Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. სადაზღვევო კომპანიების მიერ 2009 წლის განმავლობაში მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 372, 4 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისი ინფორმაცია ეროვნული… ლინკი მედიანიუსზე
  2. აჭარაში 300-მდე დაუსაქმებელმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა და ბათუმის მეოთხე განყოფილების პოლიციის თანამშრომელთა ზეწოლა გააპროტესტა. როგორც `მედიანიოუსს~… ლინკი მედიანიუსზე
  3. `დაიცავი საქართველოს~ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ირაკლი ალასანიას და მის გუნდს საკრებულოში თანამდებობის დაკავების გამო, აკრიტიკებს და აცხადებს,… ლინკი მედიანიუსზე
  4. ჰოლანდიის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა, რომელიც ახლა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავის გუნდთან ერთად იმყოფება განაცხადა, რომ იგი არასოდეს დაბრუნდება მადრიდში, რადგან მას იქ ცუდად მოექცნენ. იხილეთ fanebi.com
  5. ჰოლანდიის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა, რომელიც თავის გუნდთან ერთად ახლა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება განაცხადა, რომ იგი არასოდეს დაბრუნდება მადრიდში, რადგან მას იქ ცუდად მოექცნენ. იხილეთ fanebi.com
  6. http://images.mirror.co.uk/upl/m4/apr2009/3/7/england-flag-pic-rex-361150275.jpg მოაგებინებს თუ არა ჯერარდი ინგლისს მუნდიალს? ლივერპულის ოფიციალურ საიტზე დაიწერა ასეთი სიახლე, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი პასუხობდა ფანების შეკითხვებს, ფანები მას თავის იმეილზე უგზავნიდნენ კითხვებს, ზუსტად ვერ გეტყვით თუ ვინ არის ეს ჟურნალისტი, მაგრამ მე წაგიკითხვავთ კითხვებს და პასუხებს. “როგორ ფიქრობთ შეძლებს თუ არა ინგლისი გერმანიის დამარცხებას და არის თუ არა ინგლისი ამისთვის მზად”? “ინგლისელებმა წინა მატჩში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, განსხვავებით პირველი ორი თამაშისგან”. “ისინი რამდენჯერმე გადარჩნენ სლოვენიასთან, მაგრამ საბოლოოდ ისინი მიწასთან გაასწორეს და გაანადგურეს მიუხედავად იმ ანგარიშისა რაც ტაბლოზე იქნა დაფიქსირებული”. “ინგლისელებს ძალიან რთული მატჩი ექნებათ გერმანიის წინააღმდეგ და ეს მათთვის დიდი გამოცდა იქნება, მაგრამ უნდა გამოჩნდეს ვინ რას წარმოადგენს, და მე დარწმუნებული ვარ ინგლისელები მათ მიწასთან გაასწორებენ”. “რას ფიქრობთ რუნიმ და დეფომ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს სლოვენიასთან მატჩში დეფომ გოლის გატანაც კი შეძლო”. “რას იტყვით კრაუჩსა და ჰესკზე”? “ვფიქრობ წინ უნდა იყოს რუნი და მას უკან ჯერარდი უნდა დადგეს ეს იქნება შესანიშნავი დუეტი ამ ორი ფეხბურთელისა, მარცხნიდან შეტევაში უნდა იყოს ჯო კოული, და საყრდენად კი მაიკლ კერიკი და ფრენკ ლამპარდი, მაგრამ კაპელო გადაწყვიტავს ყველაფერს”. “რატომ ათამაშებს კაპელო ჯერარდს მარცხენა ნახევარმცველად”? “საინტერესო კითხვაა, ჯერარდი მისი კოზირი და საუკეთესო ფეხბურთელია და მან უკეთ იცის სად უნდა ათამაშოს იგი, ჯერარდისთვის ეს პრობლემა ნამდვილად არ არის”. “ექნება თუ არა გლენ ჯონსონს დიდი როლი ინგლისის წარმატებაში”? “დიახ. ის ითამაებს პოდოლსკის წინააღმდეგ, პოდოლსკი კი გერმანიის ფორმით ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს”. “გლენი კი მარჯვნიდანაც შეუტევს რაც მათ ახასიათებს და დარწმუნებული ვარ გერმანელების მარცხენა ფლანგის გარღვევას ხშირ შემთხვევაში იგი შეძლებს”. “რას იტყვით კარაგერზე? ან აპსონზე”? “კარაგერმა კარგად ითამაშა კინგი კი ტრამვირებულია ეს აშკარად ეტყობა ამ ფეხბურთელს, აპსონმა თავი სამუშაოს ვფიქრობ რომ ნორმალურად გაართვა”. “საბოლოოდ რას იზავს ინგლისი გერმანიის წინააღმდეგ”? “ვფიქრობ ინგლისი მოიგებს”. “გერმანია კარგი ნაკრები იქნება 2012 წელს ორ წელიწადში და ისინი კარგად იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან ბევრი ამბობს ავსტრალიის განადგურებას, მაგრამ ავსტრალია ძალზედ სუსტია და ბუნებრივია მათი დამარცხება არ გაუჭირდათ, გერმანია ასევე ცუდათ გამოიყურებოდა სერბებთან ასევე არც ისე კარგად ითამაშეს განასთან”. “გერმანელები კარგად იჭერენ ბურთს და ეს ინგლისს ბევრ პრობლემას შეუქმნის, მაგრამ ინგლისელები მათზე ძლიერები არიან”. “ამ შეხვედრაში დიდი როლი ექნება ფიზიკურ მომზადებას”. “რას იტყვით ფერნანდო ტორესზე და მის ფორმაზე”? “ფერნანდო შორს არის თავისი იდეალური ფორმისგან, მაგრამ ის პროფესიონალია და აღიდგენს სულ მალე ძალებს”. “ეს ფეხბურთელი ტრამვებმა დატანჯა ამ სეზონში ლივერპულის შემადგენლობაში” “მე ლივერპულის ფანი ვარ და ვიცი მას როგორი ფეთქებადი ხასიათი აქვს, და მისგან ყველა თამაშში ველი აფეთქებას”. “რას იტყვით აგერზე და დანიაზე”? “აგერი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ მისი პარტნიორი კიაერი უკეთესად გამოიყურებოდა”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
  7. http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2009/6/26/1246029156234/Glen-Johnson-001.jpg ინგლისის ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი მოხიბლულია ლივერპულისა და ინგლისის მარჯვენა მცველის გლენ ჯონსონის თამაშით. ჯეიმს მილნერი თვლის რომ დღეს გლენი გერმანისს წინააღმდეგ ისევე შესანიშნავად ითამაშებს როგორც სლოვენიასთან. გლენი ძალიან წარმატებით გამოდის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ძალიან აქტიურად ერთვება შეტევებში. მილნერი:“ძალიან ადვილია თამაში, როდესაც ხედავ რომ შენს უკან თამაშობს ისეთი პროფესიონალი ფეხბურთელი როგორიც გლენ ჯონსონია”. “ის არის ტოპ მოთამაშე, ძალიან რთულია მისი მოტყუება, იგი ასევე შესანიშნავად თამაშობს შეტევაში და ძალიან ამწვავებს შეტევებს, შეტევების გამწვავება მისი დამახასიათებელი სტილია”. “ის ძალიან გვეხმარება ცენტრალურ ნახევარმცველებს ყოველთვის იქ არის სადაც უნდა იყოს”. “დღეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, დღეს მე უნდა წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა, და არ უნდა დავუშვა შეცდომა”. “მუნდიალზე ყველა თამაში შესანიშნავია”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
  8. დღეს ერთ-ერთმა ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" ბოსებმა ინტერესი გამოხატეს პორტუგალიური "ბენფიკას" ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის, მიმართ. იხილეთ fanebi.com
  9. http://img.dailymail.co.uk/i/pix/2008/04_01/083muppetsDM_468x314.jpg ალბათ დღეს ლივერპულის ყველა გულშემატკივარს სწორედ ეს კითხვა აწუხებს. გვეშველება რამე? და თუ კი, მაშინ როდის? როდის დასრულდება რედკნაპ-ჰოჯსონ-პელეგრინ-რაიკაარდ-დაგლიშ-მანია…? ახალი მწვრთნელი უკვე ყველამ მოძებნა, რეალმა, მილანმა, იუვენტუსმა და ჩვენდა სამწუხაროდ ინტერმაც. ლივერპულის ბოსები კი უკვე მერამდენე კვირაა უშედეგოდ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ხან გოგთან და ხან მაგოგთან. უცხოური პრესა კი ამ თემის საშუალებით საკმაოდ იმაღლებს რეიტინგს. დღეს თუ დეილი ტელეგრაფი დაწერს რომ ლივერპულში თითქმის ოფიციალურად დაინიშნა პელეგრინი, ხვალ თავად “THE SUN” გამოაქვეყნებს “სანდო” წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას რომ ლივერპულმა ჰოჯსონთან მიაღწია შეთანხმებას. ასე გრძელდება უკვე დაუსრულებლად და ყოველ დილას ალბათ ბევრი თქვენთაგანი ნახულობს ქართულ და უცხოურ პრესას იმ იმედით, რომ სადმე ნამდვილად ოფიციალურ სიახლეს წააწყდება ლივერპულის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ალბათ ბევრი თქვენთაგანი ელოდება თუნდაც ჩვენს ფანკლუბის საიტზე ახალ და საბოლოო ინფორმაციას ახალ ბოსზე, მაგრამ ნისლიან ალბიონზე, როგორც ჩანს მხოლოდ მერსესაიდში ჩამოწვა ბინდი… მეორე პრობლემა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტრანსფერებია… დრო გადის, ფეხბურთელებს უკვე ჯავშნიან დიდი გრანდები და თუ ასე გაგრძელდა რამოდენიმე კვირაში, ვიდრე ლივერპულს ახალი მწვრნთელი ჩაიბარებდეს, თავისუფალი მხოლოდ ის ფეხბურთელები დარჩებიან, რომლებიც ყველა კლუბმა დაიწუნა… ამავდროულად ბურუსითაა ასევე მოცული ძალიან ბევრი ფეხბურთელის ბედი ენფილდზე: ბენაიონი ჩელსიში გადადის. რიერა საერთოდ ცოცხალია თუ მკვდარი კაციშვილმა არ იცის. უცხოურ პრესაში მასზე უკვე 4-5 თვეა სიტყვაც კი არ თქმულა. ბაბელს არსენალი ეპატიჟება. აურელიო მარსელში მიდის. ტორესი ბარსას უპირველესი სამიზნე გახდა. ჯერარდს რეალი და მაურინიო ითხოვს. მასკერანო თითქმის უკვე გადასული იყო ინტერში, როცა მასიმო მორატიმ სატრანსფერო თანხა იძვირა და ახლა არგენტინელი ან ბარსაში წავა, ან დაბოღმილი და ყველასგან დაწუნებული დარჩება ლივერპულში, სადაც თამაშზე და ცხოვრებაზე უკვე ალერგია აქვს და რომელ მოტივაციაზეა საუბარი… კვლავ არაფერი ისმის ლუკასზე და ნგოგზე, დარჩებიან თუ წავლენ?! გაიყინა შოტლანდიის გასული წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის, დენი ვილსონის ლივერპულში ტრანსფერის საკითხი, ჰაერშია ასევე მილან ივანოვიჩის და ბანეგას ამბები. რა გითხრათ აბა, რით გაგახაროთ??? (ილია) ოპტიმიზმი ალბათ ერთადერთია რაც დაგვრჩა. ნამდვილი სკაუზერები ხომ იმედის არასოდეს კარგავენ ! FUCK YANKS! YOU’LL NEVER WALK ALONE View the full article
  10. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01527/steven-gerrard_1527484c.jpg სტივენ ჯერარდს სჯერა რომ ის იქნება სამაგალითო ფეხბურთელი გერმანისს წინააღმდეგ და ის იდეალურად გაუძღვება ინგლისის ნაკრებს. დღეს ორი დაუძინებელი მტერი ინგლისი და გერმანია ჩვენი დროით 6 საათზე ერთმანეთს დაუპირისპირდება. ეს ფაბიო კაპელოს შეგირდებისთვის ძალზედ ამაღელვებელი მომენტია, და მწრთვნელი ყველას მოუწოდებს რომ ისეთი პასუხისმგებლობით ითამაშონ როგორც არასდროს უთამაშიათ. სტივენ ჯერარდი კი საბრძოლველად მზად არის. ჯერარდი:“როგორც კაპიტანი მზად ვარ გავუძღვე ინგლისს ვიბრძოლო ბოლომდე, მეტოქეს არაფერს დავუთმობ”. “მე კაპიტანი გავხდი ძალზედ რთულ ვითარებაში, ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევაა, ამ მატჩის მოგება ძალიან მინდა და ჩვენ ამას გავაკეთებთ”. “ეს ყველა ფეხბურთელისთვის უდიდესი მსიქოლოგიური მომენტია, ამ თამაშში უნდა გამოჩნდეს ჩვენი ძალა და პროგრესი, რადგანაც აქ ყველაფერი სხვაგვარად არის, ერთი წაგება და ემშვიდობები მსოფლიო ჩემპიონატს და არავინ აპირებს სახლში წასვლას”. “ფანტასტიური მატჩი იქნება, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და მუდამ წარმატებისკენ უნდა ვისწრაფოთ”. “ჩვენ კარგი პროგრესი ვაჩვენეთ სლოვენიასთან მატჩში, გუნდში ხასიათი განწყობა არის იდეალური საბრძოლო ისეთი როგორც ინგლისს შეეფერება”. “ამ მატჩში ყველაფრისთვის მზად ვართ, ვითამაშებთ 90 წუთს, ასევე კარგად ვითამაშებთ დამატებით დროს, საქმე თუ აქამდე მივიდა, და პენლებისთვისაც მზად ვართ”. “ამ თამაშში გამოცდილება უდიდეს როლს ითამაშებს, ეს ჩემ კარიერაში ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩია, ძალიან დიდია დაძაბულობა, რადგანაც სასწორზე მეოთხედფინალის საგზური დევს”. “მე 2006 წელს პენალი გავაცუდე ვმწუხვარ, ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ ამის დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ისტორიას ვქმნით და პასუხსაც ვაგებთ ჩვენ საქციელზე”. “ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია სტადიონზე ვითამაშოთ კარგად, დავიხარჯოთ ბოლომდე, რადგანაც არ მინდა მატჩის შემდეგ სინანულის გრძნობა გვქონდეს”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv PS ეს არის ჩემი საიუბილეო მე-200 სიახლე. View the full article
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/image04-150x150.jpg„ლითონში გაცოცხლებული საქართველო”- ფოლკლორის სახელმწიფო გალერეაში, ანა (ლიანა) მიქიანის ნამუშევრები წარსდგა. სხვა და სხვა ლითონისგან შესრულებული მინიატურები რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის არის. ლითონზე მუშაობა მოითხოვს დიდ ძალისხმევას, შრომას და ენერგიას, შესაბამისად ჭედურ ხელოვნებაში პრიორიტეტი მამაკაცებს აქვთ მინიჭებული, ანა მიქიანი კი ერთადერთი მჭედელი ქალი იყო, რომელიც არაჩვეულებრივად ართმევდა თავს ამ მძიმე სამუშაოს. მისი ნამუშევრების გამოფენის ნახვა, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ჭედური ხელოვნების ძლიერი ხელწერისა და მხატვრული ხედვის დიდოსტატის გარდაცვალების დღეს მიუძღვნა, მნახველს 30 ივნისამდე შეეძლება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/miqian.jpg itvს ლინკი
  12. 28–30 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებების პრეზენტაცია. სამოქმედო… ლინკი მედიანიუსზე
  13. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ტაოსნობით, ხვალ, თბილისში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება მრგვალი მაგიდა… ლინკი მედიანიუსზე
  14. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელს, მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოები უტარდება.… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/4/2/1238693961525/Steven-Gerrard-001.jpg ინგლისის ყოფილმა მცველმა მარტინ კეოვნმა განაცხადა რომ სტივენ ჯერარდი ინგლისის გასაღებია, და სწორედაც რომ ყველა ინგლისელი მუნდიალზე სტივის ეიმედება. სტივენ ჯერარდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ როგორც პროფესიონალები ამბობენ, სლოვენიასთან მატჩში სტივი სამაგალითო ლიდერი იყო, და მისი ცქერისას ყველა რწმუნდებოდა რომ სტივი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. კეოვნი:”ინგლისელები განსაკუთრებულად თამაშობდენ, მაგრამ აშკარად განსაკუთრებული იყო სტივენ ჯერარდი”. “მე ვიჯექი და მას ვუცქერდი ათასობით აფრიკელთან ერთად, და ისინიც გაოგნებულები იყვნენ თუ როგორ მოქმედებდა ჯერარდი სტადიონზე”. “ჩვენ წითლების თილისმა წავიყვანეთ მუნდიალზე, იმ იმედით რომ იგი ტიტულს მოგვაგებინებს”. “ვინ არის გუნდის ყველაზე დიდი იმედი ეშლი კოული ის შესანიშნავი ფეხბურთელია, დეფო და რუნი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ”. “გუნდის უდავოდ საუკეთესო მოთამაშე ჯერარდია და მასთან ერთად გამოვყოფ რუნის, ისინი რომ საუკეთესოები არიან ეს სლოვენიასთანაც დაამტკიცეს, ისინი დუეტში შესანიშნავად თამაშობენ, ძალიან ტეხნიკურად მოძრაობენ და მეტოქეს ძალიან ჩქარა ესხმიან თავს”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
×
×
  • შექმენი...