planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://s44.radikal.ru/i106/1007/c1/8fa9f023c511.jpg მას შემდეგ, რაც ვესთ-ჰემმა ნიცას 14,3 მილიონი ფუნტი შესთავაზა თავდამსხმელის სანაცვლოდ, ლივერპულმა გადაწყვიტა საკუთარ წინადადებაში 13 მილიონს ნაბილ ელ ზარი და დემიენ პლესისი დაამატოს… როგორც ჩანს როი ჰოჯსონს და კრისტიან პურსლოუს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ფრანგი ფორვარდის შეძენა და ამისთვის მზად არიან ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი დათმონ. ელ ზარმა ისედაც გამოთქვა სურვილი ლივერპულიდან წასვლისა, რადგან მას ძირითად შემადგნელობაში თამაში ურჩევნია, თუნდაც სხვა კლუბში. პლესისის შესახებ კი აქამდე არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა. ლივერპულის ხელმძღვანელებმა ნიცელ კოლეგებს სთხოვეს გადაწყვეტილება მანამ მიიღონ, ვიდრე მერსესაიდელები ინსუას ტრანსფერში აღებულ თანხას მარცხენა მცველის შეძენას დაახარჯავენ. View the full article
-
http://view.picapp.com/pictures.photo/image/9398242/grasshoppers-club-zuerich/grasshoppers-club-zuerich.jpg?size=380&imageId=9398242 გთავაზობთ ლივერპულის პირველი ამხანაგური თამაშის ვიდეო-მიმოხილვას და გამოკითხვის შედეგებს, თუ ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლივერპულის მხრიდან კი დანიელ აიალა დასახელდა… http://assets.liverpoolfc.tv/uploads/graph_4c486b8eaefc3115682164.jpg View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/3/19/1268987603242/Albert-Riera-001.jpg 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი, ალბერტ რიერა, უკვე შეგვიძლია ლივერპულის ყოფილ მოთამაშედ მოვიხსენიოთ, რადგან მისი წასვლა მერსესაიდიდან უკვე როი ჰოჯსონმაც და ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურეს… რიერა ამიერიდან ბერძნული “ოლიმპიაკოსის” შემადგენლობაში იასპარეზებს. აღნიშნულ ტრანსფერზე ინფორმაცია ბოლო 2 დღეა ვრცელდება, მაგრამ ახლა რიერას საბერძნეთში გადასვლა მისმა აგენტმაც დაადასტურა. ცნობილი გახდა ისიც, რომ რიერა “ოლიმპიაკოსთან” არა ორ, არამედ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო ხელფასის სახით წელიწადში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. 28 წლის ესპანელი შემტევის ყიდვა “ოლიმპიაკოსს” 5 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც Agence France Press-ის ცნობით საბერძნეთის ჩემპიონატისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ალბერტ რიერა “ლივერპულში” 2008-10 წლებში ასპარეზობდა და ამ ხნის მანძილზე მერსისაიდელთა რიგებში ჩატარებულ 55 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე იგი თამაშობდა “მალიორკაში”, “ბორდოში”, “ესპანიოლსა” და “მანჩესტერ სიტიში”. 2007 წლიდან რიერა ესპანეთის ნაკრების წევრიცაა. “ფურია როხას”შეამდგენლობაში ჩატარებულ 16 მატჩში მას 4 გოლი აქვს გატანილი. View the full article
-
/get_img?NrArticle=2057&NrImage=201 მანიჯე ჰეკმატი 47 წლის ირანელი რეჟისორი მანიჯე ჰეკმატი ირანულ კინოინდუსტრიაში თითქმის 30 წელია მუშაობს, როგორც რეჟისორის ასისტენტი, პროდიუსერი და რეჟისორი. რეჟისორს "ბათუმელები" საავტორო კინოს ბათუმის მე-4 საერთაშორისო ფესტივალზე შეხვდა, სადაც ჰეკმატი ჟიურის წევრი იყო. ფესტივალზე მისი ბოლო ფილმი, "სამი ქალი" აჩვენეს. „ინტერვიუ? დიდი სიამოვნებით, მაგრამ ცუდად ვიცი ინგლისური" – ღიმილითა და მობოდიშებით მითხრა ჰეკმატმა კინოთეატრ „თბილისის" ფოიეში, მისი ფილმის ჩვენების შემდეგ. ინტერვიუ კინოფესტივალის დასრულების შემდეგ მაინც შედგა. ჰეკმატი ირანში დასაბრუნებლად ემზადებოდა. სასტუმროს ჰოლში, ჩემოდნების გარემოცვაში რეჟისორი, ცოტა არ იყოს, დაღლილი გამოიყურებოდა, მაგრამ ჩვენი საუბარი ინგლისურ, ირანულ და ჟესტების ენაზე მაინც ემოციურად წარიმართა. „ძალიან ახალგაზრდა, 15 წლის ვიყავი, როცა კინოთი დავინტერესდი. ხან რეჟისორის ასისტენტად ვმუშაობდი, ხან პროდუსერად. ეს სულ სხვა რამეა და რეჟისორობას არაფრით ჰგავს. თითქმის 30 წელია ვმუშაობ კინოში და ბოლო ათი წელია, მოვკიდე ხელი რეჟისურას." ჰეკმატის ფილმების მთავარი გმირები ირანელი ქალები არიან. მისი პირველი ფილმი „ქალების ციხე" (2002 წ.), რომელიც ირანელ პატიმარ ქალებს ეხება, 80-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები და შვიდი პრიზი მიიღო. „ქალთა უფლებების მხრივ ირანში ბევრი პრობლემაა, მითუმეტეს, თუ ხელოვნების რომელიმე სფეროში ხარ დაკავებული. ქალები ბევრს, ძალიან ბევრს მუშაობენ, მაგრამ ხშირად მათ ვერ ამჩნევენ. არადა, ტიპური ირანელი ქალი ძალიან აქტიურია. უნივერსიტეტებში ბიჭებზე გაცილებით მეტი გოგონები არიან. ისინი კარგად სწავლობენ, მაგრამ მაინც უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ზოგადად, არ არის ადვილი იყო რეჟისორი და მითუმეტეს, ირანში იყო რეჟისორი ქალი. ამის მიუხედავად, ირანში მხატვრული ფილმების 22 რეჟისორი ქალია, ისინი ძალიან ნიჭიერი რეჟისორები არიან". ჰეკმატის ფილმები ირანულ ცენზურას ვერ გადაურჩა. ფილმიდან „ქალების ციხე“ 10 წუთი, ხოლო ფილმიდან "სამი ქალი" – ცხრა წუთი ამოჭრეს. „ ეს საშინელებაა, –ამბობს ჰეკმატი. – დამოუკიდებელი კინო ირანში მუდმივად ცენზურის შიშის ქვეშ მუშაობს. იღებ ფილმს, გაქვს ჩანაფიქრი და თან მუდმივად თავში გიტრიალებს: ცენზურა, ცენზურა... ფიქრობ დამოუკიდებლად, განსხვავებულად? ესე იგი, შენ პრობლემა გაქვს ცენზურასთან. მუშაობ, მუშაობ და მთავრობა იღებს ხელში მაკრატელს და ჭრის იმას, რაც არასწორად ეჩვენება. საშინელი სასოწარკვეთა გეუფლება, როცა შენს ფილმს დანაკუწებულს ხედავ. ვერც ერთი ფილმი ვერ გავა ირანში ეკრანზე, თუ ის კულტურის სამინისტროს სპეციალურმა განყოფილებამ არ ნახა. ჯერ სცენარს ნახულობენ, თუ მოახერხე გასვლა, ხომ კარგი, მაგრამ შემდეგ ფილმზე გიწევს ნერვიულობა. არ იცი, რა იქნება. სულ გამოწმებენ, გამოწმებენ... რომ არა ცენზურა, ირანული კინო სულ სხვანაირი, ბევრად უკეთესი იქნებოდა, მსოფლიოში საუკეთესო." საავტორო კინოს ბათუმის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალზე, სექციაში „შეხვედრა ჟიურისთან", ჰეკმატის ბოლო ფილმი, „სამი ქალი" აჩვენეს. ფილმი, რომელიც სამი თაობის ქალებისა და მათი ხალიჩების ამბავს გვიამბობს, ფესტივალის მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ფილმის შემდეგ კინოთეატრის ჰოლში რეჟისორმა აღნიშნა, რომ ირანული ხალიჩებისა და ქალების ისტორია, ერთი ისტორიაა; „ეს მხოლოდ ხალიჩა არ არის. ეს ირანის ისტორიაა, რომელიც ირანელი ქალების ხელით იქსოვება. „ჩემი სახლი, ჩემი ხალიჩა, ჩემი დედა..." – ეს თითქმის ერთი და იგივეა. ხალიჩაა ჩვენი სურვილების, შესაძლებლობების, ოცნებების ასპარეზი, ყოველი ძაფი კი ირანის სიცოცხლე და ისტორიაა. არასდროს მოგვეცა ირანში ქალებს საშუალება, რომ ჩვენი ხალიჩა დავასრულოთ, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ..." ფილმში სამი მთავარი როლია, რომელთაგანაც ერთ-ერთს, პეგას, რეჟისორის შვილი თამაშობს. მას სინამდვილეშიც პეგა ჰქვია. ჰეკმატს ორი ქალიშვილი ჰყავს, უფროსი, 26 წლის მაშიდი კანადაში ცხოვრობს, უმცროსი – პეგა, დედასთან, თეირანში. 25 წლის პეგა აჰანგარანი ირანული კინოს ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია. მას სამსახიობო კარიერაში შვიდი მთავარი როლი აქვს შესრულებული და მიღებული აქვს ორი ჯილდო, კაიროსა და ირანის საერთაშორსო ფესტივალებზე. 2009 წელს პეგას სახელი პროფესიული საქმიანობის მიღმაც გახმაურდა. „ირანში ახალგაზრდა მსახიობი, პეგა აჰანგარანი დააპატიმრეს" – ეს შეტყობინება სოციალურ ქსელ თვითერზე 27 ივლისს გამოჩნდა, როცა თვითერი ირანში მიმდინარე მოვლენების ყველაზე ობიექტური პირველწყარო იყო. პეგა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული არეულობის გამო დააკავეს. დაკავების ორდერში მითითებული იყო, რომ იგი ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ მუსავის აქტიური მხარდამჭერია. „–არაფერი მიღონია, არსად დამირეკავს," – ყვება ჰეკმატი პეგას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. „– აი, ასე ვიჯექი იატაკზე და ვერაფერზე ვფიქრობდი. ეს სულ ერთ დღეს გაგრძელდა, მეორე დღეს პეგა გაათავისუფლეს, მაგრამ დედისთვის ერთი დღეც საკმარისია." პეგა აჰანგარანი ყოველთვის გამოირჩეოდა აზრის თავისუფალი გამოხატვით. 2008 წელს ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე ჩასულმა პეგამ საკმაოდ გაბედული ინტერვიუ მისცა „დოიჩე ველეს". იგი სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და ირანში არსებულ ცენზურასა და თვითცენზურაზე საუბრობდა და ღიად ამბობდა, რომ ირანში რეფორმების მომხრეა და მუსავის უჭერს მხარს. „დოიჩე ველე" წერდა, რომ პეგა აჰანგარანის თამამი გადაწყვეტილება, გადაეღო ფოტოები თავსაფრის გარეშე, უკვე პოლიტიკური განაცხადის ტოლფასი იყო. პეგას ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე კარგად იცნობენ. ირანელი მსახიობი პირველივე ფესტივალის სტუმარი და კინოფესტივალის სახე იყო და მას შემდეგ ყოველ წელს ჩამოდიოდა ბათუმის კინოფესტივალზე. მხიარულ, ექსპანსიურ პეგას ფესტივალზე 2009 წელსაც ელოდნენ, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ მსახიობს ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცა. „პეგას თაობასთან არასოდეს მქონია გაუცხოება. ეს ჩემი შვილების თაობაა, ვიცი, როგორ გაიზარდნენ და მათი კარგად მესმის. – ამბობს მანიჯე ჰეკმატი. –ამჟამად ახალ მხატვრულ ფილმზე,„იავნანაზე“ ვმუშაობ, პეგას კი იღებენ ფილმში, რომლის ავტორი მაჰმად ბოზორნიეა, ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი. იმედია, პეგა მომავალში შეძლებს ბათუმში ჩამოსვლას". სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/get_img-150x150.pngვებგვერდებზე Forum.ge და Top.ge დღეს ვირუსი გავრცელდა, რომელიც მომხმარებლებს საფრთხეს უქმნის. ყველა საიტზე, სადაც top.ge-ს მთვლელია განთავსებული (counter.top.ge), გამაფრთხილებელი წითელი ეკრანი ჩნდება. როგორც საიტის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდება: „ორივე საიტი იყენებს ერთიან საბანერო ქსელს, რომლის მეშვეობით მოხდა ე. წ. ვირუსული კოდის გავრცელება. ამჟამად შეტყობინება ხელახალ შემოწმებაზე Google-ში გაგზავნილია და, ალბათ, რამდენიმე საათში პრობლემა მოიხსნება.“ იხილეთ epn.ge
-
http://legacy.proevoworld.com/images/public/europaleague%201.jpg უეფას მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ”ლივერპულის” მეტოქე მაკედონიური ”რაბოტნიჩკი” იქნება… პირველი თამაში ჩატარდა მაკედონიაში, სადაც მასპინძლებამა მინიმალური სხვაობით 1-0 იმარჯვეს, ხოლო განმეორებითი მატჩი უგოლოდ დასრულდა. მესამე საკვალიფაკაციო რაუნდის პირველი თამაში 29 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 5 აგვისტოს ჩატარდება. View the full article
-
23 ივლისს, 10:00 საათზე, თსუ-ში ოკუპაციურ თერაპიაზე სამხრეთ კავკასიაში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. თსუ-ის II კორპუსი, II სართული, ფიზიკის დიდი აუდიტორია 23 ივლისს, 11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდება. 23 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი განახლდება. 23 ივლისს, 11:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გადამზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს. მის: ანა პოლიტკოვსკაიას #9 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) 23 ივლისს, 12:00 საათზე “რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში, “ნოვაია გაზეტას” სპეციალური ფოტოკორესპონდენტის ვიქტორია ივლევას პრესკონფერენცია გაიმართება. მის: რუსთავლის გამზ. #2, გრიბოედოვის სახელობის თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოფისი #808 23 ივლისს, 13:00 საათზე, კომუნიკაციების მრეგულირებელი კომისიის შენობასთან “ლეიბორისტული პარტიის” აქცია-ბრიფინგი გაიმართება. თემა: “მობილურ საუბრებზე ტარიფების შემცირება”. 23 ივლისს, 13:00 საათზე, “ეროვნული ფორუმის” ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “საარჩევნო გარემოს შეცვლის მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმა და პარლამენტის მიერ მოცემული თანხმობა საკანონმდებლო ინიციატივის შესატანად 30 000 ხელმოწერის შეგროვების თაობაზე”. მის: ლვოვის ქ. #82 23 ივლისს, 14:30 საათზე, ქალაქ ლაგოდეხში, სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ს.ს. `არქიმედეს გლობალ ჯორჯიასა~ და საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში, 15-კაციანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყრება. 23 ივლისს, 15.00 საათზე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია საქვეყნოდ გამოაცხადებს წინასწარ დასკვნას, ახალი კონსტიტუციის მიღებულ პროექტთან დაკავშირებით”. მის: გალაკტიონის ქ. #20(“კავკასიური სახლი”) 23 ივლისს, 15:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ~კონსერვატიული პარტიისა~ და დევნილების აქცია გაიმართება. 23 ივლისს, 16:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით, საწარმოებში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, წევრი კომპანიების შესაბამისი სპეციალისტების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მის: გაზაფხულის ქ. #14 საკონტაქტო პირი თამთა გერგედავა, ტელ.: 899 47 44 30; 879 47 44 30 23 ივლისს, 16:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ექიმთა ასოციაციის წევრებს შეხვდება. პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 23 ივლისს, 17.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. მის: უზნაძის ქ. №52 23 ივლისს, 17.00 საათზე, ~ქარვასლაში~ რუსი ფოტოკორესპონდენტის ვიქტორია ივლევას ნამუშევრების გამოფენა – “ომის აპოთეოზი” გაიხსნება. მის: სიონის ქ. #8(თბილისის ისტორიის მუზეუმი “ქარვასლა”) 23 ივლისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი “მშვიდობის ხიდზე” კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს გამართავს. “მშვიდობის ხიდი” რიყეზე (შესასვლელი ერეკლე II ქუჩიდან) იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kvira-potomani_wmv-v9wmv_000099186-150x150.jpgინტერნეტ რეალითი შოუ “ფოტომანი 2010” დასრულდა. 22 კონკურსანტიდან საბოლოოდ 3 გამარჯვებული გამოვლინდა. გრან-პრი, 1000 ლარი და სალონ “დიადემასგან” ვერცხლის ფოტოკამერა 2010 წლის ფოტომანს, პროფესიით ნეიროქირურგს, რომან ლომიძეს ხვდა წილად.Fფოტომანის ორგანიზატორები საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, ფოტოლაიფ სტუდიო და ტიფლის ივენთი იყვნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/potomani_22_07_2010wmv_000003919.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/200912183801-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული განათლების სიტემა მაინც არ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს. მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მოდერნიზაცია სჭირდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც უწყების ხელმძღვანელ დიმიტრი შაშკინითან ერთად, დეპარტმანტების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/mishika_22_07_2010flv_000007320.jpg itvს ლინკი