Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციურ თერაპიაზე სამხრეთ კავკასიაში პირველ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. ორდღიანი კონფერენცია… ლინკი მედიანიუსზე
  2. საეკლესიო კალენდარი შაბათი ხსენება დიდმოწამე ევფემია ყოვლადქებულის სასწაულისა, რაჟამს იგი ქალკიდონისა კრებამან დაწერეს სარწმუნოება, რომლითაც განმტკიცდა… ლინკი მედიანიუსზე
  3. "მილანის" ინტერის ბრაზილიელმა მცველმა მაიკონმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთელსა და მადრიდის "რეალს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და აღნიშნა, რომ "სამეფო გუნდში" თამაშის დიდი სურვილი აქვს, თუმცა იქვე დაამატა, რომ რომ არა ჟოზე მაურინიო, კარიერის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაგრძელებაზე არც კი დაფიქრდებოდა. იხილეთ fanebi.com
  4. ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა,რომ ლივერპულიდან ალბერტ რიერა საბერძნეთში,კერძოდ კი ოლიმპიაკოსში წავიდა სათამაშოდ. იხილეთ fanebi.com
  5. ლორან ბლანმა საფრანგეთის ნაკრების 23 ფეხბურთელი დაითხოვა.ეს ის მოთამაშეები არიან,რომლებიც ნაკრებს წაყვანილი ჰყავდა მსოფლიო ჩემპიონატზე. იხილეთ fanebi.com
  6. როგორც ფრანგული პრესა წერს ჰატიმ ბენ არფა არის ის პიროვნება რომელსაც,კლაუს ალოფსმა დაადგა თვალი და ამზადებს ოზილის შემცვლელად. იხილეთ fanebi.com
  7. იტალიური პრესის ცნობით ბალოტელის კარიერა “ინტერში” დასრულდა... იხილეთ fanebi.com
  8. როგორც იცით “მილანს” ახალი მწვრთნელი ჰყავს მასიმო ალეგრი, რომელმაც ბერლუსკონის ვან დერ ვაარტის ყიდვა სთხოვა… იხილეთ fanebi.com
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nationaleinterests.jpg გორდონ ბარდოსი იმის გასაგებად, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ჩვენ, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური გზებით ერაყსა და ავღანეთში, დასაწყისისთვის ყურადღება იმას უნდა მივაპყროთ, თუ რა გავაკეთეთ ბოლო 10–15 წლის განმავლობაში ბოსნიასა და კოსოვოში. ეს შედარება კი განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. აი რას უნდა ჩავუფიქრდეთ. ბოსნია და ჰერცოგოვინამ (რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 4.6 მილიონი ადამიანია) ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი საერთაშორისო დახმარება მიიღო, ვიდრე ევროპის ნებისმიერმა ქვეყანამ მარშალის გეგმის ფარგლებში. კოსოვოს მხარემ (2 მილიონიანი მოსახლეობით) ამ მაჩვენებელსაც გადააჭარბა. ერთ–ერთი შეფასებით, 2005 წელს კოსოვომ ერთ სულ მოსახლეზე 25–ჯერ მეტი დახმარება მიიღო, ვიდრე ავღანეთმა. 1996 წელს ომის შემდგომი პერიოდის ბოსნია და 1999 წელს ომის შემდგომი პერიოდის კოსოვო სამხედრო თვალსაზირისით სრულად დაცულები იყვნენ, ამ ტერიტორიებზე, შესაბამისად 60 და 30 ათასი უცხოელი სამხედროს ყოფნით. სამხედროების გარდა, მარტო ბოსნიაში 1996 წელს სხვადასხვა ქვეყნიდან 10 ათასზე მეტი სამოქალაქო მოსამსახურე გაიგზავნა. თუკი ამ რიცხვების გავაშალაშინებთ ისე, როგორც ამას Rand Corporation–ის ჯეიმს დობინსი აკეთებს, გამოვა, რომ ერაყში, კოსოვოს პროპორციულად დაახლოებით 526 ათასი უცხოელი სამხედრო მოსამსახურე უნდა იყოს. და რას მივაღწიეთ ამდენი რესურსისა და დროის ხარჯვით და ამხელა პერსონალის გაგზავნით ბალკანეთის ამ პატარა ქვეყნებში? რაც შეეხება პოლიტიკას და კონსტიტუციას, ბოსნიაში ეთნკური ჯგუფები დღემდე დაობენ იგივე საკითხებზე, რაზეც 20 წლის წინ კამათობდნენ – ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე. ესენია: ერთმანეთში ძალაუფლების გაყოფის საკითხი, რა დოზით უნდა იქცეს ბოსნია უნიტარულ ან ფედერაციულ სახელმწიფოდ. ბოსნიელი სერბების უმრავლესობა კვლავ სერბეთთან გაერთიანების ან სრული დამოუკიდებლობის მომხრეა. ახლახანს ჰერცოგოვინაში, ქალაქ სტოლაჩში, სამხედრო ცერემონიალის დროს ჰიმნს ასრულებდნენ, მაგრამ ეს მეზობელი ხორვატიის ჰიმნი იყო და არა ბოსნია–ჰერცოგოვინის. აპრილში სარაევოში დიდი სამხედრო პატივით დაკრძალეს გენერალი, რომელიც იუგოსლავიის საქმეზე საერთაშორისო ტრიბუნალმა ხორვატებისა და სერბების წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისთვის გაასამართლა. ხოლო ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხშირად არღვევს საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცედურებსა და წესებს, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. ამას ის ფაქტიც დაუმატეთ, რომ ბოსნიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეა, და გასაგები გახდება, თუ რა მცირეა პროგრესი, რომელსაც ბოშნიაკების, ხორვატებისა და სერბების დაახლოებასა და მათ ერთიან სახელმწიფოებრივ მომავალზე წარმოდგენის ჩამოყალიბებაში მივაღწიეთ. ასეთ პრობლემებთან შეტაკებისას, ზოგიერთი მიმომხილველი ამტკიცებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ ამ ქვეყანაში პოზიციები უნდა განიმტკიცოს, აღადგინოს რა, მაგალითად უმაღლესი წარმომადგენლის პოსტი. არსებობს კიდევ ერთი იდეაც – ბალკანეთში აშშ–ს ან ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. ამ წინადადებების უგუნურობის გასაგებად, წარმოიდგინეთ, რომ ბაღდადში პოლ ბრემერს აბრუნებენ, სადაც ის ხელახლა ხსნის ბაღდადის დროებით ადმინისტრაციას, მაგალითად 2018 წელს, უფრო ზუსტად კი თხუთმეტ წელიწადში მას შემდეგ, რაც გაისმა ფრაზა „ამოცანა შესრულებულია“. ხოლო ბოლოდროინდელი აურზაური ავღანეთში იმაზე მიუთითებს, რომ დამატებითი ჩინოვნიკური პოსტების შექმნა ჩვეულებრივ მხოლოდ ართულებს შეთანხმებული და თანმიმდევრული პოლიტიკის გამომუშავებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ანალოგიურია კოსოვოში სახელმწიფოს მშენებლობის ისტორია. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატომ და გაერომ კოსოვო საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს, და ახლა მსოფლიო ბანკის მონაცემებით უმუშევრობის დონე იქ 47%–ს აღწევს და რომ კოსოვო ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. შარშან, უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch–ი იუწყებოდა, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იქ ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა. ხოლო უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია Minority Rights Group International–ი ამტიკცებს, რომ სიტუაცია ქვეყანაში პირიქით, უარესდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში კოსოვოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი შემცირდა. ხოლო საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აცხადებს, რომ „ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია საყოველთაოდ გავრცელებულია და იზრდება კიდეც“. კოსოვოს „გაყინული“ კონფლიქტი კვლავ დაურეგულირებელია, მეზობელ მაკედონიაში კი ალბანელი პოლიტიკოსები ღიად მოუწოდებენ ქვეყნის ახალი ეთნო–ტერიტორიული ფედერალური მოწყობისკენ (ბალკანეთში ჩვეულებრივ ეს გამოყოფისკენ მიმართული პირველი ნაბიჯია). გელაპის ინსტიტუტში ბალკანეთის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა ახლახანს კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ალბანეთის და კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობას ორი სახელმწიფოს გაერთიანების იმედი აქვს. თუკი ასეთი პოლიტიკური მოლოდინები გაძლიერდება, შედეგად მივიღებთ იმას, რომ სამხრეთ ბალკანეთის სტაბილიზაციისკენ მიმართული მრავალწლიანი ძალისხმევა, მარცხით დასრულდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი სიტუაცია ავღანეთსა და ერაყში ჩვენი ქმედებებისთვის? სამწუხაროდ, კარგს არაფერს. ათ წელზე მეტხანს ინტენსიური საერთაშორისო ძალისხმევის შემდეგ, ჩვენმა სამხედრო და პოლიტიკურმა ქმედებებმა ამ პატარა ბალკანურ ქვეყნებში ძალიან მოკრძალებული შედეგები მოგვცა. სამხედრო თვალსაზრისით, კონფლიქტის შემდეგ ჩვენ შევძელით ამ მრავალნაციონალურ სახელმწიფოებში ცხოვრების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. თუმცა, ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ის, რომ ბოსნია და კოსოვო – პატარა ქვეყნებია, რომლებიც ევროპის ცენტრში მდებარეობენ, და მათი მოსახლოება დიდწილად პროამერიკული განწყობისაა. ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჩვენ ასეთი უპირატესობა ცხადია არ გაგვაჩნია. პოლიტიკური თვალსაზრისით, ბალკანეთში სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში ჩვენი წარმატებები ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. საქმე ის არის, რომ დღეს სულ უფრო რთულია იმის მტკიცება, თითქოს ჩვენ გაგვაჩნია აუცილებელი ინტელექტუალური, პოლიტიკური და ფინანსური რესურსები სხვა ქვეყნებში პოლიტიკური კულტურის ტრანსფორმაციისთვის – დროის იმ ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ამერიკულ საარჩევნო ციკლს და ვაშინგტონელი პოლიტიკოსების გაზრდილი ყურადღების პერიოდს მოიცავს. ეს კი კარგს არაფერს უქადის ავღანეთსა და ერაყში ჩვენს არანორმალურად რთულ სამხედრო და პოლიტიკურ ძალისმევას. ერაყში ომის დაწყებაზე გადაწყვეტილება დიდწილად ეფუძნებოდა ვაშინგტონში საყოველთაოდ გაბატონებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აშშ–ს ძალისხმევა ბალკანეთში შედეგიანი იყო. 2002 წელს, ბევრი საპირისპირო მტკიცებულების მიუხედავად, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე ჯეიმს რუბინმა განაცხადა, რომ „კოსოვო წარმატებად იქცა“. ამას ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორიც ადასტურებს, რომელმაც განაცხადა, რომ კოსოვოში ნატოს ჯარების ყოფნის პირობებში ეთნიკური დევნა ისეთივე სერიოზულია, როგორც სლობოდან მილოშევიჩის დროს ეთნიკური დევნა კოსოვოში. ერაყში შეჭრის წინ რუბინმა მოითხოვა სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში მაღალი რანგის წარმომადგენლის პოსტის შემქნა („შესაბამისი ბიუჯეტით“). დაიღუპა ათასობით ავღანელი, ამერიკელი და ერაყელი (და დაიხარჯა ასობით მილიარდი დოლარი) – და ახლა გამოჩნდა, რომ ენთუზიაზმი ავღანეთსა და ერაყში სახელმწიფოს მშენებლობის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგრამ ეს ენთუზიაზმი საერთოდ არ გაჩნდებოდა, ჩვენ რომ უფრო სერიოზული (და უფრო გულწრფელი) დამოკიდებულება გამოგვეჩინა ბალკანეთში მიმდინარე პროცესების მიმართ. გორდონ ბარდოსი – კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ორიგინალი ორიგინალი
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nationaleinterests.jpg დაგ ბენდოუ ნატოს შექმნის დღიდან სამოც წელზე მეტი გავიდა და ევროპელები თავდაცვაზე სულ უფრო მეტ ეკონომიას აკეთებენ. რადგან გაკოტრებული კონტინენტი სასოწარკვეთილი ამცირებს სახელმწიფო ხარჯებს, ევროპის ასიგნებები სამხედრო საჭიროებებზე სულ უფრო მეტად შემცირდება. ვაშინგტონის ფინანასური მდგომარეობა უკეთესი არ არის: სამხედრო ასიგნებები შეერთებულმა შტატებმაც უნდა შეამციროს, განსაკუთრებით ევროპაზე. ტრანსატლანტიკური ალიანსი 1949 წელს შეიქმნა, როდესაც საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა გაუარესდა. სასტიკი წითელი არმიის ხატი დასავლეთისთვის კოშმარად იქცა. და მიუხედავად ამისა, ნატო ყოველთვის ჩრდილოეთ ამერიკის და სხვების მხარდამჭერი იყო. ალიანსის არსებობის პირველ წლებში მისი ევროპელი წევრები, აბსოლუტურად გასაგები მიზეზების გამო, ეკონომიკის აღდგენაზე იყვნენ კონცენტრირებულები. მაგრამ სამხედრო ხარჯების მძიმე ტვირთი ყოველთვის შეეთებული შტატებისთვის ჰქონდათ გადაბარებული. ვაშინგტონი რეგულარულად ემუდარებოდა თავის მოკავშირეებს სამხედრო ასიგნებები გაეზარდათ, და ისინიც რეგულარულად თანხმდებოდნენ. თუმცა მოგვიანებით, იმავე რეგულარობით სიტყვას არ ასრულებდნენ და თავს საშინაო საჭიროებებითა და პოლიტიკური პრობლემებით იმართლებდნენ. გასული საუკუნის 80–იანი წლებისთვის ევროპელები უკვე აქტიურად აპროტესტებდნენ ამერიკულ ინიციატივებს ცენტრალურ ამერიკასა და სხვა ადგილებში. მაგრამ ამერიკა მისი უძღები მოკავშირეების დაცვას განაგრძობდა. შემდეგ კომუნიზმის კრახიც დადგა. რისთვის არის საჭირო ნატო, რომელიც თავისი არსით ანტისაბჭოთა ალიანსი გახლდათ? დღეს ევროპას არავისგან დაცვა აღარ სჭირდება. სასტიკი წითელი არმია აღარ არსებობს. მოსკოვს მხოლოდ შეზღუდული არაბირთვული ძალები გააჩნია და ვარშავისა და ბუდაპეშტის, რომ აღარაფერი ვთქვათ ბერლინსა და პარიზზე, აღებას აღარ გეგმავს. ევროკავშირს ერთიანად ამერიკაზე მეტი მოსახლეობა და მასზე ძლიერი ეკონომიკა აქვს. თავდაპირველად ნატოს მხარდამჭერები გამოდიოდნენ წინადადებით, რომ ალიანსი ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და გარემოს დაცვის პრობლემებით დაკავებულიყო. შემდეგ ალიანსმა რეგიონალური ინტეგრაციის იდეის კულტივირება დაიწყო, ფართოვდებოდა რა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისკენ. ყველა ეს მისია უაზრო იყო. არასამხედრო ხასიათის ამოცანებს ევროკავშირი ყოველთვის უკეთ უმკლავდებოდა. შემდეგ ნატო გასცდა საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებს, როდესაც სერბეთის წინააღმდეგ, რომელიც ალიანსის არცერთ წევრს არ ემუქრებოდა, აგრესია წამოიწყო. მიზანი კოსოვოში ეთნიკური კონფლიქტის დარეგულირება გახლდათ. მაგრამ ბალკანეთი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის. დღეს ავღანეთის მისია არსებობს. თუმცა, ავღანეთის ომი დიდწილად ამერიკის ომად რჩება. ყველაზე დიდ სამოკავშირეო დახმარებას სახელმწიფოების მხოლოდ პატარა ჯგუფი ახორციელებს, და ამ დახმარების ორგანიზება ორმხრივი ურთიერთოებების საფუძველზეც შეიძლებოდა. (ავსტრალია ამას უკვე აკეთებს ნატოს ფარგლებს მიღმა). ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობამ ავღანეთში მხოლოდ მცრირერიცხოვანი სამხედრო კონტიგენტები გაგზავნა, და მათ მონაწილობას სამხედრო მოქმედებებში მთელი რიგი პირობებით შეზღუდვები დაუწესა. ყველა მათგანი ბრძოლის ველიდან მოშორებულია. და ყველა იმას ფიქრობს, რაც შეიძლება მალე დატოვოს იქაურობა. იმავდროულად, ნატოს გაფართოვებას ის მოჰყვებოდა, რომ ამერიკა ნაკლებად დაცული გახდებოდა. ალიანსის შემადგენლობაში ბალკანეთის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიღება მას უამრავ ახალ ვალდებულებას დაუმატებდა, ხოლო ახალ შესაძლებლობებს ფაქტობრივად ვერ შესძენდა. ნატოში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანება სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებდა, რადგან ალიანსის რიგებში შეიძლება უსაფრთხოების უზარმაზარი შავი ხვრელები გაჩენილიყო. არც ერთ და არც მეორე ქვეყანას ამერიკის უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. აშშ–ს ნატოში წევრობა ამერიკის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს და არა სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას ამერიკელებისთვის რისკების გაზრდის ხარჯზე. სამხედრო საქმიანობის ამერიკისთვის გადაბარებით, წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის მსოფლიო ზესახელმწიფოდ გარდაქმნის იდეის შექმნა წამოიწყეს. მათ აქეს და ადიდეს ლისაბონის შეთანხმება, რომელმაც ახალი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები შექმნა და „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი პოლიტიკის“ ლოზუნგები გამოცხადა. თუმცა ამ შეთანხმებამ სინამდვილეში მხოლოდ ბიუროკრატიული გაუგებრობები შექმნა, და არა კონტინენტის რწმენა საკუთარი თავისადმი. ახლა ევროკავშირში სამი სხვადასხვა ხელმძღვანელია (ორი მუდმივი და ერთი პერიოდული, რომელიც როტაციის პრინციპით იცვლება), რომლებიც ორგანიზაციულ ხელმძღვანელობაზე ერთმანეთს ღრღნიან. საგარეო საკითხებზე „უმაღლესი წარმომადგენელი“ უფრო მეტ დროს ევროკავშირის პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებში ატარებს, ვიდრე უცხო სახელმწიფოებთან. მნიშვნელოვანი სხვა რამაა. ევროპელები კვლავ უარს ამბობენ საკუთარი შეიარაღებული ძალების განვითარებაზე, რაც ევროპის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის რეალიზაციის გარანტიაა. ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი აღიარებს, რომ ასეთი სისტემა „ქაღალდის ვეფხვად დარჩება, თუკი ამას არ მოჰყვება კონკრეტული სამხედრო წვლილი იქ, სადაც ჩვენ ეს წვლილი გვჭირდება“. თუმცა იმის არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ასეთი წვლილი გამოჩნდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა უწყვეტად ამცირებს სამხედრო ხარჯებს. სულ ხუთი ქვეყანა ასრულებს ნატოს მოთხოვნას და ნაციონალური მშპ–ს 2%–ს თავდაცვის საჭიროებებისთვის გამოყოფს, ზოგიერთი სახელმწიფო – დაახლოებით 1%–ს და ზოგჯერ ნაკლებასაც. და ეს ასიგნებები შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს. აი რას იუწყება Wall Street Journal–ი: „საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის და იტალიის მთავრობები, რომლებმაც ვალებზე ევროპული კრიზისის საპასუხოდ ეკონომიის მკაცრ ზომებს მიმართეს, განაცხადეს, რომ ხარჯების შემცირების პროცესში საკუთარ შეიარაღებულ ძალებს არ დაინდობენ“. ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლაიემ ფოქსმა შემცირების ვალდებულება „დაუნდობლად და სენტიმენტების გარეშე“ საკუთარ თავზე აიღო. ახლა ავღანეთში დაახლოებით ორმოცი ათასი ევროპელი სამხედრო მოსამსახურეა და ეს რიცხვი შემცირდება. ავღანეთში ჯარების გაგზავნა არსად პოპულარული არ არის. ახლახანს ნიდერლანდების მთავრობა გადაგა და ეს ჯარისთვის ვადის გაგრძელებაზე დავას მოჰყვა. ბრიტანელი პოლიტიკოსებიც კი საკუთარი სამხედროების სახლში დაბრუნებაზე საუბრობენ. ნატოს ახალი წევრები, რომლებსაც, ყველაზე მეტად უნდა აღელვებდეთ ჯერ კიდევ გაღიზიანებული „რუსი დათვი“, ანალოგიურად იქცევიან. სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტისთვის დაწერილ სტატიაში პოლკოვნიკი ჯოელ ჰილისონი აღნიშნავს: „მაშინ როცა რუსეთი 2001 წლის შემდეგ საკუთარ სამხედრო ხარჯებს ზრდიდა, ალიანსის ახალი წევრი სახელმწიფოების საშუალო სამხედრო ტვირთი ნელ–ნელა მცირდებოდა“. ზოგიერთი ამერიკელი ბრაზს ევროპელებზე ანთხევს, უწოდებს რა მათ მხდალებს, და ხანდახან უარესსაც. ასე მაგალითად, რობერტ კაპლანი ევროპულ „დაცემულობაზე„ საუბრობს. ის წერს: რადგან ევროპული პატრიოტიზმი გაიფანტა, იმ დროს როდესაც საქმე ომის და მშვიდობის საკითხებს ეხება, ევროპის ქვეყნების მთავრობები საკუთარი ხალხებისგან მსხვერპლს ვეღარ მოითხოვენ. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ცივ ომში გამარჯვებით, ჩვენ ევროპა დავკარგეთ. თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი უფრო კორექტული იყო, როდესაც ამ წლის თებერვალში აცხადებდა: ევროპის დემილიტარიზაცია (როდესაც მოსახლეობის და პოლიტიკოსთა კლასის მნიშვნელოვან ნაწილს წინასწარ აქვს უარყოფითი განცდა სამხედრო ძალის და მასთან დაკავშირებული რისკების მიმართ) 20–ე საუკუნის სიკეთიდან 21–ე საუკუნეში მყარი მშვიდობისა და რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე დაბრკოლებად იქცა. ცხადია, სამხედრო ძალა ჩვენს არასტაბილურ სამყაროში უსარგებლო სულაც არ არის. მაგრამ ომისადმი ისეთი დამოკიდებულება, თითქოს ის საგარეოპოლიტიკური ქმედებების მორიგი ვარიანტი იყოს, შეიძლება იქცეს დიდ „დაბრკოლებად რეალური უსაფრთხოების და მყარი მშვიდობის უზრუნველყოფის გზაზე“. მრავალი წლის განმავლობაში აშშ–ს მთავრობა განურჩევლად ეწეოდა ომებს და არიგებდა საფრთხეებს, რითაც ამერიკას სულ უფრო დაუცველს ხდიდა. ასეთ შემთხვევებში მშვიდობის ევროპელი მხარდამჭერები ხშირად ამერიკელებზე მართლები იყვნენ. მაგრამ ტრანსატლანტიკური ალიანსის აღორძინების ოცნება კვლავ ცოცხალია. ეგრედწოდებულმა „ექსპერტთა ჯგუფმა“ ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით, მაისის შუა რიცხვებში ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ნატო 2020: გარანტირებული უსაფრთხოება, დინამიური ურთიერთქმედება“. ამ დოკუმენტში „ახალი სტრატეგიული კონცეფციის“ შექმნისკენ მოწოდებაა, რომელიც მოიცავს: ევროპის დაცვას, არატრადიციულ საფრთხეებთან ბრძოლას, ალიანსის საზღვრებს მიღმა მოქმედებას, ავღანეთში გამარჯვებას, კრიზისების პრევენციას, ახალი პარტნიორების შექმნას, „რთული პრობლემების გადაწყვეტისთვის ყოველმხრივ მიდგომებში მონაწილეობას“, რუსეთთან ურთიერთქმედებას, ნატოში ახალი წევრების მიღებას, სამხედრო პოტენციალის განმტკიცებას, ბირთვული იარაღის შენარჩუნებას და მხარდაჭერას, ანტისარაკეტო თავდაცვის შექმნას, კიბერ–შეტევებზე საპასუხო ქმედებებს, ნატოს გადაქეცევას „უფრო დინამიურ ალიანსად“, და ბოლოს, არანაკლები მნიშვნელობის – „ნატოს ისტორიის თხრობას“. ადრე ევროკავშირის უსაფრთხოების პრობლემების კვლევის ინსტიტუტისთვის უფრო მასშტაბური ანგარიში მომზადდა, რომელშიც ისმოდა მოწოდება „მშვიდობიანი მოსახლეობის“ თანაზომადი სამხედრო პოტენციალის შექმნისკენ. ანგარიშში გაისმა ასევე ევროპისადმი მოწოდება „იმოქმედოს ნატოსგან ავტონომიურად“, რისთვისაც საჭირო გახდება „სამხედრო მოქმედებების წარმოებისა და დაგეგმვისთვის სრულმასშტაბიანი ევროპული ხელმძღვანელობის“ ჩამოყალიბება. ეს ძალიან ამბიციური ამოცანებია ქვეყნებისთვის, რომლებსაც 2020 წლისთვის ჯარებიც აღარ ეყოლებათ, თუკი ასეთი ტემპით განაგრძობენ სამხედრო ხარჯების შემცირებას. სინამდვილეში, ცოტაა ისეთი საფრთხე, რომელთა წინააღმდეგაც ევროპელები უნდა შეიარაღდნენ. რუსეთმა შეიძლება ურტყას ნავსიან საქართველოს, მაგრამ უკრაინის და პოლონეთის გადაყლაპვის მცდელობა უკვე სულ სხვა რამაა. ხოლო რუსეთის დასავლეთზე თავდასხმის შესაძლებლობა, მარსიანელების თავდასხმის თანაზომადი საფრთხეა. რა თქმა უნდა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ევროპელებზე გავლენას ახდენს. მაგრამ რადგან სახელმწიფოების არსებობას საფრთხე არ ემუქრება, ყველა ომს, როგორც ჩანს არჩევანი და არა აუცილებლობა განსაზღვრავს. და აუცილებელია ყველა სარგებლის დანახარჯებთან შედარება. კონკრეტულად რა უჯდებათ ევროპელებს ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი კარზაის კლანის შენახვა? როდესაც საუბარი ავღანეთზეა, უკვე ახლავე ჩნდება განცდა, რომ ასეთი რამ არასდროს აღარ უნდა მოხდეს. ახლახანს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოთხი ახალი შემზღუდველი კრიტერიუმის ინიციატივით გამოვიდა, დაწყებული „ნატოს წევრისთვის სერიოზული და გარდაუვალი საფრთხით“. როგორც ჩანს, ავღანური მისია ოთხივე კრიტერიუმის თანახმად ჩავარდებოდა მისი განხორციელების ინიციტივით გამოსვლის მომენტში, დღევანდელ დღეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ბოსტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ენდრიუ ბასევიჩის მტკიცებით ძირითადი პრობლემა კულტურული ხასიათისაა: ევროპელებმა სისხლის მოყვარულობა დაკარგეს. ამგვარად, ნატოს „თავდაცვითი ალიანსიდან ძალის პროექტირების ინსტრუმენტად“ გარდაქმნის ძალისხმევა „ევროპული მებრძოლი სულის აღორძინების“ მორიგი, მარცხისთვის განწირული მცდელობაა. ეს კი არ მოხდება. სამხედრო ხარჯების თემაზე ევროპის დატუქსვის ნაცვლად (განსაკუთრებით იმ უზარმაზარი ძალისხმევის შემდეგ, რომლებიც მიმართული იყო იქითკენ, რომ კონტინენტს დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი დაეკარგა) შეერთებულმა შტატებმა უნდა მისცეს ევროპელებს საშუალება საკუთარ ქმედებებზე პასუხი თავად აგონ. ეს კი ევროპიდან ამერიკული არმიის გაყვანას და ნატოს იქ დატოვებას ნიშნავს. კონტინენტური თავდაცვა ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა გახდეს, ხოლო ნატოს სახელწოდებიდან პირველი ორი ასო (North Atlantic – ჩრდილოატლანტიკური) უნდა გაქრეს (მიუხედავად იმისა, რომ ეს იმაზეც არის დამოკიდებული თუ რა არჩევანს გააკეთებს კანადა). ხოლო თუკი წევრი–ქვეყნები გადაწყვეტენ შეინარჩუნონ მათი ძვირადღირებული და საყოველთაო კეთილდღეობის გამაკოტრებელი სახელმწიფოები – დაე, ასეც იყოს. ორივე მხარე მაინც იქნება დაინტერესებული სამხედრო თანამშრომლობით – საკითხებით, რომლებიც მათ საერთო ინტერესებში შედის. ვაშინგტონს უბრალოდ არ აქვს არანაირი ინტერესი ბალკანეთში. იქ აშშ–სთვის არანაირი საფრთხეები აღარ არსებობს, არ არის ომები, არ არის ამერიკის ჯარი. ევროპელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ავღანეთის ომი ამერიკის ომია. შეერთებულმა შტატებმა მხარდაჭერა იმ ქვეყნებში უნდა ეძებოს, რომლებიც თავიანთ მონაწილეობას არა ალიანსის სოლიდარობის, არამედ გლობალური უსფართხოების საქმედ მიიჩნევენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ აშშ–მ საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი უნდა შეამციროს. სამხედრო ასიგნებების საერთო მოცულობა 700 მილიარდ დოლარზე მეტია. ეს მსოფლიოს მთლიანი სამხედრო ხარჯების თითქმის ნახევარია. მაგრამ ამერიკას დღეს ცხადი და სერიოზული საფრთხეები არ ემუქრება – თუ არ ჩავთლით რუსეთის მხრიდან ბირთვული თავდასხმის ძალიან ნაკლებად სავარაუდო საფრთხეს. შეერთებულ შტატებს არანაირი საფუძველი არ აქვს მისი შეზღუდული სახსრები ხარჯოს წარმატებული და მჭიდროდ დასახლებული მოკავშირე–ქვეყნების დაცვაზე – პირველ რიგში ევროპაში, ასევე აზიაშიც. ცივი ომის ეპოქაში, ამერიკის ლიდერებს ეშინოდათ იმ შედეგების, რომლებიც შეიძლება მათი მოკავშირეების დაუდევრობისგან წარმოქმნილიყო. დღეს საკუთარი შეცდომების გამო თავად მოკავშირეები დაზარალდებიან და არა ამერიკა. ევროპა გაკოტრდა. ის თავდაცვაზე ნაკლებ ფულს ხარჯავს. ამერიკაც გაკოტრდა. მაგრამ თავდაცვაზე ის უფრო მეტ ფულს ხარჯავს, და გარდა ამისა, ევროპასაც იცავს. აფორიზმებით თუ ვისაუბრებთ, ცვლილებების დროა. თუკი ადმინისტრაცია ამ მოძრაობას სათავეში არ ჩაუდგება, მაშინ საქმეს ხელი უნდა მოკიდოს კონგრესმა და გამოიყენოს საბიუჯეტო ასიგნებების ბერკეტები. ორიგინალი ორიგინალი
  11. http://soccerday.ge/templates/Default/logos/6.png ზესტაფონმა სლოვაკეთში "ბანსკა–ბისტრიცას" წინააღმდეგ მატჩის შემდეგსაბოლოოდ გადაწყვიტა მესამე ეტაპზე გასვლელი გუნდის ვინაობა,მართალია იმერლები ბანსკა–ბისტრიცას ფეხბურთელების წინააღმდეგ დამარცხდნენ,თუმცა "კარპატთან" საპაექრო საზური თავად დაიტოვეს. სრულად იხილეთ
  12. http://soccerday.ge/templates/Default/logos/2.png დღეს უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი შეხვედრა გამართა ქართულმა "ვიტ–ჯორჯიამ" ჩეხეთში სტუმრად,ადგილობრივი "ბანიკის" წინააღმდეგ... ვეტერინარებმა ამ შეხვედრაში უგოლო ფრეს გამოჰკრეს ხელი და საქართველოს ევროპულ საკლუბო რეიტინგში ხეირიანი შედეგი მოუტანეს... პირველი სამარცხვინო მარცხის შემდეგ ეს შეხვედრა უთუოდ ვიტ–ჯორჯიას აქტივში უნდა ჩაითვალოს. სრულად იხილეთ
  13. http://b.pix.ge/p/9jc1t.jpg დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის "დინამომ" შვედურ "გეფლეს" უმასპინძლა და იმავე ანგარიშით დაამარცხა მეტოქე,რითაც შვედეთში სძლია... 2–1 და გამარჯვებას დინამო ზეიმობს... სრულად იხილეთ
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/aqu-300x240.jpgტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, დავით აქუბარდიას დაკითხვით განახლდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” განსასჯელების ერთ-ერთმა ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ განუცხადა, აქუბარდიასთან ერთად დაზარალებულის სტატუსით ხვალვე, ტელეკომპანიის კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი გეგეჭკორი დაიკითხება. ამით ბრალდების მხარის მოწმეებისა და დაზარალებულების დაკითხვა დასრულდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და ილიას უნივერსიტეტის ორი თანამშრომელი სერგო რატიანი და ზაზა ბასილია დაიკითხნენ. ქარცივაძის განცხადებით, მინდიაშვილმა განაცხადა, რომ განსასჯელებს კანონით დასჯადი ქმედება არ ჩაუდენიათ, მხოლოდ ერთ განსასჯელზე, ავთანდილ ხუნდაძეზე მიუთითა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა სასამართლოსთვის არ მიუმართავს. საქმეს მოსამართლე მილერი ხარებავა იხილავს. საქმეში 8 განსასჯელია: შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი. მათ ბრალი ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ხულიგნობაში, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ მუხლებით სასჯელის მაქსიმუმი ჯამში 7 წლამდე პატიმრობაა. ”კავკასიაში” ინციდენტი 7 მაისს მოხდა. Share View the full article
  15. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/6e6dc3a0a6e5-300x200.jpgროგორც ტელეკომპანია “იმედი” იუწყება, ახმეტის რაიონში კატამ ლეკვი დაბადა . ”იმედის” ინფორმაციით, უცნაური შემთხვევა ახმეტის რაიონში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ანომალიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის რადიაცია და კატისა და ძაღლის შეჯვარება განიხილება, თუმცა ვეტერინარები ორივე ვარიანტს გამორიცხავენ. მათი განმარტებით, რადიაციის შემთხვევაში ნაყოფი დამახინჯებული იქნებოდა, ხოლო სხვადასხვა სახეობის ცხოველების შეჯვარებისას ნაყოფის ჩასახვა შეუძლებელია, რადგან მათი გენეტიკური კრებული აბსოლუტურად განსხვავდება და თანხვედრა გამორიცხულია. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> Share View the full article
  16. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/oqruashvili_da_nogaideli.jpgყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური პარტიები ერთიანდებიან. ამის შესახებ “პირWელს” ოპოზიციური კულუარებიდან აცნობეს. წყაროს ინფორმაციით, ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის მოლაპარაკებები დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის გარდა, სწორედ ნოღაიდელი-ოქრუაშვილის პარტიების გაერთიანებაზე მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით “პირWელი” “მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის” მთავარი კომიტეტის წარმომადგენელს ირაკლი დოლაბერიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ “აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმირებული არაა და შესაბამისად, ინფორმაციას ვერ დაადასტურებს”. აღსანიშნავია, რომ დოლაბერიძე არც ოქრუაშვილისა და ნოღაიდელის დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ აღმოჩნდა ინფორმირებული. ნოღაიდელი-ოქრუაშვილის პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე არც ყოფილი პრემიერის მოძრაობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ინფორმირებულნი. თავად მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა კი კომენტარზე უარი განაცხადა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ოქრუაშვილს და ნოღაიდელს საერთო პარტიის სახელთან დაკავშირებით ბევრი ფიქრი არ დასჭირდებათ, რადგან ოქრუაშვილის “მოძრაობა ერთიანი საქართველოსა” და ნოღაიდელის “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” შერწყმის შემთხვევაში, საკმაოდ კარგი სახელწოდება შეიძლება, გამოვიდეს – “მოძრაობა ერთიანი და სამართლიანი საქართველოსთვის”. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებები ივნისში მიუნჰენში გაიმართა. სამომავლო გეგმებთან და დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის საკითხზე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელი და ლევან გაჩეჩილაძე მსჯელობდნენ. ნოღაიდელის პარტიაში აცხადებენ, რომ ოქრუაშვილთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება. Share View the full article
  17. http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2009/8/10/1249933774778/Javier-Mascherano-001.jpgბენიტესი მასკერანოზე ფიქრს ვერ შეეშვა… რეორგანიზაციის პროცესში მყოფი “ლივერპული” შემადგენლობის მოსაძლიერებლად სახსრებს ეძებს და ვინძლო იპოვა კიდეც. მერსისაიდელთა და არგენტინის ნაკრების საყრდენ ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს ისედაც გული სხვაგან მიუწევს. კერძოდ, მას მილანის “ინტერისკენ” ექაჩება “ლივერპულის” ყოფილი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი. “წითლების” ხელმძღვანელობას კი მასკერანოს სარფიანად გაყიდვა გადაუწყვეტია, რათა სავაჭრო ფული გაუჩნდეს. ფასიც გვარიანი დაუდია – 25 მილიონი გირვანქა. მოგეხსენებათ, რომ “ლივერპული” ვალებშია. მის ახალ მენეჯერ როი ჰოჯსონს კი ერთი ამოცანა აქვს შესასრულებელი – გუნდი პრემიერლიგის ზე-ოთხეულში ანუ ჩემპიონთა ლიგაში უნდა დააბრუნოს, ეს კი ახალწამოსწრებული კონკურენტების – “სიტისა” და “ტოტენჰემის” მოძლიერების ფონზე ისე ძნელი იქნება, როგორც არასდროს. ჰოჯსონის გუნდი აშკარად საჭიროებს ახალ ვარსკვლავებს, თანაც არც ძველი ბირთვის დაშლა აძლევს ხელს. მასკერანოს კი როგორმე შეელევა, თუ ამით სხვათა შენარჩუნება და ახლების მოძებნა მოხერხდება. თავად ფეხბურთელის აგენტი უოლტერ ტამერი ამბობს, რომ მისი კლიენტის “ინტერისთვის” მიყიდვა სავსებით რეალურად განიხილება და ორიოდ თვის წინ ჩემპიონთა ლიგის მომგები, ფინანსურად ღონიერი მილანური კლუბი მზადაა ბენიტესისთვის ესოდენ სასურველი მოთამაშის გადასაბირებლად მრგვალ თანხას გამოვიდეს. არგენტინელი ამჟამად შვებულებაშია და როი ჰოჯსონისთვის მიუწვდომელი. “ლივერის” ახალმა თავკაცმა რამდენჯერმე სცადა მასთან გასაუბრება, მაგრამ მასკერანო არც ზარებს პასუხობს და არც ტექსტურ შეტყობინებებს. ასე რომ, ჰოჯსონს მისი გაყიდვის სრული მორალური უფლება უჩნდება. View the full article
  18. http://boom.moy.su/_nw/0/69836.png“ზესტაფონი” და თბილისის “დინამო” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. ამ წუთებში დასრულდა მატჩი თბილისში, სადაც “ეროვნულზე”, ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა “დინამომ” უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში შვედური “გეფლე” იმავე ანგარიშით დაამარცხა, რითაც სტუმრად იმარჯვა (2:1). ასევე დღეს გაინაღდა მესამე ეტაპის საგზური ს.კ. “ზესტაფონმა”, რომელმაც სლოვაკურ “დუკლასთან” მართალია 0:1 წააგო, მაგრამ შინ მოპოვებული გამარჯვება (3:0) თავისუფლად ეყო იმისათვის, რომ იმ ეტაპზე მოხვდეს “დინამოსთან” ერთად, სადაც … “ლივერპული” გახსნის თავის საევროტურნირო სეზონს. წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კლუბებს!!! http://kassiesa.nl/uefa/clubs/images/FC-Zestafoni.png View the full article
  19. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-22flv_000034760-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-22flv_000034760.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...