planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ჯონ ხემქსი მოგზაური და დაქირავებული მკვლელია, მას განმარტოება უყვარს ტუმცა ამის მიუხედავათ მაინც არ კარგავს კონტაქტს მშვენიერ ლაილასთან რომელიც ბორდელში მუშაობს . რეთხელ ჯონო მიიღებს დავალებასდაიჭიროს შამანი რომელის ამერიკის განადგურებით ემუქრება მას მიცვალებულთა არმიის გაცოცხლება სურს ... View the full article
-
საეკლესიო კალენდარი სამშაბათი კრება დიდებულთა და ყოვლადქებულოთა ათორმეტთა მოციქულთა: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა… ლინკი მედიანიუსზე
-
მტაცებლების პლანეტაზე ადამიანებს არაფერი ესაქმებად. მაგრამ თუ შემთხვევით იქ მოხვდით, მაშინ მოემზადეთ ისეთი საშინელებებისთვის რომელიც არასოდეს გადაგხდენიათ… View the full article
-
ინფორმაციის თავისუფლება კავკასიაში მსჯელობა მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებაზე ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში პირველად გახდა სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მოგეხსენებათ, რომ რუსთავის "ოლიმპი" უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობეს" დაუპირისპირდება. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ რუსთავური კლუბის "აქტობეს" შესახებ მცირე ინფორმაციას. იხილეთ fanebi.com
-
მოგეხსენებათ, რომ რუსთავის "ოლიმპი" უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობეს" დაუპირისპირდება. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ყაზახურ კლუბ "აქტობეს" შესახებ მცირე ინფორმაციას. იხილეთ fanebi.com
-
http://www.fifa.com/mm/photo/tournament/competition/01/27/28/18/1272818_full-lnd.jpg სულ რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა მუნდიალის ფინალის, სადაც ერთმანეთს ჰოლანდია და ესპანეთი დაუპირისპირდნენ, მატჩის ერთადერთი გოლი 117 წუთზე ანდრეს ინიესტამ გაიტანა… ძირითადი დროის ფრედ დასრულების, შემდგეგ დამატებით დროში ესპანელებმა შეძლეს მატჩში ერთადერთი გოლის გატანა და მუნდიალის გამარჯვებულები გახდნენ. აქვე შემოგთავაზებთ მატჩის სტატისტიკას: კარში წასული ბურთები: 5 – 6 კარში დარტყმები: 13 – 6 ბურთის ფლობა(%) : 56 – 44 კუთხურების რაოდენობა: 8 – 6 თამაშგარეები:5 – 7 ყვითელი ბარათები: 5 – 8 წითელი ბარათები: 0 – 1 გატანილი გოლი: ანდრეს ინიესტა 117 წუთი View the full article
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/3.png თბილისის "დინამომ" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. მომდევნო სტადიაზე ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის მეტოქე შვედური "გეფლე" იქნება. მეტოქე არც ისე ძლიერია, მისი დამარცხება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ სხვა საკითხია, შეუძლია თუ არა დღევანდელ "დინამოს" ამ ბარიერის გადალახვა? სრულად იხილეთ
-
/get_img?NrArticle=1933&NrImage=1 1 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" მთავრობას 3 მილიონი ლარი დამატებით მოსთხოვა. ტელევიზიიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი, ეს ფული, ძირითადად, სოფო ნიჟარაძის ევროვიზიაზე გამოსვლასა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას მოახმარა. მაუწყებელმა ევროვიზიის, ფეხბურთის ჩვენების, სატელიტის მომსახურებისა და კიდევ სხვა ხარჯებისთვის – 17 მილიონამდე ლარი წლის დასაწყისშიც მიიღო. "ბათუმელების" ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანხები არამიზნობრივად დახარჯა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ წელს, 1 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამი მილიონი ლარის დამატება მოსთხოვა. ჭანტურიამ მინისტრს აუხსნა, რომ სატელიტური კომპანია "უეტელსატთან" შეწყვეტილი კონტრაქტის გამო "მაუწყებელი იძულებული გახდა, კონტრაქტები სხვა კომპანიებთან გაეფორმებინა. ეს გასულ წელთან შედარებით სატელიტურ მაუწყებლობას თითქმის სამჯერ აძვირებს... მაუწყებლის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 3 მილიონი ლარი". მოთხოვნა საქართველოს მთავრობამ ხუთ დღეში დააკმაყოფილა - 6 აპრილს, საზოგადოებრივ მაუწყებელს "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" 3 მილიონი ლარი მისცა (განკარგულება #425). "ბათუმელებმა" 3 მილიონი ლარის მოთხოვნის საფუძველი და თანხების ხარჯთაღრიცხვა მაუწყებლიდანაც გამოითხოვა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილის ქსეროასლი ტელევიზიამ არ მოგვაწოდა (დოკუმენტი "ბათუმელებმა" საქართველოს მთავრობისგან მიიღო). სამაგიეროდ ტელევიზიამ მოგვაწოდა სხვა დოკუმენტები, საიდანაც დგინდება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აპრილში მიღებული 3 მილიონიდან 2 363 072 ლარი სულ სხვა მიზნებისთვის გახარჯა, რასაც არაფერი აქვს საერთო მაუწყებლის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან. კერძოდ, 2 069 473 ლარი "ევროვიზიის" კონკურსზე სოფო ნიჟარაძის პრომოუშენისთვის გადაიხადა; 169 099 ლარად 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე კომპანია GFK-ს ეგზით პოლის ჩატარება დაუკვეთა; 124 500 ლარი მსოფლიო ჩემპიონატის ხარჯებშია გაწერილი. 320 840 ათასი ლარი აუდიტორული მომსახურების დასაფინანსებლად გამოიყენა. "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" მაუწყებელს სამი მილიონიდან მხოლოდ 316 ათასი ლარი დარჩა. გიორგი ჭანტურია - ტელევიზიის გენერალური დირექტორი ამ 3 მილიონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენებისთვის რაიმე თანხის გაღებას "ბათუმელებთან" არ ადასტურებს: "აქედან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. ჩემპიონატთან დაკავშირებით კონტრაქტი სამი წლის წინ დაიდო და თანხასაც გეგმიურად ვიხდით". 2 მილიონი ევროვიზიისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში "ბათუმელებს" უთხრეს, რომ "ევროვიზიისთვის" სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა არ გამოყოფილა. გიორგი ჭანტურიამ კი, თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, ანუ სოფო ნიჟარაძის პრომოუშენისთვის სწორედ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დახარჯვაზე თანხმობა ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს სთხოვა (სხდომის ოქმი #159). მან 8 აპრილის სხდომაზე საბჭოს განუმარტა, რომ მაუწყებელს ფუნქციონირებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 3 მილიონი ლარი. ამ თანხიდან 802 100 ევრო უნდა გადაუხადონ თურქულ კომპანიას, რომელიც სოფო ნიჟარაძის პოპულარიზაციაზე იმუშავებს. სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს თანხმობა იმავე დღეს, 8 აპრილს მისცა (გადაწყვეტილება #172). საზოგადოებრივი მაუწყებელის ცნობით, თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 8 აპრილს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტით კი, 7 აპრილს კომპანიას 402 100 ევრო უნდა გადაერიცხოს. "არც ერთი სარეზერვო ფონდიდან არ დაფინანსებულა ევროვიზია, არც პრეზიდენტის და არც მთავრობის", - დარწმუნებულია ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ნინო ჟივიძე. ის იმავეს პასუხობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც. "ნებისმიერი ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესახებ კონფიდენციალურია. ამ ინფორმაციის მესამე პირებზე გაცემის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები" - ნათქვამია მაუწყებლის მიერ საიასადმი 2010 წლის 7 მაისს გაგზავნილ ოფიციალურ წერილში (#2279/02). ამ აკრძალვის მიუხედავად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "ბათუმელებს" თურქულ კომპანია "Cosmo Organizasyon"-თან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი (ინგლისური ვერსია) გამოუგზავნა. კონტრაქტში აღწერილია სოფო ნიჟარაძის პრომოუშენთან დაკავშირებული დეტალები. მეშვიდე პუნქტი კი მართლაც ითვალისწინებს ინფორმაციის დაფარვას მესამე პირისთვის. ხელშეკრულებაში წერია, რომ შეთანხმების დამრღვევი მხარე 50 ათასი ევროთი დაჯარიმდება. დოკუმენტის მიხედვით, ინფორმაციის გაუცემლობა ძალაშია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემდეგაც. გია ჭანტურია დოკუმენტის "ბათუმელებისთვის" მოწოდებას ასე ხსნის: "პროექტის დასრულების შემდეგ, კომპანიისგან მივიღეთ წერილობითი თანხმობა ინფორმაციის გასაჯაროებაზე". "ეუტელსატი" – მაუწყებლის პრობლემა 1 აპრილს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ფრანგული საადვოკატო და აუდიტორული კომპანიები იმისთვის ჰყავს დაქირავებული, რომ სატელიტურ კომპანია `ეუტელსატს~ სასამართლოში ედავება. ამონარიდი წერილიდან: `სასამართლო დავის წარმოება დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, ეს თანხა მაუწყებლის 2010 წლის ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული. დღეისთვის ხარჯმა შეადგინა 900 ათასი ლარი~. წერილით გია ჭანტურიამ ფინანსთა სამინისტროს აცნობა, რომ 310 ათასი ევრო (`ეუტელსატის~ ექვსი თვის მომსახურების საფასური) მაუწყებელმა გადარიცხა სასამართლო სადეპოზიტო ანგარიშზე `მაუწყებლის გადამხდელუნარიანობის დასასაბუთებლად~. "ეუტელსატი" "პირველი კავკასიურის" (რუსულენოვანი არხი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის) თანამგზავრზე გასვლას უზრუნველყოფდა. შეთანხმების დარღვევის ანუ "პირველი კავკასიურის" გათიშვის შემდეგ, `საზოგადოებრივმა მაუწყებელმა~ ფრანგულ კომპანიას სასამართლოში უჩივლა. პროცესი 12 ივლისს გაიმართება. დოკუმენტთან შეუსაბამობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის მიერ "ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში გაკეთებული განცხადებები და ოფიციალური დოკუმენტები ერთმანეთს არ შეესაბამება: მაშ ასე, გენერალური დირექტორის 1 აპრილის წერილში ნათქვამია, რომ პარიზის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 310 ათასი ევროა გადარიცხული. ლევან გახელაძის თქმით კი - 600 ათასი ევრო; ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ წერილში წერია, რომ მაუწყებელი იძულებული გახდა გაეფორმებინა კონტრაქტები სხვა სატელიტურ კომპანიებთან, კერძოდ, "გლობქასტთან" და "თურქსატთან", რასაც გახელაძე უარყოფს: "გლობქასტთან" ჩვენ არ ვთანამშრომლობთ, არ ვიცი, საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია"; კითხვაზე, რა თანხაზე გაფორმდა ახალ კომპანიებთან ხელშეკრულებები და სწვდებოდა თუ არა მაუწყებლის ბიუჯეტი გაძვირებულ ტარიფს, გახელაძე აცხადებს: "რომ ვერ წვდებოდა, იმიტომაც გვჭირდებოდა ეს სამი მილიონი". მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ელოდებოდა საბიუჯეტო ცვლილებას, რის შემდეგადაც უნდა გაზრდილიყო არხის დაფინანსება: "იყო სიტყვიერი დაპირება, მაგრამ საბოლოოდ პარლამენტმა ეს ცვლილება არ მიიღო. ამიტომ გახდა საჭირო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფა". ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ნახსენები ფასების გასამმაგება, "ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში გიორგი ჭანტურიამაც უარყო: "ვისთანაც ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, იმ კომპანიებთან ფასების გასამმაგებაზე ან გაორმაგებაზე საუბარი არ არის". გია ჭანტურია დოკუმენტში დასახელებული ორი კომპანიიდან მხოლოდ ერთზე საუბრობს. "თურქსატთან" სასწრაფოდ გავაფორმეთ ხელშეკრულება, სხვებთან დაკავშირებით კი სასამართლო დავის დასრულებამდე ინფორმაციას არ ვასაჯაროებთ",– აცხადებს იგი. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გათვლები "საზოგადოებრივ მაუწყებელს" თავის ვებგვერდზე განთავსებული აქვს პირველი კვარტლის ანგარიში. ამ ანგარიშში ფინანსური (თუნდაც შესაძლო) პრობლემების შესახებ არაფერი წერია. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აპრილითაა დათარიღებული, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" წლის დასაწყისში ტექნიკური ხარჯებისთვის 7 მილიონი ლარი (ამაში შედის სატელიტის მომსახურების ხარჯიც), ხოლო პროდიუსინგის ხარჯებისთვის 7 303 245 ლარი აქვს (ევროვიზია და მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია). 2009 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გასულ წელს 33 297 727 ლარი გახარჯა. აქედან დაახლოებით 26,5 მილიონი სახელმწიფომ მისცა. წელს კი საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვეყნის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მისცეს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე: "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" - ეს ფორმალური ტერმინია. სარეზერვო ფონდიდან თანხის მიღებისას მთავრობა მიზნობრიობის დაკონკრეტებას არ ითხოვს. მივწერეთ მთავრობას, რომ გვჭირდებოდა დამატებითი თანხა ფუნქციონირებისთვის, თანხების მიზნობრიობა კი შემდეგ ბორდმა განსაზღვრა". თამარ გურჩიანი, საიას იურისტი: "ტერმინი "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" სამართლებრივ განმარტებაში არ არსებობს. ასეთ ტერმინებს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის განკარგულებებში ვაწყდებით. ეს არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება დაფინანსების რეალური მიზნების შესანიღბად, რადგან დაფინანსების რეალური მიზეზი არავისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო შემდგომში ამ თანხების ხარჯვის მაკონტროლებელი მექანიზმი აღარ არსებობდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული #425 განკარგულების მიხედვით, ისეთ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, რომელიც არანაირ სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება. ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული - თუკი ვხარჯავთ რაღაცას, უნდა არსებობდეს ამის საფუძველიც. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
1 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" მთავრობას 3 მილიონი ლარი დამატებით მოსთხოვა. ტელევიზიიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი, ეს ფული, ძირითადად, სოფო ნიჟარაძის ევროვიზიაზე გამოსვლასა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას მოახმარა. მაუწყებელმა ევროვიზიის, ფეხბურთის ჩვენების, სატელიტის მომსახურებისა და კიდევ სხვა ხარჯებისთვის – 17 მილიონამდე ლარი წლის დასაწყისშიც მიიღო. "ბათუმელების" ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანხები არამიზნობრივად დახარჯა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ წელს, 1 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამი მილიონი ლარის დამატება მოსთხოვა. ჭანტურიამ მინისტრს აუხსნა, რომ სატელიტური კომპანია "უეტელსატთან" შეწყვეტილი კონტრაქტის გამო "მაუწყებელი იძულებული გახდა, კონტრაქტები სხვა კომპანიებთან გაეფორმებინა. ეს გასულ წელთან შედარებით სატელიტურ მაუწყებლობას თითქმის სამჯერ აძვირებს... მაუწყებლის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 3 მილიონი ლარი". მოთხოვნა საქართველოს მთავრობამ ხუთ დღეში დააკმაყოფილა - 6 აპრილს, საზოგადოებრივ მაუწყებელს "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" 3 მილიონი ლარი მისცა (განკარგულება #425). "ბათუმელებმა" 3 მილიონი ლარის მოთხოვნის საფუძველი და თანხების ხარჯთაღრიცხვა მაუწყებლიდანაც გამოითხოვა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილის ქსეროასლი ტელევიზიამ არ მოგვაწოდა (დოკუმენტი "ბათუმელებმა" საქართველოს მთავრობისგან მიიღო). სამაგიეროდ ტელევიზიამ მოგვაწოდა სხვა დოკუმენტები, საიდანაც დგინდება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აპრილში მიღებული 3 მილიონიდან 2 363 072 ლარი სულ სხვა მიზნებისთვის გახარჯა, რასაც არაფერი აქვს საერთო მაუწყებლის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან. კერძოდ, 2 069 473 ლარი "ევროვიზიის" კონკურსზე სოფო ნიჟარაძის პრომოუშენისთვის გადაიხადა; 169 099 ლარად 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე კომპანია GFK-ს ეგზით პოლის ჩატარება დაუკვეთა; 124 500 ლარი მსოფლიო ჩემპიონატის ხარჯებშია გაწერილი. 320 840 ათასი ლარი აუდიტორული მომსახურების დასაფინანსებლად გამოიყენა. "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" მაუწყებელს სამი მილიონიდან მხოლოდ 316 ათასი ლარი დარჩა. გიორგი ჭანტურია - ტელევიზიის გენერალური დირექტორი ამ 3 მილიონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენებისთვის რაიმე თანხის გაღებას "ბათუმელებთან" არ ადასტურებს: "აქედან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. ჩემპიონატთან დაკავშირებით კონტრაქტი სამი წლის წინ დაიდო და თანხასაც გეგმიურად ვიხდით". 2 მილიონი ევროვიზიისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში "ბათუმელებს" უთხრეს, რომ "ევროვიზიისთვის" სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა არ გამოყოფილა. გიორგი ჭანტურიამ კი, თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, ანუ სოფო ნიჟარაძის პრომოუშენისთვის სწორედ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დახარჯვაზე თანხმობა ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს სთხოვა (სხდომის ოქმი #159). მან 8 აპრილის სხდომაზე საბჭოს განუმარტა, რომ მაუწყებელს ფუნქციონირებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 3 მილიონი ლარი. ამ თანხიდან 802 100 ევრო უნდა გადაუხადონ თურქულ კომპანიას, რომელიც სოფო ნიჟარაძის პოპულარიზაციაზე იმუშავებს. სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს თანხმობა იმავე დღეს, 8 აპრილს მისცა (გადაწყვეტილება #172). საზოგადოებრივი მაუწყებელის ცნობით, თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 8 აპრილს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტით კი, 7 აპრილს კომპანიას 402 100 ევრო უნდა გადაერიცხოს. "არც ერთი სარეზერვო ფონდიდან არ დაფინანსებულა ევროვიზია, არც პრეზიდენტის და არც მთავრობის", - დარწმუნებულია ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ნინო ჟივიძე. ის იმავეს პასუხობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც. "ნებისმიერი ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესახებ კონფიდენციალურია. ამ ინფორმაციის მესამე პირებზე გაცემის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები" - ნათქვამია მაუწყებლის მიერ საიასადმი 2010 წლის 7 მაისს გაგზავნილ ოფიციალურ წერილში (#2279/02). ამ აკრძალვის მიუხედავად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "ბათუმელებს" თურქულ კომპანია "Cosmo Organizasyon"-თან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი (ინგლისური ვერსია) გამოუგზავნა. კონტრაქტში აღწერილია სოფო ნიჟარაძის პრომოუშენთან დაკავშირებული დეტალები. მეშვიდე პუნქტი კი მართლაც ითვალისწინებს ინფორმაციის დაფარვას მესამე პირისთვის. ხელშეკრულებაში წერია, რომ შეთანხმების დამრღვევი მხარე 50 ათასი ევროთი დაჯარიმდება. დოკუმენტის მიხედვით, ინფორმაციის გაუცემლობა ძალაშია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემდეგაც. გია ჭანტურია დოკუმენტის "ბათუმელებისთვის" მოწოდებას ასე ხსნის: "პროექტის დასრულების შემდეგ, კომპანიისგან მივიღეთ წერილობითი თანხმობა ინფორმაციის გასაჯაროებაზე". "ეუტელსატი" – მაუწყებლის პრობლემა 1 აპრილს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ფრანგული საადვოკატო და აუდიტორული კომპანიები იმისთვის ჰყავს დაქირავებული, რომ სატელიტურ კომპანია `ეუტელსატს~ სასამართლოში ედავება. ამონარიდი წერილიდან: `სასამართლო დავის წარმოება დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, ეს თანხა მაუწყებლის 2010 წლის ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული. დღეისთვის ხარჯმა შეადგინა 900 ათასი ლარი~. წერილით გია ჭანტურიამ ფინანსთა სამინისტროს აცნობა, რომ 310 ათასი ევრო (`ეუტელსატის~ ექვსი თვის მომსახურების საფასური) მაუწყებელმა გადარიცხა სასამართლო სადეპოზიტო ანგარიშზე `მაუწყებლის გადამხდელუნარიანობის დასასაბუთებლად~. "ეუტელსატი" "პირველი კავკასიურის" (რუსულენოვანი არხი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის) თანამგზავრზე გასვლას უზრუნველყოფდა. შეთანხმების დარღვევის ანუ "პირველი კავკასიურის" გათიშვის შემდეგ, `საზოგადოებრივმა მაუწყებელმა~ ფრანგულ კომპანიას სასამართლოში უჩივლა. პროცესი 12 ივლისს გაიმართება. დოკუმენტთან შეუსაბამობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის მიერ "ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში გაკეთებული განცხადებები და ოფიციალური დოკუმენტები ერთმანეთს არ შეესაბამება: მაშ ასე, გენერალური დირექტორის 1 აპრილის წერილში ნათქვამია, რომ პარიზის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 310 ათასი ევროა გადარიცხული. ლევან გახელაძის თქმით კი - 600 ათასი ევრო; ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ წერილში წერია, რომ მაუწყებელი იძულებული გახდა გაეფორმებინა კონტრაქტები სხვა სატელიტურ კომპანიებთან, კერძოდ, "გლობქასტთან" და "თურქსატთან", რასაც გახელაძე უარყოფს: "გლობქასტთან" ჩვენ არ ვთანამშრომლობთ, არ ვიცი, საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია"; კითხვაზე, რა თანხაზე გაფორმდა ახალ კომპანიებთან ხელშეკრულებები და სწვდებოდა თუ არა მაუწყებლის ბიუჯეტი გაძვირებულ ტარიფს, გახელაძე აცხადებს: "რომ ვერ წვდებოდა, იმიტომაც გვჭირდებოდა ეს სამი მილიონი". მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ელოდებოდა საბიუჯეტო ცვლილებას, რის შემდეგადაც უნდა გაზრდილიყო არხის დაფინანსება: "იყო სიტყვიერი დაპირება, მაგრამ საბოლოოდ პარლამენტმა ეს ცვლილება არ მიიღო. ამიტომ გახდა საჭირო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფა". ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ნახსენები ფასების გასამმაგება, "ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში გიორგი ჭანტურიამაც უარყო: "ვისთანაც ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, იმ კომპანიებთან ფასების გასამმაგებაზე ან გაორმაგებაზე საუბარი არ არის". გია ჭანტურია დოკუმენტში დასახელებული ორი კომპანიიდან მხოლოდ ერთზე საუბრობს. "თურქსატთან" სასწრაფოდ გავაფორმეთ ხელშეკრულება, სხვებთან დაკავშირებით კი სასამართლო დავის დასრულებამდე ინფორმაციას არ ვასაჯაროებთ",– აცხადებს იგი. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გათვლები "საზოგადოებრივ მაუწყებელს" თავის ვებგვერდზე განთავსებული აქვს პირველი კვარტლის ანგარიში. ამ ანგარიშში ფინანსური (თუნდაც შესაძლო) პრობლემების შესახებ არაფერი წერია. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აპრილითაა დათარიღებული, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" წლის დასაწყისში ტექნიკური ხარჯებისთვის 7 მილიონი ლარი (ამაში შედის სატელიტის მომსახურების ხარჯიც), ხოლო პროდიუსინგის ხარჯებისთვის 7 303 245 ლარი აქვს (ევროვიზია და მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია). 2009 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გასულ წელს 33 297 727 ლარი გახარჯა. აქედან დაახლოებით 26,5 მილიონი სახელმწიფომ მისცა. წელს კი საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვეყნის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მისცეს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე: "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" - ეს ფორმალური ტერმინია. სარეზერვო ფონდიდან თანხის მიღებისას მთავრობა მიზნობრიობის დაკონკრეტებას არ ითხოვს. მივწერეთ მთავრობას, რომ გვჭირდებოდა დამატებითი თანხა ფუნქციონირებისთვის, თანხების მიზნობრიობა კი შემდეგ ბორდმა განსაზღვრა". თამარ გურჩიანი, საიას იურისტი: "ტერმინი "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" სამართლებრივ განმარტებაში არ არსებობს. ასეთ ტერმინებს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის განკარგულებებში ვაწყდებით. ეს არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება დაფინანსების რეალური მიზნების შესანიღბად, რადგან დაფინანსების რეალური მიზეზი არავისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო შემდგომში ამ თანხების ხარჯვის მაკონტროლებელი მექანიზმი აღარ არსებობდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული #425 განკარგულების მიხედვით, ისეთ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, რომელიც არანაირ სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება. ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული - თუკი ვხარჯავთ რაღაცას, უნდა არსებობდეს ამის საფუძველიც. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg ჰილარი კლინტონი რუსეთთან „გადატვირთვის“ შემდეგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ნიადაგს სინჯავს ერთი წლის წინ, პოსტ–კომუნისტური ევროპული ქვეყნების ინტელექტუალებმა და პოლიტიკოსებმა, პირველი მოსკოვური სამიტიდან ახლადდაბრუნებულ ბარაკ ობამას ღია წერილი მისწერეს. გზავნილში ნერვოტული ტონი და კრიტიკა აშკარად იგრძნობოდა: რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ამერიკა საკუთარ მოკავშირეებს წირავს? უფრო ბრძნული გადაწყვეტილება ხომ არ იქნებოდა რუსული ავტორიტარიზმის პირისპირ ძლიერების დემონსტრირება, როგორც ეს რონალდ რეიგანმა 1980–იან წლებში გააკეთა? დღეს სურათი საოცრად განსხვავებულია. ამერიკის რუსეთთან ურთიერთობა, რამაც ბუშის მმართველობის ბოლოს ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, გაუმჯობესდა, და რუსეთის მეზობლებმა ამით სარგებელი მიიღეს. ახლა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ სიკორსკიც კი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მომხრეა. დემოკრატიის საკითხებზე ახლახანს გამართულ კონფერენციაზე იგი აშკარად ცდილობდა რუსეთი დემოკრატიული უფლებების წინააღმდეგ მებრძოლთა სიაში არ მოექცია. თავის მხრივ, რუსეთიც ნაკლებად კატეგორიულია დასავლეთის მიმართ. როგორც ობამას ჩინოვნიკები ამტკიცებენ, ამერიკის „გადატვირთვას“ რუსეთთან, უკვე ხელშესახები შედეგები მოჰყვა, მათ შორის ახალი ბირთვული შეთანხმება და ირანის და ავღანეთის საკითხებში ამერიკის პოლიტიკისადმი მოსკოვის დიდი მხარდაჭერა. სკეპტიკოსების თქმით, ეს რთული არ იყო, რადგან მოსკოვი თანამშრომლობაში თავადა არის დაინტერესებული. ისინი ამტკიცებენ, რომ „გადატვირთვის“ რეალური ტესტი რუსეთის სამეზობლოა, რომელსაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი „პრივილეგირებული ინტერესების სფეროდ“ მოიხსენიებს. ამ თვეში სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამ ველზე ღრმად შეაბიჯა, იმოგზაურა რა უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში და პოლონეთსაც სტუმრობდა. ერთი მხრივ, ტური რუსეთის მეზობლების ამერიკის მხარდაჭერაში დარწმუნებას უკავშირდებოდა; მეორე მხრივ, ის მიზნად ისახავდა დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვას. მოსკოვში ამ ფაქტს ყურადღებით აკვირდებოდნენ, თუმცა რეაქცია მშვიდი გახლდათ. ბუშის ადმინისტრაცია შეეცადა რუსეთის ახლო მეზობლები დასავლურ ბანაკში გადაექაჩა, ამას დემონსტრაციულად აკეთებდა, რითაც ირიბად აღიარებდა კრემლის პრეტენზიებს მის ყოფილ ვასალებზე. ამის საპირისპიროდ, ობამას ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ამერიკამ უნდა შეძლოს ამ ქვეყნებთან მყარი ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მათი პერსონალური დამსახურების და არა იმის მიხედვით, ამ ქვეყანას ანტირუსული პოზიცია აქვს თუ არა. „ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია, როგორც სიარული, ასევე საღეჭი რეზინის ღეჭვა“, – თქვა ქალბატონმა კლინტონმა თბილისში. თუმცა რისკი არა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკა ოდესმე აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს განსაკუთრებული გავლენის სფეროზე, არამედ უფრო იმაში, რომ ამ გავლენის სფეროს დაბალანსებისა და პოს–საბჭოთა სივრცეში საკუთარი ინტერესების დამკვიდრების პროცესში, ამერიკა რეგიონის ბევრი მთავრობის მიმართ, შესაძლოა ნაკლებად მკაცრი იყოს, განსაკუთრებით მათ შიდა პრობლემებთან და დემოკრატიის ხარვეზებთან მიმართებაში. დილემა ყველაზე ცხადი შესაძლოა უკრაინის მაგალითზე იყო, სადაც თებერვალში არჩეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ავტორიტარულ ტენდენციებზე უფრო მეტი საუბარია, ვიდრე ეკონომიკურ რეფორმაზე. როგორც ამბობენ, პირად საუბრებში ქალბატონი კლინტონი შეშფოთებას არ მალავდა სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მაგრამ საჯაროდ ის უფრო რბილი გახლდათ, რამაც იანუკოვიჩს საშუალება მისცა ეთქვა: „მე ბედნიერი ვარ, რომ შეერთებული შტატები პოზიტიურად აფასებს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილიზაციას“. ერთი მიზეზი, რის გამოც ბატონი იანუკოვიჩი იოლად გამოძვრა, შესაძლოა ის არის, რომ მან ვაშინგტონის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე აპრილში უკრაინაში არსებული გამდიდებული ურანის განადგურების პირობა დადო. მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს ის შიში, რომელიც ეკონომიკურად უკრაინის რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდასთან დაკავშირებით არსებობს. იმ დღეს, როდესაც კლინტონმა კიევი დატოვა, მსოფლიო სავალუტო ფონდი ორწელიწადნახევრის განმავლობაში უკრაინისთვის 14.9 მილიარდი დოლარის გამოყოფას დათანხმდა. ამან ბევრი ის ადამიანი გააკვირვა, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ უკრაინას ჯერ სერიოზული ფინანსური რეფორმები უნდა გაეტარებინა. წამოცდენებისკენ მიდრეკილი იანუკოვიჩი, რომელმაც რამდენჯერმე ქალბატონ კლინტონს „გენერალური მდივანი“ უწოდა, თითქოს ოსტატურად აპირისპირებდა რუსეთს და შეერთებულ შტატებს. ის ასევე ლობირებდა ამერიკული ენეგროსკომპანიების უკრაინაში მოზიდვის თემას, და ამერიკაც მონდომებულია დაეხმაროს უკრაინას რუსული ენერგეტიკული იმპორტისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. თუმცა, ამერიკული კომპანიების მოზიდვისთვის საჭიროა, რომ უკრაინამ საგრძნობლად გააუმჯობესოს მისი საინვესტიციო კლიმატი – ის, რისი მიღწევაც უკრაინის ვერცერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა, შესაძლოა იმის გამო, რომ რუსული გაზით ვაჭრობა უკრაინის ელიტური წრეების გამდიდრების ერთ–ერთი მთავარი წყაროა. ბალანსის მიღწევის ამოცანა დემოკრატიის გავრცელებასა და ამერიკის უსაფრთხოების ინტერესების დაცვას შორის, კიდევ უფრო მტკიცე გახდა, როდესაც ქალბატონი კლინტონი აღმოსავლეთით, აზერბაიჯანში გაემგზავრა – ავტორიტარულ, თუმცა ისეთ სახელმწიფოში, რომელიც არარუსული გაზის და ნავთობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი და ამერიკული არმიისთვის ავღანეთისკენ მიმავალი სასიცოცხლო სატრანზიტო მარშრუტია. ჯეიმს ბეიკერი ამერიკის ბოლო სახელმწიფო მდივანია, რომელიც ბაქოს 1992 წელს ეწვია. მას შემდეგ მას მხოლოდ თავდაცვის და ენერგეტიკის მინისტრები სტუმრობდნენ. ქალბატონი კლინტონის ერთ–ერთი ამოცანა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შელახული ურთიერთობების გამოსწორება იყო. ალიევი შეურაცხყოფილი გახლდათ იმით, რომ ვაშინგტონში ბირთვულ სამიტზე არ დაპატიჟეს, სადაც ობამა სომხეთის პრეზიდენტს – აზერბაიჯანის ნომერ პირველ მტერს შეხვდა. (ქალბატონი კლინტონის ვიზიტამდე ბაქოში პრეზიდენტ ობასმასგან წერილი თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ჩაიტანა). სახელმწიფო მდივანი ფრთხილად მოქმედებდა. ის ახალაგზრდულ ჯგუფებს შეხვდა, მაგრამ არა ოპოზიციურ პარტიებს. პირად საუბრებში მან ორი ბლოგერის საკითხიც განიხილა, რომლებიც სახელმწიფო ჩინოვნიკების დაცინვის გამო დაპატიმრებულები არიან; საჯაროდ კლინტონმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანში უზარმაზარი პროგრესი სახეზეა“ – განცხადება, რომელიც თამამმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა, წამყვანი საკითხი საომხეთთან მთიანი ყარაბახის ირგვლივ არსებული კონფლიქტი იყო. ეს სადაო ტერიტორია დიდწილად სომხებითაა დასახლებული. ბატონ ალიევთან, მის ზღვისპირა სასახლეში უზარმაზარი ჭაღების ქვეშ, კლინტონმა ის იყო საუბარი დაიწყო, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთის მიმართ საშინელი ბრაზი გამოხატა. რამდენიმე საათში, სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის ჯერი დადგა დაეგმო აზერბაიჯანი. ბოლო თვეებში ქვეყნებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რაც 18 ივნისს შეიარაღებული შეტაკებით და ხუთი ადამიანის დაღუპვით დასრულდა. ეს კონფლიქტი აფერხებს ასევე სომხეთ–თურქეთის ურთიერთობების დარეგულირებას, რომლის აქტიური მხარდამჭერიცაა ამერიკა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უამრავი დრო დახარჯა სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შუამავლობაზე; ახლა ამით ობამას ადმინისტრაციაც დაინტერესდა. მხოლოდ კლინტონის ვიზიტი ამ 20 წლიან კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, მაგრამ მან შეიძლება ესკალაციის პრევენციას შეუწყოს ხელი. თბილისის დარწმუნება იგივე შეიძლება ითქვას უფრო ახალ და ცნობილ კონფლიქტზე კავკასიაში – საქართველო–რუსეთის კონფლიქტზე. ქალბატონი კლინტონი თბილისში ვიზიტის დროს სიტყვებს არ იშურებდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აქციის შეფასებისთვის და მას „ოკუპაცია“ და „ინტერვენცია“ უწოდა. მან განაცხადა: „მე მინდა საჯაროდ ვთქვა ის, რაც პირად საუბარში ვთქვი. მე ჩამოვედი საქართველოში მკაფიო გზავნილით პრეზიდენტ ობამასგან და ჩემგან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები გავლენის სფეროებს არ აღიარებს“. იგი ამტკიცებდა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს გამოყოფილი რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ცალმხრივი აღიარება, არ ათავისუფლებს კრემლს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები, რომელიც საფრანგეთის შუამავლობით გაფორმდა და რომლის თანახმადაც რუსეთი დათანხმდა მისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე გაეყვანა. რუსეთი, რომელიც ამ ტერიტორიებზე დღეს სამხედრო ბაზებს აშენებს, ამ პირობის შესრულებას არ ჩქარობს. ქალბატონმა კლინტონმა ძალიან დახვეწილად მინიშნება იმაზეც გააკეთა, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა პერსონალიებს არ ეფუძნება. კლინტონის მოლაპარაკებებს საქართველოს შფოთიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან წინ უძღოდა ხანგრძლივი საზოგადოებრივი შეხვედრა ქართველ ქალებთან, რომელთაგან ზოგიერთი სააკაშვილს საჯაროდ და ხმამაღლა აკრიტიკებდა. იგი ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდა. საქართველო კლინტონის მოგზაურობის ყველაზე მგრძნობიარე პუნქტი გახლდათ. თბილისის ვიზიტის წარმატებად შეიძლება შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. საქართველოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი საფუძველი აქვს ინერვიულოს ამერიკა–რუსეთის ურთიერთობების გამოსწორებაზე. ეს ყველაფერი თავს დაატყდა მიხეილ სააკაშვილს, მოსკოვის საძულველ ფიგურას, იმისთვის, რომ „გადატვირთვა“ დადასტურებულიყო. „საბოლოო ჯამში, თუკი ჩვენ მივიღებთ უფრო თანამედროვე, უფრო გახსნილ რუსეთს, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის მხოლოდ კარგი იქნება“, განაცხადა მან. ორიგინალი ორიგინალი
-
ძაან საინტერესო თამაშია სროლების მოყვარულებისთვის. თქვენი გმირი სპეც რაზმთან ერთად ხვდება სამყაროში სადაც მეფობენ დინოზავრები. მოგიწევთ უამრავი რთული ამოცანის გადაწყვეტა და საბოლოოდ დაიხსნათ უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანები..... View the full article
-
წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე მეცნიერი ქალი ატარებს სამხედროების შეკვეთით ექსპერიმენტს გველების მუტაციაზე. ერთხელ კგი მოხვდება წყალქვეშა გემზე. სადაც დაულითხავად კაპიტნის თანაშემწემ გველები გემბანზე აიყვანა. სამგედრო შეჯახების შედეგად ქვეწარმავლები ტავს დაახწევენ ვოლიერს და დაიწყებენ ნადირობას მეცნიერებზე და გემის ეკიპაჟის წევრებზე.... View the full article
-
ფილმი მოგვიტხრობსჩინეთის ახალგაზრდა იმპერატორის სექსუალურ თავგადასავლებზე 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article