Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01201/lucas_leiva_1201758c.jpg ლუკას ლეივა იმედიანად არის და დარწმუნებულია რომ ლივერპული უპრობლემოდ მოუგებს ტრაბზონსპორს, და მეტიც ისინი კარს კვლავ სუფთად შეინახავენ. მერსესაიდელები 19-ში ტრაბზონსპორს მიიღებენ საკუთარ ენფილდ როუდზე, ერთი კვირის შემდეგ კი განმეორებითი მატჩის გასამართად გაემართებიან თურქეთში. ლუკას ლეივას დიდი იმედი აქვს ენფილდის ხმაურიანი სტადიონის და ფანტასტიური ატომესფეროსი, როგორც იგი აცხადებს ენფილდი და “ჰუსეინ ავნი აკერი” რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ის აცხადებს რომ ენფილდზე ისინი იმდენად დადებითად გავლენ სტადიონზე რომ განმეორებით მატჩში მათ აღარაფრის შეეშინდებათ”. ლუკასი:“ეს იქნება სრულიად სხვა სტილის შეხვედრა”. “იმედი გვაქვს დასახულ მიზანს მივაღწევთ და ამას შევძლებთ, მოვიგებთ ევროპის ლიგას”. “ვიცით რომ ეს კლუბი არ არის ადვილი დასამარცხებელი ეს არის თურქეთში საკმაოდ გავლენიანი კლუბი, აქვთ საკმაოდ ბევრი ტიტული მოგებული”. “ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა მოვუგოთ ყველა მეტოქეს ამ ტურნირზე და უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა კვლავ რათა ევროპის ლიგა მოვიგოთ”. “სახლში უნდა ავიღოთ ძალიან კარგი ქულები რადგანაც გასვლით მატჩზე თავდაჯერებულები ვიYოთ, რადგანაც თურქეთში თამაში არც თუ ისე მარტივია”. ლუკასი ასევე შეეხო მათ მომავალ რთულ მატჩებს რომელიც მათ პრემიერლიგაში ექნებათ. “თუ მომავალ კალენდარს დააკვირდებით პრემიერლიგაში მიხვდებით რომ პირველი მატჩი სახლში გვაქ არსენალის წინააღმდეგ, შემდეგ კი გასვლითი მატჩი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ”. “ეს არის კარგი ნიუსი ჩვენთვის რადგანაც არ მოგვიწევს მგზავრობა და ფრენა რომელიც ძალიან დამღლელია ფეხბურთელებისთვის”. ასევე ლუკასმა ისაუბრა რაბოტნიკთან მატჩზე ის აცხადებს რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ორ მატჩში 4 გოლის გატანა და კარის სუფთად შენახვა. “ყველა ბედნიერია იმიტომ რომ ჩვენ დამაჯერებლად ვითამაშეთ”. “აშკარაა რომ ვაუმჯობესებთ და კიდევ დავხვეწავთ თამაშს, ძალიან კარგია ორი თამაში და ორი მოგება, მითუმეტეს არცერთი ბურთი არ მიგვიღია საკუთარ კარში. “შემდეგში ჩვენ გველის ძალიან რთული მატჩი არსენალის წინააღმდეგ”. “შევეცდებით ვაჩვენოთ მეტი კლასი და ტექნიკა, გვინდა ვითამაშოთ სანახაობრივი ფეხბურთი, ეს იქნება ლივერპულის პირველი უდიდესი გამოცდა ამ სეზონში” View the full article
  2. http://static.guim.co.uk/sys-images/Admin/BkFill/Default_image_group/2010/7/3/1278197131822/Joe-Cole-006.jpg ჯო კოული უკვე მიხვდა თუ როგორი ქალაქიც არის ლივერპული, ის თავს საკუთარ სახლში გრძნობს მის მერე რაც ის ჩრდილოეთში გადმობარგდა. ლონდონელმა მთელი კარიერა ლონდონის ჩელსში გაატარა, მაგრამ გასულ თვეს მან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ენფილდზე სათამაშოდ გადმოვიდა. კოული აცნობიერებს რომ მისთვის ლონდონში საცხოვრებლად გადასვლა რთული ნამდვილად არ იქნება, რადგანაც ის მიჩვეულია იქ ცხოვრებას, მაგრამ მას სურს საკუთარი თავი გამოსცადოს სხვაგან, ჯოს სურს როი ჰოჯსონს დაეხმაროს და ჰოჯსონის ერა ენფილდზე იყოს წარმატებული. ჯო:“პირველი შემთხვევაა როდესაც მე კლუბი გამოვიცვალე და სხვაგან გადავედი, მე დავტოვე ლონდონი პირველად”. “მე ვითამაშე და გავატარე კარიერა ჩემს მშობლიურ ქალაქში და ამით ბედნიერი ვარ ეხლა კი მთელი ოჯახით სამხრეთში გადმოვბარგდი”. “აქ ძალიან ადვილია ცხოვრება ფეხბურთელისთვის, მე მჭირდებოდა სხვა კლუბში თამაში ასევე ამ გადაწყვეტილებით მე ცხოვრებაში სხვა რამებსაც გავიგებ ჩემი თავის შესახებ”. “ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება ამაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, მე შრომისმოყვარული ადამიანი ვარ და აქაც ბევრს ვიშრომებ, საერთოდ ფანებს დაოსტატებული ფეხბურთელები იზიდავთ ისეთები რომლებსაც კარგი პასების გაკეთება შეუძლიათ”. “მე მინდა ყველა ლივერპულის ფანს დავანახო რომ მე შემიძლია ვიყო კლუბის ერთერთი წამყვანი მოთამაშე, მე ლივერპულს შევწირავ ყველაფერს ფიზიკური ენერგია იქნება ეს თუ სხვა დანარჩენი, მე შევეცდები კლუბს ყველაფერი საუკეთესო გავუკეთო და წარმატებული გავხადო”. კოული ასევე შეეხო მისი დებიუტის თემას და ასევე იმას თუ როგორი აღტაცებულია იგი მერსესაიდელი ფანებით, ჯო გაკვირვებულია მათი ოვაციებით სტადიონზე. “ლივერპულში თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში, არადა სულ ცოტა ხანია რაც აქ ცხოვრება დავიწყე, როდესაც ქუჩაში დავდივარ ხალხი ამაყობს შენით, ისინი მაჩერებენ მესალმებიან და ყველაფერს საუკეთესოს მისურვებენ”. “აქ ნებისმიერი ადამიანი გულთბილად გხვდება, ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, ისინი მეც და ჩემს ოჯახსაც გულთბილად შეგვხვდნენ”. “სკაუზერები შენი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან და ყველაფერს გააკეთებენ”. “ლონდონი სულ სხვა სტილის ქალაქია, ის გაცილებით დიდია ლივერპულზე”. “ყველა მხარეს ლონდონში ზუსტი იდენტურობა აქვს”. “ლივერპული კი სულ სხვა სტილია, ისეთი შეგრძნება გაქვს რომ ის გამოყოფილია ინგლისიდან”. View the full article
  3. http://a.pix.ge/f/7flcz.jpg1981 წელს თბილისის "დინამომ" მონაწილეობა მიიღო მადრიდის ოთხთა ტურნირში.ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ თბილისელთა ვიზიტს მადრიდში ყველანო მოუთმენლად და დიდი ინტერესით ელოდნენ.თბილისის "დინამოს" გარდა ტურნირში მონაწილეობას იღებდა მასპინძელი "რეალი",ჰოლანდიური "ალკმაარი" და მიუნხენის "ბაიერნი".ჩვენ გთავაზობთ იმ ვიდეო მასალას,რომელიც ასე მარტივარ მოსაპოვებელი არ არის დაინტერესებული პირთათვის. გაიხსენეთ ძველი და მრისხანე "დინამო",რომელმაც შესძლო და გერმანელები გატეხა და დაქსაქსა. ვიდეოს გადმოსაწერად დააჭირეთ აქ >>> გადმოწერა <<< სრულად იხილეთ
  4. http://b.pix.ge/e/94eaj.jpgკატალონიური "ბარსელონას" ნახევარმცველმა,სეიდუ კეიტამ მიიღო გადაწყვეტილება და არ ითამაშებს ეროვნული ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში.საქმე ეხება მალისა და გვინეის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას,რომელიც 11 აგვისტოს არის დანიშნული.მან უარი თქვა 11-ში ნაკრების მაისურით თამაშზე,რადგანაც 14 აგვისტოს "ბარსელონა",ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრას მართავს "სევილიას" წინააღმდეგ. "მე ველაპარაკე მთავარ მწვრთნელს და ვუთხარი,რომ მე კლუბში ვრჩები.საქმე იმაშია,რომ ჩინეთში თუ წავალ,მარსელში თამაში ძალიან გამიჭირდება,ესაა და ეს.", - განაცხადა კეიტამ. სრულად იხილეთ
  5. http://b.pix.ge/q/yrbjw.pngდღეს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზუგდიდის "ბაიამ",თავისი სადებიუტო შეხვედრა გამართა იტალიურ "ბარდოლინოსთან".მატჩი იტალიელმა გოგონებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის ოთხ წუთსი ორი რეალური მომენტი გააიავეს,ჯერ იყო დაპირველივე წუთზე ვერ შეძლო დე სტეფანომ გოლის გატანა,შემეგ კი მეოთხე წუთზე ვერ გაიტანა კრესპიმ.ამის შემდეგ თითქოს სიტუცია დაამშვიდეს იტალიელებმა,მაგრამ... როგორც ჩანდა იტალიელი გოგოები აქცენტს სწრაფ გოლზე აკეთებდნენ და მატჩის მეერვე წუთზე დი კრიშომ უძლიერესად დაატყა კარისკენ... მისი დარტყმული კი მეკარემ გაანეიტრალა. იტალიელები მეგრელ მანდილოსნებს არ აძლევდნენ ამოსუნთქვის საშუალებას და "ბაიას" კართან მომენტს-მომენტზე ქმნიდნენ.ზუგდიდელი ფეხბურთელები კი საკუთარი კარის უსაფრთხოდ შენახვაზე აკეთებდნენ აქცენტს.მატჩის დაწყებიდან 20 წუთი იყო გასული,როდესაც "ბაიას" მეკარემ,თამარ ნადირაშვილმა შესანიშნად მოიგერია ბურთი და "ბარდოლინოს" ას პროცენტიანი საგოლე მომენტი მომენტადვე დატოვა.23-ე წუთზე მალიძემ იუხეშა მეტოქის წინაარმდეგ და მსჯას ყვითელი ბარათიც გამოსტყუა ხელიდან.ზუსტად ოთხ წუთში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა,ესტერ აცოპარდიმ ,ზუგდიდელებს მორიგი ყვითელი ბარათი უჩვენა... ამჯერად გაფრთხილება თეონა ტოდაძემ დაიმსახურა არასპორტული საქციელისათვის.პირველი ტაიმის შუა ნაწილიდან "ბაიას" ფეხბურთელლებიც გააქტიურდნენ და "ბარდოლინოს" შეტევებით თითოქს და თავბრუ დაახვიეს.29-ე წუთზე შეხვედრაში პირველი კუთხურის მოწოდება მოუხდათ ფეხბურთელებს და ეს "ბაიას" ფეხბურთელმა,თეონა თოდაძემ გააკეთა.მთლად ხეირიანი ვერ აღმოჩნდა თეონას ჩამოწოდებული კუთხური,იტალიელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და 30 და 31 წუთებზე თამარ ნადირაშვილს ორი სერიოზული დარტყმული ბურთის მოგერიება მოუწია და უკანასკნელი მოგერიებული ბურთი კუთხურზე გადააგდო."ბარდოლინოს" ფეხბურთელებმა კუთხური ტითქოსდა კარგად გამოიყენეს... ტუმცა ბურთი კვლავ ქართველმა მეკარემ მოიგერია 34-ე წუთზე. 35-ე წუთზე დანიშნული ჯარიმა იტალიელმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად გამოიყენეს და ჯირელიმ ანგარიშიც გახსნა 1-0 და წინ "ბარდოლინო" გავიდა.გატანილი გოლის შემდეგ "ბარდოლინოს" ფეხბურთელები უფრ და უფრო გააქტიურდნენ და ნადირაშვილს კიდევ ერთხელ მოუწია საქმეში თავის გამოჩენა და ბურთის მოგერიება.არც "ბაიას" გოგონები ეპუებოდნენ მეტოქეს და მომენტებს მეგრელებიც ქმნიდნენ.სწორედ ერთ-ერთი მსგავსი შეტევისას,იტალიელი დი კრიშო,ნათია სხირტლაძის წინაარმდეგ დაჯარიმდა და საკმაოდ სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მოუპოვა საკუთარ გუნდს 42-ე წუთზე.თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს შანსი და მორიგი სტანდარტი გააცუდეს.პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთებზე მოედანზე იტალიელები დომინირებდნენ მათ არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა და ანგარიშის გაზრდა თუმცა "ბაიას" მეკარის სასახელოდ უნდა ითქვას,რომ იგი საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდა მთელი ტაიმის განმავლობაში.პირველი ტაიმი ზუგდიდელებმა 1-0 წააგეს და იქიდან გამომდინარე,რომ "ბაია" სადებიუტო შეხვედრას ატარებს ჯგუფის ლიდერ "ბარდოლინოსთან" 1-0 მარცხი ვგონებ "ბაიას" აქტივში უფრო უნდა ჩაიწეროს ამ ეტაპზე. იალიელბმა მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად შეტევებით დაიწყეს.პირველი ტაიმისგან გაანსხვავებით "ბარდოლინომ" გოლი ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში გაიტანა და გაბიადინმა საკუთარი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა.იტალიელებმა 57-ე წუთზე ცვლილება განახორციელეს,დე სტეფანოს ნაცვლად მოედანზე საბინა გონდინი გამოვიდა სათამაშოდ.ეს უკანასკნელი აქტიურად ჩაერთო შეტევებში და 58-ე წუთზე საკმაოდ რეალური საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან.მატჩის დაწყებიდან 61 წუთი იყო გასული,როდესაც ზუგდიდელებმა პირველი ცვლილება გამოიყენეს.მარინა მესხიძეს ნაცვლად მოედანზე ეკატერინე ქადარია გამოვიდა სათამაშოდ.შეხვედრის დასრულებმადე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებოდა... თამარ ნადირა ნადირაშვილს კი საქმე არ აკლდებოდა და საკუთარი გუნდის პრესტიჟის დაცვა უწევდა.თუ კი პირველ ტაიმში "ბაია" მეტ-ნაკლებად თანაბრად ეთამაშებოდა მეტოქეს,მეორე ტაიმში ამას ძნელად თუ იტყოდა ვინმე.არცერთი სახიფატო მომენტი არ შეუქმნიათ მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდან მოყოლებული "ბაიას" გოგონებს.74-ე წუთზე იტალიელთა გუნდის მთავრმა მწვრთნელმა,რენატო ლოჯეგამ თავის გამოჩენის საშუალება ვერონიკა ბელფანტს და იგი მოედანზე კრისტიანა ჯირელის ნაცვლად გამოუშვა სათამაშოდ.ჯირელი გატანილი გოლისთვის აპლოდისმენტებითა და ოვაციებით გააცილეს მინდვრიდან. იმ იმედით,რომ "ბაიას" თამაში გამოცოცხლდებოდა,გერონტი ნაჭყებიამ მოეადანზე ნინო ქობალია გამოუშვა სათამაშოდ შეხვედრის 78 წუთზე ნაზი ბერაიას ნაცვლად. თამარნადირაშვილს არაერთი სახიფათო დარტყმული ბურთის მოგერიება მოუწია კვლავ და უკანასკნელ წუთებში არ აძლევდა "ბარდოლინოს" ანგარიშის გაზრდის საშუალებას.თუმცა მეკარის გაჯა თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ დააფასეს... ნინო სუთიძემ უხეშად,რომ ვთქვათ პენალტი "აიკიდა" და 83-ე წუთზე ვერონიკა კანტორომ ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა. იტალიელებმა მორიგი ცვლილება გამოიყენეს მატჩის 86-ე წუთზე და მოედანზე კიარა ფერო შემოვიდა მელანია გაბიადინის ნაცვლად. უკანასკნელ წუთებში სრულ უპირატესობას ფლობდა "ბარდოლინო" და შანსს არ უტოვებდა ზუგდიდის "ბაიას" ანგარიშის ემცირებისთვის.89-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ქადარია შეცვალა ყურაშვილმა ტრავმის გამო.ტრავმის სირთულეზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმედია მალე გახდება ცნობილი თუ რა სიმძიმის არის ფეხბურთელის ტრავმა. საბოლოოდ იტალიელებმა მორიგი მატჩის მოგება მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრაში მათ 10 გატანილი გოლი და 6 ქულა აქვთ. იმედი დავიტოვოთ,რომ "ბაია-გოგოები" შეძლებენ და მომდევნო შეხვედრაში მიაღწევენ სასურველ შედეგს. "ბარდოლინო" 3-0 "ბაია" გოლები: 1-0 ჯირელი 36' 2-0 გობიადინი 49' კანტორო (პენ.) 83' ბარდოლინო: მოჰამედი,ლედრი,ფილიპოცი,ტუტინო,დე სტეფანო,გაბიადინი (კაპ.),კრესლი,ჯირელი,კასანელი,კანტორო,დი კრიშო. ბაია: ნადირაშვილი,სუთიძე,ყველიძე (კაპ.),თათუაშვილი,სხირტლაძე,თოდაძე,მალიძე,სურმანიძე,ჭიჭინაძე,მესხიძე,ბერაია. სრულად იხილეთ
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/mcire-omi-150x150.jpg„წიგნის წაკითხვა სავალდებულოა მათთვის, ვისაც სურს, გაიგოს, რა მოხდა კულისებს მიღმა რუსეთ-საქართველოს ომში და როგორ დატოვა დასავლეთმა თბილისი რუსეთის აგრესიის პირისპირ” - ჯონ მაკეინმა ეს კომენტარი რონალდ ასმუსის ნაშრომის შესახებ გააკეთა. ტრანსატლანტიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნამუშევარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეხება. “მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო” ქართულად გია ჭუმბურიძემ თარგმნა და მისი პრეზენტაცია დღეს, აგვისტოს მოვლენებიდან ორი წლის თავზე გაიმართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/mcire.jpg itvს ლინკი
  7. http://b.pix.ge/q/ag01r.jpgმადრიდის "რეალის" ახალწვეულმა შესაძლოა თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატაროს უახლოეს მომავალში.გერმანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ამხანაგურ შეხვედრაში,რომელშის მადრიდის "რეალი" ამერიკულ - "ლოს-ანჯელეს გალაქსს" დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა,რომ Marca-ს ცნობით ფეხბურთელს მცირდეი ტრავმა აქვს ეს არ შეუშლის ხედირას ხელს და შეძლებს საკუთარი გუნდის დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.შეგახსენებთ,რომ ამერიკული გუნდის ღირსებას მადირიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი,დევიდ ბექჰემი იცავს. სრულად იხილეთ
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/nika_kvezereli-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი დეპუტატი ნიკა კვეზერელი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, კვეზერლმა კორეელ ინვესტორს შელ ო პაკს, მისი კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ, 10.000 აშშ დოლარი გამოსძალა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2009 წელს კვეზერელმა ამავე კორეელ ბიზნესმენს მშენებლობის სპეციალური ნებართვის მიღების სანაცვლოდ თაღლითურად გამოსძალა 250.000 აშშ დოლარი. ამასთან იგი ასევე, თაღლითურად დაეუფლა ინვესტორის “ინფინიტის” მოდელის ავტომობილს, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 40.000 აშშ დოლარს. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, კვეზერელმა დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რაც სამართალდამცავებმა აღკვეთეს. კვეზერელს ბრალი ედება 180-ე და 353-ე მუხლებით. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამინისტრომ დღეს სპეციალური ოპერატიული მასალაც გაავრცელა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/nika_kvezereli.jpg itvს ლინკი
  9. http://b.pix.ge/o/27wm7.pngდღეს ქუთაისში გაიმართა ადგილობრივი გუნდის "ტორპედოს" პრეზენტაცია.რომელიც უმაღლეს ლიგაში აღზევდა და ახლ სეზონს სწორედ ქართულ საფეხბურთო ელიტაში დაიწყებს. გუნდს მომავალ სეზონში კომპანია Saller შემოსავს,გუნდის სათამაშო მაისურზე ფისფორისფერი და ყვითელ-შავი ფერები იქნება დომინანტი.თანამედროვე ფეხბურთში დამკვიდრებული "ტრადიციის" თანახმად გუნდის ფორმაზე გამოსახული იქნება წარწერა WISSOL,რაც იმას შეახსენებს ყველას,რომ არ გუნდს სწორედ ეს კომპანია აფინანსებს.ქართულ საკლუბო მაისურებთან დაკავშირებით არსებული ყბადაღებული პრობლემა "ტორპედომ" გაითვალისწინა და კლუბის სათამაშო ლოგოც დაურთო მარცხენა მხარეს მაისურზე. დღეს გახდა ასევე ცნობილი ის ფაქტი,რომ "ტორპედოს" დაუბრუნდა სამართალმემკვიდრე გუნდის სტატუსი და უმაღლეს ლიგაში ითამაშებს სწორედ ის ქუთაისის "ტორპედო",რომელსაც 3-ჯერ აქვს ნაზეიმები საქართველოს ჩემპიონობა და 2-ჯერ საქართველოს თასის ჩემპიონობა. პრესკონფერენციაზე ასევე გახდა ცნობილი,რომ უახლოეს დღეებში გუნდს ექნება საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდი ww.fctorpedo.ge,პროექტზე მუშაობა დაწყებულია და უკვე დასრულების სტადიაშია.ერთგულ ქომაგს დღეს "ტორპედოს" მაისურები გადასცა. ცნობილი გახდა ის ფაქტიც,რომ 14 აგვისტოს გასამართ "ტორპედო" - "ოლიმპი" შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს პირდაპირ ეთერში.შეხვედრას კი სხვა დანარჩენ ქომაგებთან ერთად, ზვიად სიჭინავა,რევაზ არველაზე გია ფირცხალავა დაესწრებიან. სრულად იხილეთ
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/russia_1692777c-150x150.jpgგერმანიის საელჩომ რუსეთში 6 აგვისტოს, საღამოს მუშაობა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე შეაჩერა. დიპლომატები გაიწვია ავსტრიამ, პოლონეთმა და კანადამ. აშშ-ის, საფრანგეთის და ბულგარეთის საელჩოებმა კი, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს რუსეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. არაოფიციალური მონაცემებით, მოსკოვიდან დიპლომატთა ოჯახის წევრების, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე თანამშრომლების გაყვანას კიდევ რამდენიმე ქვეყანა გაგმავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/diplomatebi.jpg itvს ლინკი
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg ლილანდ მილერი როგორ აპირებს რუსეთი მანამდე უღიმღამო ორგანიზაციის გამოყენებას „ახლო საზღვარგარეთში“ საკუთარი ძალაუფლების აღდგენისთვის საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგ, მოსკოვი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს მისი ნამსხვრევების შეგროვებისა და შეკოწიწებისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ენერგორესურსებზე ფასების გაზრდითა და იმით გამხნევებული, რომ შეერთებული შტატები შორეულ ომებში იბრძვის, რუსეთმა მის ეგრედწოდებულ „ახლო საზღვარგარეთში“ ჰეგემონიის აღდგენის მცდელობა გააქტიურა. ამ მიზნის მიღწევის ინტრუმენტად მან თითქმის უუნარო რეგიონალური დაჯგუფება „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაცია“ აირჩია, რომელშიც გაერთიანებულები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. თუკი მანამდე ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან შემდგარი სუსტი ალიანსი იყო, ახლა რუსეთის ძალისხმევით თანამშრომლობა ორგანიზაციის წევრებს შორის უკანასკნელი წლის განმავლობაში მკვეთრად გააქტიურდა. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შექმნის მომენტში 2002 წელს, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ თვალშისაცემ როლს შეძენდა. ბოლოს და ბოლოს, რეგიონში ხომ ეკონომიკური და სამხედრო საკითხების კოორდინაციისთვის ჯგუფი უკვე არსებობდა – შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელსაც უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს და რომელშიც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ბევრი წევრი შედის. თუმცა ჩინეთთან ენერგორესურსებისა და ვაჭრობის პრობლემების გამო კონკურენციის გაძლიერების ფონზე, მოსკოვი ალტერნატიული რეგიონალური მექანიზმის შექმნას შეეცადა, სადაც პეკინს ლიდერის როლი არ აქვს. შესაბამისად, „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე ხელშეკრულების ორგანიზაცია“, როგორც უპირატესად რუსული ფორუმი, ჩუმად დაიბადა. ამ ორგანიზაციაში რუსეთის ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. 2005 წლიდან ის ერთობლივ სამხედრო წრთვნებს მართავს, მაგრამ 2009 წელს მან ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, როდესაც „სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები“ შექმნა. ოფიციალურად, ამ ძალების მისია – რეგიონის ქვეყნების კოორდინაციაა ისეთ საკითხებზე რეაგირებისთვის, როგორებიცაა სტიქიური უბედურებები, ნარკოტიკებთან და ტერორისტულ საფრთხეებთან ბრძოლა. მაგრამ რუსეთის ლიდერები ამ ორგანიზაციის როლს სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. თებერვალში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ძალები „ყველაზე თანამედროვე იარაღით“ უნდა აღიჭურვოს და ნატოს არ უნდა ჩამორჩებოდეს. გარდა ამისა, ეს შეთანხმება, პირველად საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ (1991 წელი), რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, მეზობლების ტერიტორიაზე საკუთარი არმია კანონიერ საფუძველზე განათავსოს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა იანვარში სამმხრივი საბაჟო კავშირის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომლის მიზანიც ამ სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკური ინტეგრაციაა. რუსეთისთვის ეს ყოფილ ვასალებზე გავლენის გაძლიერებისთვის და ასევე უფრო მასშტაბური „საერთო ეკონომიკური სივრცისთვის“ საფუძვლების შესაქმნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ უკანასკნელის ფორმირებას რუსეთი 2012 წლისთვის იმედოვნებს. ასეთმა ქმედებებმა ზოგიერთებს კითხვა გაუჩინა: საბჭოთა კავშირის აღდგენის მოწმეები ხომ არ ვართ? ეს შიშები ნაადრევია, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მართალია, რუსეთმა შეძლო შუა აზიაში გავლენის არსებითად აღდგენა და განმტკიცება, მაგრამ საკუთარი ჰეგემონიის აღორძინების მცდელობისას რეგიონში ის მთელ რიგ დაბრკოლებებს აწყდება. რუსული განზრახვებისთვის საკუთარ სუვერენიტეტზე უარის თქმის სურვილს და მზადყოფნას ყველა ქვეყანა არ გამოთქვამს. სინამდვილეში, „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ ფარგლებში ინტეგრაციის გაძლიერების მცდელობებს წევრ–ქვეყნებში საკმაოდ სერიოზული ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ბოლო დრომდე უზბეკეთი ამ ორგანიზაციის ფარგლებში რუსეთის ყველაზე მკვეთრი კრიტიკოსი იყო. ორგანიზაციის 2009 წლის ივნისის სამიტზე, როდესაც სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ გამოცხადდა, უზბეკეთმა (ასევე ბელორუსმა) შეთანხმების ხელმოწერაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც გაირკვა, რომ ამ ძალების კოლექტიური მართვა წევრი–ქვეყნების მხრიდან რუსეთის გეგმებში არ შედის. (რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ამ შემადგენლობაში რუსეთს მეტი სამხედრო ძალა ეყოლება, ის უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს და სამხედროებს განათავსებს იქ, სადაც მოისურვებს) უზბეკეთმა გააპროტესტა ასევე ორგანიზაციის ახალი სამხედრო ბაზის შექმნის რუსული გეგმები, ყირგიზეთის სამხრეთით ქალაქ ოშში, რომელიც უზბეკეთის საზღვართან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, რადგან იქ რუსეთის ჯარის განთავსება იგეგმებოდა. მოსკოვმა ეს გეგმა თაროზე შემოინახა, ყოველ შემთხვევაში დროებით, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ტაშკენტმა პროტესტის ნიშნად ორგანიზაციის რამდენიმე სხდომის ბოიკოტირება მოაწყო. ძალადობის ბოლოდროინდელმა აფეთქებამ და ორგანიზაციის უარმა ჩარევაზე, შუა აზიის სახელმწიფოებს შორის და თავად რუსეთშიც, სერიოზული კამათი გამოიწვია. საბოლოო ჯამში, ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ შიდა კონფლიქტში ჩარევას მას ორგანიზაციის წესდება უკრძალავს. მაგრამ ამას ყირგიზეთის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც ორგანიზაციას (და რუსეთს) დახმარების და ჯარის გაგზავნის თხოვნით მიმართა, ეშინოდა რა, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაიძირებოდა. რუსული მედიის რეაქციაც ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე მკაცრი იყო. როგორც Moscow Times–მა საკუთარ სტატიაში აღნიშნა, ორგანიზაციის უმოქმედობამ იმის „დემონსტრირება მოახდინა, რომ რუსეთს რეგიონალური ლიდერობაც კი არ შეუძლია“. ხოლო ოპოზიციურმა ინტერნეტ–გამოცემა „ყოველდღიურმა ჟურნალმა“ „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას“ მომაკვდავი უწოდა, რომლის თავშეკავებულობამაც, პოსტსაბჭოთა სივრცეში „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ შექმნის მცდელობების უაზრობა ცხადყო. მაგრამ ყველაზე მკვეთრი წინააღმდეგობა ახალი საბაჟო კავშირის შექმნის მცდელობას მოჰყვა, თანაც დიდწლად მოსკოვის ძველი მოკავშირის ბელორუსის მხრიდან. სავაჭრო დავები რუსეთ–ბელორუსის ურთიერთობების განუყოფელი მახასიათებელი გახდა, იმის მიუხედავად, რომ ეს ორი ქვეყანა 1995 წლიდან ფორმალურად „მოკავშირე სახელმწიფოდ“ ითვლება. მაგრამ იანვარში მოსკოვმა ოპონენტებს დაუდასტურა ის, რომ ეს კავშირი არაფერია, თუ არა რუსეთის მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა. სავაჭრო პაქტის შექმნაზე განცხადების პარალელურად, მოსკოვმა ბელორუსის ნავთობპროდუქტების ექსპორტზე მთელი რიგი გადასახადები დააწესა. ასეთმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც წინ უძღოდა გადასახადების შემოღება ნედლი ნავთობის ექსპორტზე, ისედაც დაძაბული სიტუაცია აფეთქების ზღვრამდე მიიყვანა. მინსკის აზრით, 200 მილიონი დოლარის მოცულობის ეს ახალი გადასახადები, რომლებიც მოსკოვმა ძველ მიწოდებებზე შემოიღო, არამხოლოდ საბაჟო კავშირის იდეას ეწინააღმდეგება, არამედ ბელორუსის იმ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების სიცოცხლისუნარიანობას ემუქრება, რომლებიც ქვეყანაში ყველაზე შემოსავლიანია. მინსკი განრისხდა და გადასახადების გამო დსთ–ს ეკონომიკურ სასამართლოში იჩივლა და აპრილში ისიც განაცხადა, რომ „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციას“ დღევანდელი ფორმით „პერსპექტივა არ აქვს“. როდესაც ბელორუსია არ დანებდა, რუსეთს და ყაზახეთს სხვა გზა არ დარჩათ, თუ არა ის, რომ 1 ივლისს შეცბუნებულებმა საბაჟო კავშირის ორმხრივ საფუძველზე ამოქმედების შესახებ განაცხადეს. კატასტროფა თავიდან იქნა აცილებული მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო წუთში რუსეთი დათმობაზე წავიდა: 2012 წლის იანვარში, მოსკოვი დათანხმდა ექსპორტზე დაწესებული გადასახადების გაუქმებაზე და ხუთი დღის შემდეგ ბელორუსი საბაჟო კავშირს მაინც შეუერთდა. იმავდროულად, სულაც არ არის დადასტურებული ის, რომ საბაჟო კავშირს ყაზახეთი მხარს დაუჭერს, ყოველ შემთხვევაში პერსპექტივაში. თუკი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი მუდმივად საბაჟო კავშირის მომხრეა, მისი გავლენიანი პრემიერ–მინისტრი კარიმ მასიმოვი, არსებული ინფორმაციით, ჩინეთთან დაახლოებას ანიჭებს უპირატესობას, რომელთანაც ის უკვე დიდი ხანია ურთიერთობებს აგვარებს. თუკი მოხუცი ნაზარბაევი ავად გახდება ან მოკვდება, მასიმოვის ფრაქციამ ხელისუფლებისთვის ბრძოლის შედეგად შეიძლება რუსეთისგან გამიჯვნაზე გავლენა იქონიოს, ან შეიძლება პრეზიდენტის პოსტიც კი მიიღოს. საბაჟო კავშირის და საბოლოო ჯამში „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციის“ მომავლის გასაღები არის კითხვა იმის შესახებ, აქვს თუ არა ამ პაქტს უფრო მძლავრ ეკონომიკურ კავშირად, ან შეიძლება რუსული რუბლის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სავალუტო კავშირად გარდაქმნის აუცილებელი პოტენციალი. რუსული რუბლი ამით ყოფილი საბჭოთა შუა აზიის მთელ ტერიტორიაზე პოზიციებს განიმტკიცებდა. უდაოა, რომ გეგმა სწორედ ეს არის, მით უფრო მედვედევის ივლისის განცხადების ფონზე: რომ საერთო ეკონომიკური სივრცე შეიძლება გარდაიქმნას „საერთო ბაზრად… და საბოლოო ჯამში… საერთო სავალუტო ზონის საფუძველი შექმნას“. თუკი ვივარაუდებთ, რომ საბაჟო კავშირი ამ მიმართულებით განვითარდება, მისი წევრობის ყველაზე რეალური კანდიდატი უახლოეს მომავალში უკრაინა გახდება. თუკი უზბეკეთი და ბელორუსი რუსეთისთვის მუდმივი თავისტკივილია, მოსკოვისთვის საბედნიეროდ, უკრაინა მის ორბიტას უბრუნდება. წელს, პრეზიდენტობის პრორუსმა კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პრეზიდენტის სავარძლიდან გადასვა პროდასავლელი ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო. ახალ პრორუს პრემიერთან ნიკოლოზ აზაროვთან ერთად ის დაუღალავად იღწვის რუსულ–უკრაინული ურთიერთობების განმტკიცებისთვის. ამ ძალისხმევის შედეგი გახდა ორმხრივი შეთანხმებები გაზის მიწოდებაზე, რუსეთისთვის შავ ზღვაში სამხედრო–საზღვაო ობიექტებისთვის იჯარის ვადის გახანგრძლივებაზე, ასევე უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზის“ რუსულ „გაზპრომთან“ შესაძლო შერწყმაზე (ჩათვალეთ, გადაყლაპვაზე) მოლაპარაკებები. თუკი რუსეთი განაგრძობს უკრაინის ეკონომიკის საკვანძო დარგებზე კონტროლის მოპოვებას, საბაჟო კავშირში გაწევრიანება უბრალო ფორმალობა გახდება. იმავდროულად, როგორც ჩანს, რუსეთი ამ კავშირში ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოების გაწევრიანებაშიც დაინტერესებულია. არ არის გამორიცხული, რომ ეს მოხდება „ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის“ მიერთების ხარჯზე, სადაც გაერთიანებულები არიან დღევანდელი საბაჟო კავშირის წევრები, ასევე ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ხოლო სომხეთი, მოლდავეთი და უკრაინა დამკვირვებლები არიან. რუსეთის მიერ აპრილის დასაწყისიდან ყირგზეთისა და ტაჯიკეთისთვის ნავთობპროდუქტებზე გადასახადების გაზრდა, ბევრმა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია: მოსკოვი თითქოს შეეცადა მათთვის ამ მიმართულებით სვლისკენ ებიძგა. ეს მოსაზრება, მაისის ბოლოს, ვლადიმერ პუტინის მიერ „ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის“ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამაც დაადასტურა: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ორგანიზაციას არ ყავს არცერთი ისეთი წევრი, რომელსაც მომავალში არ სურდეს მიერთება საბაჟო კავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“. ესეც ასე. „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შთანხმების ორგანიზაცია“ რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი არ არის, მაგრამ მოსკოვმა უკვე დაადასტურა, რომ მზადაა საბჭოთა მეთოდებით იმოქმედოს. ორიგინალი ორიგინალი
  12. ვერდერის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ალოფსმა გამორიცხა მისი გუნდის ცენტრალური მცველის, პერ მერტეზაკერის გაყიდვის შესაძლებლობა. იხილეთ fanebi.com
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/yvavili-150x150.jpg2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულები მუსიკისა და დრამის თეატრის ეზოში გაიხსენეს. გაზეთ „პრაიმ-ტაიმმა” რუსული ინტერვენციის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაგებად 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული 170 ჯარისკაცის ისტორია შეაგროვა და წიგნად გამოსცა. პრეზენტაცია ,რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ, ნიკა მემანიშვილის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გაგრძელდა. საქართველოში პირველად შესრულდა გია ყანჩელის ნაწარმოები „პატარა იმბერი”. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/gmirebi.jpg itvს ლინკი
  14. მიხეილ სააკაშვილი 25 წლის თბილისელ გოგონას შეუყვარდა. გაზიარება [ხათუნა ბახტურიძე. 15:22 07-08-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TF1By4URycI/AAAAAAAAD-Y/WcYPAo2YFII/s200/mishiko.gifსამოქალაქო მედიის ექსპერტი, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" აქტიური წევრი ნინო ჭელიძე, რომელსაც პრეზიდენტის 1000-ზე მეტი ფოტო აქვს, ამბობს, რომ ყველაზე ხშირად სიზმარში პრეზიდენტს ხედავს - ადამიანს, რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ნინოს ქვეყნის პირველი პირის სურათები საკუთარი საძინებელი ოთახის კედლებზე აქვს გაკრული. მისი მობილური ტელეფონის ეკრანიდან და ნოუთბუქის მონიტორიდანაც მიხეილ სააკაშვილი იმზირება... ცალმხრივ სიყვარულზე სასაუბროდ, შინ მიმიწვია. ვიდრე საუბარს დავიწყებდით, უცებ ჩარკვიანის სიმღერიდან პატარა ნაწყვეტი - "ყველაფერს ვეტყვი პრეზიდენტს..." - გაისმა. თურმე ნინოს ტელეფონზე ურეკავდნენ... პრეზიდენტზე შეყვარებული გოგონა ძალიან მხიარული, გულახდილი რესპონდენტი და გულითადი მასპინძელი აღმოჩნდა... - ნინო, როგორ შეცვალა შენი ცხოვრება პრეზიდენტმა და რამ განაპირობა შენი მისდამი ასეთი დიდი სიყვარული? - კარგად მახსოვს, 90-იანი წლები: შიმშილი, სიცივე, უშუქობა, ქურდობა, ყაჩაღობა, შეიარაღებული ბანდების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დღემდე გულში მაქვს ჩარჩენილი, საახალწლო ზეიმზე სკოლა რომ დამიცხრილეს და გოზინაყზე ნასწავლი ლექსი ვერ ვთქვი. ჩემს უბანში განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო. ნაძალადევში ვცხოვრობ, აქ პოლიციელებიც კი ქურდული ტრადიციების მიხედვით ცხოვრობდნენ. ხუდადოვის ქუჩის ბოლოს მათი ბლოკპოსტი იდგა და ყველა სამარშრუტო ტაქსის ავლა-ჩამოვლაზე ფულს ართმევდნენ, გასდიოდათ და იმიტომ... 16 წლის ვიყავი, პირველად კორუმპირებულ ადამიანებთან რომ მომიწია შეჯახებამ. პოლიციის სამმართველოში, პირადობის მოწმობის ასაღებად მისული, საშინლად გამაწამეს, წინ და უკან მარბენინეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ჯიბეში 15 ლარი არ ჩავუდე. ახლახან კი პასპორტი ყოველგვარი პრობლემის გარეშე ავიღე. სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო რეფორმების განხორციელება, მენტალურადაც კი შეცვალა ხალხი. ადრე გოგონებს ქურდული მენტალობის, ნარკომანი ბიჭები მოსწონდათ, ახლა მათკენ აღარავინ იხედება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ "ნახალოვკელი" ბიჭი ხმამაღლა იტყოდა, - ქურდობა არ მინდა, პოლიციელი ან სამხედრო უნდა გავხდეო. - სააკაშვილი იმიტომ გიყვარს, რომ ქვეყანაში რეფორმები გაატარა თუ როგორც მამაკაცი, ისე გხიბლავს?- როგორც მამაკაცი, ისედაც მხიბლავს. მაგრამ ჩემი ყურადღება თავისი რეფორმებით მიიპყრო. გახსოვთ, იუსტიციის მინისტრი რომ გახდა და ამ უწყების შესასვლელში ფორმიანი გუშაგები დააყენა?.. თავი ევროპაში მეგონა... სხვათა შორის, მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც რეფორმებს შეეწირა. ეკონომიკის სამინისტროში, კახა ბენდუქიძესთან ვმუშაობდი. მართალია, შემცირებაში მომაყოლეს, მაგრამ მაშინაც ვამბობდი და დღესაც ამ აზრზე ვარ, - ეკონომიკის სამინისტროში ძალიან კარგი, დროული და საჭირო რეფორმა გატარდა. ზოგიერთივით, არ დავბოღმილვარ, სწავლა გავაგრძელე, მარკეტინგი შევისწავლე. მერე საბაჟოზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ იქაც შემამცირეს და თითქმის 2 წელი უმუშევარი ვიყავი. - მიხეილ სააკაშვილმა, როგორც მამაკაცმა, რითი მოგხიბლა? - მისი ყველაფერი მომწონს - სიმაღლე, გარეგნობა, მანერები, სპორტული სტილი. - სპორტული სტილი?- დიახ, სპორტული სტილი. ტელეკომპანია "კავკასიამ" ხომ გაავრცელა შემთხვევით გადაღებული კადრები, სადაც ის ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. გარდა ამისა, მე ისიც ვიცი, რომ კარგად ცურავს, ფრენბურთს თამაშობს, ციგურებზე სრიალებს, თხილამურებზეც კარგად დგას. მისი ფიზიკური აქტიურობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითია. სააკაშვილი სიგარეტით ხელში რომ დავინახო, ალბათ გავგიჟდები. - მისი ჩაცმის სტილიც მოგწონს?- ძალიან კარგი სტილი აქვს. ქართველი მამაკაცები, ქურდული ტრადიციის გავლენით, ძირითადად, შავი პერანგით, შავი შარვლით, შავი ლაკის ტუფლებით დადიოდნენ, ცხვირსახოციც კი შავი ჰქონდათ. მათ ფონზე, ვარდისფერ მაისურსა და მწვანე შარვალში გამოწყობილი სააკაშვილი არაორდინარული გამოჩნდა. - ე.ი. თუ შავი ფერის სამოსი უფრო მომწონს, ვიდრე მწვანე ან ვარდისფერი, ეს ქურდული ტრადიციის გავლენაა?..- (იცინის) არა, მე მამაკაცები მყავს მხედველობაში. არც იმას ვამბობ, რომ ვისაც შავი ფერის სამოსი აცვია, ყველა ქურდული ტრადიციის მატარებელია, უბრალოდ, ეს სტილი ადრე იყო მოდაში. ქართველები კი ბუნებით კონსერვატორები ვართ და სიახლეს ძნელად ვეგუებით. - ევროპელ ლიდერებზე რას იტყვი? მწვანე შარვლებით და ყვითელი ან ვარდისფერი პერანგებით არც ისინი დადიან.- სხვათა შორის, მაგაზეც მიფიქრია... ოფიციალური შეხვედრების ამსახველ ფოტოებზე ჩვენი პრეზიდენტი სხვებისგან ყოველთვის გამოირჩევა, როგორც სიმაღლით, ისე ჩაცმის სტილით. თავისი გარეგნობითა და მანერებით ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება. იცით, ის რუსებს რატომ სძულთ?.. არაფრისგან სახელმწიფო შექმნა. ისე, ქართველები რა უცნაური ხალხი ვართ: რამდენიმე დღის წინ ჩემთვის ვფიქრობდი, - ხომ შეიძლება, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც იყიდებოდეს სუვენირები პრეზიდენტის გამოსახულებით-მეთქი?.. ეჰ, ვინ გაბედავს აქ ამის გაკეთებას, ოპოზიცია ერთ ამბავს ატეხს!.. - მარტო ოპოზიცია?- არა მარტო ოპოზიცია; ხალხიც. იტყვიან, - ესეც სააკაშვილის ბიზნესიაო... - სააკაშვილის სურათების შეგროვება რამ გადაგაწყვეტინა? სუვენირების არ იყოს, ისიც ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრე? - დაახლოებით ასე იყო: ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ სააკაშვილის სიყვარულით, 50 სურათი დამიგროვებია. ვიფიქრე, რადგან ამდენი სურათი მაქვს, მოდი, კოლექციას შევაგროვებ-მეთქი და 7 თვეში უკვე 1200 ფოტო მოვაგროვე. მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ყველა პერიოდის ამსახველი ფოტო მაქვს, - დაწყებული "კმარას" აქციებიდან, დამთავრებული ამ ბოლო კვირაში სამინისტროებში ვიზიტით. - ის ფოტოებიც გაქვს, გორში მიწაზე დაოთხილი რომ არის ან ჰალსტუხს რომ ღეჭავს? - შენ წარმოიდგინე, მაქვს. ჩემი პრეზიდენტი ისეთი მიყვარს, როგორიც არის. მე თუ მკითხავთ, მისი საქციელი ორივე შემთხვევაში ადეკვატური იყო. როდესაც ქვეყანას გიბომბავენ, უნდა ინერვიულო, აბა, რა უნდა ქნა?! ასეთ დროს შეიძლება, ჰალსტუხიც დაღეჭო... რაც შეეხება გორში გადაღებულ კადრებს, - მე ისიც კი გამიკვირდა, იქ რომ ჩავიდა... ამ ხალხს მთავარსარდალი ცხენზე ამხედრებულ, ხმალამოღებულ დევგმირად წარმოუდგენია, ახლა სხვა დროა... - გორში სააკაშვილთან ერთად კუშნერიც იყო, მაგრამ ის არ გაქცეულა... - კიდევ კარგი, რომ სააკაშვილი გაიქცა: როგორც გავიგე, საფრთხე მართლაც რეალური იყო. დაცვამაც სწრაფი და სწორი რეაგირება მოახდინა. ძალიან მაინტერესებს, მსგავს სიტუაციაში ის ხალხი როგორ მოიქცეოდა, ვინც სააკაშვილს მშიშარად მიიჩნევს?! მე ერთი რამ ვიცი: ქვეყანა ოკუპირებულია, მაგრამ მაინც ვითარდება. ეს კი სააკაშვილის დამსახურებაა. ადამიანი, რომელმაც ამდენი კარგი საქმე გააკეთა, სულაც არ არის საკუთარი თავით კმაყოფილი, ძალიან თავმდაბალი, უბრალო ადამიანია. მისი რეზიდენციის გახსნაზე შემთხვევით აღმოვჩნდი. იქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან უშუალოა. - რეზიდენციის პრეზენტაციაზე შემთხვევით როგორ აღმოჩნდი?- "ფეისბუკის" მეშვეობით დაპატიჟეს ხალხი, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან "იმეილით" მომივიდა მიწვევა. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაინც წავედი. ძალიან გამიხარდა, როდესაც დავრწმუნდი, რომ მართლა დაპატიჟებული ვიყავი. - შენი აზრით, სააკაშვილს რაიმე ნაკლი თუ აქვს?- მიჭირს ამის თქმა (ფიქრობს). რა არ მომწონს, იცით?.. რეფორმები რომ შეაჩერა. იმედი მაქვს, ეს პაუზა დროებითია. როგორც პიროვნებასა და მამაკაცს, ნაკლს ვერ ვუძებნი. ძალიან მომწონს, რომ იუმორის გრძნობა აქვს. ვაფასებ იმასაც, რომ ტირილი შეუძლია. ერთხელ, ნოდარ ქუმარიტაშვილის გამო იტირა, ერთხელ - მოხუცი პენსიონერი შეეცოდა... - მის ტირილზე შენ რა რეაქცია გაქვს - დამშვიდების სურვილი ხომ არ გიჩნდება?..- სიამოვნებით დავამშვიდებდი. - როდესაც მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა, შენი სულიერი მდგომარეობა როგორი იყო?- ძალიან მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ ოპოზიცია, თუნდაც გარე ძალებიდან მართული, ვერაფერს მიაღწევდა. ეს თავად ხელისუფლებამაც იცოდა და ამიტომაც "აიგნორებდა". - ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რომ "აიგნორებდა", ეს მოგწონდა? - სხვათა შორის, ვფიქრობდი, რომ აქციის ორგანიზატორები უნდა დაეჭირათ. საშინელება იყო... გახსოვს, რას დაამსგავსეს განახლებული თავისუფლების მოედანი?! პუშკინის სკვერი სანაგვედ აქციეს, ახალგარემონტებული მიწისქვეშა გასასვლელი სულ მიანგრ-მოანგრიეს. - 7 ნოემბერს ხალხი რომ დაარბიეს, მაშინ რას ფიქრობდი?- ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება სავსებით სწორად იქცეოდა. ახლაც ამ აზრზე ვარ. როდესაც ქვეყანაში გადატრიალება მზადდება, ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს. - როგორ ფიქრობ - პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რატომ გამოვიდნენ ქუჩაში ის ადამიანები, რომელთა მხარდაჭერის შედეგადაც, სააკაშვილი თავის დროზე ხელისუფლებაში მოვიდა? - იმიტომ, რომ რეფორმების შედეგად, ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩა და დაიბოღმა. მეც შემამცირეს, თანაც - ორჯერ, მაგრამ ამის გამო, რეფორმატორი ხელისუფლების კრიტიკის სურვილი არ გამჩენია. - ახლა თუ მუშაობ?- კი, ვმუშაობ, კონტროლის პალატაში, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ ხვალ ან ზეგ ისევ ვიმუშავებ. - შენი ოჯახი თუ თანაგიგრძნობს პრეზიდენტის სიყვარულში? - არ თანამიგრძნობენ, მაგრამ არც აღშფოთებულები არიან ამის გამო. - სააკაშვილის ექსკლუზიური ფოტოები თუ გაქვს? - ერთი მაქვს და იმასაც თქვენ გაძლევთ. - ეს ფოტო როგორ მოიპოვე?- ვინც გადაიღო, იმის მეგობარმა მომცა. სულ ახალია, ამ ზაფხულს გადაუღეს. - პრეზიდენტის ფოტოების გარდა, რაიმე სხვა კოლექციაც ხომ არ გაქვს?- მიხეილ სააკაშვილის სურათებამდე არასდროს არაფერი შემიგროვებია. "ფეისბუკში" ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა "მიშატელისტი" დამარქვა. - პრეზიდენტზე მოგონილი ჭორების შეგროვებაზეც ხომ არ გიფიქრია? - არა, მისი ოპონენტების მიერ გავრცელებული ჭორების ნამდვილად არ მჯერა. - მექალთანე არისო, რომ ამბობენ, არც ეს გჯერა?- ისე, კაცს ქალები რატომ არ უნდა იზიდავდეს?! ბერლუსკონი, სარკოზი და პუტინი ამის გამო არავის შეუჩვენებია, მით უმეტეს, პუტინი თითქმის შვილის ტოლ გოგონაზე, 19 წლის ტანმოვარჯიშეზე იყო შეყვარებული. - ისე, პუტინი რომ სააკაშვილს დაემუქრა, არ შეგეშინდა?- არა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ვერც პუტინი დააკლებს რამეს და ვერც სხვა ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები დიდია. სხვათა შორის, პუტინის მუქარას ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მოსწრებული პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ იუმორის დიდი გრძნობაც აქვს და საკმაოდ გაბედული ადამიანიცაა. დარწმუნებული ვარ, სხვა რომელიმე ერს სააკაშვილივით სიმპათიური, ახალგაზრდა, გონიერი, გამბედავი და რეფორმატორი პრეზიდენტი რომ ჰყავდეს, უსაზღვროდ იამაყებდა. ეს ჩვენ, ქართველები ვართ ზედმეტად კრიტიკულები და ზოგჯერ, უმადურებიც.”გზა” http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/seminar1-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, საფინანსო აკადემიის სასწავლო ცენტრში ორ დღიანი სემინარი დაიწყო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/se.jpg itvს ლინკი
  16. Lady Radio-ის ცნობით, ლონდონური "ვესტ ჰემის" თავდამსხმელმა ალესანდრო დიამანტიმ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს. 27 წლის ფორვარდით დაინტერესებას "ბრეშა", "ფიორენტინა" და "პარმა" გამოხატავენ. იხილეთ fanebi.com
  17. http://b.pix.ge/f/qttee.jpgიტალიური "ბოლონია" დაინტერესებულია "კრუზეიროს" ბრაზილიელი მცველით,ჯონათან სისეროთი.ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო FootballPress. 24 წლის ფეხბურთელი საკუთარი უნდის რიგების დაცვას 2005 წლიდან იცავს.ამ პერიოდის მანზილზე მან ას მონაწილეობა მიიღო ასზე მეტ შეხვედრაში.აქვე აღვნიშნავთ იმასაც,რომ სისეროს გადაბირებით მილანური "ინტერიც" არის დაინტერესებული. სრულად იხილეთ
  18. http://b.pix.ge/a/h7bnf.jpgთურქული "ფენერბაჰჩე" დაინტერესებულია ლონდონის "არსენალის" ყოფილი მცველით,ვილიამ გალასით.გვამცნობს Radio Montecarlo. ფრანგი შესაძლობა გადავიდეს სტამულში სათამაშოდ,როგორც თავისუფალი აგენტი.ადრევე გატყობინებდით,რომ 32 წლის ფეხბურთელი ვერა და ვერ პოულობდა კლუბს სასურველი პირობებით და ახლა შესანიშნავი შანსი გამოუნჩნდა გალასს "ფენერბაჰჩეს" სახით. სრულად იხილეთ
  19. http://b.pix.ge/a/h7bnf.jpgთურქული "ფენერბაჰჩე" დაინტერესებულია ლონდონის "არსენალის" ყოფილი მცველით,ვილიამ გალასით.გვამცნობს Radio Montecarlo. ფრანგი შესაძლობა გადავიდეს სტამულში სათამაშოდ,როგორც თავისუფალი აგენტი.ადრევე გატყობინებდით,რომ 32 წლის ფეხბურთელი ვერა და ვერ პოულობდა კლუბს სასურველი პირობებით და ახლა შესანიშნავი შანსი გამოუნჩნდა გალასს "ფენერბაჰჩეს" სახით. სრულად იხილეთ
  20. http://b.pix.ge/g/yiuc6.jpg საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, "მარსელი" დაინტერესებულია კატალონიური "ბარსელონას" ნახევამრცველი გლებით,ინფორმაციას ავრცელებს FootballPress. ფრანგები მზად არიან ბელარუსი ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიელებს 4 მილიონი ევრო გადაუხადონ.აქამდე გავრცელებული ხმების საფუძველეზე ლები "სევილიის" ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო,თუმცა ამ ეტაპზე,სად მოისურვებს ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას,უცნობია სრულად იხილეთ
  21. ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა ფლორენციის "ფიორენტინას" გულშემატკივრებისთვის. გუშინ საღამოს, სტევან იოვეტიჩის სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფეხბურთელი მინდორს დაახლოებით 6 თვით ჩამოშორდა. იხილეთ fanebi.com
  22. The Sun-ის ცნობით, ლონდონის "არსენალი" მზად არის "ლივერპულის" ესპანელ გოლკიპერ პეპ რეინაში 23 მლნ ფუნტი გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ რეინაზე ყურადღება "მეთოფეების" თავკაცმა არსენ ვენგერმა მხოლოდ მარკ შვარცერის ლონდონში გადაყვანის ვარიანტის ჩაშლის შემდეგ შეაჩერა. იხილეთ fanebi.com
  23. http://b.pix.ge/e/0yg28.jpg იტალიური "კიევო" დაინტერესებულია მილანის "ინტერის" მცველით,კერძოდ კი - ნვანკო ობიორათი.ინფორმაციას ავრცელებს FootballPress. 19 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი,შესაძლოა ვერონულ კლუბში არენდის წესით გაუშვას "ინტერმა" ერთი წლით.ობიორა ინტერში 2010 წელს გადავიდა მშობლიური "ეკოდან". სრულად იხილეთ
  24. დღეს LIFE SPORTS_მა გაანცხადა,რომ ანდეი არშავინს პირადი ბლოგის გახსნას არსენალის ხელმძღვანელობა უკრძალავს. იხილეთ fanebi.com
  25. ბოლო დროს "მარცხს მიჩვეულმა" "ქალაქელებმა" როგორც იქნა მოიგეს, თანაც მატჩში, რომელშიც ესპანური "ვალენსიას" სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავდათ. გოლები გარეტ ბარის და ბრაზილიელი ჟოს ანგარიშზეა იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...