Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ძლიერი კვამლის გამო, მოსკოვის `ვნუკოვოს” აეროპორტში 22 რეისი გადაიდო. ასევე, აეროპორტმა 38 რეისის მიღება ვერ შეძლო. რუსული… ლინკი მედიანიუსზე
  2. საქართველოს პარლამენტში შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საზოგადოებრივი განხილვების საბჭო, ახალი კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში, ხვალ მოსახლეობასთან… ლინკი მედიანიუსზე
  3. 6 აგვისტოს თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”, საქართველოს განმანათლებელთა ასოციაციამ ღია საზოგადოების ინსტიტუტის –ბუდაპეშტის ადგილობრივი მმართველობის ინტიტუტის მხარდაჭერით, 2007 წლის დირექტორების არჩევნების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა. კვლევის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი კითხვარების შევსება და არაფორმალური საუბრები იყო. გამოკითხვის შედეგების გათვალისწინება სექტემბერში დირექტორების ახალი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რადგან როგორც მკვლევარებმა იქ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, ეს მასშტაბური კვლევა იყო, საქართველოს თოთხმეტი რაიონი გამოიკითხა. კვლევის სტატისტიკაც საკვლევი თემის აქტუალობის და საზოგადოებრივი აქტივობის მაღალი მაჩვენებელია - 1225 კითხვარიდან მხოლოდ 25 დაბრუნდა შეუვსებელი. მიზნობრივი ჯგუფი მოიცავდა საზოგადოების დიდ სეგმენტს: სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის მონაწილეებს , მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, განათლების სამინისტროს კომისიების წევრებს. არაფორმალური საუბრებით გამოიკითხა ოთხასზე მეტი ადამიანი. კითხვარების ანონიმურობამ ხელი შეუწყო, პასუხების ობიექტურობას და, შესაბამისად, კვლევის შედეგებიც რეალობასთან მიახლოებული გახადა. საბოლოოდ გამოიკვეთა , რომ არჩევნები დადებითად კომისიის წევრებმა და არჩეულმა დირექტორებმა შეაფასეს, თუმცა, ჭარბობდა დადებითი შეფასება, მაგრამ გარკვეული ხარვეზებსაც აღნიშნავდნენ. რაც შეეხება “გარკვეულ ხარვეზებს ”, არაფორმალურ შეხვედრებზე გაირკვა, რომ ეს, ძირითადად, ადმინისტრირებას შეეხებოდა, როგორიცაა ერთ დღეს ორი გამოცდა ან ლოტოტრონის პრინციპით შექმნილი გეოგრაფიული დისკომფორტი, როცა ერთი სოფლის მაცხოვრებელს მეორე სოფლის დირექტორობა ერგო წილად. გამოკითხულებმა ისურვეს, რომ კარგი იქნებოდა თუ დირექტორები სკოლების გაცვლას შეძლებდნენ. ზოგადად, არჩევნები დადებითად შეაფასეს იმ სკოლის წარმომადგენლებმა, რომელთაც ვნებათაღელვის გარეშე აირჩიეს დირექტორი. არჩევნების უარყოფითად შეფასებაში ჭარბობდა მშობლებისა და მასწავლებლების აზრი. არაფორმალურ შეხვედრებზე ამის მიზეზად ისინი სკოლაში შემნილ კონფლიქტებს, სამეურვეო საბჭოს გამოუცდელობას, არჩევნების არაობიექტურობას და არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით ადგილობრივი თემის ჩარევას ასახელებდნენ. გამოკითხულთა ყველაზე მაღალი პროცენტის აზრით არჩევნებს სკოლის ცხოვრებაში არსებითი გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს კომპეტენციას, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ის არაადეკვატური იყო. დირექტორების შერჩევის ეტაპიდამ ყველა გამოკითხული უარყოფს ლოტოტრონის ეფექტს და მხოლოდ ორი პროცენტია ე.წ. კლასტერების შერჩევის ეფექტურობის მომხრე. რაც შეეხება შედეგიანობის თვალსაზრისით პირველ ადგილზე გასაუბრების ეტაპია, მას პოპულატობით მოსდევს ტესტირების ეტაპი და შემდეგ სკოლაში ჩატარებული არჩევნები. შერჩევის მომავალი პროცესისთვის რესპოდენტთა უმეტესობა ტესტირების ეტაპში ცვლილებებს ისურვებდა, უფრო კომფორტულს გახდიდა ადმინისტრაციას . ასევე, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ცვლილებების შეტანას ისურვებდა გასაუბრებასა და სასკოლო არჩევნებშიც. შესაბამისად, მომხრე არიან, რომ ლოტოტრონი გაუქმდეს და არსებული კლასტირების შინაარსიც შეიცვალოს. რესპოდენტთა 14, 5 პროცენტი კი თვლის, რომ ჩატარებული არჩევნები არავითარ ცვლილებას არ საჭიროებს. ასოციაციის მიერ შეთავაზებული სკოლის დირექტორების შერჩევის ოთხი მოდელიდან გამოკითხულთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა მეოთხე მოდელს, ანუ დირექტორების დანიშვნას განათლების სამინისტროს მიერ და სრულიად უგულვებელყვეს სამეურნეო საბჭოს კომპეტენცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლები. როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტის მიზანი იყო სკოლის დირექტორის შერჩევის გამჭვირვალე და დემოკრატიული სისტემის შექმნა. პროექტის ფარგლებში შეისწავლეს 2007 წლის არჩევნებში მიღებული გამოცდილება - საზოგადოებრივი აზრი, ასევე შეისწავლეს უცხოური გამოცდილება და მომავალი სექტემბრის არჩევნებისთვის სამინისტროსთვის რეკომენდაციები მოამზადა. შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორების 48% არ არის არჩეული და დროებითი მოვალეობის შემერულებლები (მშ) არიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. თბილისის მერიამ მელიქიშვილის ქუჩაზე მსახიობის დოდო აბაშიძის სახელობის სკვერი გაანახლა. თანამედროვე დიზაინით განახლებული სკვერი თბილისის ვიცე-მერმა მამუკა… ლინკი მედიანიუსზე
  5. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სოხუმში იმყოფება. სოხუმში მედვედევი ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს სერგეი ბაღაფშს შეხვდა და განაცხადა,… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg გია ნოდია რა შედეგები მოყვა რუსულ-ქართულ ომს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში მოხდა? თავიდან ისე ჩანდა, რომ ომი რეგიონში ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა და ახალ გლობალურ რეალობას შექმნიდა. მაგრამ რეალურად არაფერი მსგავსი არ მომხდარა. რუსეთს ერთი მიზანი ჰქონდა – ფუნდამენტრად შეეცვალა საკუთარი სტატუსი პოსტსაბჭოთა სივრცეში: დაესრულებინა დასავლეთის მიერ რუსეთის შევიწროვება და რეგიონში დომინანტური ძალის როლის აღედგინა. ტრადიციულად ამის მიღწევაში უკრაინა და საქართველო მთავარ წინააღმდეგობას წარმოადგენდნენ. უკრაინაში, კულტურული და ისტორიული მიზეზების გამო, რუსეთს ძლევამოსილი მოკავშირეები ყავს, ისეთები, რომელთაც შეეძლოთ კანონიერად მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. და ბოლოს ეს მოხდა კიდეც. საქართველოში ამის მიღწევა უფრო რთული იყო. ეკონომიკურმა ბლოკადამაც კი ვერ შეძლო მოსკოვის მიზნების განხორციელება. ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა. პიროსის გამარჯვება? მაგრამ ამანაც არ იმუშავა. რუსეთის სამხედრო გამარჯვებამ მხოლოდ ერთი შედეგი გამოიღო – კონტროლი აფხაზეთის რამდენიმე ხეობაზე და სამხრეთ ოსეთზე. რა თქმა უნდა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ესეც მტკივნეული დანაკარგია. მაგრამ თუ ორივე ქვეყნის სამხედრო ძალას გავითვალისწინებთ, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველო იოლად გადაურჩა. მთავარი ისაა, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „კვერცხებით დაკიდება“ (როგორც დასავლური მედია იუწყებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზუსტად ასეთი სურვილი გამოხატა), ვერც რეალური და ვერც გადატანითი მნიშვნელობით. ომმა ვერ შექმნა ქაოსი საქართველოში და ვერც სერიოზული პოლიტიკური, ან ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ამ გამოცდას გაუძლეს. 2009 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ოპოზიციის შეტევებმა მხოლოდ ის გამოიღო შედეგად, რომ პრეზიდენტის პოპულარობა განმტკიცდა, ხოლო ოპოზიციურმა ოპონენტებმა დისკრედიტაცია განიცადეს. დღეს საქართვეოფლოში აღარავინ ელის შიდა არეულობას. რუსეთის იმედები „რბილ ძალაზე“ წარუმატებელი აღმოჩნდა. მოსკოვმა, როგორც ჩანს იმ მოლოდონით, რომ მეგობრობა პუტინთან მათ პოზიციას განამტკიცებდა, სცადა იმ ზოგიერთი სოლიდური პოლიტიკური ლიდერისთვის დაეჭირა მხარი (ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი მოქმედი პრეზიდენტი), რომლებიც საქართველოში არაპოპულარულნი და მეორე რანგის ადამიანები არიან. და შედეგი მივიღეთ? ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ტელევიზორში,მაგრამ მათი პოპულარობა არ გაზრდილა. რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა ბევრ ქართველს სურს, მაგრამ არა ღალატის ფასად. ომის „დემონსტრაციის ეფექტმაც“ - (ნახეთ რა დაემართათ იმათ, ვინც მოსკოვს გადაეღობება, ასევე არ იმუშავა. იმას, რომ უკრაინაში ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩი მოვიდა, რაც რუსეთისთვის ომის შემდეგ ყველაზე დიდი წარმატებაა, არაფერი აკავშირებს ომთან. იმავე დროს, ბელურსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჭინჭყლობა იწყო, ხოლო მოლდოვეთში პრო-დასავლური ხელისუფლება მოვიდა. შემობრუნების წერტილი ნამდვილად არ დამდგარა. ძირითადად არაფერი შეცვლილა თურქეთის მზარდი აქტიურობა რეგიონში ომს უკავშირდება. ანკარამ „კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის“ უცნაური პლატფორმა წამოაყენა, რომელსაც, სავარაუდოდ, დასავლეთის პოზიციების შესუსტება ჰქონდა მიზნად. მაგრამ მისი პირველი ნაბიჯი, თურქულ-სომხური დაახლოება ჩავარდა და ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო. რუსეთმა მიაღწია გარკვეულ წარმატებებს საინფორმაციო ფრონტზე. რუსეთს საქართველოზე მეტად აკრიტიკებდნენ, მაგრამ ომმა ნამდვილად გამოიწვია დასავლეთის თვალში ქართული ხელისუფლების დისკრედიტაცია. ჰაიდი ტალიავინის 2009 წლის ანგარიშმა, რომელიც ევროპის კავშირის შეკვეთით მომზადდა, რუსეთის ყველა არგუმენტი უარყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ისაა, რომ 7-8 აგვისტოს ღამით საქართველოს შეტევა ცხინვალზე არ გაამართლეს. ამან განამტკიცა იმის შთაბეჭდილება, რომ ომი საქართველომ დაიწყო და საქართველოს პრეზიდენტი მიდრეკილია მოუფიქრებელი ქმედებებისკენ. ეს რუსეთისთვის სერიოზული გამარჯვებაა, რადგან რუსთს შეუძლია დასავლეთის კრიტიკის იგნორირება, ხოლო საქართველოს – არა! ამან საქართველოს სერიოზული ზიანი მოუტანა: ომის შემდეგ დასავლეთის ლიდერები ნაკლებად ენდობოდნენ სააკაშვილს, ვიდრე ომამდე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლეთისა და თბილისის ურთიერთობებს შორის რეალური ბარიერი გაჩნდა, ან რომ ამან ძირეულად შეასუსტა დასავლეთის პოზიცია რეგიონში. მართალია, საქართველოს გაწევრიანება ნატოში ჩაიშალა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ომის შედეგი, არამედ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტისა. რონალდ ასმუსი თავის წიგნში „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შესძრა“ წერდა, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამხდარიყო ომის მიზეზი. მაგრამ საქართველოს დღესაც არა აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა დასავლეთში ინტეგრაციის ლობირებისა და საქართველო დღესაც რჩება დასავლეთის ყველაზე საიმედო პარტნიორად რეგიონში. ნატოში გაწევრიანების შეფერხება, ევროკავშირთან ურთიერთობების დაჩქარებით კომპენსირდა. და ბოლოს, ომის მთავარი შედეგი: გარკვეულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. დღეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტი არსებითად არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი კონფლიქტი – ქართულ-რუსული და გადაწყვეტაც არ მოჩანს. საქართველო არ წაიღებს თავის მოთხოვნებს საკუთარ ტერიტორიებზე და რუსეთი არ შეცვლის ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს, რაღა თქმა უნდა ცუდია. მაგრამ ერთი რამ ცხადია – მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც დაიცავს თავის პოზიციებს, ძველი კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემა დღის წესრიგიდან ძირითადად ამოღებულია. ორიგინალი ორიგინალი
  7. გუშინ სტარტი აიღო საფრანგეთის ჩემპიონატმა.ერთდროულად 10 პარარელური მატჩი მიმდინარეობდა.დიდიე დეშამის მარსელმა თუ არ ჩავთვლით,რომ სეზონი საფრანგეთის სუპერთასის მოგებით დაიწყო,ჩემპიონატში პირველი წაგება იგემა კანის წინააღმდეგ.მოქმედ ჩემპიონს შეტევაში აქვს პრობლემები,თუ გავითვალისწინებთ რომ ნიანგი თითქმის თურქეთის ლიგაშია გადაბარგებული და ბრანდაოც დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. იხილეთ fanebi.com
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/shindisi-irakli_newwmv_000022220-150x150.jpgყველაზე ხანმოკლე შეტაკება ცხინვალიდან 7 კილომეტრში და დაღუპული ქართველი ბიჭები. 11 აგვისტოს სისხლიანი ისტორია და სოფელ შინდისის რკინიგზის სადგური, გმირთა მოედნის ფონზე. შინდისელი გმირების ისტორია პირველად itv -ის ობიექტივში მოექცა. ჩვენი გადამღები ჯგუფი პირველი იყო, ვინც, ზუსტად ერთი წლის წინ, კონფლიქტის ზონის განაპირა სოფელს ესტუმრა და საზოგადოებას 17 ქართველი მებრძოლის გმირობის შესახებ ამცნო… atv ამ სიუჟეტს კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/shindisi-irakli_newwmv_000003580.jpg itvს ლინკი
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/text_photo-150x150.jpgგიორგი ანწუხელიძის წამების კადრები და სარჩელი, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მეოთხე ბრიგადის უფროსი სერჟანტის ოჯახმა გააგზავნა. საქმე, სახელწოდებით - ლევან და ანა ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოამზადა. იურისტი ნინო ხაინდრავა ამბობს, რომ ვიდეო ქართველი ჯარისკაცის წამების ფაქტებს ნათლად ასახავს. მაკა ჩიკვილაძემ მეუღლე 2009 წლის იანვარში, ინტერნეტით გავრცელებულ ორ სხვადასხვა ვიდეო მასალაში ამოიცნო და დამატებითი ინფორმაციის მოპოვება „საიას“დახმარებით სცადა. ერთ-ერთი ვიდეო, ცხინვალის მე-5 სკოლის ტერიტორიაზეა გადაღებული. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ancuxelidze_16042010avi_000003520.jpg itvს ლინკი
  10. ერედივიზიონის პირველ ტურში ვერ მოიგო ვერც ამსტერდამის "აიაქსმა". არადა "თეთრ-წითლები" "გრონინგემს" 2:0-ს ამარცხებდნენ, მაგრამ მთავარი ფორვარდის, ურუგვაელი სუარესის გარეშე მოთამაშე ფავორიტებმა უპირატესობა ხომ გაანიავეს და ბოლო წუთზე წაგებასაც გადაურჩნენ. იხილეთ fanebi.com
  11. ერთდროს საკმაოდ სიმპატიურმა, ბოლო დროს კი აუტსაიდერებს შორის მყოფმა არნემის "ვიტესმა" საკუთარ არენაზე "დენ ჰააგს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. იხილეთ fanebi.com
  12. ჰოლანდიის ერედივიზიონის სასტარტო ტური დღეს გამართული ოთხი მატჩით დასრულდა. თავისი შეხვედრა გამართა ერთ-ერთმა ფავორიტმა "ალკმაარმა" და "ბრედასთან" გოლები გაცვალა. საერთოდაც, დიდი ჰოლანდიური ხუთეულიდან საწყის ტურში გამარჯვება მხოლოდ "პსვ"-მ და "ფეინოორდმა" მოახერხეს იხილეთ fanebi.com
  13. ნალჩიკის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში ვლადიკავკაზის "ალანიას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ გოგიტა გოგუა და დავით სირაძე, ეს უკანასკნელი მატჩის 62-ე წუთზე შეცვალეს, იქამდე კი თავი არაფრით გამოუჩენია, რაც შეეხება გოგუას, მან ბოლომდე ითამაშა და ორჯერ კარში სახიფათოდაც დაარტყა. იხილეთ fanebi.com
  14. აჭარის სამაშველო სამსახურის გადაწყვეტილებით, ზღვაზე სკუტერებით მოძრაობა აიკრძალა. სამსახურმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შავიზღვისპირეთში სკუტერი ზღვაში… ლინკი მედიანიუსზე
  15. საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე `აჭარის ტელევიზიის” სტატუსთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც `მედიანიუსს” არასამთავრობო… ლინკი მედიანიუსზე
  16. საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე `აჭარის ტელევიზიის” სტატუსთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც `მედიანიუსს” არასამთავრობო… ლინკი მედიანიუსზე
  17. საეკლესიო კალენდარი ორშაბათი ხსენება დიდმოწამე და მკურნალისა პანტელეიმონისა (305); ღირსი ანთისა იღუმენისა და 90 დათა მისთა (VIII);… ლინკი მედიანიუსზე
  18. Guardian_თან ინტერვიუში არსენ ვენგერმა თავის კარიერაზე ისაუბრა. იხილეთ fanebi.com
  19. დღეს გახდა ცნობილი თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ინგლისი – უნგრეთი ამხანაგურ მატჩზე. იხილეთ fanebi.com
  20. რიხით დაიწყეს ჩემპიონატი პარიზელებმა, რომლებიც მიუხედავად საკმაოდ ძლიერი შემადგენლობისა, განსაკუთრებულს ვერაფერს აღწევენ და ცხრილის მეორე ნახევარში "დაცურავენ". კლუბის ხელმძღვანელობას წელს ამ ტრადიციის დარღვევის დიდი იმედი აქვს და ფეხბურთელებიც საქმეს პირველი ტურიდანვე შეუდგნენ. იხილეთ fanebi.com
  21. ჩემპიონმა სეზონი სენსაციური მარცხით დაიწყო. დიდიე დეშამის გუნდი თავის თამაშს მთელი მატჩის განმავლობაში ეძებდა, მაგრა ვერ მიაგნო, კაენმა კი ბოძებული შანსები კარგად გამოიყენა და მარსელიდან სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. იხილეთ fanebi.com
  22. ლანსმა საკუთარ მოედანზე "ნანსს" უმასპინძლა და მეტოქეს სამი ქულა უსახსოვრა. "ნანსელები" როგორც ჩანს ორი წლის წინანდელი შედეგების გამეორებაზე უარს ნაამდვილად არ იტყვიან და წელსაც საპრიზო სამეულის სიახლოვეს ყოფნა აქვთ გადაწყვეტილი. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...