Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დიეგო ფორლანი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იხილეთ fanebi.com
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/photo1-150x150.jpgსამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანელთა ტრიუმფით დასრულდა. ფინალში ესპანელებმა ჰოლანდიის ნაკრებს დამატებით დროში ანგარიშით 1-0 სძლიეს. გადამწყვეტი გოლი ანდრეს ინეისტას ანგარიშზეა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/espaneti_chempioni_12_07_10avi_000003480.jpg itvს ლინკი
  3. http://epn.ge/wp-content/uploads/shashkini74-150x150.jpg საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე საჯარო სკოლების მომავალ 205 მანდატურს სერტიფიკატებს გადასცემენ. მანდატურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადდნენ, ისინი ეტაპობრივად სამი კვირის მანძილზე თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეცნობოდნენ და ფსიქოლოგიურ კურსს გადიოდნენ. სერტიფიცირებული მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის საჯარო სკოლებში შევლენ და სკოლის შიდა განაწესს დაიცავენ. იხილეთ epn.ge
  4. </p>/get_img?NrArticle=1948&NrImage=1 ნეტგაზეთი გთავაზობთ ინტერვიუს გამომცემელ ბაკურ სულაკაურთან, რომელიც თანამედროვე ქართული თარგმანის და მთარგმნელობით საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საუბრობს. გაიზარდა თუ არა თარგმნილი წიგნების რაოდენობა ბაზარზე? მნიშვნე;ლოვანი გამოცოცხლება არ აღინიშნება, მაგრამ წელს და გაისად შესაძლებელია არსებითი ძვრა მოხდეს. თარგმნილი წიგნების რაოდენობა გაიზარდა. ჯერ უნდა გაჩნდეს მოთხოვნა, მერე კი თარგმანი. თარგმანების გაყიდვამაც მოიმატა, რადგან ტირაჟები გაიზარდა. ტირაჟები კი იმიტომ გაიზარდა, რომ მაღაზიების რაოდენობა იმატა. უფრო მეტი თარგმანი იყიდება, თუ ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებები? დასახელებებით თუ ტირაჟით? ეს სხვადასხვა რამეა. ქართული რომანი შარშან სულ ხუთი გამოვიდა. ნათარგმნი წიგნი კი ორმოცდაათი. მაგრამ ქართული წიგნები, შესაძლოა, უფრო მეტი გაიყიდა, ვიდრე თარგმანი - ორმოცდაათი მთლიანად. შესაძლებელია ასეც მოხდეს ხოლმე. მაგალითად, ბაზარზე არის 100 სხვადასხვა დროს დაწერილი და გამოცემული რომანი და 400 თარგმანი. ეს 100 ჯამურად ყოველთვის უფრო მეტი გაიყიდება. მაგრამ თარგმანი მეტი იქნება. ანუ წამგებიანია ეს საქმიანობა? გააჩნია თარგმანს, მაგრამ ზოგადად, ჯერჯერობით, წამგებიანია. ჩვენ რომ ისეთივე ფასს ვადებდეთ თარგმანს და არ გვქონდეს არანაირი თანადაფინანსება, როგორც ვიქცევით ნებისმიერი სხვა წიგნის შემთხვევაში, საბოლოო ჯამში წამგებიანი იქნებოდა. თავად წიგნი შეიძლება არ იყოს წამგებიანი, მაგრამ მასში ჩადებული შრომა - მაგალითად, რედაქტორი ხომ მუშაობს, ბუღალტერის შრომაც ხომ არის ჩადებული - თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, წამგებიანია. მაგრამ ნელ-ნელა ხდება მომგებიანი. ფამუქის რომანს ”მე წითელი მქვია” მთარგმნელი 3 წლის განმავლობაში თარგმნიდა. ამ ადამიანს რომ აეღო ადექვატური ანაზღაურება, რომელსაც გადავიხდიდით ჩვენ და არა რომელიმე ფონდი, საოცარი გასაყიდი ფასი ექნებოდა, მაგალითად, 40-50 ლარი. პატარა ტირაჟებიც პრობლემას ქმნის. ადრე მკითხველი რუსულ თარგმანს ანიჭებდა უპირატესობას. გახდა თუ არა ქართული თარგმანი დღეს უფრო პოპულარული? ჩემი სუბიექტური აზრია. ეს პრობლემა სინამდვილეში იმის გამო კი არ იყო, რომ თარგმანი ობიექტურად იყო ცუდი ან კარგი, არამედ იმის გამო, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასე იქცეოდნენ, უფრო ადვილი იყო წაკითხვა ამა თუ იმ ენაზე. რასაც მიჩვეულები იყვნენ, იმას ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს ხარისხთან არ იყო დაკავშირებული. ცხადია, ზოგადად საშუალო სტატისტიკური რუსული თარგმანი საშუალო სტატისტიკურ ქართულ თარგმანს ჯობდა, მაგრამ ასეთი განზოგადება ამ თეზისისა არ იყო სწორი. უბრალოდ, ახლა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც ქართულია მოსახერხებელი, გაიზარდა. ჩემს დროს ბევრი ქართულად ვერ კითხულობდა თავისუფლად, ახლა კი პირიქითაა. ამან შეცვალა სიტუაცია და არა თარგმანების გაუარესებამ. ახლა ბევრი ადამიანი მხვდება, რომელიც ამბობს, რა ცუდი თარგმანები ყოფილა რუსულიო. თარგმანის ხარისხი როგორია? საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში რუსული თარგმანის ხარისხი გაუარესდა, ქართულის კი გაუმჯობესდა. ამას ეკონომიკური საფუძველი აქვს. კომუნისტების დროს როცა თარგმნიდნენ, სახელმწიფო ცენზურა და აპარატი აიძულებდა ყველას, რომ თარგმანი ძალიან გამართული ყოფილიყო, ანუ ერთ წიგნზე მუშაობდნენ ძალიან დიდ ხანს. არ აინტერესებდათ, წიგნი ახალი გამოსული იყო საზღვარგარეთ, თუ ათი წლის წინათ. დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ახლა ამ წიგნს აკეთებენ ერთ თვეში. სინამდვილეში რუსული თარგმანები, პროზაზეა ლაპარაკი, იქმნება ძალიან სწრაფად, რომ ძალიან მოკლე შუალედი იყოს ორიგინალსა და რუსულ ენაზე ტექსტის გამოსვლას შორის. ეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული ტენდენციაა. ამიტომ, როდესაც ძალიან სწრაფად ითარგმნება, თარგმანის ხარისხი ვერ იქნება ძალიან კარგი. ეს შეუძლებელია. ერთ თვეში ძალიან მაგარ მხატვრულ თარგმანს ვერ გააკეთებს ადამიანი. საქართველოში ჯერ არ დაწყებულა ტენდენცია, რომ წიგნი მისი მსოფლიო პრემიერისთანავე გამოვცეთ ქართულად. ამ ეტაპზე არ ვართ, იმიტომ, რომ არ გვაქვს თარგმნილი ის, რაც ორმოცადაათი წლის წინათ უნდა ყოფილიყო თარგმნილი. ეს რომ ამოივსება, მერე ახალ ეტაპზე გადავალთ და თარგმანიც გაუარესდება აუცილებლად. შესაძლებელია თუ არა მკითხველმა, რომელიც ლიტერატურას მხოლოდ ქართულ ენაზე ეცნობა, თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაზე წარმოდგენა შეიქმნას? გააჩნია, რამდენად უყვარს ლიტერატურა. თუ ლიტერატურის ძალიან მაგარი მოყვარულია, მაშინ არა. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვერ გაიგებს, მაგრამ თუ მსუბუქად უყვარს - კი. მაგალითს მოვიყვან - ავიღოთ, ვთქვათ, გერმანული ლიტერატურა, თანამედროვე ავტორებიდან პრაქტიკულად არაფერია თარგმნილი, მხოლოდ თითო-ოროლა წიგნი, მაგრამ ეგ მაინც ხომ არის. ამიტომ რაღაც წარმოდგენა მაინც შეექმნება, ძალიან ზოგადი. ფრანგულში მეტია თარგმნილი, რაღაცაში შეიძლება საერთოდ არ იყოს. იმას მაინც მიხვდება, რას კითხულობენ ადამიანები. რა კრიტერიუმით არჩევთ სათარგმნ წიგნებს? ძალიან მარტივი კრიტერიუმებით: უნდა იყოს უპირობო კლასიკა. შეიძლება ბესტსელერი არ იყოს, მაგრამ იყოს აღიარებული, როგორც მნიშვნელოვანი ნაწარმოები. ეს აღიარება უნდა ჰქონდეს არა მარტო ავტორის ქვეყანაში, არამედ სხვაგანაც. მაგალითად, ხომ არ აქვს აზრი ქართულად ითარგმნოს რომანი, რომელიც ჯერ არც ერთ ენაზე უთარგმნიათ. სისულელეა. იმიტომ, რომ ჯერ უნდა გამოვიდეს ის წიგნი, რომელიც 40 ენაზე ითარგმნა. იმიტომ, რომ ქართველებმა იკითხონ ის, რასაც 40 ქვეყნის ხალხი კითხულობს და არა ერთი ქვეყნისა. ამიტომ ძალიან მარტივია კრიტერიუმი: თუ ბევრ ენაზეა თარგმნილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ნაწარმოები მნიშვნელოვანია გლობალური მასშტაბით. თუ ცოტა ენაზეა, მაშინ არ არის გლობალური მასშტაბის და, ჯერჯერობით, როცა ძალიან ცოტა რამეა ქართულად თარგმნილი, აღარ ღირს მისი თარგმნა, ეს მომდევნო ეტაპის საქმეა. დიდ ქვეყნებში უფრო რთულია საგამომცემლო საქმიანობა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წიგნი გამოდის და ასეთი კრიტერიუმები აღარ მუშაობს. ამიტომ საჭიროა, ისეთი ავტორი მოძებნო, რომელიც არ თარგმნილა, ამას კიდევ შეფასება სჭირდება. შეფასებაში კი კომპეტენტური ექსპერტები გეხმარებიან და ა.შ. ჩვენთან კი ძალიან მარტივია ყველაფერი - ექსპერტებიც კი არ გჭირდება. საბოლოო ჯამში, ნებისმიერ უბირ ადამიანს შეუძლია წიგნი საკმაოდ კარგად შეარჩიოს და ჩაითვლება, რომ გემოვნება აქვს. ანუ ქართველი მკითხველის მოთხოვნები ადვილი მისახვედრია? არა, ეს მოთხოვნების გამო არ ხდება, უბრალოდ, სიტუაციაა ბაზარზე ასეთი. საქართველოსხელა ქვეყანაში განვითარებული წიგნის ბაზარი წელიწადში დაახლოებით 500 თარგმნილ რომანს ნიშნავს. ახლა რამდენი გამოდის? ახლა დაახლოებით 50. ძალიან დიდი დისბალანსია. ათჯერ მეტი უნდა გამოვიდეს. სამჯერ მეტი თუ გამოვა, უკვე წინსვლა იქნება. რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ბევრი წიგნი ითარგმნება? ბევრ რამეს. თუ გამოდის 500 წიგნი, პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ არსებობს დაახლოებით 500 მთარგმნელი. 500 მთარგმნელი, რომელსაც შეუძლია კარგად თარგმნა, ამავე დროს 500 კარგი მკითხველია, ანუ წიგნის ბაზარი ფართოვდება. მერე ენაც ვითარდება. ენა ხომ მარტო მწერლების მიერ არ იქმნება. მთარგმნელებიც არანაკლებ როლს თამაშობენ. ადმიანებისთვის მშობლიურ ენაზე კითხვა ყოველთვის უფრო ადვილია, მეტი ნიუანსი გესმის. გარდა ამისა, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება გლობალური კულტურა. მოკლედ, საბოლოო ჯამში, ყველაფრისთვის კარგია. მართალია, საქართველოში ეს არის ადამიანების შეზღუდული წრე - უკეთეს შემთხვევაში, ორი-სამი ათასი მკითხველი იქნება საქართველოში ისეთი, ვისთვისაც მსგავსი რამე არის საინტერესო და ეს მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტია. აქტიურად ვინც კითხულობს, ის შეიძლება რამდენიმე ასეულიც იყოს. მაგრამ მეორეს მხრივ, პირიქითაც ხდება: ზოგი არ კითხულობს და ვერ კითხულობს იმიტომ, რომ არჩევანი არ არის. როცა სუპერმარკეტში დიდი არჩევანია, მეტი რამის ყიდვა მოგინდება და თუ არაფერია, ნაკლებს ყიდულობ. საბჭოთა გასტრონომში არაფერი იყო და შეიძლება იქ შესვლაც არ მოგდომებოდა. ნათარგმნი ლიტერატურის ტირაჟი საშუალოდ რამხელაა? საშუალო არ არსებობს. მაქსიმუმი შეიძლება იყოს ოცი ათასი. პირველ თვეში ჰარი პოტერის 23 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. რადგანაც ასეთი რამ მოხდა, კიდევ შეიძლება განმეორდეს. არ აქვს მნიშვნელობა, საბავშვო იყო თუ არა. ერთი პრეცედენტი თუ იყო, ესე იგი ასეთი რამ პრაქტიკულად შესაძლებელი ყოფილა. საქართველოში დღეს გამოდის იაფფასიანი გამოცემები, რომლებიც დიდი ტირაჟით იყიდება. ვთქვათ, ათი ათასი. ჩვენც ვაკეთებთ და სხვებიც აკეთებენ. მაგრამ ქართველი ავტორების წიგნებიც არ იყიდება ცუდად. მაგალითად, ”ჯინსების თაობა” თითქმის ათი ათასი ცალი გაიყიდა. სულ ერთი წელია, რაც გამოვიდა. ეს უკვე ცოტა არ არის, ინდუსტრიაა ფაქტობრივად. მთარგმნელის სტიმულირება რითი ხდება? მწერლები ჰონორარზე ცხოვრობენ, ანუ გაიყიდება წიგნი, მიიღებს ჰონორარს, არ გაიყიდება - ვერ მიიღებს. ძალიან ცოტა მწერალი ირჩენს ასე თავს.ეგ არსად არ არის შესაძლებელი. ანუ ყველა ქვეყანაში მწერლების ძალიან მცირე ჯგუფი, 0.1 % ცხოვრობს თავისი პროფესიით. ეს ბუნებრივია. საქართველოშიც ეგრეა. უბრალოდ, საქართველოში ცოტა მწერალია და იმათი ცოტა პროცენტი ორი კაცი გამოდის, საბოლოო ჯამში. მთარგმნელი, განსხვავებით მწერლისგან, შეკვეთას იღებს. მთარგმნელობა ხომ ხელობაა უფრო და მწერლობა შემოქმედება. პოეზიის შემთხვევაში ალბათ სხვანაირადაა… საბოლოო ჯამში, შენ იღებ სხვის ნაწარმოებს და თარგმნი. მაინც ხელობაა. შეიძლება დიდოსტატი იყო. რადგან მთარგმნელი არის ხელოსანი, შესაბამისად, შეკვეთებზე მუშაობს და იღებს არა ჰონორარს, არამედ გარკვეულ გასამრჯელოს. 80-იან წლებში, როცა სტუდენტი ვიყავი, ამიღია წიგნი და ჩემთვის, გართობის მიზნით, მითარგმნია. ახლა ეს წარმოუდგენელია და სწორიცაა, იმიტომ, რომ ვინმე გიჟი უნდა იყოს, რომ აიღოს 800– გვერდიანი წიგნი და თავისი სიამოვნებისთვის თარგმნოს. ალბათ გამონაკლისები იქნება, ასეთებიც მინახავს. მაგალითად, ჩვენი მთარგმნელია, რომელმაც ჰობიტი თარგმნა, იმიტომ, რომ უყვარდა ეს წიგნი. მერე ჩვენ გამოვეცით. უნდა ეხმარებოდეს თუ არა სახელმწიფო ამ საქმეს? ირიბად უნდა ეხმარებოდეს. რაც ნიშნავს შემდეგ რამეს: სახელმწიფომ რომ გამოაცხადოს, მე ვეხმარები მთარგმნელებს, შემოიტანეთ ვისაც რა გინდათ და მოგცემთ სტიპენდიებს. შეიკრიბოს კომისია და გადაწყვიტოს, რომ მოდი, ეს კარგი ბიჭია, მივცეთ სტიპენდია, ეს ცუდი გოგოა და არ ეკუთვნის და ასე გადაწყვიტოს. ეს არის პირდაპირი დახმარება, ანუ პირდაპირი სუბსიდირება, რაც არ არის სწორი, იმიტომ, რომ არაფერზეა დამოკიდებული და მთარგმნელს ეხმარებიან პირდაპირ. ეს ძალიან ცუდია ყველასთვის, იმიტომ, რომ მთელს ბაზარზე ურთიერთობებს აფუჭებს. მთარგმნელები ეჩვევიან, რომ ასეთი რამ არსეობობს და სხვანაირი ურთიერთობა არ მოუნდებათ, გამომცემლები აღარ იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის არც დისტრიბუციით, გაყიდვით და ეს წიგნი მხოლოდ ერთ მაღაზიაში იქნება, ვერავინ მიაგნებს და არ გაიყიდება. ირიბი არის ასეთი რამ: მაგალითად, სახელმწიფომ რომ თქვას - ყველა თარგმნილ წიგნს ყოველ წელს ვიყიდი, ვთქვათ, ათას ცალს. ნორვეგიაშია ასე: ყოველ წელს ბიბლიოთეკებისთვის 3000 წიგნს ყიდულობენ, რაც კი რამე გამოდის იმ წიგნებიდან. ეს არის არაპირდაპირი დამხარება, როცა ბაზარზე უკვე არსებულ პროდუქტს ყიდულობ. კულტურის სამინისტრო აპირებს მსგავსი რამის გაკეთებას… დაახლოებით ეგეთი რამეა. 300-დან 500 ცალამდე ყიდულობს, რაც არაპირდაპირი დახმარებაა. ფონდების დახმარებას როგორ იყენებთ? ჩვენ მივმართავთ ხოლმე მთარგმნელობით ფონდს იმ ქვეყნისა, რომლის ლიტერატურასაც ვთქრგმნით. ასეთი ფონდები ყველა ქვეყანაშია, ინგლისის გარდა. მათ არ სჭირდებათ. რატომ უნდა დახარჯონ ფული იმაში, რაც ისედაც ხდება? მთელ მსოფლიოში, მაგალითად, გერმანიაში, თარგმნილი წიგნების 80 % თარგმნილია ინგლისურიდან, ანუ ინგლისურენოვანი ლიტერატურაა. ინგლისში გამოცემული წიგნების 95% არის ინგლისელების ლიტერატურა და მხოლოდ 5 %-ია თარგმნილი. მაშინ, როცა დანიაში 60 % თარგმნილია, 40% კი - ადგილობრივი. ჩვენთან თარგმნილი მეტია, ვიდრე ორიგინალური. რომანები რომ ავიღოთ, ყოველ წელს გამოდის უფრო მეტი თარგმნილი რომანი, ვიდრე ორიგინალური. იმიტომ, რომ ცოტა რომანი იწერება. ფონდები ყველა ქვეყანას აქვს, უკრაინასაც კი. საკუთარი ლიტარატურის პოპულარიცაზიისთვის. საქართველოსაც აქვს უკვე. მივმართავთ ხოლმე ქვეყნის შესაბამის ფონდს და ზოგჯერ გვეხმარებიან, ანუ თარგმანს აფინანსებენ. მთარგმნელის ჰონორარს იხდიან. ეს საშუალებას გვაძლევს, თარგმანი შეიქმნას და წიგნი გამოიცეს. შეიძლება საავტორო უფლებები შეიძინონ. ზოგჯერ არის, რომ დამატებით თანხასაც აფინანსებენ. მარტო ამის წყალობით, ჩვენ საშუალება გვაქვს, ყოველ წელს ათი-ოცი წიგნი გამოვცეთ. მაგალითად, ფამუქის ორი დიდი წიგნი გამოვეცით, რომელიც ვერ გამოვიდოდა, თურქებს რომ არ ჰქონდეთ ასეთი ფონდი. თურქი გადასახადების გადამხდელის ხარჯზე არსებული ფონდი ხელს უწყობს იმას, რომ ლიტერატურის მოყვარულმა საქართველოში წიგნი წაიკითხოს. თქვენი გამომცემლობა საავტორო უფლებებს ყოველთვის იცავს. არსებობს გამომცემლობები, რომლებიც ასე არ იქცევიან? ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, ეკონომიკური დაინტერესება განაპირობებს. თუ გამომცემელმა იცის, რომ მისთვის ეკონომიკურად მომგებიანია ცივილიზებული ურთიერთობები, გადავა ასეთი სახის ურთიერთობებზე, თუ იცის, რომ ყაჩაღობა უფრო მომგებიანია, მაშინ იყაჩაღებს. თუ გაუვა, იყაჩაღებს, თუ არ გაუვა, მაშინ არა. როგორც ცხოვრებაში. მაგალითად, მანქანების ქურდობა თუკი დაუსჯელი რჩება, იზრდება და თუ დასჯადია, მცირდება. დაახლოებით ასეა. რეალურად, მცირე ტირაჟის პირობებში, საავტორო უფლებების გადასახადი მაინცდამაინც ძვირი არ ჯდება, შეიძლება ეს შემაფერხებელი ფაქტორი იყოს წიგნის გამოსაცემად? არა. სხვა ხარჯები გაცილებით მეტია, მაგალითად, თარგმანის და ბეჭდვის. შემაფერხებელი ფაქტორი ეგ კი არა, უცოდინრობაა. ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს საავტორო უფლების დაცვა. დაახლოებით იგივეა, სტუმრად იყო ვინმესთან და არ იცოდე, რომ სხვისი ნივთის აღება არ შეიძლება. შეიძლება ვიღაცისთვის ეს ჩვეულებრივი იყოს. პრობლემა სინამდვილეში უცოდინრობაა და არა ბოროტება. წინასწარგანზრახული კი არაა, რომ მე ვაშავებ. ცხადია, არცოდნა არცოდვააო, ვერ იტყვი, მაგრამ მაინც დანაშაულია. არ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, თუმცა, მესმის ასე რატომაც ხდება. ასეთ დროს გამომცემლობებს შორის ურთიერთობა როგორია? ძალიან მარტივი უნდა იყოს წესით. თუ ჩვენ რამეს ვყიდულობთ, იმას, როგორც წესი, ვეღარავინ იყიდის, ექსკლუზიურია ხოლმე ეს ხელშეკრულებები. შესაბამისად, მე თუ მინდა რაღაცის ყიდვა, მივმართე რომელიმე უცხოურ გამომცემლობას და მან მითხრა, იცი, გამომცემლობა იქსს უფლებები უკვე მივყიდეთ, ჩვენ იმწამსვე გავჩერდებით, ცხადია. მაგალითად, ”ჯადოსნური მთის” გამოცემა რომ მოუნდეს ვინმეს, ვერ გამოსცემს, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ისევე, როგორც ჰესეს ”ტრამალის მგელს” ან კნუტ ჰამსუნის ”მისტერიებს”. და საბჭოთა თარგმანი? ძველი თარგმანი არსებობს, მაგრამ ახალი გამოცემის საშუალება არავის ექნება ჩვენს გარდა. ძველი თარგმანების რეპრინტი აღარასდროს გამოვა, სანამ 70 წელი არ გავა ავტორის გარდაცვალებიდან. როგორია მთარგმნელის ანაზღაურება და შეიძლება თუ არა მხოლოდ ამ საქმიანობით ადამიანმა დღეს თავი ირჩინოს? თუ პროფესიონალი მთარგმნელია, თავისუფლად იცხოვრებს ამ საქმით. თუ ადამიანი დღეში ათ გვერდს თარგმნის და გვერდში ხუთ დოლარს იღებს, მაშინ იცხოვრებს? რა თქმა უნდა იცხოვრებს. მე ვიცი მთარგმნელები, ვისაც დღეში ათ გვერდზე მეტის თარგმნა შეუძლიათ. შეიძლება იყოს რთული ნაწარმოები, რომლის დასრულებაც მალე შეუძლებელია. 30 წელია, რაც ქართველი მთარგმნელი გოეთეს ”ფაუსტს” თარგმნის, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ. რა ფასი უნდა დაადო? რა შეიძლება ღირდეს რაღაც, რასაც 30 წელი აკეთებ? მას ხომ ფასი არ აქვს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჰონორარი, გვერდში 40 ევროც რომ მისცე. თარგმანი ისეთი რამეა, ცალსახად ვერ იტყვი, ბევრია თუ ცოტა. გააჩნია წიგნს. თუ ადვილი სათარგმნია და ბევრს თარგმნის, ხომ კარგი. მაგრამ არის ლიტერატურა, რომლის თარგმანშიც რაც არ უნდა გადაუხადო, მაინც ცოტა გამოვა საბოლოო ჯამში. იმიტომ, რომ ფისოქოლიურად ძალიან მნიშვნელოვანია მთარგმნელის შრომა. მთარგმნელების რაოდენობას თუ უჩივით? ჩვენი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მთარგმნელები არიან ძალიან ცოტანი და ისინი მხოლოდ დიდი ენებიდან გვყავს. თან ყველა დიდი ენიდანაც არა. მაგალითად, ესპანურიდან თარგმნა პრობლემაა. ჰოლანდიურზე და ასეთ ენებზე არ ვლაპარაკობ. იაპონურიდან ხომ საერთოდ. ჩინურიდან მთარგმნელი რომ არ გეყოლება და იაპონურიდან, რაზეა ლაპარაკი? იაპონურიდან ქართულად თარგმნილი პროზა მე არ მინახავს, არც არასდროს გამიგია. ეს უბრალოდ სირცხვილია. აკუტაგავას თარგმანი? რუსულიდანაა თარგმნილი. შვედური, ნორვეგიული, დანიური, ისლანდიური ლიტერატურა, თუნდაც იტალიური, ესპანური - ეს ყველაფერი საბჭოთა დროს რუსულიდან ითარგმნებოდა. დღეს სიტუაციის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნორვეგიულიდან თარგმნა, შვედურიდანაც კი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. “ტექნო ბუმი” დღეს “ბუმი ცენტრს” საზეიმოდ გახსნის. კომპანია “ბუმიცენტრის” გახსნაზე იღბლიანი მოსაწვევის მფლობელებს სპეციალურ პრიზებს გადასცემს. მოსაწვევი თბილისსა და ბათუმში “ტექნო ბუმის” მაღაზიებში ყველა მყიდველს გადაეცემოდა, მოსაწვევის მფლობელებს კომპანია “ბუმი ცენტრის” საზეიმო გახსნაზე ეპატიჟება. “ბუმი სცენტრის” გახსნით, “ტექნო ბუმი” მომხმარებელს გაყიდვის ახალ, ყველაზე მომგებიან სისტემას სთავაზობს, რითაც ნებისმიერ მყიდველს აძლევს საშუალებას, საბითუმო ფასად შეიძინოს მსოფლიო ბრენდების უახლესი ტექნიკა. “ტექნო ბუმი” მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. “ტექნო ბუმის” ასეთი სწრაფი წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა”, – აცხადებენ კომპანის მენეჯმენტში. კომპანის სპეციალურ პრიზებად გამოტანილი აქვს SAMSUNG LCD ტელევიზორი, , APPLE აიფედი, კონდიციონერი, KOღთING მაცივრი, KOღთING სარეცხი მანქანა, ჩANON ციფრული ფოტოაპარატი, VESTEL პრინტერი, KORTING მტვერსასრუტი, NOKIA მობილური ტელეფონი, ASUS ჯიბის კომპიუტერი, ACER ნოუთბუქი, , BlackBerry მობილური ტელეფონი. “ბუმი ცენტრი” აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე განთავსდება. საზეიომო ღონისძიება ღია ცის ქვეშ ჯგუფ “მგზავრების” კონცერტით დასრულდება. იხილეთ epn.ge
  6. ბოლო წლებია ლიტერატურულ კონკურ ”საბაზე” წარდგენილ წიგნთა რაოდენობა გაიზარდა. კონკურსის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს თარგმნილი ლიტერატურის ხარჯზე მოხდა. საუკეთესო თარგმანის კატეგორიაში წელს ყველაზე დიდი კონკურსი იყო. შორტ ლისტის მიხედვით, ერთმანეთს 11 წიგნი ეჯიბრებოდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პოსტსაბჭოთა სტაგნაციის პერიოდის შემდეგ საქართველოში მთარგმნელობითი საქმიანობა გამოცოცხლდა და ქართული თარგმანის ხარისხი გაიზარდა? საქართველოში 55-მდე გამომცემლობაა, რომელიც ”საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საზოგადოებაში” ერთიანდება. აქედან ნაწილი საერთოდ არ თარგმნის. თარგმნილი წიგნების რაოდენობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ნეტგაზეთმა რამდენიმე გამომცემლობის მონაცემის შეგროვება მოახერხა. გაირკვა, რომ გამომცემლობა ”სიესტას” 2009 წელს 11 წიგნი უთარგმნია, წელს მხოლოდ ორი; გამომცემლობა ”დიოგენემ” 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, წიგნის სახით, 11 თარგმანი წარუდგინა მკითხველს; ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ენციკლოპედიებისა და საბავშვო პროზის ჩათვლით, 2009 წელს 25, 2010 წელს კი 23 დასახელების წიგნი გამოსცა; გამომცემლობა ”ინტელექტმა” სერიაში ”ნობელის პრემიის ლაურეატები”, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, 40 დასახელება დაბეჭდა, ხოლო 2004 წლიდან მოყოლებული სულ თარგმნილი აქვს 46 წიგნი. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გამომცემლობა ”ლოგოს პრესმა” 2001-2008 წლებში 14 უცხოენოვანი დასახელება თარგმნა, ხოლო გამომცემლობა ”ნეკერის” შარშანდელმა და წლევანდელმა თარგმნილმა ლიტერატურამ სულ რვა სათაური მოიცვა. გამომცემლობა ”ლოგოსმა”, რომელიც კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს და რომლის დირექტორი ”საბა” 2010-ის ჟიურის შემადგენლობაში მყოფი რისმაგ გორდეზიანია, ძირითადად, ძველბერძნული და რომაული ხანის ანტიკურ ლიტერატურას თარგმნის. გამომცემლობის ბოლო ათი წლის მუშაობის შედეგი 26 თარგმნილი და წიგნად გამოცემული ლიტერატურაა. მათ შორისაა, საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში ”საბა” 2010 გამარჯვებული გაიუს ვალერიუს კატულუსის ლექსების წიგნი, რომელიც ლათინურიდან მანანა ღარიბაშვილმა თარგმნა. უცხოენოვანი ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში არსებული ევროპული კულტურული ცენტრებიც ეწევიან. ფრანგულენოვანი ლიტერატურის შესახებ ქართულენოვან მკითხველთა წრეში ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამა, რომელსაც ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი კურირებს. 1998 წლიდან მოყოლებული ამ პროგრამის ფარგლებში ითარგმნა და სხვადასხვა ქართული გამომცემლობების მიერ დაიბეჭდა 93 სათაური. ამ დროისთვის გამოსაცემად კიდევ 16 დასახელების წიგნი მზადდება. წელს საქართველოს კულტურის სამინისტროში ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა უცხოენოვანი ლიტერატურის ქართულად და ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის სტიმულირებას ისახავს მიზნად. მთარგმნელობით კონკურსში გამარჯვებულს კულტურის სამინისტრო სუბსიდირების საქართველოსთვის ახლებური წესით დაეხმარება - ბიბლიოთეკებისთვის 300-დან 500 ეგზემპლარამდე შეიძენს. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, თარგმანზე არა მარტო პროფესიონალი მთარგმნელები, არამედ მწერლები და პოეტებიც მუშაობენ. პროფესიულ ინტერესთან ერთად, ეს მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. მწერალი ირმა ტაველიძე დიდი ხანია ფრანგული და ინგლისური ენებიდან თარგმნის. მისი ბოლო ნამუშევარი ”საბაზე” წარდგენილი მიშელ უელბეკის ”პლატფორმაა”. ” ბოლო წლებში მართლაც უფრო მეტს ვთარგმნიდი, ვიდრე ვწერდი და ამას არ ვნანობ. თარგმნამ ბევრი მომცა, ზღვარზე სიარული მასწავლა. ფანტასტიკური გამოცდილებაა: მწერლის ენას ეხები, მის კანქვეშ შეძრომას ცდილობ, სხვა ადამიანი ხდები. მეორე მხრივ, დღეს საქართველოში მთარგმნელის პროფესიის არჩევა აზრს მოკლებულია. ეს ნამდვილი თავგანწირვაა, რადგანაც სრულიად შეუსაბამოა ის თანხა, რასაც მთარგმნელის შრომაში იხდიან. ზუსტად ვიცი, რომ დიდს და სერიოზულს აღარაფერს ვთარგმნი უახლოესი 10 წლის მანძილზე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თარგმნა ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს - უბრალოდ, ჩემს თავს მთარგმნელად არ ვთვლი. როცა მოწოდებით მთარგმნელი ხარ, როგორც ნებისმიერ პროფესიაში, მაშინ აკეთებ ყველაფერს, თვალს ხუჭავ და აკეთებ”, - ამბობს ირმა ტაველიძე. თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები განსხვავებული ინტენსივობით თარგმნიან. პოეტ დავით აკრიანის თარგმანებია: იუსტაინ გორდერის „ფორთოხლის გოგონა“, ჯორჯ ორუელის ”ცხოველების ფერმა” და ”1984”, შარლ ბოდლერის ”ბოროტების ყვავილები”. ვლადიმირ სოროკინის ”რიგი” ქართველ მკითხველს ზაზა ბურჭულაძემ გააცნო. სერგეი დორენკოს ”რომანი 2008” პოეტმა გიორგი კეკელიძემ და გელა თავაძემ თარგმნეს; პოეტ გიორგი ლობჟანიძეს ეკუთვნის სპარსულენოვანი პოეზიისა და ”ყურანის” ქართული თარგმანები. ამავე თემაზე იხილეთ ინტერვიუ გამომცემელ ბაკურ სულაკაურთან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/ft7.jpg ფერნანდო ტორესმა კიდეც ერთხელ დაამტკიცა რომ მისი გული ლივერპულშია და არსად წასვლას არ აპირებს. მან პასუხი გასცა ჩელსის, სიტის, ბარსელონას და რაც მთავარია “ჭორიკანა” ჟურნალისტებს, რომლებმაც ელ ნინიო უკვე სხვა გუნდის ფორმაში წარმოიდგინეს… მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ელ ნინიომ ლივერპულის შარფი გაიკეთა და ოქროს თასის დაუფლებით უდიდესი ოცნება აიხდინა. მან თავისი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გადაწყვეტილებით, საოცარი სიამოვნება მიანიჭა ლივერპულის გულშემტკივრებს და ამ ფოტოებით უკვე სამუდამოდ შევიდა ენფილდელთა ისტორიაში… http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/ft1.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/ft9.jpg View the full article
  8. ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ცივი იარაღით მოკლული იპოვეს. 17 წლის ახალგაზრდის ცხედარს, რომელსაც 36… ლინკი მედიანიუსზე
  9. თბილისის ზღვაში 35 წლის მამაკაცს ეძებენ. მან გუშინ საღამოს თბილისის ზღვაში შევიდა, თუმცა გამოსვლა ვეღარ მოახერხა.… ლინკი მედიანიუსზე
  10. <p style="text-align: left;">http://www.polity.ge/images/catalog/world/caucasus/caucasus_02.jpgაშშ-ს სახელმწიფო მდივანი 4 ივლისის კვირის ბოლოს რამდენიმე საინტერესო ადგილს ესტუმრა. მის მარშრუტში პოლონეთი და უკრაინაც შედიოდა, დამაინტრიგებელი არჩევანია ობამა-მედვედევის ამასწინანდელი ვაშინგტონური მოლაპარაკებების ფონზე, მაგრამ ის ამავე დროს იმ რეგიონშიც ჩავიდა, რომელიც ამერიკის ყურადღების ცენტრში ბოლო ორი წელია არ ყოფილა – სახელდობრ კი კავკასიაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. polity.ge
  11. http://a.pix.ge/y/dia91.jpg ბაკურიანიდან დაბრუნებულ ზუგდიდის “ბაიაში” რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. როგორც “მსოფლიო სპორტს” გუნდის ახალმა მწვრთნელ-კონსულტანტმა, ამავდროულად კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოთარ გაბელიამ უთხრა, კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან ერთად დავით ჭიჭვეიშვილი და ალექსანდრე გოგობერიშვილი ვარჯიშობენ. სრულად იხილეთ
  12. დღეს გროზნოში უცნობმა პირებმა მილიციელი მოკლეს. თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს. დღესვე მახაჩყალაში თავს დაესხნენ მილიციის მანქანას. ორი სამართალდამცავი… ლინკი მედიანიუსზე
  13. თბილისის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მტკვარში სულ 26-მა ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა. დღეს, დილის 4 საათზე, ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში 65 წლის მამაკაცი გადახტა. თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის სამაშველო ჯგუფმა მამაკაცი მდინარიდან რამდენიმე წუთში ამოყვანა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც თბილისის საგანაგებო სიტუაციათა სამსახურის სამაშველო ჯგუფის უფროსმა თემურ გიორგაძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, ასეთი ტიპის ფაქტების ციფრმა წელს, შარშანდელთან შედარებით იმატა. „წელს 6 ადამიანი დაიღუპა და 20–ის გადარჩენა მოვახერხეთ“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. ფრანგულ "ნიცას" თავდამსხმელმა ლოიკ რემიმ განაცხადა, რომ მას ძალიან გაუხარდება თუ კარიერას პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი ლონდონის "ვესტ ჰემში" განაგრძობს. იხილეთ fanebi.com
  15. დღეს საქართველოს, სავაჭრო და საინვესტიციო მისიის ფარგლებში, 13 ამერიკული კომპანიის დელეგაცია ეწვია. ამ წუთებში ამერიკული კომპანიების… ლინკი მედიანიუსზე
  16. წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით 03.00. თბილისში, ბარათაშვილის ხიდიდან 60 წლამდე მამაკაცი მტკვარში გადახტა. როგორც „მედიანიუსს“ თბილისის მერიის… ლინკი მედიანიუსზე
  17. ესპანეთის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების გამო, ამ ქვეყანაში ზეიმი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დღესასწაული კიდევ… ლინკი მედიანიუსზე
  18. <p style="text-align: left;">http://www.polity.ge/images/catalog/scitech/Technology/mobile/gogo_telefonit.jpgმთავრობამ ბიზნესის კიდევ ერთ სეგმენტს დაუთმო. მას შემდეგ, რაც უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორებმა კავშირგაბმულობის მომსახურებაზე 10%–იანი აქციზის დაწესება კატეგორიულად გააპროტესტეს, მთავრობამ და პარლამენტმა გადასახადის ფორმულირება შეცვალეს. polity.ge
  19. 2010 წლის 9 ივლისს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” სარჩელი, რომელიც ეხებოდა შპს “რუსთავწყალკანალის,” შპს “მცხეთაწყალკანალის,” შპს “საქწყალკანალის”, შპს “თბილისის წყლის” 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებით განმარტებასა და ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდებას. ეს განმარტებები და ცვლილებები საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 22 დეკემბერს მიიღო. თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის ნომერ 245-ე ბრძანებულებით მიეყიდა ”მალტიპლექს ენერჯი ლიმიტედს”, თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მაისს მეორე, 323-ე განკარგულება გამოიცა და ხელშეკრულების პიროებები შეიცვალა. ”მწვანე ალტერნატივამ” ეს დოკუმენტიც გამოითხოვა, თუმცა დღემდე არ მიეწოდა. პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებული საწარმოების ჯამური ღირებულება, ინვესტიციების რაოდენობა და საბანკო გარანტიები მეტია, ვიდრე ხელშეკრულების გაცემის დღეს ინვესტორთან ხელმოწერილი ხელშეკრულება. შედარებისას ჩანს, რომ • საწარმოების 100% წილების ფასი ჯამურად შემცირდა 15 650 792 ლარით, • განსახორცილებლად ინვესტიციების ჯამური ოდენობა 80 მილიონი დოლარით, • საბანკო გარანტიის ოდენობა 4 მილიონი დოლარით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ პრივატიზების ხელშეკრულებაც თავიდანვე გაასაიდუმლოა. ორგანიზაცია ”მწვანე ალერტნატივამ”, 2 წლის განმავლობაში ამ დოკუმენტისა და მასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოთხოვნით, საჯარო უწყებებს დაახლოებით 25-ჯერ მიმართა. ეკონომიკის სამინისტროსგან უარით იმ მოტივით ისტუმრებდნენ, რომ ხელშეკრულების სრული ტექსტი წარმოადგენს მყიდველის კომერციულ საიდუმლოებას და ამდენად, მისი ასლის გაცემისთვის მყიდველის წერილობითი თანხმობაა საჭირო. მყიდველი კი, თანხმა არ არის. 2010 წლის ივნისში, ”მწვანე ალტერნატივამ” აღმოაჩინა, რომ შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების „საგანგებოდ გასაიდუმლოებული“ ტექსტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ერთ-ერთი მოქალაქის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე საპასუხოდ, თავის ვებ-გვერდზე განათავსა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ხელშეკრულება არასრულადაა წარმოდგენილი. ხელშეკრულების დანართები და 2009 წელს შესული ცვლილებების შესახებ შეთანხმება კვლავ გასაიდუმლოებულია. ”შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების გასაიდუმლოების მიზეზი მყიდველისათვის მორიგი შეღავათების მინიჭებაა”, - ამბობს ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია ”მწვანე ლატერნატივას” გენერალური დირექტორი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. თბილისის ნომერ პირველ (არამიანცის) საავადმყოფოში მოთავსებული ნანული ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვახანია ევროსაბჭოს მისიის შენობასთან პატიმარი ძმის გათავისუფლების მოთხოვნით 27 დღე შიმშილობდა. 57 წლის ნანული ვახანია შაბათს ღამის 11-ის ნახევარზე მოიყვანეს და იგი პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე საპატრიარქოს თერაპიული კლინიკაში მოვათავსეთ, განაცხადა არამიანცის საავადმყოფოს მიმღებმა. კლინიკის მორიგე თერაპევტი ლალი ოთარაშვილი ამბობს, რომ მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა: ”შემოყვანისას უჩიოდა ზოგად საერთო სისუსტეს, რაც 27 დღიანი შიმშილობით იყო გამოწვეული. დასმული აქვს დიაგნოზი ალიმენტარული გამოფიტვა. თავად აღნიშნავს, რომ მზეზე ყოფნისას შეენიშნებოდა ალერგიული გამონაყარი. ჩაუტარდა გამოკვლევები და მკურნალობა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.” ნანული ვახანიამ, რომელიც თავისი ძმის, ვლადიმერ ვახანიას გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისის ევროსაბჭოს მისიის შენობასთან 27 დღე შიმშილობდა. ამჟამად მან შიმშილობა შეწყვიტა. ”ბოლო ოცი დღე განსაკუთრებით მძიმედ ვიყავი... შაბათს დილიდანვე ცუდად გავხდი. ორგანიზმი წყალსაც არ ღებულობდა და გულისრევა მქონდა. საღამოს ჩემმა ნათესავმა გამოუძახა სასწრაფოს და ღუდუშაურის საავადმყოფოში გადამიყვანეს,”- ამბობს ნანული ვახანია. ვახანია აცხადებს, რომ ღუდუშაურის საავადმყოფოში დარჩენა არ ისურვა, რადგან მორიგე ექიმმა შეურაცხყოფა მიაყენა: „მითხრა, რომ წადი სახლში და იქ ჭამეო”. ამის შემდეგ ის თბილისის პირველ საავადმყოფოში მოათავსეს. ვახანია შიმშილობის გაგრძელებას აღარ აპირებს. „ ჩემი ძმის გათავისუფლებისთვის ბრძოლას საკასაციო სასამართლოში გავაგრძელებ და სტრასბურგშიც ვიჩივლებ“, –აცხადებს დაკავებულ ვლადიმერ ვახანიას და. პროფესიით ექიმი ნანული ვახანია, ამბობს, საავადმყოფოდან გაეწერება და სახლში გააგრძელებს მკურნალობას. ნანული ვახანიას ძმა, პოლიტიკური პარტია «მთლიანი საქართველოსთვის» ვლადიმერ ვახანია 2009 წლის მარტში იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის ბრალდებით დააკავეს. 2009 წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ვახანიებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციომ ოთხწლიანი პატიმრობა ექვსი თვით შეუმცირა. ვლადიმერ ვახანია სასჯელს რუსთავის მე-6 საპყრობილეში იხდის. იხილეთ ვახტან კომახიძის ფილმი ( სტუდია "რეპორტიორი") ვლადიმერ ვახანიასთან დაკავშირებით. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...