევამდე 2 საათით ადრე შეამოწმეს. აკმაყოფილედა თუ არა ესტაკადა უსაფრთხოების ნორმებს და რა ბედი ელით მდინარე გლდანულას ნაპირებთან მცხოვრებ მოსახლეობას. ნახეთ ანნა ლაპიაშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/xidi1.jpg itvს ლინკი
  7. http://www.liverpoolbanter.co.uk/rierababel-460.jpg“ლივერპულის” ორმა გარემარბმა ალბერტ რიერამ და რაიან ბაბელმა შესაძლოა წელს კლუბი დატოვონ. ამ ფეხბურთელებით ინტერესს ორი ევროპული გუნდი იტალიური “იუვენტუსი” და ინგლისური “არსენალი” იჩენს.ბაბელისადმი ინტერესს გასულ ზამთარს ასევე ინგლისური “ბირმინგემი” იჩენდა, მაგრამ ყოფილმა “წითლების” დამრიგებელმა, რაფაელ ბენიტესმა მისი გაშვება არ ისურვა. ჰოლანდიელის ფასი დაახლოებით 10-12 მილიონ დოლარამდე მერყეობს. არსენ ვენგერი და ალექს მაკლიში ორივე იბრძვის ამ ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად. მათი აზრით 23 წლის ნახევარმცველს წინ დიდი მომავალი უწერია. ამავდროულად “ლივერპულის” მეორე ნახევარმცველზე “იუვენტუსი” ფიქრობს. საუბარი მაქვს “მერსისაიდელთა” 11 ნომერზე, ალბერტ რიერაზე. ტურინელებმა უკვე მიყიდეს ფაბიო გროსო და ტიაგო ესპანურ “ატლეტიკოს” და მზად არიან რიერაში დაახლოებით 7-8 მილიონი გამოყონ. ალბერტზე ასევე თავიაანთ სიმპატიებს გერმანული კლუბებიც იჩენენ. ესენია “შტუტგარტი” და “ჰამბურგი”. რამდენს შესთავაზებენ ისინი ყოფილ “ესპანიოლის” გარემარბს ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციისწყარო:http:clickliverpool.com View the full article
  8. ფონდ `20-20”-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ახალი ოპოზიციური ალიანსის წარმატებულობა იმაზე იქნება დამოკიდებული, შეიქმნება თუ არა ძალთა… ლინკი მედიანიუსზე
  9. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შუამდგომლობით, კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯიამ” გარდაბანში 40 პრობაციონერი დაასაქმა. პირობით… ლინკი მედიანიუსზე
  10. არის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8402 ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე
  11. /get_img?NrArticle=1786&NrImage=2 ხიდის ნაწილი, რომელიც წლების მანძილზე გამაგრებით სამუშაოებს მოითხოვდა, გუშინ ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ჩამოანგრია. ხიდის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, როცა მდინარე გლდანულა დაახლოებით 6 მეტრით ადიდდა. ადიდებულ მდინარეს ადგილობრივი მოსახლეობა ხიდიდანვე აკვირდებოდა. ხალხის ნაწილმა, რომელიც ხიდის ქვემოდან უყურებდა განვითარებულ მოვლენებს, შენიშნა, რომ ხიდის ის ნაწილი, რომელიც წყალში იდგა, მდებარეობას იცვლიდა. „ხალხი მათ აფრთხილებდა, მალე გამოეცალეთ მანდაურობას, ხიდი ინგრევაო, მაგრამ ვერ გააგონეს“, –ამბობს ქალბატონი, რომლის 25 წლის ნათესავი მამაკაციც ხიდის ჩამონგრევას ემსხვერპლა. მის გარდა ხიდის ამ მონაკვეთზე კიდევ ერთი მამაკაცი და მისი 4 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. „მოსახლეობის გაფრთხილების შემდეგ, მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა, ალბათ იფიქრა გავასწრებო, ხოლო ბავშვი მანქანის დასაჯდომებს შორის გაიჭედა და ამიტომ გადარჩა, ახლა საავადმყოფოშია“,– ამბობს გლდანის მკვიდრი. ხიდი, რომელიც ჩამოინგრა, წლების მანძილზე თურქეთიდან შემოსული ტრაილერებისთვის და სხვა სატვირთო ავტომობილებისთვის სატრანზიტო გზას წარმოადგენდა. ამ გზით მანქანები ლილოში მიდიოდნენ. “კომუნისტების დროს რომ აშენდა, მას შემდეგ ხელი არავის უხლია ამ ხიდისთვის. რამდენჯერმე მოვითხოვეთ, მისთვის მიეხედათ. ყველამ იცოდა, რომ ხიდის ის ნაწილი, რომელიც წყალში იდგა, დიდხანს ვეღარ გაძლებდა. წერილებიც დავწერეთ გამგებლის სახელზე, მაგრამ კაციშვილმა არ მოგვაქცია ყურადღება“, –ამბობს სოფელ გლდანის 45 წლის მკვირდი, რომელმაც არ მოისურვა სახელის გამჟღავნება. ამ ხიდიდან რამდენიმე მეტრში კიდევ ერთი, შედარებით პატარა ხიდია, რომელიც სოფელს თიანეთთან აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინათ იგი შეკეთდა, ადიდებულმა მდინარემ მისი დეფორმაცია გამოიწვია. მასზე მიმავალ გზასაც პოლიციის მანქანები აკონტროლებენ და მოსახლეობას არ უშვებენ. სოფლის მოსახლეობამ არ იცის, კონკრეტულად რომელმა კომპანიამ შეაკეთა ჩამონგრეული ხიდი. ისინი მის უხარისხოდ შეკეთებაში მხოლოდ სოფლის გამგებელს, ნიკოლოზ (კოკა) ღვინიანიძეს ადანაშაულებენ. როგორც საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, ეს ხიდი კომპანია „ბედეკს“ უნდა შეეკეთებინა. ამ კომპანიასთან დაკავშირება კი იმ მიზეზის გამო ვერ ხერხდება, რომ სატენდერო კომპანიების მონაცემებში კომპანიიის ხელმძღვანელის სახელისა და გვარის მეტი სხვა ინფორმაცია არ არსებობს. მოსახლეობის თქმით, ასეთი ადიდებული გლდანულა 25 წელიწადია არ ახსოვთ. სოფელ გლდანში არსებული ორივე ხიდი დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოითხოვს. „ადევნეთ თვალი, რამდენს გადმორიცხავენ ამ ხიდების გასაკეთებლად და ნახავთ, საბოლოოდ რა გაკეთდება“, –ამბობს სოფლის მკვიდრი. /get_img?NrArticle=1786&NrImage=1 სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. „ხალხი ს პარტიის“ წარმომადგენლებმა წყალზე ტარიფების დიფერენცირების მოთხოვნით, კომპანია „ჯორჯიან ენდ ფაუერის“ სათაო ოფისთან ბრიფინგი გამართეს. „ხალხის… ლინკი მედიანიუსზე
  13. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ნარკოლოგიური შემოწმება ჩატარდა . სემეკ-ის თანამშრომლებს ნარკოლოგიური შემოწმება ლევან… ლინკი მედიანიუსზე
  14. დედაქალაქის საკრებულოს ახლად შექმნილი ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარის ინგა გრიგოლიას განცხადებით, თბილისის მერი გიგი უგულავა მოსახლეობის გარკვეული სეგმენტისთვის… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/antikrizisuli-sabcho-150x150.jpgანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემები განიხილეს. შეხვედრას კობა სუბელიანი, გია ბარამია და ალექსანდრე კვიტაშვილიც დაესწრნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/antik.jpg itvს ლინკი
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sabw-150x150.jpgდღეს მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ეროვნული საბჭოს დაშლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო ბლოკი დაიშალა, თუმცა მასში შემავალი პარტიები კოორდინაციაში ყოფნას გააგრძლებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sabwo.jpg itvს ლინკი
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/biuro5-150x133.jpgპარლამენტის ბიუროს გამაღთვის ზუსტი დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამასთან, პარლამენტში ამ დრომდე მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტი არ შესულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები უკვე გადაწყვეტილია. შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ შეიცვლება ეკონომიკის მინისტრი, კიდევ ორი რომელიმე მინისტრი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. იხილეთ epn.ge
  18. მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...