http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/45051-300x250.jpgსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თბილისში , კოსტავას ქ. #14-ში მდებარე შენობა-ნაგებობებს, დამხმარე ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთს 12 000 000 აშშ დოლარად ჰყიდის. სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანილი შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 21 770 კვ.მეტრია, ხოლო მიწის ნაკვეთის – 9 447 კვ.მეტრი. აუქციონის ბიჯი 500 000 ლარით განისაზღვრა. ობიექტის შეძენით დაინტერესებულმა პირებმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადები 23 ივლისის 13:00 საათამდე უნდა წარადგინონ. საპრივატიზაციო აუქციონი იმავე დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. გამომცემლობა “სამშობლოს” შენობა აუქციონზე ერთხელ რამდენიმე წლის წინ გავიდა, თუმაც მაშინ განაცხადების არარსებობის გამო არ გაიყიდა. გამომცემლობა “სამშობლოდან” ტელეკომპანია ~კავკასიის~, ასევე, სხვადასხვა რედაქციების გაყვანა გიორგი არველაძის ეკონომიკის მინისტრობის დროს მოხდა. შენობაში დღეს აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებულები. “ინტერპრესნიუსი” Share View the full article