planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
გუშინ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის, ჯგუფური ეტაპი დასრულდა. იხილეთ fanebi.com
-
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ორ ქართულ გუნდს დინამოსა და ზესტაფონს მსაჯები დაუნიშნეს. თბილისის დინამო, რომელიც ესტონურ ფლორას დაუპირისპირდება შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება და მატჩს ისრაელიდან ელი ჰაკმონი განსჯის, ხოლო განმეორებით შეხვედრას, რომელიც 8 ივლისს გაიმართება, უკრაინელი იური მოსეიაჩუკი განსჯის. რაც შეეხება ზესტაფონს, ის სან-მარინოს ფაეტანოსთან ითამაშებს და დინამოს მსგავსად 1 ივლისს 20:00 საათზე გამართავს თავის პირველ შეხვედრას საკუთარ სტადიონზე და მატჩს სერბი ვლადო გოჯოვიჩი განსჯის, განმეორებით შეხვედრის მსაჯი კი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. იხილეთ fanebi.com
-
H ჯგუფის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს შვეიცარია და ჰონდურასი უპირისპირდებოდნენ, ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ინტრიგას არ იძენდა, იმას თუ არ ჩავთვლით რომ შვეიცარიას ამ შეხვედრაში სამი ქულის აღება მართებდა. შეხვედრამ უინტერესოდ ჩაიარა და არც ერთ გუნდის ფეხბურთელებს რეალური მომენტი მეტოქე კართან არ შეუქმნია. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და შვეიცარიამ ამ ფრით დაკარგა საგზური 1/8 ფინალის. ევროპელებმა ჯგუფში მესამე ადგილი სამი ქულით დაიკავეს, ხოლო ჰონდურასმა კი მეოთხე ადგილი 1 ქულით. ამავე ჯგუფიდან პირველ ადგილზე ესპანეთი, ხოლო მეორე ჩილე გავიდა. იხილეთ fanebi.com
-
გუშინ ჯგუფური ეტაპის ერთ–ერთ უკანასკნელ შეხვედრაში ესპანეთმა ჩილა მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა. H ჯგუფის ბინადარ ჩილეს და ესპანეთს ბოლო ტურში უნდა გადაეწყვიტათ ერთმანეთის ბედი, რადგან ისინი დამოკიდებულნი იყვნენ ქვე ჯგუფის შეხვედრაზე შვეიცარია – ჰონდურაზე, თუმცა ახლა ამაზე არ შევჩერდეთ და შემდეგ ვისაუბროთ ამ მატჩზე. რაც შეეხება ჩილესა და ესპანეთის დაპირისპირებას, მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ესპანეთი პირველივე წუთებიდან ცდილობდა მეკარე ბრავოს კარის აღებას, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ჩილელი ფეხბურთელები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს ესპანელთა კართან. ჩილელთა მხრიდან გამოსაყოფი არიან, სანჩესი, გონსალესი და ვალდივია, რომლებმაც შეაწუხეს მეკარე კასილასი. ესპანეთი მიხვდა რა, რომ ჩილეს შეტევები არც ისე ხეირიანი იყო, შეტევაზე გადავიდნენ და მატჩის 24–ე წუთზე დავიდ ვილამ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში შესძლო გოლის გატანა. ამის შემდეგ ესპანეთი არ მოდუნებულა და 37-ე წუთზე მცველთა უყურადღებობის გამო ანდრეს ინიესტა ანგარიში ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმი ესპანეთმა 2:0 მოიგო. ჩილე მეორე ტაიმში სახე შეცვლილი გამოვიდა მინდორზე და შეცვლაზე შემოსული როდრიგო მილარმა შეხვედრის 47–ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 1:2. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელები ცდილობდნენ კარის დალაშქვრას, საბოლოოდ მათი გარჯა უშედეგო აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში ესპანეთმა ეს შეხვედრა 2:1 მოიგო და 1/8 ფინალში ადგილი დაიმკვიდრა და თან გაიყოლა დამარცხებული ჩილეც. იხილეთ fanebi.com
-
უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება დღეს, 18.00 საათიდან, ნელსონ მანდელას ყურეს Port Elizabeth Stadium–ზე, სადაც ერთმანეთს სამხრეთ ამერიკული ურუგვაი და აზიური სამხრეთ კორეა. ურუგვაი A ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც პირველი ადგილის დაკავება შესძლო, რაც შეეხება სამხრეთ კორეის რესპუბლიკას ის B ჯგუფში გამოდიოდა და არგენტინის შემდეგ მეორე ადგილს დასჯერდა. ხსენებული ქვეყნის გუნდები აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც ურუგვაიმ ოთხჯერ შესძლო კორეელთა დამარცხება, ხოლო ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მათ ერთი მატჩი გამართეს, 1990 წლის "მუნდიალზე" ურუგვაიმ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა აზიელები. აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩს გერმანელი ვოლფანგ შტარკი გაუძღვება. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg დევიდ კრამერი ამ კვირაში, დიმიტრი მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტამდე, პრესაში რუსეთის საგარეო პოლიტიკური დოკუმენტის მასალებმა „გაჟონა“, რომლებიც რუსეთის ზოგიერთ სპეციალისტში კითხვას ბადებს: მართლაც ხომ არ მიჰყავს პრეზიდენტს მისი ქვეყანა ახალი, უფრო პოზიტიური და უფრო პროდასავლური პოზიციებისკენ. თუკი ამ 18 000 სიტყვიან დოკუმენტს ყურადღებით წავიკითხავთ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ვარაუდი სურვილის რეალობად გასაღების მცდელობაა. რუსულმა Newsweek–მა ეს დოკუმენტი მაისში გამოაქვეყნა. დოკუმენტს თან ახლდა მედვედევისადმი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიწერილი 10 თებერვლით დათარიღებული წერილი. მართალია საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დოკუმენტის ნამდვილობაზე არ დაობს, თუმცა არც მას და არც კრემლს ის ოფიციალურად არ გამოუქვეყნებიათ, რაც ამ დოკუმენტს სერიოზულად განასხვავებს რუსეთის სამხედრო დოქტრინისგან, რომელიც თებერვალში ოფიციალურად გამოქვეყნდა. საგარეო პოლიტიკური დოკუმენტისგან განსხვავებით, დასავლეთი სამხედრო დოქტრინას სიხარულით არ შეხვედრია, რადგან იმასში ანტიდასავლური ტონი აშკარად იგრძნობოდა. როგორც დოქტრინაშია ნათქვამი, მთავარი საფრთხე რუსეთისთვის ნატოს გაფართოება და ალიანსისი მცდელობებია საკუთარ თავზე აიღოს „გლობალური ფუნქციები, რომლებსაც ის საერთაშორისო ნორმების დარღვევის წინააღმდეგ ასრულებს“. დანარჩენ საფრთხეებს განეკუთვნება რუსეთთან მოსაზღვრე სახელმწიფოებში უცხოური (კერძოდ, ამერიკული) ჯარების განთავსება და სტრატეგიული ანტისარაკეტო თავდაცვა, რომელიც „გლობალურ სტაბილურობას არყევს და არღვევს სარაკეტო–ბირთვულ სფეროში ჩამოყალიბებულ ძალთა თანაფარდობას“. დოქტრინისგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკური დოკუმენტი უფრო დახვეწილი, ეკონომიკაზე კონცენტრირებული მასალაა, რომელიც ძირითადად (მაგრამ არა სრულად) თავისუფალია მეომრული რიტორიკისგან. მაგრამ თუკი მას ყურადღებით წავიკითხავთ, ცხადი ხდება, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანები ძალიან ახლოსაა იმ მიზნებთან, რომლებიც სამხედრო დოქტრინაშია ჩამოყალიბებული. მაგალითად, საგარეო პოლიტიკურ დოკუმენტში დასახულია ამოცანა „მიღწეულ იქნას აშშ–ს მხრიდან ცალმხრივ ქმედებებზე უარის თქმა ევროპაში ანტისარაკეტო ფარის გლობალური ელემენტების განთავსებაზე, რომლებმაც დაინტერესებული სახელმწიფოების „რაკეტსაწინააღმდეგო გაერთიანების“ ჩამოყალიბების სასარგებლოდ შეიძლება შეარყიონ რუსეთის შეკავების პოტენციალი“. დოკუმენტში აქცენტი კეთდება შარშან მედვედევის მიერ შემოთავაზებული ევროპული უსაფრთხოების დამღუპველი ხელშეკრულების აღორძინებაზე, რომელიც ნატოს და ეუთოს შემცვლელი ორგანიზაციის შექმნას გულისხმობს და „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექსპანსიონისტური საქმიანობის შეკავებისკენაა“ მიმართული. მასში ასევე ხაზგასმულია „რუსეთისადმი ევროკავშირის პოზიტიურად განწყობილ სახელმწიფოებთან, პირველ რიგში კი გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ესპანეთთან“ თანამშრომლობის აუცილებლობა, ევროკავშირის ახალი, აღმოსავლელი წევრების საპირწონედ. მთლიანობაში, ამ საგარეოპოლიტიკურ დოკუმენტში გამოთქმულია მკაფიო მხარდაჭერა რუსეთის გავლენის სფეროს შექმნის იდეის მიმართ, ხაზგასმულია „დსთ–ს სივრცის კონსოლიდაციის“ აუცილებლობა და „აქტიური წინააღმდეგობის გაწევა არარეგიონალური ძალების მცდელობებისთვის „დააშორონ“ ჩვენი ქვეყნები“. დოკუმენტში ისმის მოწოდება საქართველოს სეპრატისტულ რეგიონში, აფხაზეთში „მაღალტექნოლოგიური წარმოების“ შექმნისთვის ენერგიული ხელშეწყობის შესახებ, მაგრამ იმავდროულად საქართველო ნახსენები არ არის. ესეც თქვენ ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის გეგმებმა ბალტიისპირულ რეგიონში მისი ეკონომიკური გავლენის გაფართოებაზე „ევროკავშირის ქვეყნებისთვის მათი საინვესტიციო მიმზიდველობის მკვეთრი ვარდნისა და ეროვნული აქტივების სერიოზული გაუფასურების გათვალისწინებით“, განსაკუთრებით უნდა შეაშფოთოს ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. თუკი ამ ქვეყნების აქტივები ევროკავშირის ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ არის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მიზანია ამ ქვეყნებზე კონტროლი ეკონომიკური საშუალებებით აღადგინოს. სინამდვილეში, ამ დოკუმენტის არსი სხვა ქვეყნებში ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივების შესაძენად რუსული ფულის გამოყენებაა. დოკუმენტი მიზნად ისახავს „რუმინული ეკონომიკის სტრატეგიულ სფეროებში რუსული ბიზნესის დამკვიდრების ხელშეწყობას“ და გაისმის მოწოდება „რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ორბიტაზე უკრაინის აქტიურად მოზიდვის“ შესახებ. მასში მოთხოვნილია უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის განვითარების და მართვის კონსორციუმის შექმნა და „რუსი ინვესტორების მიერ მსხვილი უკრაინული საწარმოების აქციათა საკონტროლო პაკეტების შეძენა“. აშშ–სგან დოკუმენტი მოითხოვს მშვიდობიანი ატომური ენერგიის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების რატიფიკაციას, რომელიც ობამამ ახლახანს კონგრესს წარუდგინა. მასში დასახულია ამოცანა გაუქმდეს რუსული საწარმოების მიმართ აშშ–ს მიერ შემოღებული ცალმხრივი სანქცები, გაისმის მოწოდება ორმხრივი ინვესტიციების გაზრდის, „ცივი ომის“ ჯექსონ–ვენიკის შესწორების გაუქმების უზრუნველყოფისა და რუსეთისთვის უფრო სასარგებლო რეჟიმით აღჭურვის შესახებ. სანაცვლოდ დოკუმენტი არაფერს გვთავაზობს. მასში ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული ობამას დაინტერესება „მულტილატერალიზმით“, მაგრამ გაისმის გაფრთხილება, რომ აშშ–ში მისი პოლიტიკური „შესუსტება“ დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება გზა გაუხსნას მათ, ვისაც „დროის უკან დაბრუნება“ სურს და სავარაუდოდ, მოსკოვის მიმართ ნაკლებად მეგობრული მიდგომების მომხრეა. იმავდროულად, დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრება ირანთან „საკითხების ფართო სპექტრზე“, მათ შორის ატომური ენეგრეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელების, ასევე ბირმის ხუნტასთან თანამშრომლობისა და ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებში შეიარაღების მიწოდების გაზრდის შესახებ. ეს საგარეოპოლიტიკური დოკუმენტი პროდასავლური სულაც არ არის. ოფიციალურად გამოქვეყნებული სამხედრო დოქტრინა შესაძლოა რუსეთის ზრახვების უფრო უხეში გამოხატულებაა, მაგრამ საგარეო პოლიტიკის შესახებ უფრო დახვეწილი და არაოფიციალური დოკუმენტი შინაარსით მისგან ცოტა რამით თუ განსხვავდება. მედვედევის ვიზიტის დროს არავინ არ უნდა შეცდეს და ჩათვალოს, რომ ეს დოკუმენტი რუსეთის ახალ უფრო კეთილ პოლიტიკას ასახავს. მედვედევის რუსეთი ის ქვეყანაა, რომელთანაც გარკვეულ სფეროებში ჩვენ გარკვეული შედეგების მიღწევა შეგვიძლია. მაგრამ ინტერესებსა და ღირებულებებში ჩვენს შორის კვლავ უზარმაზარი სხვაობები რჩება. და მათი უგულებელყოფა დაუშვებელია. დევიდ კრამერი – მარშალის ფონდის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. წარსულში, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე. სტატიაში მისი პირადი შეხედულებებია გამოთქმული. ორიგინალი ორიგინალი
-
გაზიარება [01:43 26-06-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCUi_eZ4LtI/AAAAAAAAD2o/x0xdjkOCU20/s200/kudi.gif"შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, ჟურნალისტების ცემის საქმის კურსში არ არის . როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯუღელმა განუცხადა, მათთვის არავის მიუმართავს ჟურნალისტების ცემასთან დაკავშირებით და არავის განუცხადებია მსგავსი ფაქტის შესახებ. ამიტომ არც ინფორმაციას ფლობს. შესაბამისად, არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ჯუღელის არ ადასტურებს სოზარ სუბარის განცხადებას, რომ ჟურნალისტებს კამერა თავად დაუბრუნა და დამნაშავეების დასჯას დაპირდა. მისი თქმით, სუბარი საერთოდ არ უნახავს. როგორც ჯუღელი აცხადებს, მხოლოდ ის იცის, რომ წუხელ გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი მოხდა. ამასთან, ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა, რომელიც წუხელ გორში იმყოფებოდა, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებს წართმეული ვიდეოკამერა ვლადიმერ ჯუღელმა დაუბრუნა. გადაღებული მასალა კი წაშლილი იყო. სუბარის თქმით, ჯუღელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეიძლება, მათ შემთხვევითმა გამვლელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არ ვიცი, ვინ იყვნენო. შემთხვევითი ადამიანები კი, სუბარის თქმით, იარაღებით ვერ იქნებოდნენ. ჟურნალისტებს ლადო ბიჭაშვილსა და იმედა გოგოლაძეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული იარაღიანი პირები ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც სტალინის ძეგლის დემონტაჟის ამსახველ მასალას იღებდნენ" – გვატყობინებს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი". ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია მხარდაჭერას უცხადებს კოლეგებს. სამართალდამცავ უწყებას მოვუწოდებთ დროულად გამოიძიოს დანაშაული და დასაჯოს დამნაშავეები. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ნიჭიერის მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევა გრძელდება! 26 ივნისს ქასთინგი გაიმართება ქუთაისში, მერიის შენობაში. შეგიძლიათ მოსვლა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. http://nichieri.ge/files/2010/06/SGPhoto_2010_06_02-18_18_392.png თუ თვლი, რომ გაქვს ნიჭი და შენი ნიჭი იმსახურებს ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენას, მაშინ ეს შენი შანსია! nichieri.ge
-
ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი სპეციალური რეპორტაჟის მოსამზადებლად შევა ქალთა ციხეში , როგორც ჩვეულებრივი პატიმარი. იქ კი მას ნამდვილი ჯიჯიხეთი ელის საიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია .... 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომებდირებული View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/qobalia-300x200.jpgეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილის შემცვლელად დაასახელა, 28 წლის ვერონიკა ქობალიაა . ქობალია 1981 წლის 24 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ კი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა, სადაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ქობალია მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე, კანადის ბიზნესკომპანიებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში. მას აქვს კანადაში ქართული პურის ბიზნესი. ვერა ქობალია საქართველოში 2010 წლის თებერვალში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას “კოალიცია სამართლიანობისთვის”. IPN Share View the full article
-
ჟურნალი ავტო რევიუ View the full article
-
http://a.pix.ge/q/kzzi1.jpgფერნანდო ტორესის ოფიციალურმა საიტმა ფეხბურთელის საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა.“ესპანეთის ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა უკვე გავაცნობიერეთ, რომ ჩილესთან მატჩში, პირველ ტაიმშივე გვჭირდება მოგება. თუ ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილას აღმოვჩნდებით, ეს შესანიშნავი იქნება, მაგრამ თუ მაინც მეორე ადგილს დავჯერდებით, არც ეს იქნება ურიგო ჩვენთვის. ჩილე შესანიშნავი ნაკრებია უამრავი კარგი ფეხბურთელით. ისინი სწრაფები არიან და მოწინააღმდეგე გუნდის თითოეული მოქმედება წინასწარვე აქვთ გათვლილი. მსოფლიო ჩემპიონატი შანსია ყველასთვის. მუნდიალი ყველას ოპტიმიზმით ავსებს, ფეხბურთელებსაც და მათ გულშემატკივარსაც. რაც შემეხება მე, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ცუდი წარსულს გავატანე… სამხრეთ აფრიკაში ჩამოსვლამდე, ბევრს ვკითხულობდი ამ ქვეყნის შესახებ. გავეცანი მის ისტორიასაც. ამ ქვეყნაში თავს მშვიდად ვგრძნობ. უამრავი ფანი ვნახე. მათთან ვალი მქონდა… ისინი მე მგულშემატკივრობდნენ და ახლაც მგულშემატკივრობენ. ახლა ვხვდები, რომ მათთან ათასობით კილომეტრი მაშორებდა. აქ თბილი ხალხი ცხოვრობს. მატჩის შემდეგ ისინი სასტუმროსთან ილოდებიან, ცეკვავენ და მღერიან. იმ წუთას ჩემზე ბედნიერი და ამაყი ალბათ არავინაა ხოლმე. ვხვდები, რომ ალბათ მათი მოწონება დავიმსახურე და საერთოდ, რაღაც გამიკეთებია…” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainf1-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sainf-25.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/stalini-150x150.jpgგორი სტალინის ძეგლის გარეშე- რევოლუციის დიდი ბელადის ერთ-ერთ უკანასკნელ მონუმენტს ადგილს სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მიუჩენენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი, მის ნაცვლად აგვისტოს ომში დაღუპულთა და საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი აღიმართება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/stalini1.jpg itvს ლინკი
-
Kiss Revenge Tour--- ძაან მაგარი კონცერტი View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg ბენ ფელერი ვაშინგტონი – შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებმა ხუთშაბათის მზიანი დღე კარგად გაატარეს: მიირთვეს „ბურგერები“, „ტვიტერზე“ ისაუბრეს, პარკში გაისეირნეს არანაირი სამიტები, არანაირი სანქციები, არანაირი ხელშეკრულებები შეიარაღებაზე, მაგრამ ერთი შეთანხმება – ქათმების ექსპორტზე – მათ მაინც გააფორმეს. ყველას თვალწინ პრეზიდენტ ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ურთიერთობებში ახალი დღე დადგა. ამ დღეს ბირთვულ შეიარაღებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს ხუთშაბათი, როდესაც ობამა პირველად მასპინძლობდა თეთრ სახლში მედვედევს, დიდწილად დასამახსოვრებელი იმით გახდა, თუ როგორ კარგად ურთიერთობდნენ ისინი, როგორც ორი კარგი მეგობარი. კარტოფილს „ბურგერით“ მიირთმევთ? დიახ, მივირთმევთ. მათ „ბურგერი“ ერთმანეთსაც კი გაუნაწილეს. ეს ამ ორი ქვეყნისთვის, რომლებიც ცივი ომის დროს ერთმანეთის განადგურების ზღვარზე იდგნენ, ხოლო ორი წლის მტრულ ურთიერთობებს დაუბრუნდნენ, ძალიან სიმბოლური იყო. ხოლო ობამას ამ არანორმალურად ცხელ დღეს ძალიან რთულ კვირაში, დასვენებისთვის მოულოდნელი შესაძლებლობა მიეცა. თეთრ სახლში დიდწილად იმაზე საუბრობდნენ, თუ როგორ მოულოდნელად გადაწყვიტეს პრეზიდენტებმა ვირჯინიის კაფეში „ჩიზბურგერებზე“ გასეირნება და ნაკლებად იმაზე, თუ რა საკითხებს განიხილავდნენ ისინი. ობამამაც კი აღიარა, რომ საუბრის თემები მასაც ცოტა არ იყოს ეუცხოვა. „იცით, ძალიან უცნაურია როდესაც შენ და შენი რუსი კოლეგა ისტორიულ შეხვედრაზე სხედხართ და ქათმებზე საუბრობთ“ – სთქვა ობამამ რუსეთში ამერიკული მეფრინველეობის პროდუქციის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ. მაგრამ სინამდვილეში მისი თქმით, ეს საკითხი მრავალ მილიარდ დოლარს ეხება, ასევე რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ფაქტის მაჩვენებელია, კერძოდ კი იმის, შესწევთ თუ არა უნარი შეერთებულ შტატებს და რუსეთს განიხილონ საკითხები ბირთვული უსაფრთხოების პრობლემების მიღმა, რომელზეც ბოლო თვეებში მხარეებმა კონკრეტულ პროგრესს მიაღწიეს. ახლა მათ შეუძლიათ ვაჭრობაზე, ტექნოლოგიებზე, კოსმოსსა და სპორტზე უფრო მეტი ისაუბრონ. მომღიმარი ობამა სულაც არ ჰგავდა გუშინდელ ობამას, რომელსაც ავღანეთში აშშ-ს და ნატო-ს ჯარების მთავარსარდლის სტენლი მაკკრისტალის გადაყენება მოუხდა იმ ჟურნალისტური სტატიის გამო, რომელშიც ეს სამხედრო მეთაური და მისი თანაშემწეები ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს დასცინიან და მკაცრად აკრიტიკებენ. „ჩვენ შეგვიძლია გადავყაროთ ეს წითელი ტელეფონები, რომლებიც მაგიდებზე დიდი ხნის განმავლობაში გვეწყო“ – სთქვა ობამამ, გაიხსენა რა აშშ-რუსეთის შემაშფოთებელი ურთიერთობების სიმბოლო. ობამას თქმით, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, რადგან ისინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ არიან დარეგისტრირებულები, თუმცა პრეზიდენტმა საიტს შეცდომით „ტვიტერსი“ უწოდა. ობამამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ავღანეთის გამო სამხედრო ხელმძღვანელობაში სხვა ცვლილება აღარ განხორციელდება, თუმცა ის ყურადღებით დააკვირდება საკუთარ გუნდს. მედვედევს არ სურდა ამ თემაზე საუბარი და მხოლოდ ოცდაათი წლის წინ ავღანეთში ავადსახსენებელი საბჭოთა ინტერვენცია გაიხსენა. „მე მეგობრული ურთიერთობები მაქვს პრეზიდენტ ობამასთან“ – უპასუხა მან ჟურნალისტს – „მაგრამ ვცდილობ მას არარეალური რჩევები არ მივცე“. პრეზიდენტები მთელ რიგ საკითხებზე სოლიდარულები იყვნენ: – ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაცია ყირგიზეთში, სადაც იქაური პრეზიდენტის დამხობის შემდეგ სისხლისმღვრელი შეტაკებები დაიწყო; – რუსეთის მისწრაფება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელიც მუდმივად იდება. ობამამ სრულად დაუჭირა მხარი ამგვარ მისწრაფებას და განაცხადა, რომ ამაში მთელი მსოფლიოა დაინტერესებული; – შეთანხმებული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ორივე ქვეყნის კანონმდებელთა მიერ აშშ-ს და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციის უზრუნველყოფაზე. ისინი კონფლიქტურ თემებზეც კი ოპტიმიზმით საუბრობდნენ. შეერთებულ შტატებს რუსეთთან დღემდე აქვს არსებითი უთანხმოება ორი წლისწინანადელი რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე, მაშინ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ მკვეთრად იმატა. ობამა კოდირებული ფრაზებით საუბრობდა, განაცხადა რა რომ – „ჩვენ ეს უთანხმოებები გულწრფელად განვიხილეთ“. მედვედევი მას დაეთანხმა. პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად ურთიერთობები განვითარდება. ურთიერთობებში ჰარმონიაზე კი ყველაზე უკეთ თეთრი სახლიდან პრეზიდენტის „ბურგერებზე“ „გაპარვა“ მიუთითებს. ის თუ როგორ ისხდნენ ობამა და მედვედევი მაგიდასთან რესტორანში თარჯიმნებთან ერთად და საუზმობდნენ, დღის კადრად იქცა. „საინტერესო, ტიპური ამერიკული ადგილია“ – იხსენებდა მოგვიანებით მედვედევი თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე – „შეიძლება ჯანმრთელობისთვის არც ისე სასარგებლოა, სამაგიეროდ ძალიან გემრიელია და ამერიკულ სულს გრძნობ“. აქამდე მედვედევი და ობამა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ, მათ შორის მოსკოვში შარშან ზაფხულში, მაგრამ ობამამ 17 თვის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში პირველად უმასპინძლა და მედვედევს მართლაც გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს. შეერთებული შტატების სავაჭრო პალატაში მოსახვედრად, რომელიც თეთრი სახლისგან ერთი კვარტლის მოშორებით მდებარეობს, პრეზიდენტებმა საკუთარ საავტომობილო კორტეჟებს გაუსწრეს. შეხსნილი პიჯაკებით მათ პარკი ლაფაიეტი ფეხით გაიარეს. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე პარკი ტურისტებისგან გაათავისუფლეს. მედვედევმა პირობა დადო, რომ მომავალ ვიზიტამდე ობამასთან მუდმივ კავშირზე იქნება. ამ მომენტის ხაზგასასმელად, მედვედევმა სთქვა, რომ ისინი ტელეფონით მართლაც საუბრობენ და ბოლოს მან ამ მხრივ რეკორდიც კი დაამყარა – 1 საათი და 45 წუთი. ორიგინალი ორიგინალი