Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ჯუზეპე ვერდის “ტრუბადურის” საკონცერტო შესრულება დღეს გაიმართება. ლიბრეტოს ავტორი ანტონიო გუტიერესის პიესის მიხედვით, სალვატორე კამარანო და ლეონ ემანუელ ბარდარე არიან. ოპერას დამდგმელი რეჟისორი ზაზა აზმაიფარაშვილია. დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო. რეჟისორი – ვერნონ მაუნდი. მხატვარი – ქრის დევილდე. “ტრუბადურში” მარკ ჰელერი, ირინე რატიანი, ზაალ ხელაია,Eლენა პუტილოვა, ლეგი იმედაშვილი, ირინა ბორისოვა და თამაზ საგინაძე მონაწილეობენ. “ტრუბადურის” მსოფლიო პრემიერა რომის თეატრ “აპოლოში”, 1853 წლის 19 იანვარს შედგა. ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ჯუზეპე ვერდის “ტრუბადური” 19:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
  2. კახა ლომაიას რეფორმატორი თანაგუნდელები განათლების ამჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს უპირისპირდებიან... გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 15:48 12-07-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDsA3y8WjWI/AAAAAAAAD6Q/beG4zq1m2IE/s200/simon+janashia.gif– ამ სფეროში გატარებულ ცვლილებებს, უწუნებენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ის არ უნდა ერეოდეს იმაში, რაშიც არაკომპეტენტურია. პრესა.გე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, რომელიც უნივერსიტეტში გადასვლამდე, განათლების სამინისტროში, ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის დირექტორი – ერთ–ერთი მთავარი რეფორმატორი გახლდათ. როგორ აფასებთ განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს?- ბოლო 5 თვის განმავლობაში რაც ხორციელდება, იმისგან განსხვავებულია, რისი გატარებაც მანამდე მიმდინარეობდა. ზოგადად, პრობლემა ისაა, რომ ახლანდელი ცვლილებები ისე ხორციელდება, რომ მიზანი ვითომ იგივეა, რაც იყო ადრე, მაგრამ რეალურად, ის საშუალებები, რასაც დღეს სახელმწიფო გვთავაზობს, იმ მიზნებს ეწინააღმდეგება, ან იმ მიზნების მიღწევას შეუძლებელს ხდის. რას იტყვით, გამოსაშვები გამოცდების დაბრუნებაზე?– განათლების ხარისხის კუთხით, რაიმე დადებითი ცვლილების მომტანი არ იქნება – სკოლიდან მოსწავლეების გადინებასთან დაკავშირებით სიტუაციას გაართულებს; მასწავლებლები ახალი მეთოდებით აღარ ასწავლიან, რადგან ეს მეთოდები გულისხმობს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების მქონე მოქალაქის გაზრდას, ხოლო ტესტი არც ამ კრიტიკულ აზროვნებას ამოწმებს მაინცდამაინც და არც შემოქმედებით აზროვნებას; მით უმეტეს, არ ამოწმებს სოციალურ უნარ–ჩვევებს; პრობლემა ისაა, რომ მასწავლებლები გადაერთვებიან სწორედ ამ ტესტებისთვის მოსწავლეების მომზადებაზე, რაც ძალიან დააზიანებს იმ სკოლებს, სადაც განვითარებაზე ორიენტირებული, კარგი მასწავლებლები ჰყავთ. რა აზრის ხართ თქვენს დროს გაუქმებული სპეც–სკოლების აღდგენაზე?– სპეც–სკოლები ჩემს დროს არ გაუქმებულა; უბრალოდ, გაუქმდა სამინისტროს პრეროპგატივა, რომ სპეც–სკოლები დაეარსებინა. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ადრე სახელმწიფოს რომელიმე სკოლისთვის ნებართვა უნდა მიეცა, რომ გაძლიერებული პროგრამით ესწავლებინა და 2005 წლიდან დაწყებული, ახალი სისტემით, ნებისმიერ სკოლას შეეძლო გაძლიერებული პროგრამით ესწავლებინა. ანუ, სახელმწიფომ ის შეზღუდვა მოხსნა, რომელიც სისტემაში სპეც–სკოლებთან დაკავშირებით არსებობდა და ყველა სკოლას უბიძგა, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, საკუთარი პროფილი თვითონ განესაზღვრა – სისტემა იმდენად თავისუფალი და მოქნილი გახდა, რომ ნებისმიერ სკოლას, ნებისმიერი საგნისთვის დამატებითი საათები შეეძლო დაემატებინა. დღეს, როცა სპეც–სკოლების აღდგენაზე ვსაუბრობთ, მინისტრი, რომ ჩადის და ამბობს, “ეს სკოლა მე აღვადგინე“, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ სკოლას პროფილი თავისთავად შენარჩუნებული ჰქონდა. სახელმწიფოს მხრიდან ზოგადად სპეც–სკოლის შექმნაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ სპეციალური დაფინანსება გამოიყოფა (მაგალითად, ფიზიკა–მათემატიკური გაძლიერებული, ან სპორტული სკოლებისთვის) და სკოლები რაღაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ, თორემ, მაგალითად, თუ კომაროვის სკოლა ჩვეულებრივ დაფინანსებას იღებს, ისევე, როგორც ნებისმიერი სკოლა თბილისში, ან საქართველოს მასშტაბით, მაშინ სახელმწიფოსთან მიმართებაში ამ და სხვა სკოლას შორის რა განსხვავებაა?! – ერთადერთი განსხვავება ისაა, თქვა, რომ ესაა ფიზიკა–მათემატიკური სკოლა. როგორ აფასებთ სკოლებში მანდატურების შეყვანას, რომელთა ასაკი 20 წლიდან განისაზღვრება?– მანდატურის საჭიროება ზოგიერთ სკოლაში შეიძლება არსებობდეს, სადაც მოსწავლეების ქცევასთან დაკავშირებით პრობლემაა, მაგრამ ის ფორმა, რომლითაც დღეს მანდატურების შეყვანა ხდება, ზოგადად სისტემის არსს ეწინააღმდეგება იმ მხრივ, რომ სკოლას არა აქვს უფლება მანდატური თვითონ იქირავოს, ან საკუთარი თანამშრომელი შეარჩიოს. ეს მანდატური რეალურად ამ სკოლის მიერ დაქირავებული ადამიანი არ არის და შესაბამისად, სკოლის წინაშე მაინცდამაინც პასუხსაც არ აგებს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანი სკოლაში დირექტორის ძალაუფლებას ასუსტებს და იმის განცდას ქმნის, რომ სკოლა დამოუკიდებელი აღარ არის და სკოლაში მომუშავეებს მანდატურის მეშვეობით პირდაპირ სახელმწიფო აკონტროლებს. ასევე, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი და რომელშიც გაწერილია ის ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მანდატური, კონკრეტულ შემთხვევაში. ერთადერთი წყარო, იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რას აკეთებს მანდატური, არის სატელევიზიო და სხვა სახის ინტერვიუები, სკოლის დირექტორებთან, თუ მინისტრთან. ასე რაიმეს დანერგვა, უბრალოდ მიუღებელია. ადრე, 2004–დან 2009 წლის ბოლომდე, ნებისმიერი ასეთი ცვლილების წინ, კონცეფცია იწერებოდა, სამინისტროს ვებსაიტზე ქვეყნდებოდა და საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ამაზე ემსჯელა; შემდეგ იწყებოდა ხოლმე ამის დანერგვა. რამდენად ახლოსაა სიმართლესთან, რომ ლომაიას მინისტრობისას განათლების სფეროში ძირითადად ის ცვლილებები ხორციელდებოდა, რაც თქვენს თავში იხარშებოდა?– აგიხსნით, გადაწყვეტილების მიღება როგორ ხდებოდა – სამინისტროში ჯგუფი იყო, რომელიც სტრატეგიულ მიმართულებებზე ფიქრობდა. შემდეგ, ის ჯგუფი კონცეფციებს ქმნიდა, რომელთაც საჯაროდ ვავრცელებდით – სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვუგზავნიდით, მათ ვიწვევდით, სამინისტროში ამის განხილვა ხდებოდა და შემდეგ მინისტრი გადაწყვეტილებას იღებდა. ასე რომ, არც ერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა ისე, რომ ვიღაც ერთმა ადამიანმა მოიფიქრა და შემდეგ მეორე ადამიანმა ეს თავის გადაწყვეტილებად მიიღო. ხომ შეიძლება, რომ ერთმა მოიფიქრა და დანარჩენებმა მისაღებად ჩათვალეს და გაიზიარეს?– რა თქმა უნდა, ყველა კონკრეტული იდეა, ერთი ადამიანის თავში შეიძლება დაიბადოს, მაგრამ ის ხორცს ყოველთვის განხილვების საფუძველზე ისხამს. ანუ, ეს არ არის ერთი ადამიანის დაწერილი და შემდეგ სხვა ადამიანების მიერ განხორციელებული. ახლა ვის თავში იბადება იდეები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში განათლების სფეროში ხორციელდება?– სამწუხაროდ, მე არ მაქვს შეხება იმ ადამიანებთან, ვინც დღეს პოლიტიკის განსაზღვრაში უშუალოდ მონაწილეობენ. ვიცი, რომ ძალიან ხშირად ტარდება შეხვედრები, როცა სამინისტრო იბარებს სკოლის დირექტორებს, ჟურნალისტებს, საზოგადოების წარმომადგენლებს და საკუთარ გადაწყვეტილებებს აცნობს. წინასწარაა ცნობილი, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება საზოგადოებას მოეწონა. მაგალითად, პრეს–რელიზები შეხვედრებამდე რიგდება, სადაც წერია, რომ “შეხვედრამ აბსოლუტურად დადებით ატმოსფეროში ჩაიარა, ყველას მოეწონა, განიხილეს“ და ასე შემდეგ, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სამინისტროს არ აინტერესებს, კონკრეტული ადამიანები მოცემულ მომენტში რას ფიქრობენ. დადებით შედეგს მოიტანს თუ უარყოფითს, სასკოლო სახელმძღვანელოებს ყოველწლიურად, რომ აღარ განაახლებენ?– 2005 წლიდან სახელმძღვანელოების განახლება სამ წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ხოლო 2009 წლის გაზაფხულიდან, ხუთ წელიწადში ერთხელ. ასე რომ, დღეს ამასთან დაკავშირებით ახალი არაფერია. მე მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე გეკითხებით, რომელიც იანვარში გააკეთა – ოჯახებს ყოველწლიურად არა აქვთ საშუალება, ბავშვებისთვის სახელმძღვანელოები იყიდონ, ასე არ შეიძლებაო.– სააკაშვილმა 2009 წლის იანვარშიც ზუსტად იგივე განაცხადა. ანუ 2010 წლის იანვარში, ეს უბრალოდ იმის გამეორება იყო, რაც მანამდე თქვა და რაც შეცდომა გახლდათ. როგორც ჩანს, მას არასწორი ინფორმაციას აქვს. 2010 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილმა თქვა ისიც, რომ უმეცრები არიან ისინი, ვინც განათლების სფეროში ცვლილებები განახორციელაო და საინტერესოა, ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ?– ჩემი ემოციები ახლა ალბათ არავის აინტერესებს. მე მაინტერესებს, მკითხველს აინტერესებს.– არა მგონია მკითხველს განათლების სპეციალისტის ემოციები აინტერესებდეს. უკაცრავად, მაგრამ თქვენი ემოცია საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თქვენ ხართ ერთ–ერთი მთავარი იმჟამინდელ რეფორმატორებს შორის – რა განცდა გქონდათ როცა თქვენი ამდენი წლის ნაშრომზე თქვა, რომ ეს იყო უმეცრება და მეტი არაფერი?– როგორც გითხარით, ემოციაზე ვერ დაგელაპარაკებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ ის, რომ პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს, ისეთი დეტალების განხილვაში, რომელსაც ის მუდმივად განიხილავს, იქნება ეს კონკრეტული საგნის სწავლება, თუ ის, სკოლაში ზარი უნდა დაირეკოს თუ არ უნდა დაირეკოს. ანუ მან პოლიტიკა, ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს. აი, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მსჯელობდა იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს პრობლემა ინოვაციურ პოტენციალში და ამის გამოა კომპიუტერიზაცია მნიშვნელოვანი, ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ როდესაც ის მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ქიმია და ფიზიკა, ეს მისი, როგორც პოლიტიკოსის მხრიდან, უბრალოდ, არაკომპეტენტურობაა, რადგან არ შეიძლება პოლიტიკოსი ისეთ საკითხებში ჩაერიოს, რაშიც ის არაკომპეტენტურია. დადებით შედეგს მოიტანს თუ უარყოფითს ეროვნული და გამოსაშვები გამოცდების ერთად ჩატარება?– ერთად არ ტარდება, ანუ შინაარსობრივად ერთი არ არის. სკოლის დასამთავრებლად საჭიროა 9 გამოცდის ჩაბარება და კიდევ 4 გამოცდის ჩაბარება იმისთვის, რომ უმაღლესში მოხვდე. ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, რადგან ეს უბრალოდ, ართულებს დაადასტურონ, რომ არიან განათლებულები, მაშინ როდესაც ადამიანები საკუთარი განათლებას 12 წლის განმავლობაში ადასტურებენ. მინისტრს დირექტორების დანიშვნა რომ შეეძლება, თუ სამეურვეო საბჭოები ვერ აირჩევენ, ამაზე რა აზრის ბრძანდებით?– ეს არის კომპრომისული ვარიანტი. მინისტრმა თავდაპირველად გაახმოვანა ის, რომ არჩევნები საერთოდ აღარ ჩატარდებოდა და დანიშვნები იქნებოდა. ახლა საუბრობს იმაზე, რომ სკოლამ თუ ვერ აირჩია, მაშინ იქნება დანიშვნა. სახელმწიფო სკოლას უნდა დაეხმაროს იმაში, რომ მან არჩევა შეძლოს. ანუ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდს სკოლებს, რომ მათ ისწავლონ, თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი დაწესებულება დემოკრატიულად და როგორ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და არა აიღონ სკოლის ნაცვლად პასუხისმგებლობა ისეთ საკითხებზე, რომელზეც პასუხისმგებლობა მას არა აქვს. მართლაც ჩაატარა თუ არა საკადრო წმენდა ახალმა მინისტრმა – ისინი, ვინც თქვენთან ერთად რეფორმას ახორციელებდნენ, ისევ სამინიტროში არიან თუ გამოუშვეს?– ადამიანების უმეტესობა, ვინც დღეს მუშაობს დეპარტამენტების უფროსებად, ან მოადგილეებად, ახალი მისულები არიან; თუმცა, არიან ძველებიც; იგივე მინისტრის მოადგილეები – ირინა ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე. პრობლემა ისაა, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ან თვითონ წამოვიდა, ან გამოუშვეს და მათ შორის ძირითადად ისეთი ადამიანები არიან, ვისაც განათლება დასავლეთის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. სამინისტრო სოროსის ფონდთან ერთად პროგრამას ახორციელებდა, რომელიც კოლუმბიის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში ახალგაზრდების გაგზავნას გულისხმობდა, იმისთვის, რომ განათლების პოლიტიკა, მართვა და ადმინისტრირება ესწავლათ. დღეს სამინისტრო ასეთ ადამიანებს სამწუხაროდ, ვერ იყენებს. თქვენ, ფაქტობრივად, არაფერზე გითქვამთ, რომ კარგია – ამჟამინდელი მინისტრის მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება გააკრიტიკეთ.– თქვენ არ გიკითხავთ იმაზე, რა არის კარგი. სისტემური ცვლილებები, რაც დღეს ხორციელდება, კარგი არ არის. რატომ გვეუბნებიან, რომ განათლების სფეროში რეფორმა უმეცრებმა გაატარეს, მაშინ, როცა აქამდე, 6 წლის განმავლობაში გაიძახოდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო წარმატებული?– არ ვიცი. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო თვლის, რომ ის საზოგადოება, რომელიც სკოლის ცხოვრებაშია ჩართული, არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომელიც არის სწორი; შესაბამისად, ამას მოჰყვება მთავრობის არაპოპულარულობა და ამიტომ, ცდილობს გადადგას პოპულარული ნაბიჯები, თუნდაც იყოს არასწორი. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  3. ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, გვარად ხურცილავა სამართალდამცავებმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ნიკეას დასახლებაში მოკლული იპოვეს. გაზიარება [15:36 12-07-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDr-AT-4gWI/AAAAAAAAD6I/9-4UadVrnjU/s200/41daffb28acb.jpgმას 36 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 17 წლის ახალგაზრდას 3 დღე ეძებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული უკვე გახსნილია, დაკავებულია ეჭვმიტანილიც. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მოკლულის თანატოლია. მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა."ინტერპრესნიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  4. http://www.biethet.com/images/1_8_2009_content/bd_56115_Leiva.jpg სატრანსფერო ქრიშხალში ლივერპულის ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ლუკას ლეივა და დიეგო კავალიერიც გამოჩდნენ. მერსესაიდელთა სარეზერვო მეკარეთი სანტოსი და კორინთიანსი არიან დაინტერესებულნი. თავად ფეხბურთელს კი უფრო მეტი სათამაშო დრო სურს და რეგულარულად, ნომერ პირველი მეკარეობისკენ ისწრაფვის. ამიტომ სერიოზული შემოთავაზების შემთხვევაში შესაძლოა კავალიერი სამშობლოში დაბრუნდეს. მისი შემცვლელი წითლებს ნამდვილად ყავთ, ახალგაზრდა უნგრელი მეკარე პიტერ გულასკი, რომელიც უნგრეთის 21 წლამდე ნაკრების ძირითადი გოლკიპერია ასევე პრესა იტუობინება რომ ლივერპულის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა ლუკას ლეივას 5 მილიონად გაყიდვაზე პალერმოში. იტალიური კლუბი უარით არა როი ჰოჯსონმა, არამედ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან პურსლოუმ გაისტუმრა, რადგან მაშინ როი ჯერ კიდეც არ იყო დანიშნული ლივერპულის მწვრთნელად. პურსლოუმ მინიმალურ თანხად 8 მილიონი დაასახელა, თუმცა 23 წლის ნახევარმცველის ბედს სავარაუდოდ მაინც როი გადაწყვეტს. უფრო მეტად კი მასკერანოს წასვლა-არწასვლის საკითხი… View the full article
  5. http://soccerday.ge/uploads/posts/2010-06/1277633995_soccerday.png გადის წლები და მას შემდეგ რაც 1990 წლის მოვლენებმა აჩუქა ქართულ საფეხბურთო საზოგაოებას,ნელ-ნელა ჟამთა სვლამ და უსახსრობამ წაართვა.არაერთი ქართველი ფეხბურთელი გახადა იძულებული,რომ საქართველო დაეტოვებინა,მშობლიურ ქალაქზე და კლუბზე უარი ეთქვა და ვიღაცის მიგდებულ კაპიკებზე ეთამაშა.განა ბევრი ქვეყნის შვილს აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა,სკუდეტო,კოპა იტალია,ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული,ნუ რუსეთის და ყაზახეთის საფეხბურთო ტიტულებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას... სრულად იხილეთ
  6. ვერა ქობალია პირობას დებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ნათესაური კავშირებით თანამდებობას ვეღარავინ დაიკავებს. გაზიარება [15:30 12-07-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDr8vVaR0II/AAAAAAAAD6A/tTZivSjRm30/s200/vera+qobalia.gifამის შესახებ ქობალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა კონკრეტული მაგალითიც დაასახელა. "წლების განმავლობაში, როდესაც კანადაში ვიმყოფებოდი, ვაგზავნიდი საქართველოში CV-ებს სხვადასხვა პოზიციების დასაკავებლად. ოფიციალურად მაძლევდნენ პასუხს, რომ ჩემი CV ძალიან მისაღები იყო, თუმცა აღნიშნულ თანამდებობაზე უკვე იყო შერჩეული კონკრეტული ადამიანი. მათ ნათესაური კავშირები ჰქონდათ სამინისტროების წარმომადგენლებთან", – აღნიშნა ქობალიამ. მინისტრის თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მოქალაქეები მასთან დღესაც საუბრობენ."ინტერპრესნიუსი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  7. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/jpl_milan_jovanovic_o6.jpg ლივერპულის ახალი ფორვარდი ისტორიულ 10 ნომერს მოირგებს. მილან ივანოვიჩამდე ეს სიმბოლური ნომერი ჯო ბარნს, იან მოლბის და ლუის გარსიას ეკუთვნოდათ. ბოლო ფეხბურთელი კი, რომელსაც 10 ნომრიანი მაისური ეცვა ლივერპულში, უკრაინელი ფორვარდი, ანდრეი ვორონინი იყო… View the full article
  8. /get_img?NrArticle=1953&NrImage=1 ავტობუსში სათადარიგო გასასვლელები და მარაო თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებისთვის ერთადერთი გასაგრილებელი საშუალებაა. „ბევრს კი ლაპარაკობენ, ჰონკონგს ვემსგავსებითო, მაგრამ ელემენტარული პირობები ვერ შეუქმნიათ ხალხისთვის, ჯოჯოხეთია ამ ავტობუსებით მგზავრობა“, –ამბობს 54 წლის ლიანა კიკნაძე. პირადი ავტომობილისა და ტაქსის გარდა, 61 ყვითელი ავტობუსი ჭავჭავაძის გამზირზე მოსახვედრად ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა. მგზავრები ამბობენ, რომ არა გაჭირვება, ავტობუსით, რომელსაც კონდიციონერი არ აქვს, არ იმგზავრებდნენ. „მეტროთი ვაკეში ვერ მოხვდები, ამიტომ იძულებეულები ვართ გავუძლოთ, ქალაქის მერიაში რა ენაღვლებათ, ალბათ ისეთ ავტობუსში, სადაც „ლუკით“ გრილდები, არც მჯდარან“ – ამბობს კიკნაძე. სათადარიგო გასასვლელთან, ანუ ე.წ ლუკთან, ძირითადად, მამაკაცები დგანან, –„აქედანაც არ შემოდის ჰაერი“,– ამბობს 44 წლის ვახტანგი. მგზავრების თქმით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მაინცდამაინც ვერ მოსთხოვ კონდიციონერი ჩართონ, „მარშრუტკები მაინც კერძოა. ეს ყვითელი ავტობუსები კი, რომელიც სახელმწიფოა, უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, თუკი რაიმე ევროპულ და ზოგადად დასავლურ ღირებულებეზე ლაპარაკობს ჩვენი ხელისუფლება,“– ამბობს 21 წლის სტუდენტი, მიხეილ სვანიძე. გარე მოვაჭრის, ნანული ლაზაშვილის თქმით, რომელიც სამგორის ავტოსადგურში მუშაობს, ასეთ ცხელ ამინდში უკეთესი ვაჭრობა აქვს. „არაფერს ვუჩივი, წყალი, ნაყინი და მარაოები ძალიან კარგად მიდის“. თბილისში 12 ივლისის ამინდის საშუალო ტემპერატურა 40 გრადუსია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nationaleinterests.jpg ნიკოლას გვოზდევი ეს მექანიზმი საათივით მუშაობს: საკმარისია პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა რუსულ–ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვის“ ფარგლებში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან, რომ აშშ–ს მორიგი მაღალი რანგის წარმომადგენელი ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება ვაშინგტონის პარტნიორებთან ევროპასა და ევრაზიაში „ნდობის აღსადგენად“. 2009 წელს ამით ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო დაკავებული, ის „პერესტრახოვშჩიკის“ (დამზღვევი) ფუქნციას ასრულებდა. შარშან ზაფხულში, მოსკოვში, ობამა–მედვედევის შეხვედრის შემდეგ ბაიდენი თბილისსა და კიევში გააგზავნეს. როდესაც ადმინისტრაციამ წინა ადმინისტრაციის პროექტზე (პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე) უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო, ვიცე–პრეზიდენტი ამ ორ ქვეყანას და რუმინეთს ეწვია, სადაც სიტყვით გამოვიდა და ირწმუნებოდა, რომ ამერიკა ამ რეგიონში მისი ვალდებულებების და ინტერესების ერთგულია. მაგრამ ბაიდენი ახლა ბაღდადშია (ცდილობს კონკურენტი ერაყელების ეროვნული მთავრობის შექმნაზე დათანხმებას) და ნდობის აღდგენის მისიის შესრულება წილად ხვდა სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, რომელიც ბაიდენის სცენარის მსგავსად კატეგორიულად ამტკიცებს, რომ აშშ–ს შეუძლია „ერთდროულად იაროს და თან საღეჭი რეზინიც ღეჭოს“ ანუ, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობა და იმავდროულად მისი მეზობლების ინტერესების დაცვაც. კლინტონმა კვლავ დემორკატიის და ადამიანის უფლებების საკითხი დააყენა და რუსეთი იმ ქვეყნების კატეგორიაში ჩარიცხა, რომლებიც სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებს „რკინის მარწუხებში“ აქცევენ. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო მდივანი იმ რეგიონში მიემგზავრება, რომელიც არაპროგნოზირებადი ცვლილებებისკენაა მიდრეკილი. უკრაინაში არჩევნებმა ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩი მოიყვანა, რომელიც პირადად და დიდწილად იყო რუსულ–ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზეზი. კიევის ახალმა ხელმძღვანელობამ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტს იჯარის ვადა გაგუგრძელა, ოფიციალურად უარი განაცხადა ნატოში გაწევრიანების ყოველგვარ მცდელობაზე და რუსეთთან სასარგებლო ეკონომიკური კავშირების აღდგენა აქტიურად წამოიწყო. სწორედ ამას მოჰყვა ვაშინგტონს და მოსკოვს შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა ევრაზიულ სივრცეში. საინტერესო შემთხვევაა პოლონეთი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ვარშავას პერსონალურმა პრობლემებმა სიმწვავე აშშ–პოლონეთს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე გაფორმებული ხელშეკრულების წყალობით დაკარგა, და ახლა, ვარშავა–მოსკოვის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი დათბობის საფუძველზე, რაც ტრაგიკული ავარიის შემდეგ მოხდა, რომელშიც კატინის მემორიალისკენ მიმავალი უამრავი პოლონელი მაღალჩინოსანი დაიღუპა, პოლონეთის მთავრობა პრემიერ–მინისტრ დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით თანმიმდევრულად ახორციელებს რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ საკუთარ კურსს. ზოგიერთმა ქართველმა ანალიტიკოსმა კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ კლინტონმა საქართველოში ვიზიტის დროს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ღიად უწოდა „ოკუპირებული“ ტერიტორიები. მაგრამ სიტყვა – იაფი საქონელია. თუკი თბილისი მის კვიპროსელ კოლეგებს დაეკითხება – სიტყვებს (და გაეროს რეზოლუციებსაც) ორმოცი წლის განმავლობაში წარმოსთქვამენ, ხოლო კუნძულის ჩრდილოეთში სეპარატისტულ რეჟიმს დაახლოებით ორმოცი ათასი თურქი ჯარისკაცის მხარდაჭერა აევს და უახლოეს მომავალში არსად წასვლას არ გეგმავს. აშშ სულაც არ აპირებს რუსეთთან მისი ურთიერთობების ჩამოყალიბებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ირგვლივ, ისევე როგორც არასდროს დაუპირებია კვიპროსის საკითხი თურქეთთან ურთიერთობის ქვაკუთხედად ექცია. როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაცია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნების გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ორიენტაციის საფუძვლიანი გადახედვა ის ამოცანაა, რომლის გადაწყვეტასაც აშშ ვერ შეძლებს და არც უნდა შეეცადოს; ჯერ ერთი, ვაშინგტონს ამისთვის რესურსები არ ეყოფა (ევროპა კი ასეთი ტვირთის ზიდვას არ მოინდომებს); მეორეც, მოსკოვთან ჯერ კიდევ საჭიროა მსოფლიო უსაფრთხოების მთელ რიგ საკითხებზე თანამშრომლობა. ამგვარად, მიდგომა შეიცვალა: თუკი ადრე რუსეთის ხელთ დარჩენილი გავლენის ბერკეტების განადგურებისთვის აქტიური ღონისძიებები ტარდებოდა, ახლა ასეთი მუშაობა იმაზე მიდის, რომ მეზობელ ქვეყნებს ევროპასთან საკმარისი მოცულობის კავშირები შეუნარჩუნდეს, რომ ჰქონდეთ დამოუკიდებლობის მისაღები ხარისხი და საკუთარი წონა რუსეთთან ურთიერთობაში. მეტიც, ადმინისტრაცია, რომელმაც საქართველოს თხოვნას მისი არმიის ხელახლა გადაიარაღებაზე რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, კვლავ იგნორირება გაუკეთა, ამით მიანიშნა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მეზობლებს მხარს არ დაუჭერს, თუკი ამ ბრძოლაში თავად აშშ–სთვის სასწორზე არაფერი არ დევს, ან თითქმის არაფერი. რა თქმა უნდა, მუდმივი სამყაროში არაფერია. კლინტონის მოგზაურობა, შეიძლება დამატებით სარეზერვო ვარიანტის ნიშნადაც მივიჩნიოთ იმ შემთხვევისთვის, თუკი „გადატვირთვა“ არ იმუშავებს. ხოლო მოსკოვის თვალსაზრისით, მიუღებელია, თუმცა ასატანი, აშშ–ს უფრო შეზღუდული მონაწილეობა ევრაზიის ცხოვრებაში (საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის გაგრძელება, ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში პოლონეთთან შეზღუდული პარტნიორობის პროგრამა, აშშ–ს შემდგომი სამხედრო ყოფნა შუა აზიაში). მაგრამ ადმინისტრაცია მოქმედებს იმ განზრახვით, რომ უფრო მიზნობრივ მიდგომებს გამოიყენებს რეგიონში საკუთარი გავლენის დამკვიდრებისთვის, და როგორც ჩანს, მზადაა მოსკოვის პოზიციების მკვეთრი გაძლიერება, როგორც შემდგარი ფაქტი ისე მიიღოს. ასე, რომ როგორი სიტყვაც არ უნდა ითქვას „ნდობის აღდგენასთან“ დაკავშირებით, რეალობას ვერ შენიღბავ. ნიკოლას გვოზდევი – National Interest–ის უფროსი რედაქტორი, აშშ–ს სამხედრო საზღვაო ფლოტის კოლეჯში ნაციონალური უსაფრთხოების საკითხების ლექტორი. სტატიაში მისი პირადი მოსაზრებებია გამოთქმული. ორიგინალი ორიგინალი
  10. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/preview.php.jpg17 წლის ნიკა კანდელაკის მკვლელობის საქმე გახსნილია. წინასაწარი ინფრმაციით, დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი. სამართალდამცავთა ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მკვლელობა სავარაუდოდ, 7 ივლისს მოხდა. მოკლულს ახლობლები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შეგახსენებთ, რომ მოზარდის გვამს სამართალდამცავებმა ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის ყოფილ საქვაბეში მიაგნეს. კანდელაკს სხეულზე ბასრი იარაღით მიყენებული 36 ჭრილობა აღენიშნებოდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას ქუთაისის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. Share View the full article
  11. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/preview.php.jpg17 წლის ნიკა კანდელაკის მკვლელობის საქმე გახსნილია. წინასაწარი ინფრმაციით, დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი. სამართალდამცავთა ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მკვლელობა სავარაუდოდ, 7 ივლისს მოხდა. მოკლულს ახლობლები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შეგახსენებთ, რომ მოზარდის გვამს სამართალდამცავებმა ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის ყოფილ საქვაბეში მიაგნეს. კანდელაკს სხეულზე ბასრი იარაღით მიყენებული 36 ჭრილობა აღენიშნებოდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას ქუთაისის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. Share View the full article
  12. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/5005-300x250.jpgუბედური შემთხვევის შედეგად კახეთში 24 წლის ვახტანგ მახარაშვილი დაიღუპა. როგორც “GeoTopNews”- ს კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მოხდა. 24 წლის ვახტანგ მახარაშვილი ამწეზე მუშაობის დროს მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მავთულს წამოედო და ადგილზევე გარდაიცვალა. მახარაშვილი ერთ-ერთი კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებს. Share View the full article
  13. “ლიბერთი ბანკი” მომხმარებელს უპრეცედენტო სერვისს სთავაზობს. აგვისტოდან ბანკი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას და ასევე მათ, ვისაც გადაადგილება არ… ლინკი მედიანიუსზე
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainform-sakonjstitucio-150x150.jpgსაკონსტიტუციო კომისიის სხდომა უცხოელ ექსპერტებთან ერთად გაიმართა. დღის წესრიგი ბერლინის კომისიისთვის სამზადისს მოიცავდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sakonstitucio2.jpg itvს ლინკი
  15. დღეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. კონსულტაციების ფარგლებში… ლინკი მედიანიუსზე
  16. არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი და რა პრობლემები აქვს მედიას– ეს ის საკითხებია, რომლებიც თბილისში დღეს ჩამოსულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს აინტერესებთ. აი, მაგალითი: როგორ ფიქრობთ, წარმოადგენს თუ არა საჯარო ინფორმაციის გაცემა სასამართლოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციას? კანონის მიხედვით კი. ქართული სასამართლოს მიხედვით არა. აი, რა ინფორმაციას ითხოვდა „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნათია როყვა ხელვაჩაურის სასამართლოსგან: 1. 2004-2009 წლებში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში განხილული საქმეების სატელეფონო მოსმენების ნებართვების სტატისტიკა და მოსამართლის შესაბამისი ბრძანების ასლები; 2. 2004-2009 წლებში დაუყოვნებლივ განხორციელებული სატელეფონო მოსმენების სტატისტიკა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიერ გაცემული შესაბამისი ბრძანებების ასლები; 3. ზემოაღნიშნული პერიოდში რომელი სტრუქტურა (სტრუქტურები) მომართავდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოსმენების ნებართვის თხოვნით (გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი მომართვების ასლები); 4. 2004-2009 წლებში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიერ განხილული იმ სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალი, რომლებზედაც სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა სატელეფონო მოსმენები, როგორც მტკიცებულება. გთავაზობთ სასამართლოს 2 პასუხს. მათგან ერთი პასუხია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე, მეორე კი ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომელიც ჟურნალისტმა ნათია როყვამ მას შემდეგ შეიტანა სასამართლოში, რაც მისთვის სასურველი ინფორმაცია ვერ მიიღო: /get_img?NrArticle=1949&NrImage=1 /get_img?NrArticle=1949&NrImage=2 სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი და რა პრობლემები აქვს მედიას– ეს ის საკითხებია, რომლებიც თბილისში დღეს ჩამოსულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს აინტერესებთ. აი, მაგალითი: როგორ ფიქრობთ, წარმოადგენს თუ არა საჯარო ინფორმაციის გაცემა სასამართლოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციას? კანონის მიხედვით კი. ქართული სასამართლოს მიხედვით არა. აი, რა ინფორმაციას ითხოვდა „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნათია როყვა ხელვაჩაურის სასამართლოსგან: 1. 2004-2009 წლებში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში განხილული საქმეების სატელეფონო მოსმენების ნებართვების სტატისტიკა და მოსამართლის შესაბამისი ბრძანების ასლები; 2. 2004-2009 წლებში დაუყოვნებლივ განხორციელებული სატელეფონო მოსმენების სტატისტიკა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიერ გაცემული შესაბამისი ბრძანებების ასლები; 3. ზემოაღნიშნული პერიოდში რომელი სტრუქტურა (სტრუქტურები) მომართავდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოსმენების ნებართვის თხოვნით (გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი მომართვების ასლები); 4. 2004-2009 წლებში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიერ განხილული იმ სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალი, რომლებზედაც სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა სატელეფონო მოსმენები, როგორც მტკიცებულება. გთავაზობთ სასამართლოს 2 პასუხს. მათგან ერთი პასუხია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე, მეორე კი ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომელიც ჟურნალისტმა ნათია როყვამ მას შემდეგ შეიტანა სასამართლოში, რაც მისთვის სასურველი ინფორმაცია ვერ მიიღო: /get_img?NrArticle=1949&NrImage=1 /get_img?NrArticle=1949&NrImage=2 სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. ნიჭიერის ქასთინგებს უკვე უმასპინძლა მთელმა საქართველომ! ნიჭიერის გუნდმა მოიარა ყველა კუთხე იმისათვის, რომ აღმოეჩინა რაც შეიძლება მეტი საინტერესო მონაწილე მეორე სეზონისათვის და მიეცა შანსი ყველა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულისათვის. 17 ივლისს, გეძლევათ ბოლო შანსი მეორე სეზონის პრექასთინგებზე მოსახვედრად! ყველას, ვინც ვერ შეძლო სხვადასხვა რეგიონებში მისულიყო ქასთინგზე, ყველას, ვინც ვერ შეძლო ანკეტის გამოგზავნა, ან თუნდაც გამოგზავნა, მაგრამ არ დაუკავშირდნენ, შეუძლია ყოველგვარი ანკეტის გარეშე მოვიდეს და გამოიყენოს ეს შანსი. 17 ივლისს, თბილისში, 12 საათზე გაიმართება მეორე სეზონის დასკვნითი პრექასთინგი! მისამართი- სანდრო ეულის 5ა. http://nichieri.ge/files/2010/07/SGPhoto_2010_06_02-18_18_3932.png nichieri.ge
  19. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/img.php-11-300x259.jpgმტკვარში 65 წლის მამაკაცი დაიხრჩო. ინციდენტი გუშინ, 04:00 საათზე მოხდა. უცნობი მამაკაცი მტკვარში ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა. მაშველებმა მისი პოვნა 15 წუთში მოახერხეს, თუმცა იგი უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. მამაკაცის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. Share View the full article
  20. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/nogaideli2-150x150.jpgზურაბ ნოღაიდელის პარტია მასწავლებელთა მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/nogai.jpg itvს ლინკი
  21. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/petre-pavle12-150x150.jpgმართმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძრაში საზეიმო ლიტურგია აღავლინა. უწმინდესმა წირვის დასრულების შემდეგ, ტრადიციული ქადაგებით მიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც იგალობა. ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, პეტრე და პავლე მოციქულების ტროპარი სახლშიც იგალობონ, რათა სახლში დღევანდელი დღის მადლი მიიტანონ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/petre_pavloba.jpg itvს ლინკი
  22. `ლიბერთი ბანკი” პენსიონერებს გრძელვადიან საპენსიო სესხს სთავაზობს, რომლის მინიმალური ოდენობაც 600 ლარი იქნება. როგორც დღეს პრესკონფერნციაზე `ლიბერთი… ლინკი მედიანიუსზე
  23. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის ვინაობა კონკურსის წესით გაირკვევა. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  24. დღეს ვენესუელას “ელჩმა” უგო ხოსე გარსია ერნანდესმა სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს სერგეი ბაღაფშს რწმუნებათა სიგელების გადასცა. ერნანდესი… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...