Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს საქართველოს ომის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი “საქართველოს ლეგიონი” დაფუძნდება. მისი ხელმძღვანელია გენერალი გია ყარყარაშვილი. დღესვე, კავშირის… ლინკი მედიანიუსზე
  2. ამერიკულ ტურნეში მყოფი მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ განაცხადა, რომ მიუხედავად მედია საშუალებებში გავრცელებული უამრავი ჭორისა, "სამეფო გუნდი" არც ჯერარდის და არც რიკარდო კარვალიოს შეძენას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ანალოგიური განცხადებით პორტუგალიელმა სპეციალისტმა ეშლი კოულით დაინტერესება უარყო. იხილეთ fanebi.com
  3. სესკ ფაბრეგასის "არსენალიდან" "ბარსელონაში" არ შემდგარ ტრანსფერთან დაკავშირებული ეიფორია როგორც ჩანს ნელ-ნელა ქრება, ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ სესკი კატალონიაში მინიმუმ ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში არ გადავა. "არსენალმა" ამის მისაღწევად "ბარსას" ორი ოფიციალური წინადადება და უამრავი ირიბი შეთავაზება უარყო, ბოლოს კი უბრალოდ უარი თქვა მოლაპარაკებებზე და ამით ყველას აგრძნობინა, რომ კაპიტნის გაშვებას არ აპირებდა. იხილეთ fanebi.com
  4. საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს 2010 წლის ბოლოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად (www.geostat.ge), ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი დანაშაულთან და ადიქტურ ქცევასთან მიმართებაში. ამ მონაცემების გარეშე, „შეუიარაღებელი თვალითაც“ ყველა ვხედავთ, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულმა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებამ, აზარტულმა თამაშებმა, რომელიც ხშირად მოზარდების თვითმკველობებით მთავრდება და, რომელსაც ამ ბოლო ხანებში აქტიურად აშუქებს საინფორმაციო საშუალებები, უკიდურეს წერტილს მიაღწია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტების მიერ შემუშავდა პრობლემის პრევენციაზე მიმართული საქველმოქმედო პროექტი: „ასოციალური/დევიაციური ქცევის მიმართ რისკის მქონე მოზარდების ფსიქო–ფიზიოლოგიური კვლევა და ქცევის კორექციაზე მიმართული დახმარება“; მოსახლეობის ინფორმირებისათვის გაკეთდა პროექტის სატელევიზიო ანონსი და ჩატარდა კველვა, რომლის ფარგლებში დაცულია „არ ავნოს“–ს პრინციპი, ეთიკის ნორმები და ადამიანის უფლებები. კანონისა და ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვას ადასტურებს, შესაბამისი ექსპერტების მიერ გაცემული ჩვენს ხელთ არსებული წერილობითი დასკვნები. კვლევის დასრულების შემდგომ, ნეტგაზეთში გამოქვეყნდა სტატია „საშიში ექსპერიმენტები მოზარდების თავის ტვინში“, რომელიც პირადი შფოთვებისა და შიშების კლასიკურ დემონსტრაციას უფრო წარმოადგენს, ვიდრე არსებული რეალობის ობიექტურ ასახვას. სტატიის სათაურშივე „საშიში ექსპერიმენტები მოზარდების თავის ტვინში“ ნათლად ჩანს არაკომპეტენტურეობა, რომ არა ვთქვათ ქართული ენის ცოდნაზე. სავარაუდოდ, ეს აბსურდული სახელწოდება სკანდალური სათაურებისადმი ლტოლვის მორიგი გამოვლინება უნდა იყოს. გრამატიკულად გამართული ასეთი სათაური ფაშისტური გერმანიის მესამე რაიხის მეცნიერებისათვისაც კი სანატრელი იქნებოდა. ცნობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიოლოგიაში მხოლოდ ვირთხებისა და პრიმატების თავის ტვინზე თუ ტარდება ექსპერიმენტები, რომელიც გულისხმობს ტვინზე ოპერაციებსა და მანიპულაციებს და ისიც ნარკოზის ქვეშ. მათთვის ვინც შფოთავს კვლევაში მიმდინარე „ექსპერიმენტების“ (მრავლობითი რიცხვიც დრამატიზმის გამძაფრებისთვისაა, როგორც ჩანს ნახმარი) თაობაზე, მარტივად განვუმარტავთ, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია, აბსოლუტურად უვნებელ მაგნიტურ–რეზონანსულ კვლევაზე, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში ყოველგვარი დაძაბვის გარეშე იტარებენ, როგორც მოზარდები, ასევე ზრდასრული ადამიანები. სურათის ობიექტურად ასახვის სურვილის მქონე ჟურნალისტი, იმით მაინც დაინტერესდებოდა არსებობენ თუ არა ექსპერტები, ადგილობრივი და/ან საერთაშორისო სამეცნიერო წრეებიდან, რომლებიც იცნობენ პროექტს და გააჩნიათ აზრი მასთან დაკავშირებით. წესით, მათი შეფასებები უნდა ყოფილიყო ყურადსაღები, მაგრამ ამით არავინ დაინტერესებულა... სამაგიეროდ, სტატიაში გულმოდგინედ იყო წარმოდგენილი ეთიკიური პრინციპების ქომაგი, მაგრამ პროფესიულ და კოლეგიალურ ეთიკამივიწყებული რესპონდენტების კრიტიკული მოსაზრებები, რომელთაც საკმარისად მიიჩნიეს 17 წამიანი ანონსის ნახვა და არც კი ჩათვალეს საჭიროდ გაცნობოდნენ კოლეგების მიერ წამოწყებული კვლევის იმ საკითხებს, რომელიც აქციეს საჯარო განსჯის საგნად. აღარაფერს ვიტყვი, სტატიის სულისკვეთების ლოგიკურ გაგრძელებაზე – „ნეტგაზეთის“ მკითხველთა მიერ მიწერილ უხემსსა და უცენზურო კომენტარებზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟურნალისტის მიერ გამოკითხული და ვიდეორგოლის სახით თან დართული 20 მშობლის კომენტარებიდან ნათლად ჩანს, რომ ოცივე ზუსტად ხედავს და აცნობიერებს ჩვენს მიერ შეთავაზებული სამსახურის სარგებელს; მშობლებს ესმით, რომ მნიშვნელოვანია პრობლემურ მოზარდთან იმის გარკვევა, არსებობს თუ არა მას განწყობებში ისეთი ტენდენციები, რომელიც ასოციალური ქცევის რიკის ფაქტორებს წარმოადგენს პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარებისათვის. პრევენცია კი გულისხმობს – მშობლების კონსულტაციებს/ტრენინგს და მოზარდთან ფსიქოლოგიურ მუშაობას პრობლემების დროულად თავიდან აცილების მიზნით. სტატიაში „საშიში ექსპერიმენტები მოზარდების თავის ტვინში“ ჟურნალისტი წერს, რომ მის მიერ ჩაწერილი სპეციალისტებს „მსოფლიოში მსგავსი კველვების შესახებ არაფერი სმენიათ, არც წაუკითხავთ“ (ციტატის დასასრული). ასეთ შემთხვევაში, პატივცემულ კოლეგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უნდა ვაუწყოთ, რომ ნებისმიერი სკოლის პედაგოგისათვის ცნობილი „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი“ ზუსტად, მსგავსი ფსიქო–ფიზიოლოგიური კველვების საფუძველზე იქნა შესწავლილი; ურიგო არ იქნებოდა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ამბულატორიული განყოფილების უფროსი, ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი ჯერ გაცნობოდა მსოფლიოში უკვე დიდი ხნის აღიარების მქონე მსგავს შრომებს (მაგალითისთვის იხ. Hippocampus and amygdala morphology in attention-deficit/hyperactivity disorder Plessen KJ, Bansal R, Zhu H. et all. // Arch Gen Psychiatry. - 2006. - v. 63. - № 7. - P. 795-807) და შემდეგ ეკეთებინა საჯაროში განცხადებები: ”სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რამე მყარი კორელაცია ტვინში გამოვლენილ ცვლილებებსა და ქცევით აშლილობას შორის არ დგინდება” (ციტატის დასასრული). იგივე შიეძლება ითქვას სხვა რესპონდენტზეც; როგორც სტატიაშია ნათქვამი: „თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებებსა და ქცევებს შორის კავშირს გამორიცხავს ნარკოლოგი აკაკი გამყრელიძეც, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 40–წლიანი გამოცდილება აქვს“ (ციტატის დასასრული). სხვებს თუ არა, ბატონ აკასის, კი ნამდვილად მოეთხოვება იმის ცოდნა, რომ ასეთი ტიპის კვლევების ნიადაგზეა დაფუძნებული ალკოჰოლიზმის ერთ–ერთი ცნობილი ტიპოლოგია (Cloninger CR, Bohman M, Sigvardsson S. Childhood personality predicts alcohol abuse in young adults. Alcoholism: Clinical and Experimental Research 1988; 12:494-505), რომ არაფერიი ვთქვათ ცნობილი NIDA-ს ინსტიტუტის კვლევებზე. თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული კველვის პროცესზე ბ–ნი აკაკი ასე მსჯელობს: „წარმოიდგინეთ, რომ მოგათავსეს დახურულ სივრცეში და გარკვეული დროის განმავლობაში წევხართ გაუნძრევლად. ადამიანი, ვისაც იკვლევენ, ამაში არ მონაწილეობს, გაუნძრევლად წევს. ესეც გარკვეული სტიგმაა ბავშვისთვის, რომელსაც უჩნდება განცდა, რომ ის გამოარჩიეს. ” (ციტატის დასასრული). ბატონი აკაკი და სხვა რესპონდენტები, გაზეთისათვის საკუთარი შეფასებების მიცემამდე რომ დაინტერესებულიყვნენ, კვლევაში მონაწილე მოზარდებისა და მშობლების სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, რა სახის დაცვითი მექანიზმები იქნა კველვის პროცედურაში „არ ავნო“–ს პრინციპზე დაყრდნობით ჩადებული, დარწმუნებული ვარ, სხვა დასკვენბს გააკეთებდნენ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდებისა და მათი მშობლების სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ფსიქოლოგიური კველევის შედეგების შესახებ, თითოეულ მშობელს და მოზარდს ცალ–ცალკე დიდი სიფრთხილითა და ტაქტით, სიტყვიერად ემცნოთ, თუ „რა სახის სუსტი მხარეები გამოვლინდა ტესტირების ფარგლებში“, რომელთა კორექციაზე მუშაობა და მშობლების ტრენინგი შეთავაზებული იყო ასევე უსასყიდლოდ შემოდგომიდან. როგორც თითოეულ მოზარდს, ასევე ცალკე მათ მშობლებს და იგივე პრინციპით რისკის არ მქონე 20 შემთხვევას (საკონტროლო ჯგუფს), შეთავაზების სახით მიეწოდათ ინფორმაცია, სურვილის შემთხვევაში, “ავერსის კილინიკაში” მაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. მაშინ, როდესაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მიღებული ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გამოკვლევის წინ ესაუბრებიან, შესაბამისად ამზადებენ და უქმნიან შესატყვის პოზიტიურ განწყობას, ის მშიდად და აუღელვებლად ერთვება საქმეში. ვინ მოთვლის, რამდენი ბავშვი, თუ მოზარდი გადის ყოველდღიურად მაგნიტურ–რეზონანსულ გამოკველვას მსოფლიოში? მათგან ნახევარი მაინც, რომ განიცდიდეს ბ–ნი აკაკი გამყრელიძის წარმოსახვით კოშმარებს, სტიგმატიზაციის რა გითხრათ, მაგრამ კლაუსტროფობიას ნამდვილად ვერ აცდებოდნენ. სამწუხაროდ, ჩემი ყოფილი მასწავლებელის, ქ–ნ მანანა გაბაშვილისთვისაც მიწევს საჯაროდ პასუხის გაცემა მის რეპლიკაზე: ”მე, საერთოდ, ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებას იმის შესახებ, რომ ნახევარსაათიანი გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს, აქვს თუ არა ბავშვს მიდრეკილება კრიმინალური აქტივობისადმი“ (ციტატის დასასრული). საერთოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქ–ნი მანანა გაუგებრობაში იქნა შეყვანილი. საკვირველია, რის საფუძველზე ასკვნის ჩემთვის სტუდენტობიდან საყვარელი და საპატივცემული ადამიანი იმას, რომ გამოკველვა ნახევარსაათანია, მაშინ როდესაც ჯერ მარტო მოზარდის ფსიქოლოგიური ტესტირება 45 წუთი გრძელდება, ასევე ტარდება მშობლის ჩაღრმავებული ინერვიუ და ნეიროფიზიოლოგთან გასაუბრება–გამოკითხვა. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიცავს, როგორც ბავშვის, ასევე მშობლის თვითსტიგმატიზაციის გამომრიცხავ ინტერაქციულ საუბარს. ამიტომ, ჟურნალისტის დასკვნა: „სწორედ სტიგმატიზაციის საფრთხეს ხედავენ კვლევის ამ მეთოდოლოგიაში სპეციალისტები, გარდა იმისა, რომ, მათი განმარტებებიდან გამომდინარე, ამ მეთოდით შეუძლებელია ნარკომანიის პრევენცია“ (ციტატის დასასრული) – ელემენტარულად არასწორია და საკითხის არ ცოდნის გამოვლინებას წარმოადგენს. ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს შეიცავს ფსიქიატრ მარინა გეგელაშვილის კომენტარი: თავდაპირველად ის აღნიშნავს, რომ ”ცალსახა კორელაციის აღმოჩენა, მხოლოდ ფსიქოლოგიური ტესტებისა და ნეიროვიზუალიზაციის მეშვეობით მიღებული შედეგების დაყრდნობით, არ შეიძლება. ადიქტური მიდრეკილებები შესაძლებელია ნეიროვიზუალიზაციის შედეგად არ გამოვლინდეს” (ციტატის დასასრული), ხოლო შემდეგ მისივე თქმით, „ქცევითი გადახრების (მათ შორის, ადიქტური) განვითარებაში მონაწილეობენ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორები. გარდა ამისა, ნერვული სისტემა, ფსიქოლოგიური პროცესები და სოციალური სტიმულები...“ ქ–ნ მარინას მიერ განვითარებული მსჯელობის მეორე ნაწილი, როგორც ჩანს თვით ავტორის მიერ გაუცნობიერებლად, პირდაპირ ცხადჰყოფს და ადასტურებს ფსიქო–ფიზიოლოგიური კვლევის აქტუალობასა და სამეცნიერო მნიშვნელობას. მათთვის, ვინც რეალური ვითარების ობიექტურად გარკვევაშია დაინტერესებული, მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული კველვა მიზნად ისახავს ფსიქიკური პროცესის თანმდევი ფიზიოლოგიური სურათის შესწავლას, რაც მსოფლიოში სამეცნიერო ინსტიტუტების ფარგლებში ყოველდღიურად მიმდინარეობს. განვითარებულ სახელმწიფოებში ფართოდაა დანერგილი ფსიქოლოგებისა და ფიზიოლოგების ერთობლივი კვლევები, რომელიც მიმართულია ფსიქიკური ფენომენების/ქცევითი გამოვლინებებისა და თავის ტვინში მიმდინარე პროცესების კორელანტების შესწავლაზე (National Institute of Drug Addiction, Institute of HeartMath; Research Institute for Psychology & Health - P&H, Institute for Psychological Research at Universidad del Salvador etc.). ინგლისურენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული პრობელმა მოიხსენიება, როგორც Disposition to Deviancy/Deliquent Behavior;რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში _ склонность к девиантному поведению. ჩვენს მიერ გამოყენებული ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდი არის სტანდარტიზირებული ტესტი (Фрейбургская анкета, Клейберг Ю.А., 2001; методики диагностики склонности к отклоняющемуся поведению. კითხვარი სპეციალიზირებულ ფსიქოდიაგნოსტიკურ სკალათა ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდის დევიანტური ქცევის განხორციელებისადმი მიდრეკილების გაზომვას. მოცემული მეთოდიკა სხვადასხვა ქვეყნებში (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) 1992 წლიდან წარმატებით გამოიყენება. იგი უზრუნველჰყოფს რისკ–ჯგუფების დევიანტური ქცევის ფორმირების ადრეულ ეტაპებზე იდენტიფიკაციას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დროულ ინტერვენციას (ჩარევას) პიროვნული განწყობების ცვლილებისა და ოჯახური ურთიერთობების კორექციის მიმართულებით, გარდა ამისა შესაძლებელი ხდება მოზარდების ადაპტაციური რესურსების ზრდის ხელშეწყობა და ასოციალური ქცევის ფორმირების რისკების შემცირება. აქვე დავძენ, ჩვენი ზემოთხესნებული ოპონენტების საყურადღებოდ, რომ ამ გამოკვლევაში ვინმეს სტიგმატიზაცია ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, კიდევ იმიტომ არის გამორიცხული, რომ მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა, როგორც რისკის ჯგუფს, ასევე რისკ ფაქტორთა არ მქონეებს (ე.წ. საკონტროლო ჯგუფს). ამიტომ მოზარდების განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევა კატეგორიულად არ მომხდარა. შესაბამისად, ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის წუხილი ამ თემაზე, ასევე უსაფუძვლოა: ”ამდენ ბავშვს სტიგმა უნდა გაუჩნდეს, რომ არის მომავალი ნარკომანი. საშიში ისაა, რომ სტიგმა უჩნდება ოჯახსაც, მონაწილეების სახელები საზოგადოებისთვის ანონიმური რომც იყოს, ეს არ გამორიცხავს თვითსტიგმატიზაციის საფრთხეს“ (ციტატის დასასრული). დევიაციური ქცევის მიმართ რისკის მქონე მოზარდების კველვა ჩატარდა APA-ს მიერ დადგენილი სტანდარტის დაცვით (www.apa.org); კველვის ეთიკურობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც შემუშავებულ აქვთ ბრიტანეთისა და აშშ–ს ფსიქოლოგიურ საზოგადოებებს. პროექტი საქველმოქმედოა და ტარდება ყოველგვარი დაფინანსების გარეშე –სამეცნიერო–პროფესიონალურ ენთუზიაზმზე. კვლევა დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. ფსიქო–ფიზიოლოგიური მაჩვენებლებზე სამეცნიერო მსჯელობა წარიმართება აღწერით ანალიზის ფარგლებში. მონაცემები გაეგზავნებათ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, რომელთაც წარდგენილი აქვთ კვლევის სამეცნიერო–პრატიკული მნიშვნელობის შეფასების წერილობითი რეცენზიები (www.puip.ge) შემოდგომაზე, როგორც რისკის მქონე, ასევე რისკის არ მოქნე მოზარდებისათვის, იგეგმება ქცევის კორექციაზე ორიენტირებული ფსიქოლოგიური საქველმოქმედო მუშაობა და ტრენინგები მშობელთათვის. პროექტი ფსიქო–ფიზიოლოგიურ კვლევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით იგი არ მიეკუთვნება ბიო–სამედიცინო კვლევათა რიცხვს, ჩვენ მიერ დაცულ იქნა ყველა ის ძირითადი პრინციპი და მოთხოვნა, რომელსაც ითვალისწინებს ევროპის კონვენცია “ადამინის უფლებები და ბიო–სამედიცინო კველვები” [ოვიედო (ესპანეთი), 1997 წ.], აღნიშნული კონვენციის მოთხოვნათა დაცვა აუცილებლად მივიჩნიეთ იმის გამო, რომ კვლევის ობიექტს ადამიანი წარმოადგენს. კვლევაში მონაწილეთა ვინაობა მკაცრად კონფიდენციალურია. კველვის წინ თითოეული მშობლის/მეურვის და მოზარდისაგან მიღებულია წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. ინტერვიუირება მიმდინარეობდა „პირისპირ“ რეჟიმში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მკითხველისთვის მიგვინდია ისეთ აქტუალურ და გლობალურ საკითხებზე მსჯელობა, რომელიც ნეტგაზეთის ჟურნალისტის რესპონდენტებმა, თავიანტი კომენტარებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს: თუ ბავშვს/მოზარდს აქვს პრობლემა და მიდის ფსიქოლოგთან, უკეთესი იქნება, რომ არ მივიდეს? სტიგმატიზაციაა მოზარდისა და მშობლების დახმარება და პრობლემების გადაჭრაში ხელშეწყობა? პრობლემების მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის უმჯობესია არსებულ პრობლემაში გარკვევა და დროული პრევენციული ზომების მიღება სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ – უფრო მეტად გამართლებულია დამალვა, რეალობაზე თვალის დახუჭვა და უმოქმედობა? ფსიქოლოგიურ კვლევასთან ერთად, პრობლემის ფიზიოლოგიური ასპექტების შესწავლა; მშობლის, მოზარდის წინასწარი თანხმობითა და სათანადო მომზადებით მიმდინარე გამოკვლევა პრობლემის მოგვარებას ემსახურება, თუ არა? სტატიის „საშიში ექსპერიმენტები მოზარდების თავის ტვინში“ წაკითხვის შედეგად იქმნება ასეთი სურათი: როგორც შუასაუკუნეების ინკვიზიციის პერიოდში ეშინოდათ მეცნიერული გამოკველვების, სამეცნიერო ინსტრუმენტების და მათ „ეშმაკის მსახურებას“ მიაწერდნენ, იგივე დამოკიდებულება აქვთ XXI საუკუნეში ზოგიერთს... იმ დროს, როდესაც მშობელი და მოზარდი ყოველგვარი შიშისა და შფოთვის გარეშე, ენთუზიაზმითა და მადლიერებით მონაწილეობს მათთვის სასიკეთო საქმეში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. footballpress.net-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ნახევარმცველის, ერნანდესის გადაბირების შემდეგ რომის "ლაციომ" თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა და ამისთვის "ვერდერის" ფორვარდი, ულო ალმეიდა შეუგულებია. იხილეთ fanebi.com
  6. ინგლისური "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელ ჰარი რედნაპს საკუთარი გუნდის რიგებში "მანჩესტერ სიტის" ფორვარდის, კრეიგ ბელამის ხილვა სურს და იმედი აქვს, რომ "ქალაქელები" მის გაყიდვას დათანხმდებიან", - ამის შესახებ goal.com იტყობინება. იხილეთ fanebi.com
  7. http://www.polity.ge/images/catalog/sport/other/karate_01.jpg30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით სტამბულმა შოტოკან კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც საქართველოს საბრძოლო სახეობათა კონფედერაციის ნაკრების წევრებმა ჯამში 10 მედალი მოიპოვეს, გუნდურ მაჩვენებლებში კი მე-3 ადგილი დაიკავეს. polity.ge
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/irish_times_thumb1.jpg დენიელ მაკლაფლინი რუსეთ–საქართველოს სასტიკი ხუთდღიანი ომიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუსეთს მის დამხობა და მისი ქვეყნის ოკუპაციას ცდილობს. კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს აჯანყებულირეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ომმა საქართველოს ეკონომიკა გააპარტახა, ათობით ათასი ადამიანი დევნილად აქცია და უზარმაზარ ტვირთად დააწვა სააკაშვილს და მის მთავრობას. თუმცა, პრეზიდენტი და მისი მოკავშირეები, დღემდე მართავენ საქართველოს, საერთაშორისო დახმარების წყალობით (მილიარდობით ევრო) ქვეყნის ეკონომიკა აღდგენის პროცესშია, მაშინ როდესაც დავა აჯანყებული რეგიონების ირგვლივ „ცივი ომის“ სტილში, დიპლომატიური კინკლაობასა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. გასულ კვირაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს მის გეგმებზე უარი არ უთქვამს და „ქართული დემოკრატიის დამხობას და ქვეყნის მთელი ტერიტორიის ოკუპაციას“ გეგმავს. „ამიტომ ჩვენი ამოცანა მათი შეჩერებაა, საქართველოს საბოლოო პოლიტიკური მიზანი კი ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება და სრული დეოკუპაციის მიღწევაა“, – დასძინა მან. სამხედრო მაღალჩინოსნებისადმი მიმართვის დროს, ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველო გაძლიერდება მისი არმიის გამოცდილებით ავღანეთში, სადაც ის დასავლელი მოკავშირეების გვერდით იბრძვის, მაგრამ მან ქვეყნის დასაცავად ასევე „სამოქალაქო თავდაცვის ჯანსაღი სისტემის“ შექმნა მოითხოვა. „ყველა სოფელმა უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ყველა სოფელსა და დასახლებაში უნდა იყოს პატარა, გაწრთვნილი ჯგუფი… ისე, რომ ყველამ შეძლოს მისი მშობლიური მიწის, სოფლის, ქუჩის, ქალაქის და რეგიონის დაცვა“, – თქვა მან. „თუკი მტრის არმია გადაკვეთს იმ ტერიტორიებს, სადაც ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი, საქართველოს მიწის ყველა კვადრატული მეტრი უნდა იწვოდეს მათ ფეხქვეშ – ეს არის მიზანი“. თავის მხრივ, რუსეთი ამბობს, რომ ის არ აპირებს საქმის დაჭერას ბატონ სააკაშვილთან, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი მუდმივად ემუქრებოდა, რომ „კვერცხებით დაკიდებდა“ ევროკავშირის შუამავლობით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, რომელმაც 2008 წლის ომი დაასრულა. „მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ურთიერთობები არ შეიძლება აღდგეს, თუკი საქართველოს ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ამ კვირაში. „მე დარწმუნებული ვარ ეს მოხდება. ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და საუკუნეების განმავლობაში არსებული მეგობრული ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს ქართველ და რუს ხალხს აუცილებლად აღდგება“. სააკაშვილის, როგორც სანდო დემოკრატი ლიდერის რეპუტაცია არეულ კავკასიაში, ომის შემდეგ შეილახა, იმ ომის, რომელიც ფართოდ გავრცელებული აზრით მაშინ დაიწყო, როდესაც მისი არმია 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენას შეეცადა. იგი ამტკიცებს, რომ მის სამხედროებს პირველი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, არამედ მხოლოდ უპასუხეს რუსული არმიის ინტერვენციას. მოსკოვის თქმით, მისმა არმიამ საზღვარი იმის გამო გადალახა, რომ რუსეთის მოქალაქეები უნდა დაეცვა, თუმცა, მან ისე მოახდინა საკუთარი შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია საზღვრის გასწვრივ, რომ აშკარად ემზადებოდა კონფლიქტისთვის და დიდხანს არ ასვენებდა საქართველოს, მხარს უჭერდა რა სეპარატისტებს, რომლებიც რეგულარულად უხსნიდნენ ცეცხლს ეთნიკურად ქართულ სოფლებს. შეცდომების მიუხედავად, სააკაშვილი ჯერ კიდევ სარგებლობს დასავლური სახელმწიფოების მხარდაჭერით, რომლებმაც არწმუნებენ რუსეთს დაასრულოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „ოკუპაცია“, სადაც კრემლმა ათასობით სამხედრო განათავსა. რაც შეეხება რუსეთის იმედებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დაემხობოდა და ორ აჯანყებული რეგიონის სუვერენიტეტს ქვეყნების უმრავლესობა აღიარებდა, ჩაიშალა. მის ნაბიჯს, ხმოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ერთმა ციდა ნაურუმ მიბაძეს. საქართველოს ეკონომიკა, რომელმაც 2007 წელს 12%–იანი ზრდა განიცადა, ომის და ფინანური კრიზისის გამო დღემდე რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მთავრობა ეკონომიკურ ზრდას მომავალ წელს იმედოვნებს. თბილისი დღემდე მთელი ძალით ცდილობს პირობების შექმნას 250 000 ადამიანისთვის, რომლებიც 1990–იანი წლების დასაწყისის სეპარატისტული ბრძოლების და ორი წლის წინ გაჩაღებული ომის გამო დევნილებად იქცნენ. ორიგინალი ორიგინალი
  9. http://b.pix.ge/a/bbhhu.jpg ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა,ალექს ფერგიუსონმა,კომენტარი გააკეთე ინგლისის სუპერ თასის მოგების შემდეგ. "მე ვფიქრობ,როდესაც "მანჩესტერ იუაიტედი" და "ჩელსი" ხვდებიან ერთმანეთს,ეს ყოველთვის საინტერესოა.ჩვენი მეტოქე უკანასკნელ 10 წუთში საუკეთესოდ გამოიყურებოდა.ჩვენ კმაყოფილნი ვართ საკუთარი თამაშით.ეპიზოდურად თუ გადავხდევათ შეხვედრას,საერთო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა.ჩვენ ვქმნიდით მომენტებს,ვიყენებდით და ვიტანდით კიდეც და ვფიქრობ,ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ." - განაცხადა ფერგიუსონმა BBC-სთან ინტერვიუში. სრულად იხილეთ
  10. http://b.pix.ge/s/0fk96.gifS.B.MegreLee-ს მენეჯერმა და მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია ჩაატარეს საქართველოსა ჩემპიოატის V.120 დივიზიონის კლუბ S.B.MegreLee-ს მენეჯერმა ShotaSB-მ და მთავარმა მწვრთნელმა Anders T. Persson-მა კლუბის ოფისში პრესკომფერენცია ჩაატარეს და ისაუბრეს განვლილ და მომავალ სეზონზე. "მე კლუბი გასული სეზონის შუაში ჩავიბარე. ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი. ბევრი შრომა გავწიეთ რათა შეგვენარჩუნებინა ჩვენი პოზიციები და გულშემატკივრებისთვის იმედები არ გაგვეცრუებინა. ჩემს მოსვლასთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა კლუბში. მოვიდა ახალი მწვრთნელი და რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, მართალია ეს მოხდა ძველი, 3 ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებისა და გაყიდვის ხარჯზე, მაგრამ საერთო ჯამში დიდი საქმეც გაკეთდა." ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა კლუბის ფეხბურთელზე, რომელიც თავად მენეჯერის მოგვარე იყო, ShotaSB-მ უპასუხა: "იოსები კარგი ფეხბურთელია, მას კარგი მონაცემები აქვს, მან ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, თან ერთ-ერთი, რომელიც 4-2 მოვიგეთ, დუბლი შეასრულა. მაგრამ საჭიროა მოუმატოს, რადგან ჩვენ უკეთესები გვჭირდება. ახლა ჩვენ შევიძინეთ კიდე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ისევ ჩემი მოგვარე, Shakro Rurua, რომელიც ასევე კარგი ფეხბურთელია, უბრალოდ გამოცდილება აკლია. მისგანაც ბევრს ველი." რას ფიქრობთ ახალგაზრდულ აკადემიაზე? "აკადემიაში მუშაობა მიმდინარეობს. არის იქაც 16 წლის ბიჭები, რომლებიჩ შესაძლოა შემდგომში კლუბს დაეხმარებიან IV ლიგაში გადასვლაში და ასევე სამომავლოდ თუ მოინდომებენ ნარებსაც წაეხმარებიან." ამის შემდეგ ინტერვიუ გააგრძელა მთავარმა მწვრთნელმა Anders T. Persson-მა. "ჩემი მოსვლის შემდეგ კლუბში ბევრი ცვლილება მოხდა, მოვიყვანეთ რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი. პირველი მატჩი მართალია 4-1 წავაგეთ, მაგრამ გუნდი სეზონის ბოლომდე იბრძოდა პირველი ადგილისთვის. არ გაგვიმართლა, არადა ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ბევრი ვიმუშავეთ სხვადასხვა ხარვეზის გამოსასწოერბლად და გამოგვივიდა კიდეც. ზედიზედ 6 გამარჯვება გვაქვს და იმედია ასეც გავაგრძელებთ მომავალ სეზონში. რაც შეეხება ამხანაგურებს, ამხანაგურებში მინდა თავი გამოვაჩენინო ახალგაზრდა და გამოუცდელ ფეხბურთელებს, რომელთაც ამ თამაშებში მონაწილეობა კვალიფიკაციას და ფიზიკურ მონაცემებს აუმაღლებს. გულშემატკივრებს კი ბოდისშ ვუხდი ამხანაგურ მატჩებში მარცხისთვის." აპირებთ თუ არა გუნდის გაძლიერებას სხვა ფეხბურთელებით? "ჯერ არა, ჩემი ბიჭები ამ ეტაპზე საუკეთესოები არიან თავის პოზიციაზე. ახალი ფეხბურთელი, რომელიც 2 დღის წინ შემოგვიერთდა Shakro Rurua, თავს არ ზოგავს, რათა ძირითადში მოხვდეს. ასევე ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ ახალგაზრდული აკადემიის. სკაუტებიც ნორმალურად მუშაობენ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობს და ჩვენც ჩვენი მხრიდან ვეცდებით გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუოთ." კლუბს ნელნელა ემატება საერთაშორისო რეიტინგი. ახალი სეზონის დაწყებამდე S.B.MegreLee სეზონებს შორის თავისუფალ დროს, ამ სიცხიან ზაფხულში, შეკრებას ურეკის ბაზაზე გადის ფოთის კოლხეთთან ერთად. მათ ერთი ამხანაგური მატჩიც გამართეს, როელიც კოლხეთის გამარჯვებით 3-1 დამთავრდა. ვუსურვებთ S.B.MegreLee-ს, მენეჯერსა და ყველა მის გულშემატკივარს წარმატებას! სრულად იხილეთ
  11. http://a.pix.ge/k/x9w5y.jpgლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა,კარლო ანჩელოტიმ,გააკეთა კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხების შემდეგ.სადაც მა აღნიშნა,რომ სუპერ თასის შეხვედრაში,მიუხედავასდ იმისა,რომ წააგეს,მან დაინახა პოზიტიური მომენტები საკუთარი გუნდის თამაშში. "წაგება მე ძალიან არ მადარდებს,ჩვენ ვაგრძელებთ სეზონისთვის მზადებას,შესაძლოა ეს მარცხი იმანაც გამოიწვია,რომ ჩვენ არ ვართ სათანადოდ მომზადებულნი ახალი და მომქანცველი სეზონისთვის.პირველ ტაიმში ვერა და ვერ მოვახერხეთ საკუთარი ფეხბურთის თამაში."მანჩესტერმა" კი დამსახურებულად გაიმარჯვა დღეს.ჩვენ კიდევ გვაქვს დარჩენილი დრო იმისთვის,რომ მოვუმატოთ და სეზონის სტარტს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ." - განაცხადა ანჩელოტიმ "ჩელსის" ოფიციალური ვებ-გვერდთან ინტერვიუში. სრულად იხილეთ
  12. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01468/glen_johnson_1468816c.jpg გლენ ჯონსონს სწამს რომ ლივერპული ძალიან დიდ გადატრიალებას მოახდენს პრემიერლიგაში, დროა ლივერპულმა თავისი სიტყვა თქვას. გლენი აცხადებს რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯოს გადმოსვლა და ის რომ სტივმა და ფერნანდომ დაადასტურეს საბოლოოდ კლუბში დარჩენა. გლენ ჯონსონი ფაბიო კაპელოს გუნდში მოხვდა, ინგლისი ბულგარეთს დაუპირისპირდება ოთხშაბათს ამხანაგურ მატჩში საკუთარ უემბლიზე. როგორც გლენი აცხადებს წითლები გაცილებით უფრო ძლიერები იქნებიან როი ჰოჯსონის მწრთვნელობის პერიოდში. გლენი:“ყოველთვის იმედი მქონდა რომ ფერნანდო დარჩებოდა”. “ლივერპული არასდროს ყოფილა სუსტი, ის ისევ ძლიერ კლუბად რჩება, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები”. “ეს არ არის ცრუ ინფორმაცია, ეს განცხადებები მათ თავად გააკეთეს”. “მე კოულთან ერთად მითამაშია, და ეხლა ძალიან სასიამოვნოა სხვა გარემოში და სხვა სიტუაციაში მის გვერდით თამაში”. “მას აქვს კარგი დრიბლინგი იცის თუ როგორ უნდა ითამაშოს მცველთან, ეხერხება მცველების კარგად მოტყუება, იმედი მაქვს ის ლივერპულში კიდევ უფრო დიდი ფეხბურთელი გახდება და ამ კლუბს გამოადგება”. “ყველა ელოდება პრემიერლიგის სტარტს, იმ იმედით ვართ რომ ეს სტარტი და ეს სეზონი გაცილებით უკეთესი იქნება, ყველას უნდა რომ ლივერპული ოთხეულში დაბრუნდეს”. “ოთხეული ეს ჩვენი პრიორიტეტია”. ლივერპულის მეორე ნომერმა ასევე ისაუბრა თუ რას გრძნობს როდესაც ის არის როი ჰოჯსონის შეგირდი. “როი ჰოჯსონი ერთიან გუნდს ქმნის და კრავს, ამ ადამიანმა ზუსტად იცის რა სჭირდება მას და მთლიანად კლუბს”. “ის ყველაზე დიდ ყურადღებას ორგანიზებულობას აქცევს, და ასევე იმას ტუ როგორ მუშაობს ლივერპულის დაცვა და როგორ ვიცავთ საკუთარ კარს”. View the full article
  13. “კავკასიის უსაფრთხოების გააზრება” - ასე ეწოდება პროექტს, რომლის განხორციელებაც სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო.პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი მიზანი ვირტუალურ დიალოგში კონფლიქტის ყველა მხარის ჩართვაა - აზრების, ინფორმაციის და იდეების გაცვლისთვის. პროექტისთვის შექმნილი ვებ გვერდი 4 აგვისტოს ამუშავდა. ოქსანა ანტონენკო, არჩილ გეგეშიძე, სერგეი მარკედონოვი, ირაკლი ხინთბა, რონალდ სანი, პაატა ზაქარეიშვილი, ვიქენ ჩეტერიანი- ეს ის ექსპერტები არიან, რომელთა პუბლიკაციებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე უკვე გამოქვეყნდა. აი, რას წერენ ისინი: /get_img?NrArticle=2196&NrImage=1 ირაკლი ხინთბა ირაკლი ხინთბა, პოლიტოლოგი, აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორი “ჩვენ არ ვართ რუსეთის მარიონეტები…” “აფხაზეთი რუსეთთან შეერთებას ამჯობინებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას”,- წერს ირაკლი ხინთბა და ამბობს, რომ ქართული მხარის ვარაუდი იმის შესახებ, რომ აფხაზებს წარმატებულ საქართველოში დაბრუნების სურვილი ექნებათ, არასწორია. მისი აზრით, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებამ ვერ გადაჭრა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. ქართული მხარე შეცდომას უშვებს, რადგან ქართულ-აფხაზურ ეთნოკონფლიქტზე კი არ საუბრობს, მას რუსულ-ქართულ კონფლიქტს უწოდებს. “აფხაზეთში უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რუსეთის „სამხედრო ქოლგის“ ქვეშ ყოფნის გამო მას საქართველოსთან პრობლემები აღარ ექნება ”,-წერს ხინთბა. იგი ფიქრობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირება არანაირ კავშირში არ არის აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებასთან. “საქართველომ სცადა, ევროპული გეგმებისთვის გაესწრო და დეიზოლაციის სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგინა. თუმცა დეიზოლაცია აღნიშნულ დოკუმენტში შეცვლილია სიტყვით– დეოკუპაცია”. ხინთბა ამბობს, რომ საქართველოს მიერ შეთავაზებული სტრატეგია შეუძლებელია აფხაზეთმა მიიღოს. შესაბამისად, აფხაზეთი მოექცევა სრულ იზოლაციაში აშშ–სა და ევროკავშირის მხრიდან და შედეგად კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება რუსეთზე. “უნდა გვესმოდეს, რომ იმ მექანიზმების ძებნის გარეშე, რომლებთანაც თანხვედრი იქნება რუსეთის ინტერესები, ნებისმიერი ქმედება ამ კუთხით გართულდება”. წერილში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა დაადასტურა რუსეთის გავლენა. “ აგვისტოში ხუთდღიანი ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, შეიძლება გავიგოთ, როგორც რეალიზმის ტრიუმფი 21-ე საუკუნის მსოფლიო პოლიტიკაში”. რუსეთის ქმედებები დასავლეთმა მხოლოდ რიტორიკულად შეაფასა და სიტყვები სიტყვებად დარჩა. საქართველო აშშ–სთვის პრიორიტეტულ სახელმწიფოთა სიიდან ამოვარდა, “დემოკრატიის შუქურის” იმიჯი შეირყა, სააკაშვილის საერთაშორისო რეპუტაციას, სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის გამო, საფრთხე შეექმნა, ხოლო საქართველოს ნატოში გაწევრიანება ბუნდოვანი გახდა. თავის მხრივ კი, რუსეთი მარტო აღმოჩნდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში - წერს ხინთბა. ხინთბას აზრით, ქართულმა საზოგადოებამ მისია შეასრულა და “რეგიონიდან გაიქცა” , ძველი საბჭოთა იდენტობა ევროპულით შეცვალა. “მოცემულ ვითარებაში, რუსულ- ქართული ურთიერთობების მომავალი მხოლოდ ინერციით განვითარდება, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის”,- წერს ხინთბა. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რეალურად მოახდენდა მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობების ტრანსფორმირებას. თუმცა ხინთბა თავადვე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ქართული პოლიტ ელიტის მხრიდან ეს კიდევ კარგა ხანი არ მოხდება. /get_img?NrArticle=2196&NrImage=2 Ronald Suny რონალდ სანი, პროფესორი მიჩაგანის უნივერსიტეტში "დასავლეთი არ დაიცავს საქართველოს რუსეთისგან" რონალდ სანის მიერ შერჩეული თემა ვირტუალური დიალოგისთვის, რუსეთ-საქართეველოს ომის გლობალური მხარეა. იგი მცდელობააა, რუსეთის, როგორც სუპერსახელმწიფოს ისტორიის გააზრებისა აგვისტოს ომამდე და მას შემდეგ. ხუთდღიანი ომის შედეგი, ამბობს სანი, იყო ძალიან ნათელი. კერძოდ, რუსეთის გამარჯვება ნიშნავდა: სახელმწიფო დაუბრუნდა ძველ პოზიციებს, როდესაც იგი რეგიონის ჰეგემონობაზე აცხადებდა პრეტენზიას; რუსეთი ვერ მოითმენდა ნატოს გაფართოებას (განსაკუთრებით ეს ეხებოდა უკრაინას) ; რუსეთისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მის რეგიონში სტრატეგიული პოზიციები, ვიდრე მისი იმიჯი საერთაშორისო მასშტაბით. სანი იდეოლოგიურს უწოდებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას, რომელიც ამბობს, რომ უსაფრთხოებას შესაძლებელია მივაღწიოთ მხოლოდ მშვიდობიანი, დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების მქონე სახელმწიფოების შენებით. შესაბამისად, ამერიკელებისთვის და მისი თანამოაზრე ქვეყნებისთვის, რუსეთი არის “საერთაშორისო მასშტაბით მავნებელი ქვეყანა. მაშინაც კი, როდესაც საქართველო რუსეთის მშვიდობისმყოფელებს დაესხა თავს, ამერიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რუსეთი წარმოდგენილი იყო, როგორც აგრესორი, ხოლო საქართველო– ამ აგრესიის მსხვერპლი”. აგვისტოს ომის შედეგებზე საუბრისას სანი ამბობს, რომ პირველად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა მოახერხა ამერიკისთვის გეგმები ჩაეშალა. საერთაშორისო თამაში შეიცვალა, ამერიკა და ევროპა იძულებულები გახდნენ, რუსეთისთვის მოესმინათ. სანი ფიქრობს,რომ რუსეთმა გადააჭარბა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით, ამით მოსკოვმა უსაფრთხოების ახალი დილემა შექმნა, რომელიც აშინებს უკრაინას და აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს. “რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ სუპერსახელმწიფოები ზღვარს არ უნდა გადავიდნენ. დასავლეთი ვერ ან არ დაიცავს საქართველოს რუსეთისგან, თუმცა მას შეუძლია დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციები დაუწესოს მას, რათა კიდევ ერთხელ გადახედოს მის გეგმებს კავკასიაში. თუმცა საეჭვოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, უარს იტყვის გლობალურ ამბიციაზე ან აღიარებს მაინც, რომ მისი ამბიციები ჩაშალეს.” /get_img?NrArticle=2196&NrImage=3 Oksana Antonenko ოქსანა ანტონენკო, პროექტის ხელმძღვანელი, სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ოთხი ნაბიჯი ანტონენკოს წერილის – სახელწოდებით, „დიალოგის დაწყების დროა“ – მთავარი აქცენტი მოცემულ რეალობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივებია. მისი აზრით, როგორც საქართველომ, ასევე რუსეთმა უნდა გადალახოს არსებული ბარიერები ურთიერთგაგების საკითხში და დაიწყონ მშვიდობიანი თანაარსებობის განხილვა. სანამ ანტონენკო მის მიერ შემოთავაზებული დიალოგის პერსპექტივას განიხილავდეს, თავის წერილში ვრცლად მიმოიხილავს 2008 წლის აგვისტოს შემდგომ არსებულ ვითარებას. ანტონენკო ამბობს, რომ ამ დროისთვის დასახელებული დიალოგის წინაპირობა, როგორც რუსეთის ( არ იქნება დიალოგი, სანამ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილია), ასევე საქართველოს მხრიდან (გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ოკუპირებული ტერიტორიიდან), არარეალურია. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ანტონენკოს საზოგადოების არაინფორმირებულობა მიაჩნია. კერძოდ, ის ფაქტი, რომ სოხუმში არ იციან, რა ხდება თბილისში, ისევე, როგორც პირიქით, ცხინვალში არ აქვთ ინფორმაცია, რას ფიქრობს საზოგადოება თბილისში და ა.შ. ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა ანტონენკოს აზრით, პოზიტიური მოვლენა იყო ორი ქვეყნის ურთიერთობაში, თუმცა ის ამბობს, რომ ლარსის პუნქტის გადაკვეთის მსურველი ცოტა აღმოჩნდა. ასევე ნაკლებად შედეგიანად აფასებს ის ოპოზიციის წარმომადგენელთა ვიზიტებს, როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოში (გარი კასპაროვი), ასევე საქართველოდან რუსეთში (ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე). “პრობლემა ის არის, რომ ყველა ეს კონტაქტი ან ძალიან შეზღუდულია, ან ძალიან პოლიტიზირებული”. გამოსავალი, რომელიც მისი პუბლიკაციის დასკვნით ნაწილშია მოცემული, ეყრდნობა სწორედ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შექმნილ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ანტონენკომ აღნიშნული წერილი გამოაქვეყნა. “პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში ხელისუფლებათა ცვლა არც ერთ ქვეყანაში არ იქნება მოსალოდნელი“. ანტონენკო ამბობს, რომ რუსეთი, თავის მხრივ, სააკაშვილის ხელისუფლების შესუსტებას ვარაუდობს, იგივეს ვარაუდობს საქართველო რუსეთში. “მეორე რიგში, ის დიალოგი, რომელიც მომავალში გაგრძელდება, უნდა იყოს არაოფიციალური, თუმცა, ამავდროულად, ამ პროცესში პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი უნდა ჩაერთოს, რომელსაც აქვს უნარი მისი ქვეყნის საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.” მესამე, ანტონენკოს აზრით, დაწყებული ვირტუალური დიალოგი მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა ეხებოდეს. “დაბოლოს, დიალოგს ხელი უნდა შეუწყოს მესამე მხარემ, იქნება ეს არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია”. /get_img?NrArticle=2196&NrImage=4 არჩილ გეგეშიძე არჩილ გეგეშიძე,საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველოს “სტრატეგიული მოთმინება” და მხოლოდ იმედი აგვისტოს ომის შემდეგ საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებზე წერს არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გეგეშიძე ამბობს, რომ დასავლეთი გადაიღალა, ხოლო რუსეთმა კი აგვისტოს ომის შედეგად შეძლო თავისი ინტერესების გატარება. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნატოს გაფართოების საკითხი სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიაში ფაქტიურად შეჩერდა. მისი აზრით, გლობალურ ძალათა ბალანსის გავლენა საქართველოზე და, ზოგადად, უსაფრთხოებაზე უკვე საგრძნობია. კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიზარდა რუსეთის ზეგავლენა, საქართველოს დამატებით 200 ათასი დევნილი ჰყავს, რაც სოციალურ ფონს ამძიმებს, აგვისტოს ომის შემდეგ უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემცირდა. არჩილ გეგეშიძე წერილში ჟენევის დისკუსიასაც ეხმიანება. “დღემდე ჟენევის დისკუსიებმა „უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის კავკასიაში“ არ გამოიღო რეალური შედეგი, არ ხერხდება შეთანხმება და კომპრომისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ სეპარატისტული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“. საქართველომ, რომელმაც დასავლეთისგან რჩევად მიიღო „სტრატეგიული მოთმინება“, მაინც იმედოვნებს ,რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ თავის გავლენის სფეროში მოაქცევს, -ნათქვამია პუბლიკაციაში. /get_img?NrArticle=2196&NrImage=5 Sergey Markedonov სერგეი მარკედონოვი, რუსი ექსპერტი კავკასიის საკითხებში,სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული ექსპერტი "20 წლის შემდეგ ახალმა ქართულმა პოლიტელიტამ შესაძლოა აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი" სერგეი მარკედონოვის პუბლიკაციის ლაიტმოტივია საბჭოთა კავშირის აჩრდილი და სისტემის დანატოვარი, რომელიც “ჯერ კიდევ არ არის განაწილებული ”. იგი წერს, რომ დღესაც ნაადრევია იმის თქმა, რომ საბჭოთა კავშირს წერტილი დაესვა. მარკედონოვის აზრით, ფორმალურად საბჭოთა კავშირი დაშლილია, თუმცა მისი დანატოვარი ჯერ კიდევ არ არის გაყოფილი. მისი თქმით, ეს დაადასტურა ყირგიზეთის მოვლენებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე. “2010 წლის ზაფხულში უშედეგოა იმის თქმა, მოიქცა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სწორად, როდესაც მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მოაწერა ხელი. თუმცა ამ გადაწყვეტილების გაუქმება რუსეთს უფრო მეტ ზიანს მოუტანს ახლა, ვიდრე თავის დროზე აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.” მარკედონოვი თავის პუბლიკაციაში ურთიერთობების ნორმალიზებასაც ეხება. ის წერს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართალია გაფუჭდა, თუმცა დღეს მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, მიუხედავად საპირისპირო რიტორიკისა, არ არის გარდაუვალი. “რუსული ბიზნესი ომის შემდგომ საქართველოში არათუ შემცირდა, არამედ, პირიქით, გაიზარდა კიდეც. ცნობილი ფაქტია, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით საქრთველო და რუსეთი სოხუმის გვერდის ავლით აწარმოებდა მოლაპარაკებებს”. მარკედონოვი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების შორ პერსპექტივაზეც საუბრობს. მისი თეორია ასეთია: დღეს მართალია რთულია მოიძებნოს ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, თუმცა არ არის გამორიცხული, 15-20 წლის შემდეგ ახალმა ქართულმა პოლიტელიტამ, საქართველოს და არა რუსეთის სასარგებლოდ, მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება. მარკედონოვი შორეულ წარსულში, მე-18 საუკუნეში, ბრუნდება და ამბობს ,რომ არ არის გამორიცხული, ისტორია ახალი კუთხით განვითარდეს და როგორც მაშინ, საქართველოს პოლიტელიტამ მომავალშიც მოისურვოს რუსეთთან საერთო ენის გამონახვა. ამის მიზეზად კი რუსი ექსპერტი რადიკალური ისლამის წარმომადგენლებს ასახელებს, რომლებიც “უდიდესი სიამოვნებით იბრძოლებენ ქართველი ურწმუნოების წინააღმდეგ”. მარკედონოვი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე მის მიერ განჭვრეტილი მომავალი ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე ”აყვავებული საქართველო” ან “დაბრუნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”. /get_img?NrArticle=2196&NrImage=6 პაატა ზაქარეიშვილი პაატა ზაქარეიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტურის უფროსი მეცნიერ– თანამშრომელი “…ვერავინ იტყვის, რამდენ ხანს გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა” პაატა ზაქარეიშვილი წერს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება, აგვსიტოს ომის შემდეგ, მოულოდნელი იყო არა მხოლოდ დასავლეთისთვის, არამედ თავად არაღიარებული ტერიტორიის ლიდერებისთვისაც.აფხაზეთის იზოლაციის შესახებ ირაკლი ხინთბას, აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორის, თემას პაატა ზაქარეიშვილი ფაქტიურად აგრძელებს. საქართველოს და არაღიარებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობის ამბივალენტური ხასიათი და იზოლაციის შესაძლო შედეგები ზაქარეიშვილის წერილის განხილვის მთავარი თემაა. “ერთი მხრივ, აღიარების 20 –წლიანი მოლოდინი აგვისტოს ომის შემდეგ დასრულდა და დიდი შანსია, რომ არსებული რეალობის გამო, სრული იმედგაცრუება მოხდეს.” ირაკლი ხინთბა თავის წერილში წერს, რომ დასავლეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრული იზოლაცია რუსეთზე აფხაზეთის კიდევ უფრო მეტ დამოკიდებულებას გამოიწვევს. იგივეს ფიქრობს ზაქარეიშვილი, რომელიც წერს, რომ სრული იზოლაცია არ იქნება სასარგებლო არც ერთი მხარისათვის. ზაქარეიშვილის აზრით, გარკვეულ დონეზე, იქნება ეს კულტურა თუ სპორტი, ქართული მხარის თანხმობით, უნდა მოხდეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა. „ამის შედეგად, არაღიარებული ტერიტორიების მოქალაქეები შესაძლოა დარწმუნებულიყვნენ დასავლეთის უპირატესობაში“. ქართული მხარის თეზისი, რომ ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს აფხაზეთი თავისი ნებით შეურთდება და რომელსაც ხინთბა კატეგორიულად არ ეთანხმება, პაატა ზაქარეიშვილს სწორად მიაჩნია. იგი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ტერიტორიების აღიარებას დასავლეთმა დემოკრატიული საქართელო უნდა დაუპირისპიროს. და, რომ შესაძლოა, ისეთ საქართველოში, სადაც იქნება რეალური დემოკრატია, არაღიარებული ტერიტორიის მოქალაქეებს გაუჩნდეთ სურვილი, მიიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტები. „მაგრამ თუ საქართველო, ფასადური დემოკრატიის მიღმა, ავტორიტარული სახელმწიფოს შენებას გააგრძელებს, ვერავინ იტყვის, რამდენ ხანს გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან“. /get_img?NrArticle=2196&NrImage=7 Vicken Cheterian ვიქენ ჩეტერიანი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში ხელახალი გაყინვა პუბლიკაცია, რომელიც კავკასიის უახლეს ისტორიას მიმოიხილავს, მხოლოდ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს არ ეხება. . საგარეო პოლიტიკა და ძალათა ბალანსი, ჰეგემონია კავკასიაზე - ეს სწორედ ის თემებია, რომლის ავტორიც კონფლიქტების ხელახალ გაყინვაზე .მიგვანიშნებს. ჩეტერიანის თქმით, 2008 წლის აგვისტომდე დასავლეთში ყველა ფიქრობდა, რომ კონფლიქტები კავკასიაში გაყინული იყო. თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვლენების განვითარებამ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, პროცესი კონფლიქტის გალღობამდე მიიყვანა. „სწორედ 2008 წლის ომი აღმოჩნდა რეგიონში კონფლიქტის ხელახალი გაყინვის მიზეზი“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ომში დამარცხდა, სააკაშვილის მთავარობა ისევ ხელისუფლებაში დარჩა და ქვეყანას არ შეუცვლია საგარეო პოლიტიკის კურსი. „ომის შედაგად დადგინდა, რომ რუსეთი არ არის მზად, უფრო მეტი ტერიტორიის დასაპრყრობად, თუმცა მზად არის, საზღვრების დასაცავად ძალა გამოიყენოს.“.. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. დღეს გორში 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა პატივსაცემად ორი ათასი სანთელი დაანთეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. როდესაც მოვლენებს ქვეყნის შიგნიდან, საქართველოდან აკვირდები, არ ჩანს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი კავკასია გადავიდა ახალ რეალობაში. მანამდე მხოლოდ ახალი გამწვავების ტენდენციები და ახალი პოლიტიკური კავშირების ალბათობა არსებობდა. ომმა ეს ყველაფერი შეცვალა და შექმნა ახალი პროდუქტი. ახლა უკვე კავკასიაში, ყველამ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ ახალი პირობებიდან გამომდინარე. როგორია ეს ახალი პირობები? ჩვენთვის, ყველასთვის არც ისე სასიკეთო პირობებში, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ცოტათი მაინც წინ წავიწიოთ, ცხოვრების გაუმჯობესების გზაზე და არ გავნადგურდეთ საბოლოოდ და უიმედოდ? ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ეს ორი საკითხი არა მხოლოდ პრეზიდენტებისა და მთავრობების წინაშე დგას… რეგიონის ყველა მცხოვრებზე დღეს არსებობს მოთხოვნილება არა, როგორც ექიმზე, პედაგოგზე, მძღოლზე, გლეხზე, არამედ როგორც საზოგადოებაზე, რომელსაც მოუწევს ახალი რეალობის სხვადასხვა ასპექტის გააზრება. გააზრება არა პოლიტიკური განათლებისთვის, არამედ _ გადარჩენისთვის. იმისთვის, რომ გაიგო _ უნდა იცოდე. ყოველი დაპირისპირებული საზოგადოება კავკასიის სხვადასხვა რეგიონში, ფიქრობს, რომ მას სრული ინფორმაცია გააჩნია, მაშინ როცა, სინამდვილეში მხოლოდ პატარა ნაწილი ფლობს. რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს, თუ ეს ნაწილები გაერთიანდება და მთლიანი სურათის დანახვას შევძლებთ. იქნებ ბოლოს და ბოლოს მოვახერხოთ განხეთქილების გადალახვა და დავინახოთ, რომ მარტო ვერც ერთი ქვეყანა და ტერიტორია ვერაფერს გადაწყვეტს; შემდეგ კი, თავი დავაღწიოთ შიდა და გარე კონფლიქტებს _ და, უბრალოდ, დავიწყოთ ცხოვრება. ვინმემ პირველმა უნდა დაიწყოს იმის გაგება, რომ დახურულ საზღვრებს მიღმა ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. ამ თვალსაზრისით, როგორც წესი, პირველები, ძირითადად, ისინი არიან, ვინც მიეკუთვნებიან „სამოქალაქო საზოგადოებას“– უფლებათადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები. იანვრის ბოლოს, ბრიუსელში ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის International Alert-ის დახმარებით, ერთმანეთს შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიდი ჯგუფი _ ქართველები, აფხაზები, ოსები, აზეირბაიჯანელები, სომხები. ომის შემდგომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი შეხვედრა; ურთიერთობა იყო რთული, ამიტომაც ის მიმდინარეობდა დახურულ ფორმატში. შესაბამისად, ამ სტატიაში არც ერთი მონაწილის სახელი არაა მოხსენებული. ერთმანეთის მოსმენამ და საერთო სურათის გააზრებამ, ხელი შეუწყო საერთო შეთანხმებას ორ მთავარ საკითხზე: 1. ომმა ვერ გადაწყვიტა ყველაზე მნიშვნელოვანი _ მშვიდობა ვერ დამყარდა; 2. თუ თავად საზოგადოებები არ დაიწყებენ ერთმანეთის შეცნობას, მოსმენას და ერთმანეთის გრძნობებისა თუ აზრების გათვალისწინებას, კატასტროფა გარდაუვალია. და აი, პირველი მცდელობა _ რას ფიქრობს კავკასიის სხვადასხვა კუთხეში საზოგადოება?: „ამ ომით სინამდვილეში ყველამ მოიგო. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი _ მათ უკვე აღარ ეშინიათ, აქვთ დამოუკიდებლობა და არიან დაცულები. საქართველო _ მრავალი წლის შემდეგ ჭრილობები გაეხსნა; ტერიტორიული პრობლემის მოგვარება დიდი ხნით გადაიდო, მას ქვეყნის სხვა რეგიონების განვითარებაზე შეუ- ძლია კონცენტრირება. რუსეთი _ დაამტკიცა თავისი ძლიერება და მიიღო ახალი საშუალება ჩრდილოეთ კავკასიაში გაბატონებისთვის. სომხეთი _ ომის გვერდითი მოვლენების შედეგად, აქტიურად დაიწყო სომხეთ-თურქული ურთიერთობის განვითარება, და გარკვეული დროით გაიყინა ყარაბაღის პრობლემები. აზეირბაჯანი _ შემცირდა მზარდი მუქარა ყარაბაღში ახალი ომის თაობაზე, რადგან `ცხელი თავები~ შეგრილდა; დაინახეს არაღიარებული ტერიტორიების საკითხი როგორ წყდება და ასევე დაინახეს, ყოველივე ამით რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ნავთობსადენებს. აშშ _ დაინახა, როგორი ფეთქებადი მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიაში და თავს შეიკავებს ირანში სიტუაციის ესკალაციისაგან“. „ამ ომით ყველამ წააგო _ გარდა რუსეთისა. საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და დამცირებულია. აფხაზეთმა და ოსეთმა დაკარგეს ძალიან მნიშვნელოვანი _ ხელისუფლებისა და საზოგადოების დამოუკიდებლობა, რაც მათ გააჩნდათ, სანამ არ აღმოჩნდნენ რუსეთის ძალაუფლების ქვეშ, მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. მთელ რეგიონში, რომელმაც გააცნობიერა საკუთარი დაუცველობა და უსუსურობა, შიშისა და იმედგაცრუების ფონზე, რამაც მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება და მთლიანად საზოგადოება, სწრაფად ყვავის დიქტატურა. მხოლოდ რუსეთმა გააძლიერა თავისი დიქტატორული და იმპერიალისტური შესაძლებლობები“. „აფხაზეთში ესმით, რომ არ არის მიღწეული სტაბილური მშვიდობა და მომავალიც გაურკვეველია. ოღონდაც, ილუზიაა, როცა ამბობენ _ აი, აფხაზეთი დაინახავს რუსეთის რეალურ თამაშს და უკან, საქართველოსთან მოუნდება. ეს რეალური სიტუაციისა და აფხაზეთის განწყობის უცოდინრობაა. გარდა ამისა, თბილისში უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი აგრესიული ქმედება საქართველოდან, აფხაზეთში რუსეთის პოზიციას აძლიერებს, და არა პირიქით“. „თბილისშიცა და ცხინვალშიც არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი. ომის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რეალურად _ Human Rights Watch-მა და რუსეთის უფლებადამცველებმა იმუშავეს. ისინი ყოველთვის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და სახელისუფლებო თუ პატრიოტული პოზიციებისგან დამოუკიდებელ შეფასებებს აკეთებდნენ. ბევრი ქართველის სიცოცხლე გორისა და ახალგორის რაიონში სწორედ მათ გადაარჩინეს, რამდენადაც პირადად აჩერებდნენ ოს ბოევიკებს“. „ომმა იმის დემონსტრირება მოახდინა, სად უფრო მწიფეა სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა. აფხაზეთის მთავრობა არ წამოეგო პროვოკაციას, მოწოდებას არც მაშინ, როცა იყო კოდორის მოვლენები და იქ ქართული ძალები შევიდნენ და არც აგვისტოს მოვლენების დროს. აფხაზეთი, არც ისეთი მარიონეტია რუსეთის, როგორც ამბობენ. ომის დაწყებისთანავე რამდენიმე აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია ყველაფერს აკონტროლებდა გალის რაიონში, რათა მოვლენების საშიში განვითარების შემთხვევაში ჩარეულიყვნენ და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აერიდებინათ“. „ჩვენ, კავკასიის მცხოვრებლებს, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს ერთმანეთის შესახებ. ჯერჯერობით, არარეალურია Euronews-ის მსგავსი დამოუკიდებელი კავკასიური არხის შექმნა. მაგრამ შეიძლება, მაგალითად, მოველაპარაკოთ RTVI-ს, რომელიც ყველა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია და რომელსაც უყურებს მთელი კავკასია, და ყოველდღიურად კავკასიის ახალი ამბების ერთსაათიანი საინფორმაციო გამოშვება მოვამზადოთ“. „რუსეთი დღეს კავკასიაში არსებულ ყველა ქვეყნისა და ტერიტორიისთვის მთავარი ფაქტორია. კავკასიას შეუძლია გამარჯვება თუ გაერთიანდება _ არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ რუსეთის საკითხის გარშემო“. „საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად კონფლიქტები გვარდება მშვიდობიანი გზით და არა ომით. ჩვენ კი, ვინც მტრობაში ვართ ჩაფლული, გვეჩვენება, რომ კონფლიქტებს მხოლოდ ომით აგვარებენ“. უნდა ავაღორძინოთ რეალური თანამშრომლობა ადამიანებისა, კავკასიის რესურსის მეშვეობით. ამ ტიპის კავშირებში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს. მხოლოდ ასე მოვახერხებთ რაღაცის გაგებას, სწავლას. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, არსებობს ასეთი პრინციპი: „იტყვი – და მე ვერ დავიმახსოვრებ, მაჩვენებ – და მე რაღაცას დავიმახსოვრებ, ჩამრთავ –და მე ყველაფერს დავიმახსოვრებ“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/5/4/1241447644454/Sami-Hyypia-Liverpool-001.jpg როი ჰოჯსონს იმედი ჰქონდა რომ ლივერპულის ლეგენდას ისე დააბრუნებდა ენფილდზე, მაგრამ როგორც მან განაცხადა ეს შეუძლებელია. ლივერპულის ახალი მენეჯერი ძალიან დიდ პატივს სცემს სამი ჰიპიას და ძალიან დიდი სიმპატიებით არის განწყობილი მის მიმართ, მაგრამ როგორც სჩანს ბაიერნ ლევერკუზენი არ აპირებს ლივერპულის უდიდესი ლეგენდის დათმობას. როი:“იმედგაცრუებული ვიყავი როდესაც ჩემი წინადადება ჰიპიასთან ჩაიშალა, ადასტურებს როი ჰოჯსონი”. “ეს წინადადება იმიტომ ჩაიშალა რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ლევერკუზენის ბაიერნისთვის”. “სამწუხაროდ მისი კონტრაქტის გაწყვეტა არ შეგვიძლია”. სამი ჰიპია იყო როი ჰოჯსონის შეგირდი ფინეთში. სამი ჰიპია 10 წელი გამოდიოდა წითლების მაისურით და იცავდა წითლების ღირსებას. მას წითლებთან კონტრაქტი 2009 წლის მაისში ამოეწურა. “ის არის ისეთივე ლეგენდა ლივერპულის ისტორიის როგორც სტივენ ჯერარდი, ჯეიმი კარაგერი, და მე მას სიამოვნებით დავაბრუნებდი ლივერპულში რომ შეიძლებოდეს”. “სამწუხაროდ ამ ლეგენდალურ ფეხბურთელს ლივერპულმა წასვლის უფლება მისცა, ეხლა უკვე გვიანია ჰიპია ლევერკუზენისთვის ძალიან ძვირფასია”. <p style="text-align: center;"> View the full article
  17. http://b.pix.ge/r/cha99.jpg8 აგვისტო. ლონდონი. სტადიონი: "უემბლი". "ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 1:3 (0:0) გოლები: კალუ 83' - ვალენსია 41', ჩიჩარიტო 76', ბერბატოვი 90+2' ჩელსი: ილარიო, კოული (ჟირკოვი 79'), ივანოვიჩი, ტერი, ფერეირა (ბრუმა 79'), მალუდა (ბენაიონი 73'), მიკელი (დროგბა 60'), ლამპარდი, ესიენი, კალუ, ანელკა (სტარიჯი 61'). მანჩესტერ იუნაიტედი: ვან დერ საარი, ვიდიჩი,ევანსი,ფაბიო (სმოლინგი 72'), ოში, ჟი სუნი (ნანი 46'), კერიკი (გიგზი 80'), სქოულზი (ფლეტჩერი 80'), ვალენსია, რუნი (ბერბატოვი 46'), ოუენი (ჩიჩარიტო 46'). სრულად იხილეთ
×
×
  • შექმენი...