Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს “ელიტ ელექტრონიქსის“ სათაო ოფისში მედიის წარმომადგენლები ცნობილი ბრენდების ტექნიკის შეძენას აუქციონზე სიმბოლურ ფასად შეძლებენ. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  2. საეკლესიო კალენდარი ორშაბათი წინასწარმეტყველისა ამოსისა (VIII ს. ქრისტე შობამდე); მოწამეთა:ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტია მზრდელისა (დაახლ.… ლინკი მედიანიუსზე
  3. გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს სრული კრახი აგემა ინგლისის ნაკრებს. შეხვედრაში გერმანელებმა დამაჯერებლად 4:1 გაიმარჯვეს. მას შემდეგ რაც პირველი ტაიმი ინგლისელებმა დათმეს, შეხვედრის მეორე ნახევარში წელში ვეღარ გაიმართნენ. მატჩის საწყის წუთებში ინგლისელები მეკარე ნოიერის კართან აქტიურობდნენ და შეტევებსაც ახორციელებდნენ, თუმცა უშედეგოდ. რის შემდეგაც საკუთარ კარში გოლიც მიიღეს. მატჩის მე–20 წუთზე მიროსლავ კლოზემ ისარგებლა რა ინგლისელთა მცველების შეცდომით, მეკარე ჯეიმსთან პირისპირ დარჩენილს აღარ გასჭირვებია გოლის გატანა 1:0. გერმანელთა გოლის შემდეგ ინგლისელები თითქოსდა გააქტიურდნენ, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. კიდევ ერთი შეცდომა ინგლისელთა მცველებისა და ლუკას პოდოლსკიმ მოახერხა გოლის გატანა 2:0. სულ მალე კი აპსონმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა 1:2. რამდენიმე წუთში კი ურუგვაელი მსაჯის ხორხე ლარიონდას მიერ არ ჩათვლილი 100 პროცენტიანი გოლი ვიხილეთ. ბურთმა კარის ხაზი საგრძნობლად გადაკვეთა,თუმცა მსაჯმა ამაზე რეაგირება არ მოახდინა. საბოლოდ პირველი ტაიმი გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს. მეორე ტაიმში გერმანული მანქანა კი აშკარად სხვანაირად ამოძრავდა და დამატებით ორი გოლის გატანაც მოახერხა. 67-ე და 70–ე წუთებზე მიულერმა დუბლის შესრულება მოახერხა და საბოლოდ 4:1 გაიმარჯვეს გერმანელებმა. გერმანიის ეროვნული ნაკრები 1/4 ფინალში არგენტინისა და მექსიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება. იხილეთ fanebi.com
  4. გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს სრული კრახი აგემა ინგლისელებს. შეხვედრაში გერმანელებმა დამაჯერებლად 4:1 გაიმარჯვეს. მას შემდეგ, რაც პირველი ტაიმი ინგლისელებმა დათმეს, შეხვედრის მეორე ნახევარში წელში ვეღარ გაიმართნენ. მატჩის საწყის წუთებში ინგლისელები მეკარე ნოიერის კართან აქტიურობდნენ და შეტევებსაც ახორციელებდნენ, თუმცა ამაოდ. რის შემდეგაც საკუთარ კარში გოლიც მიიღეს. მატჩის მე–20 წუთზე მიროსლავ კლოზემ ისარგებლა რა ინგლისელი მცველების შეცდომით, მეკარე ჯეიმსთან პირისპირ დარჩენილს აღარ გასჭირვებია გოლის გატანა - 1:0. გერმანელთა გოლის შემდეგ ინგლისელები თითქოსდა გააქტიურდნენ, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. კიდევ ერთი შეცდომა ინგლისელთა მცველებისა და ლუკას პოდოლსკიმ მოახერხა გოლის გატანა - 2:0. სულ მალე კი აპსონმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა - 1:2. რამდენიმე წუთში კი ურუგვაელი მსაჯის ხორხე ლარიონდას მიერ არ ჩათვლილი 100 პროცენტიანი გოლი ვიხილეთ. ბურთმა კარის ხაზი შესამჩნევად გადაკვეთა, თუმცა მსაჯმა ამაზე რეაგირება არ მოახდინა. საბოლოდ პირველი ტაიმი გერმანელებმა 2:1 მოიგეს. მეორე ტაიმში გერმანული მანქანა აშკარად სხვანაირად ამოძრავდა და დამატებით ორი გოლის გატანაც მოახერხა. 67-ე და 70–ე წუთებზე მიულერმა დუბლის შესრულება მოახერხა და საბოლოდ 4:1 გაიმარჯვეს გერმანელებმა. გერმანიის ეროვნული ნაკრები 1/4-ფინალში არგენტინისა და მექსიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება. იხილეთ fanebi.com
  5. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ორი 1/8 -ფინალური მატჩი გაიმართა და პლეი–ოფების პირველივე დღეს პირველი დამატებითი ტაიმები ვიხილეთ. ეს ყველაფერი აშშ–სა და განას შეხვედრაში მოხდა. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, პირველივე წუთებიდან აფრიკელები შეტევებს ახორციელებდნენ ამერიკელთა კართან, სადაც სულ მალე გოლიც ვიხილეთ. შეხვედრის მე–5 წუთზე კევინ პრინს ბოატენგმა ჩამოიცილა ამერიკის ნაკრების მცველები და მეკარე ჰოვარდთან პირისპირ დარჩენილმა ბოატენგმა გოლის გატანა მოახერხა 1:0. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში თანაბარი თამაში ვიხილეთ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც ვერ გამოიყენეს ფეხბურთელებმა. რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, ამერიკა მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესი გამოვიდა და უფრო მეტად აქტიურობდა მეტოქის კართან, რასაც ლენდონ დონოვანის გოლი მოჰყვა, ეს მას შემდეგ რაც თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს ამერიკის ფეხბურთელებმა. დონოვანმა მატჩის 62-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და შესაბამისად დამატებითი ორი 15-წუთიანი ტაიმი ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ. განელებმა გადამწყვეტი გოლის გატანა 93-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ასამოა გიანმა აიღო მეკარე ჰოვარდის კარი 2:1 და აფრიკელები 1/4-ფინალში ურუგვაის დაუპირისპირდებიან. იხილეთ fanebi.com
  6. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ორი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა და პლეი–ოფების პირველივე დღეს პირველი დამატებითი ტაიმები ვიხილეთ. ეს ყველაფერი კი აშშ–სა და განას შეხვედრაში მოხდა. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, პირველივე წუთებიდან აფრიკელები შეტევებს ახორციელებდნენ ამერიკელთა კართან, სადაც სულ მალე გოლიც ვიხილეთ. შეხვედრის მე–5 წუთზე კევინ პრინს ბოატენგმა ჩამოიცილა ამერიკის ნაკრების მცველები და მეკარე ჰოვარდთან პირისპირ დარჩენილმა ბოატენგმა მეკარე ჰოვარდის კარში გოლის გატანა მოახერხა 1:0. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში თანაბარი თამაში ვიხილეთ და რამდენიმე სახიფათო მომენტებიც ვერ გამოიყენეს ფეხბურთელებმა. რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, ამერიკა მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესი გამოვიდა და უფრო მეტად აქტიურობდა მეტოქის კართან. რასაც ლენდონ დონოვანის გოლი მოჰყვა, ეს მას შემდეგ რაც თერთმეტმეტრიანის დარტმის უფლება მოიპოვეს ამერიკის ფეხბურთელებმა. დონოვანმა მატჩის 62-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და შესაბამისად დამატებითი ორი 15 წუთიანი ტაიმები ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ. განელებმა გადამწყვეტი გოლის გატანა 93-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ასამოა გიანმა აიღო მეკარე ჰოვარდის კარი 2:1 და აფრიკელები 1/4 ფინალში ურუგვაის დაუპირისპირდებიან. იხილეთ fanebi.com
  7. გუშინ, პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში ერთმანერთს ურუგვაი და სამხრეთ კორეა დაუპირისპირდა. სამხრეთ ამერიკელები ამ წყვილში ფავორიტებად იყვნენ მიჩნეული და ანგარიშიდან გამომდინარე გაამართლეს კიდეც. ურუგვაელებმა აზიელები მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხეს. შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე ურუგვაი მეტოქის საჯარიმოსთან აქტიურობდა, რის შემდეგაც გოლის გატანაც შეძლეს. მატჩის მე–8 წუთზე ლუის სუარესმა სუნგ რიონგის კარის აღება მოახერხა. პირველ ტაიმში კორეეელები ცდილობდნენ მეტოქე კარის აღებას, თუმცა უშედეგოდ. მეორე ტაიმი აზიელთა აქტიურობით დაიწყო, 68–ე წუთზე ჩუნგ იონგმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 1:1. გოლის შემდეგ ურუგვაელები გონს მოეგნენ, რის შემდეგაც არაერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს. საბოლოოდ მათ გოლი მატჩის 80–ე წუთზე გაიტანეს, სადაც ლუის სუარესმა ჩინებული დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი - 2:1. გუშინდელ მეორე შეხვედრაში გამარჯვებული განის ნაკრები, რომელმაც აშშ 2:1 დაამარცხა ურუგვაის დაუპირისპირდება 1/4-ფინალში. იხილეთ fanebi.com
  8. გუშინ, პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში ერთმანერთს ურუგვაი და სამხრეთ კორეა დაუპირისპირდა. სამხრეთ ამერიკელები ამ წყვილში ფავორიტებად იყვნენ მიჩნეულები და ანგარიშიდან გამომდინარე გაამართლეს კიდეც. ურუგვაელებმა აზიელები მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხეს. შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე ურუგვაი მეტოქის საჯარიმოსთან აქტიურობდა, რის შემდეგაც გოლის გატანაც შესძლეს. მატჩის მე–8 წუთზე ლუის სუარესმა სუნგ რიონგის კარის აღება შესძლო. პირველ ტაიმში კორეეელები ცდილობდნენ მეტოქე კარის აღებას, თუმცა უშედეგოდ. მეორე ტაიმი აზიელთა აქტიურობით დაიწყო, 68–ე წუთზე ჩუნგ იონგმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება 1:1. გოლის შემდეგ ურუგვაელები გონს მოეგნენ, რის შემდეგაც არაერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს. საბოლოოდ მათ გოლის გატანა მატჩის 80–ე წუთზე შესძლეს, სადაც ლუის სუარესმა ჩინებული დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი 2:1. გუშინდელ მეორე შეხვედრაში გამარჯვებული განის ნაკრები, რომელმაც აშშ 2:1 დაამარცხა ურუგვაის დაუპირისპირდება 1/4 ფინალში. იხილეთ fanebi.com
  9. სკოლის დირექტორების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებით, საქართველომ უარი თქვა სკოლების დეცენტრალიზაციის დაწყებულ რეფორმაზე. აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მაგალითი, რომელიც დიმიტრი შაშკინმა ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად მოიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება. არც აშშ-ში და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი სხვა ევროპული ქვეყნის სკოლებში დირექტორს სახელისუფლებო ორგანო არ ნიშნავს. ”ძალიან ცუდი იდეაა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ძალაუფლება მინისტრის ხელში გადადის. შესაძლებელია, რომ მან ისეთი ადამიანები დანიშნოს დირექტორებად, რომლებიც მას პოლიტიკურად ეთანხმებიან”- ამბობს ამერიკელი პროფესორი ოჯინ ტაკერი. დიმიტრი შაშკინმა სკოლის მართვაში ამ ცვლილებაზე “დიალოგი დავით პაიჭაძესთან” ისაუბრა. განათლების სპეციალისტების აზრით, შაშკინის მიერ განხილული ეს ცვლილება სისტემის უკიდურეს ცენტრალიზაციას გამოიწვევს და ის, რომ 3-4 წელიწადში ვერ მოხერხდა სკოლის მართვის სისტემის გამართვა, არ არის საკმარისი მიზეზი ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის. თუ საერთაშორისო გამოცდილება არგუმენტად გამოდგება, დირექტორის დანიშვნის შაშკინის მოდელი არათუ “უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებში”, საბჭოთა კავშირშიც კი არ მოქმედებდა. ვინ ნიშნავს დირექტორს “უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებში”? შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, მოიყვანა მაგალითად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დავით პაიჭაძის გადაცემაში, როცა იმის დასაბუთებას ცდილობდა, რომ სკოლის დირექტორების დანიშვნა სამინისტროს მიერ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯი არ იქნებოდა. ნეტგაზეთმა ეს ინფორმაცია კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ოჯინ ტაკერთან გადაამოწმა. ტაკერი რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთ მსხვილ ოლქში 25 სკოლის დირექტორის სუპერინტენდენტი იყო. იგი მოკლე ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ტაკერი ამბობს, რომ ამერიკაში ყოველ ოლქს თავისი სკოლების საბჭო ჰყავს, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აირჩიონ. საბჭო ერთად ირჩევს სკოლის სუპერინტენდენტს, რომელიც შემდგომში ამ სკოლების დირექტორების ზედამხედველი ხდება. სუპერინტენდენტი ოლქის სკოლების საბჭოს დირექტორების რამდენიმე კანდიდატურას წარუდგენს და მასთან ერთად ოლქის სკოლების საბჭო ირჩევს, თუ რომელ კანდიდატურაზე შეაჩეროს ყურადღება. დირექტორების მუშაობას მათი სუპერინტენდენტი აკონტროლებს და ანგარიშს ოლქის სკოლის საბჭოს აბარებს. დირექტორს არც ინგლისში, სლოვაკეთში, ირლანდიაში, ახალი ზელანდიაში, დანიაში, შოტლანდიაში, ესპანეთში, ფინეთში, შვედეთში, ბელგიაში ნიშნავს მინისტრი, სამინისტროს მსგავსი სახელისუფლებლო ორგანო ან მისი წარმომადგენელი. სახელმწიფოს როლი, ზოგიერთ შემთვევაში, დელეგირებულია ადგილობრივ თვითმმართველობებზე. ქვეყნების დიდ ნაწილში დირექტორებს სამეურვეო საბჭოების მსგავსი ტიპის გაერთიანებები ირჩევენ. ასევე გვხვდება მოდელები, სადაც დირექტორს ირჩევს სამინისტროს და სკოლის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საბჭო ან კომისია. სკოლის მართვის ქართული მოდელის სირთულეები: გაუთვალისწინებელი თუ მოსალოდნელი? ქართულ მოდელში დირექტორებს მშობლებისა და მასწავლებლების მიერ არჩეული სამეურვეო საბჭოები ნიშნავენ და მათი საქმიანობის მეთვალყურეობაც, კანონით, საბჭოებს ეკისრებათ. ეს ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებული განათლების რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც სკოლების დეცენტრალიზაცია და დამოუკიდებლობა წარმოადგენდა. შედეგად სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გაზრდილიყო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გადაცემაში ,,დიალოგი დავით პაიჭაძესთან” განაცხადა, რომ ამ სისტემამ საქართველოში ვერ იმუშავა და შედეგად მივიღეთ ის, რომ სკოლებს ძლიერი და ეფექტური მმართველები არ ჰყავთ. ,,ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს იმის გამო, რომ სემეურვეო საბჭოების მუშაობაში საზოგადოება მასობრივად არ ჩაერთო, ეს რეალობაა”, - ამბობს შაშკინი. გადაცემაში დიმიტრი შაშკინი განმარტავს, რომ განათლების სამინისტრო 2-3 წლის მანძილზე ცდილობდა, სამეურვეო საბჭოებში მოქალაქეთა ჩართულობა გაეძლიერებინა, რამაც შედეგები ვერ გამოიღო. შაშკინს არ დაუსახელებია, როგორ ცდილობდა სამინისტრო საბჭოების გაძლიერებას და რეფორმის რა ეტაპზე ჰქონდა მოლოდონი სახელმწიფოს, რომ სამეურვეო საბჭოები ეფექტური გახდებოდა. განათლების სპეციალისტი ნათია ანდღულაძე, რომელიც რეფორმის ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევებს ხელმძღვანელობდა, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ 2007-2009 წლებში სამინისტრო სკოლების დეცენტრალიზაციის მიმდინარეობას და მის ცალკეულ ეტაპებს იკვლევდა და ადარებდა სხვა ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. «ჩვენს მიერ 2008-2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესში იყო სირთულეები. შედეგები შევადარეთ სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი შედეგები და მათი გამომწვევი მიზეზები ევროპის ქვეყნების მსგავსი იყო. მაგალითისთვის, ავსტრიაში, ჩეხეთში, დანიაში, ფინეთში, უნგრეთში, იაპონიაში, პოლონეთში, ინგლისში, სლოვაკეთში, ესპანეთში, სადაც სკოლის ეფექტურად მართვის ქვაკუთხედად მშობლის აქტიურობა ითვლება, დირექტორები ამბობდნენ, რომ მშობელი პასიურია და არაკომპეტენტური; მშობლები კი, თავის მხრივ, მასწავლებლებს და დირექტორებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი არ თმობენ პოზიციებს და მშობლებს მხოლოდ პირობით როლს ანიჭებენ. მაგრამ ამის გამო დეცენტრალიზაციაზე უარი არცერთ ქვეყანას არ უთქვამს”. ნათია ანდღულაძის აზრით, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო მსგავსება ახალ ზელანდიასთან. ამ ქვეყანაში სკოლის მართვის მოდელი ქართულის იდენტურია. “2006 წელს ახალ ზელანდიაში და 2009 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგებს შორის მსგავსებამ ძალიან დაგვაფიქრა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალი ზელანდია, საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების რიცხვში შედის. აქ ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი 27 ათასი დოლარია და განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები ძალიან დიდია სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებითაც კი. ახალი ზელანდიის კვლევის ანგარიშში ძირითად პრობლემად მოხსენიებულია სამეურვეო საბჭოს დაბალი კომპეტენცია, სირთულეები სოფლებში სამეურვეო საბჭოების წევრების რეკრუიტირებასთან დაკავშირებით, სამეურვეო საბჭოს არჩევისას დირექტორის ნეგატიური გავლენა, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის ურთიერთობის ხასიათი, როგორც სკოლის მართვის ეფექტურობაზე უარყოფით გავლენის მიზეზი, დირექტორის მიერ საბჭომდე ინფორმაციის მიწოდებაზე კონტროლი. რაც შეეხება დირექტორებს, აქ პრობლემებად დასახელდა არასაკმარისი პროფესიული ცოდნა გადაწყვეტილების მისაღებად და დირექტორების არჩევის პროცესში არსებული ხარვეზები. ჩვენი კვლევის შედეგები იდენტური იყო. მაშინ ახალმა ზელანდიამ ამ პრობლემებზე რეაგირება მოახდინა სამეურვეო საბჭოებისთვის ადგილობრივ ექსპერტებთან და მრჩევლებთან პროფესიული მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობის შეთავაზებით, საბჭოს ყველა წევრისთვის სავალდებულო ტრენინგების შემოღებით, პოტენციური წევრების არჩევნებამდე გადამზადებით, ტრენინგების არსებული სისტემის გაუმჯობესებით, სტანდარტებისა და მინიმალური მოთხოვნების შემუშავებით; ადგილზე, საბჭოს საჭიროებებზე მორგებული ტრეინინგებით; დირექტორების გადამზადებით; ტრენინგების შედეგების აღიარებით, საბჭოს როლისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრით; მოსწავლეთა მიღწევებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით; დირექტორის დანიშვნის პროცედურაში ცვლილების შეტანით: დირექტორების შეფასებაში განათლების სფეროში პროფესიონალების ჩართვის და შეფასების სტანდარტებისა და პროტოკოლების შემოღებით”. სამინისტროს მიერ დირექტორების დანიშვნა, როგორც გამოსავალი? შაშკინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოსავალს დირექტორების დანიშვნის წესის შეცვლაში ხედავს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდება 2200 სკოლის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა. თუმცა, შაშკინი აცხადებს, რომ 2200-ვე დირექტორზე პასუხისმგებლობას სამინისტრო აიღებს. სამინისტრომ მუშაობა დაიწყო ,,განათლების შესახებ კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე. თუ ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა, სკოლებში დირექტორებს განათლების სამინისტრო დანიშნავს. როგორც ნათია ანდღულაძე ამბობს, სამინისტროში შაშკინის მოსვლამდე სკოლის მართვის სისტემაში არსებული სირთულეების გადაჭრის სხვა ალტერნატივები იდგა დღის წესრიგში. “დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლა გულისხმობს უფლებების დელეგირებას. უფლებების გაზრდის პარალელურად მოხდა პასუხისმგებლობების გაზრდა. სკოლის თემში ამის გააზრებას, სწავლას და სწავლებას დრო და რესურსი სჭირდებოდა, რომელიც, ალბათ, იმ დროისთვის ქვეყანას არ ჰქონდა. ამიტომ პრობლემის გადაჭრის უფრო მარტივი მეთოდები განიხილებოდა. მათ შორის იყო რესურსცენტრების როლის გაზრდა სისტემის მართვაში. განათლების სფეროს ზოგიერთი სპეციალისტი ამერიკულ მოდელზეც საუბრობდა. ეს უკანასკნელი სამეურვეო საბჭოების გამსხვილებას ითვალისწინებს. ანუ, საბჭოს წევრობა არჩევითი რჩება, მაგრამ საბჭო არსებობს რაიონის და არა სკოლის დონეზე. დირექტორების სამინისტროს მიერ დანიშვნაზე ლაპარაკი, რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა. ზოგადად განათლების პოლიტიკის ჭრილიდან საკითხის განხილვას რომ თავი დავანებოთ, ეს არარაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა უბრალო პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე. რადგან სამინისტროსა და სკოლას შორის შუალედური გადაწყვეტილების მიმღები რგოლი არ არსებობს, სამინისტროს აპარატის ძალიან დიდი რესურსი ისედაც მიდის სკოლების მიკრო პრობლემების გადაჭრაზე. ზოგიერთ დეპარტამენტს და რესურსცენტრებს 15 საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა იმის გამო, რომ სკოლების დირექტორებს ელემენტარული გადაწყვეტილების მიღებას სამინისტროსთან შეთანხმება უნდათ. თუ დირექტორების დანიშვნა-მოხსნაზე სამინისტრო იმუშავებს მომავალში, ამას, ალბათ, დიდი ადმიანური რესურსის დამატება დასჭირდება სამინისტროში”. თუმცა პრაქტიკული სირთულეები გასათვალისწინებელია, უფრო მწვავედ, ამ ეტაპზე, ზოგადად ქვეყნის განვითარების დეკლარირებულ - დემოკრატიულ და დეცენტრალიზაციაზე ორიენტირებულ - კურსთან მიმართებაში განათლების სისტემის განვითარების სინქრონულობის საკითხი დგას. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ოჯინ ტაკერის აზრით, რამდენიმე საგულისხმო საფრთხეს ხედავს: ”ფაქტობრივად, ძალიან დიდი ძალაუფლება ერთი პირის ხელში მოექცევა. ეს დიდ საფრთხეებს შექმნის. თუ მინისტრი კორუმპირებულია, ეს ნიშნავს, რომ ის კორუმპირეულ დირექტორებს დანიშნავს. შესაძლებელია, რომ მან ისეთი ადამიანები დანიშნოს დირექტორებად, რომლებიც მას პოლიტიკურად ეთანხმებიან. თუ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აშენებ, უნდა ენდო ხალხის გადაწყვეტილებას, რადგან ხალხი იხდის გადასახადებს და ხალხი აფინანსებს სკოლებს”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. სკოლის დირექტორების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებით, საქართველომ უარი თქვა სკოლების დეცენტრალიზაციის დაწყებულ რეფორმაზე. აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მაგალითი, რომელიც დიმიტრი შაშკინმა ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად მოიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება. არც აშშ-ში და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი სხვა ევროპული ქვეყნის სკოლებში დირექტორს სახელისუფლებო ორგანო არ ნიშნავს. ”ძალიან ცუდი იდეაა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ძალაუფლება მინისტრის ხელში გადადის. შესაძლებელია, რომ მან ისეთი ადამიანები დანიშნოს დირექტორებად, რომლებიც მას პოლიტიკურად ეთანხმებიან”- ამბობს ამერიკელი პროფესორი ოჯინ ტაკერი. დიმიტრი შაშკინმა სკოლის მართვაში ამ ცვლილებაზე “დიალოგი დავით პაიჭაძესთან” ისაუბრა. განათლების სპეციალისტების აზრით, შაშკინის მიერ განხილული ეს ცვლილება სისტემის უკიდურეს ცენტრალიზაციას გამოიწვევს და ის, რომ 3-4 წელიწადში ვერ მოხერხდა სკოლის მართვის სისტემის გამართვა, არ არის საკმარისი მიზეზი ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის. თუ საერთაშორისო გამოცდილება არგუმენტად გამოდგება, დირექტორის დანიშვნის შაშკინის მოდელი არათუ “უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებში”, საბჭოთა კავშირშიც კი არ მოქმედებდა. ვინ ნიშნავს დირექტორს “უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებში”? შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, მოიყვანა მაგალითად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დავით პაიჭაძის გადაცემაში, როცა იმის დასაბუთებას ცდილობდა, რომ სკოლის დირექტორების დანიშვნა სამინისტროს მიერ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯი არ იქნებოდა. ნეტგაზეთმა ეს ინფორმაცია კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ოჯინ ტაკერთან გადაამოწმა. ტაკერი რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთ მსხვილ ოლქში 25 სკოლის დირექტორის სუპერინტენდენტი იყო. იგი მოკლე ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ტაკერი ამბობს, რომ ამერიკაში ყოველ ოლქს თავისი სკოლების საბჭო ჰყავს, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აირჩიონ. საბჭო ერთად ირჩევს სკოლის სუპერინტენდენტს, რომელიც შემდგომში ამ სკოლების დირექტორების ზედამხედველი ხდება. სუპერინტენდენტი ოლქის სკოლების საბჭოს დირექტორების რამდენიმე კანდიდატურას წარუდგენს და მასთან ერთად ოლქის სკოლების საბჭო ირჩევს, თუ რომელ კანდიდატურაზე შეაჩეროს ყურადღება. დირექტორების მუშაობას მათი სუპერინტენდენტი აკონტროლებს და ანგარიშს ოლქის სკოლის საბჭოს აბარებს. დირექტორს არც ინგლისში, სლოვაკეთში, ირლანდიაში, ახალი ზელანდიაში, დანიაში, შოტლანდიაში, ესპანეთში, ფინეთში, შვედეთში, ბელგიაში ნიშნავს მინისტრი, სამინისტროს მსგავსი სახელისუფლებლო ორგანო ან მისი წარმომადგენელი. სახელმწიფოს როლი, ზოგიერთ შემთვევაში, დელეგირებულია ადგილობრივ თვითმმართველობებზე. ქვეყნების დიდ ნაწილში დირექტორებს სამეურვეო საბჭოების მსგავსი ტიპის გაერთიანებები ირჩევენ. ასევე გვხვდება მოდელები, სადაც დირექტორს ირჩევს სამინისტროს და სკოლის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საბჭო ან კომისია. სკოლის მართვის ქართული მოდელის სირთულეები: გაუთვალისწინებელი თუ მოსალოდნელი? ქართულ მოდელში დირექტორებს მშობლებისა და მასწავლებლების მიერ არჩეული სამეურვეო საბჭოები ნიშნავენ და მათი საქმიანობის მეთვალყურეობაც, კანონით, საბჭოებს ეკისრებათ. ეს ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებული განათლების რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც სკოლების დეცენტრალიზაცია და დამოუკიდებლობა წარმოადგენდა. შედეგად სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გაზრდილიყო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გადაცემაში ,,დიალოგი დავით პაიჭაძესთან” განაცხადა, რომ ამ სისტემამ საქართველოში ვერ იმუშავა და შედეგად მივიღეთ ის, რომ სკოლებს ძლიერი და ეფექტური მმართველები არ ჰყავთ. ,,ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს იმის გამო, რომ სემეურვეო საბჭოების მუშაობაში საზოგადოება მასობრივად არ ჩაერთო, ეს რეალობაა”, - ამბობს შაშკინი. გადაცემაში დიმიტრი შაშკინი განმარტავს, რომ განათლების სამინისტრო 2-3 წლის მანძილზე ცდილობდა, სამეურვეო საბჭოებში მოქალაქეთა ჩართულობა გაეძლიერებინა, რამაც შედეგები ვერ გამოიღო. შაშკინს არ დაუსახელებია, როგორ ცდილობდა სამინისტრო საბჭოების გაძლიერებას და რეფორმის რა ეტაპზე ჰქონდა მოლოდონი სახელმწიფოს, რომ სამეურვეო საბჭოები ეფექტური გახდებოდა. განათლების სპეციალისტი ნათია ანდღულაძე, რომელიც რეფორმის ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევებს ხელმძღვანელობდა, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ 2007-2009 წლებში სამინისტრო სკოლების დეცენტრალიზაციის მიმდინარეობას და მის ცალკეულ ეტაპებს იკვლევდა და ადარებდა სხვა ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. «ჩვენს მიერ 2008-2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესში იყო სირთულეები. შედეგები შევადარეთ სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი შედეგები და მათი გამომწვევი მიზეზები ევროპის ქვეყნების მსგავსი იყო. მაგალითისთვის, ავსტრიაში, ჩეხეთში, დანიაში, ფინეთში, უნგრეთში, იაპონიაში, პოლონეთში, ინგლისში, სლოვაკეთში, ესპანეთში, სადაც სკოლის ეფექტურად მართვის ქვაკუთხედად მშობლის აქტიურობა ითვლება, დირექტორები ამბობდნენ, რომ მშობელი პასიურია და არაკომპეტენტური; მშობლები კი, თავის მხრივ, მასწავლებლებს და დირექტორებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი არ თმობენ პოზიციებს და მშობლებს მხოლოდ პირობით როლს ანიჭებენ. მაგრამ ამის გამო დეცენტრალიზაციაზე უარი არცერთ ქვეყანას არ უთქვამს”. ნათია ანდღულაძის აზრით, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო მსგავსება ახალ ზელანდიასთან. ამ ქვეყანაში სკოლის მართვის მოდელი ქართულის იდენტურია. “2006 წელს ახალ ზელანდიაში და 2009 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგებს შორის მსგავსებამ ძალიან დაგვაფიქრა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალი ზელანდია, საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების რიცხვში შედის. აქ ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი 27 ათასი დოლარია და განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები ძალიან დიდია სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებითაც კი. ახალი ზელანდიის კვლევის ანგარიშში ძირითად პრობლემად მოხსენიებულია სამეურვეო საბჭოს დაბალი კომპეტენცია, სირთულეები სოფლებში სამეურვეო საბჭოების წევრების რეკრუიტირებასთან დაკავშირებით, სამეურვეო საბჭოს არჩევისას დირექტორის ნეგატიური გავლენა, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის ურთიერთობის ხასიათი, როგორც სკოლის მართვის ეფექტურობაზე უარყოფით გავლენის მიზეზი, დირექტორის მიერ საბჭომდე ინფორმაციის მიწოდებაზე კონტროლი. რაც შეეხება დირექტორებს, აქ პრობლემებად დასახელდა არასაკმარისი პროფესიული ცოდნა გადაწყვეტილების მისაღებად და დირექტორების არჩევის პროცესში არსებული ხარვეზები. ჩვენი კვლევის შედეგები იდენტური იყო. მაშინ ახალმა ზელანდიამ ამ პრობლემებზე რეაგირება მოახდინა სამეურვეო საბჭოებისთვის ადგილობრივ ექსპერტებთან და მრჩევლებთან პროფესიული მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობის შეთავაზებით, საბჭოს ყველა წევრისთვის სავალდებულო ტრენინგების შემოღებით, პოტენციური წევრების არჩევნებამდე გადამზადებით, ტრენინგების არსებული სისტემის გაუმჯობესებით, სტანდარტებისა და მინიმალური მოთხოვნების შემუშავებით; ადგილზე, საბჭოს საჭიროებებზე მორგებული ტრეინინგებით; დირექტორების გადამზადებით; ტრენინგების შედეგების აღიარებით, საბჭოს როლისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრით; მოსწავლეთა მიღწევებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით; დირექტორის დანიშვნის პროცედურაში ცვლილების შეტანით: დირექტორების შეფასებაში განათლების სფეროში პროფესიონალების ჩართვის და შეფასების სტანდარტებისა და პროტოკოლების შემოღებით”. სამინისტროს მიერ დირექტორების დანიშვნა, როგორც გამოსავალი? შაშკინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოსავალს დირექტორების დანიშვნის წესის შეცვლაში ხედავს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდება 2200 სკოლის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა. თუმცა, შაშკინი აცხადებს, რომ 2200-ვე დირექტორზე პასუხისმგებლობას სამინისტრო აიღებს. სამინისტრომ მუშაობა დაიწყო ,,განათლების შესახებ კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე. თუ ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა, სკოლებში დირექტორებს განათლების სამინისტრო დანიშნავს. როგორც ნათია ანდღულაძე ამბობს, სამინისტროში შაშკინის მოსვლამდე სკოლის მართვის სისტემაში არსებული სირთულეების გადაჭრის სხვა ალტერნატივები იდგა დღის წესრიგში. “დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლა გულისხმობს უფლებების დელეგირებას. უფლებების გაზრდის პარალელურად მოხდა პასუხისმგებლობების გაზრდა. სკოლის თემში ამის გააზრებას, სწავლას და სწავლებას დრო და რესურსი სჭირდებოდა, რომელიც, ალბათ, იმ დროისთვის ქვეყანას არ ჰქონდა. ამიტომ პრობლემის გადაჭრის უფრო მარტივი მეთოდები განიხილებოდა. მათ შორის იყო რესურსცენტრების როლის გაზრდა სისტემის მართვაში. განათლების სფეროს ზოგიერთი სპეციალისტი ამერიკულ მოდელზეც საუბრობდა. ეს უკანასკნელი სამეურვეო საბჭოების გამსხვილებას ითვალისწინებს. ანუ, საბჭოს წევრობა არჩევითი რჩება, მაგრამ საბჭო არსებობს რაიონის და არა სკოლის დონეზე. დირექტორების სამინისტროს მიერ დანიშვნაზე ლაპარაკი, რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა. ზოგადად განათლების პოლიტიკის ჭრილიდან საკითხის განხილვას რომ თავი დავანებოთ, ეს არარაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა უბრალო პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე. რადგან სამინისტროსა და სკოლას შორის შუალედური გადაწყვეტილების მიმღები რგოლი არ არსებობს, სამინისტროს აპარატის ძალიან დიდი რესურსი ისედაც მიდის სკოლების მიკრო პრობლემების გადაჭრაზე. ზოგიერთ დეპარტამენტს და რესურსცენტრებს 15 საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა იმის გამო, რომ სკოლების დირექტორებს ელემენტარული გადაწყვეტილების მიღებას სამინისტროსთან შეთანხმება უნდათ. თუ დირექტორების დანიშვნა-მოხსნაზე სამინისტრო იმუშავებს მომავალში, ამას, ალბათ, დიდი ადმიანური რესურსის დამატება დასჭირდება სამინისტროში”. თუმცა პრაქტიკული სირთულეები გასათვალისწინებელია, უფრო მწვავედ, ამ ეტაპზე, ზოგადად ქვეყნის განვითარების დეკლარირებულ - დემოკრატიულ და დეცენტრალიზაციაზე ორიენტირებულ - კურსთან მიმართებაში განათლების სისტემის განვითარების სინქრონულობის საკითხი დგას. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ოჯინ ტაკერის აზრით, რამდენიმე საგულისხმო საფრთხეს ხედავს: ”ფაქტობრივად, ძალიან დიდი ძალაუფლება ერთი პირის ხელში მოექცევა. ეს დიდ საფრთხეებს შექმნის. თუ მინისტრი კორუმპირებულია, ეს ნიშნავს, რომ ის კორუმპირეულ დირექტორებს დანიშნავს. შესაძლებელია, რომ მან ისეთი ადამიანები დანიშნოს დირექტორებად, რომლებიც მას პოლიტიკურად ეთანხმებიან. თუ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აშენებ, უნდა ენდო ხალხის გადაწყვეტილებას, რადგან ხალხი იხდის გადასახადებს და ხალხი აფინანსებს სკოლებს”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. სკოლის დირექტორების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებით, საქართველომ უარი თქვა სკოლების დეცენტრალიზაციის დაწყებულ რეფორმაზე. აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მაგალითი, რომელიც დიმიტრი შაშკინმა ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად მოიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება. არც აშშ-ში და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი სხვა ევროპული ქვეყნის სკოლებში დირექტორს სახელისუფლებო ორგანო არ ნიშნავს. ”ძალიან ცუდი იდეაა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ძალაუფლება მინისტრის ხელში გადადის. შესაძლებელია, რომ მან ისეთი ადამიანები დანიშნოს დირექტორებად, რომლებიც მას პოლიტიკურად ეთანხმებიან”- ამბობს ამერიკელი პროფესორი ოჯინ ტაკერი. დიმიტრი შაშკინმა სკოლის მართვაში ამ ცვლილებაზე “დიალოგი დავით პაიჭაძესთან” ისაუბრა. განათლების სპეციალისტების აზრით, შაშკინის მიერ განხილული ეს ცვლილება სისტემის უკიდურეს ცენტრალიზაციას გამოიწვევს და ის, რომ 3-4 წელიწადში ვერ მოხერხდა სკოლის მართვის სისტემის გამართვა, არ არის საკმარისი მიზეზი ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის. თუ საერთაშორისო გამოცდილება არგუმენტად გამოდგება, დირექტორის დანიშვნის შაშკინის მოდელი არათუ “უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებში”, საბჭოთა კავშირშიც კი არ მოქმედებდა. ვინ ნიშნავს დირექტორს “უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებში”? შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, მოიყვანა მაგალითად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დავით პაიჭაძის გადაცემაში, როცა იმის დასაბუთებას ცდილობდა, რომ სკოლის დირექტორების დანიშვნა სამინისტროს მიერ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯი არ იქნებოდა. ნეტგაზეთმა ეს ინფორმაცია კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ოჯინ ტაკერთან გადაამოწმა. ტაკერი რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთ მსხვილ ოლქში 25 სკოლის დირექტორის სუპერინტენდენტი იყო. იგი მოკლე ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ტაკერი ამბობს, რომ ამერიკაში ყოველ ოლქს თავისი სკოლების საბჭო ჰყავს, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აირჩიონ. საბჭო ერთად ირჩევს სკოლის სუპერინტენდენტს, რომელიც შემდგომში ამ სკოლების დირექტორების ზედამხედველი ხდება. სუპერინტენდენტი ოლქის სკოლების საბჭოს დირექტორების რამდენიმე კანდიდატურას წარუდგენს და მასთან ერთად ოლქის სკოლების საბჭო ირჩევს, თუ რომელ კანდიდატურაზე შეაჩეროს ყურადღება. დირექტორების მუშაობას მათი სუპერინტენდენტი აკონტროლებს და ანგარიშს ოლქის სკოლის საბჭოს აბარებს. დირექტორს არც ინგლისში, სლოვაკეთში, ირლანდიაში, ახალი ზელანდიაში, დანიაში, შოტლანდიაში, ესპანეთში, ფინეთში, შვედეთში, ბელგიაში ნიშნავს მინისტრი, სამინისტროს მსგავსი სახელისუფლებლო ორგანო ან მისი წარმომადგენელი. სახელმწიფოს როლი, ზოგიერთ შემთვევაში, დელეგირებულია ადგილობრივ თვითმმართველობებზე. ქვეყნების დიდ ნაწილში დირექტორებს სამეურვეო საბჭოების მსგავსი ტიპის გაერთიანებები ირჩევენ. ასევე გვხვდება მოდელები, სადაც დირექტორს ირჩევს სამინისტროს და სკოლის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საბჭო ან კომისია. სკოლის მართვის ქართული მოდელის სირთულეები: გაუთვალისწინებელი თუ მოსალოდნელი? ქართულ მოდელში დირექტორებს მშობლებისა და მასწავლებლების მიერ არჩეული სამეურვეო საბჭოები ნიშნავენ და მათი საქმიანობის მეთვალყურეობაც, კანონით, საბჭოებს ეკისრებათ. ეს ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებული განათლების რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც სკოლების დეცენტრალიზაცია და დამოუკიდებლობა წარმოადგენდა. შედეგად სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გაზრდილიყო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გადაცემაში ,,დიალოგი დავით პაიჭაძესთან” განაცხადა, რომ ამ სისტემამ საქართველოში ვერ იმუშავა და შედეგად მივიღეთ ის, რომ სკოლებს ძლიერი და ეფექტური მმართველები არ ჰყავთ. ,,ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს იმის გამო, რომ სემეურვეო საბჭოების მუშაობაში საზოგადოება მასობრივად არ ჩაერთო, ეს რეალობაა”, - ამბობს შაშკინი. გადაცემაში დიმიტრი შაშკინი განმარტავს, რომ განათლების სამინისტრო 2-3 წლის მანძილზე ცდილობდა, სამეურვეო საბჭოებში მოქალაქეთა ჩართულობა გაეძლიერებინა, რამაც შედეგები ვერ გამოიღო. შაშკინს არ დაუსახელებია, როგორ ცდილობდა სამინისტრო საბჭოების გაძლიერებას და რეფორმის რა ეტაპზე ჰქონდა მოლოდონი სახელმწიფოს, რომ სამეურვეო საბჭოები ეფექტური გახდებოდა. განათლების სპეციალისტი ნათია ანდღულაძე, რომელიც რეფორმის ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევებს ხელმძღვანელობდა, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ 2007-2009 წლებში სამინისტრო სკოლების დეცენტრალიზაციის მიმდინარეობას და მის ცალკეულ ეტაპებს იკვლევდა და ადარებდა სხვა ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. «ჩვენს მიერ 2008-2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესში იყო სირთულეები. შედეგები შევადარეთ სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი შედეგები და მათი გამომწვევი მიზეზები ევროპის ქვეყნების მსგავსი იყო. მაგალითისთვის, ავსტრიაში, ჩეხეთში, დანიაში, ფინეთში, უნგრეთში, იაპონიაში, პოლონეთში, ინგლისში, სლოვაკეთში, ესპანეთში, სადაც სკოლის ეფექტურად მართვის ქვაკუთხედად მშობლის აქტიურობა ითვლება, დირექტორები ამბობდნენ, რომ მშობელი პასიურია და არაკომპეტენტური; მშობლები კი, თავის მხრივ, მასწავლებლებს და დირექტორებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი არ თმობენ პოზიციებს და მშობლებს მხოლოდ პირობით როლს ანიჭებენ. მაგრამ ამის გამო დეცენტრალიზაციაზე უარი არცერთ ქვეყანას არ უთქვამს”. ნათია ანდღულაძის აზრით, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო მსგავსება ახალ ზელანდიასთან. ამ ქვეყანაში სკოლის მართვის მოდელი ქართულის იდენტურია. “2006 წელს ახალ ზელანდიაში და 2009 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგებს შორის მსგავსებამ ძალიან დაგვაფიქრა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალი ზელანდია, საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების რიცხვში შედის. აქ ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი 27 ათასი დოლარია და განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები ძალიან დიდია სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებითაც კი. ახალი ზელანდიის კვლევის ანგარიშში ძირითად პრობლემად მოხსენიებულია სამეურვეო საბჭოს დაბალი კომპეტენცია, სირთულეები სოფლებში სამეურვეო საბჭოების წევრების რეკრუიტირებასთან დაკავშირებით, სამეურვეო საბჭოს არჩევისას დირექტორის ნეგატიური გავლენა, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის ურთიერთობის ხასიათი, როგორც სკოლის მართვის ეფექტურობაზე უარყოფით გავლენის მიზეზი, დირექტორის მიერ საბჭომდე ინფორმაციის მიწოდებაზე კონტროლი. რაც შეეხება დირექტორებს, აქ პრობლემებად დასახელდა არასაკმარისი პროფესიული ცოდნა გადაწყვეტილების მისაღებად და დირექტორების არჩევის პროცესში არსებული ხარვეზები. ჩვენი კვლევის შედეგები იდენტური იყო. მაშინ ახალმა ზელანდიამ ამ პრობლემებზე რეაგირება მოახდინა სამეურვეო საბჭოებისთვის ადგილობრივ ექსპერტებთან და მრჩევლებთან პროფესიული მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობის შეთავაზებით, საბჭოს ყველა წევრისთვის სავალდებულო ტრენინგების შემოღებით, პოტენციური წევრების არჩევნებამდე გადამზადებით, ტრენინგების არსებული სისტემის გაუმჯობესებით, სტანდარტებისა და მინიმალური მოთხოვნების შემუშავებით; ადგილზე, საბჭოს საჭიროებებზე მორგებული ტრეინინგებით; დირექტორების გადამზადებით; ტრენინგების შედეგების აღიარებით, საბჭოს როლისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრით; მოსწავლეთა მიღწევებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით; დირექტორის დანიშვნის პროცედურაში ცვლილების შეტანით: დირექტორების შეფასებაში განათლების სფეროში პროფესიონალების ჩართვის და შეფასების სტანდარტებისა და პროტოკოლების შემოღებით”. სამინისტროს მიერ დირექტორების დანიშვნა, როგორც გამოსავალი? შაშკინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოსავალს დირექტორების დანიშვნის წესის შეცვლაში ხედავს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდება 2200 სკოლის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა. თუმცა, შაშკინი აცხადებს, რომ 2200-ვე დირექტორზე პასუხისმგებლობას სამინისტრო აიღებს. სამინისტრომ მუშაობა დაიწყო ,,განათლების შესახებ კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე. თუ ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა, სკოლებში დირექტორებს განათლების სამინისტრო დანიშნავს. როგორც ნათია ანდღულაძე ამბობს, სამინისტროში შაშკინის მოსვლამდე სკოლის მართვის სისტემაში არსებული სირთულეების გადაჭრის სხვა ალტერნატივები იდგა დღის წესრიგში. “დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლა გულისხმობს უფლებების დელეგირებას. უფლებების გაზრდის პარალელურად მოხდა პასუხისმგებლობების გაზრდა. სკოლის თემში ამის გააზრებას, სწავლას და სწავლებას დრო და რესურსი სჭირდებოდა, რომელიც, ალბათ, იმ დროისთვის ქვეყანას არ ჰქონდა. ამიტომ პრობლემის გადაჭრის უფრო მარტივი მეთოდები განიხილებოდა. მათ შორის იყო რესურსცენტრების როლის გაზრდა სისტემის მართვაში. განათლების სფეროს ზოგიერთი სპეციალისტი ამერიკულ მოდელზეც საუბრობდა. ეს უკანასკნელი სამეურვეო საბჭოების გამსხვილებას ითვალისწინებს. ანუ, საბჭოს წევრობა არჩევითი რჩება, მაგრამ საბჭო არსებობს რაიონის და არა სკოლის დონეზე. დირექტორების სამინისტროს მიერ დანიშვნაზე ლაპარაკი, რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა. ზოგადად განათლების პოლიტიკის ჭრილიდან საკითხის განხილვას რომ თავი დავანებოთ, ეს არარაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა უბრალო პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე. რადგან სამინისტროსა და სკოლას შორის შუალედური გადაწყვეტილების მიმღები რგოლი არ არსებობს, სამინისტროს აპარატის ძალიან დიდი რესურსი ისედაც მიდის სკოლების მიკრო პრობლემების გადაჭრაზე. ზოგიერთ დეპარტამენტს და რესურსცენტრებს 15 საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა იმის გამო, რომ სკოლების დირექტორებს ელემენტარული გადაწყვეტილების მიღებას სამინისტროსთან შეთანხმება უნდათ. თუ დირექტორების დანიშვნა-მოხსნაზე სამინისტრო იმუშავებს მომავალში, ამას, ალბათ, დიდი ადმიანური რესურსის დამატება დასჭირდება სამინისტროში”. თუმცა პრაქტიკული სირთულეები გასათვალისწინებელია, უფრო მწვავედ, ამ ეტაპზე, ზოგადად ქვეყნის განვითარების დეკლარირებულ - დემოკრატიულ და დეცენტრალიზაციაზე ორიენტირებულ - კურსთან მიმართებაში განათლების სისტემის განვითარების სინქრონულობის საკითხი დგას. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ოჯინ ტაკერის აზრით, რამდენიმე საგულისხმო საფრთხეს ხედავს: ”ფაქტობრივად, ძალიან დიდი ძალაუფლება ერთი პირის ხელში მოექცევა. ეს დიდ საფრთხეებს შექმნის. თუ მინისტრი კორუმპირებულია, ეს ნიშნავს, რომ ის კორუმპირეულ დირექტორებს დანიშნავს. შესაძლებელია, რომ მან ისეთი ადამიანები დანიშნოს დირექტორებად, რომლებიც მას პოლიტიკურად ეთანხმებიან. თუ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აშენებ, უნდა ენდო ხალხის გადაწყვეტილებას, რადგან ხალხი იხდის გადასახადებს და ხალხი აფინანსებს სკოლებს”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. სულ რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მეორე დღის პირველი მატჩი, რომელიც იმაზე მეტად სენსაციური აღმოჩნდა, ვიდრე 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალური თამაში ჰოლანდიასა და რუსეთს შორის. დღეს გერმანიამ ჩემპიონობის ერთ-ერთი ავანს გაცემული, საუკეთესო ფეხბურთელებით დაკოპლექტებული ნაკრები, ინგლისი გაანადგურა ანგარიშით 4:1. ამ მარცხში კი ყველაზე დიდი წვლილი მატჩის მთავარ არბიტრს, ურუგვაელ ხორხე ლარიონდას მიუძღვის. იხილეთ fanebi.com
  13. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპის მეორე დღის პირველი მატჩი, რომელიც იმაზე მეტად სენსაციური აღმოჩნდა, ვიდრე 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალური თამაში ჰოლანდიასა და რუსეთს შორის. დღეს გერმანიამ ჩემპიონობის ერთ-ერთი ავანსგაცემული, საუკეთესო ფეხბურთელებით დაკოპლექტებული ნაკრები, ინგლისი გაანადგურა ანგარიშით 4:1. ამ მარცხში კი ყველაზე დიდი წვლილი მატჩის მთავარ არბიტრს, ურუგვაელ ხორხე ლარიონდას მიუძღვის. იხილეთ fanebi.com
  14. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif სარა მარკუსი, ელენ ბარი გორი, საქართველო – პარასკევს, ჯერ გათენებული არ იყო, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის ცენტრალურ მოედანზე საიდუმლო ოპერაცია ჩაატარეს. კისერსა და იღლიაზე გამობმული სქელი თოკებით მათ სტალინი იმ პოსტამენტიდან ჩამოხსნეს, სადაც ის 48 წლის განმავლობაში იდგა. დილისთვის, ქანდაკება უკვე დიდი ხნის გატანილი იყო და საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ ამ 20 ფუტიანი ძეგლის გატანა სულ უფრო მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, შვებით ამოისუნთქა. თუმცა, გორში ბევრი ადამიანი, რომელიც საბჭოთა ეპოქაში ამაყობდა იმ პატარა აგურის სახლით სადაც იოსებ სტალინი დაიბადა და ასაკოვანი ქართველები მას დღემდე პატივს სცემენ, სხვაგვარად ფიქრობს. „მათ ხალხის რეაქციის შეეშინდათ, სწორედ ამიტომ გააკეთეს ეს ღამით“, – განაცხადა 62 წლის გოჩა სურიაშვილმა, რომელიც მეგობრებთან ერთად ცარიელი პოსტამენტის ქვეშ იდგა. კითხვაზე, ამაყობს თუ არა იმით, რომ სტალინის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობს, სურიაშვილმა, როგორც ჩანს შეკითხვის არასერიოზულობით გაკვირვებულმა, მხრები აიჩეჩა. „და ახლა ვის დაუდგამენ ძეგლს?“ – თქვა მოედანზე მყოფმა მეორე მამაკაცმა, 44 წლის ზაზა ბერიძემ, „მიშა სააკაშვილს?“. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საყოველთაოდ მიშას სახელითაა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტია. მოსკოვის ბატონობისგან სიმბოლურად გათავისუფლების ნიშნად, თბილისში ლიდერებმა დარჩენილი საბჭოთა მონუმენტებისგან ქვეყნის გაწმენდა გადაწყვიტეს. მაგრამ სტალინის ქანდაკება 1950–იანი წლების შემდეგ, როდესაც საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის „პიროვნების კულტი“ ამხილა, დელიკატურ საქმედ ითვლებოდა. მართალია ამის შემდეგ სტალინის ქანდაკებები მთელ საბჭოთა კავშირში მოხსნეს, მაგრამ ხრუშჩოვმა გორში მისი ძეგლი დატოვა იმის გამო, რომ დიქტატორს იქ განსაკუთრებულად სცემდნენ პატივს. პარასკევს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ ძეგლი საგანგებოდ მოხსნეს ჩუმად და იქ რამდენიმე კამერის ყოფნა დაიმოწმა. მან განაცხადა, რომ ქართველების უდიდესი უმრავლესობა სტალინზე მის შეხედულებას იზიარებს და თვლის, რომ ის „მასობრივი მკვლელი და პოლიტიკური დამნაშავე“ იყო. „სტალინი პოპულარულია მხოლოდ 80 წლის ადამიანებში მის მშობლიურ ქალაქში; ის საქართველოში პოპულარული არ არის“, – განაცხადა მან. „ეს არა ლოკალური, არამედ ნაციონალური პრობლემაა, ამიტომ არანაირი კონსულტაცია საჭირო არ იყო“. საქართველოს ხელისუფლება ძეგლის ადგილას მემორიალს აღმართავს, რომელსაც მიუძღვნის „საბჭოთა დიქტატურის მსხვერპლთ, სტალინის პოლიტიკის მსხვერპლთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და 2008 წლის ომში დაღუპულებს“, მათ შორის უცხოელებსაც, განაცხადა ბატონმა რურუამ. 2008 წლის აგვისტოში როდესაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა მოედანი დაბომბეს ჰოლანდიელი ოპერატორი დაიღუპა. გორში ამბობენ, რომ სტალინის ქანდაკებას გორში მის მუზუმში გადაიტანენ, სადაც აგურისგან და ხისგან აშენებული ქოხი, რომელშიც სტალინი დაიბადა გარშემორტყმულია უზარმაზარი ბერძულ–იტალიური პავილიონით. ბატონი რურუას თქმით, მან არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა ქანდაკებას“. „გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის სულერთია“, – თქვა მან. „ეს მუზუმი უკვე წლების განმავლობაში სტალინს ადიდებს“. რუსეთთან ომის შემდეგ, ყველაზე მძიმე თვეებშიც კი ქართველებში სტალინზე შეხედულება ორად იყოფოდა. პოპულარული პოლიტიკური ვებ–გვერდის „თბილისის ფორუმის“ 2008 წლის გამოკითხვით, შეკითხვაზე ამაყობენ თუ არა ისინი იმით, რომ დიქტატორი ქართველი იყო, 52% უარყოფითად პასუხობდა, 37% კი დადებითად. ახალგაზრდა ადამიანებს მასზე უფრო ნეგატიური წარმოდგენა აქვთ, ვიდრე გორში. შარშან ზაფხულში ქანდაკების პოსტამენტზე ასეთი ფრაზები გაჩნდა „ჩამოდი პოსტამენტიდან!“ და „შენი ადგილი მუზეუმშია!“ მიხეილ ჯერიაშვილი 19 წლისაა. ის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. მან განაცხადა, რომ ეს ამბავი გაუხარდა და უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუკი ხელისუფლება „ამ ქანდაკებას მთლიანად მოხსნიდა, დაწვავდა და ა.შ“. „საერთოდ, მე ბედნიერი ვიქნებოდი, ის სხვა ქალაქში რომ დაბადებულიყო“, – თქვა მან. ორიგინალი ორიგინალი
  15. ქასთინგი გრძელდება. ამჯერად ნიჭიერს ხონსა და სამტრედიაში უმასპინძლებენ. 27 ივნისს, 12 საათზე, კულტურის სახლში გაიმართება ქასთინგი, რომელზეც შეგიძლიათ მიხვიდეთ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე! http://nichieri.ge/files/2010/06/SGPhoto_2010_06_02-18_18_393.png nichieri.ge
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/tv-money-150x150.jpgკითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ტელეკომპანიებს შესაძლოა მხოლოდ 2004 წლიდან 2010 წლის 1 მარტამდე არსებული დავალიანებები ჩამოეწეროთ. ქვედა ზღვრად 2004 წლის შესაძლო დადგენას რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მიზანშეუწონალდ მიიჩნევს. ნათია კუპრეიშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამნისტიას არა მათთვის, არამედ ნაციონალური მაუწყებლებისთვის გამოაცხადებს. რეგიონული მედიის წარმომადგენელთა განცხადებით, დავალიანებები მათ სწორედ 2004 წლამდე დაუგროვდათ. მათ შორის 25-ე არხს და ტელეკომპანია “რიონს”. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/amnistia.jpg itvს ლინკი
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg ბრაიან ვაითმორი თბილისი – ქუჩის კაფეებში წყვილები ღვინოს წრუპავენ, ბავშვები შადრევნებში ონავრობენ – სიცხეში შვებას ეძებენ. მოხუცებული კაცები პარკში მერხებზე ჭადრაკს თამაშობენ და ქუჩის მოვაჭრეები საქონელს ასაღებენ. საქართველოს მოუვლელ, ქაოტურ და მომხიბვლელ დედაქალაქში თვალწინ ზაფხულის ჩვეული ხმები და სურათები იშლება ყველაფერი ისევ ისეა, ერთის გარდა: პირველად, ამ ბოლო წლების განმავლობაში თბილი ამინდის დადგომას თბილისში ომზე ლაპარაკი აღარ მოჰყოლია. წლევანდელი უშფოთველი სიწყნარე მკვეთრად განსხვავდება 2008 წლის დახუთული ზაფხულისგან, როდესაც მოვლენების კულმინაციად აგვისტოში საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იქცა. ეს ზაფხული შარშანდელი შფოთიანი ატმოსფეროსგანაც განსხვავდება, რადგან შარშან მოსკოვი ისევ აჟღარუნებდა იარაღს და როგორც გაირკვა ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი, არასწორად ვარაუდობდა რომ შეიარაღებულმა კონფლიქტმა ისევ შეიძლება იფეთქოს. 2008 წლის კონფლიქტის მიმდინარეობისას, თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარად იყვნენ ფრუსტრირებულები აშშ-ს არასაკმაო მხარდაჭერის გამო. არადა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში წლების მანძილზე დაჟინებით უწევდა რეკლამას ქვეყანას. დღეს აქ ამბობენ, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მეტ ნდობას იმსახურებს, რადგან გასული წლის დაძაბულობის ჩაცხრობა და დღემდე მშვიდი სიტუაციის შენარჩუნება შესძლო. „რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმის პირდაპირი საფრთხე, თუ მთლიანად აღმოფხვრილ არა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული აშშ-ს ადმინისტრაციის აქტიური პოზიციის მეშვეობით“ – ამბობს გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი. კონკრეტულად კი ბოკერიას თქმით, ობამამ 2009 წლის ივლისში, მოსკოვში საეტაპო ვიზიტისას „ძალიან კონცენტრირებული ძალისხმევა გასწია“, რათა ცხადეყო აშშ-ს დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. საქართველოს მაღალჩინოსნებმა ”რადიო თავისუფლებას” განუცხადეს, რომ ობამამ კულუარებში მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა – საქართველოზე თავდასხმას „საშინელი შედეგები“ მოჰყვებოდა და შეერთებული შტატები, რომელიც 2008 წლის ომის დროს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებით იყო დაკავებული, მსგავსი კონფლიქტის გამეორების შემთხვევაში „გვერდზე აღარ გადგებოდა“. თეთრი სახლის სპიკერმა ასეთი გაფრთხილების დადასტურებაზე უარი განაცხადა – „ჩვენ პრივატულ საუბრებზე არ ვლაპარაკობთ“. რაც არ უნდა ყოფილიყო ნათქვამი, ამ აზრმა როგორც სჩანს ფეხი მოიკიდა და ხალხმა თბილისში ეს ყურად იღო. თავდაპირველად იმის გამო, რომ აშშ-რუსეთის დამთბარი ურთიერთობების სამხვერპლოზე მათ ინტერესებს დადებდნენ, აქ შეშფოთებას გამოხატავდნენ, მაგრამ ახლა ქართველებმა, როგორც სჩანს, მოსკოვთან „გადატვირთის“ ობამასეული პოლიტიკის მიღება იწყეს. აქაური პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ორ სუპერსახელმწიფოს, ორ ყოფილ მეტოქეს შორის ახლო ურთიერთობებმა ვაშინგტონს მოსკოვზე ჩუმი, მაგრამ ეფექტური გავლენის მოხდენის საშუალება მისცა და ამით პროცესში, საქართველოს უსაფრთხოება განამტკიცებინა. „რუსები ბევრს დაკარგავენ, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან“ – ამბობს ანალიტიკოსი გიგა ზედანია, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეალოგიისა და თანამედროვეობის ინსტიტუტის დირექტორი. „ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონდა, რადგან (მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის) არავითარი თანამშრომლობა არ არსებობდა. მას შემდეგ რაც ის კავშირები ჩამოყალიბდა, რომელიც რუსეთისა და შეერთებული შტატებისთვის ერთნაირად სასარგებლოა, რუსეთს უკვე გაუჩნდა იმის სტიმული, რომ კარგად დაფიქრდეს, სანამ 2008 წლის მსგავს ქმედებებს გაიმეორებს“. ურთიერთკავშირი და ბერკეტი ერთი რამ რაც შეიძლება რუსეთმა დაკარგოს, მთლიანად გამოჩნდა ამ კვირას პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პირველი ვიზიტისას თეთრ სახლში ვაშინგტონში. სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკებების გარდა, მედვედევი მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ამერიკის მხარდაჭერის მოპოვებას გეგმავს. მედვედევმა მოგზაურობა კალიფორნიაში, Silicon Valley-ში ვიზიტით დაიწყო, სადაც რუსეთის ჰაი-ტექ სექტორის მოდერნიზების ამბიციური გეგმისთვის მან ინვესტორების მოხიბვლა სცადა. მაგრამ აშშ-ს ოფიციალური პირები იმასაც ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვიზიტის დროს საქართველოზე ერთ-ორი სიტყვის მოსმენასაც უნდა ელოდეს. კონკრეტულად კი ამერიკელები, ალბათ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ოკუპირების საკითხზე ილაპარაკებენ და იმაზეც, რომ რუსეთმა არ შეამცირა თავისი სამხედრო ძალები ამ რეგიონებში, რასაც ევროკავშირის შუამავლობით შექმნილი და მედვედევის მიერ ხელმოწერილი საზავო შეთანხმებაც ითხოვდა. 10 ივნისს ვაშინგტონში, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში გამოსვლისას, მაიკლ მაკფოულმა, ობამას მთავარმა მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია არ არის კმაყოფილი საქმის ვითარებით და მედვედევის ვიზიტის დროს ამ საკითხების ხაზგასმას გეგმავს. „არის თუ არა საგარეო პოლიტიკური ამოცანა ის, რომ ობამას ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს მშვიდობიანი ფორმით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ გვაქვს ასეთი მიზანი. მივაღწიეთ რაიმე წარმატებას ამ მიმართულებით? ჩემი პასუხია – არა. ასეთია სიმართლე“ – განაცხადა მაკფოულმა. „ჩვენ გვაქვს მიზანი“ – დასძინა მან – „ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომელსაც მივდევთ და ჩვენ მას გავდევთ მაშინაც, როდესაც პრეზიდენტი მედვედევი აქ იქნება“. იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუსვას ხაზი საქართველოსადმი აშშ-ს ერთულებას, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ივლისის დასაწყისში, სამხრეთ-კავკასიაში მოგზაურობისას, როდესაც ის სომხეთში და აზერბაიჯანშიც ჩავა, თბილისს ეწვევა. ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ ზაფხულს თბილისს უკვე ეწვია. უნდა ითქვას, რომ ქართველებს ახლა მაინც ისეთი განცდა აქვთ, რომ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ დაკარგეს შეერთებული შტატების კეთილგანწყობა. ნატო-ში გაწევრიანების შანსები, რომელიც სულ ორიოდე წლის წინ მაცდუნებლად ახლოს ჩანდა, ახლ გაურკვეველი დროით გადაიდო და ყურადღება რომლითაც ჯორჯ ბუში (აქ მისი სახელობის ქუჩაც კი არსებობს) ოდესღაც უხვად აჯილდოვებდა საქართველოს, წარსულში დარჩა, რადგან ობამას ადმინისტრაცია უფრო მწვავე საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისთვის იბრძვის, ისეთებისთვის როგორიცაა ავღანეთი და ირანი. მაგრამ ამასთანავე, ცივი ომის ტიპის კონფლიქტის ატმოსფერო, რომელშიც საქართველო საბრძოლო ველის როლს თამაშობდა, წარსულს ბარდება. „მე მტკიცედ მჯერა, რომ თუ აშშ-რუსეთის ურთიერთობები გაფართოვდება და უფრო დაახლოვდება, ეს საქართველოსთვის მხოლოდ სასარგებლო იქნება” – ამბობს ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და დღეს ოპოზიციის ლიდერი. ის „საქართველოს უსაფრთხოების უზარმაზარ პრობლემებზე“ ლაპარაკობს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს რუსეთთან ელვისებური ომი ჰქონდა. ალასანია ამბობს, რომ „თბილისი ამ პრობლემებს მარტო ვერ მოერევა“. „ ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის პროვოცირება არ მოვახდინოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ“ – ამბობს ალასანია – „მაგრამ იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ომმა ვერ გადაწყვიტა, ჩვენ ძლიერი პარტნიორები გვჭირდება და ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობებისთვის, სტრატეგიულ პარტნიორის მხარდაჭერა გვჭირდება“. ჯერ რუსეთი? თუმცა აშშ-ს თანამშრომლობას რუსეთთან კრიტიკოსებიც ჰყავს. გასული წლის ივლისში, აღმოსავლეთ-ევროპის გავლენიან ინტელექტუალთა და ყოფილი ოფიციალური პირების ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ ჩეხეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ვაცლავ ჰაველი და ლეხ ვალენსა, ობამას ადმინისტრაციისთვის გამიზნული ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას შეიძლება ისეთი პატარა ქვეყნების ინტერესები შეეწიროს, როგორიც საქართველოა. მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაციამ კონგრესს თავიდან წარუდგინა ე.წ. 123 ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ბუშმა რუსულ-ქართული ომის შემდეგ უკან გამოითხოვა და რომელიც აქამდე გაურკვევლობაში იყო დარჩენილი, უმალ იჩინა თავი მრისხანე ბრალდებებმა ღალატის შესახებ. 15 მაისს „The Washington Post”- ში გამოქვეყნებულ წერილში, დევიდ კრამერი, რომელიც ბუშის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო ევროპისა და ევრაზიის საქმეებში, ობამას ადმინისტრაციას იმაში სდებდა ბრალს, რომ მიდგომა „ჯერ რუსეთი“ ისეთი მიდგომით შეიცვალა, რომელიც „მხოლოდ რუსეთს“ აღიარებდა. ”რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ამასწინანდელ ინტერვიუში, კრამერი ამბობდა, რომ 123 შეთანხმების წარდგენა კონგრესისთვის ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან დაკავშირებით, კითხვებს აჩენს. „ჩემის აზრით, პრობლემა ასეთია – ადმინისტრაცია იმდენადაა ფოკუსირებული რუსეთთან პოლიტიკის გადატვირთვით, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები თითქმის მთლიანად გამორიცხა“ – განაცხადა კრამერმა. „მე ვფიქრობ, რომ ეს აშფოთებს ამ ქვეყნებს, ეს შემაშფოთებელია ევროპისთვისაც და შეერთებული შტატებისთვისაც“. თავის გამოსვლაში პეტერსონის ინსტიტუტში, მაკფოულმა ძალიან შეუტია ასეთ ბრალდებებს და განაცხადა, რომ „ადმინისტრაცია გამიზნულად არ ითხოვდა საქართველოს ოკუპაციის დასრულებას 123 შეთანხმების წარდგენისას“. „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს უგულვებელვყოფთ. ჩვენ ამ საქმეს პარალელურად ვაკეთებთ, ჩვენ მათ არ ვაკავშირებთ“ – განაცხადა მაკფოულმა. „და პირიქით, ჩვენ ჩვენს რუს კოლეგებს არ ვაკავშირებინებთ ერთმანეთთან ისეთ საკითხებს, რომელთა დაკავშირებაც მათ სურთ. ჩვენ არ დაგვისრულებია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, არ მოგვისროლია საქართველო ავტობუსის ბორბლებქვეშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის სანაცვლოდ. ეს ის ვარაუდია, რომელიც დიდი ხნის წინ მოგვაკერეს, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ასეთ თამაშს არ ვაპირებთ“. მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატი, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით გველაპარაკა, ამბობს რომ განსხვავებები საქართველოსადმი ბუშისა და ობამას ადმინისტრაციებს შორის ძირითადად კოსმეტიკურია და ძალიანაა გაზვიადებული. „აქ უფრო ცოტა რამ შეიცვალა, ვიდრე საზოგადოებამ შეიძლება ივარაუდოს“ – განაცხადა დიპლომატმა – „ურთიერთობები არც წარსული ადმინისტრაციის პირობებში იყო უპირობო და არც დღევანდელი ადმინისტრაციის მმართველობისას შეიცვალა ისე, როგორც ზოგიერთს უნდა რომ იფიქროს. არც ერთი ფუნდამენტური პოლიტიკური პრინციპი არ შეცვლილა. თუ რამე შეიცვალა, ეს სამეზობლოში შექმნილი მდგომარეობაა“. ბოკერია ამას ეთანხმება და ამბობს, რომ არც ერთ ეტაპზე ობამასეულ გადატვირთვას რუსეთთან საქართველოს ინტერესები არ შეწირვია. „ადმინისტრაციის პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა“ – ამბობს ბოკერია. „ჩვენ ვიცით ისინი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას ატარებენ და მათ რუსეთთან სერიოზული პრობლემები აქვთ განსახილველი, მაგრამ არ ყოფილა (ამ პროცესში) არც ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომ როდესაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლეოდა, საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის ხაზი არ გაესვათ“. ორიგინალი ორიგინალი
  18. ინგლისური The Sun-ის ცნობით ლონდონის "ჩელსის" ბოსებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მუნდიალის დასრულებამდე მოახერხონ მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელი ნახევარმცველის რაფაელ ვან დერდერ ვაარტის გადაბირება. იხილეთ fanebi.com
  19. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/paraplani-150x150.jpgლილოს ტერიტორიაზე დღეს პარაპლანერთა ფესტივალი გაიხსნა.40 მდე სპორტსმენთან ერთად მასში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემაც მიიღო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/paraplaniii.jpg itvს ლინკი
  20. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/102326238.jpg ესპანურმა ტელეარხმა Cuatro – მ გამოაქვეყნა ფაბიო კაპელოს ემოციები სლოვენიასთან მატჩის დროს, გთავაზობთ გაეცნოთ ამ სანახაობას… P.S. ეს ჩემი საიუბილეო მე-100 სიახლეა. View the full article
  21. http://www.turkspor.net/images/news/Milan_Jovanovic_yeni.jpg იყო იმის საშიშროება, რომ მილან იოვანოვიჩი ლივერპულთან კონტრაქტზე უარს იტყოდა, მაგრამ ახლა ცნობილია, რომ ფეხბურთელი აუცილებლად მოაწერს კონტრაქტს ხელს ”მერსისაიდელებთან.” მოლაპარაკებები იოვანოვიჩთან იანვარში დაიწყო. ახლა კი სერბ ფეხბურთელს, როგორც იქნა აქვს იმის საშუალება, რომ შეიცვალოს კლუბი, თუმცა იყო იმის შიში, რომ იგი ”წითლებში” არ გადმოვიდოდა. ამ კვირაში, რამდენიმე სპორტული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ იოვანოვიჩი მილანის ინტერში გადავიდოდა, მაგრამ ახლა ლივერპულსა და იოვანოვიჩს შორის ყველაფერი გარკვეულია. წყარო: Liverpoolfc.tv View the full article
  22. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/no-torture-7-inch-150x150.jpgდღეს წამების მსხვეპლთა დახმარების საერთაშორისო დღეა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ერთობლივად წამების წინააღდეგ_ ამ დევიზით მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია თბილისი მერიოტში გაიხსნა. სემინარის პარალელურად წამების მსხვერპლთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. საქართველოს ახალგაზრდა იუისტთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის მთავარი სამმართველოდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ar-acam.jpg itvს ლინკი
  23. 80-იანი წლების სერიალის სრულმეტრაჟიანი ვერსია. ისტორიის უკანასკნელი ვარიანტი, ერაყის ომის ვეტერანთა გარშემო ტრიალებს. მათ ეძებს აშშ-ს მთავრობა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ.. View the full article
×
×
  • შექმენი...