Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბებას აპროტესტებს. როგორც ფრაქციის წევრმა მაგდალინა… ლინკი მედიანიუსზე
  2. ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიაში შესული ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით, დღის წესრიგიდან მოხსნილია. ცვლილება, რომლის თანახმადაც, უმაღლეს სასწავლებლებს პირველი იანვირიდან დამატებითი ღირებულების გადასახადი უნდა გადაეხადათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ საგადასახადო კოდექსის პროექტიდან ამოღებულია. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი პარლამენტის საფინანსო –საბიუჯეტი სხდომაზე ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილებას იმ ფაქტით ხსნიდა, რომ ქვეყანაში მსოფლიო კრიზისის კვალი ისევ არსებობს და, შესაბამისად, ქვეყანას დეფიციტი აქვს. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად კი მთავრობამ ახალ საგადასახადო კოდექსში სხვადასხვა ცვლილება შეიტანა. ერთ–ერთი ცვლილება სწორედ უმაღლესი სასავლებლების18 %–ით დაბეგვრა იყო. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მომავალი წლიდან ყველა მომგებიანი სექტორი უნდა დაბეგრილიყო, მათ შორის კერძო უმაღლესი სასწავლებლები. ცვლილებას მოწინააღმდეგენი თავიდანვე გამოუჩნდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ ამავე სხდომაზე მინისტრს მიმართა: „ამ ცვლილებით, შესაძლოა, მხოლოდ ჩემმა და თქვენმა შვილმა შეძლოს სწავლა“. ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძემაც აღნიშნა, რომ ეს ცვლილება სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს უდაოდ გაზრდიდა. მას შემდეგ, რაც ახალ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ცნობილი გახდა, საპროტესტო აქციებით სტუდენტებიც გამოვიდნენ. მათი აზრით,წელიწადის ამ დროს მთავრობამ იმიტომ შეიმუშავა ცვლილება ამ სექტორში, რომ არდადაგებია და სტუდენტები ვერ შეძლებენ აქციების გამართვას,– „ჩვენ ოფიციალურადაც გვინდა განცხადების გადაგზავნა, რათა კანონპროექტიდან ეს ცვლილება ამოიღონ და ისედაც დიდი გადასახადი აღარ გაზარდონ“, – განაცხადა მე- 4 კურსის სტუდენტმა სალომე გელუტაშვილმა. სტუდენტებმა განცახადების გაგზავნა მთავრობაში ვეღარ მოასწრეს- გაირკვა, რომ მთავრობა სასწავლებლებს აღარ დაბეგრავს. „ეს შეღავათი ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული სფერო სახელმწიფოს მხრიდან წახალისებულია, რათა განსაკუთრებულად განვითარდეს“, –აღნიშნა კახა ბაინდურაშვილმა. ასევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი ცვლილების შესახებ. განათლების სამინისტროს ინიციატივით შეიქმნება ე.წ. ენდაუმენტის ფონდი. აღნიშნული ფონდი გულისხმობს იმას, რომ უმაღლესი სასწავლებლის ფული შეინახება ბანკში და ამ თანხას დამატებული პროცენტი სტუდენტების სწავლა–განათლებას მოხმარდება. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ კანონპროექტზე 2 კვირის მანძილზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი იმუშავებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიაში შესული ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით, დღის წესრიგიდან მოხსნილია. ცვლილება, რომლის თანახმადაც, უმაღლეს სასწავლებლებს პირველი იანვირიდან დამატებითი ღირებულების გადასახადი უნდა გადაეხადათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ საგადასახადო კოდექსის პროექტიდან ამოღებულია. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი პარლამენტის საფინანსო –საბიუჯეტი სხდომაზე ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილებას იმ ფაქტით ხსნიდა, რომ ქვეყანაში მსოფლიო კრიზისის კვალი ისევ არსებობს და, შესაბამისად, ქვეყანას დეფიციტი აქვს. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად კი მთავრობამ ახალ საგადასახადო კოდექსში სხვადასხვა ცვლილება შეიტანა. ერთ–ერთი ცვლილება სწორედ უმაღლესი სასავლებლების18 %–ით დაბეგვრა იყო. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მომავალი წლიდან ყველა მომგებიანი სექტორი უნდა დაბეგრილიყო, მათ შორის კერძო უმაღლესი სასწავლებლები. ცვლილებას მოწინააღმდეგენი თავიდანვე გამოუჩნდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ ამავე სხდომაზე მინისტრს მიმართა: „ამ ცვლილებით, შესაძლოა, მხოლოდ ჩემმა და თქვენმა შვილმა შეძლოს სწავლა“. ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძემაც აღნიშნა, რომ ეს ცვლილება სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს უდაოდ გაზრდიდა. მას შემდეგ, რაც ახალ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ცნობილი გახდა, საპროტესტო აქციებით სტუდენტებიც გამოვიდნენ. მათი აზრით,წელიწადის ამ დროს მთავრობამ იმიტომ შეიმუშავა ცვლილება ამ სექტორში, რომ არდადაგებია და სტუდენტები ვერ შეძლებენ აქციების გამართვას,– „ჩვენ ოფიციალურადაც გვინდა განცხადების გადაგზავნა, რათა კანონპროექტიდან ეს ცვლილება ამოიღონ და ისედაც დიდი გადასახადი აღარ გაზარდონ“, – განაცხადა მე- 4 კურსის სტუდენტმა სალომე გელუტაშვილმა. სტუდენტებმა განცახადების გაგზავნა მთავრობაში ვეღარ მოასწრეს- გაირკვა, რომ მთავრობა სასწავლებლებს აღარ დაბეგრავს. „ეს შეღავათი ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული სფერო სახელმწიფოს მხრიდან წახალისებულია, რათა განსაკუთრებულად განვითარდეს“, –აღნიშნა კახა ბაინდურაშვილმა. ასევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი ცვლილების შესახებ. განათლების სამინისტროს ინიციატივით შეიქმნება ე.წ. ენდაუმენტის ფონდი. აღნიშნული ფონდი გულისხმობს იმას, რომ უმაღლესი სასწავლებლის ფული შეინახება ბანკში და ამ თანხას დამატებული პროცენტი სტუდენტების სწავლა–განათლებას მოხმარდება. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ კანონპროექტზე 2 კვირის მანძილზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი იმუშავებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/invalidi-civili-150x150.jpgინვალიდთა უფლებების დაცვა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ეს პარტია ,,საქართველოს გზის” წევრის ნათელა მაჭავარიანის საკრებულოში მუშაობის მთავარი პრიორიტეტი იქნება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/invalidebi1.jpg itvს ლინკი
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/policee-150x150.jpgქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს და თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ტარიელ გოგოლაძე დააკავეს. 1947 წელს დაბადებულმა გოგალაძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა ოჯახის ახლობელი თეიმურაზ ბოსტაშვილი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარადაიცვალა. გამოძიება სსკ_ის 108_ე მუხლით მიმდინარეობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/polic.jpg itvს ლინკი
  6. საგაზაფხულო სესიის დახურვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტს მუშაობა ინტენსიურად მოუწევს. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ… ლინკი მედიანიუსზე
  7. ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, `წმიდა ნინოსა და წმიდა ფრანჩესკას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა” და აჭარის მთავრობას შორის მორიგი… ლინკი მედიანიუსზე
  8. „საქართველოს გზის“ წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის ნათელა მაჭავარიანის განცხადებით, იმის გარდა, რომ საქართველოში უნარშეზღუდული ადამიანებისთვის არ არსებობს… ლინკი მედიანიუსზე
  9. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისში, საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელი კომპიუტერს მიიღებს. როგორც დღეს მედიასთან საუბრისას… ლინკი მედიანიუსზე
  10. /get_img?NrArticle=1794&NrImage=2 სტალინის მონუმენტის პროექტი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გორის საკრებულოში უკვე მზადაა სტალინის მონუმენტის პროექტი. 6-მეტრიანი ძეგლი მისი სახლის წინ, სკვერში, განთავსდება. თავდაპირველად კი კვარცხლბეკი აიგება. ჯერჯერობით, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აკონკრეტებს, ახალი კვარცხლბეკი იგივე სიმაღლისა იქნება თუ არა, როგორიც ძველი იყო. როგორც საკრებულოში ამბობენ, არ უნდათ, რომ ძეგლმა სხვა ობიექტები დაფაროს, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ პროექტში მცირე ცვლილებები შევიდეს და კვარცხლბეკი ოდნავ დაბალი იყოს. გორში დღემდე მსჯელობის საგანია, იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სტალინის მონუმენტის დემონტაჟის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული. 26 ივნისს, ძეგლის დემონტაჟის დღეს, ადგილობრივი ხელისუფლება აშკარად დაბნეული ჩანდა და გადაწყვეტილების შესახებ არაფერს ამბობდა. ამის მაგალითად პარასკევს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თემურ ხაჩიურთან ჩაწერილი ინტერვიუც გამოდგება, როგორც მან განაცხადა, ძეგლის დემონტაჟის შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი და მხოლოდ მედიის საშუალებით შეიტყო, რომ მონუმენტი მუზეუმის ტერიტორიაზე გადაჰქონდათ. წინა და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აცხადებს, რომ მონუმენტის დემონტაჟის შესახებ საკრებულომ გადაწყვეტილება 16 ივნისს , წინა მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, მიიღო. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება 10 დღის განმავლობაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ გაახმაურეს. ხმალაძე აცხადებს, რომ რესტავრირებული მონუმენტი მუზეუმის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთ თვეში განთავსდება. „ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა. 16-ში მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. რაც ნაკლები ადამიანი იქნებოდა, მით მეტად დავიცავდით მათ უსაფრთხოებას. მოგეხსენებათ, ქუთაისის შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. ამიტომ გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი ღამის საათებში განხორციელდა “ –ასე ახსნა საკრებულოს გადაწყვეტილების გასაიდუმლოება ზვიად ხმალაძემ. საკრებულოს სხდომის ჩატარებას ადასტურებს ალიანსის წევრი დავით რაზმაძეც. მისი თქმით, თავმჯდომარესთან ამ საკითხის შესახებ არაერთხელ ჰქონია საუბარი. რაზმაძეს დღესაც მიაჩნია, რომ საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე ეს საკითხი არ უნდა გადაწყვეტილიყო. რაც შეეხება იმას, თუ საკრებულოს გადაწყვეტილება რატომ არ გახმაურდა, რაზმაძე აცხადებს , რომ მან თავმჯდომარის თხოვნა შეასრულა. 16 ივნისის სხდომას არ დასწრებიან წინა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრები. ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ საკრებულოს ხელმძღვანელობამ დოკუმენტაცია გააყალბა. ყოფილი დეპუტატის თემურ აფხაზაშვილის აზრით, გადაწყვეტილება 26 ივნისს, მონუმენტის დემონტაჟის შემდეგ, მიიღეს და იგი 10 დღით უკან გააფორმეს. „ჩემი ღრმა რწმენით, დოკუმენტების გაყალბებას აქვს ადგილი. წარმოიდგინეთ, მინიმუმ 17 კაცი ესწრებოდა სხდომას , მათგან კი ქალაქში ვერავინ ვერაფერი გაიგო? ეს ხომ წარმოუდგენელია. ძალიან მიკვირს რაზმაძის პოზიცია, რა, ბიბლია ხომ არ შეუტანეს და დააფიცეს, არსად თქვათო. გამორიცხულია უბრალოდ. ერთი დანაშაული ისიც არის, რომ ჩვეენი ფრაქციის არცერთი წევრი არ ყოფილა გაფრთხილებული“- ვერ იჯერებს აფხაზაშვილი 16 ივნისს საკრებულოს სხდომის ჩატარებას. გორელების დიდი ნაწილი , მონუმენტის დემონტაჟის მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ ღამით ძეგლის აღების ფორმა არ იყო მისაღები. ადგილობრივი კომუნისტების ლიდერს ალეკო ლურსმანაშვილს კი არ სჯერა, რომ სტალინის ძეგლს კიდევ სადმე დადგამენ. ორი დღის განმავლობაში გორში არავინ იცოდა, სად წაიღეს სტალინის მოხსნილი მონუმენტი. ძეგლი ამჟამად ყოფილი სატანკო ბაზის ერთ-ერთ საწყობში ინახება, სადაც ჟურნალისტების შესვლა აკრძალულია. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ რესტავრაციის შემდეგ სტალინის მონუმენტს მისი სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ. ამავე თემაზე: სტალინის ძეგლის ადგილსამყოფელი უცნობია დღესასწაული, რომელიც არ შედგა /get_img?NrArticle=1794&NrImage=20 სტალინის მონუმენტის პროექტი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს და თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 63 წლის… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vuvuzela-suedafrika-3g-150x150.jpg2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლო ვუვუზელა ზოგისთვის შემაწუხებელი, ზოგისთვის კი სახალისო მუსიკალური ინსტრუმენტია. ვუვუზელა საფეხბურთო სფეროში პირველად 1970 წელს გამოჩნდა და ათასობით გულშემაკივარმა აიტაცა, თუმცა მანამდე ვუვუზელაზე თვით ნიკოლო პაგანინი უკრავდა. ვუვუზელას აქტიურად იყენებს მადრიდის მუნიციპალური სიმფონიური ორკესტრიც. პრეტენზიების მიუხედავად, “FIFA-მ” ვუვუზელას აკრძალვაზე უარი განაცხადა. ვუვუზელა _ ეს ხომ აფრიკული ფეხბურთის ტრადიციაა, რომლითაც დღეს itv_ის კორესპოდენტი ანნა ლაპიაშვილი დაინტერესდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/vuvuzela.jpg itvს ლინკი
  13. დღეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეთა პროფესიულ ასოციაციებს უმასპინძლა. როგორც შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ,… ლინკი მედიანიუსზე
  14. იუსტიციის სამინისტროში საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა შერჩევის პროცესი დაიწყო. კანდიდატების შესარჩევი კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება: ზოგადი უნარებისა და… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/hillary-clinton-150x150.jpgამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში და საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის საკითხს განიხილავს . ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა. ჰილარი კლინტონი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვა. დრევანდელ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქე აღარ არის. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/sagareo1.jpg itvს ლინკი
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კავკასიაში სტაბილურობის მხარდაჭერის მიზნით რეგიონს ეწვევა, 1–5 ივლისს ის იმოგზაურებს უკრაინაში, პოლონეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში, განაცხადა პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტმა. კიევში, კლინტონი შეხვდება უკრაინის ახალ პრეზიდენტ ვიქტორ იანიკოვიჩს, რომელმაც 25 თებერვალს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალაუფლების კონსოლიდაცია სწრაფად მოახდინა, რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა და განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა. მისი წინამორბედი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერი იყო – ამბიცია, რომელის განხორციელებაც ვერ მოხერხდა რუსეთის გამო, რომელსაც მის საზღვრების გასწვრივ ნატოს ექსპანსია ანრისხებდა. შემდეგ ის დაესწრება დემოკრატიათა თანამეგობრობის, დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრას კრაკოვში, და ეწვევა სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებიც დიდი ხანია დაობენ მთიანის–ყარაბახის აჯანყებული რეგიონის გამო. მთიანი–ყარაბახთან ფრონტის ხაზზე ხშირად გაისმის სროლები, რომლებიც ზოგჯერ ფატალური შედეგითაც სრულდება. ამ პატარა მთიან რეგიონს ეთნიკური სომხები აკონტროლებენ, რომლებიც მეზობელი სომხეთის დახმარებით ექვსწლიან სეპარატისტულ ომში იბრძოდნენ. შაბათს, რეგიონთან ახლოს შეტაკების დროს ოთხი ეთნიკური სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. კლინტონის მოგზაურობის დაანონსებისას, სპიკერმა ფიჯეი ქროულიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობაში „უზარმაზარი ენერგია ჩადო“ და რომ ვიზიტი შეერთებული შტატების მხრიდან მათი დავების გადაწყვეტისთვის მზადყოფნის დემონსტრირებაა. დაახლოებით 30 000 ადამიანი დაიღუპა და მილიონმა სახლ–კარი დაკარგა, ვიდრე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდებოდა, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება შეთანხმების მიღწევა არასდროს მომხდარა და ეთნიკური სომხების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა არცერთ ქვეყენას არ უღიარებია. დავა დიდწილად მუსულმანურ აზერბაიჯანსა და დიდწილად ქრსიტიანულ სომხეთს საფრხეს უქმნის სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, კასპიის რეგიონიდან ევროპისკენ მიმავალ გაზის და ნავთობის მნიშვნელოვან მარშრუტს. კლინტონი მოგზაურობას საქართველოში დაასრულებს ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მხარდაჭერის ნიშნად. კრიტიკოსები ობამას ადმინისტრაციას იმაში ადანაშაულებენ, რომ ის რუსეთთან კავშირებს საქართველოს ფასად აუმჯობესებს – ბრალდება, რომელსაც აშშ–ს ჩინოვნიკები უარყოფენ. 2008 წლის აგვისტოში, ქართულ და აჯანყებულ ძალებს შორის შეტაკებებისა და მოსკოვს და წლების განმავლობაში აშშ–ს მოკავშირე თბილისს შორის მზარდი დაძაბულობის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს თავდასხმას სამხრეთ ოსეთზე დაამნგრეველი შეტევით უპასუხა. „სახელმწიფო მდივნის მოგზაურობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მუდმივი ერთგულების რეალური დემონსტრირება იქნება“, – განუცხადა ქროულიმ რეპორტიორებს. ორიგინალი ორიგინალი
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/socialistebi1-150x150.jpgახალ საგადასახო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად სწავლის საფასური იზრდება. პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე აქცენტი სათამაშო ბიზნესზეც გაკეთდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/socialistebi.jpg itvს ლინკი
  18. http://img.metro.co.uk/i/pix/2009/03/rooneyACTION_450x300.jpg სტივენ ჯერარდს იმედი აქვს რომ მიუხედავად ინგლისის მარცხისა ფაბიო კაპელო მაინც დარჩება ინგლისის ნაკრებში. სამი ლომის წამომადგენლები სამხრეთ აფრიკაში უდავო ლიდერებად იყვნენ ჩასულები და მათგან ყველა ელოდა იმას რომ, ისინი შეძლებდნენ აფრიკიდან ტიტულით დაბრუნებას, მაგრამ მათდა სამწუხაროდ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა, ინგლისმა 4:1 დათმო გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან, და ასპარეზობას საბოლოოდ გამოეთიშა. ეხლა კაპელო დიდი წნეხის ქვეშ მოექცევა როგორც ფანების ასევე ფედერაციის მხრიდან, მაგრამ ლივერპულისა და ინგლისის კაპიტანი სტივ ჯერარდი კი ფიქრობს რომ კაპელო არ უნდა წავიდეს და მასზე კარგად ინგლისს ვერავინ ვერ გაწრთვნის. სტივი:“დიდი იმედი მაქვს კაპელო გუნდში დარჩება, ის მალე გაერკვევა თავის მდგომარეობაში”. “მე პირადად არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ მე მისი დარჩენა ძალიან მინდა ის არის ფანტასტიური მწრთვნელი ეს ჩემი აზრია და მას ვემხრობი”. არავინ იცის შეძლებენ თუ არა ინგლისის ვარსკვლავები მომავალ მუნდიალზე თამაშს რომელიც 2014 წელს ბრაზილიაში გაიმართება, საუბარია ჯერარდზე, ლამპარდზე, ჰესკზე, ტერიზე, ფერდინანდზე და კიდევ სხვა გამოჩენილ ფეხბურთელებზე. სტივის საუბრიდან გამომდინარე იგი კიდევ ითამაშებს ერთ მუნდიალს. სტივი:“ყველა გასახდელ ოთახში შეწუხებული და დამწუხრებული იყო მიზეზი გასაგებია, ყველა ფეხბურთელმა როგორც ერთად ისე ინდივიდუალურად უნდა გაათვიცნობიეროს თავისი მდგომარეობა”. “ჩვენ მოვემზადებით შემდეგი ტურნირისთვის და ხელს არ ჩავიქნევთ, და კიდევ თუ რაიმე კითხვები გექნებათ შეგიძლიათ თავად ფაბიო კაპელოს კითხოთ”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/201003110603-150x150.jpgტარიელ ონიანს მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლოში დღეს დაკითხავენ. ონიანის ადვოკატის თქმით, სახელმწიფო ბრალდების მხარემ უკვე დაასრულა ბრალდებების წაყენება და დაკითხვის შემდეგ პროცესი შესაძლოა მხარეებთან დებატებში გადაიზარდოს. ონიანს ბრალს ადამიანების გატაცებასა და სანცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარის გამოძალვისთვის უყენებენ. იხილეთ epn.ge
  20. ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "ას"- მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტუგალიური ბენფიკას ფეხბურთელი ანხელ დი მარია ამ კვირაში ოფიციალურად გახდება მადრიდელი. იხილეთ fanebi.com
  21. ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "ას"- მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტუგალიური ბენფიკას ფეხბურთელი ანხელ დი მარია ამ კვირაში ოფიციალურად გახდება მადრიდელი. იხილეთ fanebi.com
  22. ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "ას"- მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტუგალიური ბენფიკას ფეხბურთელი ანხელ დი მარია ამ კვირაში ოფიციალურად გახდება მადრიდელი. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...