planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.footie.co.za/blog/wp-content/uploads/2010/03/mascherano-rafa-benitez.jpg მილანის “ინტერი” მზადაა იყიდოს “ლივერპულის” ჩამშლელი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო თუ ის 25 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.“ინტერის” ბოსს, რაფაელ ბენიტესს მასკერანო ძალიან უნდა, მაგრამ “ლივერპული” მას ძალიან აძვირებს. მასიმო მორატის თქმით თუ მასკერანო არ გადავა 25 მილიონად მათ უკვე შერჩეული ყავთ ამ ფასის მოთამაშე – ეს გახლავთ “იუვენტუსის” ნახევარმცველი ფილიპე მელო. ინფორმაციის წყარო:The Mirror View the full article
-
http://img.dailymail.co.uk/i/pix/2008/04_02/BabelFabregas_468x293.jpg იწერებოდა ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით რომ ლონდონის “არსენალს” “ლივერპულის” გარემარბი რაიან ბაბელი უნდოდა.არსენ ვენგერი ბრძოლას არ წყვეტს და მზადაა ისარგებლოს იმ არეულებით, რაც ამჟამად “ენფილდზე” ხდება და რაიანი “მეთოფე” გახადოს. ბაბელი ტრანსფერზე არავის დაუყენებია, მიუხედავად ამისა სამი კლუბი მზადაა ერთმანეთს გაეჯიბროს ჰოლანდიელისათვის. ესენია: ინგლისური “არსენალი” და “ბირმინგემ სიტი” – ჰოლანდიური “აიაქსი” (სადაც დაიწყო კარიერა). ქრისტიან პარლსლოიმ განაცხადა რომ სანამ “წითლებს” არ ეყოლებათ ახალი ბოსი ისინი არ გაუშვებენ არცერთ ფეხბურთელს. “მეთოფეები” ბაბელის სანაცვლოდ კლუბის ხელმძღვანელობას 12 მილიონს სთავაზობენ. რობინ ვან პერსი რაიანის კარგი მეგობარია და გადმოსვლას ურჩევს. ბოლო სიტყვა “ლივერპულისაა”… ინფრომაციის წყარო:Caughtoffside.com View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/michael_jackson_3-150x150.jpgერთი წელი პოპ-მუსიკის ლეგენდის გარდაცვალებიდან. მაიკლ ჯექსონის თაყვანისმცემლები დღეს ისევ აქტიურად საუბრობენ საკუთარი კერპის გარდაცვალების ვერსიებზე. ოფიციალურად სიკვდილის მიზეზად დღემდე გულის შეტევა სახელდება, თუმცა უკვე ერთი წელია სამართალდამცავები საბოლოო დასვნას ვერ დებენ თუ რა მოხდა რეალურად 2009 წლის 25 ივნისს ჯექსონის ჰოლმბი ჰილლსის ბინაში… ერთი წელი ლეგენდის გარეშე - პოპის მეფის ფანებს შორის აიტივის ჟურნალისტი თამუნა კვარაცხელიაცაა. ნახეთ მისი სიუჟეტი მაიკლ ჯექსონის შესახებ http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/jackson.jpg itvს ლინკი
-
ეროტიკული მუსიკალური ვიდეო კლიპები ამ კლიპების უმრავლესობა ტელევიზიით ჩვენებისთვის აკრძლაულია. ფორმატი ----- DVD 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/erovnuli_forumi-150x150.jpgსამოქმედო გეგმა და პირველი პარტიული კონფერენცია – ეროვნულმა ფორუმმა დღეს მომხრეები ვერის პარკში შეკრიბა. ნიკო ორველაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კოლაჟი და ეკონომიკური განვითარების ხედვა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და აუცილებელი პროექტები – ამ თემებზე კონფერენციის მონაწილეები დღეს სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ეროვნული ფორუმი მომდევნო შეკრებას სექტემბერში პარტიის ყრილობაზე გეგმავს და მანამდე საკუთარი რიგების გაზრდას ელოდება. თითო ფორუმელმა პარტიაში ათი პირი უნდა გააწევრიანოს – სწორედ ასეთი დავალება მიიღეს დღეს შეკრებილებმა. – ხათუნა კაციტაძე გიამბობთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/xatuna-forumiflv_000003680.jpg itvს ლინკი
-
გაზიარება [ლიკა კერატიშვილი. 19:14 25-06-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCTHc5m__JI/AAAAAAAAD2g/wJ3_MvbVTSg/s200/bagrationi.gifინტერნეტში, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ვებგვერდზე, რომელსაც "საქართველოს სამეფო სახლი" ჰქვია, განთავსებულია ინფორმაცია, რომ დავით ბაგრატიონი ღირსების მედლებს გასცემს. რამდენიმე დღის წინ ეს ამბავი დაიწერა, შემდეგ კი ტელეკომპანია "იმედმა" დეტალურად განიხილა და აღნიშნა, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელი "მორიგ სკანდალში გაეხვია". ითქვა, რომ დავით ბაგრატიონი საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსების მედლებს თვითნებურად ურიგებს. სიუჟეტის მიხედვით, ვებგვერდი "საქართველოს სამეფო სახლი" დავით ბაგრატიონმა ოფიციალურად შექმნა, სადაც წმინდა გიორგისგამოსახულებიანი ოქროს მედალი და იმ ჩვიდმეტი ადამიანის გვარია მითითებული, რომლებიც ამ მედლით დაჯილდოვდნენ. მათ შორის ქართველი მხოლოდ ერთია - სიმონ კოპაძე, რომელიც ამ მედლის მიღებას უარყოფს... ამ ფაქტსა და საერთოდ, დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ აგორებულ პიარკამპანიაზე თვალსაზრისის გამოხატვა ვთხოვეთ თავადაზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარეს, ქალბატონ ია ბაგრატიონ-მუხრანელს: - ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბაგრატიონებს ტელევიზიითა თუ პრესის მეშვეობით ლანძღავენ, გადაცემების მთელი სერიალია მომზადებული, რაც ბაგრატიონების საწინააღმდეგოდ კარგად დაგეგმილი აქციაა. არ ვიცი, ზუსტად რომელ ორდენსა და მედალზე იყო ლაპარაკი. ბატონმა ერეკლემ, დავით ბაგრატიონის პაპამ შექმნა ქრისტეს კვართის ორდენი და მას ჰქონდა ამის უფლება. სხვა საკითხია, დავითი ამ მედლებს რა დამსახურებისთვის არიგებდა, მაგრამ თუ არიგებდა ისე, როგორც მეფე, ამის უფლება არ აქვს, რადგან სამეფო ტახტი ორასი წლის წინ გაუქმდა. არც პრესით და არც ტელევიზიით ამის დაკონკრეტება არ მომხდარა, ვისაც რა მოეპრიანება, იმას ამბობს და წერს. ბაგრატიონების ლანძღვას ხან ერთ ჟურნალისტს ავალებენ და ხან - მეორეს. ალბათ, არსებობს დამკვეთი და ამ დამკვეთის დავალებას ასრულებენ. P.S. დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწილამდე, 2009 წლის 24 იანვარს, მადრიდის საგამოფენო ცენტრში ახალი რაინდებისა და ქალბატონების სამეფო ორდენით - "საქართველოს არწივითა და უფლის კვართით" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიას თავმჯდომარეობდა დავითის ნახევარძმა უგო (გურამ) ბაგრატიონ-მუხრანელი. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს, იორდანიის, თურქეთის სამეფო და საიმპერატორო ოჯახების წარმომადგენლები. საქართველოს საპატრიარქოდან მადრიდშიჩასული იყო სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა ილია. წვეულებას ასევე ესწრებოდა საქართველოს იმჟამინდელი ელჩი ესპანეთში, ეკონომიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მეუღლესთან ერთად. "ყველა სიახლე" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
საეკლესიო კალენდარი კვირა წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); მეთოდე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847). წმიდა წინასწარმეტყველი ელისე… ლინკი მედიანიუსზე
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/antikrizisuli-150x150.jpgკონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობასა და კონსტიტუციის კანონპროექტზე იმსჯელეს დღეს, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე. საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა მათ, ბოლო ხანებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ეკოლოგიურ პრობლემებსა და ქონებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შესახებ საბჭოს წევრთა შეთავაზებები მოისმინა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/antikrizisuli1.jpg itvს ლინკი
-
medianews.ge- გოგი თოფაძე ბიზნესს ფინეთში იწყებს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
ცნობილი ბიზნესმენი გოგი თოფაძე უკრაინის და ყაზახეთის შემდეგ ბიზნესს ფინეთში იწყებს. როგორც „ყაზბეგის“ პრეზიდენტმა რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ… ლინკი მედიანიუსზე -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/201003103749-150x150.jpgსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ახალი პროგრამული პრიორიტეტების სამუშაო ვერსია საჯარო განხილვისთვის წელს პირველად წარადგინა. სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებულ ზოგად დებულებებში გაწერილია პროგრამული ბადის განსაზღვრის რეკომენდაციები. სამურვეო საბჭომ ზოგადი დებულებების მიხედვით კიდევ ერთი სიახლე განსაზღვრა. პირველი არხი საქართველოს ტერიტორიაზე 70 % იანი გავრცელების ნაცვლად 90 % დაფარავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/mauwyebeli.jpg itvს ლინკი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saia15-150x130.jpgსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ტელეკომპანიის ‘თრიალეთი’ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება გუშინ, შუაღამისას ქალაქ გორში მომხდარ ფაქტზე. საიას ინფორმაციით, 25 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ტელეკომპანიის “თრიალეთი” ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილს და ოპერატორ იმედა გოგოლაძეს გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის დემონტაჟის პროცესის გაშუქებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/magda-150x150.jpg„ქრისტიან-დემოკრატები” ჯანდაცვის სამინისტროსგან მოქალაქეთა განცხადებების განხილვის დაწყებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მკურნალობის დაფინანსების აღდგენას ითხოვენ. მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, სამინისტრო განცხადებებს უკვე ორი თვეა აღარ განიხილავს. შესაბამისად, შეწყვეტილია რეფერალური პროგრამებით დაფინანსებაც. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/magda1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/pasporti-150x150.jpgუცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის და პასპორტის გაცემის პროცედურები მარტივდება. ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან აღდგენის, ასევე მოქალაქეობიდან გასვლის წესშიც. პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ზვიად კუკავა ამბობს, რომ ცვლილებების მიზანი სხვებთან ერთად იმ პრობლემების მოგვარებაცაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობიდან გასული და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მომლოდინე ადამიანები აწყდებიან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/pasportebi.jpg itvს ლინკი
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8397 ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე