planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
fanebi.com- ზესტაფონი ევროპის ლიგისთვის ემზადება
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
2010 წლის 1 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპის ლიგის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უმასპინძლებს კლუბ ”ფაეტანოს” სან-მარინოდან. იხილეთ fanebi.com -
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთმა გამორჩეული არგენტინის ეროვნულმა ნაკრები გუშინ 1/8-ფინალურ შეხვედრაში მექსიკას დაუპირისპირდა. არგენტინამ, შეიძლება ითქვას, მექსიკური ბარიერი იოლად გაიარა და 1/4-ფინალში გერმანიას შეხვდება. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი სამხრეთ ამერიკელთა უპირატესობით დაიწყო და ჩინებულ მომენტებსაც ქმნიდნენ მექსიკელთა კართან. შეხვედრის პირველი გოლი 26-ე წუთზე კარლოს ტევესმა თავური დარტყმით გაიტანა - 1:0. სულ ცოტა ხანში კი ჰიგუაინმა მატჩის 33-ე წუთზე ორამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არგენტინელთა სასარგებლოდ 2:0 გახლდათ. რაც შეეხება მატჩის მეორე ნახევარს, 52-ე წუთზე შორეული დისტანციიდან ულამაზესი გოლი გაიტანა ტევესმა და დუბლიც გაიფორმა. მექსიკელებს შეხვედრის განმავლობაში ჰქონდათ მომენტები და მხოლოდ ერთელ შეძლეს კარის დალაშქვრა. მატჩის 71-ე წუთზე ხავიერ ერნანდესმა ორამდე დაიყვანა სხვაობა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 3:1. იხილეთ fanebi.com
-
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთმა გამორჩეულმა არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ 1/8 ფინალურ შეხვედრაში მექსიკას დაუპირისპირდა. არგენტინამ შეიძლება ითქვას მექსიკური ბარიერი იოლად გაიარა და 1/4 ფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. მატჩი არგენტინელთა უპირატესობით დაიწყო და ჩინებულ მომენტებსაც ქმნიდნენ მექსიკელთა კართან. შეხვედრის პირველი გოლი 26-ე წუთზე კარლოს ტევესმა თავური დარტყმით გაიტანა 1:0. სულ ცოტა ხანში კი ჰიგუაინმა მატჩის 33-ე წუთზე ორამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არგენტინელთა სასარგებლოდ 2:0 გახლდათ. რაც შეეხება მატჩის მეორე ნახევარს, 52-ე წუთზე შორეული დისტანციიდან ულამაზესი გოლი გაიტანა ტევესმა და დუბლიც გაიფორმა ხსენებულ შეხვედრაში. მექსიკელებს შეხვედრის განმავლობაში ჰქონდათ მომენტები და მხოლოდ ერთელ შესძლეს კარის დალაშქვრა. მატჩის 71-ე წუთზე ხავიერ ერნანდესმა ორამდე დაიყვანა სხვაობა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა 3:1. იხილეთ fanebi.com
-
liverpoolfc(ფანკლუბი) გაიცანით, ფერნანდო ტორესი!
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://cdn.wn.com/ph/img/7f/41/f6ebf3163f6677a670c10226641b-grande.jpg გთავაზობთ ვრცელ და ამავდროულად საინტერესო ინტერვიუს, რის შედეგადაც გაიცნობთ ფერნანდო ტორესს სხვა კუთხით… – რა/ვინ გიშლის ნერვებს და რატომ? – ადამიანები, რომლებიც, დაბეჯითებით საუბრობენ და მსჯელობენ რაიმეს შესახებ, სინამდვილეში კი ამ რაღაცის შესახებ არაფერი იციან… – ცხელი შოკოლადი თუ კოკა კოლა? – კოკა კოლა – მაჯის საათებზე რას იტყვი… – უამრავი მაქვს. ყველა ნაჩუქარია. – ბოლოს როდის ესტუმრე ცირკს? – ბოლოს ცირკს ატლეტიკოში თამაშის ბოლო წელს ვესტუმრე. მისი სახელწოდებაა “Cirque du Soleil”. – ვინმესთვის გითხოვია ავტოგრაფი? – ეს კითხვა მაღიზიანებს ხოლმე. – 2 ძაღლი გყავს… – დიახ. მათი სახელებია Pomo და Llanta – დამისახელე ფეხბურთელი, რომელმაც შენს მიმართ ყველაზე მეტი აგრესია გამოამჟღავნა – არ ვიცი. ასეთი რამ ნამდვილად არ მახსოვს. – თუ არ ჩახვიდოდი სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთელის სტატუსით, რას მოიმოქმედებდი იქ? – გავეცნობოდი ამ ქვეყნის კულტურას. – რამდენ ხანს იყო მანდელა დაპატიმრებული? – ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 20 წელზე მეტ ხანს. – რა აქვს შენს მშობლიურ ქალაქს ისეთი, რაც იოჰანესბურგს აკლია? – არ მიფიქრია ამ თემასთან დაკავშირებით. იოჰანესბურგს არ ვიცნობ კარგად. – თუ გახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა სამხრეთ აფრიკაში ზანგების დევნა თეთრკანიანების მიერ? – ეს იყო დაახლოებით 1990–იანი წლები. ზუსტად არ მახსოვს რამდენ ხანს იდევნებოდნენ შავკანიანები. – შეგიძლია მითხრა, რას ნიშნავს აფრიკაანერი? – აფრიკაანერი უნდა იყოს პიროვნება აფრიკაში, რომელიც რამოდენიმე ენაზე საუბრობს თავისი მშობლიური ენის გარდა. – ჩილეს ნაკრების კაპიტნის სახელი და გვარი… – არ ვიცი. მე ის მხოლოდ ჩვენი მატჩისას ვნახე. – ლომი უფრო მეტ ადამიანს კლავს აფრიკაში თუ ჰიპოპოტამი? – ჰიპოპოტამი. როდესაც აფრიკელები მათ ტერიტორიაზე გადადიან, ისინი აგრესიულები ხდებიან ხოლმე. – სად მდებარეობს ელის პარკი? – იოჰანესბურგში. – შეგიძლია მითხრა, სად დაიბადა დელ ბოსკე? – ესპანეთის ერთ–ერთ ქალაქში, სალამანკაში. – რა პოზიციაზე თამაშობდა ხაბი ალონსოს მამა? – პერიკო ალონსო, იმავე პოზიციაზე თამაშობდა, რაზეც ახლა მისი შვილი, ხაბი თამაშობს… წყარო: liverpoolfc.tv View the full article -
http://www.footie.co.za/blog/wp-content/uploads/2010/01/rafa-and-daglish.jpg ჩემდა სამწუხაროდ ინგლისისთვის მუნდიალი დამთავრდა. იმედი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გვესახება ინგლისის ფანებს კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდა. არც ისე სასიამოვნოა ამ თემაზე წერა ჩემთვის, მაგრამ ალბათ თქვენც გაგიგიათ – “ზოგი ჭირი მარგებელიაო”, ხოდა წინა სტატიის სათაურს, “გვეშველება რამე?”-ს თუ ვუპასუხებ, გამოვა რომ გერმანიამ გვიშველა უკვე… როგორ? ეს ცოტა რთული ასახსნელი იქნება… როგორც იცით ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ თავისუფალია. სავარაუდოდ მალე ინგლისის ნაკრების მენეჯერის პოსტიც დაცარიელდება, რადგან მსგავსი იმედგაცრუების შემდეგ კაპელოს ალბათ მალე დაუქნევენ ხელს ნისლიანი ალბიონიდან. (რა ზრდილობიანად დავწერე, არადა…) ინგლისის ნაკრების ახალი მწვრნთელის უპირველესი კანდიდატი კი როი ჰოჯსონია, რომელიც ჯერ კიდეც ჯგუფური ეტაპის შემდეგ უნდა დანიშნულიყო წითელი ლომების ბოსად, მაგრამ ინგლისი გავიდა მერვედფინალში და კაპელოს გათავისუფლება გადაიდო. ახლა კი სავარაუდოდ სწორედ ჰოჯსონი დაიკავებს მის ადგილს… მეორე დღეა რაც უცხოური პრესის აბსოლიტურად ყველა სერიოზული წარმომადგენელი იტყობინება, რომ ლივერპულმა შემოთავაზებით მიმართა მარსელის მენეჯერ – დიდიე დეშამს. შეიძლება გაგიკვირდეთ და დეშამმა სასტიკი უარით გამოისტუმრა მერსესაიდელები და განაცხადა რომ მარსელიდან არსად წასვლას არ აპირებს და ლივერპულში მისი გადასვლის შანსები უბრალოდ არ არსებობს. ასევე სასტიკი უარი განაცხადა ლივერპულის ჩაბარებაზე ჰარი რედკნაპმა, რომელმაც ტოტენჰემი ლიგაზე გაიყვანა. პელეგრინის და რაიკაარდის დაკავშირება ლივერპულთან კი მე პირადად პრესის “მოთრეული წორები” უფრო მგონია, ვიდრე სერიოზული ინფო, რომელსაც შეიძლება ყურადღება მივაქციოთ. ასე რომ სიტუცია ისე აეწყო, რომ ლივერპულის ბოსის ადგილზე ერთადერთი სავარაუდო კანდიდატიღა რჩება და ეს ადამიანი ლივერპულის უდიდესი ლეგენდა, ენფილდის მეფე – კენი დალგლიშია… ჩემი სუბიექტური აზრით, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლივერპულის კრიზისიდან გამოყვანა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლივერს პრემიერლიგის თასი მოაგებინოს და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ ფეხბურთელები, სამწვრნთელო შტაბი, კლუბის ბოსები და რაც ყველაზე მთავარია – გულშემატკივრები… http://www.leaguemanagers.com/media/dalglish_kenny_r.jpg ძალიან ხშირად წამიკითხავს ჩვენს საიტზე კომენტარებში, რომ დაგლიში ვერ იქნება კარგი მწვრნთელი და რომ მას გამოცდილება არ აქვს. რომ კარგი ფეხბურთელი – კარგ მწვრნთელს არ ნიშნავს. მე ადრეც არაერთხელ დამიწერია ამ უაზრო კომენტარებზე პასუხი და ახლა მინდა უფრო ზუსტი სტატისტიკა შემოგთავაზოთ, რომლის გადამოწმებაც ინტრიგანებს რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ ვიკიპედიაზე… კენი დაგლიშმა ზუსტად 14 წელი გაატარა ლივერპულში. როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრნთელმა. იგი ლივერპულის ბოსად 1985 წელს დაინიშნა და აღსანიშნავია, რომ კენი მოთამაშე-მწვრნთელი იყო. ანუ განაგებდა გუნდს. ადგენდა შემადგენლობას და ასრულებდა აბსოლიტურად ყველა მოვალეობას რაც მთავარ მწვრნთელს აკისრია გუნდში და ამავდროულად კვლავინდებურად თამაშობდა ფეხბურთს. პირველივე სეზონში მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მან პრემიერლიგა მოიგო, ორი ქულით აჯობა ლივერპული მთავარ კონკურენტ – ევერტონს და გადამწყვეტი გამარჯვების გოლი ჩელსის კარში ბოლო თამაშში სწორედ მან გაიტანა. 1-0 გამარჯვების წყალობით კი ლივერმა პრემიერლიგა მოიგო. სულ კენის ზედიზედ 8 სეზონში მოგებული აქვს 6 პრემიერლიგის თასი. და 3-ჯერ აღებული აქვს ვერცხლის მედლები. ლივერის მწვრნთელობის დროს კი 5 წელიწადში 3-ჯერ მოიგო პრემიერლიგა და 2-ჯერ მეორეზე გავიდა. შემდეგ დაგლიში ბლექბერნის ბოსი გახდა. პირველ სეზონში მეორე ადგილზე გაიყვანა გუნდი, 94-95 წლების სეზონში კი ბლექბერნს პრემიერლიგა მოაგებინა. 96-97 წლების სეზონში კი პრემიერლიგის თასი ნიუკასლის ფეხბურთელებს ააწევინა. ასე რომ მას ლივერპულისთვის დღესდღეობით საოცნებო პრემიერლიგის გამარჯვებულის თასი როგორც მენეჯერს 5-ჯერ აქვს მოგებული, 3 სხვადასხვა კლუბში და თან არა არსენალთან ან მაჩესტერთან ერთად, არამედ ბლექბერნთან და ნიუკასლთან ერთად… თუ ყურადღებით წაიკითხავთ ამ მცირე ისტორიულ სტატისტიკას, ალბათ ამის შემდეგ აღარ დაწერს არავინ რომ დაგლიში ვერ იქნება კარგი მწვრნთელი და რომ ლივერს უფრო გამოცდილი მენეჯერი სჭირდება. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01387/kenny-dalglish_1387211c.jpg მე პირადად ლივერის ხსნის გზაზე მხოლოდ დაგლიშს ვხედავ. ადამიანმა, რომელიც აბსოლიტურად ყველა თამაშს ესწრება და კლუბის ელჩი და ახალგაზრდული აკადემიის მმართველია, დამეთანხმებით რომ შესაძლოა უფრო მეტი იცოდეს ლივერპულზე ვიდრე რომელიმე თუნდაც უფრო გაწაფულმა მწვრთნელმა, პელეგრინიმ და თუნდაც რაიკაარდმა. დაგლიში ყოველ უქმეებზე ენფილდის ტრიბუნებზე იჯდა მთელი სეზონის განმავლობაში და თითოეული უბრალო გულშემატკივრის მსგავსად განიცდიდა გუნდის დაღმასვლას. უბრალოდ მთელს ლივერპულს უყვარს “მეფე კენი” და კენისაც უყვარს ლივერპული… ის ხომ არასოდეს იქნება მარტო… ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კაპელოს ბაი-ბაის, ან ჩაო სინიოროს ეტყვიან და ინგლისის მენეჯერად ჰოჯსონი დაინიშნება. ლივერპულის ამერიკელი ბოსები და ჩვენი ჩელსის ფანი გენერეალური დირექტორი (ვის ხელში ვართ) მიხვდებიან, რომ როცა საჭირო ადამიანი თვალწინ გყავს, ცხრა მთას იქით არ უნდა წახვიდე დეშამის და რაიკაარდის სახვეწრად… KENNY’ll NEVER WALK ALONE View the full article
-
ეს ფილმი ფსევდო დოკუმენტალური ჟანრის ფილმებს გაეკუთნება . მასში აღწერილია ქალთალესბოსელი ქალების გრძნობები გასული საუკუნის საზოგადეოებივი შეხედულებები ლესბოსელებზე 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
თუ მოგრნატრად ბრწინვალე თამაში სნაიპერებზრ . ეს თამაში თქვენთვის არის.კატორღა-12 — საბჭოთა სამეცნიერო ცენტრია, რომელიც კამჩატკის სანაპიროსთან ახლოს მდებარე პატარა კუნძულზეა აგებული. წარუმატებელი ექპერიმენტის გამო კუნძული დროის მახეში მოხვდა და ახლა წამდაუწუმ მოძრაობს 1950 წელსა და 2010-ს შორის. ამ უცნაურ და ყოველთვის ცვალებად ადგილში მოხვედრისას, სადაც დროში ნახტომები ხდება მოთამაშეებს სერიოზული გამოცდის გავლა მოუწევთ. ძლიერი იარაღისა და უნიკალური ექსპერიმენტული მოწყობილობის - დროის მობილური გარდამქმნელის დახმარებით, ისინი შეებრძოლებიან მტერს წარსულსა და აწმყოში, და გაანადგურებენ კოშმარულ არსებებს პარალელური სამყაროდან. თუმცაღა მათი მთავარი მიზანია - 1950 წელს მომხდარი საშინელი კატასტროფის თავიდან ასაცილებელი ხერხის მოძებნა, რათა 2010 წელს ყველაფერი თავის ადგილას დადგეს. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg ლუკ ჰარდინგი საქართველოს პრო–დასავლურმა მთავრობამ გორში ტირანის ქანდაკება მოხსნა და მის ადგილას რუსეთთან ომში დაღუპული ადამიანების მონუმენტის აღმართვას გეგმავს. გორში, ქართულ ქალაქში, სადაც საბჭოთა კავშირის ყველაზე ავადსახსენებელი ტირანი დაიბადა, მისი აკრძალული ქანდაკება ნახევარი საუკუნის განმავლობაში იდგა. მეზობლად მოკრძალებული ერთსართულიანი ქოხია, სადაც ახალგაზრდა სტალინი იზრდებოდა. იქვეა მუზუმიც, სადაც სტალინის პერსონალური ვაგონი, მისი პორტრეტები და წერილები ინახება. მაგრამ პარასკევს გამთენიისას, საიდუმლო ოპერაციის დროს, საქართველოს პრო–დასავლურმა მთავრობამ მონუმენტი მოხსნა. სტალინის კიტელში გამოწყობილ, ექვსი მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკებას, მუზეუმის ეზოში გადაიტანენ. მის ადგილზე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი მონუმენტის აღმართვას გეგმავს, რომელიც 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნება. ოპერაცია, როგორც ჩანს ბევრი ქართველისთვის, განსაკუთრებით კი მოხუცებისთვის, შეურაცხმყოფელია, რადგან სტალინი მათთვის გულაგების, რეპრესიებისა და სხვა დანაშაულებების მიუხედავად, სიამაყის ობიექტია. საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა 1953 წელს სტალინის გარდაცვალების საბჭოთა კავშირი მისი ათასობით ქანდაკებსისგანს გაწმინდა და მხოლოდ ერთი დატოვა, გორში, პატარა ქალაქში, რომელიც თბილისიდან 50 მილში მდებარეობს. გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა მოულოდნელად მუნიციპალიტეტის თანამშრომლების და პოლიციის გაგზავნა ძეგლის მოსახსნელად. „ვფიქრობ, ეს საქართველოს დასავლური ორიენტაციის და კომუნისტურ წარსულთან გამიჯვნის ნიშანი იყო“, – ამბობს ქართული გაზეთის Messenger–ს მთავარი რედაქტორი ზაზა გაჩეჩილაძე. მან დასძინა: „მაგრამ იმავდროულად ეს სადაო ნაბიჯი იყო. სტალინთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული სენტიმენტები ჯერ კიდევ არსებობს“. მას აღიქვამენ, როგორც ადგილობრივ ბიჭუნას, რომელმაც უზარმაზარ სიმაღლეებს მიაღწია და 30 წლის განმავლობაში ჰიტლერის გვერდით მსოფლიოში ნომერ პირველ ფიგურად რჩებოდა. „ეს ერთგვარი ადგილობრივი პატრიოტიზმია. ის ბევრი, განსაკუთრებით კი იმ ასაკოვანი ადამიანის პერსონალური შეურაცხყოფა იქნება, რომლებსაც ის დღემდე უყვართ და ადიდებენ“. ჩინოვნიკები ამ ქმედებას იცავდნენ და უარყოფდნენ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ პოლიცია ჟურნალისტებს ძეგლის მოხსნის გადაღებას უშლიდა და რომ ცალკეულ შემთხვევებში ცემის ფაქტებიც იყო. “ამ ადგილას ახალი მონუმენტი აშენდება და ის რუსეთის აგრესიისგან დაღუპულებს მიეძღნებათ“, განაცხადა ქალაქის მუნიციპალიტეტის ლიდერმა ზვიად ხმალაძემ, იუწყება Reuters. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა გორის მთავარი მოედანი 2008 წლის ომის დროს დაბომბეს და ჰოლანდიელი ჟურნალისტი მოკლეს, რომელიც იქვე მუშაობდა. თვითმფრინავებმა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებიც დააზიანეს. რუსულმა არმიამ და ტანკებმა კონფლიქტის დროს რამდენიმე კვირის განმავლობაში გორიც დაიკავეს, საბოლოოდ კი რამდენიმე მილით სამხრეთ ოსეთის კუსტარული საზღვრისკენ დაიხიეს. ქანდაკება 1952 წელს გაიხსნა. ხრუშჩოვის მიერ სტალინის (მაგრამ არა ლენინის) კულტის მხილების შემდეგ საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა მოედნიდან და ქუჩიდან ბელადის ფიგურა გაქრა. თუმცა, ბოლო წლებში ვლადიმერ პუტინის რეჟიმი დიქტატორის რეაბილიტაციას ცდილობდა და მას ეროვნულ ლიდერად წარმოაჩენდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია მოახდინა და ნაცისტები დაამარცხა. 2008 წლის ომის შემდეგ, ზოგიერთი ჩინოვნიკი და ცნობილი ქართველი ქანდაკების მოხსნის მოწოდებით გამოვიდა და ამტკიცებდა, რომ დაბომბვებისა და რუსული ოკუპაციის შემდეგ მისი არსებობა შეურაცხმყოფელი იყო. ახლა, საქართველოს მთავრობა ომში დაღუპულთა მონუმენტის დიზაინზე კონკურსს გამოაცხადებს, განაცხადა კულტურის მინისტრის პრესსპიკერმა სალომე მაჭარაშვილმა. გორში სტალინის კიდევ რამდენიმე უფრო მცირე ზომის ქანდაკება და ბიუსტია. ის აქ 1879 წლის 21 დეკემბერს იოსებ ჯუღაშვილის სახელით დაიბადა. სტალინი არ გახლდათ ერთადერთი ამბიციური ქართველი რევოლუციონერი. მეორე ქართველი, რომელიც საბჭოთა კავშირის ისტორიაში ცენტრალურ როლს თამაშობდა ლავრენტი ბერიაა, სტალინთან დაახლოებული პირი და მისი საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/27/article-1289962-0A3A4D8B000005DC-336_634x356.jpgგერმანია - ინგლისი 4:1. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/27/article-1289962-0A3A5BB9000005DC-541_634x449.jpg http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/27/article-1289962-0A3A8A52000005DC-66_634x522.jpg http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/27/article-1289962-0A3A80D5000005DC-551_634x406.jpg http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/27/article-1289962-0A3A5B11000005DC-889_634x482.jpg http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/27/article-1289962-0A3A7AAA000005DC-608_306x581.jpg http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/27/article-1289962-0A3A7A72000005DC-966_306x581.jpghttp://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/27/article-1289679-0A3A4F1B000005DC-789_634x356.jpg გოლი “არ” ყოფილა… http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06/27/article-1289962-0A3A76D1000005DC-683_634x422.jpg View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg თბილისი, საქართველო – საქართველოს ხელისუფლებამ კვირას საბჭოთა დიქტატორის და წარმოშობით ქართველის იოსებ სტალინის ძეგლი ჩამოაგდომონუმენტი დასავლეთ საქართველოს ქალაქ ტყიბულში აიღეს მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე ხელისუფლებამ ჩამოაგდო სტალინის უფრო დიდი და უფრო ცნობილი მონუმენტი, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ გორში იდგა. ორივე ძეგლი შუაღამით აიღეს, როგორც სჩანს იმისთვის რომ პროტესტი და მედიის ყურადღება თავიდან აეცილებინათ. სტალინი 1878 წელს, მეწაღის მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა. მის საპატივცემულოდ შექმნილი ეს ორივე მონუმენტი, მის სიკვდილამდე 1953 წელს აღიმართა. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ახალი თაობა რომელმაც გაიზიარა თავისუფლების დასავლური იდეალები, მხარს უჭერს სტალინის მონუმენტების დემონტაჟს. საქართველოს კულტურის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ მთავრობა მალე იმ ქუჩებსაც შეუცვლის სახელს, რომლებიც დღემდე სტალინის სახელს ატარებენ. „სტალინის მემორიალს არა აქვს ადგილი 21-ე საუკუნის საქართველოში“ – პარასკევს განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის მთავრობა აცხადებს, რომ სტალინის ძეგლს გორში 2008 წლის რუსულ-ქართულ ომში დაღუპულთა მემორიალი შეცვლის. პრო-დასავლელმა სააკაშვილმა საბჭოთა ეპოქის მონუმენტების ჩამოგდება გასულ დეკემბერს დაიწყო, როდესაც ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მასიური მემორიალი აიღეს, რამაც საქართველოს ოპოზიციისა და რუსეთის პროტესტი გამოიწვია. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა ამ მემორიალის უფრო მცირე ასლისთვის მოსკოვში გასულ თვეს ქვა დადო. ორიგინალი ორიგინალი
-
გაზიარება [სალომე გოგოხია.59 27-06-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCd11m6rtFI/AAAAAAAAD3I/Y2YJaeBG05w/s200/cerovani6.jpgდევნილთათვის უხარისხოდ აშენებეული საცხოვრებელი სახლები და არასამართლებრივად ჩატარებული ტენდერები - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას" შეფასება დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის გარშემო. დასკვნის თანახმად, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა, თუმცა საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევით. აქედან გამომდინარე, "საია" შესრულებული სამუშაოების ეფექტურობასა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ ფონდში ფინანსური და ტექნიკური აუდიტი ჩაატარა ჯერ ევროკავშირის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ფირმებმა. ორივე დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დასკვნების მიხედვით, არსებულ პირობებში შესრულებული სამუშაოების ეფექტურობა და მიზნობრიობა დაცულად იქნა მიჩნეული. 21 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში პრეზენტაცია მოაწყო. დასკვნაში საუბარია დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის გამოყოფილი 303 879 150 ლარის მიზნობრიობაზე, შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და იმ ტენდერებზე, რომელიც იურისტების აზრით, სამართლებრივი ნორმების დარღვევით ჩატარდა. როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოსათვის დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა. ამ მიზნით 2008 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. თანხის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილი - 74, 5 მილიონი ევრო დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა. ამავე მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ პერიოდულად ხდებოდა თანხის გამოყოფა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის. დასკვნაში საუბარია, რომ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ძირითადად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდა. აღნიშნული ხელშეკრულებები ჯამურად 1263 ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებდა. მონიტორინგის მსვლელობის პროცესში საია-ს წარმომადგენლები გორის, კასპისა და ქარელის რაიონის ცხრავე სოფელს (ბერბუკი, შავშვები, ხურვალეთი, კარალეთი, სკრა, მოხისი, ახალსოფელი, თელიანი, მეტეხი) სტუმრობდნენ. "ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გამოიკვეთა, დაკავშირებულია ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებული სამუშაოთა ნაწილის შეუსრულებლობასთან ან მის უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებასთან. მაგალითად, ბერბუკში, ხურვალეთში, სკრასა და შავშვებში ჯამში 536 სახლი აშენდა. თითოეულ სახლთან მიმართებაში ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებდა საქონლის სადგომის მშენებლობას, რაც არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტი ხარჯთაღრიცხვაში განფასებულია 640 ლარად. 536 ობიექტის ჯამში კი აღნიშნული თანხა 343 040 ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, კონტრაქტორებს მთლიანად აუნაზღაურდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები", - ნათქვამია დასკვნაში. "რეზონანსთან" საუბარში საია-ს იურისტი და ამავდროულად მონიტორინგის ავტორი თამარ კორძაია აცხადებს, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები მართალია თითქმის ათვისებულია, მაგრამ სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული. ამასთან, როგორც იურისტი ამბობს, კონკრეტულად ვინმეს სს პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, რადგან ხელშეკრულებებს ვადა აქვთ გასული. "კომპანიებს ერთწლიანი ვადა (დეფექტების აღმოსაფხვრელად) უკვე გაუვიდათ, ამიტომ მუნიციპალიტეტებმა უნდა აგონ პასუხი. ჩვენ ეს მონიტორინგი ჩავატარეთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ამაზე იმსჯელოს. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ბევრი გაკეთდა, მაგრამ შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო." - აცხადებს კორძაია. მისი თქმით, საია-ს წარმოამდგენლები დევნილთა იმ დასახლებებში იმყოფებოდნენ, რომელთა მშენებლობაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელდა. სიტუაციის ადგილზე გაცნობამ ცხადყო, რომ დევნილებისათვის განკუთვნილ სახლებს გარკვეული ხარვეზები გააჩნიათ: "კედლებს მცირე ბზარები აქვს გაჩენილი, წვიმიანობის დროს მობინადრეებს წყალი ჩასდით ჭერიდან, რის გამოც ის დეფორმაციას განიცდის. მშენებლობის სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის თავზე კედლის ნალესი ალაგ-ალაგ ჩამოვარდნილია. იატაკის ფიცრები მკვეთრადაა დაშორებული ერთმანეთისაგან, რის გამოც მობინადრეებს ზაფხულობით მწერები და მცენარეები შესდით სახლში. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, საკეტები დეფორმირებული და მორყეულია, ამიტომ მათი მიხურვა ან/და გაღება ჭირს. მეტალოპლასტმასის ფანჯრებში წვიმის დროს წყალი შედის. "დევნილები ჩივიან, რომ მათი შესახლების დროისათვის კედლები სველი იყო, რის გამოც მას მუდმივად უჩნდება ობი. ჭერის მასალად გამოყენებული თაბაშირ-მუყაოს მასალა იმდენად თხელია, რომ ადვილად სკდება. მისი გამოყენება სათავსოდ შეუძლებელია, ვინაიდან ვერ იჭერს სიმძიმეს. ზოგიერთ კოტეჯში კედლის კუთხეები ჩამოშლილია. "მოსახლეობა ჩივის, რომ შენობა სათანადოდ არ არის გადახურული და არ გააჩნია სათავსოები. ხელშეკრულების თანახმად, თბოიზოლაცია უნდა მოწყობილიყო მინა-ბამბის ქსოვილის საშუალებით. დევნილების განმარტებით, ზოგიერთ კოტეჯში აღნიშნული საფარი გაკეთებულია, ზოგიერთ კოტეჯში ალაგ-ალაგ იყო დაფენილი, ხოლო ზოგან გაუშლელი რულონი იდო ჭერზე. თბოიზოლაციის არარსებობის გამო ორთქლის წვეთები ჩნდება ჭერში, რაც მის დასველებას და დეფორმირებას იწვევს. "ზოგიერთ მოსახლეს ჭერში ნახვრეტი აქვს გაკეთებული, რათა წყალი არ დაგუბდეს და ჭერი არ ჩამოინგრეს. პრობლემები საერთოა თითქმის ყველა დასახლებისათვის, მეტნაკლები სიმძაფრით," - ამბობს იურისტი, რომელიც ტენდერების არასამართლებრივ მხარეზე საუბრობს. "სატენდერო დარღვევები იყო. წინასწარ იყო გარკვეული გამარჯვებული კომპანიის ვინაობა. თვითონ ტენდერების დაგეგმვა იყო არასწორი; მაგალითად, საკვალიფიკაციო მოთხოვნა იყო ცნობა იმის შესახებ, რომ კომპანიას რაიმე დავალიანება არა აქვს. ფინანსური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში სატენდერო წინადადებით დადგენილი ღირებულება დაახლოებით 27-ჯერ გაიზარდა. ასეთი ზრდა ფისკალურად გაუმართლებელია და ნათლად მეტყველებს სახელმწიფო შესყიდვის რიგ უარყოფით ასპექტებზე," - ამბობს კორძაია. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სამშენებლო სამუშაოების უფრო მცირე ნაწილის შესყიდვა ტენდერების მეშვეობით განხორციელდა. 85 სახელმწიფო შესყიდვის პოზიციიდან თითქმის ნახევარ - 34 პოზიციაზე უპირატესობა მოიპოვა ორმა კომპანიამ: შპს "ბლოკ-ჯორჯია" და შპს "ნიუ ენერჯიმ". საგულისხმოა, რომ აღნიშნული კომპანიები იმავდროულად პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გულუხვი შემომწირველები არიან. კერძოდ, 2007 და 2008 წლებში შპს "ბლოკ-ჯორჯიამ" კანონით დაშვებული ფინანსური შემოწირულობის მაქსიმალური რაოდენობა - 100 000 ლარი გადაურიცხა მითითებულ პარტიას. შემოწირულობის ოდენობამ 2 წლის ჯამში 200 000 ლარი შეადგინა. ამავე წლებში "ნიუ ენერჯის" მიერ გადარიცხულმა თანხამ 130 000 ლარი შეადგინა. კორძაიას თქმით, სამშენებლო სამუშაოები ზერელედ, უხარისხოდ არის ჩატარებული. დასკვანში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები იქნა განხორციელებული, მაგრამ აღნიშნულ პროცესშია ადგილი ჰქონდა მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევასა და სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას. "რეზონანსმა" კომენტარისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართა. როგორც ფონდში აცხადებენ, საერთაშორისო დახმარებების ხარჯვსთან დაკავშირებით საია-ს მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის ცალსახად შეფასება უჭირთ. "დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად კოტეჯების მშენებლობა 2008 წლის სექტემბერში დაიწყო, ანუ აგვისტოს მოვლენებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ფონდმა 2008 წელს განახორციელა 1263 კოტეჯის მშენებლობა. კოტეჯების სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 34,3 მლნ ლარი. თანხების მიზნობრივი და ეფექტური ხარჯვის შემოწმების მიზნით, ფონდში ფინანსური და ტექნიკური აუდიტი ჩაატარა ჯერ ევროკავშირის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ფირმებმა. ორივე დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დასკვნების მიხედვით, არსებულ პირობებში შესრულებული სამუშაოების ეფექტურობა და მიზნობრიობა დაცულად იქნა მიჩნეული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე. მისივე თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებული იყო სამუშაოს დასრულებიდან 1-წლიანი "დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი". "2009 წელს ფონდმა განახორციელა შესრულებული სამშენებლო სამუშაოების დათვალიერება-ინვენტარიზაცია და გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად შემსრულებელმა ორგანიზაციებმა მოახდინეს მათი მიზეზით წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრა. არ განხორციელებულა შიდა კედლების, ჭერის და იატაკის დეფექტების გამოსწორება, რომლებიც გამოწვეული იყო სამუშაოების არაშესაბამის კლიმატურ პირობებში ფორსირებულად ჩატარების გამო. დეფექტების აღმოფხვრის დამადასტურებელი აქტები ხელმოწერილია კომპაქტურ დასახლებებში განთავსებული ოჯახების წარმომადგენლების მიერ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დარჩენილი ხარვეზები გამოსწორდება 2010 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ცალკე პროექტის ფარგლებში. "სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც დროულად ვერ დაასრულეს სამუშაოები დაეკისრათ ჯარიმები. ჯარიმების საერთო მოცულობამ 41 ათასი ლარი შეადგინა.სამუშაოების ფორსირებულად ჩატარების გამო, ნიადაგის გეოლოგიური კვლევები წარმოებდა სამუშაოების პარალელურ რეჟიმში. ფონდში არსებობს შესაბამისი დოკუმენტაციის პაკეტი", - აცხადებს მგელაძე. საიაში კი არ გამორიცხავენ, რომ მომავალშიც განახორციელონ მსგავსი კვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ”რეზონანსი” http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/06_04/OverTheLineBBC_482x449.jpgარბიტრთა საბედისწერო შეცდომა და… ინგლისი მუნდიალს დაემშვიდობა. ინგლისის ნაკრებს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. ფრენკ ლემპარდის დარტყმულმა აშკარად გადაკვეთა კარის ხაზი. თუმცა, გერმანელებმა აშკარად დაჯაბნეს ალბიონელები და დამსახურებულად გავიდნენ კიდეც შემდეგ ეტაპზე. სხვა საქმეა ის, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მსაჯს ლამპარდის დარტყმული გოლად რომ ჩაეთვალა. როგორც მინიმუმ, ალბათ, ფსიქოლოგიური უპირატესობა ინგლისელთა მხარეს იქნებოდა და მატჩის შემდგომი სცენარიც სხვაგვარად განვითარდებოდა. მაგრამ მაინც, მსაჯის ამ შეცდომას ვერ დააბრალებენ ინგლისელები დამარცხებას (4:1)!!! ამის მიზეზები საფუძვლიანადაა შესასწავლი. View the full article
-
გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 19:30 27-06-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCdu7pqapZI/AAAAAAAAD2w/pfhJ-lgy3Tc/s200/stalini.gifსტალინის ძეგლის ასავალ–დასავალზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს არაფერს ეუბნებიან. რა ბედი ეწევა ძეგლს, ალბათ, ექვს საათზე გახდება ცნობილი, როცა გორის საკრებულოს წევრები შეიკრიბებიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შესახებ პრესა.გე–ს გორში გამომავალი გაზეთის, “ხალხის გაზეთის“ რედაქტორმა რეზო ოქრუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, რეგიონალური ჟურნალისტები უახლოეს პერიოდში შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ, ძეგლის გადატანის დროს, ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. პრესა.გე ასევე ესაუბრა ტელეკომპანია “თრიალეთის“ ჟურნალისტს ლადო ბიჭაშვილს, რომელსაც ოპერატორთან, იმედა გოგოლაძესთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა წაართვეს და მოგვიანებით უკან გადაღებული მასალის გარეშე დაუბრუნეს. სად არის ამ წუთას სტალინის ძეგლი?ლადო ბიჭაშვილი: მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ, “მაესტრო“ და itv.ge ძეგლს იმ მიდამოებში ვეძებდით, სადაც სავარაუდოდ გვეგულებოდა, თუმცა, ვერ მივაგენით. ამ დრომდე არ გვეუბნებიან ძეგლი სად არის. გავრცელებული ინფორმაციით, სტალინის ძეგლი მის სახლ–მუზეუმთან უნდა დადგან, მაგრამ იქ კვარცხლბეკი, რაზეც ძეგლი უნდა დაიდგას, მომზადებული არ არის. შესაბამისად, შესაძლებელია ან საცავში, ან სადმე სხვაგან აქვთ შენახული და კვარცხლბეკს, რომ მოამზადებენ, შემდეგ დაიდგმება. როგორ გაიგეთ ძეგლის გადატანის ამბავი?– დაახლოებით პირველის წუთებზე , მეგობრისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, რომ ქალაქის ცენტრში, ქუჩები გადაკეტილი იყო. შემდეგ ეს ინფორმაცია გადავამოწმე. პირველის ნახევარზე, სამსახურის მანქანით სახლიდან გამოვედი; ოპერატორი, იმედა გოგოლაძეც წავიყვანე. რომ მივედით, პირველს ოცი წუთი აკლდა, ძეგლის დემონტაჟის პროცესი დაწყებული იყო. ცენტრალური ქუჩები საპატრულო პოლიციის მანქანებით გადაკეტილი იყო. რამდენიმე ქუჩაზე სპეციალური ლენტები ჰქონდათ გაბმული. ეს ძეგლიდან რა მანძილზე ხდებოდა?– სადღაც 500 მეტრის მოშორებით. ჩვენ იმ ადგილას მივედით, სადაც სტალინური მოძრაობის წარმომადგენლები და ძეგლის დემონტაჟით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით 80–მდე ადამიანი იდგა. მათ ძეგლთან მიახლოების საშუალებას სამართალდაცავები არ აძლევდნენ. ჩვენ მათი გადაღება დავიწყეთ. უბრალოდ, არ უნდოდათ, რომ საწინააღმდეგო აზრის მხარე დაგვეფიქსირებინა. სხვა ტელევიზიების წარმომადგენლები ძეგლის მხარეს გადასულები იყვნენ და ამ პროცესს იღებდნენ. ანუ, სხვა ტელევიზიები ძეგლის დემონტაჟს იღებდნენ და თქვენ ამ ფაქტით უკმაყოფილო ადამიანებთან გაჩერდით?!– დიახ, რადგან ძეგლის დემონტაჟს დიდი დრო დასჭირდებოდა და მე მინდოდა მქონოდა დაფიქსირებული, როგორც ძეგლის დემონტაჟით უკმაყოფილო ადამიანების პოზიცია, ისე იმათი, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ძეგლთან ახლოს იდგნენ და დემონტაჟის პროცესს ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ. დაახლოებით რამდენი ადამიანი უკრავდა ტაშს სტალინის ძეგლის დემონტაჟს?– 50–მდე ადამიანი იქნებოდა. როდესაც ოპერატორთან ერთად ძეგლის გადატანით უკმაყოფილო ადამიანებთან მივედი, იმ მხრიდან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები და დემონტაჟის მომხრეები იდგნენ, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი ჩვენსკენ წამოვიდა. პირველმა კამერაზე ხელი აგვიკრა – ნუ იღებთო. ვიფიქრე რომ სახის გამოჩენა არ უნდოდა, მაგრამ რამდენიმე მათგანს (საქმოქალაქო ტანსამცელში გამოწყობილებს!) იარაღიც აღმოაჩნდა, მივხვდი, რომ ისინი სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგ პოლიციელები მოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, რაზეც მივუგე – ჩვეულებრივ მოქალაქეებს იარაღი თან არ აქვთ–მეთქი. ვინ მოგაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა და რა სახის დაზიანებები მიიღეთ?– სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა. მათ მიერ წართმეული კამერა, კასეტის გარეშე, პოლიციამ დაგვიბრუნა. გარკვეული ტრავმები მაქვს, თუმცა უმნიშვნელო, რომელიც კამერის წართმევის დროს მომადგა; ასევეა ჩემი ოპერატორი, რომელსაც გუშინ დაჟეჟილობები აღენიშნებოდა და დღეს გაცილებით უკეთაა. რა რეაქცია ჰქონდათ ამ ძალადობაზე იქ მყოფ სხვა ჟურნალისტებს?– ვითომ არ გვხედავდნენ. რომელი ტელევიზიები იყვნენ?– ცენტრალური ტელევიზიების ადგილობრივი წარმომადგენლები. რომელიმე მათგანს ეს ფაქტი ხომ არ გადაუღია?– ეს არავის გადაუღია, არც ერთი კამერა ჩვენსკენ არ მოტრიალებულა. დღეს თუ გამოხატეს ჩვენმა კოლეგებმა თქვენდამი მხარდაჭრა?– “მაესტრომ“, itv.ge–იმ, გაზეთების, რადიოების წარმომადგენლებმა გამოხატეს მხარდაჭერა. როგორ აფასებთ წუხანდელ მოვლენებს?– ჩემთვის არანაირი მნიშბვნელობა არა აქვს სად იქნება სტალინის ძეგლი. უბრალოდ, მე იქ ფაქტის გასაშუქებლად მოვედი, რის საშუალებასაც კანონი მაძლევს. მე იქ სტალინის ძეგლთან კოცონის დასანთებად, პროტესტის გამოსახატად, ან პირიქით ტაშის დასაკრავად არ მივსულვარ. მე იქ ჩემი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მივედი. თან მით უმეტეს, აღნიშული მოვლენის მიმართ ინტერესი არსებობს – მომხდარს უცხოური მედიასაშუალებები (“როიტერი“ და თუ არ ვცდები უცხოური სააგენტოები) აშუქებენ; მასალები ჩვენგან წაიღეს. ძეგლის გადატანაზე გადაწყვეტილებას ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ, მაგრამ ჟურნალისტებს იმის საშუალება უნდა მოგვეცენ, რომ ნებისმიერ დროს, თუნდაც მათი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის პროცედურა გავაშუქოთ; ეს არის მთავარი, რაც კანონმდებლობითაა სისრულეში მოყვანილი და რაც შავით თეთრზე წერია. აპირებთ თუ არა ექსპერტიზის ჩატარებას, მიმართავთ თუ არა სახალხო დამცველს და შესაბამის სახელმწიფო უწყებას, განცხადებით, საქმის გამოძიების დაწყების შესახებ?– დღეს საკმაოდ დაძაბული დღეა. ხვალ შესაბამის სამედიცინო გამოკვლევას ჩავიტარებ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტებთან კონსულტაციებს გავდივართ. ჩვენ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებს, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის კუთხით. თუ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ჯანმრთელობა სერიოზულად გვაქვს დაზიანებული, ზარალის ანაზღაურებასთან ერთად, მოვითხოვთ სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზეც დაიწყოს გამოძიება. სახალხო დამცველსაც მივმართავთ. ამ კუთხით ჩვენი აქტიურობის მიზანი ისაა, რომ ბოლოსდაბოლოს, ქვეყანაში კანონმა იკანონოს და ყველამ გაიგოს, რომ კანონი პასუხს აგებინებს იმას, ვინც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელს შეუშლიან. presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article