Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.… ლინკი მედიანიუსზე
  2. ფინანსთა სამინისტროს კახეთის რეგიონალური საფინანსო ცენტრის 70-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამჟამად საფინანსო ცენტრის მუშაობა თითქმის პარალიზებულია, _… ლინკი მედიანიუსზე
  3. `თელასის” ქვესადგურ `მთაწმინდაში” პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, 22 ივლისს 10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის მოსახლეობის… ლინკი მედიანიუსზე
  4. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ქართველი ბიზნესმენები ქართველი ექსპორტიორებისთვის გამართულ სემინარზე არ გამოცხადების გამო გააკრიტიკა.… ლინკი მედიანიუსზე
  5. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, კონსტიტუციის ახალი პროექტით საქართველოში ხელისუფლების უზურპაციის კიდევ უფრო მეტი განმტკიცება… ლინკი მედიანიუსზე
  6. „რკინიგზის ტელეკომში“ ტექნიკური შეფერხების გამო, „კავკასუს ინლაინის“ აბონენტებს გლობალური ინტერნეტის მიწოდება დროებით შეუწყდათ. „კავკასუს ონლაინის“ ინფორმაციით,… ლინკი მედიანიუსზე
  7. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/education/persons/shashkin_d_01.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. polity.ge
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/art_geni-150x150.jpgპოპულარულმა ფესტივალმა „არტ-გენმა” სტარტი12 ივნისს, წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში აიღო. გასვლითი კონცერტები სამცხე-ჯავახეთსა და რაჭაში ჩატარდა. 20 ივლისიდან კი უკვე თბილისში გაგრძელდა. ეთნოგრაფიულ მუზეუმში გუშინ განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. საღამო რობი კუხიანიძის „აუთსაიდერის” კონცერტით და სანკტ-პეტერბურგიდან სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოსული ჯგუფის „მარკშეიდერ კუნსთის” პერფორმანსით დაიხურა. „არტ-გენის” ღამე… ნახეთ თამუნა კვარაცხელიას სიუჟეტში http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/art.jpg itvს ლინკი
  9. /get_img?NrArticle=2047&NrImage=2 გვაქვს თუ არა მოდერნიზმი საქართველოში, როგორ იცვლება შენობების იდეოლოგია მათი ფუნქციის ცვლილების დროს და რატომ გვავიწყდება არქიტექტორ გიორგი ჩახავას უტოპისტური ნაგებობის ფასი თანამედროვე არქიტექტურის კონტექსტში? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა დამთვალიერებელს 22-25 ივლისს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროში ექნება, რომელიც ქართველი და უცხოელი კურატორების შემოქმედებითი ინსპირაციის საგანი გახდა და რომელიც სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს პროექტს სახელწოდებით – ”გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს”. 22-25 ივლისს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტრო ლორა პალმერის ფონდის, ჯეოეარ საქართველოსა და The Other Space Foundation-ის პროექტს უმასპინძლებს. ინტერდისციპლინარული პროექტის სახელწოდებაა ”გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს”. სამი დღის მანძილზე დაგეგმილი საუბრები, დისკუსიები, პრეფორმანსები და კონცერტები ორი მთავარი თემის გარშემო ერთიანდება: უტოპიური აზროვნება არქიტექტურაში და მოდერნიზმი. მონაწილე არტისტების, მუსიკოსების, თეორეტიკოსების, კრიტიკოსებისა და არქიტექტორებისათვის პროექტში სპეციალური ექსკურსიებიცაა გათვალისწინებული. ისინი თბილისში არსებულ უფუნქციოდ დარჩენილ, ე.წ. გაყინულ ნაგებობებთან ერთად გლდანის ნაგავსაყრელსაც მოინახულებენ. 70-იან წლებში სწორედ იქ გადაიტანეს ნაგავსაყრელი, რომელიც თავის დროზე საავტომობილო გზების სამინისტროს შენობის ადგილზე მდებარეობდა. საავტომობილო გზების სამინისტრო 1975 წელს აშენდა იმდროინდელი მინისტრის, არქიტექტორ გიორგი ჩახავას მიერ. პროექტის ”გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს” ერთ-ერთი ორგანიზატორი და კურატორი ნინი ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის შენობა არა მარტო საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა სივრცეში, არამედ, საერთოდ, არქიტექტურულ სივრცეში ძალიან ცოტაა, - ”ეს შენობა პომპიდუს ცენტრის, ბერლინის ლუდვიგ მის ვან დერ როეს მიერ აშენებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, ოსკარ ნიმაიერის ბრაზილიის შენობების გვერდზე, მათთან ერთად არის მოხსენებული. ჩვენ კი ეს არ ვიცით”. ყოფილი სამინისტროს შენობა არა მხოლოდ პროექტის მასპინძელი, არამედ მთავარი პერსონაჟიც იქნება. იგი იმ საკვლევი ტექსტის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც საკუთარ თავში ახალ ტექსტებს შექმნის და განავითარებს. არტისტები და თეორეტიკოსები შენობის ისტორიის, მდებარეობის, ირგვლივ არსებული მწვანე საფარის შესწავლის შედეგად, პერფორმანსებსა და მოხსენებებს სწორედ ჩახავას ნამუშევრის გარშემო ააგებენ. ”ჯეოეარი ნაკლებად ცდილობს მუზეუმების და გალერეების ინსტიტუციონალურ სივრცეებში დამკვიდრებას . გვინდა, სხვა შენობები გავაცოცხლოთ, გარეთ გავიდეთ და საზოგადოებრივ ადგილებში ვიტრიალოთ”, - ამბობს ნინი ფალავანდიშვილი. თუმცა, საგამოფენოდ ყოფილი სამინისტროს შერჩევის ინიციატივა ამჯერად პოლონელ კურატორს, ჯოანა ვარშას ეკუთვნის, რომელმაც შარშან თბილისში ”ბეთლემის პროექტი” განახორციელა - გამოფენებისა და წარმოდგენების ციკლი ქალაქის ძველი უბნის სხვადასხვა ადგილებში. პოლონური მხარე წლევანდელი პროექტის საორგანიზაციო ნაწილთან ერთად მის დაფინანსებასაც უზრუნველყოფს. ყოფილი სამინისტროს დღევანდელი პატრონი საქართველოს ბანკია. მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, იქ ბანკის სათაო ოფისი დაიდებს ბინას. გიორგი ჩახავას მიერ დაპროექტებულ ნაგებობას დღეს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველოში ამ შენობას გვიანდელ მოდერნიზმს მიაკუთვნებენ. 70-იან წლებში, მშენებლობის პროცესში, მოსკოვიდან მოულოდნელად მოსულმა ბრძანებამ პროექტი შეაჩერა. როგორც ნინი ფალავანდიშვილი ამბობს, არქიტექტორმა თავისი ნამუშევრის დაცვა მოახერხა და საქმე ბოლომდე მიიყვანა, - ”გიორგი ჩახავას იდეა აბსოლუტურად უტოპიური იყო. ქართული და საბჭოთა არქიტექტურის გარემოში ეს ნაგებობა არანაირად არ ეწერებოდა. ქართულ და რუსულ პრესაში მას გამოხმაურებაც არ მოჰყოლია. ვერ აღიქვეს, თუ რამდენად საინტერესო და ახლებური იყო არქიტექტორის აზროვნება. ჩახავას მთავარი იდეა ბუნებასთან ახლოს ყოფნაში მდგომარეობდა. მისი სურვილი არქიტექტურაში ბუნების მიერ ნაკარნახევი პირობების გამოყენება იყო, ამიტომაც მისცა შენობას ტერასული და ერთმანეთზე გადაკვეთილი კონსტრუქცია, ჩახავას უნდოდა, შეძლებისდაგვარად ნაკლები ადგილი დაეკავებინა მიწაზე და მშენებლობა ჰორიზონტალურად, ჰაერში განევითარებინა. ამიტომ მისი აზროვნება, გარკვეული თვალსაზრისით, ძალიან ფუტურისტული და, ამავდროულად, უტიპიურიც არის - სადამდე უნდა გაზარდო, სადამდე უნდა ახვიდე ცაში ასეთი ნაგებობით?”. იხილეთ პროგრამა სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/lukashenko_putin_02.jpgბელორუსის ბეჭდურ მედიაში, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განკარგულებით, რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის მაკომპრომეტირებელი მასალა გამოჩნდა. polity.ge
  11. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ სამინისტროში არსებულ რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. როგორც დღეს… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tbc-150x150.jpgსამეგრელოს რეგიონში ევროპული სტანდატრტების მქონე სამედიცინო დაწესებულებების ასაშენებლად კომპანია “ბლოკ ჯორჯიამ” USAID-ის გარანტიით თი-ბი-სი ბანკისგან 8 მილიონ დოლარიანი სესხი მიიღო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/tb.jpg itvს ლინკი
  13. მოგეხსენებათ ,თუ ''დინამომ '' შვედური ''გეფლეს'' ბარიერი გადალახა, შემდგომ ეტაპზე ავსტრიულ ''შტურმს'' დაუპირისპირდება. იხილეთ fanebi.com
  14. როგორც „რკინიგზის ტელეკომის“ქსელის მართვის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით ცერცვაძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, სამუშაო ჯგუფს აღდგენითი სამუშაოები დღეს, დილის 5 საათზე, უნდა დაეწყო, თუმცა, გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, დრომ გადაიწია და „კავკაზუს ონლაინის“ აბონენტებსა და სომხეთს ინტერნეტის მიწოდება დაახლოებით 4 საათში აღუდგება. „ვვარადუობთ, რომ დაახლოებით 3–4 საათში აღდგება ინტერნეტი, თუკი სამუშაო პროცესის დროს კიდევ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ წარმოიშვა“, –ამბობს ცერცვაძე. მიის თქმით, დაახლოებით დღენახევრის წინ ქუთაისთან ახლოს, მაგისტრალზე, ასფალტის სიღრმეში წარმოქმნილმა დაზიანებამ საკომუნიკაციო კაბელები მწყობრიდან გამოიყვანა. როგორც დავით ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველოს მოსახლეობის გარდა, „კავკაზუს ონლინი“ ინტერნეტს სომხეთსაც აწვდის. „ამ ავარიის გამო, ახლა სომხეთის 80 %–ს ინტერნეტი არ აქვს“. NEWS.am, სომხური ონლაინ გამოცემის მიხედვით, ინტერნეტის მიწოდების მხრივ, სომხეთს საქართველოს გამო პრობლემა მხოლოდ ივლისში ექვსჯერ შეექმნა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. "არსენალის" ცენტრალურმა მცველმა ტომას ვერმალენმა კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს ინტერვიუს მისცა, სადაც გუნდის ახალწვეული ლორან კოსიელნი შეაფასა, რომელთან ერთადაც მომავალ წელს ის დაცვის ხაზში ითამაშებს. იხილეთ fanebi.com
  16. "ლივერპულის" ესპანელი ნახევარმცველი ალბერტ რიერა მომავალი სეზონიდან ბერძნული "ოლიმპიაკოსის" მაისურით იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას Agence France Presse ავრცელებს. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...