Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gambar-mamed-150x150.jpg“ხალიხის პარტია” პარლამენტარ რამინ ბაირამოვის ოჯახს თაღლითობაში ადანაშაულებს.შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ გადახდილი 18 000 აშშ დოლარი და საქმე რომელშიც პარლამენტის წევრია გარეულია. “ხალხის პარტიის” პოლიტიკური მდივნის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისის მკვირდ მამედ რაჯაბოვს, ნარკოტიკების საქმეზე დაკავებული შვილის ნიზამ რაჯაბოვის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტარ რამინ ბაირამოვის თანამზრახველებმა ფული გამოსძალეს. ხალხის პარტიის წევრები დაუყოვნებლივ ითხოვენ დამნაშავეების დასჯას და დაკავებულის ოჯახისთვის გამოძალული 18 000 აშშ დოლარის დაბრუნებას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/xalxis_parti.jpg itvს ლინკი
  2. იურგენ კლინსმანი... "მამლების" რიგებში გატარებული წელიწად ნახევარიც კი გახდა საკმარისი იმისათვის, რომ მისი სახელი "ტოტენჰემის" ყველა გულშემატკივარს ახსოვდეს. ის იყო პირველი ლეგიონერი პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ახლა კლინსმანი 45 წლისაა, რაც კარგი ასაკია იმისათვის, რომ დეტალურად განვიხილოთ მისი კარიერა... იხილეთ fanebi.com
  3. "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ზაფხულში მარცხენა მცველის შეძენას გეგმავს. მთავარ კანდიდატურად კი "მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველი უეინ ბრიჯი განიხილება. იხილეთ fanebi.com
  4. http://a.pix.ge/n/nckac.jpgმილანის “ინტერმა” აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები არგენენტინის კაპიტნის, ხავიერ მასკერანოს შეძენის თაობაზე … მასში რაფაელ ბენიტესი £25 მილიონს იხდის, როის კი განზრახული აქვს, უფრო მეტი აიღოს მის სანაცვლოდ. თავად მასკერანოს რომ მის ყოფილ ესპანელ მწვრთნელთან უნდა მუშაობა, ყველასთვის ცხადია და არც ერიდება ამ თემაზე საუბარს. მან განაცხადა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დაეტოვებინა “წითლები”. წყარო: whoateallthepies.tv View the full article
  5. /get_img?NrArticle=2055&NrImage=2022 13 ათასი ქოთნის მცენარე დაამშვენებს ბათუმის ძველ, ცენტრალურ ქუჩებს - ამბობენ ბათუმის მერიაში. სპეციალისტები კი ეჭვობენ, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით, ვერტიკალური გამწვანება ქალაქში მრავალწლოვან ხეებს ვერ ჩაანაცვლებს. ბათუმის მერია ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ვერტიკალურ გამწვანებას იწყებს, რაც, ძირითადად, სახლების აივნებისა და ფასადების ყვავილების ქოთნებით მორთვას გულისხმობს. ამ იდეის განხორციელებამდე, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა, ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ორასამდე ხე მოჭრა, მათ შორის მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები. შეძლებს თუ არა, ვერტიკალურმა გამწვანებამ ქალაქში ეკოლოგიური ფუნქცია შეასრულოს? არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარე, თამარ გუჯარაიძე ამბობს, რომ ვერტიკალურ გამწვანებას, ძირითადად, დეკორაციული ფუნქცია აქვს და, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ქალაქისთვის იგი მნიშვნელოვანი ვერ იქნება. თამაზ ველიაძე, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც პროფესიით მებაღე-აგრონომია, ამბობს, რომ მცენარეების ძირითადი ფუნქცია ქალაქის გალამაზებაა: „ქალაქში ხეებმა რა ჟანგბადი უნდა მოგცეს ისეთი, რომ ქალაქის ატმოსფერო შეცვალოს? ქუჩებში დარგული მცენარეების ძირითადი ფუნქცია ის არის, რომ ქალაქი გაალამაზოს. არანაკლებ ლამაზი იქნება გამწვანებული აივნები. ქუჩაში ბეტონის ქოთნებით დადგამენ მცენარეებს, რომელთა გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება. ყველა კომერციული ფართობის მფლობელს უნდა, რომ გამოჩნდეს ვიტრინა, საქონელი, ეს პრობლემაა მუდმივად, ამიტომაც ვერტიკალური გამწვანება ამ პრობლემასაც მოხსნის“. ველიაძე ამბობს, რომ ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამა ქალაქის ძველ უბანში ფასადების მოპირკეთებასაც ითვალისწინებს, ხეები კი შეკეთებული ფასადების ერთ ნაწილს ფარავდა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს ხეების მოჭრის მთვარი მიზეზი არ არის და მცენარეები ფასადებზე მნიშვნელოვანია. „გამწვანებას აქვს არა მხოლოდ დეკორაციული, არამედ ეკოლოგიური მნიშვნელობაც“ _ განაცხადა „ბათუმელებთან“ რამაზ ჭაღალიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი და გარემოს“ წევრმა, ბაღ-პარკების მშენებელმა ინჟინერმა, რომლის სამეცნიერო კვლევა დასახლებული პუნქტების გამწვანებას ეხება. „ხეები ზაფხულში ტემპერატურას 5-6 გრადუსით ამცირებენ და ზამთარში, პირიქით, 1-2 გრადუსით ზრდიან, ქალაქში ხეებს ხმაურის დაცვის მნიშვნელობაც აქვთ, ჰაერიდან დიდი ოდენობით მტვერს იღებენ, რაც ნიადაგში ირეცხება. გარდა ამისა, მცენარეებს აქვთ უნარი, გამოჰყონ ნივთიერებები, რომლებიც მავნე ბაქტერიებსა და სტაფილოკოკებს კლავენ“. ქალაქის ქუჩებში ხეების მოჭრა მოსახლეობისთვის საკმაოდ მტკივნეულია. ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას მოსახლეობის ერთი ნაწილის პროტესტიც მოჰყვა. მაზნიაშვილის ქუჩის მცხოვრები ელზა ვინჩენკო მისი სახლის წინ მდგომ 50-წლოვანი კიპარისის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ამაოდ, ხე მოჭრეს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველი, თამაზ ველიაძე ამბობს, რომ წელს ბათუმის ვერტიკალური გამწვანებისთვის 13 ათასი მრავალწლოვანი მცენარე იქნება გამოყენებული. მისი თქმით, ქოთნების დამონტაჟებისას, ხანდახან მოსახლეობის მხრიდანაც აწყდებიან პრობლემებს, ზოგი აივანზე სარეცხს ფენს და ყვავილების ქოთანი ხელს უშლის, ზოგი კი მცენარის მოვლა-პატრონობაზე უარს აცხადებს. სამი წლის წინათ ბათუმის მერიამ ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე არსებული სახლების აივნები 750-მდე ქოთნის მცენარით მორთო. მერიას ქალაქის ვერტიკალური გამწვანება მაშინ ასი ათასამდე ლარი დაუჯდა. ამ მცენარეების დიდი ნაწილი მოუვლელობით გახმა. გატყდა და დაიკარგა მცენარის ქოთნებიც. ველიაძე ამბობს, რომ იმ მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებოდათ, ელემენტარულად წყლის დასხმა იყო საჭირო. კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველის თქმით, შეცდომას მეტად აღარ დაუშვებენ, მერია მცენარეების მოვლა-პატრონობაზე ტენდერს გამოაცხადებს და მცენარეებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია იზრუნებს. ბათუმში ვერტიკალური გამწვანების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი კინოთეატრ „თბილისის“ გვერდით მდებარე დუმბაძის ქუჩაა, სადაც ქოთნის მცენარეები აივნებსა და განათების ბოძებზეა დამონტაჟებული. „ქოთანში ჩარგული პალმა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ვერ ჩაანაცვლებს მრავალწლოვან წიწვოვან მცენარეს, - ამბობს რამაზ ჭაღალიძე, - მაგრამ ვერტიკალური გამწვანებაც აკეთებს საქმეს. ეკოლოგებს აქვთ გარკვეული რეკომენდაციები, თუ რა ოდენობის გამწვანებული ფართობი უნდა მოდიოდეს ერთ ადამიანზე. ეს თემა რამაზ ჭაღალიძის კვლევის საგანი იყო. მეცნიერის თქმით, ბათუმს საჭიროზე ნაკლები გამწვანება აქვს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბათუმის გარემოცვაში არსებულ სოფლებს. „ბენზე-ბარცხანის დასახლება, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, აღმაშენებლის, ლეონიძის, ტაბიძის ქუჩები - ეს ის ადგილებია, სადაც მეტი გამწვანებაა საჭირო“ - ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველი. მისი თქმით, ქალაქის მერია კორპუსებით გაშენებულ ამ ქუჩებზე პატარა სკვერების მოწყობას გეგმავს. ამ ადგილებში წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების დარგვა იგეგმება, ვერტიკალურად მწვანე კი ბათუმის მხოლოდ ძველი, ცენტრალური ქუჩები იქნება. /get_img?NrArticle=2055&NrImage=2 სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kalatburti-150x150.jpg23-25 ივლისს სპორტის სასახლე თბილისის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ემზადება.საქართველოს კალათბურთის ნაკრების ვარჯიშს დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრო. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ნაკრები რუმინეთის, უკრაინის და ბელორუსის ნაკრებებთან ითამაშებს. მოგების შემთხვევაში ქართველი კალათბურთელები საქართველოს პრეზიდენტის ფულად ჯილდოებს მიიღებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kalatbu.jpg itvს ლინკი
  7. http://b.pix.ge/j/aza97.jpg ლივერპულის ახლმა ინგლისელმა ნახევარმცველმა, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი იმედია ლივერპულის გულშემატკივრებში ოფიციალურ საიტს ძალიან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა… პირველ რიგში ჯო, ლივერპულის ყველა გულშემატკვიარი მთელ მსოფლიოს გარეშმო სიხარული მიესალმება შენს გადმოსვლას… უღრმესი მადლობა. მეც მოხარული ვარ აქ ყოფნით. რა მოხდა შენს ცხოვრებაში ბოლო 48 საათში? ეს ორი გიჟური დღე იყო. მე ჩემი თავისთვის დათქმული მქონდა კონკრეტული ვადა, როცა საბოლოოდ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება თუ სად გავაგრძელებდი კარიერას. როცა ეს საბოლოო ვადაც ამომეწურა, მივიღე გადაწყვეტილება და მაშინვე მივწერე პასუხი კრისტიან პურსლოუს და სტივენ ჯერარდს. შემდეგ კი მობილური გამოვრთე. ვიცი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და ახლა მოუთმენლად ველი ამ რთული გამოცდის დაწყებას. ეს მართლაც დიდი გამოცდაა ჩემთვის, რადგან მთელი ცხოვრება ლონდონში გავატარე და მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ლონდონის გარდა არსად მითამაშია. რათქმაუნდა შემეძლო დავრჩენილიყავი იქ, რადგან ჩელსის ფანებს ვუყვარდი და თბილად მექცეოდნენ, მაგრამ მსურდა ჩემი თავი გამომეცადა და სხვა გუნდში შემემოწმებინა ჩემი შესაძლებლობები. მაშინ კი როცა ენფილდიდან მივიღე შემოთავაზება, დიდი ფიქრი აღარც დამჭირვებია, რადგან ლივერპული ინგლისის საუკეთესო კლუბია… ვეცადე ყველანაირი ფინანსური საკითხები, საცხოვრებელი ადგილის პრობლემები და სხვა პირადული თემები დამევიწყებინა და მხოლოდ საფეხბურთო თვალით შემეხედა ჩემი გადაწყვეტილებისთვის. მე არასოდეს დამავიწყდება 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, როცა ენფილდის მოედანზე გავედი თუ არა მთელი ყალყზე დამიდგა და მაშინვე ოცნებად მექცა ყოველკვირას სწორედ ისეთ საოცარი ატმოსფეროში მეთამაშა, როგორიც ენფილდზეა… რა გრძნობაა, როცა ის გულშემატკიარი, რომელმაც ასეთი ატმოსფერო შექმნა 2005 წლის ლიგის ნახევარფინალში, ახლა პირიქით თქვენს მხარესაა? სწორედ ამის მოლოდინი მაქვს. ხშირად საუბრობენ ლივერპულის ფეხბურთელებზე და ევროპულ ღამეებზე, მე ამის გადატანა როგორც ოპონენტს მომიწია და მაშინაც კი არაჩვეულებრივი იყო. ახლა კი ასეთ გარემოში თამაშის შანსი მაქვს და ეს საოცარი გრძნობაა… http://fc09.deviantart.net/fs28/f/2008/105/1/6/Joe_Cole_by_reddevilmartin.jpg რას ფიქრობთ როი ჰოჯსონზე? მე მას ვესაუბრე ფეხბურთზე და აღტავებული დავრჩი მისი პიროვნებით. ბოლო ათწლეულში კლუბს ესპანელი და ფრანგი მენეჯერები ჰყავდა და ვფიქრობ ინგლისელი მწვრნთელის დანიშვნა ლივერპულისთვის სუფთა ჰაერიით საჭირო იყო. გუნდმა გასულ წელს მეშვიდე ადგილზე დაასრულა სეზონი, რაც ნამდვილად ცუდი შედეგი იყო და როი მესაუბრა თუ რა მიზნები აქვს სამომავლოდ. ვფიქრობ იმ ფეხბურთელების დახმარებით ვინც გუნდშია და ამავდროულად იმ ახალი ფეხბურთელებითაც, რომლის შეძენასაც ლივერპული გეგმავს, ეს მიზნები საკმაოდ რეალურია როგორ ფიქრობთ, ისეთი გამოცდილი მწვრნთელი, როგორიც ჰოჯსონია, დაგეხმარებათ როგორც ფეხბურთელს განვითარებაში? იგი მესაუბრა მის შეხედულებებზე, თუ რა ტაქტიკით და რა ფორმაციით ითამაშებს გუნდი მომავალ სეზონში, მე კი მინდა უბრალოდ ამ გუნდის წევრი ვიყო. მინდა უბრალოდ გავიდე მოედანზე და ვიბრძოლო ჩემი თანაგუნდელების და გულშემატკივრისთვის. მე ასეთი ადამიანი ვარ და როის კი ნამდვილად შეუძლია ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება. მთავარი სწორედ გუნდური სული ქონაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს მწვერვალამდე. თუ ამ სულისკვეთებას და გუნდურობას, ფეხბურთელების დონესაც დავუმატებთ, ნამდვლად შევძლებთ შორს გავიკვლიოთ გზა… რას იტყვით ლივერპულის შემადგენლობაზე? ლივერპულში მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობენ. საოცარი იქნება ფერნანდო ტორესის გვერდით თამაში. სტივს, კარას და ჯონოს ინგლისის ნაკრებიდანაც ვიცნობ. პეპე რეინა, აკვილანი და სხვა მრავალი მაღალი კლასის მოთამაშეა გუნდში. რათქმაუნდა ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდება, მაგრამ გულშემატკივარს ვპირდები რომ ყოველთვის მაქსიმალურად, 100%ით დავიხარჯები მოედანზე. მე ვამაყობ ლივერპულში თამაშით და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო როგორც ვარჯიშებზე, ისე მოედანზე მატჩის დროს, რათა მერსესაიდულ გუნდს წარმატებაში და ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო. თქვენი ტრანსფერი შემდეგ სტივენ ჯერარდმაც დაადსტურა ლივერპულში დარჩენა. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის? ეს ალბათ საუკეთესო ახალი ამბავი იყო რისი გაგებაც შემეძლო. მე კარგად ვიცნობ სტივს. მითამაშია მის წინააღმდეგაც და მის გვერდითაც 10 წლის განმავლობაში და ვიიცი თუ რგორი ფეხბურთელია ჯერარდი. ის კარგად ვიცი თუ რამდენს ნიშნავს მისთვის ლივერპული. არსებობენ კლუბები, სადაც შეგიძლია ითამაშო და შემდეგ გადახვიდე სხვაგან. მაგრამ ლივერპულით უნდა ცხოვრობდე და სუნთქვდე. მე ახლა მთელი ოჯახით გადმოვედი მერსესაიდში და და ჩემი დიდი გამოცდისთვის ვემზადები… http://fc08.deviantart.net/fs51/f/2009/293/a/a/Joe_Cole_Signature_by_ugur_duran.jpg რამდენად რთული იყო თქვენთვის ინგლისის ჩრდილიოეთით გადაცხოვრება? საკმაოდ ძნელი იყო ამის გაკეთება, რადგან პატარა გოგონა მყავს. თუმცა ჩემს გარშემო არაჩვეულებრივი ოჯახია და ლივერპულშიც ძალიან თბილად მიგვიღეს, ჩემი პასუხიც ასეთივე გულთბილი იქნება. როცა ახალ კლუბში გადადიხარ, უნდა ეცადო რომ მთლიანად მოერგო სიტუაციას და მეც სწორედ ამას ვაპირებ, რათა ბოლომდე ვიბრძოლო და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. თქვენ რამოდენიმე დღეა შვეიცარიაში ხართ. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენ როი ჰოჯსონმა? მართალია მე ამხანაგურ თამაშში განაცხადში არ ვიყავი, მაგრამ თამაშის დაყებამდე გუნდის შეკრებას დავესწარი. რიომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოედანზე გასვლის წინ უთხრა, რომ ყველაფერი მათ მიზანდასახულობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთ გუნდად უნდა ვიყოთ შეკრულები და ასეთი სულისკვეთება ტიტულების მოსაგებად უნდა გამოვიყენოთ. როი გუნდს აუცილებლად შეკრავს. მართალია ძალიან გრძელია სეზონი და მრავალი იმედგაცრუებაც შესაძლოა იყოს, მაგრამ მთავარია რამდენად სრაფად მოვაგვარებთ სიტუაციას. თუ მხოლოდ სტივს და ფერნანდოს დავეყრდნობით, ძალიან გაგვიჭირდება, აუცილებელია თითოეულმა ფეხბურთელმა ერთად იბრძოლოს წარმატებისთვის… თქვენ ლივერპულში 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებთ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის? რათქმაუნდა ვამაყობ, რომ ამ ნომრიანი მაისური მეცმევა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ნებისმიერი ნომრის ლივერპულის მაისურით ვიამაყებდი. როცა მე დავიბადე და ვიზრდებოდი, იმ წლებში ლივერპული იგებდა ყველაფერს და მე ეს კარგად მახსოვს. ამიტომ ამ კლუბის მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივი და სიამაყეა. როგორი იქნება შენი როლი გუნდში, რას შემატებ შენ ლივერპულს? ალბათ ბევრ შანსებს შევუქმნი ტორესს და სხვა შემტევ ფეხბურთელებს, თუმცა ახლა არ მსურს იმაზე საუბარი თუ რას და როგორ გავაკეთებ მოედანზე, მაგრამ გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ მე მთელს ჩემ ენერგიას ჩავდებ თამაშში… http://fc01.deviantart.net/fs70/f/2010/002/8/e/Joe_Cole_Signature_by_flatmate.png ფიქრობთ, რომ თქვენი კარიერის პიკზე ხართ? დიახ, რათქმაუნდა. ბოლო ორი სეზონი საკმაოდ რთული მქონდა ტრამვების გამო. თუმცა ახლა ვფიქრობ რომ შემიძლია ყოველ კვირას 90 წუთი ვითამაშო და კლუბის შეცვლის და ლივერპულში გამოდვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მე ენფილდზე როგორც გამოცდილი და ძალიან მოტივირებული ფეხბურთელი მოვედი. უსახავთ თუ არა საკუთარ თავს რაიმე კონკრეტულ მიზანს? კი, მაგრამ მირჩევნია ისინი ჩემთვის დავიტოვო. ლივერპულის ერთ-ერთი პლიუსი პოზიციებზე კონკურენციაა. მე კი მსურს გუნდის ნაწილი ვიყო, იმ გუნდისა, რომელიც სეზონის ბოლოს რაიმე დიდებულს მოიგებს… ჯეიმი კარაგერმა თქვენზე თქვა რომ კარგად ეწყობით სკაუზერებს… დიახ, ცოტა რთული იქნება აქაურ აქცენტთან შეგუება, თუმცა თუ ესპანელებმა მოახერხეს ეს, მეც შევძლებ. როცა ჩელსის ფეხბურთელი ვიყავი, მატჩის დაწყებამდე ტრიბუნებთან ახლოს ვხურდებოდი და სკაუზერების საუბარიც ხშირად მესმოდა. იმედი მაქვს ამის შემდეგ ჩემზე მხოლოდ კარგს იალაპაკებენ… http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif რას გრძნობთ ლივერპულში ახალი სეზონის დაწყების წინ? ჩემთვის ეს ახდენილი ოცნებაა. ჯერ სულ რამოდენიმე დღეა აქ ვარ და ჯერ კიდევ ღრუბლებში დავფრინავ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ლივერპული დიდი კლუბი იყო, მაგრამ ვიდრე მისი ფეხბურთელი არ გახდები, ამას ბოლომდე ვერასოდეს მიხვდები. ჩემს ნაცნობებს შორის ბევრი აღმოჩნდა ლივერპულის ფანი, ისე რომ აქამდე არც კი ვიცოდი. ლივერპულის სიდიადეზე ისიც მეყველებს, რომ ქუჩაში ვისაც კი შემთხვევით გადაეყრები, ყველა ლივერპულს გულშემატკივრობს… რა იქნება თქვენი მესიჯი ლივერპულის ფანების მიმართ? მე კარგად ვიცი რა სურთ მათ. მათი ოცნებაა ისეთი ლივერპული, რომლთიაც ყოველთვის იამაყებენ. მე ლივერპულით ვიცხოვრებ და მისი წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ… View the full article
  8. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/C2515087-5457-47DC-A78A-9A892AB4420C_mw800_mh6001-300x225.jpgდილის შვიდ საათზე ავდექი. კიდევ კარგი, მაღვიძარამ დარეკა. უცნაური განცდა მქონდა: პირველად მრავალი წლის შემდეგ, ორი დღით და ორი ღამით მივდიოდი სოფელში, ჩემი პაპა – ბებოს სახლში. წესით, მთლად კარგ ხასიათზე არ უნდა გამღვიძებოდა. მიზეზი, რის გამოც ჩემი სოფლის სახლისკენ, კარგა ხანია, გული აღარ მიმიწევდა, ისევ მიღრღნიდა მეხსიერებას. მაშინ, მრავალი წლის წინ, აკურის სახლში ოთხი ახალგაზრდა ქალი ვიყავით: ჩემი დისშვილი, ჩემი ორი მეგობარი და მე. ყველას ეძინა. დენი, როგორც ყოველთვის, იმ ღამითაც გათიშული იყო, მე კი ლამპის შუქზე რაღაცას ვკითხულობდი. უცებ აივანზე, ანუ ორიოდე მეტრის იქით, ხმაური შემომესმა. კიდევ და კიდევ. გარეთ გახედვა არც მიფიქრია, ჩემი მეგობრები გავაღვიძე და ვუთხარი ფრაზა, რომელსაც დღემდე ხალისით იხსენებენ: „ან მე გავგიჟდი, ან აივანზე ვიღაც დადის“. იმ ღამეს დიდი ხნით დავკარგე აკურაში ყოფნის ხალისი. გარეთ გასვლა ვერ გავბედეთ. ხოლო ადამიანმა, რომელიც აივანზე გაუთავებლად დაბორიალობდა, ირგძნო, რომ შეგვაშინა და კიდევ უფრო არხეინად გააგრძელა კარის სახელურების ტრიალი და გარეთ დარჩენილი სავარძლების რიხინ – რიხინით გადაადგილება. როგორც მეორე დილით გავარკვიეთ, სავარძელი ერთ – ერთი ოთახის კართან მიუდგამს. ალბათ, კარის ზემოთ გაჭრილი შემინული სარკმლიდან ცდილობდა დანახვას, ოთახში რა ხდებოდა. ის დღე იყო და ის დღე… აკურაში ღამისთევით ხომ აღარ წავსულვარ და დღისით-მზისითაც – ათასში ერთხელ. ამასობაში, ათ წელზე მეტი გავიდა. სახლის კედლები დაიბზარა, აივანი ჩამოსანგრევი გახდა (ის აივანი არა, მეორე), კიბე მოირყა. მოკლედ, ან უნდა დამეძლია შიშისგან შემორჩენილი ღრმად უსიამოვნო განცდა და სახლში საცხოვრებლად დავბრუნებულიყავი – რაც მის მოვლას და შეკეთებას გულისხმობს – ან საერთოდ უარი უნდა მეთქვა სოფელზე. სწორედ ამიტომ, დილის შვიდ საათზე შესანიშნავი განწყობით გავიღვიძე – ბოლოს და ბოლოს, აკურაში მივდიოდი. რვაზე ვალერიმ გამომიარა მანქანით (ჩემი ბიძაშვილია), მერე ნანას გავუარეთ (ჩემი დეიდაშვილია, შეგიძლიათ, უფროსი და იგულისხმოთ) და კახეთში წავედით, ვალერი – თავის სახლში, ნანა და მე – ჩვენს საერთო სახლში. მადლობა ღმერთს. ძალიან უცნაურად მეჩვენა, მაგრამ პირველივე განცდა, რომელიც მრავალი წლის შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნებულს დამეუფლა, „გაცდენილი“ წლების განულება იყო. ზუსტად იმავე დროში დავბრუნდი, რომელშიც იქაურობა დავტოვე. არც დენი დაგვხვდა, არც წყალი, თხევადი აირის ბალონიც დაცლილს ჰგავდა. მე არ დავდიოდი აკურის სახლში, თორემ ჩემი ოჯახის წევრები დადიოდნენ. ღამესაც ათევდნენ, ალაგებდნენ, უვლიდნენ იქაურობას, როგორც შეეძლოთ. მაგრამ, ჩემს აღქმაში, სახლი თითქოს მე მელოდებოდა, უფრო სწორად – ჩემს განაჩენს. და რაკი დავბრუნდი, გუნებას ვეღარაფერი გამიფუჭებდა. ჯერ, როგორც იქნა, გაზი ჩავრთეთ, მერე – დენი მოვიდა. წყალი კი ორი დღე კოკა-კოლას ბოთლებით დაგვქონდა მეზობლებისგან. მერე რა, ადრეც ვედროთი ვეზიდებოდით. აკურაში წყალი სულ ჭირს, მით უმეტეს, გვალვაში. ძველი წლებიდან გამოყოლილი პირველი სიამოვნება ის იყო, რომ აივანზე ნიავი ისევ განუწყვეტლივ ქროდა. მერე, შუადღისას, ბავშვობის მეგობარი გვესტუმრა, თავის გოგო – ბიჭთან ერთად. აკურის სახლი და ხალხმრავლობა ერთმანეთისგან განუყრელია. ბევრი ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, შემდეგ გავიხსენეთ, როგორ ვთამაშობდით მრავალი წლის წინ ამავე აივანზე „მაფიის ღამეს“, როგორ იკრიბებოდა საღამოობით აკურის ახალგაზრდობა ჩვენს სახლში და როგორ გვთხოვდნენ მეზობლები: ცოტა დაბალ ხმაზე ებრძოლეთ მაგ მაფიოზებსო, თუ ვინც არიანო. საღამოს რომა ქევხიშვილი მოვიდა. აკურელია. ახალგაზრდა, ენერგიული ჟურნალისტია და ფეისბუკელები კარგად იცნობენ. მოგვართვა საზამთრო და ვაშლატამა. ისევ ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, ჟურნალისტიკაზე, ბლოგზე, სოლომონ თერნალზე. ერთი წლის განმავლობაში თითქმის ვერავინ დავაჯერე, რომ არ ვიცი, ვინ არის სოლომონი. როგორც ჩანს, რომასაც არ სჯერა, მაგრამ არ იმჩნევს. ღამით ძალიან გვიან დავიშალეთ. ესეც აკურის ტრადიციაა – სტუმრები შუაღამისას მიდიან. არაჩვეულებრივად მშვიდად და კომფორტულად მეძინა. შეგრძნება, რომ სულ – სულ არაფერი შეცვლილა, მეორე დილითვე გამიმეორდა, როცა გამოღვიძებულს სახლი დალაგებულ – მოვლილი დამხვდა. ნანა ადრე დგება და სანამ მე დილის ძილს გამოვჭიმავ, მთელი დღის საქმეს ამთავრებს. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც. აი, კიდევ, ძველებური ამბავი: შუადღისას მთვრალზე მთვრალი ნაცნობი გვეწვია, ასეთსავე მდგომარეობაში მყოფ თავის მეგობართან ერთად. აკურაში ჩვენი ეზოს და სახლის კარი ყველასთვის ღიაა. ამიტომ, მოდიან ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები. მოგვიკითხავენ, გვეტყვიან, რომ ძალიან ვუყვარვართ, რომ სახლი არ უნდა მივატოვოთ და წავლენ. ქალები, მამაკაცები, დიდები, პატარები, ფხიზლები, მთვრალები… არ აქვს მნიშვნელობა, აკურის სახლში მუდმივი მისვლა – მოსვლაა. მეორე საღამოს ბიძაშვილებთან წავედით სტუმრად გვერდით სოფელში, ვანთაში. ისეთი ნათელი სახლი აქვთ, ისეთი მოვლილი ეზო-ყურე, ისე საინტერესოდ საუბრობენ, ისეთ მწვადს წვავენ… მოკლედ, კახეთში ვართ. გვიან ღამით შინ დაბრუნებულებს, აივნის მაგიდაზე ატამი დაგვხვდა. მართლა გამეცინა. წლების განმავლობაში, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ დილით, ახლად გაღვიძებულებს, აივნის მაგიდაზე ძღვენი არ დაგვხვედროდა – ხილი ან ბოსტნეული. ზოგჯერ – თბილი ლავაშიც. არ ვიცით, ვის მოაქვს, არც ვკითხულობთ. აკურაში ყველანაირი ძღვენი არსებობს, რაც კი ერთი ადამიანის მეორის მიმართ ყურადღებას გამოხატავს. ამჯერად, მეგობარმა ერთი ვედრო ცხელი წყალი მოგვიტანა – ეს ნამდვილად არ გექნებათო. არ გვქონდა. წყალი საერთოდ არ გვქონდა და მით უმეტეს, ცხელი. სულ – სულ ბოლოს, აკურის სახლის კიდევ ერთ – „ფონურ“ და მარადიულ – სიამოვნებაზე ვიტყვი: თითქმის ყოველ წუთს და საათს, როდესაც სტუმრები არ იყვნენ, ან ჩვენ არ ვიყავით სტუმრად, ნანა და მე ვკითხულობდით. ვკითხულობდით დაგემოვნებით, „გაწელილი“ სიამოვნებით. ადრე, ძველ წლებში, ამ სახლში სულ წიგნი მეჭირა ხელში, ახლა ნანა წიგნს კითხულობს, მე კი კომპიუტერს ჩავჩერებივარ. რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ვკითხულობთ, არსად გვეჩქარება, გულდინჯად ვართ და დრო ჩვენი მოკავშირეა. აი, რა არის აკურის მთავარი ხიბლი: აქ დროს არ ებრძვი და არ ფორიაქო, ადამიანები და წიგნები გავსებს; აქ მარადიულს გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებ, ვიდრე ყოფითს. უწყლობა – კოლორიტია; მთვრალი ნაცნობის სტუმრობა – სასიხარულო ამბავი; ჩამონგრევის პირას მისული მამაპაპეული სახლი კი – სტიმული, რომელიც მუდამ დაგაბრუნებს იქ, სადაც დროსთან და სივრცესთან თანხმობით ცხოვრობ. ქალაქიდან ჩასული ადამიანისთვის სოფელში დრო ძალიან ნელა გადის, ან, საერთოდ, ადგილზე დგას… ამიტომ, როცა მის წესზე ცხოვრობ, ნათლად გრძნობ, რომ სოფელს ფესვი მარადისობაში აქვს გადგმული და შენც – დროებით – მარადისობის ზიარი ხდები. უილიამ ფოლკნერმა ჯერ „სოფელი“ დაწერა, შემდეგ კი – „ქალაქი“. მე „სოფელი“ უფრო მომწონს და მიყვარს. ალბათ, იმიტომ, რომ ქალაქელი ვარ. “რადიო თავისუფლება” Share View the full article
  9. 2013 წელს თბილისმა, შესაძლოა, უეფას ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ცნობით, 9… ლინკი მედიანიუსზე
  10. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან წუხელ სუსტი მიწისძვრა მოხდა. როგორც „მედიანიუსს“ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგი დავით გარეჯიდან 13… ლინკი მედიანიუსზე
  11. „ხალხის პარტია“ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს პოლიტიკური რეაგირება მოახდინოს საქართველოს პარლამენტის წევრ რამინ ბაირამოვის ოჯახის კორუფციულ… ლინკი მედიანიუსზე
  12. ოკუპირებულ გალის რაიონში ნაბაკევი ხურჩის გადასახვეზე დღეს გამთენიისას გზაზე დამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა. აფეთქებისას რამდენიმე აფხაზი მილიციელი დაშავდა. … ლინკი მედიანიუსზე
  13. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროგრამის - “ადგილობრივი… ლინკი მედიანიუსზე
  14. მთავარ პროკურატურაში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიწყო პროკურორთა ტრენინგი სასამართლო უნარ-ჩვევებში. ტრენინგის მიზანია პროკურორთა მომზადება… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/pamela-300x293.jpgპამელა ანდერსონმა შესაძლოა ქართულ ფილმში ითამაშოს, – ამის შესახებ დღეს გაზეთი “ყველა სიახლე” იუწყება . გაზეთის ინფორმაციით, ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს ქართულ ფილმში გადასაღებად რეჟისორი დათო იმედაშვილი იწვევს. მათივე ცნობით, იმედაშვილი ბათუმში ახალი ფილმის გადაღებას აგვისტოში იწყებს და პამელა ანდერსონიც აჭარაში ამ დროისთვის ჩავა. დათო იმედაშვილი ადასტურებს, რომ ახალ ფილმს იღებს, თუმცა, შეკითხვას იმის შესახებ, ჩამოდის თუ არა პამელა ანდერსონი და არის თუ არა ამ ფილმის გადაღება პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, უპასუხოდ ტოვებს. “როგორ ფიქრობთ, შეიძლება მხატვრული ფილმის დაკვეთით გადაღება? ეს მხოლოდ კომერციული ფილმია. მაქვს მოლაპარაკებები ამერიკელებთან, მაგრამ ვისთან, ჯერ დაკონკრეტება არ მინდა~, – აცხადებს იმედაშვილი ~ყველა სიახლესთან~ საუბრისას. დათო იმედაშვილს გადაღებული აქვს ფილმი – ~ოცნების ქალაქი~. იგი ასევე ქართულ-ამერიკული ფილმის “ჯორჯიას” პროდიუსერია. Share View the full article
×
×
  • შექმენი...