Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. მინო რაიოლა,მარიო ბალოტელის აგენტი,ინგლისში წასულა.იქ იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს მანჩესტერ სიტისა და მანჩესტერ იუნაიტედთან. იხილეთ fanebi.com
  2. გოგონების 80 ერო სურათი View the full article
  3. ჟურნალი XXL 07-08 2010 View the full article
  4. krasivie kvartiri ჟურნალი 06.2010 View the full article
  5. http://img.dailymail.co.uk/i/pix/2007/11_02/Torres1211ESR_468x333.jpg ლივერპული გაურკვევლობაშია, ხელმძღვანელობამ ჯერ არ იცის რამდენად სერიოზულია ტორესის ტრამვა, მაგრამ საფეხბურთო კლუბი ლივერპული ფერნანდო ტორესს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება. ტორესი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეცვლაზე შევიდა და ძალიან მალე იგი სტადიონიდან გასაყვანი გახდა. ის შევიდა მაშინ როდესაც უკვე დამატებითი დრო იყო დაწყებული მატჩში, საბოლოოდ ტორესმა მაინც მიიღო მონაწილეობა ჰოლანდიელების დამარცხებაში. ფერნანდო ტორესი თავის თანაგუნდელებთან ერთად მადრიდში წავიდა რადგანაც მათთან ერთად იზეიმოს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება. უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა და სრულად იქნება ყველა ინფორმირებული თუ რა მოუვიდა ფერნანდოს და რამდენად სერიოზულია მისი ტრამვა. <p style="text-align: left;"> View the full article
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio_12_07_10flv_000023400-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio_12_07_10flv_000023400.jpg itvს ლინკი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ph-150x150.jpgსაზოგადოება და პოლიტიკოსები ხელისუფლებისგან მაგისტრალური გაზსადენის მომავალთან დაკავშირებით ახსნა–განმარტებებს ითხოვენ. რატომ გაიღვიძა 4 წლით მიძინებულმა თემამ – ბიუჯეტის შესავსებად თუ პოლიტიკური მოტივით? ნახეთ დავით გოჩიაშვილის რეპორტაჟში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/magistraluri_12_07_10wmv_000003560.jpg itvს ლინკი
  8. http://sportige.com/wp-content/uploads/2010/01/Steven-Gerrard.jpg მას შემდეგ რაც როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ჯერარდი ლივერპულში რჩებოდა, დღეს, ფლორენტინო პერესმაც დაადასტურა, რომ მადრიდელები აღარ აპირებენ ჯერარდის ტრანსფერისთვის ბრძოლას… რეალის სატრანსფერო კონსულტანტმა, მარიო ბრონზეტიმ ასეთი განცხადება გააკეთა : “ლივერპულმა ჯერარდის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მოითხოვა, ფლორენტინო პერესი კი არ აპირებს 30 წლის ფეხბურთელში ასეთი თანხის გადახდას.” ამ მოკლე და კონკრეტული კომენტარით სტივის გარშემო ატეხილ სატრასნფერო აურზაურს საბოლოოდ დაესვა წერტილი… View the full article
  9. http://legacy.proevoworld.com/images/public/europaleague%201.jpg ლივერპული ევროპის ლიგის კენჭისყრაზე ნომერ პირველ ფავორიტად შეაფასეს და ყველაზე მაღალი კოეფიციენტები მიანიჭეს. წითლები რათქმაუნდა პირველ კალათში იქნებიან. გთავაზობთ პირველი რვა გუნდის სიას უეფას მიერ მინიჭებული კოეფიციენტებით: 1 ლივერპული115.371 2 იუვენტუსი 59.867 3 სპორტინგი 57.659 4 შტუტგარტი52.841 5 ალკმაარი 48.309 6 გალათასარაი 43.890 7 მაკაბი19.775 8 სოფიას ცსკა 15.400 ასე რომ ლივერპული ყველა სერიოზულ მეტოქეს აცდება მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში და შემდეგ ჯგუფურ ეტაპზეც. იმედი ვიქონიოთ, რომ დინამო ან ზესტაფონი აგვისრულებენ ოცნებას და წითლებს თბილისში ჩამოიყვანენ… View the full article
  10. http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2010/2/8/1265638471332/Ever-Banega-001.jpg რაფა ბენიტესი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა კრიზისში მყოფი ვალენსიადან გადმოეყვანა არგენტინელი საყრდენი ნახევარმცველი ბანეგა რომელიც ხავიერ მასკერანოს შემცვლელად მოიაზრებოდა, ახალი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ასევე დაინტერესებულია მისი გადმოყვანით. ხავიერ მასკერანომ უკვე გამოთქვა ლივერპულიდან წასვლის სურვილი და სავარაუდოდ იგი ბენიტესს მის ახალ კლუბში ინტერში გაჰყვება. ვალენსიაში კი საკმაოდ დიდი ფინანსური კრიზისია, რის გამოც კლუბი იძულებულია ლიდერები გაყიდოს. მათ უკვე გაასხვისეს დავიდ ვილა და დავიდ სილვამ. საკმაოდ დიდი შანსია რომ სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში ვალენსიამ ევერ ბანეგაც დათმოს. ლივერპული თავდაპირველად ვალენსიას 10 მილიონი წინადადებით მიმართავს View the full article
  11. http://liverpool.theoffside.com/files/2009/11/dirk-kuyt_1004187c.jpg დირკ კიუტის ოცნება კვირას ღამით დაიმსხვრა, ჰოლანდიამ ფინალი წააგო ესპანეთის ეროვვნულ ნაკრებთან, კიუიტი კი ამას მსაჯს აბრალებს. ლივერპულის ფორვარდი დარწმუნებულია რომ ინგლისელმა მსაჯმა უდიდესი როლი ითამაშა ესპანელთა გამარჯვებაში, და სწორედაც რომ მისი შეცდომის შემდეგ გაიტანა ანდრეს ინიესტამ გოლი. ინგლისელმა მსაჯმა 13 ყვითელი ბარათი აჩვენა და სტადიონიდან ევერტონის ცენტრალური მცველი ჯონი ჰეიტინგა გააძევა და ჰოლანდიელები 10 კაცით დატოვა სტადიონზე. კიუტი:“ძალიან გამწარებულები და დამწუხრებულები ვართ, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დავმარცხდით”. “ვიცი რომ სხვისი გაკიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ინგლისელი მსაჯი ესპანელების მხარეს იყო, ეს მატჩის მსვლელობის დროს გამოჩნდა”. “ჩვენ მივიღეთ ბევრი ყვითელი ბარათები რომლებიც ჩვენ დავიმსახურეთ ამაში დასამალი არაფერია”. “საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ჩვენ ტიტულის გარეშე დავრჩით”. View the full article
  12. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/01/15/article-0-004FF41900000578-116_468x286.jpg მას შემდეგ რაც ლივერპულმა ფაბიო აურელიო გაუშვა და ემილიანო ინსუას გარშემოც ტრანსფერის სუნი ტრიალებს, პრესაში მერსესაიდელებს არაერთ მარცხენა მცველს უკავშირებენ. ჟურნალისტების ცნობით როის მორიგი სამიზე ნიგერიის ნაკრებისა და მარსელის ოლიმპიკის მცველი, ტაიე ტაივოა. 25 წლის ფეხბურთელი სისწრაფით და ძალიან ძლიერი დარტმით გამოირჩევა. იგი მარსელის ვიცე-კაპიტანია და გუნდში ჩატარებულ 161 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. ტაივო ასევე მონაწილეობდა 2005 წლის 21 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ნიგერიის ნაკრები ფინალში გავიდა, ტაივო კი საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. მას ლეო მესიმ და ობი მიკელმა აჯობეს მხოლოდ… ნიგერიელი მცველი საფრანგეთის ჩემპიონატის 2008 და 2009 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში იყო შესული. მას ნამდვილად შეუძლია აურელიოს და ინსუას ღირსეულად შეცვლა გუნდში. მისი სავარაუდო ფასი კი – 10 მილიონი ევროა View the full article
  13. გაუმჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და შევიწროება, მედიის დაუბალანსებლობა -ეს ის ფრაზები იყო, რომლებსაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი, საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგელებისგან ისმენდნენ. სასტუმრო “ამბასადორში” დღეს გამართული შეხვედრის მიზანი საქართველოში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების მოსმენა იყო. აღნიშნულ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით შეიქმნება სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელსაც ევროსაბჭო საქართველოს გამოუგზავნის. შეხვედრა, რომელსაც ქართველი და საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ, ძირითადად ადამიანის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს მიეძღვნა. შეხვედრის დაწყებამდე ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებმა ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთეს, სადაც ერთხმად აღნიშნეს: «მეტად მნიშვნელოვანია საქართველომ დემოკრატიის გზაზე სვლა გააგრძელოს. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით.» ევროსაბჭოს მისიის თბილისის წარმოამდგენლობის მიერ მიწვეული იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. პირველ შეხვედრას, რომელმაც წინასწარ განსაზღვრულ ერთ საათს ნახევარი საათით გადააჭარბა, ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ხიადშელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და სასამართლო ხელისუფლების ხარვეზებზე საუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება პოლიტიკური ნიშნით დევნაზე: «ვისაუბრეთ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, იმის გათვალისწინებით, რომ სულ ახლახან მესტიაში მოხდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის დაკავება.» ევროსაპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებს «საიამ» ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზეც, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახშირდა პატიმართა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები. «არ ხდება ძალადობის გადამეტების ფაქტების გამოძიება პოლიციის მხრიდან,»- თამარ ხიდაშელი. შეხვედრაზე ეთნიკური ოსების ულებების დარღვევისა და გატაცებისა შესახებაც გახდა ცნობილი, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა. «ჩვენ წარვუდგინეთ სპეციალური ანგარიში, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების საკითხებს საქართველოში. ერთ-ერთი სერიოზული თემა, რომელსაც ევროსაბჭო განიხლავს არის პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების ფაქტები,- ამბობს უჩა ნანუაშვილი. მედიის წამოამდგენლებთან შეხვედრას გაზეთის რედაქტორები: პაატა ვეშაპიძე, ლაშა ტუღუში, ჟურნალისტი ზვიდ ქორიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმოამდგენელი მათიას ჰიუთერი ესწრებოდნენ. «ეს იქნება ღია და უკომპრომისო საუბარი. ძალიან საინტერესოა ბოლო არჩევნები. ელექტრონული მედია არ იყო დაბალანსებული არჩევნების დროს. მედიის კანონმდებლობა არის დასახვეწი... დაფარულია მათი ფინანსური წყაროები და უცნობია მათი მფლობელები,»- ლაშა ტუღუში. ფონდ «ღია საზოგადოება-საქართველოს» წარმომადგენლმა ვახტანგ კობალაძემ კორუფციაზე საუბრისას ახსენა « მედიის მფლობელების გასაიდუმლოებულობა.» კობალაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის კორუფციის შემთხვევები: «უცნობია ვინ არიან კომპანიების მფლობელები. გარდა ამისა, საჯარო ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არის მიუწვდომელი. ეს ეხება ფინანსურ საკითხებსაც. აქედან გამომდინარე არის საფუძლიანი ეჭვი რომ ყველაფერი რიგზე არაა და კორუფცია ჯერ კიდევ მძლავრად არის.» საბოლოდ, შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ხუთი საათი გაგრძელდა. ევროსაბჭოს წარმომამდგენლები ხვალაც შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს. კასტრიოტ ისლამი და მაიკ იენსენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის მოადგილე ტატა ხუნწარიას, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს შეხვდებიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. http://www.fcdinamo.ge/img/players/22.jpg ნიკოლოზ ფირცხალავამ გადაწყვიტა,რომ ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა.თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელად მიიღო და რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.მას შემდეგ რაც ცხადი გახდა ის ფაქტი,რომ "დინამოს" "ფირცხელა" ტოვებდა ქომაგებმა უმალ გაამზადეს ღია წერილი,რომელიც ინტერნეტ სამყაროში სწრაფადვე გავრცელდა და როგორც ჩანს ფეხბურთელამდეც მიაღწია ამ გზავნილმა... საბოლოოდ "გლადიატორების" მიმართვამ ფეხბურთელისადმი შედეგი გამოიღო და იგი კარიერას სწორედაც რომ "დინამოში" გააგრძელებს და შვედური "გეფლეს" წინააღმდეგ სათამაშოდაც მიყჰვება საკუთარ გუნდს. სრულად იხილეთ
  15. http://soccerday.ge/templates/Default/logos/4.gif "ბაიას" შემადგენლობა თვალსა და ხელს შუა ძლიერდება. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ზუგდიდური კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა აქტიურად იმუშავა და მომავალ სეზონს "ბაია" არაერთი ახალი ცნობილი ფეხბურთელით დაიწყებს. მართალია, ჯერ არც ერთ მათგანს "ბაიასთან" კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ ამას წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს. სრულად იხილეთ
  16. 13 ივლისს, 09:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამაცდო ცენტრში დააკვირდება. 13 ივლისს, 10:00 საათზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები, მაიკლ იენსენისი და კასტრიოტ ისლამი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდებიან. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 13 ივლისს 10:00 საათზე _ ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ოფისში კერძო დასაქმების სააგენტოების შეხვედრა გაიმართება, რომლებიც შრომის ბაზართან და დასაქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. მის: გაზაფხულის ქ.# 14. 13 ივლისს, 10:15 საათზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გმირთა მემორიალს ყვავილებით შეამკობს. 13 ივლისს, 10:30 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. 13 ივლისს, 11:00 საათზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკლ იენსენისი და კასტრიოტ ისლამი საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს ტატა ხუნწარიას შეხვდებიან. 13 ივლისს, 11:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა გაიმართება. სხდომათა დარბაზი 13 ივლისს 12:00 საათზე სავაჭრო-გასართობ ცენტრ “მეგალაინში” ჟურნალი “სალონი” და ფოტოსტუდია თთL ფოტოგამოფენას “ქუჩის მოდა” მართავს. 13 ივლისს, 12:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ინსტიტუტი” ბრიფინგს გამართავს. მის: ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა 53 ორგანიზაცია ”დემოკრატიის ინსტიტუტი” 13 ივლისს, 12.00 საათზე `ხალხის პარტიაში~ ბრიფინგი გაიმართება. თემა : “პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტები `სახელმწიფო პენსიის შესახებ~ საქართველოს კანონში და `სოციალური დახმარების შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”. მის : ჩუბინაშვილის ქ. #20 13 ივლისს, 12:15 საათზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკლ იენსენისი და კასტრიოტ ისლამისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს შეხვდებიან. 13 ივლისს, 13:00 საათზე საკონსტიტუციო კომისიის წევრები ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდებიან. მის: ალექსიძის #3 13 ივლისს, 14:00 საათზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 13 ივლისს 14:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინციატივით გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „არასამთავრობო ორგანიზაციათა დაბეგვრის წესი ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით“. მის; სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი, თავისუფლების მოედანი #4. 13 ივლისს, 15:00 საათზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკლ იენსენისი და კასტრიოტ ისლამისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს შეხვდებიან. 13 ივლისს, 15:00 საათზე ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება. მის: გამრეკელის ნომერი 19 13 ივლისს 16:30 საათზე რუსთავში ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის დაფინანსების ხელშეკრულებას მოწერება ხელი. იხილეთ epn.ge
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/xdvdegwergtwe.bmpშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1993 წ.დ ნიკა ჩხობაძე, 1995 წ.დ ლევან მამაგეიშვილი, 1993 წ.დ ვალერი ზურაბაშვილი და 1991 წ.დ შოთა კუპრაშვილი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, 2010 წლის 7 ივლისს, ქ. ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წ.დ ნიკა ხურციძის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით ასევე დაკავებულია, 1994 წ.დ ბექა ჩხობაძე. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/policia-222flv_000003520.jpg itvს ლინკი
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/fff.bmp18 წლის ნიკა ხურციძის ცხედარი ქუთაისის მე–15–ე სკოლის საქვაბე ნაგებობასთან იპოვეს. გარდაცვლილს 30 –მდე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ცხედარი იმდენად დასახიჩრებული აღმოჩნდა, რომ მშობლებს მისი იდენტიფიცირება გაუჭირდათ. ნიკა ხურციძეს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/mkvlelobaavi_000003560.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...