planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მაშ ასე მსოფლიო ჩემპიონატი 2010 დასასრულს უახლოვდება. დღეს მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი მოვლენის დამაგვირგვინებელი მატჩი გაიმართება. 22:30 საათიდან სტარტს აიღებს "მუნდიალის" ფინალური შეხვედრა ევროპისა და მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ორ გუნდს შორის ჰოლანდია – ესპანეთი. მე–19 მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ახალი ჩემპიონი გვეყოლება, შეგახსენებთ, რომ არც ერთს გუნდს აქამდე არააქვს დასაკუთრებული ეს უდედისი ტიტული. მართალია "ნარინჯისფერელები" ორჯერ გავიდნენ ფინალში თუმცა ორივე შემთხვევაში წარუმატებლად. ხოლო ესპანეთს რაც შეეხება ისინი პირველად ითამაშებენ ფინალურ შეხვედრაში. ორივე გუნდი ერთმანეთს რვაჯერ გადაეყარნენ, სადაც 4 შეხვედრა ჰოლანდიელთა, ხოლო 3 შეხვედრა კი ესპანეთმა მოიგო, ერთი მატჩი კი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რვა ჩატარებული მატჩში ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე არც ერთხელ არ შეხვედრიან. რაც შეეხება უშუალოდ გუნდებს, ორივე გუნდი დღეს ოპტიმალური შემადგენლობით გავა და რაც მთავარია დანაკლისი არც ერთს და არც მეორეს არ აქვს. გეტყვით, რომ მატჩი იოჰანენსბურგის Soccer City Stadium–ზე გაიმართება და შეხვედრა ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის. იხილეთ fanebi.com
-
მილანის ბრაზილიელ თავდამსხმელს ძალიან უნდა, რომ ბექჰემთან ერთად წავიდეს ამერიკაში. ფეხბურთელით დაინტერესებულია “ლოს ანჯელეს გალაქსი”. იქ რონალდინიოს ელოდება დიდი ხელფასი და სწორედ ამიტომ უნდა მას გადასვლა. უკვე ვიცით, რომ რონი აქამდეც სთხოვდა ბერლუსკონის გაშვებას, მაგრამ უარყოფით პასუხს ღებულობდა. იხილეთ fanebi.com
-
ვლადიმერ ვახანიას და ნანული ვახანია 27 დღიანი შიმშილობის შემდეგ რამოდენიმე წუთის წინ არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 22:11 10-07-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDjFytBMTRI/AAAAAAAAD54/2rsqtG4jGwY/s200/nani+vaxania.gifთითქმის ერთი თვის წინ ევროსაბჭოს მისიის შენობასთან, ნანული ვახანიამ შიმშილობის აქცია დაიწყო. ის პოლიტპატიმრად ცნობილი ვლადიმერ ვახანიას გათავისუფლებას ითხოვდა. ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამოდენიმე წუთის წინ მკვეთრად გაუარესდა. გონდაკარგული მოშიმშილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება 033–ის ეკიპაჟმა მიიღო... ამ დროისათვის არამიანცში იმყოფებიან ვახანიების ახლობლები და ადვოკატი ლალი აფციაური. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი საავადმყოფოში მნიშვნელოვანი ინციდენტიც მოხდა... „ღია ბოქლომი“ აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. დაზუსტებულ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ვახანია 2009 წლის მარტში ქალაქ ზუგდიდში დააპატიმრეს, 9 აპრილისთვის დაგეგმილი ოპოზიციური აქციების წინ. ვლადიმერ ვახანია ზუგდიდში ოპოზიციური აქციების მომზადებაში მონაწილეობდა. დაკავებისას ბრალად წაუყენეს ადგილობრივი ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა. შემდეგ კი ბრალი დაუმძიმეს და პასუხისმგებლობა იარაღის უკანონო ტარების გამოც დააკისრეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვახანიას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლეს არ გაუთვალისწინებია განსასჯელის ადვოკატის მიერ წარდგენილი ვიდეომასალა, რომელიც ვლადიმერ ვახანიას სახლზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერით არის გადაღებული და რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჩხრეკის დროს სამართალდამცავებს მის სახლში იარაღი არ უპოვიათ. ვახანიას ადვოკატები მატკიცებენ რომ იარაღი რომელიც შმდეგ „აღმოაჩინეს“ სამეგრელოს შსს–ს თანამშრომლებმა ვახანიას სახლში თავად მიიტანეს. ვახანიას საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. 2010 წლის იანვრში სააპელაციო სასამართლომ საკითხზე იმსჯელა და საქმის საერთოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ვლადიმერ ვახანიას პოლიტიკურ პატიმრის სტატუსი საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმა და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიანიჭეს. მათვე მიაწოდეს ვახანიას შესახებ ინფორმაცია სხვადახვა საერთაშორისო ორგანიზაციას. „საქართველოს ხელისუფლება, დღემდე რეაგირებას არ ახდენს ადამიანის უფლებების შელახვის ამ უხეშ ფაქტზე“,– აცხადებენ კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ მისი დის, ნანული ვახანიას, მიერ შიმშილობის დაწყება იმანაც განაპირობა, რომ ვლადიმერ ვახანიას ციხეში სასტიკად ეპყრობიან. ის არ არის უზრუნველყოფილი აუცილებელი სამედიცინო დახმარებით და მისი ჯანმრთელობა ბოლო თვეების განმავლობაში საფრთხის ქვეშ დგას.“ საქართველოს კონსერვატიული პარტია, ნანული ვახანიას შიმშილობის აქციას ეხმაურება და მხარდაჭერისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. ზვიად ძიძიგურის პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს საქართველოში ვახანიას გარდა ბევრი პოლიტპატიმარია და აუცილებელია, გადაიხედოს ყველა მათგანის სისხლის სამართლის საქმე. პარტია მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დროს ჩაერთოს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ისე საქართველოს ხელისუფლების კომპეტენტური სტრუქტურების წარმომადგენლებთან. მსგავსი სტატიები: ვლადიმერ ვახანიას დამ შიმშილობა დაიწყოვახანიას პატიმრობის ვადა ექვსი თვით შეუმცირესზვიად ძიძიგური: ვლადიმერ ვახანიას საქმე ძალიან ცუდადაა შეკერილი სერგეი კოვალიოვს სააკაშვილის კაბინეტიდან „უბორშიცა“ პასუხობდა საქართველოში კიდევ ერთი ახალი პარტია დაფუძნდაუკანონობის ზეიმი – აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს...სასწრაფოდ! ძალადობა ვანოს სახელითვითხოვთ ვახანიას, ჯიქიას, ქვარაიას, წურწუმიას და ქებურიას განთავისუფლებას!დღეს სააპელაციო სასამართლო პოლიტპატიმარ ვახანიას საქმეს განიხილავსვლადიმერ ვახანიას პროცესზე მოწმე დააკავეს... აკადემიკოს ვახანიას სიცოცხლე საფრთხეშია http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/9.gif უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის სათამაშოდ, საქართველოს ჩემპიონ რუსთავის “ოლიმპს” დანაკლისით გამგზავრება მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, ის დანამდვილებითაა ცნობილი, რომ თემურ მახარაძის გუნდი, ყაზახეთში არასრული შემადგენლობით გაემგზავრება. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/p/qg5yp.png უკრაინულ შეკრებაზე ბოლო მატჩი გელა გომელაურის გუნდმა "კრიმტეპლიცას" შეხვდა და 1:3 დამარცხდა.ამ მატჩის ვიდეო ფრაგმენტები დღეს "კრიმტეპლიცას" ოფიციალურ ვებ გვერდზე დაიდო,სადაც გარკვევით ჩანს,რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს,გელა გომელაურს,გუნდის თავდამსხმელი,(10 ნომრიანი მაისურით) გიორგი ბერიაშვილი ურტყავს.საინტერესოა რა ხდება გუნდში.შეგახსენებთ,რომ "ვიტ-ჯორჯია" ხუთშაბათს ეროვნულ სტადიონზე ჩეხურ ბანიკს უნდა დაუპირისპირდეს.ასეთი "ერთსულოვანი" გუნდით კი რამდენად შესაძლებელია ჩეხების დამარცხება ერთობ საინტერესოა. სრულად იხილეთ
-
itv 93 წლის ქართველი ემიგრანტი კვლავ სამშობლოშია
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/niko-tofuria-150x150.jpgსამამულო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი, რომელმაც სამშობლოსგან მოშორებით 70 წელი გაატარა საქართველოში ბრუნდება. მას აქ ნათესავები და მოხუცებული და ხვდებიან. ნიკო თოფურიას თან 56 წლის ქალიშვილიც ახლავს, რომელიც თავის ნათესავებს პირველად ხვდება. ნახეთ დავით გოჩიაშვილისა და ლევან თურქიას სპეციალური რეპორტაჟი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tofuria.jpg itvს ლინკი -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/arsoshviili-150x150.jpgახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რაიონების გამგებლებს დავით ტყეშელაშვილმა წარუდგინა. სახელისუფლებო უმრაველსობის წევრი ლაშა თორდია ამბობს, რომ პრეზიდენტის რწმუნებულის კანდიდატის შერჩევისას გადამწყვეტი კომპეტენტურობა იყო ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის დროს ყველაზე სერიოიზულად დაზარალებულ რეგიონს, გაცილებით გამოცდილი და პრობლემებში უკეთ გარკვეული გუბერნატორი სჭირდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/arosh.jpg itvს ლინკი
-
ისტორიის დამატებით სახელმღვანელოს, რომელიც ჯერ გამოცემული არ არის და რომელსაც განათლების სამინისტრო, სავარაუდოდ, სექტემბრიდან 10 -11 კლასებში შეიტანს, რია ნოვოსტიმ თბილისსა და მოსკოვს შორის ვიდეო ხიდი მიუძღვნა. ”დაარქვა წიგნს ”რუსული ოკუპაციის 200 წელი”, უსამართლოა”-ამბობს რუსეთის სახელმწიფო დუმის საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე, სერგეი მარკოვი, რომელიც სახელმღვანელოსთვის მიძღვნილ თემასთან დაკავშირებით, რია ნოვოსტის ვიდეო ხიდში იღებდა მონაწილეობას. მარკოვის თქმით, სიტყვა ოკუპაცია მე-18-19 საუკუნეებში უადგილოა რუსეთთან მიმართებაში, რადგან მაშინ საქართველო, როგორც სახელმწიფო თითქმის არ არსებობდა: ”მას ჰქონდა არჩევანი-ან ოსმალეთი, ან სპარსეთი და ან რუსეთი. საქართველომ არჩევანი რუსეთზე შეაჩერა და თვითონვე ითხოვდა რუსეთის მფარველობას”. იგივე აზრი გამოთქვა დისკუსიის სხვა მონაწილემ რუსული მხიდან, „რუსეთისა და საქართველოს ხალხების გაერთიანების” ფონდის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ხომერიკმა: ”რუსები მუდამ იმისათვის იბრძოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო აღორძინებულიყო. მონები ქართველები არასოდეს ყოფილან. თქვენ ვერ შეძელით მიგეხედათ თქვენი თავისთვის და მეპატრონის ძებნა დაიწყეთ. ან 37 მანეთად მოსკოვში სიარული და გართობა, ოკუპაცია იყო?” ქართული მხრიდან, დისკუსიის მონაწილის, ისტორიკოსი და პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძის აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ხშირად არსებობდა დაძაბულობა.”თუმცა არ მესმის, რა საჭირო გახდა დამატებითი სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა, მაშინ როცა ეს ურთიერთობები ისედაც ასახულია”. ლორთქიფანიძის თქმით, თუკი ეს სახელმღვანელო ქართველ ახალგაზრდებში რუსეთის და რუსების მიმართ შუღლს და მტრობას დათესს, მაშინ ის თავის სიტყვას იტყვის: ”მანამდე კი არაფერის თქმა არ შემიძლია, არც წიგნის შინაარსს ვიცნობ და არც მის ავტორს”. სახელმძღვანელოს გამოცემა მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება. ის რუსეთ-საქართველოს 1801 წლიდან ურთიერთობებზე იქნება. არსებული ინფორმაციით, წიგნი საქართველოს ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივი კვლევების ფონდმა უნდა შექმნას. ახალი სახელმღვანელოს დაწერის მიზეზად იმ მითის დამსხვრევა სახელდება, რასაც რუსეთის საქართველოს მიმართ მეგობრობა ჰვქია. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, მიმდინარე წლის აპრილში ჩამოყალიბდა ისტორიული სამართლის დამდგენი სახელმწიფო კომისია. კომისია ისტორიკოსებით, მეცნიერებითა და სოციოლოგებით დაკომპლექტდა. კომისია 1801 წლიდან რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილი დანაშაულებები უნდა განიხილოს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tsotne_gamsakhurdia-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას ადვოკატი და ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წევრები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის პატიმრობასთან დაკავშირებულ ახალ დეტალებზე საუბრობენ. ქეთი ბექაურის განცხადებით სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, ცოტნე გამსახურდიასთვის საკვებში მომწამვლელი ნივთიერების შერევასთან დაკავშირებით და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/aferisti_gamsaxurdiebi.jpg itvს ლინკი
-
შს სამინისტროს მიერ, 7 ივლისს მესტიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ნელი ნავერიანს, დავით, შოთა და ტარიელ ჯაფარიძეებს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 9 ივლისს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვაში დასდეს. გაზიარება [ნანა ფაჟავა, მესტია. 18:02 10-07-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDh9DRghl3I/AAAAAAAAD5w/YgWLlZ6cFz0/s200/policet.gifდანაშაული, რომლის გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს ინფორმაციით, “ანზორ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდათა სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, ს.ს “ენერგოპროჯორჯიას” მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი კანადელ ინვესტორს, დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ხელის არ შეშლის მოტივით სძალავდნენ 70 000 ლარს. დაკავების დროს აღნიშნულ პირებს თან აღმოაჩნდათ უკანონოდ მითვისებული თანხა”. ასეთია მერაბიშვილის უწყების მიერ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელსაც თან დაკავების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერიც ერთვის. თუმცა ამ ვიდეოკადრებში არსად ჩანს მათ მიერ ნახსენები კანადელი ინვესტორი. არსად გამოჩენილა ასევე წალენჯიხელი დავით კვარაცხელია, რომელიც თითქოს მოსახლეობასა და ინვესტორს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. “პრესა.გე”-მ ამ პირის არსებობის შესახებ ინფორმაცია, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოიპოვა. მესტიელები ამბობენ, რომ ამ ვითომ უცხოელი ინვესტორების უკან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია დგას და ამ დაკავების ფაქტსაც სწორედ მისი მხრიდან განხორციელებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. “პრესა.გე”-ს ინფორმაციით, დაპატიმრებების მიზეზი ის მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთები გახდა, რომელსაც ნავერიანებისა და ჯაფარიძეების ოჯახები წლების განმავლობაში სათიბად იყენებდნენ. მესტიელები იმასაც იხსენებენ, რომ მიწის ეს ფართობები საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა და ეკონომიკის სამინისტრომ იგი სამი წლის წინ ამერიკელ ინვესტორზე გაყიდა, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს, თუმცა მათთვის დღემდე უცნობია როგორ აღმოჩნდა შემდეგ ეს საკუთრება კანადელის მფლობელობაში. ლეიბორისტული პარტიის მესტიელი ლიდერი, ალექსანდრე ხერგიანი ნელი ნავერიანის დაკავებას პროვოკაციად აფასებს და მომხდარს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. ნავერიანი მესტიის საკრებულოში “ალიანსი საქართველოსთვის” პარტიული სიით მოხვდა. ალექსანდრე ხერგიანი: “ეს არის იმ სპეცოპერაციის გაგრძელება, რომელიც გუბერნატორმა გოროზიამ და მისმა კლანმა 3 მაისს მესტიაში ჩაატარა.გოროზიას სურს გაყიდოს მთელი სვანეთი, წაართვას სარჩო-საბადებელი და არსებობის საშუალება მოუსპოს სვანებს. ის ამ ქმედებით იმ განზრახვას ადასტურებს, რაც ცოტა ხნის წინ წაიტრაბახა “ერთ მშვენიერ დღეს სვანებს კალოშებით გავატარებო”. ჩვენ კი ვპირდებით გოროზიას, რომ ღირსების აყრას და ქალებზე ხელის აღმართვას არ შევარჩენთ, მურვან-ყრუებს ჩვენ სვანეთში ვერ ავიტანთ. ეს მიწები მათი კანონიერი საკუთრებაა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ 1903 წლით დათარიღებული დოკუმენტები გააჩნიათ. ეს არის ეგზეკუცია, რომელიც ხელისუფლებამ ჯერჯერობით წარმატებულად ჩაატარა. კორუფციის ჭაობშია დღეს ჩაფლული მთავრობა და ნელის ჩამოშორებაც სწორედ მათ მხილებას უკავშირდება. ნელი ნავერიანი საკრებულოში იმ საქმეების შესწავლით დაინტერესდა, რასაც ხელისუფლება წლების განმავლობაში უკანონოდ ახორციელებდა”. მესტიელები იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლება დაკავებამდე მიწის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს ცდილობდა და მისი დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციას სთავაზობდა. მესტიაში იმასაც იხსენებენ, დაკავებამდე სამი დღით ადრე, ვითომ ტურისტი პოლიციის თანამშრომლები თუ როგორ ზვერავდნენ ტერიტორიებს და როგორ უთვალთვალებდნენ სამიზნეებს. ადგილობრივი მოსახლეობა იმ ძალადობაზეც საუბრობს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და მესტიის სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავებულებისა და თვითმხილველების წინააღმდეგ განახორციელეს. არიან დაშავებულებიც, რომელთა წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ალექსანდრე ხერგიანი: “მას შემდეგ, რაც ნელი ნავერიანი “მოლაპარაკებად” წოდებულ შეხვედრაზე არ წავიდა, მისი ნათესავები ერთ-ერთ სასტუმროში შეიტყუეს. იქ არის გადაღებული ის ფარული ჩანაწერიც. ძალადობაც იქ დაიწყო. იქვე სცემეს და სასტიკად გაუსწორდნენ თვითმხილველებსა და დაკავებულებს, რომელიც შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა. ნელი ნავერიანს კი სპეცრაზმი სახლში მიუვარდა და მეორე სართულიდან ძალადობით ჩამოიყვანა. პოლიციასთან შეკრებილმა მოსახლეობამ შენობას ალყა შემოარტყა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. ძალოვანებმა, ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობის უკანა გასასვლელიდან ჯაფარიძეების გაპარება მოახერხეს. ისინი ზუგდიდში გადაიყვანეს. ნელის გაყვანა კი ვერ შეძლეს. მოსახლეობამ ზუგდიდის მიმართულებით გზა ჩახერგა. მორიგი ძალადობა შემდეგ ამ ფაქტს მოჰყვა. პოლიციამ ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინა და ხელკეტები ურტყა. მზიური ჯაფარიძეს თავი გაუტეხეს, გელა ჯაფარიძესა და ინგა მარგიანს ხელები გადაუმტვრიეს. ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი მუცელში დაჭრეს. შსს იძულებული გახდა ნელი ნავერიანის ზუგდიდში გადასაყვანად ვერტმფრენი გამოეყენებინა. ორი მიკროავტობუსით სავსე სპეცრაზმი, 5 სამხედრო და 4 პოლიციის "პიკაპი", ათეულობით კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელი-ასეთი იყო ის ძალა, რომელიც შს სამინისტრომ 7 ივლისს სვანების წინააღმდეგ გამოიყენა”. ოთხივე დაკავებული ამჟამად ზუგდიდის N4 საპყრობილეშია გადაყვანილი. presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/magistrebi-150x150.jpgეკონომიკის საერთაშორისო სკოლას 26 მაგისტრი ყავს. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. მაგისტერების უმეტესობა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/radison.jpg itvს ლინკი
-
გრძელდება ხელმოწერები სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ პეტიციაზე. ის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი პეტიციას, პარასკევს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში შეიკრიბნენ. ამ შეხვედრით პეტიციის ხელმომწერებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტებზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობისა და გავლენის სფეროების მკაფიოდ გამიჯვნის მნიშვნელობა. ნეტგაზეთმა რამდენიმე კომენტარი ჩაწერა შეხვედრის მონაწილეებთან: ნინო ლეჟავა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენელი ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი პაატა საბელაშვილი, ფონდ "ინკლუზივის წარმომადგენელი" სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გრძელდება ხელმოწერები სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ პეტიციზე. იმ მოქალაქეებმა, რომლებაც უკვე მოაწერეს ხელი პეტიციას, პარასკევს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში შეიკრიბნენ. პეტიციის ხელმომწერებმა ამ შეხვედრით კიდევ ეღტხელ შეახსენეს საზოგადოებას რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტებზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების და სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობისა და გავლენის სფეროების მკაფიოდ გამიჯვნის მნიშვნელობა ნეტგაზეთმა რამდენიმე კომენტარი ჩაწერა შეხვედრის მონაწილეებთან: ნინო ლეჟავა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენელი ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი პაატა საბელაშვილი, ფონდ "ინკლუზივის წარმომადგენელი" სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/platini02-150x150.jpgუეფას პრეზიდენტი საავადმყოფოშია. მიშელ პლატინიმ გონება იოჰანესბურგის ერთ-ერთ რესტორანში დაკარგა, რის მიზეზადაც სისხლში შაქრის დაწევა და გაციება სახელდება. მიუხედავად ნორმალური ანალიზებისა, ექიმების გადაწყვეტილებით პლატინი ჰოსპიტალში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/uchoeti.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/politikuri-tamashebi-150x150.jpgახალგაზრდული „ფორუმი” და „თავისუფალი დემოკრატები” პოლიტიკური თამაშების ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/polit_tamashebi.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/fuli-150x150.jpgკანადელი ინვესტორისთვის ფულის გამოძალვა თუ დავა წინაპრების კუთვნილი მიწების დასაბრუნებლად - არჩევნების წინს მესტიაში მომხდარი სკანდალის ხმაურიანი გაგრძელება. ზაზა გოროზიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში მონაწილე ნელი ნავერიანი სხვა რამდენიმე პირთან ერთად ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დაკავების ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები ნახეთ ანნა ლაპიაშვილის რეპორტაჟში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/dakavebuleb.jpg itvს ლინკი
-
http://fczestafoni.ge/images/photos/2010-11/dukla/dukla-2.jpg უეფას ევროპის ლიგის 2010-2011 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზესტაფონელთა მეტოქე სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი "დუკლა” იქნება. ამ გუნდების პირველ შეხვედრას 15 ივლისს ზესტაფონი უმასპინძლებს, განმეორებითი მატჩი კი 22 ივლისს ბანსკა-ბისტრიცაში გაიმართება. სრულად იხილეთ
-
http://fczestafoni.ge/images/photos/geguchadze/Geg03.jpg საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" სან-მარინოდან დაბრუნდა. ამ ერთხელაც გავამახვილებთ ყურადღებას ”ფაეტანოსთან” შეხვედრაზე და შემდეგ სლოვაკურ ”დუკლასთან” მატჩზე გადავერთვებით. ბუნებრივია, საინტერესოა, რას ფიქრობს სან-მარინოში გამართულ შეხვედრაზე ზესტაფონელთა თავკაცი გია გეგუჩაძე. მას მომავალი მეტოქის შესახებაც ვკითხეთ.... სრულად იხილეთ
-
http://watchfulham.com/wp-content/uploads/2009/11/a04fa34e1fon-001.jpg.jpg ჰოჯსონი თვლის რომ ლივერპულმა ის საფეხბურთო იდეოლოგია უნდა დაიბრუნოს, რომელიც გუნდში ბობ პისლიმ და ბილ შენკლიმ ჩამოაყალიბეს: ერთიანობა და მებრძოლი სული… “ნამდვილად სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ გუნდში ერთიანობა არაა ყველაზე მთავარი” – განაცხადა რომ ლივერპულის ყოველკვირეულ ჟურნალში – “სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში ლივერპულის უზარმაზარი წარმატებების მიზეზი ის იყო, რომ ფეხბურთელებს საერთო ღირებულებები ჰქონდათ და საოცარი ურთიერთობა როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ… სწორედ გუნდური ერთობა და ფეხბურთელებს შორის პატივისცემის გრძნობა არის ყველაზე დიდი ძალა და უმნიშვნელოვანესი ასპექტი ფეხბურთში” “ლივერპულის ლეგენდარული მწვრთნელი, ბილ შენკლი ბუნებით სოციალისტი იყო და თვლიდა, რომ გუნდში ინდივიდუალიზმით ვერაფერს ვერ მიაღწევ და წარმატება მხოლოდ გუნდურად მუშაობას მოაქვს. მე ნამდვილად არ ვადარებ თავს შენკლის და ვფიქრობ რომ ეს არც არავის შეუძლია, მაგრამ მე მთლიანად ვიზიარებ მის საფეხბურთო ხედვას და ფილოსოფიას.” “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფეხბურთელი გუნდში საერთო მიზნებისთვის ბოლომდე იბრძოდეს, ჩემი მოვალეობა კი ფეხბურთელთა სწორი კომბინაციის გაკეთებაა, რომელიც საბოლოოდ წარმატებულ სახელს დაუბრუნებს ლივერპულს. მინდა რომ მელვუდი გახდეს ადგილი, სადაც ფეხბურთელები სიამოვნებით ივლიან და ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯებიან…” View the full article
-
http://football-talk.co.uk/wp-content/uploads/2010/07/fernandotorres1.jpg ელ ნინიომ აღიარა რომ ბავშვობაში, როცა მადრიდის ქუჩებში თამაშობდა ფეხბურთს, მისი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლის გატანა იყო. ახლა ფერნანდოსთვის ეს ოცნება შესაძლოა რეალობად იქცეს… ტორესმა ევროპის ფინალში უკვე გაიტანა გამარჯვების გოლი. ახლა კი მუნდიალის ფინალში ძირითად შემდგენლობაში თამაშის იმედი აქვს… “გული მიგრძნობს ამ მუნდიალზე კიდევ შემიძლია დიდი როლის თამაში…” – განაცხადა ფერნანდომ, რომელსც ჯერ სამწუხაროდ არცერთი გოლი არ გაუტანია სამხრეთ აფრიკაში “ვიქნები თუ არა ძირითადში, ეს დელ ბოსკეს გადასაწყვეტია, მაგრამ მე სრულიად მზად ვარ. მართალია მუნდიალის განმავლობაში არც ისე კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ ეს ახლახანს გადატანილი ტრამვის და ჩემი ფიზიკურად არც ისე კარგი ფორმის ბრალია. მაგრამ დღითიდღე ვგრძნობ გაუმჯობესებას და ვფიქრობ შემიძლია მატჩი პირველივე წუთებიდან დავიწყო…” “ყოველთვის როცა ბავშვობაში ეზოში გოლს გავიტანდი, წარმოვიდგენდი თითქოს ეს ფინალის გადამწყვეტი გოლი ყოფილიყოს. კვირას კი შანსი მაქვს ეს უდიდესი ოცნება რეალობად ვაქციო. დამარცხებაზე უბრალოდ არც კი ვფიქრობთ” ვისენტე დელ ბოსკემ გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ფინალში ითამაშებს თუ არა ტორესი საწყისი წუთებიდანვე. მან აღნიშნა რომ მიუხედავად ელ ნინიოს შეუმჩნევლობისა მოედანზე იგი მაინც ძალიან დიდი სამუშაოს ასრულებს მინდორზე, თუმცა იქნება თუ არა ფერნანდო ძირითადში, ამას სავარაუდოდ ესპანელი მწვრთნელი მატჩამდე რამოდენიმე საათით ადრე გადაწყვეტს… View the full article
-
გრიგოლ ჭანტურიამ, გასული საფეხბურთო სეზონი რუსთავის “ოლიმპის” ძირითად მეკარედ ჩემპიონის რანგში დაასრულა. ახლა, იგი უგუნდოდაა და დიდი ალბათობაა - კარიერა დაასრულოს. თუ 36 წლის კიპერი ხელთათმანებს გაიძრობს და წავედიო, იტყვის, ამაში დიდი გასაკვირი არაფერი იქნება, მაგრამ როცა ეროვნულ ჩემპიონატზე კარის კვალიფიცირებული დარაჯების დეფიციტია, იქნებ, კიდევ ღირდეს მისი გამოცდილების საქმეში გამოყენება. სრულად იხილეთ
-
http://image.geotorrents.com/images/pahkjbvvz6qqamhce1g.jpg როი ჰოჯსონი კლუბში გასულ კვირას მოვიდა, მაგრამ პრესაში უკვე ვრცელდება იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც შესაძლოა ”ენფილდზე” ვიხილოთ… რათქმაუნდა, მხოლოდ როიმ და მისმა შტაბმა იცის თუ ვინ მოვა კლუბში საბოლოოდ, მაგრამ Liverpoolfc.tv – იმ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა დოსიე, რომლებიც შესაძლოა”ენფილდზე” ვიხილოთ. მაინორ ფიგუეროა. ”უიგანის” მარცხენა მცველი, მსოფლიო ჩემპიონატზე სამივე თამაში ჩაატარა ჰონდურასის რიგებში, იგი ინგლისში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 60 იარდიდან ”სტოკ” სიტის კარში გოლი გაიტანა. შონ რაით-ფილიფსი. რაით ფილიფსი პირველად არ არის დაკავშირებული ”ლივერპულთან”, მას ძალიან დიდი გამოცდილება აქ პრემიერ ლიგაში. პიტერ კრაუჩი. მისი შესაძლო დაბრუნება ”ენიფლდზე” აღქმული გახდა, როგორც სენსაცია. ჰოჯსონს მისი შეძენა ”ფულემში” ყოფნის დროსაც სურდა. იგი ტოტენჰემში გასულ ზაფხულში მოვიდა და 42 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. რენე კრხინი. მოთამაშე, რომელიც ითვლება უნიჭიერეს ფეხბურთელად ევროპაში. შესაძლოა გადავიდეს ”მანჩესტერ იუნაიტედში”, ”ჩელსიში”, ან ”მან სიტიში.” 20 წლის სლოვაკი მისი ნაციონალური ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. დემიენ დაფი. ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი და ასევე ”ფულემის” ერთ-ერთი ლიდერი. ჯერარდ ულიეს დროსაც შესაძლებელი იყო მისი გადასვლა ”ლივერპულში”. ბრაიან რუიზი. როგორც იუწყებიან, ჰოჯსონი მას ”ფულემში” ყოფნის დროსაც უყურებდა. 24 წლის კოსტარიკელი მეორე ბომბარდირი გახდა ”ერედივიზიონის” წინა სეზონში. პოლ შარნერი. ”უიგანის” უნივერსალური ფეხბურთელი, რომელიც პირველი იყო მის კლუბში, რომელმაც პრემიერ ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა. ამ პრიოდის განმავლობაში შარნერმა მრავალ პოზიციაზე ითამაშა. ეშლი იანგი და ჯეიმს მილნერი. ”ასტონ ვილას” ეს ორი ფეხბურთელი დაკავშირებულნი იყვნენ ”ენფილდზე” გადასვლის ამ ზაფხულს. მილნერი და იანგი პრემიერ ლიგაში განიხილებიან, როგორც ორი უნიჭიერესი ფეხბურთელი ინგლისში. ჯო კოული. ინგლისის ნაკრების და ”ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი, ჯერ ჯერობით უკანტრაქტოდ იმყოფება, მას ძალიან დიდი გამოოცდილება აქ ევროპაში. სივენ ტეილორი. ”ნიუკალსის” ფეხბურთელმა კარგი სეზონი ჩაატარა ჩემპიონშიპში და მისი გუნდი გადავიდა პრემიერ ლიგაში. ახლა კი ტეილორმა, რომელმაც 6 წელიი გაატარა ”ნიუკასლში” შესაძლოა დატოვოს კლუბი. იასუხიტო ენდო. 30 წლის ენდო იყო ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებში. ”გამბა ოსაკას” ნახევარმცველმა ნაკრებში 100 მატჩზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ჟულიო ბაპტისტა. ფეხბურთელი, რომლის მეტსახელიც ”ცხოველია”, რომაში ირიცხება, მაგრამ როგორც იუწყებიან ის არ შედის მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის გეგმებში ამიტომაც შესაძლოა კლუბი დატოვოს. სტეფანო ოკაკა. იტალიის 21 წლამდე ნაკრების წევრი, წინა სეზონი ”არენდით” ფულემში გაატარა. მისი სირვილია ჰოჯსონთან ერთად კიდევ ერთხელ მუშაობა. ჟერვინიუ. კოტ – დივუარის მოთამაშემ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ”ლილი” მის გაყიდვას არც ისე დაბალ ფასში აპირებს. როისტონ დრენტე. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ”რეალთან;; კონტრაქტი 2007 წელს მოაწერა, მაგრამ არასდროს მიუღია ზირითად შემადგენლობაში გარანტია. 2007 წელს ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატში ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. რეტო ზიგლერი. 24 წლის ფეხბურთელმა უკვე ითამაშა ინგლისში ”ტოტენჰემის” შემადგენლობაში, მაგრამ 2007 წელს ”სამპდორიაში” წავიდა. ის თავის კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო წინა სეზონში. დავიდ ტრეზეგე. გასულ სეზონში ტრეზეგემ ტრავმის გამო, მხოლოდ 19 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. დენი მერფი. ”ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა დაბრუნდეს, ამი ერთ-ერთი ფაქტია ჰოჯსონის დანიშვნა ”ლივერპულის” მწვრთნელად. ბრედ ჰანგელანდი. მცველი ”ფულემში” 2008 წელს ”კოპენჰაგენიდან” გადავიდა, მისით ძალიან არის დაინტერესებული ”ლივერპული”. რაფაელ ვან დერ ვაარტი. ჰოლანდიელი ვარსკვლავი შესაძლოა ამ ზაფხულ ”ლივერპულში” გადმოვიდეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ვანდერ ვაარტს ”რეალის” შემადგენლობაში ხშირად უწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. ჟილბერტო სილვა. არსენალის ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს. 33 წლის ”პანათინაიკოსის” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
სტუდენტებს, რომელთაც სურთ სხვა ფაკულტეტზე, ან უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლა, 2010 წლის 30 ივლისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მობილობით გადასვლის წესი სტუდენტს საშუალებას აძლევს სპეციალობა, ან უმაღლესი სასწავლებელი შეიცვლოს. კანონით, სტუდენტს შეუძლია ფაკულტეტის, სპეციალობისა და ასევე უმაღლესი სასწავლებლის შეცვლაც. მთავარია, სტუდენტი იყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული და დარეგისსტრირებული სტუდენტთა რეესტრში. მობილობის მსურველი პირველ რიგში განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს. სტუდენტს უფლება აქვს აირჩიოს ხუთამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საგანმანათლებლო პროგრამა, ან ფაკულტეტი, რომელზეც სურს მობილობის განხორციელება. სტუდენტის მიერ ფაკულტეტის ან უმაღლესი სასწავლებლის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთი და იმავე საფეხურის ფარგლებში, მაგალითად, ბაკალავრიდან ბაკალავრზე, მაგისტრატურიდან მაგისტრატურაზე და ა.შ. ,,სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ პორტალზე გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებმაც მოიპოვეს შესაბამის უმაღლეს სასწვალებელში მობილობის უფლება” , - იუწყება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. თუ სტუდენტი მოიპოვებს მობილობის უფლებას შესაბამის სასწავლებელში, მან განაცხადით უნდა მიმართოს დაწესებულებას და წარადგინოს პირადი საქმის ასლი. ყველა უმაღლეს სასწავლებელს უფლება აქვს მობილობის მსურველათათვის დააწესოს საუნივერსიტეტო გამოცდა. უმაღლესი სასწავლებლები თავიანთ ოფიციალურ ვებგვერზე აქვეყნებენ მობილობით გადმომსველელ სტუდენტთა ვაკანტურ ადგილებს. ასევე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინტერნეტ პორტალზე ქვეყნდება უმაღლესს დაწესებულებებში მობილობის საერთო ვაკანტური ადგილები და დაგეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობა. ამ ბაზის გამოყენებით სტუდენტს შეუძლია შეამოწმოს თუ როგორი კონკურსია მისთვის სასურველ უმაღლესში. მობილობით სხვა სასწავლებელში თუ ფაკულტეტზე გადასულ სტუდენტს უნარჩუნდება ის სახლემწიფო დაფინანსება, რომელიც მან ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მიიღო. ყველა უმაღლესი სასწავლებელი აწესებს მობილობით გადმომსვლელ სტუდენთთათვის ჩარიცხვის წესებს, მაგალითად, თუ რომელი სემესტრიდანაა შესაძლებელი სტუდენტისათვის კონკრეტულ ფაკულტეტსა და სასწავლებელში გადმოსვლა, ან თუ რომელი საუნივერსიტეტო/საფაკულტეტო გამოცდა უნდა ჩააბაროს მან. მობილობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 30 ივლისამდე გაგრძელდება. სრული ინფო(netgazeti.ge)