planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/06/26/article-0-057A161A000005DC-691_468x375_popup.jpg ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ მუნდიალის დაწყებამდე გამოუცხადა თავის ფეხბურთელებს, რომ ერთი თვის განმავლობაში ისევე ვერ იხილავთ ცოლებს და მეგობარ გოგონებს, როგორც საკუთარ ყურებსო. ინგლისური პრესა კი სწორედ ამ გადაწყვეტილებას აბრალებს ინგლისელთა ასეთ თამაშს. გერმანიის, არგენტინის და სხვა ნაკრებებს რომლებიც ჯერ-ჯერობით წარმატებით ასპარეზობენ ეგ შეზღუდვა არ ქონიათ და მეტიც BBc-ის აზრით სწორედ ცოლები და მეგობარი გოგონები აძლევენ წარმატების საფუძველს ფეხბურთელებს, მაგრამ ფაბიო კაპელო ასე არ ფიქრობს, იგი 2006 წლის წარუმატებლობას სწორედ ქალებს აბრალებს, პრესამ ალჟირთან და აშშ-სთან წარუმატებელი თამაში სწორედ ამ ფაქტორს დააბრალა მაგრამ ფაბიო კაპელომ ეს კრიტიკა ყურთ არ იგდო და ფეხბურთელები ცხოვრების თანამგზავრის გარეშე დატოვა. View the full article
-
http://newsimg.bbc.co.uk/media/images/41836000/jpg/_41836190_gerrard416.jpgროდესაც ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ გონებაში უნებლიედ მატჩისშემდგომი პენალტების თემა ამოტივტივდება ხოლმე გასაკვირია? კაცმა რომ თქვას, არ არის გასაკვირი, რადგან ორი, მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდმა შესაძლოა ფრედ ითამაშოს და მეოთხედფინალსიტის გამოსამჟღავნებლად პენალტების დარტყმა გახდეს საჭირო. ეს, რასაკვირველია თავად ფეხბურთელებმა ყველაზე კარგად იციან და ამისათვის მხოლოდ პრაქტიკულად კი არა, ფსიქოლოგიურადაც ემზადებიან. მეტიც, ერთმანეთის დაშინებასაც ცდილობენ. აი, მაგალითად, ფილიპ ლამმა თქვა, რომ პენალტების სერია გერმანელებს აძლევთ ხელს. თუ გახსოვთ, გერმანელებმა ინგლისელები მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატსა და ევრო 96-ზე სწორედ პენალტებით დაამარცხეს. როგორც ჩანს ამის გამო უპირატესობის შეგრძნებაც არ სტოვებთ. ლამმა თქვა: “არ არის გამორიცხული საქმე პენალტებზე მიდგეს და ეს ჩვენ ძალიან გვაწყობს. ჩვენ პენალტებში ვვარჯიშობთ ხოლმე. ყველა ფეხბურთელი არა, მაგრამ რაღაც ჯგუფი ხანდახან ვარჯიშობს თერთმეტმეტრიანის დარტყმებში. დიდი იმედი მაქვს ინგლისელები თავიანთ თავში ჩვენსავით დარწმუნებულები არ იქნებიან. საერთოდ კი ამ ორი გუნდის შეხვედრებს დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. გერმანელებსა და ინგლისელებს შორის ყოველთვის დიდი შეხვედრები იმართება ხოლმე. ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად. ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ”. იოაჰიმ ლიოვმა კი უეინ რუნის “დიდი იარაღი” უწოდა. მართალია, “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავს მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ გოლი არ გაუტანია, მაგრამ მწვრთნელის მოსაზრებას ხსენებული ლამიც იზიარებს. როდესაც მას ჰკითხეს, არის თუ არა გერმანელთათვის ყველაზე საშიში რუნი, ლამმა მიუგო: “რა თქმა უნდა, ის კარგი თავდამსხმელია, რომელმაც გასულ სეზონში ბევრი გოლი გაიტანა. ის დიდი ფეხბურთელია, დიდ ფეხბურთელებს კი დიდ შეხვედრებში გააქვთ გოლები. თუმცა, მოწინააღმდეგეს არც სხვა ვარსკვლავები აკლიათ: სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლემპარდი, ჯეიმს მილნერი… ისინი პრემიერლიგაში გამოდიან და ესე იგი ძლიერები არიან. ვფიქრობ ფავორიტებადაც ინგლისელები უნდა დავასხელოთ”. ლამის ეს გამონათქვამი შესაძლოა ფსიქოლოგიურ ხრიკადაც მივიჩნიოთ. გერმანელთათვის კარგია თუკი ინგლისელები თავს ფავორიტებად მიიჩნევედ ცხვირს აიბზუებენ და ეგონებათ, რომ გამარჯვება უმალ მათ ეკუთვნით ვიდრე მეტოქეს, მაგრამ სად, სად და ამ ხერხზე მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში წესით აღარავინ უნდა წამოეგოს. კიდევ, ლამმა განელთა კარში გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი მესუთ იოზილი აქო: “ის ტექნიკურია, ბურთს ითხოვს და გოლების გატანაც ეხერხება. ვფიქრობ, მას შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. სტილითაც განსხვავდება დანარჩენი თანაგუნდელებისგან. ოზილი სამი წელიწადია რაც ბუნდესლიგის ფეხბურთს თამაშობს. ეს ბევრი არ არის, ვნახოთ რა იქნება მომავალში”. თავად იოზილმა კი ასე თქვა: “ინგლისელების წინააღმდეგ, რასაკვირველია დიდი ბრძოლა გველის. მერწმუნეთ, ეს გუნდი განაზე ძლიერია, თან ცოტათი კი არა, მნიშვნელოვნად. მაგრამ, თუ ჩვენ ძალ-ღონეს მოვიკრებთ, გამარჯვებას შევძლებთ”. ამასობაში კი ფაბიო კაპელომ დაასახელა ის ხუთი ფეხბურთელი, ვინც პენალტების შემთხვევაში 11-მეტრიანის ნიშნულთან უნდა მივიდეს. აი, ისინც: ფრენკ ლემპარდი, სტივენ ჯერარდი, უეინ რუნი, ჯეიმს მილნერი და გარეთ ბერი. ბერის მეხუთე დარტყმა უწევს – ყველაფერი წინასწარ არის გაწერილი. ზემოთ ლამმა თქვა, რომ გერმანელთაგან ყველა არა, მაგრამ გარკვეული ჯგუფი შიგადაშიგ ვარჯიშობს პენალტებში, ინგლისში კი სხვა ვითარებაა. კაპელო თავის შეგირდებს ყოველი ვარჯის შემდეგ აგერ უკვე რა ხანია პენალტების დარტყმაში ავარჯიშებს. თუმცა, კაპელოს ხალხშიც არის ჯგუფი, რომელიც დამატებით ვარჯიშობდა და ვარჯიშობს 11-მეტრიანების დარტყმაში. ლაპარაკია ლემპარდზე, ჯერარდზე, რუნისა და მილნერზე. შეგახსენებთ, რომ ლემპარდმა და ჯერარდმა ოთხი წლის წინ, პორტუგალიის ნაკრებთან მეოთხედფინალში ვერ გაიტანეს და კვლავ პენალტისტთა შორის ყოფნა მათთვის, რასაკვირველია დიდი გამოცდაა. სხვათა შორის, ლემპრდმა ამასწინათაც ვერ გაიტანა ორჯერ: ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინლსა და იაპონიასთან ამხანაგურ შეხვედრაში. მილნერმა შარშან, ინგლისისა და შვედეთის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრაში ვერ გაიტანა – ეს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი გახლდათ. პენალტების დამრტყმელებად მოიაზრებიან ეშლი კოული, ჯინ ტერი და ჯერმაინ დეფოც. თუმცა არც დეფის აქვს კარგი სტატისტიკა: “ტოტენჰემში” ბოლო 11 პენალტიდან 6 ვერ შეაგდო. “რასაკვირველია, პენალტის დარტყმა ზეწოლაა, მაგრამ როდესაც მისი შედეგი იცი, ხვდები, რომ ეს სასიამვონო ზეწოლა გახლავთ. ადამიანი გრძნობს, რომ მის დარტყმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ყველა იმედით შემოგყურებს და შენ შეგიძლია ეს ხალხი გააბედნიერო”. და კიდევ, თუ ინგლისში ვინმეს ნიშნებისა სწამს, გაიხარებდა, როდესაც შეიტყობდა, რომ მათი ნაკრები ამ შეხვედრაშიც წითელი ფორმით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელები სლოვენებთანაც ამ ფორმით იყვნენ მოედანზე და… გაიმარჯვეს. რატომ, წითლით? იმიტომ, რომ ტექნიკურად მასპინძელი გერმანიაა და ის ტრადიციული, პირველი ფორმით, თეთრი მაისურით, შავი შორტითა და თეთრი გეტრებით ირჩევს თამაშს. ინგლისელებს, რასაკვირველია, შეეძლოთ წითელი მაისურები თეთრი შორტები და წითელი გეტრები ჩაეცვათ – ეს ის ფორმაა, რომლითაც მათ გერმანელები 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაამარცხეს, მაგრამ როგორც ჩანს შორეულ წარსულში დაბრუნებას მაინც გასული ოთხშაბათის გამოცდილება ამჯობინეს და სულ წითლებზე შეჩერდნენ. მოედანი როგორიღა იქნება? როგორც იტყობინებიან, ბლუმფონტეინში ღამ-ღამობით ცივა და მოედანს დაღს ასვამს. ამ სტადიონზე გუშინ შვეიცარია ჰონდურასს ეთამაშა, მაგრამ ფიფამ ერთსაც და მეორესაც იმ მინდორზე წინასწარ ვარში აუკრძალა. ფაბიო კაპელომ თქვა, რომ მას დაკვირვებით ჯერ კიდევ შესასწავლი აქვს გერმანელთა სამი თამაში თუმცა დიდი შანსია, გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალოს. ინფორმაციის წყარო: გაზეთი ლელო View the full article
-
http://b.pix.ge/r/gx0s7.jpgრაფაელ ბენიტესი კლუბიდან თავისი წასვლის მიზეზად “ლივერპულის” გენერალურ დირექტორს, ქრისტიან პერსლოის ასახელებს. რაფამ დაადანაშაულა იგი ყველა ძირითად პრობლემაში, რომ სწორედ მისი ბრალი იყო გუნდის ასეთი სეზონი. ფინანსური პრობლემები, რომლებიც სწორედ ქრისტიან პერსლიოდან მომდინარეობს, ამის ძირითადი და უმთავრესი მიზეზია … 6 წელი მართავდა ესპანელი “წითლებს”, არცერთხელ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შანსი, ოთხეულში ვერ შესვლის საშისროებაც კი არ ყოფილა. წინა წელს მხოლოდ რამოდენიმე ქულა დააკლდა მეორე ადგილზე გასულ რაფას შეგირდებს პრემიერ ლიგის მოგებამდე. გაიყიდა 2 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, შეიძინა 2 ასევე ძირითადის მოთამაშე (მხოლოდ მათი შეცვლის მიზნით და არა დამტებითი რესურსებისთვის). მაშინ, როდესაც გუნდი პრემიერ ლიგის გამარჯვებისთვის იბრძვის, არ შეიძლება გუნდს წელიწადში მხოლოდ 10 მილიონი ევრო გამოეყოს ტრანსფერებისთვის და მხოლოდ შემცვლელებზე ფიქრობდეს და არა სხვა ფლანგის გაძლიერებაზე. რაფას ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმოდა და სწორედ მაგიტომ დათანხმდა იმ 6 მილიონ ევროზე, რომელიც გაშვების შემთხვევაში უნდა აეღო. კონტრაქტზე, სადაც ეწერა იგივე ქმედებაზე 20 მილიონის გადახდა, ორივე მხარეს ხელი მოწერილი ჰქონდა, თუმცა რაფამ თავისი საყვარელი გუნდი დამატებით უკიდურესი კრიზისიდან იხსნა და 14 მილიონი შეიძლება ითქვას აჩუქა … ბენიტესს არც მფლობელებთან, ტომთან და ჯორჯთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა მთავარი მიზეზი მიანც ის ადამიანი იყო (ქრისტიან პერსლოი), რომელიც “ლივერპულს” გასული წლის ივნისში (საუბედუროდ) შემოუერთდა… “ძალიან სამწუხარო იყო ეს ყველაფერი” – განაცხადა ბენიტესმა კლუბის დატოვების შემდეგ. “მე ვიმყოფებოდი შვებულებაში, როდესაც ეს შემატყობინეს და მითხრეს, რომ ამ საღამოსვე უნდა დასრულებულიყო… ამ ყველაფრის თავში კი ახლად მოსული ქრისტიან პერსლოი იყო. “ “ლივერპულელები ძალიან მებრძოლი ადმაიანები არიან, ისინი იბრძვიან დასაწყისიდან დასასრულამდე. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი აქ (ლივერპულში), მაგრამ ახლა არ შემიძლია ამაზე ფიქრი, მხოლოდ ჩემი ახლანდელი კლუბის კეთილდღეობაზეღა უნდა ვიფიქრო.” როი ჰოჯსონი ფაქტიურად ლივერპულის ახალი მწვრთნელია. “გასული სეზონის პრობლემები არ იქნება აღმოფხვრილი მალევე, მას ძალიან დიდი შრობა დასჭირდება, რადგან ყველაფერი თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს” – განაცხადა რაფამ. “კლუბი მთლიანად შეცვლილია, ყველანაირი დამოკიდებულება სრულიად შეცვლილია. წინა წელს ჩვენ ასე ახლოს გამარჯვებასთან ჯერ არ ვყოფილვართ, მას მერე ყველა დიდ იმედებს ამყარებდა ჩვენზე, თუმცა დასაწყისიდანვე იყო უამრავი რობლემა და საბოლოოდაც არასახარბიელოდ დასრულდა სეზონი. მე კი ახლა ვხედავ, რომ გულშემატკივრები არ არიან ბედნიერები.” ბენიტესი არ მალავს, რომ დიდი შესაძლებლობაა, დაბრუნდეს მერსისაიდში. “მე ვიძლევი გარანტიას, რომ არ გავყიდი ჩემს სახლს “ლივერპულში”, რადგან ეს მალე იქნება, თუ გვიან, აუცილებლად დავბრუნდები … “ წყარო: guardian.co.uk http://a.pix.ge/j/jmal8.jpg View the full article
-
დღეს ერთ-ერთმა ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ გაავრცელა სამწუხარო ინფორმაცია გერმანელი ფანებისთვის. როგორც ჩანს, ინგლისთან მატჩს კაკაუ გამოტოვებს. იხილეთ fanebi.com
-
დღეს ერთ-ერთმა ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ გაავრცელა სამწუხარო ინფორმაცია გერმანელი ფანებისთვის, როგორც ჩანს ინგლისთან მატჩს კაკაუ გამოტოვებს. იხილეთ fanebi.com
-
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები. განხილული იქნება მედიაში უმცირესობათა წარმოჩენის, ჟურნალისტური ეთიკის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხები. სემინარს გაუძღვებიან ექსპერტები: ნინო დანელია, ქეთევან მსხილაძე, ეკა აღდგომელაშვილი, თამარ ხორბალაძე, ლაშა ბუღაძე და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები ბექა მინდიაშვილი და ნინო ცინცაძე.სემინარი ორგანიზებულია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. სემინარის მხარდაჭერას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის “ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის” პროგრამა.http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/01-300x190.jpgდღეს, ბათუმში ჟურნალისტებისათვის “ტოლერანტობის კულტურა მედიაში” თემაზე სემინარი გაიხსნა. სემინარზე, მედიაში უმცირესობათა წარმოჩენის, ჟურნალისტური ეთიკის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხები განიხილება. სემინარს ექსპერტები: ნინო დანელია, ქეთევან მსხილაძე, ეკა აღდგომელაშვილი, თამარ ხორბალაძე, ლაშა ბუღაძე და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები ბექა მინდიაშვილი და ნინო ცინცაძე უძღვებიან. სემინარი ორგანიზებულია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. შეხვედრის მხარდაჭერას, გაეროს განვითარების პროგრამა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის “ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის” პროგრამა უზრუნველყოფს. სემინარში ცენტრალური და რეგიონულიმედიის 30 ჟურნალისტი მონაწილეობს.Share View the full article
-
დღეს ცნობილი გახდა,რომ მადრიდის ატლეტიკოს აწ უკვე ყოფილი მეკარე,რობერტო,ამიერიდან პორტუგალიის ჩემპიონების რიგებში იასპარეზებს. იხილეთ fanebi.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/img.php2-300x203.jpgგანათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით და სიღნაღის ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით, წელს, ორი კვირით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის ოთხი წარჩინებული მოსწავლე დასასვენებლად გაემგზავრება. კურორტი საქართველოში მათი სურვილის მიხედვით შეირჩევა. dasvenebis periodSi ისინი ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებსაც გაივლიან. ნიჭიერთა ოთხეულმა— ზაურ მირიანაშვილი-ანაგის საჯარო სკოლა, თეონა ტუხაშვილი – წნორის სკოლა-ლიცეუმი ,,ლამპარი 2010,” ანა ქადაგიშვილი – წნორის #1 საჯარო სკოლა და მაკა გელაშვილი – წნორის #3საჯარო სკოლა, სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა, რის მიხედვითაც მათ წარჩინებული მოსწავლეების ტიტული მიენიჭათ. კერძოდ, მაკა გელაშვილმა რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადაზე ქართულ ლიტერატურაში პირველი ადგილი დაიკავა, ზაურ მირიანაშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაზე გეოგრაფიაში – მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო თეონა ტუხაშვილი კალიგრაფიაში საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ანა ქადაგიშვილი კი საკუთარი შემოქმედების წარმოჩინებით ქართულ ლიტერატურულ კონკურს ,,ალუბლობაში” გახდა ლიდერი. ოთხეული დასასვენებლად ივლისში გაემგზავრება. Share View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini65-150x150.jpgბათუმში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღს სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატის ,,სკოლბურთის’’ ფინალურ თამაშს დაესწრება. სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატი ,,სკოლბურთი’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს 1000-მა სკოლამ და 10 000-მდე მოსწავლემ მიიღო. ,,სკოლბურთის’’ ფინალური შეხვედრა ბათუმის ,,ადელის’’ სტადიონზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini64-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაბა ჩაქვში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდება და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. სემინარს თემაზე ,,რეფორმები და გამჭვირვალობა’’ საქართველოში მოქმედი ყველა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელი დაესწრება. სემინარში ასევე მონაწილეობას მიიღებს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომელიც ჟურნალისტებს 2010 წლის ეროვნული გამოცდების შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს. იხილეთ epn.ge
-
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე, საკუთარი შეგირდების ასპარეზობით აბსოლიტურად კმაყოფილია. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საღამოს, "ფურია როხა" - ჩილეს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და სამხრეთ ამერიკული გრანდი მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხა. იხილეთ fanebi.com
-
უმაღლესში აღზევებულმა ქუთაისის ''ტორპედომ'' დღეს ''გივი კილაძეზე'' ამხანაგური მატჩი გამართა.ქუთათურთა მეტოქე ''სამტრედია'' იყო. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. იხილეთ fanebi.com
-
ჟურნალი Foto Video 06 2010 View the full article
-
რეი ახალგაზრდა პოლიტიკოსია მაკ კარგ მომავალს უწინასწარ მეტყველებენ, იგი დღე დღეზე გუბერნატორი უნდა გახდეს , მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს იგი შევა ბარში საგაც გაიცნობა ულამაზეს მომღერალს და სტრიპტიზიორ ქალს . ამის მერე რეის ცხოვრება აირევა ყველაერი უკუღმა შემოტრიალდება .... 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული...... View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain1_4c2502a679556960417296.jpg გუშინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები H ჯგფში სადაც ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე მას ჩილე გაჰყვა.მიუხედავად იმისა, რომ ჩილელები 38 წუთიდან კაცთნაკლულნი იყვნენ, ისინი ღირსეულად ებრძოდნენ მეტოქეს. მათ 1-2 კი დასთმეს შეხვედრა, მაგრამ სრულიად სამართლიანად გავიდნენ…ისინი ბრაზილიის ნაკრები დაუპირისპირდებიან, ხოლო ესპანელები-პორტუგალიელებს. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain2_4c2502bb91ff0695130098.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain3_4c2502c89f793190361476.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain4_4c2502d66acd0393976117.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain5_4c2502e44f737490015608.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain6_4c2502eea5ddc576999618.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain7_4c25038a2028d626150254.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/spain8_4c25072c30acf906416385.jpg P.S – ვულოცავ მათ წარმატებებს და იმედია ფინალი ინგილისი-ესპანეთი იქნება. View the full article